შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადგილი ფანჯარასთან (თავი 4)


23-06-2018, 15:45
ავტორი anna mania
ნანახია 1 191

ერთი სული მქონდა დამეძინა რომ უცნაური ფიქრებისგან დამეღწია თავი.
ჩემებისთვის რა თქმა უნდა არაფერი მითქვამს ამ უცნაური ისტორიის შესახებ. წარმოვიდგინე როგორ ჩამოვიდოდა გოგი ფეხით სითიში ჩემს „დასაცავად“ და როგორ დარეკავდა ეკა ინტერპოლში „მტრის“ გასანადგურებლად. სახლში დარეკვამ და მაშოს ხმამ დამამშვიდა, ძალა შემმატა - მისი დაბადების მერე რადიკალურად შევიცვალე: ვიცოდი რომ უნდა ვყოფილიყავი ძლიერი, მამაცი და ყოვლისშემძლე. მაშოსთან ერთად გავიზარდე და სულ ვფიქრობდი მე უფრო მეტს ვსწავლობდი მისგან თუ ის ჩემგან.
ამასობაში ნომერში შევედი, წყალი გადავივლე და სამუშაოდ კომპიუტერს მივუჯექი.
არ მემუშავებოდა, ისევ ვერ ვალაგებდი ფიქრებს, დეტალურად ვიხსენებდი თვითმფრინავის, აეროპორტის ამბებს, მერე სოფის და რობერტის მოწოდებულ ინფორმაციას ვაანალიზებდი - არაფერი არ გამოვიდა.
გარდატეხის ასაკში ყველაფერს ზედმეტად რომ განვიცდიდი ბება მეუბნებოდა - ყოველთვის როცა სიტუაციიდან გამოსავალს ვერ იპოვნი-დაიძინე და დილით აუცილებლად გამოჩნდება პრობლემის მოგვარების გზაო.
ხოდა მეც პირნათლად ვასრულებ მის დარიგებას, ჩემი დეპრესიასთან, სტრესთან და ცუდ ხასიათთან გამკლავების მეთოდი ყოველთვის ძილია, ამიტომ გადავწყვიტე დავწოლილიყავი.
მოვერგე საწოლს, ვინმესთან ლაპარაკი მჭირდებოდა, რომ გული არ გამსკოდმოდა აღელვებისგან, ვინმესთან ვისაც თვალდახუჭული ვენდობოდი და ვისაც ოდნავ მაინც შეეძლო ჩემი დამშვიდება. ტელეფონს მივწვდი და ნუკას დავურეკე. ნუკა ჩემი მეგობარია, ჩემი მოადგილე და ყველაზე სანდო, ერთგული და ნიჭიერი ადამიანი, თან ლამაზია... მოკლედ სუპერ გოგოა!
მიჩვეულია ჩემს დრამებს და პირველ 3 წამში ხვდება თუ მორიგ უცნაურ სიტუაციაში ვარ გახვეული.
ეხლაც „რას შვები“-ს მერე მიხვდა რომ საქმე მარტივად არ იყო.
-ანა, რა ხდება?
- არფერი, ისე დაგირეკე, რას შვები შენ? სამსახურში რა ხდებოდა?
- ყველაფერი კარგადაა, მითხარი შენ რას შვები? არ მომწონს შენი ხმა
სხვა გზა არ მქონდა, უნდა მომეყოლა. ერთი ამოსუნთქვით გავანდე მთელი ეს საიდუმლოებით მოცული ისტორია და ნუკას რეაქციას დაველოდე. ნუკა დუმდა.

- ე, ნუკ, მითხარი რამე!
- ვაიმე ანა, შემეშინდა, ნეტა სოფისთან დარჩენილიყავი.
- ხო გითხარი, მასე საეჭვო იქნებოდა. უნდა გავარკვიო ვინ არის ახალი მეპატრონე და რატომ აგროვებს ჩემზე ინფორმაციას.
- და კიდევ ვინ არის გიორგი.
- რა გიორგი ნუკა, მეხუმრები?
- ჩემი ინტუიცია მკარნახობს, რომ შემთხვევით არ აღმოჩნდა ეგ ბიჭი შენს გვერდით ანა!
როგორც წესი ნუკას ინტუიციას თვალდახუჭული ვენდობი, მაგრამ ამჯერად ძალიან ცდებოდა.
- მოდი გეგას ვუთხრათ! არ ჩერდებოდა ნუკა. იქნებ დაგვეხმაროს?!
გეგა ჩემთან მუშაობს და იურიდიული დეპარტამენტის უფროსია, ვერ ვიტყვი რომ შეხმატკბილებული კოლეგები ვართ, თუმცა თავისი საქმე ფანტასტიურად იცის.
- აი როგორო წარმოგიდგენია რო ხვალ მიდიხარ გეგასთან და ეუბნები რომ იცი, ანას სითიში თურმე ვიღაც უთვალთვალებს. არ ვიცით ვინ, არ ვიცით რატომ. კარგია ხო?
- იურისტია, მილიონი მეგობარი ყავს ანა, მათ შორის მაღალჩინოსნები და გამომძიებლებიც, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ შენს უსაფრთხოებაზეა საუბარი! უნდა ვუთხრათ აუცილებლად!
- არ ვიცი, ხვალ ვილაპარაკოთ, ეხლა დავიძინებ რა..
- კაი და იმ გიორგის შეხვდები ხვალ მართლა? თუ ფიქრობ რომ ამ ისტორიას არ უკავშირდება და გეზარება მიწერე რომ საქმე გამოგიჩნდა.
- არ ვიცი ნუკა არაფერი, დავიღალე ძაან.. დილით მოვიფიქრებ. გკოცნი.
- მეც! და იცოდე ფრთხილად იყავი! შენ რომ იცი გამომძიებლობანას როლის მორგება და მერე სიტუაციიდან გამოძრომა გიწევს მასე არ ქნა! არ ჩანს ეგ უცნობი მარტივი ადამიანი!
გავთიშე, მუსიკა ჩავრთე და ფიქრებში ისე ჩამეძინა ვერც გავიგე. თვალი რომ გავახილე დილის 7 საათი იყო. არ ვიცოდი რა მეკეთებინა, წყალი გადავივლე და სასეირნოდ გავედი. რა კარგია აქ ყველაფერი ადრე რომ იღება, თბილისში ამ დროს ყავასაც კი მხოლოდ ორ კაფეში თუ დალევ.
ორმაგი ესპრესო შევუკვეთე ჩემს საყვარელ კაფეში, ენერგია მჭირდებოდა. მინდოდა სოფი და რობერტი მენახა, იქნებ მაინც გაახსენდეთ რამე. ყავა წასაღებ ჭიქაში ვთხოვე და გამოვედი, პარკისკენ ვაპირებდი წასვლას, როდესაც გამოსასვლელში ვიღაც დამეჯახა. გარდა იმისა რომ წავიქეცი, ყავაც გადავისხი ჩემს თეთრ ჯინსებზე.
მზად ვიხავი მეხივით დავცემოდი თავს დამნაშავეს როდესაც მშობლიური ენა მომესმა:
- ანა?! აქ საიდან?
ჩემს წინ მდგარ გიორგის ჩემზე არანაკლებად დაბნეული სახე ჰქონდა.
- გიორგი? შენ რა მე დამყვები? - ისეთი გაბრაზებული ვიყავი თვალებიდან ნაპერწკლები მცვიოდა.
- ანა, დედამიწა შენს გარშემო არ ბრუნავს - მითხრა სიცილით გიორგიმ, რომელსაც აშკარად უკვე მოესწრო სირბილი. მერე ჩემს შარვალს დახედა - ყურადღებით უნდა იყო, თორემ ხო ხედავ რამდენი მოულოდნელი რამ შეიძლება მოხდეს- თვალი ჩამიკრა და გამიღიმა, თუმცა მისი ბოლო ფრაზა ძალიან მეუცნაურა.
- შენც თუ ყურადღებით იქნები, იქნებ ნაკლები ადამიანი დააზარალო! ვუთხარი და ძალით გავუღიმე. ეჭვით შემომხედა, მერე ყავის ჭიქას შეხედა რომელიც ჯერ კიდევ ხელში მეჭირა.
- ჭიქის ზომის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ესპრესოს სვამდი, დღეს ხომ ისედაც ვაპირებდით ყავის დალევას, ამიტომ მოდი დილითვე დაგპატიჟებ - მითხრა გიორგიმ და შესაკვეთად გაემართა.
ფანჯარასთან ვიპოვნე ადგილი და იქ დავჯექი. რა უცნაურია, როგორ შეიძლება მახარებდეს ფანჯარასთან ჯდომა ამხელა გოგოს, ან რატომ აქვს ამდენად დიდი მნიშვნელობა ჩემთვის? ჩემს ცნობისმოყვარე ბუნებას მოწონს როდესაც შეუძლია დაინახოს ის რასაც სხვები ვერ ხედავენ და დააკვირდეს ადამიანებს, მოვლენებს ... ან ღრუბლებს თვითმფრინავიდან თუ რა თქმა უნდა მე შემხვდა ადგილი ფანჯარასთან და არა ვიღაც წითურ ბიჭს.
ამასობაში გიორგიც მოვიდა, ყავით, სენდვიჩით და კრუასანებით.
- აბა, რით შემიძლია გამოვისყიდო დღევანდელი დანაშაული? მის მხიარულ ხმაში დანაშაულის შეგრძნება ნაკლებად იგრძნობოდა.
- მარტო დღეს? თვითმფრინავში ჩემი ადგილი რომ დაიკავე ფანჯარასთან, დაგავიწყდა?
- როგორი ბუტია ყოფილხარ! დამიჯერე, ოდესმე აუცილებლად გავაკეთებ რამეს, რაც ჩემზე წარმოდგენას შეგიცვლის.
- უარესობისკენ? - ვკითხე გულუბრყვილო გამომეტყველებით, იმ იმედით რომ ეწყინებოდა და მე ოდნავ მაინც ვიგრძნობდი თავს გამარჯვებულად.
- უარესი შესაძლებელია? - უცებ ამყვა გიორგიც.
- უარესი არ არსებობს - ვუთხარი და ამჯერად გულწრფელად გამეღიმა.
- აქ ყველაზე გემრიელ ყავას აკეთებენ სითიში, შენ როგორ აღმოაჩინე ანა?
- აქ თუ ყველაზე გემრიელი ყავაა, მე რატომ შემითანხმდი სთარბაქსზე?
- აუუუ!!! ეს ვინ ყოფილა? არ შემარჩინო არაფერი ხო! თან იცინოდა და თან კრუსანი გაიქანა პირისკენ და აბა თუ მიხვდებით რა მოხდა? გიორგის სიცილისგან კრუასანზე მოყრილი კაკაო შემომეყარა სახეში.
- ვაიმე გიორგი! რა დაგიშავე ასეთი? - სასოწარკვეთილი ხმა აღმომხდა.
- დამიჯერე - არაფერი არ დაგიშავებია არც ჩემთვის, არც სხვებისთვის, ყოველშემთხვევაში განზრახ. ეს უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა.
ტელეფონმა დარეკა, მაშო მირეკავდა სკოლაში წასვლამდე.
- ხო დეეე, რა კარგია რომ დამირეკე!
- როგორ ხარ ანჩობანჩო?
- კარგი რაა, ხო იცი არ მიყვარს სახელს რო მეძახი. ვითომ გავებუტე მე, ჩვენს შორის პატარა ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად მინდოდა დედა დაეძახა და არა სახელი.
ისაუზმე? სკოლაში ვის მიყავხარ?
- ეკას და გოგის ერთად, შენ რას აკეთებ დეე?
- ვსაუზმობ მაშუ, მერე მაღაზიებში გავივლი და საღამოს გაჩვენებ რა გიყიდე.
- კაი დე, გკოცნი! ბებო ბაბუც გკოცნიან!
- აკოცე ჩემგან, ცოტა გვიან დავურეკავ უთხარი!
გიორგი ყურადღებით ისმენდა ჩვენს დიალოგს, მაგრამ არანაირი შეკითხვა არ დაუსვამს მაშოსთან დაკავშირებით, კომენტარიც კი არ გააკეთა. გამიკვირდა, ხომ შეიძლებოდა ზრდილობის გამო მაინც გამოეხატა ინტერესი.
- ჩემი შვილი იყო, მაშო, 6 წლის არის. გიჟდება საჩუქრებზე და გრანდიოზული სია გამომატანა იმ ნივთების რაც უნდა რომ ვუყიდო.
- შენზე მეტად უყვარს სიურპრიზები?
- ყველას უყვარს სიურპრიზები - ვუთხარი მე.
- მე არ მიყვარს. სიურპრიზი შეიძლება იყოს სასიამოვნო ან ... მოკლედ არ მიყვარს დაუგეგმავი რაღაცეები და არც ის, რასაც ვერ ვაკონტროლებ.
- რა მოსაწყენი ხარ! ვერ დავმალე ემოცია.
- საქმემ მიმაჩვია ასე. გამიღიმა.
- და რას საქმიანობ? უცნაური ბიზნეს ქარდი გაქვს, ვერაფერი გავუგე.
- ბიზნეს ქარდიც ზუსტად ისეთი მაქვს როგორიც საქმე რასაც ვაკეთებ.
- შენ ხო სიურპრიზები არ გიყვარს, მე კიდევ არ მიყვარს როდესაც ცდილობენ თემა გადაიტანონ, ან მალოდინებენ, ან შეკითხვებს არ პასუხობენ.
- და ტელეფონს თუ პირველივე ზარზე არ პასუხობენ?
- საიდან იცი?
- ოო მე ბევრი რამე ვიცი.
- ოო რა ბანალური პასუხია.
- ოო რა კატეგორიულები ვართ.
გავჩუმდი.
- გავისეირნოთ? მკითხა გიორგიმ.
- გავისეირნოთ.
გამოვედით. სიჩუმე მე დავარღვიე:
- გიორგი, მაინც არ მითხარი რას საქმიანობ, მართლა მაინტერესებს.
- 7.
- რა 7?
- 007!
- ჰა?
- რა სასაცილო და მიუხვედრელი ხარ ანა, ჯეიმს ბონდი ვარ. ისე გამეკრიჭა ყველა კბილი უჩანდა.
- კიდევ მე ვარ სასაცილო, ამხელა ბიჭი რომ 007-ობანას თამაშობ?
- სასაცილო ცუდს არ ნიშნავს, პირიქით - მხოლოდ კარგ და ჭკვიან ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ შენსავით ბუნებრივები და სასაცილოები. შენ რას საქმიანობ?
ვიფიქრე მე თუ მოვუყვებოდი თვითონაც გახსნიდა კარტებს და ენერგია არ დავიშურე:
- მე ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიას ვმართავ საქართველოში და მეზობელ ქვეყნებში, სათავო ოფისი სითიშია, ამიტომ ხშირად დავდივარ აქ. ბოლო პერიოდში საერთაშორისო პროექტებიც მანდეს და მგონი უფრო ხშირად მომიწევს ჩამოსვლა.
- მოგიწევს რატომ? არ გიყვარს მოგზაურობა?
- პირიქით, ვგიჟდები აეროპორტებზე, თვითმფრინავებზე, ფრენაზე, მოგზაურობაზე, ახალ ქალაქებში ფეხით სეირნობაზე, მუზეუმებზე, მაღაზიებზე, გემრიელ საჭმელზე. უბრალოდ ამ ჩამოსვლაზე ყველაფერი უცნაურად დაიწყო და ცოტა აღელვებული ვარ.
- მოხდა რამე? ისე უდარდელად მკითხა თითქოს დიდად არც აინტერესებდა.
- არაფერი, რაღაც გავიგე რამაც გამაკვირვა და ცოტა შემაშინა, მაგრამ არ გვინდა ამაზე საუბარი. პატარა გამოძიებას ჩავატარებ და ყველაფერი გაირკვევა.
- ჩემი კეთილი რჩევა თუ გინდა - კერძო გამოძიებები საკმაოდ სახიფათოა. მომიყევი თუ გრიფით საიდუმლო არ არის, იქნებ რამით დაგეხმარო.
ცოტა ხანი ვყოყმანობდი, მე თვითონაც არ ვიცოდი რა ხდებოდა ჩემს თავს, გიორგიზე არაფერი არ ვიცოდი, არც ის ვიცოდი შეიძლება თუ არა მისი ნდობა.
- რა აზრი აქვს, ვერ დამეხმარები... თან არ მინდა უსიამოვნებაში გაგხვიო.
- ოჰ! რაღაც საინტერესო ჩანს! მერე ვინ გითხრა რომ უსიამოვნებების მეშინია?
- ჩემმა თავმა!
- იქნებ ჩემთვის გეკითხა ჯერ. და რა იცი რომ ვერ დაგეხმარები, ეგეც შენმა თავმა გითხრა?
- დიახაც!
- მომიყევი ანა - ძალიან ეცადა გიორგი თხოვნის ფორმა მიეცა ამ ყველაფრისთვის, მაგრამ ამის მიუხედავად მისმა ბოლო სიტყვებმა ბრძანებასავით გაიჟღერეს.
ვიფიქრე რადგან სითიში ცხოვრობდა, შეიძლება რამე ცოდნოდა იმ უცნობზე ჩემით რომ იყო დაინტერესებული, ან ის მაინც ცოდნოდა ვინ შეძლებდა ჩემს დახმარებას, ან ბოლოს და ბოლოს პოლიციის ნომერს მაინც მეტყოდა იმ შემთხვევისთვის თუ ვინმე ჩემს მოკლვლას დააპირებდა.
ავდექი და მოვუყევი, თუმცა ძალიან ზოგადად, არ მიხსენებია სოფი და რობერტი და არც ისეთი დეტალები რაც მათ ჩართულობაზე მიახვედრებდა ვინმეს.
- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს რაღაც აკლია ამ ისტორიას.
- მეტი მეც არ ვიცი გიორგი.
- და მაინც მგონია რომ რაც იცი ისიც არ მომიყევი ბოლომდე, როგორ დაგეხმარო ასე?
- ხო გეუბნებოდი ვერ დამეხმარები თქო?
- ესეიგი ვიღაც სასტუმროს მეპატრონე აგროვებს შენზე ინფორმაციას და შენ ვერ ხვდები რატომ... იქნებ უბრალოდ მოწონხარ?
- ხუმრობ გიორგი? რომ მოვწონდე თვალთვალს კი არ დამიწყებდა, მოვიდოდა და გამიცნობდა!
- შენ შენნაირ გოგოსთან მისვლა და გაცნობა ადვილი გგონია?
- რაღაც ვერ შევამჩნიე რომ შენ გაგჭირვებოდა! ვუთხარი ნიშნის მოგებით და სანამ ლაპარაკს გავაგრძელდებდით ჩემმა ტელეფონმა დარეკა.
გეგა რეკავდა, როგორც ჩანს ნუკამ ვერ მოითმინა და ყველაფერი უამბო.
- გისმენ გეგა, როგორ ხარ?
- მე კარგად ანა, შენ როგორ ხარ?
- როგორც ჩანს ჩიტმა ამბავი მოგიტანა, რა აჟიოტაჟი ატეხა მაგან კიდე.
- ანა, არ არის ხუმრობის დრო, მარტო ხარ?
უჩვეულოდ აღელვებული ხმა ქონდა გეგას, რაც სიმართლე რომ გითხრათ დიდად არ მესიამოვნა.
- არა. ვუთხარი მოკლედ.
- ანა, არავის არაფერი უთხრა მაგ ამბავზე, გესმის?
გავჩუმდი.
- უკვე მოუყევი ვინმეს? მიხვდა გეგა. მანდ არის ვისაც მოუყევი?
- კი,კი, ცოტა ხანში რომ დაგირეკოთ და მერე გავიაროთ ეგ ხელშეკრულება? არ მინდოდა გიორგი რამეს მიმხვდარიყო, ისევ არ ვენდობოდი.
- როგორც კი მარტო დარჩები დამირეკე და ეცადე რაც შეიძლება სწრაფად!

ჩემს გვერდზე მოსეირნე გიორგის გავხედე და სიცილით ვუთხარი:
- გამოფრენილი არ ვარ, უკვე მირეკავენ, შენ კიდევ მეუბნები შენს გარეშე არ ბრუნავს დედამიწაო.
- ეს მინიშნებაა რომ საქმე გაქვს, სასტუმროში უნდა დაბრუნდე და ჩვენი დილის სეირნობა დასასრულს მიუახლოვდა? ღიმილითვე მიპასუხა გიორგიმ და წითურ თმაზე გადაისვა ხელი.
როგორც კი გამახსენდა მისი თმის ფერი მაშინვე ჩუმად სამჯერ ვიპწკინე.
- ეს რა გააკეთე ანა? არ მითხრა რომ რიჟები თარსები გგონივართ და იმიტომ იპწკინე - ისე ხმამაღლა იცინოდა ყველამ ჩვენკენ გამოიხედა.
- დაინახე? შემრცხვასავით.
- მე კი არა, იმ კუპიდონის ქანდაკებამაც შეამჩნია ისე იპწკინე - ვერ ჩერდებოდა გიორგი.
- ბავშვობის ჩვევაა - გადავედი თავის მართლებაზე და თან ავად დავუბრიალე კუპიდონის ქანდაკებას თვალები ზუსტად ჩემკენ რომ ქონდა ისარი მოშვერილი და არ გაბედო თქო მკაცრად გავაფრთხილე გონებაში.
- წამოდი, ტაქსიში ჩაგსვამ და გაგიშვებ სასტუმროში. საქმეებს რომ მორჩები შემეხმიანე, იქნებ მანამდე მეც გავარკვიო როგორ შემიძლია დაგეხმარო.
აი რაც არ მაწყობდა, გეგამ არავის მოუყვეო, ეხლა ამან რომ დაიწყოს ინფორმაციის მოგროვება ან ვინმეს რამე უთხრას სიტუაცია არ გავამწვავო! ჩემი ტვინი გამოსავალს ეძებდა:
- შენ რა დაიჯერე მთელი ეს ისტორია? ვკითხე გადაჭარბებული მხიარულებით! რა ადვილდ ტყუვდებით თურმე მისტერ ბონდ!
- რას ნიშნავს დავიჯერე? მკითხა გიორგიმ.
- რა მიუხვედრელი ხარ, მოვიგონე უბრალოდ, რამეზე ხო უნდა გველაპარაკა! ისევ ვიცინოდი.
ამასობაში გიორგიმ ტაქსი გააჩერა
- შენი წასვლის დროა ანა, ჩემი ნომერი გაქვს და იცი როგორ მომძებნო თუ დაგჭირდები.
- კარგად გიორგი! კარის მოხურვას ვაპირებდი და ვერ მივხურე, გიორგიმ დაიჭირა:
- ანა, ეს „მოგონილი“ ისტორია, ძალიან გთხოვ არავის მოუყვე, არც იმათ ვისაც ენდობი. და კიდევ გირჩევ - შენს თანამშრომლებს იგივე უთხარი რაც მე - უთხარი რომ მოიგონე ეს ისტორია. მე დაგირეკავ საღამოს!
სანამ ხმა ამოვიღე, მძღოლმა მანქანა დაძრა და სასტუმროს მიმართულებით წავედით. ვერაფრით ვხვდებოდი როგორ მიხვდა გიორგი რომ მოყოლილი მქონდა თანამშრომლებისთვის ან რატომ მაფრთხილებდა ყველა არ მელაპარაკა ამ ისტორიაზე.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

როგორი საინტერესოა. ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვხვდები. იმედია მალე დადებ ახალ თავს, ძალიან ჩამითრია

 


№2  offline წევრი anna mania

სტუმარი ქეთი
როგორი საინტერესოა. ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვხვდები. იმედია მალე დადებ ახალ თავს, ძალიან ჩამითრია

როგორ მახარებს თქვენი კომემტარები <3 როგორც კი მიჩნდება დრო მაშინვე ვდებ, ვეცდები დიდხანს არ გალოდინოთ :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent