შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 3.


27-06-2018, 15:24
ავტორი zia-maria
ნანახია 3 784

-ანა.დაუძახა ბექამ მაგრამ იმდენად გათიშული იყო ანას გონება ხმა არ გაუგონია.ლაშამ შეატყო,რომ სიტუაცია დაიძაბა და ბექას უკან გაყვა.
-ანა სად მიდიხარ კარგი რა,მე გავიხუმრე.ანა შემობრუნდა ლაშას მრისხანედ შეხედა და გაბრაზებულმა უთხრა.
-გაიხუმრე?შენ როცა ეს გეგმა დასახე,ის თუ გაიფიქრე რომ მეგობრის გულს ჭრილობას აყენებდი.
-ეს ხომ უბრალოდ ხუმრობა იყო.
-შენთვის,შენთვის იყო ხუმრობა ლაშა.ვფიქრობ შენთვის ძნელია დღევანდელი ტკივილი გაიგო,ყველა ხუმრობას აქვს საზღვარი,შენ კი ეს საზღვარი დღეს გადაკვეთე და შორს გახვედი დაუკითხავად.
-მართლა არ მიფიქრიოა ასე თუ გაწყენინებდი.უთხრა სევდიანად ლაშამ და თავი დახარა.
-ანა მომისმინე მეც გავბრაზდი,მაგრამ ხომ ახსნა ლაშამ რომ იხუმრა.ახლა ბექა შეეცადა ანას შემობრუნებას.-ვწუხვარ,მართლა ძალიან ვწუხვარ ასე რომ მოხდა.ახლავეს შევალ და ყველას ვეტყვი რომ ეს ტყუილია,რომ ეს ხუმრობა იყო,რომ ანას გიორგი არ უყვარს.
-დიახ წადი,წადი და თქვი რომ გიორგი კი არა შე უგრძნობო შენ მიყვარხარ,შენ.ხო რას მომაჩერდი შეშინებული,მე შენ მიყვარხარ ხისთავიანო.ბექა გაშეშდა,ანას მიმართ გრძნობები ჰქონდა,მაგრამ თვით ანა თუ დაასწრებდა ამ სიტყვების თქმას ამას არ ელოდა,ამიტომ მეტყველება დაეკარგა,ვერაფერს ვერ ამბობდა და მხოლოდ გაოცებისაგან გაფართოვებული თვალებით შესცქეროდა ანას.
-ანა შენ მე დამამუნჯე,მე ვაპირებდი რომანტიკულ მდგომარეობაში მეთქვა შენთვის ეს სიტყვები და შენ,შენ დამასწარი? მიუახლოვდა ანას ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა,ანას თმებს ეფერებოდა.ბექას სიახლოვემ და მისმა გულწრფელობამ ანას წყენა გადაავიწყა და მანაც შემოხვია მისი სუსტი ხელები ბექას.დარბაზში შებრუნებულმა ლაშამ გიორგის და მარიამს ყველაფერი აუხსნა თუ რა ჰქონდა ჩაფიქრებული ამ ხუმრობით და გარეთ გაახედა ისინი.გარეთ წვიმდა,წვიმაში კი იდგა სიყვარულით ანთებული ორი გული და თითქოს ვერც გრძნობდნენ ვერც წვიმას და ვერც სამეგობროს თბილ ღიმილს,ისინი თავიანთი სტიქიაში იყვნენ ჩაძირულები.
-იქნებ პირველი კოცნაც მე მოგპარო?უთხრა ანამ ბექას და ორივეს გაეცინა.-არა,არა ეს არ უნდა მეთქვა,ღმერთო რა სულელი ვარ.ბექამ დაიხარა და ნაზად აკოცა ანას.
-რას,რას აკეთებ.
-იმას რომ ცეცხლი ჩავაქრო,რადგან წვიმა ვერ აქრობს.
-არ გინდა,ნუ იზამ.
-არც ის გინდა,რომ ნელა ნელა მოგიახლოვდე?
-რატომ,რა ჩაიფიქრე?
-არაფერი,უბრალოდ ჩქარა მოსვლით არ მინდა დაგაბნიო.მაგრამ უნდა ავღნიშნო,რომ თვითკმაყოფილი სახე გაქვს.ანა,ანა როგორც კი დაგინახე მაშინვე მივხვდი რომ შარში ვიყავი.
-ვიცი,ვამჩნევდი როგორ მიყურებდი ჩუმ-ჩუმად.უცებ გააჩუმა ბექამ კოცნით და როგორც იქნა ანას გემრიელი ტუჩების გემოც კი შეიგრძნო.
-ამას რატომ აკეთრებ  ბექა.
-იმიტომ რომ პირველი მინდა ვიყო,იმიტომ რომ მაღიზიანებს ასეთი გემრიელობებს შორიდან რომ ვუცქერ და აწი როცა მინდა მაშინ შევეხები,რადგან მათზე შეხების უფლება მხოლოდ მე მაქვს.
-ერთ დღეს შენც იგრძნობ იმას,რასაც მე ვგრძნობ შენს მიმართ მარიამ.ყურში უჩურჩულა გიორგიმ მარიამს და ისე დადგა თითქოს მას არ ეთქვეს ეს სიტყვები.მარიამმა შეხედა გიორგის დაფიქრებულ სახეს,გიორგი კი ფიქრობდა თუ როგორ ნელა-ნელა იძირებოდა სიყვარულის ჭაობში და სადაც იყო მალე ამ გრძნობის უთქმელობა დაახრჩობდა.მარიამი დაბნეული დაბრუნდა სახლში,ანა კი კმაყოფილი და ბედნიერებით სავსე.გიორგიმ დილით მოჩვენებითი ღიმილი აიკრა სახეზე და სამზარეულოში ჩავიდა,სადაც ყველა მას ელოდა ნოყიერ საუზმესთან ერთად.
-აბა რას ვაკეთებთ დღეს?ანა,მარიამ ხომ არ გადაგიფიქრებიათ სოფელში წასვლა?
-არა,უნდა წავიდეთ რადგან გველოდებიან.გუშინ ვერ მოვახერხე საჩუქროს ყიდვა ვიყიდი და წავიდეთ.თქვა მარიამმა.
-მაგაზე არ იდარდო,საჩუქრები ნაყიდია თქვენ მხოლოდ მოემზადეთ და გავიდეთ.თქვა გიორგიმ.
-ეს,ეს რატომ გააკეთე გიორგი საჩუქარს მე ვიყიდდი.მოწყენილად და თან დარცხვენილად თქვა მარიამმა.
-მარიამ არ გამაბრაზო,არანაირი მორცხვობა,არავინი არ მომკვდარა და არც ვინმე შეწუხებულა ასე რომ ნუ ნერვიულობ,კარგი?ჩვენ ხომ უცხოები აღარავართ ერთმანეთისთვის,ეს საჩუქრები არის შენი ძმისთვის და მორჩი ახლა ბუზღუნს.უთხრა ცოტა მკაცრად გიორგიმ.
-გიორგი მე არ ავიღებ ამ საჩუქრებს,რადგან დაიხარჯე უმჯობესია შენი სახელით მიიტანო და გთხოვ ნუღარ ვიკამათებთ ამაზე.გთხოვ გამიგე,უბრალოდ არ შემიძლია ჩემებმა იციან რომ მე ამდენი ფული არ მაქვს და რა ვუთხრა,საიდან ვიყიდეთქო.
-გიორგი არ მინდა ჩავერიო,მაგრამ მარიამი მართალია შვილო.უთხრა რუსომ და შვილს გაუღიმა,მარიამმა კი თვალებით მოუხადა მადლობა ამ კეთილშობილ ქალბატონს.
-კარგი გასაგებია,გააკეთე ისე როგორც შენ მიგაჩნია სწორად.შენ უფრო კარგად იცი რა მოსწონს და რა უყვარს ალექსანდრეს.ეწყინა გიორგის მაგრამ მიხვდა,რომ მარიამის გარეშე არაფერი არ უნდა ეყიდა.იჯდა და ფიქრობდა,თითქოს მოსწყდა რეალურ სამყაროს და უსასრულობაში გადასახლდა.ბექამ გახედა გიორგის უყურა და უთხრა.
-რამ გამოგაშტერა, გიორგი რა გემართება.რა ბუზმა გიკბინა ეს ბოლო დღეებია ვეღარ გცნობ,სადღაც დაფრინავ და რაღაცას ან ვიღაცას ემალები,მაგრამ სირაქლემასავით გამოგდის,რადგან კარგად ვერ იმალები მაინც ჩანხარ.გიორგიმ სახეზე ხელი ჩამოისვა და დაფიქრებულმა სერიოზულად,ნახევად ხუმრობით უთხრა ბექას.
-ქალები,ქალები მათ შარიდან ვერასოდეს ვერ ამოვა მამაკაცი.კარგი ამინდია დღეს,გუშინდენლი წვიმის შემდეგ სიგრილეა ადექი და გავიდეთ სანამ დაცხება.მარიამმა გულითადად დაემშვიდობა გოგის და რუსოს და ანასთან ერთად დაჯდა უკან მაღაზიაშიდაც გაიარა უყიდა ძამიკოს ის რაც მას სურდა და დაადგნენ გზას ხაშურისკენ.
მარიამი წარმოშობით ხაშურიდან არის,იქ არის მისი ძირ-ძველი ფესვები.იქ დაიბადა მისი მშობლებიც,ჰყავს საყვარელი პაპა და ბებო,ასევე ძმა ალექსანდრე.პაპას სახელი ჰქვია ალექსანდრეს და რომ გაარჩიოს ყველამ დიდ და პატარა ალექსანდრეს ეძახის ყველა.მარიამის სახლი ქალაქიდან მოშორებით დგას მდინარე სურამელასთან ახლოს,სახლთან მისვლამდე.ძალიან ლამაზია ირგვლივ ყველაფერი,მყუდრო და წყნარი ადგილია.გიორგი კმაყოფილი ათვალიერებდა ყველაფერს და დახშული ხმით უთხრა მეგობრებს.
-კარგია აქ ყოფნა,ადგები დილით და დილის სუფთა ჰაერით გამოკვებავ ფილტვებს და თვალს ამ სიმშვენიერით დაატკბობ.ჩვენ ავდგებით,გავალთ გარეთ ბეტონების მეტს ვერაფერს ვერ ვხედავთ,ამასთან ერთად კი მოწამლულ ჰაერსაც ვსუნთქავთ.ღრმად უნდა ვისუნთქოთ ეს სისუფთავე,რომ გვეყოს ცოტა ხნით.ხანდახან ისეთი სურვილი მაქვს მინდა გავექცე ირგვლივ აღმართულ ბეტონის კედლებს რომლებიც ძალიან ცუდად მხდის და მწამლავს,მაგრამ ჩემს ბინას რომ ვუახლოვდები მიყვარს მისი ძველი კედლები,სხვენი,ძველი ფილებით მოკირწლული გზა,კიბეები,ოდნავ მჟუტავი ნათურით განათებული ეზო.მიყვარს ეს ყველაფერი,ძალიან მიყვარს რადგან იქ ჩემი ბავშვობაა,ჯერ კიდევ ტრიალებს ბავშვობის სუნი.ვერ დავთმობ,ჩემს ადგილს ვერ შეველევი მე ხომ იქ გავიზარდე და იქ ჩემი ლამაზი სავანეა,იქ უნდა გაიზარდოს ჩემი შვილებიც.
-ჯერ ერთი იქ მარტო შენი ბავშვობა არ არის და იმ წლებს მარტო შენ ნუ დაისაკუთრებ.შეუბღვირა ბექამ გიორგის.
-წასული ხომ იყავი,ხომ მოგიწია სხვაგან ცხოვრება.შეეკითხა მარიამმა.
-ის ვიცოდი,რომ დროებითი იყო,ვიცოდი,რომ დაბრუნების დრო როცა  მოვიდოდა,მე ისევ ჩემს ბუდეს დავუბრუნდებოდი.
-მარიამ მალე მივალთ?დაღლილი ხმით შეეკითხა ბექამ.
-დაიღალე?გაეცინა მარიამს.
-სკამის ფორმა მივიღე.გაეცინა ბექას.
-ნუ წუწუნებ,მალე მივალთ უკვე და გპირდები იქ ისეთი გარემო დაგხვდებნა არ მოგწყინდება.მარიამი თვალებით იცინოდა და ეს უყვარდა მასში გიორგის ყველაზე მეტად.
-ანა არ გინდა ჩვენი ველოსიპედებით რომ გავისეირნოთ, ისე როგორც ძველად?ეშმაკური თვალებით შეხედა მარიამმა ანას და გაეცინა მის გაოცებულ თვალებს რომ შეხედა.
-არ მჯერა რომ ის ჩემი ველოსიპედი ისევ არსებობს,საინტერესოა როგორ გადაურჩა ალექსანდრეს.
-მამამ ბოქლომი დაადო,რომ ვერ გაეყვანა სახლიდან.უთხრა მარიამმა სიცილით.გიორგი უსმენდა მათ საუბარს,მაგრამ უფრო მის წინ გადაშლილი სილამაზეს ვერ წყვეტდა თვალს.მანქანა წითელი აგურით ორ სართულიან სახლს მიადგა,საიდანაც მხიარული ხმები გამოდიოდა.
-მარიამ შენი ძმა რამდენი წლისაა?იკითხა გიორგიმ და თან ფანჯრებში მერცხლებივით გადმომდგარ ბავშვებს უცქერდა,მარიამმაც იქით გაიხედა და გაეცინა.
-უკვე 17 წლისაა რატომ მეკითხები?
-ამ ბავშვებში რომ ჩავჯდები ასაკი ხომ უნდა ვიცოდე მათი?გაეცინა გიორგის.
-გინდათ ცალკე წავიდეთ?ისეთი კარგი ადგილი ვიცი ძალიან მოგეწონებათ.უცებ მოიფიქრა მარიამმა და სამივე დაითანხმა მის ჩაფიქრებულ გეგმაზე.ჯერ სახლში შევარდა გრიგალივით და ყველას მოეფერა,გააცნო გიორგი და ბექა მშობლებს,პაპას და ბებოს.შემდეგ მამას გაუმხილა მისი გეგმა და დაითანხმა კიდეც რომ მისი სტუმრები მის საყვარელ ადგილზე წაეყვანა.მარიამის მამა ნუგზარ ნიკოლიშვილი ძალიან თბილი მამა და მეუღლე არის.მეგობრებიც საკმაოდ ჰყავს და აქვს მისი მცირე ბიზნესი ის მეფუტკრეობას ეწევა და საკმაოდ კარგ თაფლს ამზადებს,ეს თავად თაფლივით ადამიანი.მარიამი და ალექსანდრე დიდხანს ეფერებოდნენ ერთმანეთს და შემდეგ საჩუქარიც გადასცა,რომელმაც ალექსანდრე ძალიან გაახარა შემდეგ კი ყურში უჩურჩულა.
-არ გეწყინოს,ალექს მე ჩემს მეგობრებს ჩემს საყვარელ ადგილზე წავიყვან,თქვენ ხელი რომ არ შეგიშალოთ.ალექსანდრემ შეხედა გაბრაზებული სახით,მაგრამ მარიამის სახეს რომ შეხედა გაეცინა.მიუხედავად იმისა მარიამი უფროსი არის ალექსზე,ალექსანდრე საკმაოდ მაღალია მასზე ამიტომ ხელი მოხვია და გულზე მიიკრა საყვარელი დაიკო,ყურში კი ჩუმად უთხრა.
-რას მეკითხები,წადით როდისმე დამიშლია რამე მე შენთვის?თუ ადრე დაიშალნენ მეც იქ მოვალ და შემოგიერთდებით.მარიამმა მადლიერი თვალებით შეხედა და მთელი პირ-სახე დაუკოცნა,რაც ალექსანდრემ შეიფერა და ამაზე ყველას გაეცინა.
-დედააა,ბებოოოო.ყვირილით გაიქცა მარიამი და მისი საყვარელი კალათა გადმოიღო რომელიც პაპამ მოუწნა და ცოტა-ცოტა ყველაფერი ჩააწყო,კალათა გარეთ გაიტანა და მანქანაში ჩადო,მაგრამ ნუგზარიმ იუარა მანქანას არ გაგატანთო და ფეხით გაუშვა სტუმრები ტირიფების ჩეროში საფეიფოდ და თავადაც გაყვათ.
-შორს არ არის მანქანა არ გინდათ,დალევთ და იქ ცუდი ამოსასვლელია,გზა არ იცით და რამე არ მოიწიოთ ამიტომ ასე ჯობია,შენც რა აიტეხე ეს ტირიფები სახლში ვერ დაჯდებოდით?უსაყვედურა მარიამს მაგრამ მარიამმა შორიდან კოცნა გაუგზავნა მამას და მაინც გააცინა გაბრაზებული კაცი.
-განა აქვთ ასეთი მშვენიერება ნანახი,რასაც იქ ნახავენ?
-ოხ მარიამ,ოხ მარიამ დააყოლა ბოლოს და მასაც გაეცინა.მართლაც გაოცებული დარჩნენ სანახაობით როცა ადგილზე მივიდნენ იქ ისეთი სილამაზე იყო,გვერდით გვირილების ბაღი,თითქოს განგებ დაერგოთ და იქ მისულ სტუმრებს თავმომწონედ ესალმებოდნენ,მაგრამ სულ სხვა სილამაზე ჰქონდა ირგვლივ მრგვალად დარგულ მტირალა ტირიფებს რომლებსაც ტოტები ცრემლებივით ძირს ჩამოეყარა.მათ ძირში კი ერთ მხარეს მრგვალი მაგიდა იყო ჩადგმული და ირგვლივ სკამებიც არ დავიწყებია იმ ადამიანს ვინც ხელი შეუწყო ამ სილამაზეს შექმნაში.
-მარიამ როგორ აღმოაჩინე ეს სილამაზე,რა საოცრებაა.გაოცებას ვერ მალავდა გიორგი.
-ეს ტირიფები,მარიამი ერთი წლის რომ გახდა პირველი ტირიფი მაშინ დავრგე და სურვილი დამებადა ასე დამერგო ყოველ მის დაბადების დღეზე თითო ძირი,დღეს აქ 18 მტირალა ტირიფია,მეთვრამეტე ხედავ?ჯერ ძალიან პატარაა.აქ გაიზარდა ძირითადად,სახლიდან გამოვიდოდა წიგნს წამოიღებდა და ვიცოდით რომ აქ იქნებოდა.პატარა რომ იყო ამბობდა,აქ ერთ ოთახს ჩავდგამ და ამ ტირიფების სუნთქვით მეც ვისუნთქებო,მაგრამ ახლა ქალაქად უნდა გადაბარგდეს.ნუ გეშინია,მე მოვაკითხავ შენს მაგივრად შენს ადგილს უშენობა რომ არ იგრძნონ თორემ ერთი უყურადღებობა იგრძნოს ტირიფმა და უკვე ხმობას იწყებს.ასე რომ მე ვიზრუნებ შენს ბაღზე მარიამ.თქვა ნუგზარიმ და ყველა გაოცებული უსმენდა.
-აბა ამოვალაგოთ და დავსხდეთ.თქვა ანამ და კალათის ამოლაგება დაიწყო.ნუგზარიმ კი მორიდებით ბოდიში მოუხადა სტუმრებს.
-თუ არ მიწყენთ,თქვენ ზრდასრული ხალხი ხართ და გამიგებთ,ისინი ბავშვები არიან და უყურადღებოდ ვერ დავტოვებ,მივხედავ და ჩვენ ერთმანეთის გაცნობისთვის დრო ხვალაც გვაქვს.
-რას ამბიბთ,მართალი ბრძანდებით ისინი ჯერ ბავშვები არიან და ყურადღება სჭირდებათ.ჩვენ მივხედავთ ჩვენს თავს,თქვენ იმათ მიხედეთ ჩვენზე არ იდარდოთ.უთხრა გიორგიმ.
-აბა წავედი და მოგვიანებით მოგაკითხავთ.უთხრა სტუმრებს ნუგზარიმ და სახლისაკენ წავიდა ჩქარი ნაბიჯით,რადგან იქ უფრო საჭიროდ თვლიდა თავს.
-მე მომშივდა.თქვა მარიამმა და პირველი მიუჯდა მაგიდას,ისე იჯდა ძირს ჩამოყრილი ტირიფის ტოტები მას ედებოდა და თითქოს ეფერებოდა,უხაროდა თვით ტირიფებსაც მისი იქ მისვლა.სვავდნენ,ხალისობდნენ და საუბრობდნენ.გიორგი მოაჯადოვა ამ სილამაზემ,ძალიან მოეწონა იქ ყოფნა და ბევრი ფოტოებიც გადაიღეს.მიხვდა,რომ მარიამივით განსაკუთრებული იყო ეს ადგილი.მარიამმა ღვინით შეავსო ჭიქა და ფეხზე წამოდგა.
-აბა ვინ მეტყვის ახლა ამ საოცრად ლამაზ ადგილს რა მოუხდება.ამ სილამაზეს,ამ ცის სილაჟვარდეს,ამ ტოტებ-დაყრილ ტირიფებს თუ არა ის,რომ ვთქვა ჩემი უსაყვარლესი პოეტის ,,ჟანეტ ბოგვერაძის''ლექსი სამშობლოზე.

 ცისარტყელა,მზე და ლურჯი მთები
 გვირილები და ლურჯ-თვალა ია,
 მორაკრაკე ცივი წყალი მთიდან
 რომ იცოდეთ უხ,რა ლამაზია.

 ხეები და მდელოები მწვანე,
 და კლდეებში ამოსული ია,
 ამწვანებულ მდელოებზე ირგვლივ
 ნაირფერი ნაზი ყვავილია.

 მდელოები,მწვერვალები,მთები
 ბუნებაში ჩაქსოვილი ტბები,
 ამ ყვავილებს რომ ვუყურებ ვტკბები
 საქართველოს სილამაზით ვთვრები.

 რომ ვუყურებ ალავერდს და შატბერდს
 სვეტიცხოველს,გერგეტსა და ყინწვისს,
 მე ძარღვებში სისხლი მიდუღს ხალხნო
 ამ ყველაფრის სიყვარულით ვიწვი.

 ვერაფერი შეედრება სოფელს
 ბავშვის თამაშს, სიხარულით ფრენას,
 ვუსმენ მერცხლის გალობას და ჭიკჭიკს
 და ბულბულის ნაზ საამო სტვენას.

 ზღვა ლივლივებს და ბობოქრობს ტალღა
 სადღა ნახავ ამ სამოთხეს,სადღა?
 ვარდის სათნო კუკურების გაშლა
 ძნელი არის გონებიდან წაშლა.

 დეკემბერში მობრძანება ზამთრის
 თოვლის მოსვლა, გახარება ბავშვის,
 ამ ყველაფრის დავიწყება არ ღირს
 ამ ქვეყანას ყველა რომ შეჰნატრის.

 მშვენიერი მარგალიტი, ლაღი
 ეს ქვეყანა მუდამ სასახელო,
 ეს ხომ ჩვენი სამშობლოა ხალხო?
 ჩვენი ლაღი ტურფა საქართველო.

 (ავტორი ჟანეტ ბოგვერაძე)

დაასრულა ლექსის თხრობა და მხოლოდ მაშინ იგრძნო რომ სუნთქავდა,რომ ცოცხალი იყო ისეთი ემოციური იყო მისი ლექსის წაკითხვა ყველა გარინდულად იჯდა,გიორგიმ ამოიღო ბოლოს ხმა და უთხრა.
-მარიამ სადაც არ უნდა წახვიდე,ამ სილამაზის დათმობა და დავიწყება ყოველთვის გაგიჭირდება.შენ რა გითხრა აქ გაიზარდე და მე ახლა ვნახე,მაგრამ უკვე ასე ვფიქრობ რომ ამ ადგილის გარეშე ვერ ვიარსებებ.ამ საუბარში და ნელა ნელა სმაში ოთხივეს კარგად მოეკიდა ღვინო.დღე ებრძოდა ღამეს და ღამემ დაჩაგრა,ნელა-ნელა ჩამობნელდა და შუქად ნათელი დიდი მთვარე ამოვიდა რომელმაც ღიმილით გადახედა ახალგაზრდებს.
-თქვენ წადით და მე აქ დამტოვეთ,აქ რომ დავისვენებ,ისე ვერსად ვერ დავისვენებ.თქვა გიორგიმ.მანქანის შუქებმა გაანათა და ნუგზარიმაც მოაკითხა სტუმრებს.
-აბა ხომ არ მოიწყინეთ ჩემო სტუმრებო.
-დავათვრე მა,შეხედე გიორგის უკვე ეძინება,ბექა ასკილივით აქნევს თავს,ანა კი მიწვა გიორგის გვერდით.
-მარიამ შენ რა დალიე?
-აბა?მასპინძელი თუ არ დალევს სტუმარი დალევს?გაეცინა პირველად უყურებდა ნასვამ მარიამს,ანას გადახედა და მშვიდად ფშვინავდა გიორგის მხარზე.ბექამ ცალი თვალი მოჭუტა და ნუგზარის უთხრა.
-ღვინოა ეს ძია ნუგზარ თუ ბომბი?ნუგზარს გაეცინა და უთხრა.
-აი ესაა ნამდვილი ყურძნის წვენი.შემდეგ ანა ხელში აიყვანა და წინ დააჯინა,გიორგიმ კი მარიამს გადახვია ხელი და ისე მივიდნენ მანქანამდე გზაში ერთმანეთს აკავებდნენ,რაზედაც ნუგზარიმ ბევრი იცინა.მარიამი და ანა პირდაპირ საძინებელ ოთახში ავიდა ბიჭები ჯერ ჰაერზე გაჩერდნენ,ჰამაკში ჩაჯდნენ და ვარსკვლავების თვლა დაიწყეს.თითქმის შუაღამე იყო და ბექამ უთხრა.
-გიორგი გოგოს გამოტყდომიხარ სიყვარულში?
-არა,არც შემყვარებია აქამდე და ახლა ვიცი რომ მალე მომიწევს ჩემი გრძნობა გაუზიარო მასაც.
-მართლა?მე ვიცნობ?გიორგიმ წარბის აწევით შეხედა ბექას და უთხრა.
-კი,იცნობ მაგრამ ჯერ მე არ ვჩქარობ.
-რატომ?
-იმიტომ,რომ ჯერ უნდა დადუღდეს,თორემ დაუდუღარ მაჭარს სარქველი არ დაეხურება.დაველოდები,ბექუშ მის გაზრდას დაველოდები.
-გიორგი რას იტყვი მარიამზე?
-რა უნდა ვთქვა გარდა იმისა,რომ სადაც მარიამია იქ სიხარულია,სინათლეა.
-მარიამი შენი სიხარული და სინათლეა?
-ბექა მე დაბნეული ვარ და ეს მარიამის ბრალია და ახლა შენ მე უარესად მაბნევ.
-მარიამის ბრალია?შეხედა გაკვირვებულმა გიორგის.
-ხო,არ იცოდი?
-არა,არ ვიცოდი.
-არც ის იცი,რომ სადაც მარიამია იქ სიცოცხლის ჩქეფა რომ არის?
-ვიცი,ვიცი განა არ ვიცი?
-მარიამი ჩემი ცხოვრებაა...თქვა გიორგიმ ჩუმად,მაგრამ ბექამ მაინც გაიგონა.თავი წამოყო და შეკითხვა გაუმეორა.
-რა თქვი?მარიამი შენი ცხოვრებააა?
-უკვე უთქმელად გებულობ ჩემს სათქმელს,აი ხედავ როგორ გესმის ჩემი გულის ძახილი?
-აუუუუ,ეს სერიოზული კაციც გადარია სიყვარულმა.ორივეს ჩაეძინა ერთმანეთზე ჩახუტებულებს და ორივე საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა დილით.
-ვაიმეეე წუხელ აქ დაგვეძინა?რას მეწებები,რომ შემომხვევიხარ სუროსავით,ადე ჩქარა არ დაგვინახოს ვინმემ.უთხრა გიორგიმ ბექას რომელიც ვერ ლაპარაკობდა,რადგან თავის საშინელ ტკივილს გრძნობდა.
-გიორგიიიი უკვე დაგინახეთ.აკისკისდა ფანჯარაში გადმომდგარი ანა.
-აწი აღარასოდეს აღარ დავლევ.ბუზღუნებდა ბექა.
-გიორგი.ეძახდა მარიამი მაგრამ გიორგის თვალები დაეხუჭა და ბუტბუტებდა.
-გიორგი აღარ არის,გიორგი წუხელ მოკვდა.
-ადექი კიტრის მწნილი მოგიტანე,ჭამე და ნაბახუსევი გაგივლის.
-თუ მწნილის წვენს დალევ,უკეთესია გიო.მარიამის სიტყვა ანამ დაასრულა.
-ისე დალევა თუ არ შეგიძლიათ,კი არ უნდა გაიჭიმოთ.უთხრა ორივეს მარიამმა და თვალი ჩაუკრა.
-მარიამ თბილიში როდის ბრუნდები,შემახსენე რა.
-სწავლა რომ დაიწყება,მაგრამ მამამ უკვე ბინა გვიშოვა და იქ ვიცხოვრებთ.მარიამი ანას მიუბრუნდა და რაღაც უჩურჩულა ყურში,შემდეგ ორივემ წამოფრინა ფეხზე და ორივემ ძველი ფარდულისკენ წავიდნენ სირბილით.ძალიან იწვალა მარიამმა ბოქლომი აეხსნა ველოსიპედებზე და რომ ვერაფერი ვერ ქნა ბოლოს ქლიბით გადაქლიბა და მაინც ახსნა.ეზო დაზვერა და რომ ვერავინი ვერ დაინახა ჩუმად წავიდნენ ჭიშკრისკენ,მაგრამ ალექსანდრემ მოკრა თვალი ორივეს და გაოცებული უცქერდა მარიამს და ანას.მარიამი სიხარულისგან ბრწყინავდა და გზაში ტიტინებდა,შემდეგ ანას მიუბრუნდა.
-მზად ხარ შევეჯიბროთ ისე როგორც ადრე?
-მზად ვარ,წავედით გავიხსენოთ ბავშვობა.თქვა ანამ და პედლები დაატრიალა.მიდიოდნენ გზაზე და ხან მარიამი გაასწრებდა და ხან ანა.
-მარიამ მოდი მარტოები ვართ და გულახდილად ვისაუბროთ რა.
-რა ხდება?შეჩერდა მარიამი და ანას გვერდით დადგა და ასე გვერდი გვერდ მიმავლებმა გაუდგნენ გზას.
-მარიამ ჩემს სიმპატიურ მეგობარზე რას იტყვი?
-ვისზე ამბობ, გიორგიზე?
-ხო გიორგიზე გეკითხები,აბა ბექა ჩემია და არც იფიქრო ბექა დაგითმო.ანამ შეუბღვირა და მარიამმა გულიანად გადაიკისკისა.
-ხომ იცი რომ ჭორაობა არ მიყვარს ანა.
-მიდი რა მითხარი, როგორ აღწერ შენ გიორგის და მის უჟმურ ხასიათს.
-სულაც არ არის უჟმური.
-ხოოო? და სხვა.
-და სხვა რა გითხრა რაც თავად არ იცი ანა.ის ძალიან მომხიბვლელია,სიმპატიურია.კარგი ტიპია რაც ბოლომდე აქვს მის თავში ეს ათვისებული,გარშემო ყველა ქალი ნერწყვის ყლაპვით უცქერს და მთავარი იცი რა მომწონს მასში?
-რაააა?დაიძაბა ანა.
-ის არასოდეს არ ყოფილა შეყვარებული,შესაძლებელია ფლირტი ჰქონდეს მომხიბვლელი მამაკაცია,მაგრამ ყოველთვის უკან იხევს როცა ხვდება რომ საქმე რთულდება.ამიტომ ყოველთვის ნეიტრალურ ზონაში დგას.გიორგიმ და ბექამ თავი მოიწესრიგეს და როცა ეზოში ისევ გამოვიდნენ ანა და მარიამი ვერსად ნახეს.გიორგიმ ეზოს სიღრმეში შევიდა და დაინახა ფარდულის კარი იყო ღიად და იქვე ეყარა გატეხილი ბოქლომები.გაეცინა და გარეთ გავიდა ისევ.
-გიორგი სად იყავი,ფარდულში რა გინდოდა ან გოგოები სად არიან.შეეკითხა ნუგზარიმ.
-გოგოები მგონი სასეირნოდ წავიდნენ ველოსიპედებით.ღიმილით უთხრა გიორგიმ და გაუკვირდა ნუგზარის რეაქცია,ის ფარდულში შევარდა და დარწმუნდა გიორგის სიტყვებში.
-რა მოხდა.
-ის მოხდა,რომ ორივე ბატია და ერთი მათგანი დაიმტრევა, გაფუჭებული იყო ერთი ველოსიპედი.გიორგის სახეზე ფერებმა გადაუარა და ბექას დაუყვირა.
-ჩქარა ჩაჯექი მანქანაში.
-რა ხდება,სად მირბიხარ.გაუკვირდა ბექას.ალექსანდრეც მათთან ერთად ჩაჯდა და დიდი სისწრაფით გავარდა ეზოდან.ჩქარა მიდიოდა რომ დაელანდათ ორივე გზაზე და შეხედეს კიდეც,ორივეს ხელი გადაეხვია ერთმანეთისთვის,მარიამს ქარი უწეწავდა თმებს და ჰაერში უფრიალებდა.უეცრად ანამ ხელი შეუშვა,მარიამმა ორივე ხელები გაშალა და ასე მიდიოდა გზაზე,მაგრამ ანას ყვირილი მოესმა უკან მიიხედა და ანა თავით იყო ჩავარდნილი მკბენარე ჯინჭრებში თავისი ველოსიპედიანად.იქვე დააგდო თავისი ველოსიპედი და ანასთან მიირბინა.
-ანა,ანა კარგად ხარ?
-არაააა.ამოიკნავლა ანამ.ამ დროს მარიამის ახლოს მანქანაც გაჩერდა და გიჟებივით გადმოცვივდნენ მანქანიდან.
-ანა,ანა კარგად ხარ?შეგიძლია რამე მითხრა?
-ნუ ყვირიხარ კარგად ვარ,აქედან ამომიყვანეთ.
-აქ როგორ ჩამოვიდე,ეს ბალახი იკბინება.
-არ შეგჭამს ნუ გეშინია, ამომიყვანეთ დროზე.აყვირდა ანა და მარიამი ძირს იჯდა და გულიანად კისკისებდა,გიორგი კი ვიდეოს იღებდა.
-შენ მომენტი არ გაუშვა ხელიდან,დააფიქსირე ყველაფერი.შეუღრინა ანამ გიორგის.
-რომ მომენატრები დავჯდები და გავიცინებ შენს სიგიჟეებზე ანაბელ.
-მეტი საქმე რა გაქვს.კბენას არ წყვეტდა ანა.
-თქვენ აქ როგორ მოხვდით,სად მიდიხართ?შეეკითხა მარიამმა.
-ალექსანდრემ მიხვდა რომ გამოიპარეთ და მამაშენმა დამსხვრეული ბოქლომები ნახა ფარდულში.მარიამს უთხრა და გაეცინა გიორგის.
-ანა მართლა კარგად ხარ?
-კარგად ვარ,კარგად უბრალოდ ველოსიპედმა მიმტყუნა.ძველია და ალბად უკვე გადასაგდებია.
-ყველაფერი კარგად თუა წავედით.თქვა გიორგიმ.
-ვაიმე დაშუშხული ვარ,როგორ იკბინება ეს გასახმობი ჯინჭარი.გიორგი შენ მიმიყვანე და მანქანასთან.ბექას გაუკვირდა,გიორგიმ მარიამს გადასცა ვიდეო კამერა და მარიამმა დაიწყო გადაღება.გიორგიმ წელშე შემოხვია ხელი ანას და ანამ ყურში უჩურჩულა.
-გიორგიიიი გაცილებით მეტ შარში ხარ შენ,ვიდრე მე მეგონა.
-მე?რატო რა დავაშავე?იყვირა უცებ გიორგიმ და ანას ხელი შეუშვა რომელიც ისევ გადავარდა ჯინჭრებში და გიორგიც თან გადაიყოლა.მარიამმა შეხედა თუ არა მათ ისევ ახარხარხა და ბექაც მას აყვა.
-იდიოტო რატომ გამიშვი ხელიიი.ლამის ატირდა ანა და ისევ ბექას დახმარებით წამოდგა,ალექსანდრემ კი გიორგის მოეხმარა,მაგრამ სიცილისგან ძალა გამოლეოდა.როგორც იყო ყველა დადგა გზაზე და ანა ისევ გიორგის მიუბრუნდა,რომელიც დაწითლებულ მკლავებს დასჩერებოდა.ალექსანდრემ შეხედა გიორგის და ისევ გულიანად გაიცინა და თან უთხრა.
-შენ და ანას ქარები არადოდეს არ გაგიართ.
-გიორგი............
-ახლა შენი ხმის გაგონებაც არ მინდა,იცი რა მინდა?
-რა გინდა.
-მინდა დაგახრჩო,მაგრამ ბექა მეცოდება ჯერ დაუქორწინებელი რიმ დაქვრივდება.
-იდიოტო,თვალები გაახილე უფრო ფართოდ.
-აბა თვალებ დახუჭული დავდივარ?
-კი დღემდე,მაგრამ იმედი მაქვს გამოფხიზლდები.
-გამოვფხიზლდები,მაგრამ ეს სიწითლე არ გადამიარს?
-გადაგიარს ერთ საათში არც კი გემახსოვრება,იმ ჯინჭრებში რომ იბურგნავე.ახლა სად მივდივართ?
-არ ვიცი მე,თუ გინდათ სახლში წავიდეთ.თქვა გიორგიმ რომელიც თვალს არ აშორებდა მარიამს.
-ახლა სახლში წავიდეთ,ვისადილოთ და შემდეგ მდინარეზე წავიდეთ.მარიამის აზრი ყველას მოეწონა და სახლში წავიდნენ,ნაზი ბებომ ანას გადატყავებული მუხლები და მკლავები რომ დაინახა სახეში შემოიცხო ხელები და ატეხა ქოთქოთი.
-კარგი რა ბებო,კარგი რა ისედაც გული მიწუხს.ანამ ისეთი სახე მიიღო,ყველამ დაიჯერა რომ გული ჰქონდა ცუდად.
-თამარ შვილო კორვალოლის კაპლი დევს ჩემს საწოლთან და მომიტანე შენ შემოგევლოს ჩემი თავი.გასძახა რძალს ნაზი ბებომ.
-რად გინდა კაპლი,ვინ არის ცუდად.მალე მოვიდა თამროც.
-ანას გული აქვს ცუდად და დავალევინებ,გულს მოუბრუნებს ეს კაპლი.იქვე გამოჩნდა ნუგზარი და დედას გასძახა.
-არ უნდა მაგას კაპლი,ნემსი გაუკეთეთ და უკეთესია.ნემსის ხსენებაზე ისე წამოფრინდა ანამ ჭიქაში ჩასხმული კაპლი ნაზი ბებოს ზედვე გადაავლო და კაპლის სუნი დატროალდა,არ მოეწონა კორვალოლის სუნი და ბებოს მიუბრუნდა.
-ბებოოო დაწოლის წინ სვამ კაპლის?
-ეს ახლა ნორმალურია?ვსვამ ხო,ვსვამ.
-ოხ როგორ მეცოდები პაპაჩემო,ასე კაპლის სუნათ რომ ყარს როგორ კოცნი ჰა?ყველამ გულიანად გაიცინა და ნაზი ბებო ისევ აქოთქოთდა.
-შენ დაგიდუმდა ეგ უბედური და უზრდელი ენა შვილო.ნუგზარის როხროხი კი მეზობლებსაც ესმოდათ.უეცრად ნაზიმ გიორგის მკლავებს შეხედა და შეიცხადა.
-შენ,შენ რაღა დაგემართა შვილო.
-ჭინჭრებს დააკოცნინა თავი.თქვა ანამ.
-სპირტი,სპირტით ჩამოგბან ახლავეს.
-ახლა გიორგი ააქოთე სპირტის სუნად.ცხვირი აუბზუა ბებოს ანამ და ცოტა მოშორებით დადგა.
-შენი ენა მომცა ხელში.თქვა ნუგზარიმ და ისევ გაეცინა.
-რად გინდა შამფურზე შეწვავ?გაეცინა ალექსანდრეს რომელიც გიორგის მიუბრუნდა.-ისე მაინტერესებს საიდან გაიცანი ანა გიორგი.გიორგიმ ანას გახედა და თითქოს მის თვალებში ამოიკითხა მუდარა,რომ ყველაფრის მოყოლა არ იყი საჭირი.გიორგიმ არ შეიმჩნია დაძაბულობა და მოყოლა დაიწყო.
-შემთხვევით ერთ საღამოს გვიან გვიან მომიწია სამსახურიდან სახლში წასვლა და მეტროში გავიცანით ერთმანეთი.გაცნობამდე ჩემი ყურადღება მიიქცია ერთმა გოგონამ,რომელსაც ერთი ასაკოვანი მამაკაცი არ აძლევდა მოსვენებას,შევხედე გოგონას რომელიც უხერხულ მდგომარეობაში დგას და ცდილობს გაექცეს,მაგრამ ეს მამაკაცი არ ეშვებოდა.არ ვიცოდი ქართველი თუ იყო,პირველად დავაპირე ავრიდებოდი,მაგრამ შემეცოდა გოგონა მივედი და გამოვექომაგე,რადგან ვერ გავუძელი მის ცრემლით სავსე თვალებს გულზე მომხვდა და გულში გავიფიქრე და რომ მყავდეს და ასეთი რამ შეემთხვეს ხომ უნდა დაიცვას ვინმემთქო,ამიტომ მამაკაცთან მივედი და ვუთხარი რომ უკან დაეხია,რადგან გოგონა ჩემი საცოლე იყო.არ დამიჯერა და ამის გამო ყბაშიდაც მიიღო მისაღები.
-აი დაგირჩა მარჯვენბა ბებო.აღშფოთება ვერ დაფარა ბებომ.
-შემდეგ ანასთან მივედი და შეშინებული გოგო გულში ჩავიკარი და ასე ატირებული გამოვიყვანე მეტროდან.გიორგი არ იხედებოდა ანასკენ,რადგან იცოდა ახლა უარეად გაშტერებული იქნებოდა და თავის თავს დაწვავდა, რომ გასცინებოდა.გამოიჭერდნენ ტყუილში და ეს არ უნდოდა,ანა კი მართლა გაშტერებული უსმენდა და გიორგის მოკვლის სურვილი უფრო და უფრო უმძაფრდებოდა.ბებოს საყვედურებმა გამოიყვანა სიშტერიდან და გიორგის მუქარით სავსე თვალებით შეხედა,რომელსაც ერთი გულიანი გაცინება ყველაფერს ერჩია.
-აი მის მერე ვართ ასე მეგობრულად ერთად,უკვე მრავალი წელია.
-რა დაბდურა ხარ ბებო,შენს გზაზე ვერ წახვალ?რას უდგეხარ წინ ამ უცხო კაცებს,რომ რამე ექნა ცუდი და ეს დალოცვილი ადამიანი იქ არ ყოფილიყო ვინ გადაგარჩენდა.როდის ვეღირსები დედაშენის და მამაშენის ნახვას რომ საკადრისი ვუთხრა.ესაა საქმე?
-მიეცი ხო სალაპარაკო,ენას ჩაგიგდებ გიორგი იცოდე.შეუბღვირა ანამ მისგამ მოშორებით კი გიორგი და ბექა იცინოდნენ და უსმენდნე როგორ წურავდა ერთი მხრიდან ბიცოლა და მეორე მხრიდან ბებო ანას,ანა კი მობეზრებული უცქერდა მათ და სოჩიკივით ატრიალებდა თვალებს.
-მორჩით ქოთქოთს,არ დაიღალეთ?იყვირა უცებ და წამოფრინდა ადგილიდან.
-შეხედეთ,შეხედეთ რა დღეში აქვს ნერვები ან ნევროზიანს ამას.თქვა ბებომ,გიორგიმ ვეღარ მოითმინა და ბექსთან ერთად გულიანად გაიცინა.
-წამოდით მდინარეზე,ჩვენს მოსვლამდე იქნებ დამშვიდნენ.შენ კიდე მეტი ვერაფერი მოიფიქრე?შეუბღვირა გიორგის და მერე ბექას შეუღრინა.
-შენ რა გაცინებს,რას ხედავ სასაცილოს.უაზრო.
-ეს დაგვცოფავს დღეს.თქვა ბექამ და ალექსანდრეს ხელი გადახვია.
-რას იღრინები,მადლობა თქვი როგორ გაგიცანი ის რომ არ ვთქვი.უთხრა ანას გიორგიმ და გზა გააგრძელა.
-და როგორ გაიცანი?ის რაც თქვი ტყუილი იყო?გაუკვირდა ალექსანდრეს.
-გეტყვი,მაგრამ არ გამთქვა.
-გეფიცები,არაფერს არ ვიტყვი.
-კლუბში გავიცანი,მთვრალი იყო გატრეტილი თვალებში ვერ იხედებოდა და არც ყურში ესმოდა.სახლში წავიყვანე,წარმოიდგინე კარის გაღება რომ მინდოდა მივაყუდე კედელზე და ისე გავაღე კარი.ერთი სიტყვით კი არ წავიყვანე,წავიღე მოვუარე და დილით ისე გაიპარა მადლობაც არ  მითხრა
-აბა როგორ დაახლოვდით.გაუკვირდა ალექსანდრეს.
-თვეები იყო გასული,რომ შემთხვევით ვნახე და შევახსენე თავი ვინ ვიყავი მას შემდეგ კი ისე  მომეკრა ტკიპასავით ვეღარ მოვიშორე.გაეცინა გიორგის.
-შენ მგონი მართლა მოგიწევს დღეს მიქელასთან წასვლა.უთხრა სიცილით ბექამ გიორგის.
-იცი რა მოვიფიქრე?
-რა.ალექსანდრეს სიცილზე გიორგისაც გაეცინა.
-თქვენი გაცნობის მომენტებს არავის ვეტყვი,ამ ზაფხულს გამოვიყენებ ჩემს საქმეზე.
-რა საქმეზე.
-სისხლს მიშრობს ხოლმე როცა ჩამოდის და ახლა მე გავუშრობ სისხლს მაგ წურბელას.ალექსანდრეს სიტყვებზე ბექამ და გიორგიმ გუილიანად იცინეს და ანას გადახედეს,რომელმაც დაბღვერილმა გამოხედა ორივეს,რადგან მიხვდა ამ სამს შორის მასზე ოყო საუბარი.წამოდგა როგორც იქნა გამოეცალა ბების და ბიცოლას და სამივესთან მივიდა.გიორგის გვერდით ჩაენარცხა ჰამაკში და უთხრა.
-რას ჭორიკნობთ აქ სოფლის დედაკაცებივით სამივე?
-შენ აწი ანაბელ ჩემი უნდა გეშინოდეს.უთხრა ალექსანდრემ და ღიღინით გაეცალა მომღიმარ ბიჭებს და გაკვირვებულ ანას.
-რა ბზიკმა უკბინა ამას,რა უთხარი შე საზიზღარო.გახედა გიორგის რომელსაც ცოტა ულკდა და სიცილისაგან ჩაბჟიდებოდა.
-კი რაღაცა გაქვს ნათქვამი და მთელი ზაფხული ჩემს ნერვებზე დაუკრავს ეს საზიზღარი ბავშვი,აუ როგორ მეზიზღები გიორგი და როგორ ძალიან მძულხარ.უთხრა სერიოზულად გიორგის ანამ.
-მეც ძალიან მიყვარხარ საყვარელო.სიცილით უთხრა გიორგიმ.
-მეცოდები ანა რადგან,მაგარ შარში ხარ.
-აქ ვერაფერს გიზამ,ყველა შენ გამოგექომაგება სტუმარს  ნუ ჩაგრავო,წამოდი ახლავეს მდინარეზე და წყალში ჩაგგუდავ უხმოდ,შემდეგ წაგიღებს წყალი და სადღაც გამოგრიყავს და მხეცები შეგჭამს,მიწასაც არ გაღირსებ იცოდე.
-ვაიმე,ვაიმე გა,გა,გაჩუმდი გოგო აღარ შემიძლია.ფეხების ფართხალით უთხრა გიორგიმ და სიცილისაგან დაღვრილი ცრემლი მოიწმინდა.წამოხტა ფეხზე და მარიამს შეუვარდა ოთახში რომელსაც ეძინა რადგან თავს ცუდად გრძნობდა,მაგრამ არ მოეშვა და თითქმის ძალით ჩააცვა საცურაო კოსტუმი,გარეთ გავიდნენ თუ არა მარიამის სახის ფერის არ მოეწონა არცერთს და შეეშინდათ.
-ბებო როგორი ცუდი ფერი გადევს,ცუდად ხარ?
-არა,ბებო კარგად ვარ.
-მარიამ ამ ბოლო დროს მე შენ არ მომწონხარ.უთხრა ბებომ და სახეზე  მოეფერა.
-კარგად ვარ,ამ გიჟმა შემომიხტა ოთახში და შემაშინა.გამივლის ნუ ნერვიულობ,კარგად ვიქნები.შემდეგ იქვე მდგარ გიორგის და ბექას მიუბრუნდა და უთხრა.
-წავედით?
-თუ თავს მართლა კარგად გრძნობ,წავედით.უთხრა გიორგიმ.მხიარულად მიდიოდნენ,ალექსანდრე ნამდვილი ნერვების კიბო გახდა ანასი რომელიც უკვე წყობილებიდან გამოყავდა ალექსანდრეს მუქარებს.აღარ უნდოდა ალექსანდრეს მოსმენა და მდინარეზე მისვლისთანავე ერთი ხელის მოსმით გადაიძრო კაბა და წყალში ჩადგაფუნდა.გაცურა,გამოცურა და მარიამს დაუძახა.
-მარიამ ჩამოდი, იცი რა კარგი წყალია?
-თბილია?კითხვა დაუბრუნა უკან მარიამმა.
-ნორმალურია,მე მომეწონა კარგად გავგრილდი.
-მინდა ჩამოსვლა,მაგრამ მეშინია.თქვა მოწყენილმა.
-მოდი ნუ გეშინია აქ არ ვარ?უყვიროდა იქედან ანა.მარიამმა კაბა გადაიძრო,მაგრამ ვერ ბედავდა წყალში ჩასვლას.გიორგი უყურებდა და მარიამის მშვენიერი სხეულის ცქერით ძღებოდა.წავიდა,უნდოდა ხელში აეყვანა და თავისი ხელით შეეყვანა წყალში,რომ ალექსანდრემ ჩაუქროლა,ხელი კრა მარიამს და მასთან ერთად ისიც გადაეშვა წყალში.მარიამი წყალში ჩავარდა თუ არა მისი თმები წყალში გაიშალა და წყლის ზედაპირზე დაეფინა,ნელა-ნელა კი მისი თმებიც მასთან ერთად შთანთქა წყალმა.გიორგი ანას კივილმა და ყვირილმა მოიყვანა გონს და დაუფიქრებლად გადაეშვა მდინარეში,მარიამის თითქმის ფსკერზე დაშვებულ სხეულს მისი ღონიერი მკლავები მოხვია და მასთან ერთად იწყო სვლა წყლის ზედაპირისკენ.ნაპირზე გაიყვანა თუ არა გულის მასაჟი გაუკეთა,ვერაფერი მოუხერხა მარიამი უგრძნობლად იწვა მიწაზე.ყველა პანიკაში ჩავარდა და უფრო მეტად ალექსანდრე განიცდიდა.გიორგიმ ხელოვნური სუნთქვა გაუკეთა და შედეგიანი აღმოჩნდა,მარიამმა ამოახველა და წყალიც ამოაყოლა ხველებას.
-მადლობა უფალო,რომ დაგვიბრუნე.ბუტბუტებდა გიორგი და მარიამს თვალებში ჩაშჩერებოდა.საუბარი უჭირდა ყველას,გიორგი იმდენად შეიპყრო შიშმა,მარიამის დაკარგვის შიშმა კანკალებდა რომ გაახსენდებოდა თითქოს მარიამს რამე მოსვლოდა.დამშვიდდა,ჩაუცხრა კანკალი და როგორც იქნა შეეკითხა მარიამს.
-როგორ ხარ.
-მცივა.თქვა კბილების კანკალით მარიამმა.
-მიდი მანქანაში პლედია და მოიტანე რა ჩქარა.უთხრა ბექას ისიც გაიქცა და პლედი მოიტანა,მარიამს შემოახვია და მის მკლავებში მოიქცია,მის ფეხებში ჩააჯინა და მკერდზე ჰყავდა აკრული.
-სახლში წავიყვანოთ და ჩავაწვინოთ უფრო დამშვიდდება.თქვა ბექამ.
-დაიცადე ცოტა დაწყნარდეს,არც ჩვენ ვართ ნაკლებ დღეში.დავწყნარდეთ ყველამ და წავიდეთ,ასე მაინც ვერ მივიყვანთ შეეშინდებათ და ცოდვები არიან ისინიც.თქვა გიორგიმ.
-არა,არა დავიცადოთ ცოტა შეეშინდებათ პაპას და ბებოს,ბიცოლა და ძია არ არიან სახლში,სადღაც წავიდნენ სატირალში და საღამომდე არ მოვლიან,მაგრამ ბებომ ასე რომ შეხედოს მარიამს მთელ სოფელს შეყრის არ იცით თქვენ ის როგორი დაფეთებულია ყველაზე.მართლაც ცოტა დაიცადეს და დამშვიდებულებმა წავიდნენ სახლში,ისე რომ ვითომ არც არაფერი მომხდარა მაგრამ სოფელში ჭორი მალე ვრცელდება და ნაზი ბებომ მაღაზიაში ყოფნისას გაიგო მარიამის თითქმის დახრჩობის ისტორია და გიჟივით დაბრუნდა სახლში რომელიც მარიამის საძინებელში შევარდა შეშინებული.
-მარიამ როგორ ხარ ჩემო მერცხალო.
-კარგად ვარ ბებო რა გჭირს.
-მაღაზიაში მიხრეს მდიარეზე რაც შეგემთხვა.
-ვინ გითხრა.
-ნათელაანთ მარიამმა.ახლოს მივიდა ხელები მოხვია და გულზე მიიკრა თან ხელებით უსინჯავდა სხეულს,ხომ არ ტკიოდა რამე და არ ატყუებდა ბებოს.
-ნუ ჩავარდი პანიკაში რა გჭირს,ხომ მხედავ რომ კარგად ვარ ეს შემთხვევით მოხდა ბებო და გთხოვ ნუ ეტყვი დედას და მამას.
-როგორ მოხდა,რა დაგემართა.
-ფეხი დამიცდა ქვაზე და წყალში ჩავარდი,ეს ისე უცებ მოხდა იქვე იყო გიორგი გადმომყვა წყალში და მან ამომიყვანა.აი აქ ვარ ახლა,ჯამრთელი და მრთელი.ცალი თვალით გახედა კარებთან აბუზულად მდგარ ალექსანდრეს რომელიც ძალიან შეშინებული იყო და მზად იყო ტირილიც კი დაეწყო.
-შენ რომ რამე მოგსვლოდა,შენ ვერც კი წარმოიდგენ რა დამემართა რომ მითხრეს მარიამი ლამის დაიხრჩო და ძლივს მოაბრუნესო ბებო გული გამიჩერდა.
-დაწყნარდი,ყველაფერი კარგადაა.მე აქ ვარ შენთან,შენს მკლავებში.
-ბებოს მერცხალო,ბებოს ანგელოზო.შენ ჩემი ცხოვრენა და სიხარული ხარ.
-მე არაფერი არ ვარ შენი?უთხრა ტირილამდე მისულმა ანამ.
-მოდი ჩემთან,შენ ჩემი ნერვების კიბო ხარ მაგრამ შენც ხომ ჩემი ნაწილი ხარ როგორ შემიძლია ჩემი სამი ანგელოზი გამოვარჩიო ერთმანეთისგან.სამივეს მოხვია ხელი და სამივეს უკოცნიდა პირ-სახეს.საღამოს აგრილებულზე გამოუკეთდათ ხასიათი და ისევ ტირიფებში წავიდნენ კარტის სათამაშოდ.
-მოდი სურვილებზე ვითამაშოთ.თქვა ანამ.
-კარგია,აბა ისე რა მუღამი აქვს თამაშს.თქვა ალექსანდრემ.თამაშობდნენ და ალექსანდრე მათი ზედამხედველი იყო,თითო-თითო ხელი ოთხივემ წააგო.ანამ ეშმაკურად გადახედა ბექას და რაღაც საშინელება ჩაიფიქრა,რადგან ისე ჩაიხითხითა ყველამ მიხვდა ბექას ამ საღამოს თეთრად მოუწევდა ღამის გათენება.მარიამი მშვიდად იჯდა და არაფერს არ ამბობდა,თავი მაღლა აეწია და დიდ სავსე მთვარეს უცქერდა და მის ირგვლივ ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე მისი ბედის ვარსკვლავს დაეძებდა.
-მარიამ რა ჩაიფიქრე,სურვილი არაფერი არ გაქვს? შეეკითხა ანამ.
-ნუ ხარ ანა სულსწრაფი,ყველაფერს მისი დრო აქვს,ამიტომ დაველოდები ჩემი სურვილის დრო როცა მოვა.თქვა მშვიდად და გრძნობდა გიორგის დაჟინებულ მზერას.ბექა?ბექა არაფერს არ ამბობდა ანას უცქერდა და თვალებით ემუქრებოდა რასაც მხოლოდ ანა ხვდებოდა და კიდევ კარგი ღამე რომ იყო,თორემ მის აწითლებულ ლოყებს ყველა ნახავდა.გიორგი როგორც მარიამი ისიც ჩუმად იჯდა,თითქოს მათი ფიქრები ერთმანეთს ემთხვეოდა და გიორგიც მარიამის მსგავსად ცაში მისი ბედის ვარსკვლავს დაეძებდა.უეცრად იყვირა და ყველას შეეშინდა.
-შეხედეთ ვარსკვლავი ჩამოვარდა,რაც გინდათ ჩაიფიქრეთ უთუოდ აგისრულდებათ.ხუთივეს თვალები ჰქონდა დახუჭული და მათი სურვილების თუ ოცნებების გარშემო დაფრინავდნენ.დუმილი მოულოდნელად გიორგიმ დაარღვია და ყველა გამოაფხიზლა.
-ხვალ თბილიში უნდა ვიყოთ ბექა.
-რატომ ასე მალე,ახლა ხომ შვებულებაში ხარ.მოიწყინა მარიამმა და ანამ.ბექას დავიწყებოდა რა დღე იყო ხვალინდელი დღე და ღიმილით თქვა.
-ბილეთი აქვს ნაყიდი და ეშინია არ გაუფუჭდეს.
-სად მიდიხარ გიორგი ბილეთი რომ აიღე,ან უჩვენოდ სად გინდა წახვიდე?
-რა ბილეთი რას ბოდიალობ,არ მითხრა რომ ხვალინდელი დღე დაგავიწყდა და არ გახსოვს რას ან ვის უკავშირდება.
-თუ იმას გულისხმობ პირველი ეროტიკული მცდელობა როდის მქონდა,გასახსენებელი არაფერია არ ვაპირებ საჯაროდ რამის მოყოლას.
-მიკვირს,რომ უფრო და უფრო არასერიოზული ხდები. შეუღრინა გიორგიმ სხვები კი იცინოდნენ ვითომ ჩუმად,მაგრამ ვერ ფარავდნენ და ფხუკუნებდნენ.
-6 წელია ამ დღეს ყველა ვიკრიბებით რადგან 20 ივლისს გამთენიისას დაგვტოვა და ეს მთელი 6 წელი მხოლოდ ამ დღისთვის ჩამოვდიოდი ლონდონიდან რომ ყველა ვყოფილიყავით მის საფლავზე,ზოგი ახერხებდა,ზოგი ვერა.ბექამ დამნაშავედ იგრძნო თავი,რადგან მიხვდა მნიშვნელოვანი თარიღი დაავიწყდა და თავის თავზე გაბრაზდა.
-ძალიან საწყენია.თქვა მარიამმა.
-რითინ დაიღუპა?დაინტერესდა ანა თუ რითინ გარდაიცვალა ასეთი ახალგაზრდა და გამოაკლდა მეგობრებს.
-თვითმკვლელობა.
-უიმეეე,რატომ?ეწყინა მარიამს.
-ახალი დაქორწინებული იყო და მანქანა უყიდა მეუღლეს დაბადების დღეზე,სწორედ იმ მანქანით დაიღუპა რამდენიმე დღეში მისი ორსული მეუღლე,მან თავი დაიდანაშაულა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.გაიხსენა გიორგიმ ტკივილიანი წარსული.
-ემილიანა,ემი საოცრად ლამაზ იყო ემილიანა,ჩვენ კი ემის ვეძახდით.თქვა ბექამ.
-მისმა სიკვდილმა ნუკრი გაანადგურა,ვეღარ ვცნობდით მეგობრები.რამდენიმე დღე დაკარგულიც იყო,შემდეგ თავად დაბრუნდა მოუვლელი,სახეზე წვერი ჰქონდა მოშვებული,დაჭმუჭნული პერანგით.სმა დაიწყო და ბიჭები უყურადღებოდ არ ვტოვებდით.იმ საღამოს ჩემი ჯერი იყო მასთან დარჩენის,მეც საღამოს მივედი ჩემი გასაღებით უნდა დამეღო კარი,მაგრამ კარტი ღია დამხვდა და მაგიდაზე გამოსამშვიდობებელი წერილი ჰქონდა დატოვებული.შემეშინდა,ნუკრის დაკარგვის შემეშინდა და იმ წუთში რაც მომაფიქრდა ბიჭებს დავურეკე.შემდეგ გამახსენდა ჩვენი საყვარელი ადგილი,სადაც თავს ვიყრიდით ყველა და ერთად ვგიჟობდით,ჩვენ ხომ მხოლოდ 19 წლის ბიჭები ვიყავით.გავიქეცი,მივრბოდი და წინ საშინელი სურათები მიღობავდნენ გზას,ჩემს წარმოსახვაში ნუკრის უკვე მკვდარს ვხედავდი და მე ხელში მყავდა აყვანილი.მართალი ვიყავი,იქ აღმოჩნდა სახურავზე.ის კუთხეში იდგა ნაპირზე და ხელები ჰქონდა გაშლილი,უკვე გადასახტომად ემზადებოდა.შემეშინდა,ლაპარაკი დავიწყე ვცდილობდი დამერწმუნებინა,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.ემილიანას სიკვდილიდან სამი თვე ყო გასული,მოულოდნელად მომიბრუნდა და მითხრა.
-რა იქნება კარგად, გიორგი ემილიანა დამიბრუნდება?ჩემი პატარას დაბადებას შევიგრძნობ,ხელში ავიყვან და მას ერთად გავზრდით?არაფერიც არ იქნება კარგად მეგობარო,ეს მხოლოდ დამამშვიდებელი სიტყვებია და მეტი არაფერი.
-გამანადგურა მისმა სიტყვებმა,მაგრამ ძალა მოვიკრიბე არ მოვეშვი და ყველაფერი გავახსენე რაც კი ერთმანეთთან გვაკავშირებდა.უამრავი არგუმენტი მოვუყევი,რის გამოც არ უნდა მოქცეულიყო ასე და ბოლოს ხუმრობაც კი ვცადე.
-კარგი რა ნუკრი მაინდამაინც იმ ადგილზე დადექი ქვემოთ ჩემი ახალი მანქანა რომ დგას და გინდა განგებ რომ გამიფუჭო.გავიცინე,მაგრამ ეს სიცილი სიმწრის სიცილი იყო.შევძელი,მოვახერხე და ნუკრი გავაცინე.მომიბრუნდა და მითხრა.
-რა იდიორი ხარ გიორგი მე ს ვცდილობ,რომელიც წუთი წუთზე უნდა ავასრულო და შენ მანქანას ჯავრობ?მართლა ბავში ხარ,რომელიც 19 წლის ასაკში კაცობს.ნუკრი ჩვენზე უფროსი იყო ასაკში განსხვავება გვქონდა,მაგრამ კარგად ვუგებდით ერთმანეთს.
-კარგი რა მართლა დაიჯერე რომ მე მანქანას ვჯავრობ?რა ჭირად მინდა მანქანა,როცა ჩემს წინ დგეხარ და ვიცი რამდენიმე წუთში აღარც კი ისუნთქებ.ცრემლები მომეძალა და ხელი მოვკიდე.
-ნუ იზამ ამას,ჩვენ შენს საძმოს ნუ გაგვიმეტებ ასეთი ძლიერი ტკივილისთვის.მომიბრუნდა,მომიახლოვდა,ჩამეხუტა ძლიერად და ისიც ატირდა.ბიჭებიც მოვიდნენ,სირბილისგან სულს ვეღარ ითქვამდნენ რადგან საცობში მოხვდნენ,მიატოვეს მანქანა იქვე ქუჩაში და ფეხით გამოიქცნენ.ასე ვიდექით მეგობრები ხელი-ხელ გადახვეული და იმ წუთში მიხაროდა,რომ მე შევძელი ნუკრიმ გადაიფიქრა და სულ ასე ვიქნებითთქო,იმ ღამით ყველა ერთად ვიყავით,დავლიეთ და ჩაგვეძინა მაგრამ მე უფრო ვფხიზლობდი ვერ გავიგე როდის ადგა,როდის გამეპარა დილით ნუკრი ვეღარ ვიპოვე,ჩვენს გვერდით აღარ იყო.ის მაინც იქ წასულა და თავი მოიკლა,მაინც იმ ადგილიდან გადახტა.პირველად იქ გავიქეცი და შიშით გადავიხედე და თვალებში დამიბნელდა,ძირს ასვალტზე ნუკრი თავისივე სისხლის გუბეში ეგდო ხელებგაშლილი.სახლში ღრიალით შევარდი და ყველა ფეხზე წამოვყარე,ძირს რომ ჩავედით და მივედი მასთან ისევ თბილი იყო,ერთი შეგვავლო თვალი გაეღიმა,თვალებრიდან ცრემლი ჩამოუგორდა და სამუდამოდ დაგვტოვა.რამოდენიმე წუთი,სულ რამოდენიმე წუთით ჩამაძინა ეშმაკმა და ამ რამოდენიმე წუთიში დასრულდა ნუკრის სიცოცხლე.დიდი ხანი შოკიდან ვერ გამოვედი რადგან ჩემს თავს ვადანაშაულებდი,მე რომ მისი ადგომა გამეგო ეს ხომ არ მოხდებოდა.
-გიორგი ეს ძალიან მტკივნეული და სულის შემძვრელი ისტორიაა,მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა დაგეშალა ის მაინც მის ჩანაფიქრს განახორციელებდა,თქვენ კი სულ ვერ იქნებოდით მის გვერდით.მან მისი ქმედებით სული კი არ დაიმშვიდა,უფრო დაიმძიმა მისი საქციელით.თვითმკვლელობა ეს ყველაზე ცუდი ჩანაფიქრია,ის ყველაზე სუსტი და უსუსური ადამიანრების ადვილად გადასაწყვეტი თემაა.
-ნელა-ნელა დავიწყებას მიეცა,მაგრამ როცა ახლოვდება 20 ივლისი ტკივილი ისევ ახლდება,დავიწყების საშუალებას ეს თარიღი არ მაძლევს და მტკივნეულად ვხვდები ამ დღეს.
-აუუუუ,შემცივდა ადექით სახლში წავიდეთ.თქვა ალექსანდრემ ყველა წამოდგა და მოწყენილი გაუდგნენ გზას სახლისაკენ.



№1  offline წევრი მია15

ყოჩაღ მართლაც შეუდარებელი თავი იყო.მომეწონა.ველი შემდეგ თავს

 


№2  offline მოდერი zia-maria

მია15
ყოჩაღ მართლაც შეუდარებელი თავი იყო.მომეწონა.ველი შემდეგ თავს

heart_eyes heart_eyes მათბობ ყოველ ჯერზე. kissing_heart kissing_heart

 


№3 სტუმარი Mako

Kargi iyo,satauridan gamomdinare cudi finali ekneba?

 


№4  offline მოდერი zia-maria

Mako
Kargi iyo,satauridan gamomdinare cudi finali ekneba?

worried ძალიან არ მინდა,მაგრამ კი ასეა. disappointed_relieved

 


№5 სტუმარი Mako

Zalian cudi,guli damcyda

 


№6  offline მოდერი zia-maria

Mako
Zalian cudi,guli damcyda

რას ვიზამთ,ხანდახან რეალობასაც უნდა გავუსწოროთ თვალი ჩემო კარგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent