შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ,,ტირანი " (თავი 17 )


22-06-2018, 23:42
ავტორი teengirllove
ნანახია 3 121

თავი 17

დილით დემეტრეს მკლავებში გაჩხერილს გამეღვიძა ,არც მახსოვს როგორ ჩაგვეძინა სახურავზე ,მხოლოდ ის მახსოვს რომ დემნამ ერთი კარგად მიმალანძღა მათი მოსმენის გამო,მერე კი ვარსკვლავებს ვუყურებდით..აი ახლა კი ტირანს ცალი ხელი ჩემს წელზე აქვს მოხვეული და ისე ვყავარ აკრული ტანზე ,მეორე კი ჩემს მარცხენა ხელზე ჩაუკიდია და ასე ტკბილად სძინავს ..
-დემეტრე -ფრთხილად ვადებ მხარზე საჩვენებელ თითს ..-დემეტრე გაიღვიძე -კიდევ ერთხელ ვცდილობ,თუმცა უშედეგოდ -დემეტრეეე!!-უფრო ვანჯღევ ,ოდნავ ირხევა ,მაგრამ იმის მაგივრად გაიღვიძოს და ადგეს ,უარესად მიკრავს ტანზე -ღმერთო ჩემო -ამოვიოხრე -ტირანოო! -რაც შეიძლება ხმამაღლა დავიყვირე ,ისიც წამში აჭყიტებს თვალებს და ჯდება
-რა ხდება ?-თვალებს ისრესს და მიდამოს ათვალიერებს
-ტირანზე გაგეღვიძა და დემეტრეზე არა - სიცილით ვეუბნები
-ხოო? აი ხომ ხედავ ,იმდენი მოახერხე მიმაჩვიე მაგ სახელს
-კიდევ ბევრ რამეს მიგაჩვევ - ცალ წარბს ვწევ
-ჰმ..ვნახოთ ,ვნახოთ
-სხვათაშორის აქ ჩაგვეძინა..-თვალს ვავლებ გარემოს
-ვიცი,მე არა შენ ჩაგეძინა -ფეხზე დგება და ზევიდან დამყურებს
-მოიცა და არ გამაღვიძე?!
-ოო,ისე გეძინა შემეცოდე ,პატარა წითელ ჭიაყელას ჰგავდი
-ჭიაყელას არა?-გულზე ვიკრებ ხელებს
-დიახ ,ჭაყელას ..ხომ გიყვარს ჭიაყელები?- თვალებში ჭინკები უთამაშება
-არა!-კბილებს შორის ვცრი ,ფეხზე ვდგები და ჩასასვლელისკენ მივიწვე
-უპს -პირზე იფარებს ხელს -კაი რა ,რას იბუსხები,ბარბიი!!
-არ ვიბუსხები კაცო,მშია უბრალოდ -ქვევით ჩავდივარ,ისიც მომყვება
-მმ..მეც ,რას მომიზადებ? -უკნიდან მიახლოვდება და წელზე მხვევს ხელებს
-ჭიაყელებს შეჭამ? -ვცდილობ სერიოზული ხმით ვუთხრა,თუმცა მაინც მივარდება სიცილი
-მოდი დავფიქრდეთ ...მმმ..მე ეს მირჩევნია -წამში მატრიალებს თავისკენ და სწრაფად მაცხრება ბაგეებზე ,შემდეგ ნელა ილოკავს ტუჩებს -ძალიან გემრიელია ,უბრალოდ რაღაც დამაკლდა..
-ხოო,მაინც რაა? -წარბებს ზევით ვწევ
-არ ვიცი,კარგად ვერ შევიგრძენი -თვალ მიკრავს და ისევ მკოცნის ,ამჯერად მეც ვყვები ,მომენტალურად ხელს თმაში ვუცურებ და უფრო ვეკვრი სხეულზე
-აი ეს სულ სხვა იყო,მაგრამ მაინც დამაკლდა რაღაც -ისევ მეუბნება
-ხო ჩემი მუშტი -ქვევიდან გვესმის დემნას ხმა და დენდარტყმულებივით ვცილდებით ერთმანეთს -ჩამოდით სუფრა გაშლილია-ისევ იძახის და მიდის
-ის ჩვენზე ისევ ბრაზობს ხომ?-ყურში მიჩურჩულებს დემეტრე,მეც თAნხმობის ნიშნად თავს ვუქნევ - მოდი დავაზუსტოთ,ჩვენზე თუ შენზე?-ახლა გამომცდელად მიყურებს
-ორივეზე -მეც ჩურჩულით ვეუბნები და საძინებელში შევდივარ გამოსაცვლელად..
****
-დახმარება ხომ არ გინდათ ?-მორცხვად უახლოვდება ანა ,გრილთან მდგარ ილიას
-არაა,მადლობა ანუშკი ,არ შეწუხდე
-რა შეწუხებაა ..მითხარით თუ დაგჭირდეთ-მხრები აიჩეჩა და წასასვლელად მოემზადა
-ან,დარჩი,ვილაპარაკოთ
-რაზე?- თან მოტრიალდა ,თან შეეკითხა
-რავი..შენზე მელაპარაკე ,მე მწვადს შევწვავ,თორემ მოვიწყინე
-რა გითხრა აბა? ბათუმში დავიბადე და გავიზარდე ,სკოლაც იქ დავამთავრე ,შემდეგ აქ ჩავირიცხე უნივერსიტეტში და ცოტახანში მუშაობაც დავიწყე თქვენთან..
-ბათუმში თუ გაიზარდე არ მეგონა - იქვე ჩამოჯდა ილიაც
-დედაა ბათუმელი და ..
-აა ..ისე რა ხარ პროფესიით ? ჩვენთან მდივნად მუშაობ და
-ფსიქოლოგი ვარ ..
-ხოო ?-წარბები აზიდა -მიმიღებ კურსებზე ? -სიცილით უთხრა
-ჩემს პროფესიას არ ვიყენებ ,თუმცა თქვენთვის დავუშვებ გამონაკლისს -თვალი ჩაუკრა და ჭიქიდან წვენი მოსვა
-შენ
-ბატონო?
-შენობით მომმართე , -თ არ გამაგონო !
-კარგით...კარგი
-რაღაცეები გავიგე ..ახლა ზოგადი კითხვები, რომ დაგისვა?
-კი ,მაგრამ რატომ?
-მაინტერესებს -წამოაყრანტალა-ვინ არის ჩემი ბოსის მდივანი -სიცილით დაამატა
-გასაგებია,მკითხეთ -ნაზად გაუღიმა
-საყვარელი ფერი?
-ყვითელი და შავი -მალევე უპსუხა
-საყვარელი წიგნი?
-ჯინსების თაობა
-საყვარელი ფილმი?
-შუაღამის მზე და უკვდავი სიყვარული
-კიდევ?
-თანაკლასელები
-ეგ მეც მიყვარს -სიცილით თქვა -საყვარელი მომღერალი ან სიმღერა?
-თავი დაკითხვაზე მგონია -თვალები აატრიალა
-კაი რა ,ცოტა დარჩა..მიდი მიპასუხე
-არ მაქვს გამორჩეული,ხასიათის მიხედვით ვუსმენ
-გასაგებია..ყვავილი?
-ყვითელი ვარდი მიყვარს ძალიან..მორჩა?
-კი..მოვდივარ
-სად?
-შენთან კურსებზე,ხვალიდან ყოველ დღე მოგიწევს ჩემი ატანა -თვალი ჩაუკრა და ხორცს მიუბრუნდა
-სიამოვნებით -თავისთვის ჩაილაპარაკა კმაყოფილმა -ახლა ჩემი ჯერია
-გისმენ
-საყვარელი ფერი
-შავი
-საყვარელი წიგნი?
-არ მიყვარს კითხვა -ოდნავ დაიჭყანა
-კაი რა ,რაღაც მაინც გექნება წაკითხულიი
-მმ..-ჩაფიქრდა -ლაბირინთში მორბენალი-ოდნავ გაიკრიჭა
-ვაა მაგას თინეიჯერები კითხულობენ -თვალები შუბლზე აუვიდა,მერე სიცილი აუტყდა
-ხო,ჩემი დიშვილი კითხულობდა დიდი ინტერესეით და..
-გასაგებლარია..საყვარელი ფილმი?
-wonder woman
-ოჰო..სიმღერა და მომღერალი?
-k.flay და სიმღერა-Warriors imagine dragons
-აა ,ხო ..და ბოლოს ,ბიჭებს არ ეკითხებიან, მაგრამ ყვავილი?
-რავიცი,ამას არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას ,მაგრამ თუ მაინც და მაინც მაშინ ტიტა
-ტიტა?
-ხო,დედაჩემს უყვარს ძალიან და
-ხო..გასაგებია -ოდნავ ჩაეღიმა
-მგონი გავუგებთ ერთმანეთს -ილიასაც გაეღიმა და ხორცი ჯამში ჩაალაგა -გასინჯავ?
-კიი ,მშია
-მოდი მერე ანუშკი,რას ელოდები ,პირველი ნაჭერი შენ ჩემგან -სიცილით მიაწოდა
-მადლობა

****
საუზმე ბარბარემ და მარიამმა მოამზადა ,სუფრა ანამ გაშალა ,წვენები ტირანმა ჩააცივა ,ხილი დემნამ მოკრიფა ,ხორცი ილიამ ..მოკლედ ყველა რაღაცას აკეთებდა ,ბოლოს მშივრები და კმაყოფილები მიუჯდნენ სუფრას ,ბარბარეს მოთხოვნით ილია და ანა გვერდიგვერდ დაჯდნენ, მარიამი და დემნა ერთმანეთის პირდაპირ ,სუფრის თავში,ხოლო დემეტრე და ბარბარეც გვერდიგვერდ ..
-ჭამას რომ მოვრჩებით მდინარეზე წავიდეთ ,არ გინდათ?-სათითაოდ ყველას გადახედა დემეტრემ
-აუუ,კიი რა ,ძალიან მინდა ,წავიდეთ ხო?-თვალები გაუბრწყინდა ბარბის
-მე არ მინდა ,თქვენ წადით -თავისთვის ჩაიბურდღუნდა მარიამმა
-მეც არ მინდა -არც დემნა ჩამორჩა
-მაშინ მე წამოვალ -ხელები გულზე დაიკრიბა მარიმ
-მაშინ მეც - ნიშნის მოგებით გადახედა
-შენ თუ წახვალ მე არ წავალ !
-არ მადარდებს -მხრები აიჩეჩა
-გეყოთ ახლა !-ბარბარეს ყვირილმა ყველა შეაშინა - რა პატარა ბავშვებივით იქცევით, არ გრცხვენიათ?კაი მარიამ გავიგეთ ,რომ ეს კამეჩია მაგრამ შენ? რა დაგემართა ,ან შენ დემნა ,ტვინი სულ გადაგიტრიალდა ,თუ აღუა ხარ?! არც ერთმა ამოიღოთ ხმა ,ორივე მოდიხართ!
-მაგრამ ,ბარბი !-მუდარით გადმოხედა მარიმ
-ჩუ ! წამოხვალ და ვსიო -არ დაამთავრებინა
-აი ეს მესმის,ყოჩაღ საყვარელო ,ყოჩაღ - ღიმილით გადახედა დემეტრემ ბარბის ,მაგრამ მის მკაცრ მზერას რომ წააწყდა მაშინვე დასერიოზულდა
-აი ეს მესმი, ჩემი და შენ დაგემსგავსა დემეტრე
-ჯერ სად ხარ -ამაყად აწია თავი -ცოლად რომ მოვიყვან მერე ნახე შენ -თვალი ჩაუკრა,ბარბარეს კი წყალი გადასცდა და ხველა აუტყდა
-რამე გამოვტოვე?-თავი წამოსწია ილომ
-არაა არაფერი -ხელები გაასავსავა ბარბარემ ,თუმცა დემეტრემ გააჩერა
-კი,გამოტოვე ,გუშინ მე და ბარბიმ ვილაპარაკეთ,ხოდა ცოლად მომყავს
-დემეტრე!-თვალები დაუბრიალა
-ვაა ,მაგარია ,ასე მალე?
-არა ,ჯერ არა ,მაგრამ ამის გარდა არავის მოვიყვან !
-ტირანს მე ცოლად არ გავყვები -წარბები აზიდა
-შენ მე გული მატკინე -არარსებული ცრემლი მოიწმინდა დემეტრემ
-მიეჩვევი ,ხშირად გვტკენენ საყვარელი ადამიანები გულს -თავისთვის ჩაულაპარაკა დემნამ და მარიამს მიანათა თვალები
-თქვენის ნებართვით -ფეხზე წამოდგა ეს უკანასკნელი და ოთახში ავიდა
-რა დაემართა?- ამოიღო ხმა ანამ
-კამეჩები ეზიზღება -კბილებში გამოსცრა ბარბარემ და მკვლელი თვალებით გადახედა ძმას
-თქვენ წადით მდინარეზე ,მე გავისერინებ -თქვა დემნამ და ეზოში გავიდა
-რაღაც არ მაქ მდინარეზე წასვილის სურვილი- ხელები გულზე დაიკრიფა და გაბრაზებული მიეყუდა სკამის საზურგეს
-აუუ,არადა მინდოდა
-ჩვენ წავიდეთ ანკა ,თუ გინდა -ღიმილით გადახედა ილიამ გოგოს
-რავი,კარგი -მხრები აიჩეჩა ..
-მე ჩემს კნეინასთან დავრჩები -დემეტრემ ბარბარეს გადახედა და თვალებით ანიშნა არ იდარდოო..
****
სამზარეულოში ჭურჭელს ვრეცხავდი,ფიქრებით კი დემნასთან და მარიამთან ვიყავი, მიყვარდა ორივე ,ძალიან ,მათ კი ერთმანეთი უყვართ,ამის წინააღმდეგი არ ვარ ,მაგრამ ასე თუ უნდა იყვნენ ერთმანეთთან რა თქმა უნდა პრეტენზია მექნება ..რამე უნდა მოვუხერხო,თორემ ასე მათი სიყვარული სხვა რამეში გადაიზრდება ,რაც ნამდცილად არ მინდა..
ფიქრებში ვიყავი გართული წელზე თბილი ხელების შეხება ,რომ ვიგრძენი, ზურგზე ამეკრო დემეტრე ,ნიკაპი კისერში ჩამირგო და მაგრად მომიჭირა წელზე ხელები
-რაზე ფიქრობ?
-იმ ორ კამეჩზე -მოკლედ ვუპასუხე
-მოგვარდებიან
-ძალიან ჯიუტები არიან
-ჩვენც ვიყავით..-მითხრა და კისერზე სველი კოცნა დამიტოვა -არ გიხდება მოწყენა
-კაი ერთი
-მართლა ,ვერ ვიტან ეგეთს რომ გხედავ..თითქოს ჩემი როლი მოირგე
-ანუ ღიარებ რომ უჟმური ხარ
-მოიცა აქამდე არ მიღიარებია?-თავისკენ შემაბრუნა
-არა
-ეგ როგორ გამომარჩა?-დაბნეულმა შემომხედა ,შემდეგ გამიცინა ,მეც გამეცინა ,მწვანე თვალებში ვუყურებდი და სითბოთი ვივსებოდი, რაც დრო გადიოდა მით უფრო მიყვარდებოდა ეს ადამიანი,მომწონდა მისი ორნაირი ხასიათი,მისი მკაცრი და ღიმილიანი მზერა ,ბოხი ხმის ტემბრი, ჩაცმის სტილი და იუმორის თავისებური გრძნობა
-რაზე ფიქრობ?-ისევ გამიმეორა კითხვა
-შენზე -არ მოვატყუე
-ხოო..რა დამთხვევაა-მაგიდაზე შემომსვა ,თვითონ კი ჩემს ფეხებს შორის მოექცა
-შენც შენზე ფიქრობდი?-ვცადე მეხუმრა
-ნწუ ,შენზე- ნელა ამისვა ხელი კისერზე ,რამაც დენის დარტყმა გამოიწვია ორგანიზმში -შენს თვალებზე -ცერა თითი თვალზე გადამისვა -ცხვირზე -ახლა ცხვირს ჩამოყვა და ბოლოს ტუჩებზე შეჩერდა -და ტუჩებზე ,რომელიც მიხმობს - ორაზროვნად ჩაილაპარაკა და ნელა წაეტანა ჩემს ბაგეებს ,მარჯვენა ხელი ზურგზე ჩამომისვა ,მაისურს შიგნით შეაცურა და ნაზად დაიწყო დასმა ,ერთიანად მომიცვა სიამოვნების გრძნობამ, ავტომატურად მოვხვიე ხელები კისერზე და თვალები დავხუჭე ,ტუჩებიდან ყურთან გადაინაცვლა ,შემდეგ კისერზე დაიწყო ნელა კოცნა ,ერთი წამში ამიკრა ტანზე ,კისრიდან ლავიწებს დაუარა ,აი აქ კი ლამის თავი დავკარგე ..-მაგიჟებ -ჩუმად მიჩურჩულა ყურში -თავს მაკარგვინებ..შენი სურნელი მაგიჟებს -ხელი თმაში შემიცურა
-გეყოფა ,გთხოვ -ძლივს ამოვიკვნესე
-ცოლად გამომყევი .
თვალები გავახილე და პირდაპირ მას მივანათე -რა?
-გამომყევი ცოლად ..მინდა შენთან ერთად ვიძინებდე და ვიღვიძებდე,მინდა მაშინ გეხებოდე როცა მომინდება ,მინდა მიყვარდე და ვზრუნავდე შენზე..მინდა ჩემი ცოლი გერქვას
-დემე..ჩვენ ხომ ვისაუბრეთ გუშინ ამაზე
-არ მადარდებს ნიკა..
-მაგრამ მე ხელი მაქვს მოწერილი ,ჯვარი დაწერილი
-ქმარი კი არ ჩანს ..
-ხო..
-რამეს მოვახერხებ , მე მიყვარხარ ,სულაც არ მჭირდება ეს ფორმალობები -მომშორდა და ფანჯარასთან დადგა
-მე მჭირდება ,ეს ჩვენი ტრადიციაა ,მინდა ღვთის წინაშეც მართლები ვიყოთ- ნელა მივუახლოვდი და წელზე მოვხვიე ხელები..
-შენი მესმის -შუბლზე მაკოცა - ყველაფერი კარგად იქნება
-მიყვარხარ
-მეც..მინიმუმ სამი შვილი მინდა
-აუფ,სამ ტირანუკას და ერთ დიდ ტირანს რა აგიტანთ
-პლიუს ძაღლი
-ხო და კიდევ ერთ ცხოველს
-რას ვიზამთ ასეთ ბიჭს მოყავხარ,უნდა აიტანო
-იცოდე გადავიფიქრებ
-არ გადაიფიქრებ
-რა დარწმუნებული ხარ
-დიახ ვარ -წელზე მომხვია ხელი
-ხოდა იყავი..

*****
იმ საღამოს ყველანი თბილისში დაბრუნდნენ..ბედნიერები და დასვენებულები, გარდა ორისა..
------
-ბარბიი !!-ყვირილით გამოვიდა ოთახიდან დემნა
-აქ ვარ ,რა გაყვირებს
-ხვალ თამაში მაქვს
-რისი?
-რა რისი გოგო ,კალათბურთის
-აა ხო ,მერე
-ხო მოხვალ?
-კი
-დემეტრეც წამოიყვანე,ილიაც , ანაც და..
-და?
-თუ წამოვა ისიც
-ვინ ის?
-მარი
-ვეტყვი..-ოდნავ გაუღიმა ,მანაც გაუღიმა და ოთახში შევიდა..
-----
-მარ ,ბარბარე ვარ
-ხო ბარბი რა ხდება ?
-ხვალ დემნას თამაში აქვს ..
-ვიცი, ერთი თვის წინ დამპატიჟა -ოდნავ ჩაეცინა
-ხოდა დღესაც დაგპატიჟა
-ხოო..არ ვიცი წამოვალ თუ არა
-უნდა წამოხვიდე ,გოგაც წამოიყვანე
-გოგა?
-ხო გოგა
-გადაირევა გოგო შენი ძმა
-მაგიტომაც გეუბნები წამოიყვანეთქო- ეშმაკურად ჩაეღიმა
-ვითომ გაჭრის?
-კი..გააკეთე რასაც გეუბნები
-კაი
-ჩაო
-ჩაო - ტელეფონი გათიშა და იქვე მიაგდო,თვითონ ტელევიზორთან ჩამოჯდა ,თან ბუტერბროდს მიირთმევდა..
უკვე ღამის თორმეტი ხდებოდა , ის კი კვლავ განაგრძობდა ყურებას ,არადა ამ დროს ლოგინში უნდა ყოფილიყო,ტელევიზორი გამორთო,ტელეფონი აიღო და ოთახში შევიდა, ფიქრებში იყო გართული ზარმა რომ გამოაფხიზლა ,უცხო ნომერი იყო
-გისმენთ
-მიცანი? -მოესმა ნაცნობი ,მაგრამ ამავდროულად დავიწყებული და მონატრებული ხმა
-ნიკა?
-არ დაგვიწყებივარ -იგრძნო როგორ ჩაეღიმა -მომენატრე ..ბარბი


დავბრუნდი საყვარლებოო..აბა შემიფასეთ ახალი თავი



№1  offline მოდერი LurjTvala demoni

ვაიმე უკვე ვიცი რაც მოხდება შემდეგ თავში და ისე მიხარია, შენ წარმოიდგინე ნიკას გამოჩენამ გამახარა კიარადა გამაბედნიერა.
აუ მალე დადე ახალი თავი გთხოვ რა.
მოკლედ ეს იყო საოცარი თავი, ყველა ხომ საოცარია მაგრამ ეს იყო რაღაც არვიცი რა.
მიყვარხარ მე შენ და შენი ისტორიები ❤

 


№2  offline წევრი teengirllove

ლათინო
დავბრუნდი საყვარელო იქნება თუ გამოგაკითხე ეხლა *****ზე და თან ძაფი წამოვიყოლე. არ შეიძლება შვილო ასეთ ადგილას შეწყვეტა და ჩვენი (ჩემი ყოველიშემთხვევისთვის) ნერვების დანგრევა არააა.
მიხვდებოდი რომ მომეწონა ხოდა ეხლა ადექი და დაწერე. ვიცი რო არ დაწერ ამიტომ მომწერე.
დემნას და მარიჩკას ფანი ვარ მეე.
და აი ანაზე და ილიაზე ვიცინე ბევრი. მიხვდები ალბათ რატოც. ნუ სასცილო არაფერი იყო ისტორიაში მარა მეცინება მაინც.
აბა მპუა დასვი დანია

მივხვდი მივხვდი,დავიწყებ მალე დაწერას..

mirandaa31
ძალიან კარგია. მალე მინდა ახალი თავი ❤️

ვეცდები მალე დავწერო

gogona migraciidan
ვაიმე უკვე ვიცი რაც მოხდება შემდეგ თავში და ისე მიხარია, შენ წარმოიდგინე ნიკას გამოჩენამ გამახარა კიარადა გამაბედნიერა.
აუ მალე დადე ახალი თავი გთხოვ რა.
მოკლედ ეს იყო საოცარი თავი, ყველა ხომ საოცარია მაგრამ ეს იყო რაღაც არვიცი რა.
მიყვარხარ მე შენ და შენი ისტორიები ❤

მეც მიყვარხარ..ნეტავ რა მოხდება ,ვნახოთ რა დამარტყავს თავში

 


№3  offline მოდერი abezara98

ჰმმმ.. ხოო, მგონი არ ასცდება ნიკუშას ტირანისგან გალამაზება smirk აი, რატომ უყვართ ყოველთვის ასთ მომენტებში გამოჩენა, როცა ბედნიერია ყველა და ყველაფრის ჩაშხამება? unamused ნუ, თუ იმის სათქმეად რეკავს, რომ გაყრა უნდა, მაწყობს laughing მაგრამ, მომენატრეო და, რავიცი, აბა? confused ხო, კარგი თავი იყო, შემდეგსაც ველოდები, მაგრამ არ შემიძლია არ გითხრა, მრავლობითში დასხდომაა სწორი ფორმა, მაგალითად, მაგიდას მიუსხდნენ და არა ისინი მაგიდას მიუჯდნენ. უკვე რამდენიმე თავში შემხვდა ეს და ცოტა უხეშად მომხვდა თვალში sweat აბა, შენ იცი, გელოდები blush

 


№4  offline წევრი teengirllove

abezara98
ჰმმმ.. ხოო, მგონი არ ასცდება ნიკუშას ტირანისგან გალამაზება smirk აი, რატომ უყვართ ყოველთვის ასთ მომენტებში გამოჩენა, როცა ბედნიერია ყველა და ყველაფრის ჩაშხამება? unamused ნუ, თუ იმის სათქმეად რეკავს, რომ გაყრა უნდა, მაწყობს laughing მაგრამ, მომენატრეო და, რავიცი, აბა? confused ხო, კარგი თავი იყო, შემდეგსაც ველოდები, მაგრამ არ შემიძლია არ გითხრა, მრავლობითში დასხდომაა სწორი ფორმა, მაგალითად, მაგიდას მიუსხდნენ და არა ისინი მაგიდას მიუჯდნენ. უკვე რამდენიმე თავში შემხვდა ეს და ცოტა უხეშად მომხვდა თვალში sweat აბა, შენ იცი, გელოდები blush

არ დავკვირვებივარ ,გავითვალისწინებ :))მადლიბა რომ მითხარი :))) ხო და ნიკას რაც შეეხება , ვფიქრობ ჯერ რა როლი დავაკისრო ;))

 


№5  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ოოო ღმერთო გამოჩნდა...... იმედია ბარბარეს ისევ არ ეყვარება რა.. ძლივ დალაგდა ტირანთან..
"-აი ეს სულ სხვა იყო,მაგრამ მაინც დამაკლდა რაღაც -ისევ მეუბნება 
-ხო ჩემი მუშტი -ქვევიდან გვესმის დემნას ხმა და დენდარტყმულებივით ვცილდებით ერთმანეთს " აი ამ მომენტზე ჩავბჟირდი და ავყირავდი :დ:დ საოცარი ხმით ვიცინოდი :დ :დ :დ

 


№6  offline წევრი teengirllove

ანი ანი
ოოო ღმერთო გამოჩნდა...... იმედია ბარბარეს ისევ არ ეყვარება რა.. ძლივ დალაგდა ტირანთან..
"-აი ეს სულ სხვა იყო,მაგრამ მაინც დამაკლდა რაღაც -ისევ მეუბნება 
-ხო ჩემი მუშტი -ქვევიდან გვესმის დემნას ხმა და დენდარტყმულებივით ვცილდებით ერთმანეთს " აი ამ მომენტზე ჩავბჟირდი და ავყირავდი :დ:დ საოცარი ხმით ვიცინოდი :დ :დ :დ

:))) xo , demnac dzmaa axla ,cota xom unda imkacros :)))

 


№7  offline მოდერი Mathew

ბემბიი მაპატიე რა გუშინ რომ ვერ წავიკითხე,მაგრამ ახლაა?!
ახლა მივხვდი რა მოხდა გუშინ.
ვინ ხარ შენ?
ასე უნდა გადამრიო?
რა დაგიშავეე?
გიჟი ხარ ბემბიიი და სიგიჟემდე მიყვარხარრ!!
ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარე,გამამხიარულე და ბოლოში საერთოდ გამთიშე.
ნიკაო.
რა დროს გამოჩნდა.
მაგრამ ვიცი,რომ ცუდს არ იზაამმ!!
აი არ ვიცი რა რა გითხრა.
ვეღარ ვალაგებ სიტყვებსს!ხოდა...
ძაალიან დიდი მადლობა და წარმატებებიიიი!!!
ჩემი ბემბიი ხარ შეეენნ!!!
მიყვარხარრ!!!

 


№8 სტუმარი tata

fusaqoneli dabrunda da damawyvitavs nervebs -_-

 


№9  offline წევრი teengirllove

Girl with pretty smile
ბემბიი მაპატიე რა გუშინ რომ ვერ წავიკითხე,მაგრამ ახლაა?!
ახლა მივხვდი რა მოხდა გუშინ.
ვინ ხარ შენ?
ასე უნდა გადამრიო?
რა დაგიშავეე?
გიჟი ხარ ბემბიიი და სიგიჟემდე მიყვარხარრ!!
ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარე,გამამხიარულე და ბოლოში საერთოდ გამთიშე.
ნიკაო.
რა დროს გამოჩნდა.
მაგრამ ვიცი,რომ ცუდს არ იზაამმ!!
აი არ ვიცი რა რა გითხრა.
ვეღარ ვალაგებ სიტყვებსს!ხოდა...
ძაალიან დიდი მადლობა და წარმატებებიიიი!!!
ჩემი ბემბიი ხარ შეეენნ!!!
მიყვარხარრ!!!

mec miyvarxar chemo namceca ,rogor mixaria sheni sityvebi ,chemi saamayo gogo xar..mixaria rom mogwons chemi najgapni

tata
fusaqoneli dabrunda da damawyvitavs nervebs -_-

ras erchi nikushas ,iqneb kai bichia :))

meocnebe avadmyopi
არა რა გავაკეთო ამის გარეშე აწი
არა ყველანაირად უნდა ვეცადო წავიკითხო მაქსიმუმ კომენტარი ვერ დაგიწერო
ძააან კარგი თავი იყო

madloba sixaruloo

 


№10  offline წევრი khatia khatia

კაი ტავი იყოოო
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent