შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის სასწაული (ნაწილი 3)


22-06-2018, 14:44
ავტორი რუთენა
ნანახია 1 418

რაც არ გკლავს გაძლიერებსო, ამბობენ ღმერთი ისეთ განსაცდელს არ მოგივლენს მისი დაძლევა,რომ არ შეგეძლოსო. რამდენის გადატანა შეუძლია ადამიანს ? რამდენი ტკივილია საჭირო თვითმკვლელობამდე?! როგორ უნდა გადარჩე ასეთ დროს ? მზე ის ციური მანათობელია,რომელიც დედამიწას და მასზე მცხოვრებ ყველა სულიერ და უსულოს აცოცხლებს! ჩემი მზე იმ საბედისწერო დღეს დავკარგე, ახლა მის ძიებაში ვარ, ის მჭირდება, რომ გადავრჩე!
-ელისაბედ, როგორ ბრძანდებით პატარა ქალბატონო ?
-ალექს! აქ რას აკეთებ ?
-სასწრაფოდ მჭირდება შენი დახმარება! ერთ ადგილას უნდა გამომყვე! სასწრაფოდ! ახლავე!
-ისევ შენი შეყვარებულის როლი უნდა მოვირგო ? შანსი არ გაქვს !
-კარგი რა პატარავ, ამ ერთხელაც დამთახმდი, გპირდები ამ გაუგებრობაში აღარ გაგხვევ !
-არა! და ეგეთი სახით ნუ მიყურებ!
-როგორი სახით ?
-საყვარელი სახით! ჰმ ასე არ შეიძლება ! ნუ მანიპულირებ! ალექსს მოგვხდება ! შენს შავ თვალებს ეგრე ნუ ნაბავ ! ალეეექს ! ხო კარგი ჯანდაბას ! იცოდე ეს ბოლოა !
-გითხარი, რომ საუკეთესო ხარ ?
-ჰმ !
სინამდვილეში ჩემი ქვეცნობიერი აღტაცებისგან კედლებზე დარბოდა ! ცაში აფრენას ლამობდა! საღამოსთვის კაბას და ვარცხნილობას არჩევდა.
- პატარა ქალბატონო! ასე ჩემთვის გამოიპრანჭე?
-ეგრე ნუ მეძახი!
-ჰო, კარგი რა მოხდა ? ადრე არ ბრაზობდი
-ადრე სხვა დრო იყო, პატარა არ ვარ, გავიზარდე!
-კარგი, ჰო, ბოდიში, არ მინდოდა შენი წყენინება!
-არაუშავს!
რესტორნამდე ხმა არცეთს არ ამოგვიღია, რამდენჯერმე ჩუმად გადავხედეთ ერთმანეთს და სიტუაცის განსანმუხტად გავუცინეთ, ჩემს თავზე ნერვები მეშლებოდა რადგან თავს კონრტოლს ვერ ვუწევდი, მიჭირდა ნევრების კონტროლი, ადრე ასეთ უაზრობებზე არ ვბრაზობდი, მაგრამ ბოლო დროინდელი ამბების შემდეგ ჩემი ნერვები მიწასთან იყო გასწორებული,ძნელია ყოველდღე იცინოდე, საუბრობდე სულელურ თემებზე, აკეთებდე იმას, რისი კეთებაც სინამდვილეში არ გინდა. ყველაფერზე ნერვები მეშლება, განსაკუთრებით კი იმაზე მეშლება ნერვები, რომ ყველაფერი მაღიზიანებს და თავს ვერ ვთოკავ! ადრე მითხრეს დრო გავა და ყველა ტკივილი გაგივლისო, მაგრამ შეცდნენ 2წელი გავიდა იმ დღიდან და მე უფრო ძლიერად მტკივა, მტკივა ყოველ დღე დილით და ღამით, განსაკუთრებით მაშინ მტკივა, როცა ვიცინი... ვახშამმა კარგად ჩაიარა,რესტორნიდან გამოსულს სასიამოვნო ამინდი დაგვხდა,, წვიმდა ... ალბათ მეტყვით რა არის წვიმაში სასიამოვნოო, მაგრამ თუ ერთხელ მაინც გიცეკვიათ წვიმაში ამ კითხვას აღარ დამისვამთ...
-მანქანა რატომ გააჩერე ?
-გადმოდი!
-რააა? რატომ?
-უნდა ვიცეკვოთ! დაუყოვნებლივ!
ცეკვის ხასიათზე ნამდვილად არ ვიყავი მაგრამ ჩემს ქვეცნობიერს არ შეეძლო ალექსის შავი ბრიალა თვალებისთვის უარის თქმა!
-გახვსოვს, ჯეკა ?
-მეღადავები? ეგ სულელი ძაღლი რამ გაგახსენა?
-სულელი არ იყო, ძალიან ჭკვიანი იყო!
-ყოველთვის მიღრენდა ! ჩემი სათამაშოც კი დაღეჭა!
-კარგი რა, უბრალოდ სათამაშო იყო!
-უბრალო სათამაშო? ის ჩემი საყვარელი სათამაშო იყო! შენნმა სულელმა ძაღლმა კი ჩემი ზღარბის დაღეჭვა გადაწყვიტა!
-კარგი, მგონი გვეყოფა ცეკვა საკმაოდ დავსელდით! შენ კი ჩემს გალიმპულ ჯეკას მაგონებ და სასწრაფოდ თუ არ გაშრი ჩაგეხუტები !
-ჰმ, არც გაბედო ბაბნიკო !
-ელი?!
-ჰო ?
-ამ ყველაფერს როგორ უძლებ ?
-ყოველთვის,როცა მგონია რომ ვეღარ გავუძლებ, წარმოვიდგენ ხოლმე მათ სახეებს! თვალებს ვხუჭავ და მოგონებების გაცოცხლებას ვცდილობ! მახსენდება ის დრო, როცა ყველანი ბედნიერად ვცხოვრობდით, მახსენდება მათი ღიმილი და ეს ღიმილი არ მაძლევს დაცემის საშვალებას ! ვიცი, მათ,რომ ასეთ მდგომარეობაში ვენახე განადგურდებოდნენ! ყოველ დილით თვალს,რომ ვახელ ისინი მახსენდებიან, მგონია, რომ ტელეფონი დარეკავს და მამა ან დედა იქნება ! მაგრამ ტელეფონი არ რეკავს და ვხდები, რომ ეს ყველაფერი სიზმარი არ არის და მტკივა! სუნთქვა მეკვრის და ყველაფერი თავიდან იწყება! შემდგებ უბრალოს ძალას ვპოულობ საწოლიდან ვდგები და ჩემს თავს ვეუბნები, რომ მე ამას შევძლებ , ამ დღესაც გადავაგორებ ! არ მივცემ ტკივილს გაბატონების უფლებას ! და უბრალოდ ახალ დღეს ვიწყებ!
-სამყაროში არ მეგულება შენზე ძლიერი და საყვარლად ბუტია გოგო !
-ბუტია ? მე ვარ ბუტია ?! ჰმ !
-და ბუზღუნაც!
-ალექსანდრე, შენი სიტყვები უკან წაიღე, თორემ ინანებ !
-შენი პაწაწინა მუშტებით მემუქრები ? ჰაჰაჰაჰაა !
-მე შენ განახებ პაწაწუნა მუშტების ძალას ! ჰმ!
-შოკოლადები გშია ?
-ასე ძალიან მეტყობა ?
-წამოდი,წამოდი გიყიდი ! ...
ჩემს საყვარელ საკონიდტროში წავედით, ქალაქში ეს ერთადერთი ადგილი იყო სადაც ყველაზე გემრიელ ტკბილეულს ამზადებდნენ, მშობლებს აქ ხშირად დავყვადი! ..
-არ მეგონა ეს ადგილი თუ გახსოვდა!
-შენს შესახებ ყველაფერი მახსოვს!
-მენატრებიან ! ჩემი მშობლები და ჩემი პატარა დები სიგიჟემდე მენატრებიან ! არვიცი, ამ ყველაფერს სანამდე გავუძლებ! საშინელებებს ვფიქრობ ხოლმე! და ჩემს თავზე ნერვები მეშლება! სული მტკივა, არვიცი ასეთი რამ შესაძლებელია თუ არა მაგრამ მგონია, რომ სული მტკივა! ბევრს გონია ,რომ გადავიტანე და აღარ ვდარდობ მათზე, მაგრამ ასე არ არის! სინამდვილეში დღეს იმაზე მეტად მტკივა, ვიდრე ორი წლის წინ მტკიოდა. საკუთარი თავი მეზიზღება იმ ფიქრების გამო, რასაც ვფიქრობ! სარკეში ჩახედვის მრცხვენია! მრცხვენია მათი სურათის ყურება! ვნადგურდები!
-ელ, ვწუხვარ,რომ ამ ყველაფრის გადატანა გიწევს! ამ სამყაროში ძალიან ცოტა ადამინია, ვიცთვისაც მთელს ჩემს ცხოვრებას დავთმობდი მათი ბედნიერებისთვის! შენ ამ ადამიანების რიცხვში შედიხარ! გული მტკივა, როცა ასეთ მდგომარეობაში გხედავ ! ადრეც გითხარი და ახლაც გეტყვი, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გოგო ხარ! მე შენს ადგილას წავიქცეოდი, გავნადგურდებოდი ფიზიკურად და სულიერად! მაგრამ მათ გარეშე ცხოვრება უნდა ისწავლო, ვიცი ეს მხოლოდ სათქმელად არის ადვილი, მაგრამ წარსული წარსულში უნდა დატოვო! და ცხოვრება უნდა გააგრძელო! ჩვენ შენს გვერდით ვარ! ჩემი მხარი ყოველთვის მზად იქნება შენთვის შეგიძლია დამეყრდნო! მენდე !
-მადლობა! იცი, მგონი ამ ნამცხვარს კიდევ შევჭამ !
-ღორმუცელა ! კარგი კიდევ ერთი თუ ორი ნაჭერი ავიღო ?
-სამი  არა ოთხი იყოს, ერთი შენთვის და სამი ჩემთვის .. !
-იცი, მგონი ცოტაც და ისევ შემიყვარდები...
-შენ და სიყვარული ? ჰაჰჰა ! ... არსებობს! მოიცა რა თქვი ? რას ნიშნავს ისევ ?
-მეათე კლასამდე მიყვარდი! იმ წელს ლაშქრობაში, რომ წავედით ვაპირებდი ჩემი გრძნობების შესახებ თქმას! მაგრამ... !
-მაგრამ, შენ არაფერი გითქვამს! და საერთოდ ამას ახლა რატომ მეუბნები! ეს მაშინ უნდა გეთქვა!
-მაშინ რატიმ გითხრა, რომ უყვარდი და მე უბრალოდ ჩამოგცილდით!
-კარგი რა ! რატი ? ჰაჰაჰ ! ეგ ამბავი იმ წამსვე დამთავრდა! აი შენ კი ნამდვილი იდიოტი ხარ !უნდა გეთქვა!
-და რა შეიცვლებოდა ?
-მაშინ ? ყველაფერი.. ახლა ? არაფერი შეიცვლება ! სახლში წამიყვან ?
-ჯერ ჭამა არ დაგიმთვარებია!
-უბრალოდ სახლში წამიყვანე! ან ჩემით წავალ !
-კარგი, კარგი, წავიდეთ!...

პ/ს. თუ მოგეწონათ დატოვეთ მცირე კომენტარი ! თუ არ მოგეწონათ შენიშვნა დატოვეთ და გამოვასწორებ ! 




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent