ჩემი ცხოვრების სინათლე ხარ! {სრულად}
- წვიმას აპირებს. - მერე? - ქოლგა წაიღე. - არ მინდა. - დასველდები. - არაუშავს. - ერთხელ მაინც მომისმინე. - სხვა დროს მოგისმენ ახლა მეჩქარება. - კარგი, მაგრამ იცოდე ის სხვა დრო გვიან არ იყოს მერე. ეს სიტყვები უკვე კარებში მყოფ შვილს მიაძახა, რომელიც მეგობრებთან შესახვედრად გარბოდა. *** - სახლში მოვედი. მეგობრებიდან დაბრუნებულს სახლში არავინ დახვდა. გარდა ერთი ქაღალდის ნაგელჯისა რომელზეც ეწერა. „-ჩემო ლილე ჩემო ანგელოზო, პირველო და უკანასკნელო მზეო, იცოდე თბილად ჩაცმას მიეჩვიე და იქ სადაც მე ვიქნები არ მანერვიულო, მე შენ იქიდანაც გიყურებ“ თავიდან ძალიან დაიბნა ვერ გაეგო ეს ხუმრობა იყო თუ სინამდვილე. ათრთოლებული ხელით დარეკა დეიდასთან რომელმაც მხოლოდ მეოთხე ზარზე აიღო ტელეფონი. - დედაჩემი სადაა? ყოველგვარი მოკითხვის გარეშე დაიწყო საუბარი ლილემ. - არსად. უსიამოვნო პასუხი გასცა ქალმა. - რას ნიშნავს არსად? ანერვიულება და შიში გამოიკვეთა ლილეს ხმაში . - არსად არაა გესმის? არსად! გაქრა, წავიდა დაგვტოვა ამხელა დარდის წინაშე. ტელეფონიდანაც კი იგრძნობოდა ქალის მძიმე დარდი. - მატყუებ! მკაცრი იყო ლილე საკუთარი თავის მიმართ. არ უნდოდა იმ წინადადების არსს ჩასწვდომოდა რომელიც წამების წინ უთხრა დეიდამ. - ნეტავ, ნეტავ ის ახლა აქ ჩემს გვერდით იყოს და ეს ყველაფერი კი უბრალოდ სიზმარი. უკვე ტირილით უხსნიდა დისშვილს სიტუაციას. - სად ხარ? ლილეს სიტყვის თქმა უჭირდა. - საავადმყოფოში. საავადმყოფოში მისული ლილე აქეთ-იქით დაიარებოდა და ვერ ხვდებოდა საით წასულიყო. ამ არეული სიარულისას უეცრად ერთ-ერთ ექიმს დაეჯახა. - ფრთხილად გოგონა. ექიმმა შენიშვნა მისცა ლილეს და დაელოდა მისგან ბოდიშს ან რაიმე მსგავს სიტყვას, თუმცა მისგან საერთოდ სხვა სიტყვები გაიგონა. - მორგი სადაა? აკანკალებული ხელი სახეზე ჩამოისვა ლილემ. - მარცხნივ შეუხვიეთ, გოგონა კარგად ხართ? აღელდა ექიმიც. - არა! უპასუხა ლილემ და ექიმის მითითებულ გზას გაუყვა. - მარტოს ვერ დაგტოვებ. ექიმი ლილეს დაედევნა. - მე უკვე დამტოვა მან ვინც სიცოცხლეს მერჩივნა. - იქნებ ცოტა ხნით ჩამოვსხდეთ დაისვენე გეტყობა ძალიან დარდობ რაღაცაზე, ცოტა დამშვიდდი და მერე ნახე ის ვისაც ეძებ. შესთავაზა ექიმმა. - კარგი. ლილე გაუცნობიერებლად დაჯდა უცნობი ექიმის გვერდით. - დუდა. ხელი გაუწოდა ბიჭმა ლილეს. - ლილე, საკუთარი სახელიც კი ვერ წარმოთქვა ნორმალურად. - მოდი წყალი დალიე. დუდამ პლასთმასის ჭიქაში ცივი წყალი დაუსხა გოგონას და მიაწოდა. - მადლობა. - ცოტა დამშვიდდი? ისევ დუდამ დაიწყო საუბარი. - წინ უფრო დიდი სირთულე მელის, მადლობა დახმარებისთვის. გოგონა სკამიდან წამოდგა და დერეფანში გაუჩინარდა, არც დუდამ დააყოვნა და პაციენტებისაკენ გაეშურა. იმ დღეს საავადმყოფო ლილეს კივილმა გააყრუა, ტიროდა კიოდა ყველანაირ ემოციას გადმოსცემდა, მაგრამ შვება ვერცერთში ჰპოვა. ექიმები მისცვივდნენ და დამამშვიდებლები გაუკეთეს. საავადმყოფოში უკვე ჭორები დადიოდა გოგონაზე რომელიც ასე ძლიერ იტანჯებოდა. ხმებმა დუდამდეც მიაღწია ისიც დაინტერესდა თუ ვინ იყო ასეთი ის გოგონა რომელზეც საავადმყოფოს ყველა კუთხეში საუბრობდნენ. იმ საღამოს მისი მორიგეობა იყო. ერთ-ერთი შემოწმებისას დერეფანში ტირილის ხმა ისმოდა დუდამ ყველა საქმე გვერდზე გადადო და პალატაში შევიდა. საწოლზე თვალებ შეშუპებული გოგონა იჯდა რომელიც გაუჩერებლად ტიროდა, ლამაზი ყავისფერი თმა კი მთელ სახეს უფარავდა თუმცა ამას დუდათვის ხელი არ შეუშლია დაუფიქრებლად მიიჭრა გოგონასთან და გულში მაგრად ჩაიკრა. როცა იგრძნო რომ მასზე აკრული არსება დამშვიდდა სახიდან თმაც გადაუწია და ნამდვილად გაოგნებული დარჩა ლილეს ხილვით. - შენ? გაოგნებულ დუდას რაც ენაზე მოადგა ის წამოიძახა. - ჰო, მე ვარ. - ნამდვილად არ ველოდი შენს ხილვას. გინდა? მომიყევი რა გაწუხებს, საუბარი გიშველის. - ახლა არაფერი აღარ მიშველის. ისევ ტირილი აუვარდა ლილეს. - თუ არ გიშველის დარდს ოდნავ შეგიბიმსუბუქებს მაინც. - დედამ დამტოვა, წავიდა ისეთ ადგილას წავიდა საიდანაც აღარ ბრუნდებიან. ჩურჩულით დაიწყო საუბარი გოგონამ. - ვწუხვარ! თავიდან ძალიან მწარეა მაგრამ ბოლოს ეგუები. - შენ საიდან იცი რა და როგორ მტკივა ახლა?! - იყო დრო როცა გამოვცადე ასეთი სიმწარე, მაშინ თავი ყველაზე უნედური კაცი მეგონა მაგრამ ამ ტკივილს თვალი გავუსწორე შევეჩვიე ტკივილით ცხოვრებას. - ნეტავ იმ დღეს მომესმინა მისთვის კიდევ მეტი დრო გამეტარებინა მასთან. სინანულით სავსე საუბრობდა. - ასეა, როცა ვკარგავთ მხოლოდ მაშინ ვაცნობიერებთ რაოდენ ძვირფასი ადამიანი გვყავდა და არ ვაფასებდით. ვიცი შეიძლება უხერხული შეკითხვაა მაგრამ მაინც გკითხავ, რა დაემართა? - იმ დღეს მთხოვა ქოლგა წამეღო მე კი არ მოვუსმინე. სახლში მისულს არ დამხვდა დავინტერესდი სად იყო მერე დეიდამ მითხრა გარდაიცვალაო. თურმე იმ დღეს გულის ოპერაციას იკეთებდა მე კი არაფერი მითხრა, მხოლოდ იმიტომ რომ ტყუილი იმედი არ მოეცა. მასთან დამშვიდობებაც ვერ შევძელი. დამნაშავე ვარ დედასთან როგორ მინდა ახლა ცოცხალი იყოს და შემეძლოს მასთან საუბარი და ჩახუტება. - არ ვიცი რა გითხრა ისეთი რაც დაგამშვიდებს მაგრამ შემიძლია გითხრა ერთი, საკუთარი თავი ამაში არასდროს დაადანაშაულო. დუდა ფეხზე წამოდგა და წასასვლელად მოემზადა როდესაც საათს დახედა და გაოგნდა თავზე დასთენებოდა ლილესთან საუბარში ისე გაერთო, რომ დროის შეგრძნება დაკარგა. *** ლილე იმ დილითვე გამოწერეს. დუდასთანსთან საუბრის შემდეგ თითქოს ოდნავ მაგრამ მაინც დამშვიდდა. მის წასაყვანად დეიდა და ბავშობის მეგობარი მივიდნენ. დუდა საქმეში ისე იყო ჩაფლული ნამდვილად არ გაუგია როდის გაწერეს მისი ახლად შეძენილი მეგობარი, როდესაც ეს გაიგო კი ლილე უკვე ერთი კვირის გაწერილი იყო. ნელ-ნელა ლილე ცხოვრებას დედის გარეშე ეგუებოდა მართალია არ იყო ადვილი მაგრამ, მაინც უწევდა იმ აზრის გათავისება, რომ დედა გვერდით აღარ ყავდა.სამსახურსაც დაუბრუნდა, იქ კი აუცილებლად მშვიდი და გაწონასწორებული იყო რადგან თვლიდა, რომ თუ თვითონ არ აიყვანდა ხელში თავს და არ იქნებოდა გაწონასწორებული ვერ დაეხმარებოდა საკუთარ პაციენტებს. მალე უფროსისაგან ბრძანება მოუვიდა, რომ სხვა კლინიკაში გადაყავდათ და მუშაობა იქ უნდა გაეგრძელებინა, ლილე უსიტყვოდ დასთანხმდა უფროსის ბრძანებას. საავადმყოდან გამოწერის შემდეგ არც მას ასვენებდა აკაკიზე ფიქრები, ძალიან მოეწონა და ერთი შეხვედრით მიხვდა თუ რა დიდი სულის პატრონი იყო. *** დუდამ ბევრი ფიქრის შემდეგ ძალა მოიკრიბა და გადაწყვიტა მოეძებნა გოგონა რომლის მხოლოდ სახელი და ცხოვრების პატარა ისტორია იცოდა. მიმღებისაკენ მიდიოდა როდესაც უეცრად ვიღაც შეეჯახა. - შენ? გაოგნებული იყო დუდა ლილეს დანახვით. - ბოდიშს გიხდი, ისევ მე დაგეჯახე. - არაუშავს, იმედია ახლა მშვიდობა გაქვს. - კი, კი ახლა მშვიდობა მაქვს. მშვიდი ხმით უთხრა ლილემ. - თუ დრო გაქვს საავადმყოფოს კაფეტერიაში დავსხდეთ. შესთავაზა დუდამ გოგონას. - კი. შეთავაზება მიიღო ლილემ. კაფეტერიაში შესულები ცარიელ მაგიდასთან თითო ჭიქა ყავით და კექსით მოთავსდნენ. ცოტახანს ჩუმად იყვნენ შემდეგ კი საუბარი დუდამ დაიწყო. - მოდი ერთმანეთს სრულად გავეცნოთ. მე დუდა დოლიძე ვარ, 30 წლის ქირურგი. - სასიამოვნოა, მე კი ლილე ბოლქვაძე, 26 წლის ფსიქოლოგი ძირითადად მოზარდებთან ვმუშაობ რადგან ვთვლი, რომ მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება. - მართალი ხარ. სასიამოვნოა შენი გაცნობა. - ჩემთვისაც. - კარგი ახლა წავედი თორემ პაციენტები მელოდებიან. - შეხვედრამდე. დაემშვიდობა ლილე დუდას და თავადაც მოემზადა მთავარ ექიმთან შესახვედრად. შეხვედრამ იმაზე კარგად ჩაიარა ვიდრე ბოლქვაძე ელოდა, საკუთარი კაბინეტი გამოუყვეს მან კი ყველაფერი ისე მოაწყო როგორც თავად უნდოდა, საბავშვო სათამაშოებიც მრავლად განალაგა კაბინეტში და ახალი კაბინეტით ტკბობას შეუდგა. მეგობარსაც დაურეკა და ყველაფერის მოყოლას შეუდგა. - თინა როგორ ხარ? ხალისიანი ხმით მოიკითხა მეგობარი. - კარგად საყვარელო, შენ? თინამაც ასეთივე ხმისტემბრით მოიკითხა ბავშობის მეგობარი. - იცი ? დღეს მას შევხვდი. - ვის? ვერ მიხვდა თინა. - ვის და ვისმა საუბარმაც მაშინ მიშველა, როცა არაფერი მშველოდა. - მართლა? მერე რა გითხრა? თუ ისაუბრეთ? კითხვები დააყარა დაქალს. - თუ ამომასუნთქებ გეტყვი. - კარგი. - ვისაუბრეთ შემდეგ ერთმანეთს ნორმალური ადამიანებივით გავეცანით, ერთი სიტყვით ნამდვილად კარგი ადამიანია. - მიხარია, რომ ისევ შეხვდი. - ხოო მეც, კარგი ახლა წავედი შეილება ვინმეს ვჭირდები. - კარგი დროებით. თავს გაუფრთხილდი. თინა მეგობარს დაემშვიდობა და ტელეფონი დაკიდა. ამასობაში დუდა აქეთ-იქით დადიოდა უნდოდოა ლილესთან ისევ ესაუბრა, თუნდაც რამდენიმე სიტყვა ეთქვა მისთვის მაგრამ მიზეზს ვერ პოულობდა. დუდას ფიქრები მალე პაციენტებისაკენ მიიმართა და სხვაგან აღარც გაქცეუა. *** თინას და ლილეს ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებდათ. ერთს, რომ სტკიოდა მეორეს ორმაგად სტკიოდა, ერთს რომ უხაროდა მეორეს გაასმაგებულად უხაროდა. ბავშვობიდან დებივით იზრდებოდნენ, ერთმანეთში იპოვეს ის დედმამიშვილები რომლებიც არცერთს არ ყოლიათ, მაგრამ ორივეს მუდმივი ნატვრა იყო. ლილეს დედის დაკარგვა თინასთვისაც დიდი დარტყმა იყო. არცერთს არ სჯეროდა ოცნების კოშკების, ორივე ზედმეტად რეალისტი იყო ალბათ ამიტომაც იყო, რომ ერთმანეთის საუკეთესოდ ესმოდათ. *** ბოლქვაძისთვის პირველი სამუშაო დღე იმაზე დამღლელი აღმოჩნდა ვიდრე ელოდა. სახლში წასვლამდე რაღაცეები იყიდა და გზას მშვიდად გაუყვა. ყურსასმენებით და პარკებით მიდიოდა ნახევრად განათებულ ქუჩაში, სახლამდე სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა, როდესაც მხარზე ხელის შეხება იგრძნო უეცრად გააჟრჟოლა და შემობრუნდა. - ბოდიში თუ შეგაშინე. სიბნელეში ნაცნობი ბარიტონი გაიგონა და დამშვიდდა. - არაუშავს. აქ საიდან? გაკვირვებული იყო ლილე. - ძმაკაცთან მოვედი, დაგინახე და დაძახებას მოსვლა ვარჩიე. - სიმართლე გითხრა ჩვენი ყოველი შეხვედრა მოულოდნელია. - მართალი ხარ მაგრამ ამ მოულოდნელობასაც აქვს რაღაც ხიბლი. - კარგი ცოტა გრილა სახლში ავალ. - მეც მაგ კორპუსში მოვდივარ ლილე. - კარგი წამოდი. - მადლობა ვერ გადაგიხადე დუდა. - მადლბა? რისთვის? გაუკვირდა ბიჭს. - იმისთვის, რომ იმ დღეს გვერდით დამიდექი, შენ შეცვალე ჩემი ცხოვრება და მიმახვედრე, რომ საყვარელი ადამიანების დაკარგვის ტკივილით ცხოვრებას შეიძლება შევეგუოოთ. - იმ დღეს ადამიანური გრძნობებით ვიყავი შენთან. მიხარია თუ რაღაც მაინც გამომივიდა. საუბარი დაასრულეს თუ არა ლიფტიც მოვიდა. დუდამ პირველი მანდილოსანი შეატარა შემდეგ კი თავად შევიდა. როგორც კი მეშვიდე სართულზე ავიდნენ ლილე დუდას დაემშვიდობა და ბინისკენ გაემართა, დუდა კი ერთი სართულით მაღლა ავიდა. სახლში შესულმა ლილემ ვეღარ მოითმინა და მეგობარს დაურეკა. დიდი ხვეწნა მუდარის შემდეგ როგორც იქნა დაარწმუნა მასთან მისულიყო. *** დუდა მეგობარს გადაეხვია, მოიკითხა და მისაღებისკენ გაემართა. - რას შვები? სად დაიკარგე ბიჭო? წყრომით უთხრა თომამ მეგობარს. - მე დავიკარგე თუ შენ? ხანდახან მართლა რო ვეღარ გხედავ ვნერვიულობ. არც დუდამ დააკლო. - ლუდს დალევ? შესთავაზა მეგობარს და სამზარეულოსაკენ დაიძრა. - კი დავლევ ოღნოდ ცოტას. - ისე რა ხდება ახალი? - არც ისეთი განსაკუთრებულია, მაგრამ არც ძველებური. - თქვი შე*****მა რას მინამიოკებ. - ოო, ერთი გოგოა რა, სადღაც ორი კვირის წინ ვნახე საავადმყოფოში დავინტერესდი მაგრამ ჯერ არაფერი ისეთი. - აი ეს უკვე აღსანიშნავი ამბავია. მე კიდე სალომეს დავშორდი გუშინ. მხიარული ხმით აღნიშნა თომამ. - მიხარია. ეგ გოგო ნამდვილად არ იყო წესიერი და შენთვისაც ბევრჯერ მაქვს ნათქვამი. - მეც მივხვდი მაგას. ბიჭები წყნარად საუბრობდნენ აი გოგოებთან კი თინა მთელ სახლს იმხობდა თავზე და ცდილობდა მეგობრისთვის მეტი ინფორმაცია გამოეძალა. - ლილე აი ნახე ეგ ბიჭი თუ არ შეგიყვარდეს. - თინა კარგი რა, ასე ადამიანს ვერ შეიყვარებ კარგად უნდა გაიცნო თან რავიცი, რომ თავისუფალია? თვალები მომაბეზრებლად აატრიალა. - მე ვარაუდს გიზიარებ. - სისულელეა. ლილემ თავდაცვის ინსტიქტი წამში ჩართო და წარმატებითაც გააქტიურა. - დღეს აქ ვრჩები. ამაყად წარმოთქვა თინამ. - ძალიან კარგი. - ლილე მარისთან არ გისაუბრია? (დეიდა) მორიდებით და შეფარვით იკითხა თინამ. - არა, არ მინდა მასთან საუბარი. ამით არაფერი შეიცვლება. - შეიცვლება, რაღაც მაინც იქნება. თანაც ის დედაშენის გარდაცვალებასთან არაფერ შუაშია. - თინა მას ხომ მაინც შეეძლო ჩუმად ეთქვა თუ რას აპირებდა დედაჩემი იმ ავბედით დღეს? - მართალი ხარ. - კარგი საყვარელო ამაზე აღარ იდარდო შენ, მეც შევეგუე. ლილე მეგობარს მოეხვია და მხარზე თავი ჩამოადო. - შემდეგ ორივეს ძილი მოერია და ლილეს საძნებლისკენ გაემართნენ დასაძინებლად. იმ ღამით ბიჭებიც ერთად იყვნენ რადგან საუბარი გვიანობამდე გაუგრძელდათ. მრავალ თემაზე ისაუბრეს ძველი დროც გაიხსენეს და ბოლოს როგორც იქნა ძილი გადაწყვიტეს. *** დილით თინამ გაიღვიძა პირველმა ამიტომაც მაღაზიაში ჩაირბინა და საუზმისათვის საჭირო პროდუქტი იყიდა. შემდეგ კი სახლისაკენ დაიძრა. მშვიდად მიაბიჯებდა მანამ სანამ კიბეებზე სწრაფად მომავალი თომა არ გამოჩნდა და თინას მთელი ძალით არ შეასკდა. - წინ იყურე ! შეიშვნა მისცა თომამ თინას და დარჩენილი საფეხურების განვლასაც იწყებდა როცა უეცრად თინამ მკლავში ხელი ჩაავლო და მის წინ სახით შეაბრუნა. - მე კი არა ეს შენ იყურე წინ. შენს გამო პარკები გამეხა და ახლა ოთხი სართული ეს ყველაფერი ხელით უნდა ვათრიო. ყავისფერ თვალებში თინას ბრაზრი ჩაუდგა. - ლიფტით წადი და პრობლემაც აღარ იქნება. მარტივად გადაწყვიტა თომამ. - არ მინდა. უსიამოვნოდ უთხრა თინამ და ძირს დაყრილი პროდუქტის ალაგებას შეუდგა. თომამაც არ დააყოვნა და გზა განაგრძო. თინას ბავშობიდან საშინლად ეშინოდა ლიფტის, ამას მისი კლაოსტროფობიაც ემატებოდა და რათქმაუნდა ამ მიზეზების გამო თინა ფეხით დადიოდა ნებისმიერ სართულზე. არ იყო ფიცხი მაგრამ მაინც თუ რამეზე გაბრაზდებოდა საკუთარ თავს აღარ გავდა თომასთან შეხვედრისასაც იგივე დაემართა. მთელი ოთხი სართული ლანძღა უცნობი ბიჭი ბოლოს კი სახლშიც მივიდა. საუზმე მოამზადა და მეგობრის გაღვიძებას დაელოდა. ლილემაც არ დააყოვნა და მალე გამოვიდა საძინებლიდან. - კარგად ხარ? - არა, დილაადრიან ვიღაცამ მომიშალა სათუთი ნერვები. - ცუდია. ჭამე რამე და არ იფიქრო რა ვიღაცეებზე დღეში იმდენი ადამიანი მიშლის ნერვებს ყველაზე, რომ ვიფიქქრო ფიქიატრიულში დაწოლა მომიწევ. - არა ლილე, იცი რა მიკვირს? ბოდიშიც კი არ მომიხადა. - თინა ! - კარგი უბრალოდ ვისაუზმოთ. საუზმემ მშვიდად ჩაიარა. ყველაფრის დასრულების შემდეგ სამსახურში წასასვლელად მოემზადნენ. კორპუსის გასასვლეთან მათი გზები გაიყავა ერთი მარჯვნივ მეორე კი მარცხნივ წავიდა. დღე საავადმყოფოშიც მშვიდი იყო მანამ სანა ბოლქვაძის კარებთან მოზარდების ასაკოვნების და ახალგაზრდები რიგი არ დადგა. ყველას რაღაც უჭირდა: ზოგი ლილესთან ადვილად ვერ ამყარებდა კონტაკტს ზოგიც კი პრობლემას არასწორად აყალიბებდა და ამით ლილესაც აბნევდა. შესვენებაზე როგორც იქნა გამონახა თავისუფალი დრო და საავადმყოფოს კაფეტერიაში ჩავიდა. - ერთი კექსი და ერთიც ყავა ჩვეულებრივი. შეკვეთა მისცა მან და მომზადებას დაელოდა. - აი აიღე შვილო, მოხუცმა ქალმა ლილეს შეკვეთა მიაწოდა ლილე კი წამში დაიძრა ცარიელი ადგილისაკენ. უეცრად ერთ-ერთ ქალბატონს დაეჯახა რომელსაც ცხელი ყავა გადაასხა. - გოგონა ნორმალური ხარ? გაბრაზდა ქალი. - ბოდიშის გიხდით, მართლა არ მინდოდა. მოუბოდიშა ლილემ. - არაუშავს ახლა მაინც არ ეშველება არაფერი. თქვა ქალმა და კაფეტერია დატოვა. დატვირთული დღე იყო დუდასთვისაც, 6 ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ძლივს მოახერხა დასვენება. დღის დსასრულისათვის კი ლილემ დუდას კაბინეტში შეიხედა რომელსაც გადაღლილობისაგან კაბინეტში მდგარ დივანზე ჩასძინებოდა. გაღვიძება სცადა მაგრამ ბოლოს თავი დაანება და კარები გაიხურა, დერეფანში კი მორიგე ექთანს სთხოვა პლედი გადაეფარებინა დუდასთვის. საღამოს სახლში ისეთი დაღლილი მივიდა არაფრის თავი არ ჰქონდა. წყალი გადაივლო და მაშინვე თბილ საწოლში მოთავსდა. ჯერ მხოლოდ ნოემბერი იყო მაგრამ მაინც ძალიან ციოდა ქუჩაშიც კანტიკუნტად დადიოდა ხალხი, ყველა თავის თბილ ოჯახთან ერთად ატარებდა დროს ლილეს გარდა რომელსაც არავინ აღარ ჰყავდა თინას გარდა, ბავშვობის მეგობარი იყო მხოლოდ მისი იმედი მაგრამ მასაც ვერ აწუხებდა. იმ დროს ვინმეს ლილესათვის რომ ეკითხა ამ ცხოვრებაში ყველაზე რთული რა არისო ლილე მარტოობას დააახელებდა. მართლაც, რომ ყველაზე რთული ასატანი და გასაძლები ხომ მარტოობაა, მარტოობა გვხდის იძულებულს ვიფიქროთ იმაზე რასაც ყოველდღიურად რაღაც მონაკვეთში ვცდილობთ გავექცეთ. ლილეც იწვა და ფიქრობდა. ბევრი ფიქრის შემდეგ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ იყო დუდას მიმართ გულგრილი მაგრამ არც იმ გრძნობას გრძნობდა რასაც სიყვარული ჰქვია. თითქმის დილამდე იფიქრა ყველაფერზე და დუდასთან საუბარი გადაწყვიტა. დილით ადრიანად ადგა მოემზადა და საუზმის გარეშე წავიდა, გზად ცხელი შოკოლადი იყიდა ორი ჭიქა და ისე განაგრძო სიარული, ყველაფერს ზედმიწევნით და იე აკვირდებოდა თითქოს პირველად დაენახოს. საავადმყოფოში თანამშრომლებს მიესალმა და დუდას კაბინეტისკენ აიღო გეზი და კარები დაუკითხავად შეხსნა იქ კი მართლაც გაკვირვებული დარჩა ბოლქვაძე, როდესაც დოლიძეზე აკრული ქერა ქალბატონი დაინახა კარი უხმოდ გამოიხურა და გამობრუნდა. მთელი დღე თავს არიდებდა დოლიძესთან ლაპარაკს ბოლოს კი იძულებული გახდა რამდენიმე სიტყვა მაინც ეთქვა მისთვის. - ლილე დღეს თავს მარიდებ, შეგიძლია მითხრა რა მოხდა? მშვიდად დაიწყო საუბარი დუდამ. - არაფერი მომხდარა. დრო მართლა არ მაქვს სასაუბროდ ეს დღეები უამრავი მოზარდი მყავს რომლებიც საკმაოდ რთულ მდგომარეობაში არიან. იცრუა ლილემ და მაშინვე აუწითლდა ფითქინა სახე - მატყუებ ! ბავშვებს ნუ იმიზიზებ. მითხარი რა პრობლემაა? - არანაირი პრობლემა არ მაქვს, უბრალოდ რაღაც იმედები მქონდა თუმცა ახლა აღარ ღირს სასაუბროდ. მკაცრად წარმოთქვა ბოლო სიტყვები და დუდას ხელ8იიდან დაუსხლტა. თინას უამრავი სპეკტაკლი ჰქონდა, რეჟისორი ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა ვერც თინა ეუბნებოდა რამეს მითუმეტეს, რომ ბოლო დროს ხალხის რაოდენობა მატულობდა. ერთ-ერთი სპეკტაკლის ბოლოს თინა უამრავი კომპლიმენტითა თუ ყვავილით დაასაჩუქრეს ამას ელოდა კიდეც, მაგრამ ბოლოს ვარდებით ხელში, რომ თომა დაინახა ძალიან გაუკვირდა. - შენ აქ რას აკეთებ? - სიმართლე გითხრა კარგად თამაშობ. - მადლობა და ნახვამდის. მარტივად სცადა აერიდებინა თავი თომასთვის. - ეს ვარდები შენთვისაა. იმედი მაქვს მოგეწონება. ვარდები თინას გადასცა და მის რეაქციას დაელოდა. - მადლობა, მართლა ძალიან ლამაზია ახლა კი დაგემშვიდობები. შედარებით თავაზიანად დაემშვიდობა თინა თომას და საგრიმეროში გაუჩინარდა *** დუდას ძალიან უნდოდა ლილესთან საუბარი, მისი გაბრაზების ნამდვილი მიზეზის გაგება, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. არც ლილე იყო კარგ დღეში თან უნდოდა დუდას მოსმენა თან არა. სამუშაო დღის ბოლოს ერთმანეთს საავადმყოფოს გასასვლელთან შეეჩეხნენ და დუდასაც მეტი არაფერი უნდოდა. - ლილე უნდა ვისაუბროთ. - კი მაგრამ რაზე? - შენი გაბრაზების მიზეზი მაინტერესებს. ისეთი რა გავაკეთე? რომ მთელი დღე ცდილობ დამემალო. - არაფერს ვცდილობ უბრალოდ დრო არ მაქვს სასაუბროდ. - ახლა ხომ გაქვს? ხო და წამოდი მშვიდ გარემოში ვისაუბროთ. ლილემ ბევრი უარის შემდეგ მაინც ვერაფერი გააწყო და იძულებული გახდა დუდას უკან გაყოლოდა, ცდილობდა გზაში მაინც ეპოვნა მიზეზი რასაც დუდას ეეტყოდა მაგრამ თავში არაფერი მოსდიოდა მაინც ის ქერა ქალბატონი ახსენდებოდა და ბრაზობდა. მალე მშვიდ ადგილასაც მივიდნენ და აგიდას მიუსხდნენ. მხოლოდ ცხელი შოკოლადი შეუკვეთეს, არც საუბრობდნენ ბოლოს ისევ დუდამ დაიწყო. - ლილე, ჩემს ცხოვრებაში რაც გამოჩნდი ყველაფერი აირია. აღარ ვარ ძველი დუდა დოლიძე რომელიც მხოლოდ საქმეზე და საკუთარ პაციენტებზე იყო ორიენტირებული. შენთან საუბრის შემდეგ მინდოდა კიდევ მენახე და ბედმა მართლაც შეგვახვედრა. - დუდა კარგი ადამიანი ხარ. არ ვიცი იმ დღისთვის მადლობა როგორ გადაგიხადო შენ, რომ არა ალბათ იმ ტკივილს ვერ გადავიტანდი. - არ მეტყვი რაზე გაბრაზდი? - მოსაყოლად არ ღირს. - მითხარი. დაიჟინა დუდამ. - უბრალოდ ყავა მოგიტანე დილით და ვიღაცასთან ერთად უკვე, რომ სვავდი არ მესიამოვნა. აფსურდული აზრი დაახეთქა ლილემ. - ააჰ გასაგებია. ამის შემდეგ მეცოდინება ყავა უშენოდ, რომ არ უნდა დავლიო. საღამო მშვიდად გაატარეს უფრო მეტი შეიტყვეს ერთმანეთზე და უფრო მეტი საერთოც აღმოაჩინეს. იმ საღამომ ყველაფერი შეცვალა, შეხვედრები უფრო გახშირდა და უფრო მეტი დროც ეთმობოდა. სამსახურშიც არ საუბრობდნენ მხოლოდ საქმეზე ამ ყველაფერმა კი ერთმანეთს ისე მიაჩვია, რომ გვიან ღამეც კი ეძებდნენ სასაუბრო მიზეზს თუნდაც აბსურდულს და პატარას. *** ერთი თვე სდია თომამ თინას ყველა მის სპეკტაკლს დაესწრო და მაინც ძლივს დაითანხმა შეხვედრაზე. თინა ყოველთვის რაღაც მიზეზს პოულობდა თომასთვის თავი რომ აერიდებინა მაგრამ ბოლოს არაფერი გამოუვიდა და დასთანხმდა. მეგობარს დაურეკა და რჩევა ჰკითხა. - სიხარულო როგორ ხარ? ძალიან მომენატრე. - კარგად თინანო. შენ? - მეც თუ შეიძლება, რომ ასე ვთქვათ. - რატო რა ხდება? აღელდა ლილე. - თომამ პაემანზე დამპატიჟა. - ვინ თომამ? თავიდან ვერ მიხვდა ლილე. - დუდას ძმაკაცმა გოგო რა გემართება ამ ბოლო დროს? - ხო კარგი რა იყო. გინდა? მოდი მოგამზადებ. - კარგი სიხარულო მოვდივარ. ლილესთან მალევე მოვიდა თინა, ცოტა ისაუბრეს შემდეგ კი ლილემ თინას მომზადება დაიწყო. მსუბუქი მაკიაჟი და ნაზი ვარცხნილობით შემოიფარგლა შემდეგ კი კარადიდან ულამაზესი წითელი კაბა გამოუღო, კაბას ფეხსაცმელი მოაყოლა ფეხსაცმელს კი ჩანთა. 2 საათში თინა ნამდვილ პრინცესას გავდა სარკეში ჩახედვისას საკუთარი თავი ძლივს იცნო. წასვლისას მეგობარს მთელი ძალით მოხვია ხელები და დაემშვიდობა. ლილე კი უსაქომდ დაჯდა დივანზე მთელი დღე არაფერი ჰქონდა საქმე. საღამოს შვიდი საათი სრულდებოდა ლილეს ტელეონი, რომ აწკრიალდა მანაც არ დააყოვნა და უპასუხა დუდა ურეკავდა. - როგორ ხარ? რამ შეგაწუხა? საუბარი ლილემ დაიწყო. - შენი ხმის გაგონება მინდოდა. ლილე შეგიძლია დღეს სადმე, რომ შევხვდეთ? - კი შემიძლია საქმეც არაფერი მაქვს. - კარგი რვა საათისთვის მოვალ და მზად იყავი. ლილე ისე აღელდა თითქოს აქამდე დუდას არ შეხვედროდა იმ დღეს განსაკუთრებულად ცდილობდა ლამაზი ყოფილიყო. მიზეზი მისი ასეთი აფორიაქების კი თავადაც არ იცოდა. ისე მოემზადა დროის გასვლა ვერ იგრძნო, მხოლოდ მაშინ მიხვდა დრო, რომ გავიდა როდესაც დუდამ დაურეკა. მალე ლილე სადარბაზოდან გავიდა და დუდას მოეხვია ეს ისე სრულიად გაუცნობიერებლად გააკეთა მაგრამ მაშინ ყველაზე მეტად ეს სჭირდებოდა. მანქანით წყნარ ადგილს მიადგნენ, შეკვეთა მისცეს და მშვიდად დაიწყეს ერთმანეთის ცქერა. - ლილე უკვე რამდენიმე თვეა რაც ჩემს ცხოვრებაში ხარ, მიხარია შენთან ყოველი წამი დროის გასვლას ვერც კი ვგრძნობ. მიჭირს შენთან დამშვიდობება მაგრამ იმ იმედით გემშვიდობები, რომ მეორე დღეს აუცილებლად გნახავ. ლილე მე შენს მიმართ გაუცნობერებლად გამიჩნდა გრძნობები. მე შენ მიყვარხარ. - დუდა რა გითხრა წარმოდგენა არ მაქვს. შენ ყველაზე რთულ მომენტში დამიდექი გვერდით მაშინ როცა წარმოდგენა არ გქონდა ვინ ვიყავი. არც ჩემთვისააა ადვილი შენთან განშორება ყოველი დღე მიხარია რომელსა შენთან ერთად ვატარებ. მე შენ იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე ეს შენ წარმოგიდგენია. დოლიძე არ ელოდა ამ პასუხს წამით თითქოს დაბნეული უყურებდა საყვარელ ქალს შემდეგ კი უბრალოდ ადგა და მაგრად მოეხვია. ეს საღამო არ იყო უბრალო არჩერთი მათგანისათვის, ამ საღამოდან დაიწყო მათი გიჟური სიყვარულის ისტორია. მართლა ვერ ძლებდნენ ერტმანეთის უნახავად და ორივე წარმოუდგენლად ეჭვიანი იყო. თინამ და თომამ კი საერთო ენა გამონახეს და პირველი ეტაპისთვის დამეგობრება მაინც შეძლეს. ცივი ზამთარი იყო ლილე კი დედის თხოვნას ითვალისწინებდა და თბილად იცვავდა, ყოველ შაბათს ადიოდა დედის საფლავზე და მისი საყვარელი თეთრი ვარდები მიჰქონდა მასთან ყოველ ნაბიჯს და განვლილ დღეს უზიარებდა მას. განსაკუთრებულად კი ის დღე გაუზიარა როდესაც დუდამ ხელი სთხოვა. ლილე განსაკუთრებულად ბედნიერი იყო ერთ დღეს დუდა მივიდა მასთან. - მომენატრე. კარი გააღო თუ არა ლილემ კისერზე ჩამოეკიდა დუდას. - მეც თანაც როგორ. - ყავას დალევ? უკვე სახლში შესულს შესთავაზა. - შენი ხელით მომზადებულ შხამსაც დავლევ. ლილე არ გინდა ქორწილის თარიღი დავთქვათ? - კი რატომაც არა?! დასთანხმდა ლილე. - მაშინ 12 აგვიტო. რას იტყვი? - მე თანახმა ვარ. თვალები აუციმციმდა ლილეს. *** თომამ და თინამ რაღაცაზე იკამათეს და მას შემდეგ ერთმანეთს თავს არიდებდნენ, ცდილობდნენ თუ სადმე შეხვდებოდნენ ისე დაეჭირათ თავი თითქოს სულ არ აინტერესებდათ ერთმანეთი. ამ ამბავმა დუდა და ლილე ძალიან შეაწუხა არცერთს არ უნდოდა მათ საუკეთესო მეგობრებს ეჩხუბათ. გადაწყვიტეს, რომ ქორწილში შეერიგბინათ ორი ჯიუტი ადამიანი რომლებიც ერთმანეთის მიმართ გულგრილები ნამდვილად არ იყვნენ. ქორწილი ნელ-ნელა ახლოვდებოდა და საქმეც მატულობდა. ერთ დღეს დუდამ თომა სმოკინგის ასარჩევად გაიყოლა და სასაუბროდაც შეარჩია მომენტი. - ბიჭო რაზე იჩხუბეთ შენ და თინამ? პირდაპირ კითხა მეგობარს ის რაც აინტერესებდა. - ძალიან ჯიუტია. იმ დღეს ჩემთან სალომე იყო რაღაცაში დავეხმარე ის კი ემოციებში იყო და მომეხვია ამ დროს თინა მოვიდა და ვიჩხუბეთ. - ბრაზილიური სერიალია რა. გადაიხარხარა დუდამ და მეგობრის გაბრაზებულ სახეზე წამში გაჩერდა. - ხო იცინე იცინე, შენ რა გენაღვლება ქორწილი გაქ. - რაღაც მოვიფიქრე. ჩემი და ლილეს ქორწილში ხელი თხოვე რა თან მეჯვარეები ხართ. - აუ ძმა ხარ რა. გახარებული თომა მოეხვია ძმაკაცს და დაემშვიდობა რათა ბეჭედი შეერჩია საყვარელი ქალისთვის რომელიც ძალიან ჯიუტი იყო. ქორწილის წინა დღეს ლილესთან მარიკა მივიდა და ბოდიში მოუხადა. ლილესაც არ უნდოდა ძალიან მნიშვნელოვანი დღე დეიდის გარეშე გაეტარებინა და ყოყმანის გარეშე აპატია, ის რომ დედის გეგმები მან მაინც არ გაუმხილა. *** ქორწილის დღეც დადგა, ყველა საგრძნობლად ღელავდა განსაკუთრებით კი ლილე. რას არ გაიღებდა ოღონდ კი იმ დღეს დედამისი მის გვერდით ყოფილიყო. მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ დედა ციდან უყურებდა მას და იქაც ბედნიერი იყო თავისი გოგონათი. თინა დილის შვიდი საათიდან ლილესთან იყო და სხვა გოგონებთან ერთად მომზადებაში ეხმარებოდა. მარიკა ყველას ხელმძღვანელობდა ჩემი ერთადერთი დისშვილის ქორწილმა ათიანზე უნდა ჩაიაროსო. არც დუდა იყო ნაკლებ დღეში. თომამ ბაბთა, რომ გაუკეთა გაიძახოდა სახჩობელაა მომაძრეთო. შემდეგ თომას გეგმას გადახედა და ძალიან მოეწონა. თერთმეტ საათზე ლილეს სახლში მივიდნენ. დუდა აღფრთოვანებული უცქერდა საყვარელ ქალს მის გარდა იმ დღეს არავინ და არაფერი არსებობდა. თომაც ასევე ვერ ხედავდა თინას გარდა ვერავის, ცდილობდა თინასთან არაფერი შეემჩნია და მასთან ვითომ ცივი ადმიანის როლი ეთამაშა. ხელის მოწერის და ჯვრის წერის ცერემონიამ მშვიდად ჩაიარა. შემდეგ კი რესტორანში წავიდნენ სადაც თანამშრომლების და ოჯახის წევრების გარემოში აღნიშნეს საკუთარი ბედნიერება. და აი დადგა მომენტი როდესაც ლილეს თაიგული უნდა ესროლა. მუსიკა ჩაირთო და ლილე იქ მდგარი გოგონებისაკენ შებრუნდა თინას ხელში თაიგული მისცა და უთხრა ,,გილოცავ“ - რას მილოცავ გოგო? ვერაფერი გაიგო თინამ მაგრამ მის წინ თომა რომ ჩაიმუხლა ბედნიერების ცრემლებმა ღაპა-ღუპით იწყეს სვლა მის ქათქათა სახეზე. - გამომყვები ცოლად ჯიუტების დედოფალო? - კი. კისერზე ჩამოეკიდა თინა თომას. ქორწილი ყველას განსაკუთრებულ და ცხოვრებაში საუკეთესო მომენტებად დაამახსოვრდა. *** ქორწილის შემდეგ ხშირად მიდიოდნენ ლილეს დედის საფლავზე. ლილე მას ისევ ისე უყვებოდა ყველაფერს როგორც გათხოვებამდე. დუდა იჯდა და საყვარელ ქალს უყურებდა. თინა მაინც ისევ ისეთი ჯიუტი იყო და არაფერს არ თმობდა, ის კი არადა შეეძლო ნებისმიერი გოგონა თმით მხოლოდ იმის გამო ეთრია, რომ მის საყვარელ მამაკაცს გაუღიმა. ხშირად სტუმრობდნენ ერთმანეთს და ბევრსაც ხალისობდნენ. ბევრი საქმის შემდეგ მაინც შეეძლოთ ერთად ბედნიერი წუთების გატარება. ერთ დღეს დუდა და ლილე ფილმს უყურებდნენ. დუდა საყვარელ ქალს თმაზე ეფერებოდა ლილეს კი დუდას მხარზე ჩამოედო თავი და მშვიდად უცქერდა ფილმს. - დუდა მიყვარხარ. - მეც, სიცოცხლეზე მეტად. - ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილი ხარ. - შენ კი ჩემი. --დასასრული-- ________________ მოგესალმებით ყველას <3 ეს ჩემი პირველი ისტორიაა შემიფასეთ გთხოვთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.