შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 2.


26-06-2018, 13:31
ავტორი zia-maria
ნანახია 3 824

''ძლიერი მეგობრობა არ არის ყოველდღიური საუბარი ან ერთად ყოფნა; როცა ურთიერთობა გულშია, ნამდვილი მეგობრები არასდროს იყოფიან''.ბექამ შეასრულა სიტყვა და შეკრიბა სამეგობრო სულ 6-ნი იყვნენ,სხვები ვერ მოიძია,ზოგი სად გაფანტულიყო და ზოგი სად.შაბათ დილით ერთად შეიკრიბა ყველა კომპანიის ეზოში და მხოლოდ გიორგი აგვიანებდა,მას ელოდნენ.გიორგიმაც არ დააყოვნა და ტაქსით მივიდა დათქმულ ადგილზე რაზედაც ყველამ გაოცებულმა შეხედა.
-ტაქსით რატომ მოდი გიორგი.
-რატომ?არ გითქვამს ფაიტონით მოდიო თორემ  მოვიდოდი.
-ჰა,ჰა,ჰააა რას ხედავ აქ სასაცილოს.გაბრაზდა ბექა.გიორგიმ ყველა მოიკითხა და შემდეგ გაკვირვებულმა იკითხა.
-მოიცათ, თქვენ რა ყველა უმანქანოდ ხართ?
-როგორც იქნა მიხვდი.უთხრა ბექამ და გიორგიმ შეუბღვირა.
-რატომ არ მითხარი,რომ მანქანით წამოვსულიყავი.ახლა რა ვქნათ?
-მე წავალ და ჩემს ტაჭკას გამოვაგორებ,ეგებ ინამუსოს და დღეს არ მომიშალოს ნერვები.
-აუ  ბიჭო,ეს რა სიშტერე გააკეთე.
-კარგი მალე მოვალ,მე დარწმუნებული ვარ დღეს მეგობრობას გამიწევს ჩემი ლურჯა.სიცილით თქვა ლაშამ და წავიდა.
 ალიკა კობახიძე,ბექა ჭკუასელი,რომა ჯავახია,ლაშა გამყრელიძე,გელა ქავთარაძე,გიორგი გოგაბერიშვილი ესენი იყვნენ ბაღისა და სკოლის მეგობრები რომლებსაც არ შეუწყვეტია მეგობრობა და ერთმანეთის გვერდით დგომა ჭირსა თუ ლხინში.ლაშაც მალე მოვიდა თავისი ათუხთუხებული მანქანით და გაუდგნენ გზას.არ იცოდნენ სად უნდა წასულიყვნენ,არც მანქანის იმედი ჰქონდათ დიდად და კუს ტბაზე წავიდნენ,რადგან ძალიან სიცხეები იყო და იქ უფრო გაერთობოდნენ და არც შემცდარან, ძალიან კარგი დრო გაატარეს და უკვე უკან კმაყოფილი ბრუნდებოდნენ,რომ ლაშას მერანმა უმტყუნათ გზაში.არც თხოვნამ გაჭრა არც მუდარამ,არც ახლო მეგობრობამ,არც იმან რომ ჯარში ჩაგაბარებო,დადუმდა და დადუმდა.
-რაც არ უნდა ეხვეწო ლაშა უკვე ჯინზე გადგა,ეგებ მანქანამ გამოიაროს და ბუქთ წავიყვანოთ.თქვა ბექამ.
-გამოჩნდება ვინმე და წაგვიყვანს,რაიყო გოგოები ხომ არ ვართ რომ შეგვეშინდეს.თქვა გიორგიმ.
-გიორგი იცი რა მომწონს შენში?უთხრა რომამ.
-არ გადამრიო და არ მითხრა,შენ მომწონხარო თორემ აქვე დაგმარხავ სადმე.სერიოზულად თქვა გიორგიმ.რომამ კი გულიანად გადაიხარხარა.
-ჰე,რა მოგწონს აბა მითხარი.
-რა ავადმყოფი ტვინი გაქვს გიორგი.სიცილით უთხრა რომამ.-მაგრამ მე შენი შეუდრეკილობა და ძლიერი ხასიათი მომწონს.წარბის აწევით გადახედა სათითაოდ ყველას გიორგიმ.
-მე იცით რა არ მომწონს თქვენში?თქვენი ბუზღუნი.
-მანქანა მოდის.თქვა ლაშამ და მის ფეხებთან გააჩერა მანქანამ.
-ოჰო,აღმოხდა ლაშას რომელსაც გიორგიმ მკაცრად შეხედა.საჭესთან ძალიან ლამაზი გოგონა იჯდა,ცისფერ კაბაში.
-შეგიძლიათ ბუქ ჩაგვიბა და ქალაქამდე ჩაგვიყვანო?თხოვა გიორგიმ.
-არ არის პრობლემა.უთხრა გოგონამ,მარტო იყო ცოტა კი შეეშინდა მაგრამ არ შეიმჩნია.გაშლილი ჰქონდა თმები და ქარი უფრიალებდა.ყველას შეავლო თვალი და შემდეგ უარი თქვა.
-ბოდიში,სხვა მანქანას დაელოდეთ ვერ წაგიყვანთ.უთხრა და ექვსივე დატოვა გაშტერებული.
-ეს რა იყო,რატომ წავიდა?იკითხა ბექამ.
-შეაშინეთ გოგო და წავიდა.ყველა უბრიალებდით თვალებს და წავიდოდა აბა რას იზამდა.დიდი წვალებით დაბრუნდნენ ქალაქში და შემდეგ ტაქსებით დანაწილდნენ სახლებში.
 ორშაბათს ენერგიით სავსე დაბრუნდა კომპანიაში,გიორგიც და ბექაც კარგ ხასიათზე იყო გადაწყვიტეს ყოველ-შაბათ-კვირას რაც არ უნდა საქმე ჰქონდეთ ქალაქიდან გავიდნენ და განტვირთვის დღე მოიწყონ.საუბარი მეგობრებს ქლბატონმა ზანდამ შეაწყვეტინათ.
-ბატონო გიორგი დედათქვენი მობილურზე ვერ გიკავშირდებათ და მთხოვა გადმოგცეთ,რომ დაურეკოთ და თან მითხრა,ეს ძალიან მნიშვნელოვანი არისო.გიორგი წამოდგა და ქალბატონ ზანდას მიუახლოვდა.
-რამდენი წელია რაც აქ მუშაობ ზანდა დეიდა.ზანდა დაფიარდა და გულწრფელად უპასუხა.
-არც კი მახსოვს როდის მოვედი,თითქმის ამ კედლებში გავიზარდე და ალბათ სიბერეც აქ მომიწევს.ძალიან დიდი დროა გასული მას შემდეგ,15 ან 18 წელი მაინც იქნება.გიორგის გაეცინა და უთხრა.
-ვიცი რომ დიდი დროა გასული,მას შემდეგ რაც აქ მუშაობთ.მახსოვს მგონი გოგონა გყავდათ,ჩემზე უმცროსი.
-კი ერთი გოგო მყავს,ალექსანდრა.
-ზანდა დეიდა, მოდი ვიყოთ თავისუფლად ერთმანეთთან და არა შებოჭილად.უბრალოდ გიორგი დამიძახეთ ძალიან გამახარებთ,მე თქვენგან უნდა ვისწავლო ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ,რადგან თქვენ ამ კომპანიის ყველაზე ძველი თანამშრომელი ხართ და ყველაფერი იცით.ძალიან გაახარა ზანდა  გიორგის ამ თავისუფალმა საუბარმა.
-მადლობა გიორგი მაგრამ თქვენ ჩემი უფროსი ხართ.
-მე არა,თქვენ ხართ ჩემი უფროსი ზანდა დეიდა და ძალიან გთხოვ ნუ მაწყენინებთ.დედას გადაეცი გათიშული მაქვს ტელეფონი და როგორც კი ჩავრთავ, დავურეკავ.
-კარგი, დაურეკავ და ვეტყვი.მორცხვად უთხრა ზანდამ.უჭირდა თავისუფლად საუბარი,კი მასზე ბევრად უმცროსი არის გიორგი მაგრამ ის მაინც მისი უფროსია.
-ხო,დღეს გვაქვს ვინმესთან შეხვეედრა?
-არა გიორგი დღეს შედარებით თავისუფალი დღე გაქვს.ღიმილით მიუგო ზანდამ.
-კარგი,მაშინ............ვერ დაასრულა საუბარი რომ იმ წუთში ჩართულ ტელეფონში უამრავი ნარეკი ზარები შემოვიდა.ისევ რეკავს,უცხო ნომერია და უპასუხა.
-გისმენთ.
-გიორგიიიიი?სტუმრებს მიიღებ რამოდენიმე დღით?
-შენ,შენ საქართველოში ხარ?არ მატყვილებ?
-არა,უკვე აქ ვარ.
-ანა არავითარი სასტუმრო არ დაჯავშნო, გესმის?
-მარტო არ ვარ, ბიძაშვილი მახლავს გიორგი გამოცდებისთვის ემზადება.შემდეგ სოფელშიც უნდა წავიდე იქ ბიძა,ბიცოლა,ბებო,ბაბუ ისინიც უნდა ვნახო.
-წავალთ,წავალთ ერთად.სად ხარ,რომ მოგაკითხო?
-უკვე აქ ვარ,გამოდი გარეთ ამ სიცხეში მანდ არ იხრჩობი?კისკისებდა ანა.
-სად ხარ ტო.გიორგი გარეთ გავარდა და ჰოლში აკისკისებული ანა იდგა ულამაზეს გოგონასთან ერთად.
-გოგო შენი დაულაგებელი და არეული ტვინის შესახებ აქაც უნდა გაიგონ?შესძახა გიორგიმ და ხელში ააფრიალა ანა რომლის კისკისი ექოსავით მოედო მთელ შენობას.
-თითქოს შენ მყავდე დიდი დალაგებული. არც გოგო ჩამორჩა გიორგის და ბექა კი გამოშტერებული შესცქეროდა ანას მომაჯადოვებელ სილამაზეს.
-გიორგი გაიცანი მარიამი ჩემი ბიძაშვილია.თითქოს ახლა შეამჩნია იქვე მდგარი უცხო გოგონა გიორგიმ და ხელი ჩამოართვა,თითქოს გულმა მინიშნება უთხრა ,,უკვე შენია და არ გაუშვა ხელი, მაგრად ჩაჭიდეო''გამოფხიზლდდა და იქვე მდგარი ბექა გააცნო გოგონებს.
-ბექა ახლოს მოდი,აი ესაა ანა რომ გიყვებოდი.უთხრა გიორგიმ.
-ძალიან სასიამოვნოა ანა თქვენი გაცნობა,იმდენი რამ მიამბო გიორგიმ თქვენზე არ დავფიცავ და გეტყვი,ძალიან მაინტერესებდა თქვენი ახლოდან გაცნობა.
-ჰოდა აქ ვარ მეც,ერთი კარგი რესტორანი და გაგეცნობი.ისევ მხიარულად აკისკისდა ანა.
-არ იცვლები,რომ არც გბეზრდება ეს სიგიჟეების კეთება.გაეცინა გიორგის.
-რატომ უნდა შევიცვალო,გიორგი სანამ ცოცხალი ხარ უნდა იცხოვრო და იცოცხლო.
-რამდენი ხნით რჩებით.შეეკითხა გიორგიმ.
-ჯერ არ მოვსულვარ და უკვე წასვლაზე მითანხმდები?თითქოს ნაწყენმა უთხრა ანამ გიორგის.
-ღმერთო რა აუტანელი ხარ ხოლმე.გაბრაზდა გიორგი.ანას გაეცინა და უთხრა.
-მე მთელი ზაფხული აქ ვარ,მარიამი გამოცდებს ჩააბარებს და მგონი დიდი ხნით მოუწევს აქ დარჩენა.დღეს დავისვენებთ და ხვალ გავივლით ბინებს დავათვალიერებთ და რამეს ვნახავთ, რომ ღირდეს ცხოვრება.
-რა ბინა უნდა ნახო,თავი რამეს მიარტყი სახლიდან გამოსვლისას?ახლავეს წავალთ ჩემთან.ანას იცნობდა გიორგის მშობლები მაგრამ კომპიუტერით,მაინც ნერვიულობდა ანა არ იცოდა როგორ შეხვდებოდნენ უცხო ხალხი,მაგრამ გიორგიმ ბარგიანად ჩასვა ორივე მანქანაში და სახლისაკენ წავიდნენ.ანას მთელი გზა ენა არ გაუჩერებია ხან რა მოყვა,ხან რა და ასე სიცილ-კისკისში მივიდნენ სახლშიც.გიორგი სახლში შევიდა თუ არა ერთი თვალი გადაავლო მშობლებს და არ მოეწონა იქ მდგარი აურა.ერთი მდივნის ბოლოში იჯდა,მეორე თავში და ორივე გაბუსხულები.
-დედაააა,აქ რა ხდება?
-გიორგი შვილო მოხვედი?გამოვყრუვდი მარტო მთელი დღე სახლში.
-რატო მარტო,მამა აქ არ არის?კითხა გაკვირვებულმა.ან როდის დაბრუნდი დეიდასთან ხომ იყავი და უნდა დარჩენილიყავი ცოტა კიდევ.
-თქვენ მარტო დასატოვი ხართ?ან მამა,ან შვილი?
-დედა არ ვიცი არაფერი ერთის გარდა,არასოდეს არ წახვიდე აწი სახლიდან დიდი ხნით,თორემ მამას ვერ ვიტან უშენოდ მოწყენილი რომ დადის.ორივემ ჭკუას მოეგეთ რადგან სახლში უცხო სტუმრები გვყავს.არანაირი ბუტიაობა აქ აღარ იქნება,გასაგებია?
-ვინ სტუმრები მომიყვანე შვილო.
-გაიცანით ანა კომპიუტერით რომ გესაუბრებოდათ,ეს კი მისი ბიძაშვილია მარიამი,ეს კი ბექაა ჭკუასელი.გოგიმ ხელი ჩაიქნია ბექას რომ შეხედა და თქვა.
-მე უცხო მეგონე უცებ,მობრძანდით შვილებო ძალიან მიხარია ანა ასე ახლოს რომ გაგიცანი..
-მეც ძალიან გამეხარდა,როგორც იქნა დადგა ეს დღეც ძია გოგი.
-ძალიან კარგო წამოდით გოგოებო თქვენს ოთახს გაჩვენებთ,თან ცოტა გავისაუბროთ.გოგოები უკან გაყვა რუსუდანს ერთ-ერთ საძინებელში შევიდა და ცოტა ხნით ისაუბრეს.
-დედააააა,აქ არა ამის გვერდით დააბინავე სტუმრები.
-აქ რატომ არა შვილო.
-აქ არათქო გითხარი,ალბად მაქვს მიზეზი და იმიტომ გითხარი.
-კარგი,კარგი მხოლოდ ნუ გაბრაზდები.მეორე საძინებელში შეიყვანა გოგოები და ცოტა ხანში ანას კისკისი მოედო მთელ სახლს. რუსო ღიმილით ჩამოვიდა კიბეებზე და გიორგის წინ დადგა.
-რატომ მიყურებ ასე მკაცრად დედა.
-გიორგი მარიამი არის ჩამოსული უმაღლესში გამოცდები წარმატებით ჩააბაროს და თავი შორს დაიჭირე, მესადინეობაში ხელი არ შეუშალო,თორემ მე წაგაცლი თავს იცოდე.შენ კი ბექა მანამ გეკრძალება მოსვლა,სანამ მარიამი გამოცდებს არ ჩააბარებს.გასაგებია?
-არა უშავს რუსო დეიდა,იხუმროს მეც გავცემ სამაგიერო პასუხს.ყელმოღერებულმა თქვა მარიამმა.
-ეს მომწონს,ბოლოს და ბოლოს პასუხის გამცემი გამოჩნდა.ღიმილით უთხრა გოგიმ გიორგის და ყველას გაეცინა.
-გინდა დავნიძლავდეთ რომ ვერ მომიგებს?უთხრა მამას გიორგიმ და თან სულ სხვანაირად უბრწყინავდა თვალები.
-არა,არანაირი ნიძლავი და არანაირი მოლაპსარაკებები ჩემს სახლში.წადი დაგვტოვეთ მარტო ქალები.თქვა რუსომ.
-რას ვაფუჭებთ ახლა აქ მე და ბექა,თქვენ თუ განმარტოვება გინდათ თქვენი საძინებელი გაქვთ და იქ მიბრძანდით.
-გიორგიიი,როდისმე დასერიოზულდები?უყვირა რუსომ.
-არასოდეს,ეს ამ ჭკუის დარჩება და მე იმას ვჯავრომ მე და შენ რა გვეშველება.უთხრა გოგიმ რუსოს და ახლოს მიუცუცქდა.
-ნახე,ნახე როგორ მიუცუცქდა არადა გაბუტულები იყვნენ და სულ ცოტა ხნის წინ მე შევარიგე ორივე,მე ვიბრძოლე და როგორ მიხდი სამაგიეროს მამა.უკვე გვანი იყო რუსომ რომ შეაკითხა გოგონებს და იქ გიორგი დახვდა წამოწოლილი მარიამის საწოლზე.
-შენ აქ რა გინდა,აცადე ბავშვებს დასვენება,ვერ ხედავ გოგოს რომ ეძინება?ღმერთო ჩემო ორი პატარა ბავშვი მყავს სახლში,არადა ერთი დაბერდა უკვე და მეორეც სადაცაა სიბერისკენ მიდის და არაფერს არ ფიქრობს.
-ვინ დაბერდა ქალო.ოთახში გოგიმ შემოიხედა.-წამოდი ჩქარა და გაჩვენებ ვინაა ბებერი.აბუზღუნდა გოგი და ისევ გამხიარულდნენ ყველა.
-შვილს რა პასუხი მოვთხოვო,როცა მამა თავადაა ცანცარა.ღიმილით თქვა რუსომ.
 ორი კვირის განმავლობაში,წესიერად ვერ ნახა გიორგიმ მარიამი,ის სულ ოთახში იყო და მეცადინეობდა.ერთ საღამოს ყველას ეძინა,მარიამს წყალი უნდოდა და სამზარეულოში ჩავიდა,მოკლე საღამურები ეცვა ეგონა ასე გვიან იქ არავინ არ დახვდებოდა,მაგრამ შეცდა,შუქი აანთო და უეცრად შეეშინდა და შეჰკვლა,მარიამის კივილზე კი გიორგისაც შეეშინდა და აყვირდა.
-აქ რას აკეთებ ასე გვიან,შემაშინე.უთხრა მარიამმა.
-ჩემი სახლია და სადაც,მინდა იქ დავჯდები.მარიამმა მაცივარი გამოაღო და წვენი ჩაისხა ჭიქაში,სვამდა და თნ კანკალებდა.გიორგიმ შეხედა და ჩაეცინა თან უთხრა.
-მარიამ რატომ კანკალებ, შეგცივდა?რაღაცის თქმა მინდა,მაგრამ უარი რომ მითხრა ჯობია გავჩერდე.გიორგი ნელა-ნელა მარიამს უახლოვდებოდა,მისი გრძელი და თლილი თითები მარიამის დახორკლილ მკლავებს ჩამოუსვა.გოგონამ თვალები დახუჭა და დაელოდა გიორგის შემდეგ სვლას თან უთხრა.
-მითხარი რისი თქმა გინდა გიორგი.მარიამი ან კოცნას ელოდა,ან მოფერებას და ვნება მორეული თვალებით მისჩერებოდა გიორგის.
-შენ თუ აღარ გინდა ეს წვენი  მომეცი მე დავლევ.მარიამ სიბრაზისაგან თვალები ჩაუწითლა,ჭიქა ხელში შეატოვა გიორგის და წავიდა.მიხვდა გიორგი რამ გააბრაზა მარიამი და ჩაეცინა.მეორე დღეს კვირა დღე იყო და გიორგიმ მუსიკები მთელ ხმაზე ჩართო,გაბრაზდა მარიამი შეაჭრა გიორგის ოთახში და მუსიკები გამოურთო.
-რატომ გამორთე,რას ერჩოდი.გაუბრაზდა გიორგი.
-შენ კარგად იცი,რომ ხვალ გამოცდა მაქვს.
-თითქმის ერთი თვეა მეცადინეობ და დავიჯერო ვერაფერი ვერ დაიმახსოვრე?დღეს დასვენების დღე მაქვს და უნდა დავისვენო.მოდი გავისეირნოთ,არ გინდა განიტვირთო ცოტა?
-არ მცალია სასეირნოდ.შეუბღვირა მარიამმა.მთელი ღამე არ დაეძინა მარიამს და არც გიორგის ეძინა.დილით ჩაშავებული,უძილარი თვალებით ადგა,დაბლა რომ ჩავიდა ყველა სამზარეულოში იყო და მარიამს ელოდა.გიორგიმ შეხედა მარიამს და თვალში მოხვდა მისი უძილობისაგან ჩაშავებული  თვალები.
-მარიამ ყავა,ჩაი შვილო რას დალევ?შეეკითხა რუსო
-ჩაის დავლევ რუსო დეიდა.
-ნერვიულობ?
-ცოტას.
-ცოტას, კი როგიორ არა.ჩაილაპარაკა გიორგიმ რაც გოგიმ კარგად გაიგონა და გვერდულად შეხედა შვილს.
-არ ინერვიულო,კარგი მომზადებული ხარ და მჯერავს რომ ჩააბარებ.ჭამე და გიორგი გაგიყვანს.მარიამმა უხალისოდ მიირთვა საუზმე,მადლობა მოუხადა რუსოს და წამოდგა.გიორგიც წამოდგა და სახლიდან ანა,მარიამი და გიორგი ერთად გავიდნენ.გოგიმ და რუსომ ერთმანეთს შეხედეს და ორივეს გაეცინა.
-გამოვა ვითომ რამე?მე მარიამი ძალიან მომწონს,საყვარელი გოგოა.
-ხომ იცი,რომ ჩვენს მოწონებაზე რუსო არ არის არაფერი,გიორგის უნდა მოეწონოს და შეუყვარდეთ ერთმანეთი.ერთმანეთს უნდა გრძნობდნენ,ისე როგორც მე და შენ.
-მართალია, ისე როგორც მე და შენ ამდენი წლის შემდეგაც.გაეცინა რუსოს.
  უხმოდ მიდიოდა გიორგი,აღარ გავდა იმ ცანცარა ბიჭს მარიამს ნერვებს რომ უშლიდა.თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ ამბობდა და ბოლოს მაინც გაბედა.მანქანა უნივერსიტეტის წინ გააჩერა და ანას  მიუბრუნდა და სერიოზული ხმით უთხრა,მარიამმა კი პირველად ნახა გიორგის სერიოზული სახე
-ანა გადადი და მარიამიც მალე გადმოვა.თხოვნით უთხრა გიორგიმ გაოცებულ მეგობარს.ანამ უხმოდ გადავიდა,ის უკვე დიდი ხანია ხვდებოდა ამ ორს შორის რაღაც უხილავი რომ იხლართებოდა,რაღაც ახალი ერა რომ იქმნებოდა.ანამ მოიხურა თუ არა კარი,გიორგიმ მარიამს მიუბრუნდა და უთხრა.
-მარიამ ძლიერი უნდა იყო,რომც არ გეცინებოდეს უნდა გაიღიმო.ყველას ისეთი თვალით შეხედე რომ იგრძნონ შენ დაუმარცხებელი ხარ,თუ შეიყვარო გულწრფელად შეიყვარე,ისე ძალიან და ისე წმინდად რომ სიძულვილი გზიდან გაგეცალოს.ახლა კი ეს გქონდეს თილისმად,როცა პირველ გამოცდაზე გავდიოდი დედამ მისახსოვრა და მის შემდეგ არ  მომიხსნია,დღეს ვიხსნი რათა გადმოგცე შენ,რადგან დღეს შენი თილისმა იყოს.გიორგიმ თავისი ოქროს ცეფი  მოიხსნა  და მარიამს გაუკეთა ყელზე,შუბლზე აკოცა და თვალით ანიშნა გადადიო.მარიამი ისე დაიბნა კარიც კი ვერ გააღო და ისევ გიორგიმ მოეხმარა.
-მე შენზე ვიფიქრებ მარიამ შენ კი გამოცდაზე იფიქრე.მაგის დრო გექნება,რომ ჩემზედაც იფიქრო და თან სულ მალე.ვიცი რომ მთელი ეს დრო ნერვებს გიშლიდი,მაგრამ მე გულით გამხნევებდი.
-გიორგი დღეს კარგად ხარ?დღეს ამ შენთვის ძვირფას ნივთს მე მაძლევ?არა,ამას არ ავიღებ,არ შემიძლია.როგორც იქნა ხმა ამოიღო მარიამმა.
-მარიამ ახლა არ გამაბრაზო,თუ ადამიანისთვის გემეტება ის ძვირფასი რაც გაგაჩნია,ესე იგი ის ადამიანი შენთვის ძვირფასი გამხდარა.ჰე გადადი ახლა,შენც დაგაგვიანდება და მეც.მარიამი გადავიდა დაბნეული და გაოცებული მადლობაც არ უთქვამს და გიორგიმ სიგნალით დაემშვოდობა რაზედაც შეშინებულმა მოუხედა უკან და გიორგის ხმა გაიგონა.
-კარგ ამბრებს ველოდები საღამოს.
-ეეეპ,ეეეპ სად მიდიხარ,რა უთხარი ჩემს ბიძაშვილს გამოშტერებული სიფათი რომ აქვს.
-ანა ენას, ჯერ ენას ამოგაცლი და მერე თავს წაგაცლი.
-რატომ წვალობ ამდენს შე უბედურო,პირდაპი თავის წაცლა უფრო იოლი არ არის?
-რატომ?ორმაგად დაისჯები.
-იმიტომ რომ ჩემს ენას ხელთ ვერ მოიგდებ და არ მინდა გაწვალდე.გიორგის გაეცინა და წავიდა,წავიდა მაგრამ ვერ მოისვენა მთელი დღე ოფისში წამდა უწუმ რეკავდა ნაცნობებთან და მარიამის ამბებს კითხულობდა.ბოლოს კმაცრი გაფრთხილება მიიღო,რომ აღარ უპასუხებდა მის ზარებს გამოცდის დასრულებამდე თუ თავადაც არ დაწყნარდებოდა.
-თავად რესპოდენტი არ ღელავს ასე გიორგი როგორც შენ,რა გემართება.სიბრაზე შერეული ხმით უთხრა გიორგის ლექტორმა.
-არ ვიცი,არ ვიცი რა მემართება.კარგი თქვენს ზარს დაველოდები.გიორგი დარწმუნებული იყო მარიამის ნიჭში,მაგრამ მაინც საჭიროდ ჩათვალა ნაცნობი ლექტორის ნახვა და დალაპარაკება.ყველაფერი მოაგვარა ყველას ჩუმად და ამიტომ იყო კარგ ხასიათზე ყოველ დღე,მაგრამ დღეს კი ძალიან ღელავდა.3 საათზე უკვე იცოდა მარიამის მონაცემები,რომ დადებითი იყო და ამოისუნთქა.მხიარული სახით გაუდგა გზას სახლისაკენ,გზაში თეთრი ვარდების შეკვრა იყიდა და სახლში შევიდა.
-აბა ჩვენი სტუდენტი როგორ არის,სად არის?მარიამი რომ ვერ დაინახა გაოცებულმა კითხა იქვე მოწყენილად მჯდარ მშობლებს.-რა მოხდა ხალხო,ხომ მშვიდობაა.
-მარიამი ზემოთაა მის ოთახში.უხალისოდ უთხრა რუსომ.ერთი შეხედა წარბაწეულმა დედას და მარიამის ოთახისკენ წავიდა,კარებთამ მისულმა ფრთხილად დააკაკუნა.
-მარიამ როგორ ჩაიარა გამოცდამ?შეაღო კარი და გაოცებული დარჩა,მარიამი ჩემოდანს ალაგებდა.
-მარიამ ჩემოდანს რატომ ალაგებ,სად მიდიხარ?
-სახლში მივდივარ გიორგი.
-რატომ?გამოცდები ხომ არ დაგისრულებია.
-უნდა წავიდე,იქ ყველა მელოდება ხვალ ჩემი ძმის დაბადების დღე არის.ბილეთი ავიღე უკვე და დილით ადრე გავალ.გიორგიმ ბილეთი გამოართვა და ნაკუწებად აქცია.
-უკვე აღარ გაქვს მარიამ.დაბადების დღეზე წავალთ ჩემი მანქანით შენ,მე ანა და ბექა,ეს ვარდები კი შენია.გილოცავ გამოცდის წარმატებით ჩაბარებას.
-შენ რა იცი,რომ მე გამოცდა წარმატებით ჩავაბარე არც კი შემეკითხე.
-მე ჩემი გზები მაქვს ეს სიამოვნება შენზე ადრე მიმეღო.
-როგორ?
-როგორ და სანამ შენ გაიგებდი რომ წარმატებული დღე გქონდა,მე უკვე ვიცოდი შენი წარმატების შესახებ.ღიმილით უთხრა გიორგიმ და თვალი ჩაუკრა.
-მარიამ ჩემო გოგო მამაშენი რეკავს შენთან უნდა საუბარი.ოთახში რუსო შემოვიდა.
-დედა მარიამს უნდა აქ დარჩეს რამოდენიმე დღე და თქვენი ერიდება,ძალიან ვაწუხებო ასე თქვა.ეშმაკური თვალებით შეხედა მარიამს და ენა გამოუყო.
-მართლა მარიამ?ეს არ იფიქრო მეორედ,რომ შენი აქ ყოფნით ჩვენ ვწუხდებით.
-ტყუილს ამბობს რუსო დეიდა,აი ნახე ბილეთი დამიხია,სულ რამოდენიმე წუთის წინ.დარცხვენილად უთხრა მარიამმა რუსოს.
-გიორგი რა დღეში ხარ,ვეღარ გცნობ.
-რატომ მსაყვედურობ,მე სწორად მოვიქეცი დედა.ღამის რეისზე ჰქონდა ბილეთი აღებული და შეიძლება გოგოს ღამეში მარტო სიარული?ამიტომ, მე თავად წავიყვან და მოვიყვან კიდეც.
-ეს სულ სხვა თემაა,მეც მომწონს შენი გადაწყვეტილებსა.თვალი ჩაუკრა შვილს რუსომ და ტელეფონი მისცა მარიამს დედა-შვილმა კი ის მარტო დატოვა.
-გისმენ მამიკო.
-როგორ ხარ მარიამ.
-კარგად ვარ მამიკო თქვენ რას შვრებით.
-ჩვენც კარგად ვართ,ჩვენზე არ ინერვიულო და გამოცდებზე იფიქრე მხოლოდ.ძალიან გადაიღალე?
-კარგად ვარ მამა,მხოლოდ მომენატრეთ.
-ჩვენც გვენატრები,როდის ჩამოხვალ.
-მე ხვალისთვის მქონდა ბილეთი აღებული მაგრამ გიორგი არ მიშვებს,მითხრა მე წაგიყვანო და მე მოგიყვანო,მთხოვა რამდენიმე დღე დავრჩე.ალექსანდრეს დაბადების დღეზე მოვალთ.
-მოხვალთ?
-ხო მა მე,გიორგი,ბექა გიორგის მეგობარია და ანა.
-ხოოო?და შენ რას ფიქრობ.
-ვფიქრობ დავრჩე რამდენიმე დღე.
-კარგი შვილო თავს გაუფრთხილდი,მე შენ მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ მამიკო,დედას აკოცე და ყველა მომიკითხე.
-დედას საღამოს ვაკოცებ.მარიამს გულიანად გაეცინა და ტელეფონიც გათიშა.
-მაგიდა მზად არის გიორგი დაუძახე მარიამს,ანა ბექა მოვა და დაამატე მაგიდაზე თეფში.რუსომ გიორგისაც და ანასაც მითითებები მისცა და ყველა მაგიდას შემოუსხდნენ და პირველი ჭიქით მარიამის წარმატებული დღე დალოცეს.გიორგის მყუდროდ უნდოდა ოჯახის წევრებთან ერთად გაეტარებინა დღე,რომ ტელეფონზე უცხო ნომრით დაურეკეს.
-გისმენთ,მკაცრი და სერიოზული სახე მიიღო გიორგიმ.
-გიორგი როგორ ხარ,გავიგე აქეთ ყოფილხარ.გიორგის ძალიან ეცნაურა ხმა,მაგრამ ვერ გაიხსენა ვინ იყო.
-რომელი ხარ.ღიმილი შეეპარა ხმაში,მიხვდა რომ ასე უცნობი არ დაელაპარაკებოდა.
-ცხოვრებამ მოიტანა ასე ჩემო გიორგი,ალექსანდრე ვარ მიქაბერიძე.
-ალექსი?სად ხარ,საით ხარ.გაუხარდა გიორგის ეს მოულოდნელი ზარი.
-ბექა ვნახე შემთხვევით და მას გამოვართვი შენი ნომერი,თან მითხრა გიორგისთან მივდივარო.
-გელოდები ალექს იცოდე მეორედ არ გაგიმეორებ.
-რაიყო შენ ისევ ისე უჟმური ხარ,არ გამოგისწორდა ხასიათი?
-რა გამოასწორებს ხისთავიანს.თქვა ბექამ და მათი ხარხარი ყველას ესმოდა,ცოტა ხანში ბექასთან ერთად სახლში როხროხით შემოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი დაკუნთული მკლავებით,სადაც იყო ტანზე მაისური შემოასკდებოდა.
-გიორგი,ჩემო ძმაო.ერთმანეთს გადაეხვია დიდი ხნის უნახავი მეგობრები.
-როგორ გამახარე,დღეს რაა სიხარულის დღე გვაქვს?ალექსიმ ყველას მისალმა და გოგის და რუსოს მოეფერა.
-რუსო დეიდა როგორ მომენატა პერაშკებს რომ აკეთებდი და ყველას გვიწილადებდი.
-დაიზარდეთ ალექსი წლები გაფრინდა.
-იცი როგორ მინდა იმ ასაკში დავბრუნდე,სადაც მხოლოდ ბურთის თამაშის მეტი არაფერი არ მადარდებდა.
-ეეე,კარგია მაგრამ დიდობაც კარგია ძმაო.თქვა ბექამ.
-არა,იმ სამყაროში მინდა დაბრუნება,სადაც ლაღად ვშლიდი ფრთებს და არანაირი ვალდებულებები არ მქონდა,არავინ არ მაწუხებდა.
-მოდი თუ წარსულში გინდა დაბრუნება,რამოდენიმე საათით დრო გავაჩერო და გინდა  დაგაბრუნო?
-როგორ?
-ბავშვბაში დავბრუნდეთ.
-ბავშვობაში?გადახედა ლექსომ ჯერ ბექას და შემდეგ გიორგის.
-გავიხსენოთ.ერთხმად თქვა ორივემ.ისიც წამოდგა და სადღაც წავიდა,სულ მალე კი ბურთით ხელში დაბრუნდა უკან.
-იცით,როცა ერთმანეთს დავშორდით ეს ბურთი ახალი ნაყიდი იყო და მის მერე დევს ჩემს  ოთახში და დღემდე გელოდებათ თქვენ.ნახეთ,თქვენი ხელით გაკეთებული წარწერა ისევ ისე აჩნია როგორც დააწერეთ.მოდით,ამდენი წლის შემდეგ გავაგოროთ ეს ბურთი მინდორზე ბიჭებო.
-შენ გენაცვალე,რამდენი წლით უკან დავიხიეთ?
-11 წლით დავიხიეთ უკან ალექსანდრე.აბა გოგოებო წამოხვალთ?გამოიცვალეთ და გავედით.უთხრა გიორგიმ იქვე მჯდარ ანას და მარიამს.
-სხვებსაც დავურეკოთ?იკითხა ბექამ.
-დაურეკე ბექა ბიჭებს,შენ არ გამოიცვლი?
-კი,კი გამოვიცვლი ჩემი სპორტულები ხომ აქ არის რუსოოო.გასძახა რუსოს ბექამ.
-კი ბექა,გიოს ოთახშია იქ ნახე შვილო.
-მე კი მივხედავ ჩემს თავს,მაგრამ ამხელა გორილას რა ჩავაცვათ?იკთხა ბექამ სერიოზულად თან შორი-ახლო დადგა ალექსისთან რომ გაქცევა შესძლებოდა.
-მეც მივხედავ ჩემს თავს წრუწუნ,მანქანაში მაქვს ჩემი თავისუფალი სამოსი.
-კარგია თან რომ ატარებ შენს სამოსს, თორემ ოჯახი უხერხულში ჩადგება სადაც არ უნდა იყო.
-გიორგიიი.გასძახა გოგიმ გიორგის.
-აქ ვარ,რა გაყვირებს.მიუბრუნდა გიორგი.
-შენ დღეს კარგ ხასიათზე ხარ გიორგი.
-მერე რა,ვაშავენ რამეს?გაუკვირდა გიორგის.
-რამდენი ბიჭი იქნებით დღეს,რომლებიც ბავშვობას იხსენებთ?ალექსანდრეს ჩათვლლით შვიდი ვიქნებით.მითხარი რისი თქმაც გინდა,რა შორიდან უვლი სათქმელს.ყველას დააინტერესდა გოგის ეს გამოკითხვა რას უმიზნებდა.
-7 კაცი,მე-8-ე მე ვიქნები და მეტი კი არ უნდა ერთი ყანის გათოხნას.თუ ასე გერჩით ძალა წადით და ბიძაშენს ყანა გაათოხნინე და ბავშვობის სიგიჟეების გასახსენებელი იქაც გაქვს.მხიარულად დაარულა გოგიმ სათქმელი.
-რა ვიცი ადამიანო ყანოს გათოხნა,ხომ ავჩეხე ყველა სიმინდი და გამომეკიდა შენმა ძმამ თოხით.იცინოდა გიორგი.წავედით,წავედით.გადახედა იქვე მდგარ მზად მყოფ გოგო-ბიჭებს.დანიშნულების ადგილზე მივიდნენ და იქ ბიჭები მისულები იყვნენ.დიდი მოკითხვის შემდეგ თამაში დაიწყეს და დაწყებამდე ბექამ თქვა.
-არავითარი ღალატი და ვინც წააგებს დღეს რესტორანში მაგიდას კისრულობს.
-ოჰ,შენ რა გინდა დღევანდელმა წაგებულმა დაბადების დღე გადაგიხადოს?შეუბღვირა გიორგიმ მაგრამ ყველას გაეცინა.გიორგიმ მარიამს შეხედა რომელიც ვარჯიშობდა და ბექას შეეკითხა.
-ესენიც თამაშობენ?
-აჰამ,რა გგონია შენზე ნაკლებად ვითამაშებთ?
-მაგასაც ვნახავთ.დაიქადნა გიორგიმ.
-ნუ ებღვირებით ერთმანეთს თქვენ ორნი.გააფრთხილა ბექამ ორივე.
-9 ვართ?ერთი სტუმარია,არა უშავს.თქვა გიორგიმ.
-მაშინ მე მსაჯი ვიქნები.თქვა ანამ.
-შენ მსაჯი იქნები და მარიამი ითამაშებს?გაუკვირდა გიორგის.
-გიორგი ნუ უყურებ მაიამს ისე როგორც სუსტ არსებას,რომელიც ფაიფურის კუკლაა.უთხრა ანამ და თვალი ჩაუკრა.
-დავიწყოთ?მოდი კენჭი ვყაროთ ვინ ვისთან იქნება.თქვა ალექსანდრემ.გაიყვეს და მარიამი და გიორგი ერთმანეთის მოწინააღმდეგე გახდა.ბექა და ანა ჩუმ-ჩუმად იცინოდა.დაიღალნენ თამაშით,მაგრამ მარიამი არ წერდებოდა,წაგება არ უნდოდა.თანაბარი ქულები ჰქონდათ და უნდოდა გიორგის გუნდისთვის ერთ გოლი გაეტანა,დაიღალა გულზე იკიდებდა ხელს,მაგრამ მაინც არ ეთიშებოდა თამაშს.ამ ერთხელაც მოვსინჯავ და თუ ვერ გავიმარჯვე
 ხელებს ვწევ მაღლა,ვნებდები.თქვა მარიამმა თან თვალები უბრწყინავდა,აშკარად ეტყობოდა რომღაც ჰქონდა ჩაფიქრებული.
- მსაჯო ახლოს მოდი.გასძახა მარიამმა ანას თავად კი ბურთთან იდგა და თვალებით ბურღავდა კარში მდგარ გიორგის.უეცრად გამომეტყველება შეეცვალა და გიორგის კი არა,მის იქით ჰორიზონტს დაუწყო ყურება.გაუკვირდა გიორგის და უკან მიიხედა,სწორედ ამ მომენტს ელოდა მარიამიც და ბურთიც გაიტანა გიორგის კარში რასაც მარიამის კივილი მოჰყვა და სიხარულისგან სტადიონს შემოურბინა,ხელები გაშლილი ჰქონდა და მირბოდა უკან კი გიორგის ხმა ესმოდა ,,ეს არ ითვლებაო'' ამ დროს გიორგიმ შეხედა მარიამი ჩაიკეცა და მინდორზე დაეცა,ყველას ეგონათ რომ დაიღალა და ისვენებდა,მაგრამ გიორგიმ ნელა-ნელა წავიდა მარიამისკენ მერე სირბილით წავიდა, მივიდა და რას ხედავს მარიამი უგონოდ ეგდო მიწაზე ფერდაკარგული. მივარდა,ხელში აიყვანა და თან სახეში ხელს უტყამდა,ანამ წყალი მოარბენინა და ისიც ჩაიკეცა მარიამის გვერდით.
-ანა რა მოუვიდა,აწუხებს რამე მარიამს ჯამრთელობის პრობლემა აქვს?
-არა,მაგრამ გადაიღალა ერთი თვეზე მეტია გარეთ არ გამოსულა.ეს ხომ წიგნის ჭიაა,დააკლა თავი ზედ მეცადინეობას კი მიიღო შედეგი,მაგრამ მაინც არ შეიძლება ასე თავის გადადება.
-სასწრაფოს გამოვუძახოთ.თქვა ბექამ.
-არ მინდა სასწრაფო,კარგად ვარ.თქვა სუსტად მარიამმა.გიორგიმ წამოაყენა და გულზე მიიკრა მარიამი.
-მარიამ ასე მეორედ არ შემაშინო,იცი როგორ შემეშინდა?სევდიანად უთხრა გიორგიმ.
-კარგი,რა მოგივიდათ კარგად ვარ არ ვკვდები სახლში წავიდეთ.ცადა გახუმრება მარიამმა.
-კარგი წამოდექი ნელა ნელა და თან მოსამზადებელი ვართ, დილით ადრე უნდა გავიდეთ.თქვა ბექამ.
-სად მიდიხართ,უჩვენოდ სად გინდათ წასვლა.თავი წამოყო ლაშამ.
-ხაშურში,მარიამის ოჯახში გველოდებიან.უთხრა ლაშას გიორგიმ.
-წაგებული როდის უნდა ჩაგვბარდეს?მარიამმა ღიმილით შეხედა გიორგის.სახლში მივიდნენ მხიარული სახეებით,მაგრამ დაღლილები და გაოფლილები.გოგიმ გადახედა ყველას და დანანებით თქვა.
-ეს ოფლი რომ შრომაში დაგეხარჯათ მადლობაში ჩაგეთვლებოდათ,ამდენი სულელი რომ ერთ ბურთს დასდევთ,ვინ გითხრათ მადლობა?
-არავინ ძია გოგი მარიამმა შეგვაშინა.
-რატომ?იკითხა გაკვირვებულმა რუსომ და მარიამს შეხედა რომელსაც უნდოდა ლაშასთვის ენა ამოეგლიჯა.
-დაჯექი რუსო მეშინია ახლა რასაც გაიგონებ,გული არ წაგივიდეს.უთხრა ალექსანდრემ.
-აჰა,დავჯექი.
-ეს თქვენი შვილი,ტყუილად რომ აყუდებულა ამხელა,ვინ წააგებინა რომ გითხრათ არ დაიჯერებთ.
-წააგო?შეუძლებელია,ვისთან იყო პარაში.იკითხა გოგიმ გაკვირვებულმა.
-მარიამი იყო მისი მოწინააღმდეგე და მარიამმა წააგებინა,მანაც გამარჯვებული რომ დაიგულა თავი გული წაუვიდა სიხარულისაგან.
-მარიამმა მოუგო?კითხვა გაუმეორა ალექსანდრეს გოგიმ.
-აბა?მარიამმა მოუგო.
-ვერ ვიჯერებ,ახლავეს შევალ კაბინეტში და პაპაჩემის დატოვებული მაიზერით ჯერ შენ გესვრი გიორგი და მერე მე მოვიკლავ თავს.ამბობდა გოგი და ყველას გადაედო მისი იუმორი.
-იეშმაკა,ისე რას მომიგებდა გვერძე გამახედა და ისე გაიტანა ბურთი კარში.აყვა გიორგიც მათ სიცილში.
-აბა კი რას გაიხედე შენც უკან,მაგრამ არ იცი თამაშის წესები.იუკადრისა მარიამმა მისი ეშმაკად წოდება.
-ნუ მეჭიმები მარიამ,დღეს გაგიმართლა და ხვალ ვნახოთ.
-ხვალ ხვალისაა,ჩვენ დღევანდელზე ვლაპარაკობთ.
-აი,მიიღე პასუხი?დასცინოდა გოგი შვილს.
-იცინეთ,იცინეთ ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს.უთხრა გიორგიმ მარიამს და თვალი ჩაუკრა.
-გეყოთ კინკლავი,დაისვენეთ და საღამოსთვის მოემზადეთ.თქვა ბექამ.
-მერე წადი სახლში ჩვენთან ერთად უნდა მიხვიდე იუბილარმა?თუ იქ უნდა დაგვხვდე და გაგვიმასპინძლდე.წაკბინა გიორგიმ ბექა.
-მივდივარ ხო რაიყო.შეუღრინა ბექამაც.დიდი დრო არ დასჭირვებიათ მოსამზადებლად,მაგრამ გოგოები ბრწყინავდნენ მათი სილამაზით.
-წავედით?გადახედა ანას ღიმილით გიორგიმ რომელიც მარიამს ვერ წყვეტდა თვალს.ანას მოკლე მწვანე ფრიალა კაბა ეცვა და თმები გაეშალა,მკრთალი მაკიაჟი და ძალიან უხდებოდა უბრალოება.მარიამი კი საოცრად გამოიყურებდა ანგელოზივით თეთრ სამოსში გამოწყობილი,მას მხოლოდ ფრთები აკლია ანგელოზის.თეთრი კლასიკური შარვალი და თეთრი ზედატანი ცალ-მხარეს ჩამოგდებული და ბადეში ჩასმული ზურგის მხარე,წინ კი დეკოლტე ზომიერად ამოჭრილი.ეს სამი დაგვიანებული მივიდნენ რესტორანში და შესვლისთანავე მიიქციეს ხალხის ყურადღება,დაგვიანებულ სტუმრებს ბექა შუა დარბაზში შეეგება და მარიამს გადაულაპარაკა.
-შავი ფანქარი თან გაქვს?
-რად გინდა?გაუკვირდა მარიამს.
-შუბლზე ჯვარი უნდა გაგიკეთო,რადგან ყველა შენ გიყურებს.
-გაჩუმდი,დღეს მაინც იყავი სერიოზული.შეუღრინა გიორგიმ.
-ბექა დაგვაცდი რომ მოგილოცოთ?შეეკითხა ანამ.
-კი,კი როგორ არა მზად ვარ აბა ორივემ მაკოცეთ.
-არსოდეს არ გამოსწორდები.უთხრა გიორგიმ და მეგობრებისკენ წავოდა ისე არც კი მიულოცია ბექასთვის.ანამ და მარიამმა კი ერთდროულად აკოცა ლოყაზე ბექას და ისიც შუაში ჩაუდგა გოგონებს,წელზე ხელი შემოხვია ორივეს და ხმამაღლა თქვა.
-მგონი ჩემი უკანასკნელი დღე არის,ასე მგონია ანგელოზებს თავად მივყავარ უფალთან.
-მასხარა ხარ.უთხრა ანამ და გაეცინა.
-მობრძანდით,მობრძანდით.ბექამ ყველას გააცნო ანა და მარიამი.
-ბექა აი ესაა რაც მოვასწარით,მცირედია მაგრამ სამახსოვრო.საჩუქარი მიაწოდა მარიამმა და კიდევ ერთხელ მიიღო მისგან მილოცვა.
-ლაშა შენ რა საჩუქარი აჩუქე ბექას.სიცილით უთხრა რომამ ლაშას.
-ჩემი საჩუქარი სიურპრიზია და სულ ცოტა ხანში ყველა ნახავს.თქვა ლაშამ და ეშმაკურად გახედა ყველას.
-ყველა სიტუაციაში იძვრენ თავს.უთხრა გიორგიმ ლაშას.
-არაფერიც თავს არ ვიძვრენ არ მეშვებით?კარგი მასე იყოს,მაშ დავიწყოთ.ლაშა ადგა და მუსიკოსებთან მივიდა და რაღაც უთხრა,რომლებმაც წყნარი მუსიკა გაუშვეს,დარბაზი ჩაბნელდა და ამ სიბნელეში ნელა-ნელა კედლებზე ოქროსფერი ასოებმა იწყეს გამოჩენა და ერთიანობაში დაეწერა ,,ბექას უყვარს მარიამი''.გაოცებული იყო ყველა,მარიამმა და გიორგიმ ერთმანეთს შეხედეს,ბექა კი გაშტერებული უცქერდა ანას.ვერავინმა ვერ გაიგო ვის-ვინ უყვარდა,თავად ბექაც დაბნეული იყო ლაშა კი იდგა და გაღიმებული უცქერდა ჯერ გიორგის და შემდეგ ბექას.
-ეს რა გააკეთე ლაშა.უჩურჩულა ალექსანდრემ.
-დაიცადე,ახლა ნახე რა უცებ გამოუტყდეს ეს ორი ბედოვლათი გოგოებს  სიყვარულში.
-ეს განგებ გააკეთე?ღიმილით შეხედა გელამ.
-ეგებ მიხვდნენ,რომ ძალიან გაწელეს გოგოებს უთხრან თავიანთი სათქმელი.ანამ თავი დახარა ცრემლები ჩუმად მოიწმინდა,ადგა და სამეგობრო უხმოდ დატოვა,ანას წასვლა ბექამ შეამჩნია და უკან გაყვა.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Ramagari iyoo, madlobaaaa

 


№2  offline მოდერი zia-maria

Qeti qimucadze
Ramagari iyoo, madlobaaaa

kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№3  offline წევრი მია15

ძალიან კარგი თავი იყო.მომეწონა.ველი შემდეგ თავს

 


№4  offline მოდერი zia-maria

მია15
ძალიან კარგი თავი იყო.მომეწონა.ველი შემდეგ თავს

მადლობა. kissing_heart

 


№5  offline წევრი naniko mindia

Dzalian kargi iyo , veli moutmenlat, ❤️❤️❤️❤️❤️❤️male dade
--------------------
lomidze

 


№6  offline მოდერი zia-maria

naniko mindia
Dzalian kargi iyo , veli moutmenlat, ❤️❤️❤️❤️❤️❤️male dade


heart_eyes როგორ მათბობს და მავსებს შენგან წამოსული სითბო,მადლობაააა????

 


№7 სტუმარი სტუმარი irma

zalian kargia maladec velodebi momdevnos

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent