შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულის წვიმა (ნაწილი 17)


26-06-2018, 00:03
ნანახია 1 880

" ევერესტის ყველაზე მაღალ მწვერვალზე ვდგავარ და მზის ამოსვლას ვუყურებ. მეჩვენება, რომ ჩემს სახეზე ალაგ-ალაგ დაცემული სხივები პატარა ნაწილაკებად მიჯდებიან სხეულში და უკვე ცაშია ჩემი სხეული, რადგან ასეთ სილამაზეს ადამიანის თვალი ვერ შენიშნავდა. მერე, დაბლა ვიხედები, დროა გადავხტე და თეთრ მთებს შევუერთდე, როგორც ზედა ფენად გადაკრული ყინული, როგორც ფიფქების ნაკადი, რომელიც თეთრ საბნად დასდებია სიმწვანეს და გაზაფხულის ნასახიც გააქრო თოვლმა. ცოტა ხნით მეც მინდა, მქონდეს ფრთები და ვიყო ანგელოზი. მაგრა, მაინც ხდება რაღაც უცნაური და ამ უცნაურობას ნაცნობი ხმა მიქმის, რომლის გაგონებისას მთელი სხეული მიშეშდება:
-არ გადახტე-მისი ხმა გონებაში წუთი-ჭუთზე ჩაწერილი კადრებივით მიტრიალებს და დეჟავუ მაწვება-გაიყინები.
მინდა, სხვა რამე ვუპასუხო, მაგრამ პირიდან სიტყვები თავისით მცდება-მერე შენ რა?
და ისევ მეორდება მისი ხმა, მისი სიტყვები, სერიოზული, ბოხი ინტონაცია და ღრმა, შავი თვალები, რომლებიც დაჟინებით მომშტერებიან:
-არაფერი, მეც ისე გავიყინები, როგორც შენ.
მხრებზე მთელი ცხოვრების სიმძიმე მაწვება და თითქოს მას უნდა, ეს სიმძიმე გავუნაწილო.
მისკენ ვტრიალდები და ვეჩურჩულები:
-შენ ხომ წახვედი?
-კი, წავედი.
-ხომ აღარ გიყვარვარ?
-არ მიყვარხარ.
-და აქ რა გინდა?
-შენ.
-მე?
-ჰო, შენ ჩემთან გინდა და ამიტომ ვარ აქ.
-და შენ ხომ არ გინდა?
-მაგრამ მე მინდა, რომ შენ გინდოდეს ჩემთან ყოფნა.
-მტკენ.
-ვიცი.
-მერე, წადი.
-არ წავალ.
-რატომ?
-რომ წავიდე, უფრო გეტკინება."
საწოლში შეშინებული ვხტები ახლადგაღვიძებული და თვალებს დაბნეული ვაცეცებ ირგვლივ. არ ვიცი, რა მაშინებს. იქნებ საკუთარი თავი? საკუთარი თავი, რომლის დაცვაც არ შემიძლია, ვერ ვიცავ ემოციებისგან და გრძნობებისგან, არ შემწევს ძალა, ტკივილისგან დავიცვა საკუთარი თავი და ეს მაშინებს.
ოფლით დაცვარულ შუბლზე, ზურგზე და ყელზე ხელს ვისვამ და რატომღაც გული მიჩუყდება. "ეს მხოლოდ სიზმარი იყო, არ ღირს"-ვუმეორებ ჩემს თავს და მაინც არ მესმის, მიუხედავად იმისა, რომ გონებაში რამდენიმეჯერ თავისით ტრიალებს ეს ფრაზა. მერე, გული ყოველ იმ მომენტს მახსენებს, რომელიც მასთან ერთად გავატარე.
ჭერს ვუყურებ და ცრემლები საფეთქლებზე მისრიალებენ, მერე კი ყურებისკენ მიიწევენ. ვგრძნობ, როგორი უსიამოვნო გრძნობაა, როცა ღამით გაოფლილი, სახეს მლაშე სითხე მისველებს. არაკომფორტულად ვწევარ და მაინც არ შემწევს ძალა, ავდგე, პირი დავიბანო, ყავა მოვიდუღო და რამეს ვუყურო, რაც გამომაფხიზლებბს და მგრძნობელობას დამიბრუნებს.
ფანჯრებიდან შუაღამე მოჩანს. ჯერ არ გათენებულა. "მასზე არ იფიქრო"-გონებაში ხმამაღლა ჩამძახის ერთადერთი ადეკვატური მხარე, რისი აღქმაც ჩემმა ტვინმა მოახერხა, ამიტომ მართლაც ვდგები. უხმოდ ტირილის შემდეგ აბაზანაში მივდივარ და ჯაკუზს ცივი წყლით ვავსებ. მაქვს, რაც მჭირდება, ყველაფერი მაქვს. და ანდრო არ მჭირდება, ყველაფერი საკმარისია, რაც მაქვს. გრძნობები კი ზედმეტიც კია.
თმას ზემოთ ვიკოსავ და პიჟამას ვიხდი. ცივ წყალში ნელა ვწვები და თითქოს მაცოცხლებს სიცივე, რაღაც ამაღელვებელს განვიცდი და სიმხურვალე, სხვა უსიამოვნო შეგრძნებეთან ერთად მაშინვე მიქრება.
წარმოვიდგენ, როგორ ვასხამთ მე და ბებია ჩირებს სქელ ძაფებზე, როგორ ვავლებთ თათარაში ჩურჩხელას, მერე გასაშრობად ვკიდებთ და წიწილებს საკენკს ვუყრით. პიანინოს დედაჩემი მისჯდომია, ნაცნობ მელოდიას წვრილი, გამხდარი თითებით რბილად უკრავს კლავიშებზე და იღიმის, ისე, როგორც ყოველთვის-თბილი და მოსიყვარულე ბაგით. პიანინოს თავზე მდგარ ჩარჩოში ჩასმული სურათიდან მამაჩემი გამომყურებს მკაცრი, საუცხოო იერით, როგორიც ნამდვილ ჯარისკაცს შეეფერება, მე კი თვალწინ წარმომიდგება ჩემს ფანტაზიაში დახატული მამაკაცი, რომელიც ზუსტად მამაჩემის ნაკვთებით შევქმენი.
მატარებელი მიდის, ვრცელი, ნახევრად დაორთქლილი ფანჯრის შუშიდან კი სოფლები და ყვითელი, გახუნებული ბალახით დაფარული ვენახები მეშლება თვალწინ, სახლები რომელთა საკვამურებიდან შავი ბოლი ამოდის, წითელი ყანები, შიშველი, მაღლა აზიდული, დანაოჭებული ხეები. ჩვენ წინ მივიწევთ, მატარებლის გუგუნი ისმის, ვაგონი ირწევა და მეძინება.
ცივ წყალში ვიყინები. კბილს კბილზე მაცემინებს და ვგრძნობ, სხეულში სისხლი საგრძნობლად მიცივდება და ლამის მეყინება, რადგან მიმოქცევის სიჩქარე მცირდება და პულსიცპულსისცემაც იკლებს. თავი უეცრად მოვარდნილი ძლიერი ტკივილისგან მისკდება და ვხვდები...
...ალბათ ეს არის ჰიპოთერმია.

*********************************************************************************

გონზე სპირტის მძაფრ, უსიამოვნო სუნს მოვყავარ და მილულულ თვალებს ზანტად ვახელ. პირველი რაც თვალში მხვდება (სიმართლე რომ ვთქვა, ზედმეტად მკვეთრადაც კი), თავზე დამდგარი თეთრ ხალათში გამოწყობილი ქერა არსებაა, რომელიც მზრუნველი, ცისფერი თვალებით მიყურებს და ჩემგან რაღაცას ელის.
-გამარჯობა-ვჩურჩულებ. ჯერაც არ ვიცი, ხმა მაქვს თუ არა-ჩემთვის ლაპარაკი შეიძლება გეთაყვა?
-კი გოგონა, შეგიძლიათ რამდენიც მოგესურვებათ, იმდენი ილაპარაკოთ-ქერა ექიმი ღიმილიანი მზერით დამყურებს თავზე.
-და უკვე სამოთხეში ხომ არ ვარ? იმიტომ გეკითხებით, რომ წესით სასუნთქი გქები გადაკეტილი მქონდა, ფილტვებში ჟანგბადის რაოდენობა ამომეწურა და სიცივემ სისხლამდეც შეაღწია-ლოგიკურად ავლაპარაკდი და ისევ მომღიმარი გოგონას დანახვისას თვალები გადავატრიალე-კარგი, აქ რა მინდა?
-თქვენ წუხელ მოგიყვანეს აქ. როგორც ვიცი, სააბაზანოში გიპოვათ თქვენმა მეგობარმა. უკვე ჰიპოთერმია იწყებოდა, როცა წყლიდან ამოგიყვანათ და ცხელი წყალი გადაგავლოთ სამედიცინო დახმარების მიზნით, მერე სასწრაფო დახმარებას გამოუძახა და აქ მოგიყვანათ. ხომ გესმით, საჭირო იყო თქვენი უსაფრთხო ადგილზე გადმოყვანა, ისე კი, ძალიან გარისკეთ თქვენი სიცოცხლე იმ ყინულივით ცივ წყალში რომ ჩაწექით.
-და თქვენ ვინ ხართ?-შევაწყვეტინე გაბმული, დაუსრულებელი ლაპარაკი, რომლის ბოლოც აღარ მოჩანდა.
-მედდა, ძვირფასო. მთავარმა ექიმმა დამავალა, რომ შეიძლება უცებ წნევა დაგივარდეს, თუ ოდნავ მაინც წამოიწევი ან წამოდგები, ამიტომ ცოტა ხნით შენი მეთვალყურე ვარ.
-როგორც ციხის პატიმრის მეთვალყურე? ღმერთო ჩემო-თავი უკან გადავაქნიე მელოდრამატულად, მაგრამ ვაი ამ გადაქნევას და დრამატიზებას. წამში ვიგრძენი, როგორ დამიარა კეფაში მწვავე ტკივილმა-მისმინე, თუ გინდა გადი, მე არ ავდგები, ხმას არ ამოვიღებ, არც იმას ვაპირებ, ვინმეს ჩემ გამო შენიშვნა მისცენ ან სამსახურიდან დაითხოვონ, ხომ ხვდები.
-სულაც არ მწყინდება ასე-კმაყოფილი მზერა შემავლო და სკამზე კომფორტულად ჩამოჯდა. მეერე მარმელადის კანფეტი ამოიღო და გამომიწოდა.
-მგონი ეგ ჩემთვის არ შეიძლება არა?
-ჭამე, ჭამე, არავის უთქვამს, ტკბილი არ აჭამოო-ხელი აიქნია და უდარდელი სახით ჩაიდო მეორე კანფეტი პირში-ესეიგი, 21 წლის ხარ, დასაოჯახებელი და მარტო ცხოვრობ, ასეა ხომ?
თავი დავუქნიე, მაგრამ როგორც კი ტკივილი ვიგრძენი, ვარჩიე, ბალიშზე დამედო და არ განვძრეულიყავი.
-მე 24-ის ვარ-არ შემიხედავს, მაგრამ მის ხმაშივე ვიგრძენი, როგორ მიღიმოდა. წამში გამათბო მისმა აურამ-და ერთი სული მაქვს, როდის გავხდები ნამდვილი ექიმი, მანამდე კი, მინდა იმით დავტკბე, რა სტატუსიც მაქვს და პაციენტებიც გავართო. ასე რომ, შეგიძლია მითხრა, თავისუფალ დროს, როცა მოძრაობა და თავის დიდად დატვირთვა აარ გჭირდება, რითი ერთობი ხოლმე?
-იცი...-ოდნავ დავიბენი, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება თავისუფალი დროის მეტი არაფერი მქონია.-კარგი, მაშ მოვიფიქრებ. ალბათ, უფრო ხატვა მიყვარს, პეიზაჟების და უბრალო ადამიანების პორტრეტების, აი იმათი, სულაც რომ არ თვლიან თავს ლამაზად, მაგრამ რეალურად ბუნებრივი სილამაზით და საუცხოო ნაკვთებით რომ გამოირჩევიან. მაგრა, შენ არ თქვი, რომ განძრევა სასურველი არ არის?
-არა, არა, თითებს არაფერში ვზღუდავთ-თითები თავადაც აათამაშა და წამოდგა-დამელოდე, აქ მოვიტან ფურცლებს და ფანქარს. აკვარელი და გუაშები ჯერ არ მოგვეპოვება, მაგრამ დღეიდან ნამდვილად გავითვალისწინებ და დღის გეგმაშიც შევიტან.
ჩუმად გავიდა, რომ ხმაურს არ შევეწუხებინე. ჩამეღიმა, ამ გოგონასთან ჩემი დიალოგი რომ გავიხსენე. ცოტა ხნით თვალი დავხუჭე, მედდას მოსვლა არც გამიგია, რადგან თვალის დახუჭვისთანავე დამეძინა. წამალი ტკივილს მიყუჩებდა, მაგრამ ნამდვილ ტკივილს ვერა.



№1 სტუმარი სტუმარი Mio

მალე დადებ შემდეგს?

 


№2 სტუმარი სტუმარი ლიზა

აუ რამდენი ხანია ვუცდი ახალ თავს შენ კი კიდევ აგვიანებ რაც ძალინ მწყინს ასე არ უნდა იქცეოდეს ასე მოქცევა არშეიძლება მესმის შეიძლება რაღაც პრობლემები გქონდა ან სხვა რამე იყო მაგრამ ამდენი ხნით დაგვიანება არა არადა არ მესმის აი ძალიან გთხოვ რომ. ახლი თავი რაც შეიძლება მალე დადო გეფლიზები❤️

 


№3  offline წევრი Ανάξιος

ახალ თავს რატომ არ დებ?

 


№4 სტუმარი სტუმარი ელისო

გაგრძელება არ გვაქვს?

 


№5  offline წევრი Ele Ni

ცუდია ისტორიაა დასასრული რომ არ აქვს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent