შიში პატივისცემა და სიყვარუილი {10}
10. -ეს, იცი რას ნიშნავს? -რას? -იმას, რომ ეჭვი ჩვენზე ექნებათ! ნიკა, მთელი ემოციების ესაუბრებოდა ძმას. -ტასო! ისიც ასე იფიქრებს! სავარძლიდან წამოხტა თორნიკე და ორივემ სწრაფად დატოვეს კომპანია. ანასტასია ახალ სახლში იყო წასული. მისი და თორნიკეს სახლში, რომელიც ისეთივე დიდი გალავნით, დიდი აუზით, ლამაზი ეზოთი და ყველაფერი თანამედროვე ევროპული სტილით იყო გაკეთებული, ერთი დეტალიც კი არ იყო ძველებური, ისეთი როგორიც ნატალიას სასახლეში, ანასტასიას სახლის თვალიერება და მოსალოდნელი ვახშამი, რომელიც მას უნდა გაემართა ფიქრის საშუალევას არ აძლევდა და ეს მოსწონდა, თინას მთელი მონდომებით უსმენდა, რომელიც ბედნიერი უხსნიდა რა სად იყო, მოსწონდა ეს გოგო, მისი თორნიკესთვის საუკეთესო სურდა და ანა დანახვისთანავე მოეწინა, თან მისი დინჯი ხასიათით იხიბლებოდა, მისი სილამაზე კი საერთოდ აღაფრთოვანებდა.. დაძაბული ურთიერთობის გამო, თორნიკეს სამოგზაუროდ წასვლაზე საუბარი არც უცდია, ისე გადადო, ოჯახისწევრები ამ საკითში არც ჩარეულან. რადგან სამოგზაუროდ არ წავიდნენ, ახალ სახლში გადასვლა გადაწყვიტა თორნიკემ, იცოდა ამით ტასოს გაუადვილებდა ცხოვრებას, რადგან გრძნობებით თამაში ნაკლევად მოუწევდათ, არცერთი იკლავდა თავს მოსიყვარულე ცოლ-ქმრის როლის თამაშით, თუმცა მცირედითაც აღარ სურდა შეეწუხებინა. გადასვლასთან ერთად მათი ტრადიციის მიხედვით ანას სუფრა უნდა გაეშალა დადიანებისთვის და იმ საპატიო სტუმრებისთვის, რომლებიც არეული სიტუაციის გამო ჯერ კიდევ ვერ გაიცნო, ქორწილზე ვინც გაიცნო, თითქმის არ ახსოვს.. ამიტომ თინა და ანა ცდილობდნენ სახლის შესწავლას, როცა ნიცა და ნიკა მივიდნენ, ორივემ კარგად იცოდა ახალი ამბავი და ამიტომაც იჩქარეს, ანასტასიას სამზარეულოში ტელევიზორი გამოურთეს და-ძმამ და ისე აკეთებინეს სადილები, რაშიც თინა და ნიცა ორივე დაიხმარა, დიანა რომ მოიკითხა ანამ, ორივე დაიბნა რა ეპასუხათ არ იცოდნენ, რადგან რეზის ამბავი რომ გაიგო ცუდად გახდა და დავითი ცდილოვდა მის დამშვიდებას, რადგან ანას არ უნდა გაეგო მათი ნერვიულობის მიზეზი, მითუმეტეს იმ დღეს, როცა ძალიან ღელავდა და პირველად უნდა ემასპინძლა სტუმრებისთვის, ვისაც არ იცნობდა კარგად, ნიცაც კი დაბნეული იდგა და ამ დროს შევიდა საბა უფროსი აბაშიძეების თანხლებით. გახარებული ანასტასია დედას მოეხვია, შემდეგ მამას და საქმის კეთება განაგრძო სუფრა ისე ლამაზად გაშალა, რომ თინამ დიანას ხელები დაუკოცნა: -მადლობა, რომ ასეთი კარგი გაზარდეთ. -რას ბრძანებთ ქალბატონო თინა, მხოლოდ აღზრდაზე არა არის. ეგ ყველაფერი უნდა ჰქონდეს, ვისაც ასწავლი, თორემ ამას ვინც ნახავს იტყვის ვერ გაუზრდიათო. -დედა მე ნიცა აბაშიძე გაუზრდელი ვარ? არ ხარ შენ ჩემი დედა და იმიტომ ხომ? ვითომ ბევრი ცრემლი ჰქონდა სახეზე ისე იწმნდდა.. უცებ რომ ძმები დადიანები შემოვიდნენ და მომღიმარ ანას სახეს რომ შეხედეს, შემდეგ დანარჩენებს, თინამ თავის მართლება დაიწყო ბიჭებთან: -ეს ანგელოზები ისე მახარებენ ბავშვებო, რომ სულ დამავიწყდა სტუმრები. ნიცამ კი ტუჩებისა და ხელების მოძრაობით მიახვედრა, რომ ანამ არაფერი იცოდა. თორნიკემ თავი დაუქნია, ნიკამ თვალი ჩაუკრა და მისაღებში მოთავსდნენ, სადაც მხოლოდ აბაშიძეები ისხდნენ, ანა კი სასადილო ოთახსა და სამზარეულოში ფუსფუსებდა, თორნიკემ თვალი გააყოლა და სიამაყით სავსემ გაიღიმა, მაგრამ მალევე სახე გაეყინა როგორც კი თავისი საქციელი გაახსენდა. ვერ პატიობდა თავს რომ გამოუცდელი გოგონას სურვილს არ შეეწინააღმდეგა და უკანასკნელ ნაძირალად თვლიდა თავს.. -თორნიკე სანამ ანა შემოვა უნდა ვილაპარაკოთ. დავითმა მძმედ დაიწყო საუბარი. ნიკა ფეხზე წამოდგა, რადგან ჩათვალა ომ მარტო უნდა ესაუბრათ და სამზარეულოსკენ მიმავალამა ჩაილაპარაკა: -მე ანას გავართობ და თან რაღაცეებს შევუჭამ! თორნიკემ დავითს შეხედა ჩვეული მზერით: -თქვენ ფიქრობთ, რომ ეს მე გავაკეთე? -სწორედ ამაზე მინდა საუბარი შვილო, მე შენი მჯერა და ვიცი რომ ამას არ გააკეთებდი, ამიტომ თუ რამით შემიძლია შენს გვერდით ვარ! -ნდობა, ყველაზე კარგი მხარდაჭერაა დავით! -თუმცა ანასტასია, სხვაგვარად იფიქრებს და ამისთვის მზად უნდა იყო.. უხერხულად გრძნობდა თავს დავითი კაცთან, რომელმაც ყველაფერი გააკეთა და აკეთებს, რომ მისი ქალიშვილი დაიცვას. -დაველაპარაკები და ავუხსნი! -ვიცი და შეი მჯერა. -ბიჭები მოვიდნენ თორნიკე. ნიკა შევიდა ოთახში და იქ მისული სამეგობრო დავითს წარუდგინა: -დავით გაიცანი, ლაშა რომელიც მომავალ დადიანებს ეს იჭერს პირველად ხელში, ოჯახის გინეკოლოგია. -გამარჯობა, სასიამოვნოა ბატონო ლაშა. -ჩემთვისაც ბატონო დავით. შენ ცოტა არ უნდა დასერიოზულდე? ნიკას გახედა სიცილით. -რას ამბობ ერთი ჩემნაირი ავაგდე და აწი მე რა დამამშვიდებს?... მომავალ ნიცას გახედა და ხელი გადახვია. -აგაგდებ და გადაგაგდებ კიდეც, თუ გამაბრაზებ. გამარჯობა მე ნიცა ვარ, ანასტასიას და. -ძალიან ლამაზი შვილები გყავთ ბატონო დავით. -ჩემთვის რომ გეთქვა კი არ გცემდი მესიამოვნებოდა. სიცილით უთხრა ნიცამ, რაზეც ლაშას თვალები გაუფართოვდა, ასეთ სითამამეს არ ელოდა, მისი მისამართიღ მით უფრო, რადგან მისი სიმკაცრე და ხასიათი თორნიკესგან არაფრით განსხვავდებოდა, ამიტომაც უგებდნენ ერთმანეთს ალბათ.. -ნიცა აქ მოდი! დიანამ დაუძახა ნიკას ხმამაღალ სიცილზე მიხვდა, რომ საოცრებას ჩაიდენდა.. -გაფრთხილებ ცოტა სერიოზულად მოიქეცი! -კარგი რა დედა, ნუ იცი ხოლმე ხელის შეშლა. -რაში შეუშალე ხელი ამ გადარეულს დიკო? ნიკა აბაშიძე, შეუერთდა დედა-შვილს. -ერთი ბიჭი მომეწონა და იმანაც მამას უთხრა ლამაზიაო მე კი არა. -უი ჩემი უიღბლო პრინცესა. ცხვირზე ხელი მოუჭირა დას და დაინტერესდა: -ვინ მოგეწონა ისე რომ თომასკენ არც გაგიხედავს დღეს. -აი ის მამასთან და სიძე კაცთან რომ დგას. -ეეე. ეს ჩემი ლექტორია, უფრო სწორად აწი უნდა წამიკითხოს ლექციები. -ხოდა სიძე თუ გახდება დაგიწერს ქულებს. აბა შენი გული ხომ უნდა მოიგოს?.. წარბების თამაშით ახედა ძმას, რომელიც ჯერ კიდევ ლაშას უყურებდა. -რა გჭირს? შენც შეგიყვარდა? ვაიმე დავიღუპე? ვუთხრა მამას? -გაჩუმდი გოგო, იცი რა მკაცრი კაციაა? შენი სიძე გამრავლებული სამზე და ალბათ უფრო მეტიც, თან მაგასთან გამოცდები მომიწევს და ნუ ჩამისვრი რაა. ნიკასაც ეცინებოდა და მასზე დაკვირვებას არ წყვეტდა. -შენ მართლა გინეკოლოგობას აპირებ? ტიტუუ დაიღუპა ქვეყანა და ეგაა. -იცოდე არ გამშობიარებ! გაბრაზებულმა დახედა დას. -რას ამბობ ბიჭო, მე და ბავშვი? გადაიკისკისა და თომამ მის ხმას, თვალებით დაუწყო ძებნა, რომელიც ვიღაც გოგოს ესაუბრებოდა. ერთმანეთს შეხედეს ორივემ და წამით დროც გაჩერდა.. მხოლოდ მათთვის! თომასთან მოსაუბრე გოგონამ მზერას გააყოლა თვალი გაღიმა და თორნიკესთან მივიდა გადაკოცნა, შემდეგ რამდენიმე ბიჭი და გოგო ერთად მოვიდნენ, მისაღებ ოთახში სტუმრებმა იმატა და ანას ნერვიულობაც იმატებდა, მისთვის ნებისმიერი სახის დავალება სრულყოფილი უნდა ყოფილიყო და ამიტომ თავს მუდამ მაქსიმუმს სთხოვდა. ნატალიამ მისვლისთანავე, სამზარეულოში შეაკითხა მაკასთან ერთად, რომელიც დაკვირვებით ათვალიერებდა ყველაფერს, რომ რაიმე ნაკლი ეპოვნა, მაგრამ თინამ ეს ძალიან კარგად იცოდა და თავიდანვე თადარიგს იჭერდა. ნატალიას მხოლოდ ანას ნახვა სურდა, სევდიანი მოეჩვენა ქალი და გაუკვირდა კიდეც, მაგრამ იფიქრა მომეჩვენაო. -როგორ ხარ შვილო? -კარგად თქვენ? -კარგად ვარ და უკეთესად ვიქნები შენ თუ ასე გამიღიმებ ხოლმე. მოეფერა გოგონას და განაგრძო: -ანასტასია აბა შენ იცი არ ინერვიულო არაფერზე, აქ სტუმრების ნაწილი ისეთია მათ კომენტარებს ყურადღება არ მიაქციო. -დიდი მადლობა ნატალია, ქალბატონი ეკატერინე სად არის? -მოვა მალე. -როგორც კი მოცა სუფრასთან დავსხდეთ. -ძალიან კარგი, მე შენებს მოვინახულებ. ოთახი დატოვა ნატალიამ და მაკას მომღიმარ სახეს შეხედა ანამ. -თქვენც მიბრძანდით ქალბატონო მაკა. თინამ დაასწრო, რომ არაფერი ეთქვა, მაგრამ მაინც მოახერხა: -წარმატებებს გისურვებ ანა, ამათი გულის მოგება არც ისე მარტივია. გასვლის შემდეგ თინას შეხედა გოგონამ და ღიმილით ჰკითხა: -რა უნდა? -არაფერი შვილო, ნუ მიაქცევ ყურადღებას. მოეფერა და თეფშებს დაწვდა, რომელიც სასადილო ოთახში უნდა მიეტანა. ეკატერინეს მოსვლის შემდეგ სტუმრებს მიმართა: -სასადილო ოთახში გამობრძანდით. -აბა ვნახოთ რა გააკეთე და თუ არ მომეწონება, გაფრთხილებ იქამდე აკეთებ სანამ არ მომეწონება. თვალი ჩაუკრა და კმაყოფილი წავიდა ნიკოლოზ დადიანი. ანამც ღიმილოთ გააქნია თავი. ყველანი დასხდნენ და სიტყვით გამოვიდა გოგონა, თან კერძების დალაგებას არ წყვეტდა. -მე პირადად, ქართულ ტრადიციულ კერძებს ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ ვინაიდან ახლოს არ გიცნიბთ და არ ვიცი როგორი კერძები გიყვართ, რამდენიმე ცნობილი კერძი მოვამზადეთ მე და თინა დეიდამ. იმედი მაქვს ისიამოვნებთ. ამაყად და მშვიდად საუბრობდა, რაზეც ნატალია მხრებში გამართული და მომღიმარი სახით უმზერდა იქ მყოფებს. თორნიკეს და ნიკას სახეები გაებადრათ კერძების უმეტესობა რომ ქართული იყო. -ა ქალი ხარ შენ, ამას რომ გააკეთებ სხვაზე არ უნდა შეწუხდე... ლამაზად მორთული "ოსტრი“-ისკენ გაიშვირა ხელი ნიკამ. ანასთვის უხრულობას იწვევდა, სტუმრების ის ნაწილი რომლებიც არასასისმოვნო გამოხედვით და ცოტა უცნაური შეხედულებებით გამოირჩეოდნენ და მათ მხოლოდ ზრდილობის გულისთვის ესაუბრებოდა, უფრო სწორად მხოლოდ პასუხებს სცემდა. ასევე იყო ვინც მოეწონა და ყურადღებას იჩენდა, ერთ-ერთი იყო ლაშა და მისი მეუღლე.. -ტასო გაიცანი ეს ლაშაა ეს კი მისი მეუღლე, ვიკაა.. ნიკამ გააცნო მისვლისთანავე, აშკარად ვერ მალავდა სიმპატიებს უმცროსი დადიანი მათ მიმართ. ანას ასევე მოეწონა ძმები ახვლედოანები რომლებსაც ცოლები ახლდათ მხოლოდ და შვილები კი საზღვარგარეთ იყვნენ.. მასთან საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდა კარგად გაუგეს ერთმანეთს და "ცოლებმა" ბევრიც ისაუბრეს... სუფრის დასასრულს კი, ნიცა დაუსკუპდა თავის დასთან და მოეხვია. -ყველაფერი კარგია და მიხარია, რომ ყველა კმაყოფილია. -მეც მიხარია, რომ ყველას მოეწონა ეს საღამო. სევდიანად გაიღიმა ანასტასიამ. -შენ ის მითხარი გოგო, პირველი ღამე თუ მოგეწონა.... წარბები აუთამაშა ნიცამ, ამ დიალოგს თორნიკეც ისმენდა, რადგან გვერდით ეჯდა გოგონებს, მაგრამ საღეგრძელოებში გართული ეგონა ნიცას არ მორიდებია ისე ჰკითხა ანას, რომელსაც თვალები ჩაუწითლდა სიმწრით.. -არ მახსოვს არაფერი. -ეგ როგორ? აბა არ გავიწყდებაო, რომ ამბობენ? -ნიცა, გთხოვ გაჩუმდი რაა. რომ მითხარი დალიეო დავლიე და არაფერიც არ მახსოვს.. -კარგი რა გჭირს, არავის ესმის და ჩუმად ვარ. ვსიო. დაიბნა ნიცა დის მაღალ ტონზე და აღარ გაუგრძელებია, თორნიკე სადღეგრძელოების შემდეგ, დინჯად ადგა და სამზარეულოში მოფუსფუსე თინას მიაკითხა. -მოდი შვილო, რამე გინდა? -თინა იმ გოგონების სია მინდა ვინც ქორწილის ღამეს იყო ჩვენთან. -ხვალ მოგცემ შვილო ნატალიას სახლში მაქვს. -კარგი. ღამით ყველანი რომ დაიშალნენ, მხოლოდ დადიანები დარჩნენ სტუმრად, ესეც წესი იყო.. საძინებელი, რომელიც მათთვის იყო განკუთვნილი, ანასტასიას ძალიან მოეწონა, მაგრამ იმდენად იყო შინაგანად დაღლილი, რომ სილამაზის აღქმის უნარი წართმეული ჰქონდა და ისევ თავის პატარა ოთახს ნატრომდა, რომელშიც მეტად ბედნიერი იყო, ვიდრე იმ წუთას.. ოთახში თორნიკე, რომ შევიდა გაუკვირდა, არ ელოდა რადგან ეგონა, რომ იმ სახლში არ მოუწევდათ ერთ ოთახში ყოფნა, მაგრამ თორნიკე მიუგვდა გაოცებას: -მხოლოდ დღეს და მეტჯერ აღარ მოგვიწევს ერთ ოთახში ყოფნა! -კარგი. თავი დაუქნია ანამ, მაგრამ ყოველგვარი ემოციების გარეშე. ანას გაოცება თორნიკემ ისევ შეძლო, დივანზე მოეწყო, რაც ნატალიას სახლში არ გაუკეთებია, თუმცა გაახსენდა, რომ სახლში ის რამდენიმე დღე არც დარჩენილა, გოგონამ გაიღიმა და იმდენად იყო ნაწყენი თორნიკეზე, რომ არც კი შესთავაზა, საწოლში დაწოლა. მეორე დილით იოანეს ბავშვები და ნიკა თამაშობდნენ ეზოში, ანასტასიამ მათი ხმა, რომ გაიგონა ისიც გარეთ გავიდა. -დილამშვიდობის ბავშვებო. -დილამშვიდობის ანასტასია. -ანა მოდი ითამაშე რა.. ნიკამ შესთავაზა და კესომ მიდენი სთხოვა, უარი ვერ უთხრა, ისიც ბურთის თამაშში ჩაერთო, ბევრი სასაცილო სიტუაციის შემდეგ, ანამ ხელები აღმართა: -გნებდებით, დავიღალე. მხრებ აწეულს, ფეხზე მოეხვია პატარა დადიანი: -აუ ალა ლა ტასუნა, თქოვ ვიტამასოთ. -ტასუნია კიდე ვითამაშოთ რა. ნატაშკაც ცდილობდა მის დაყოლიებას. -არ შემიძლია დავიღალე. -მასინ ლამე გამომხცვე.. -კარგი რამე გამოვაცხოთ. -ანასტასია დამელოდე, სამი მაგარი ვიღაც უნდა გაგაცნო. მოშორებით მდგომმა ნიკამ დაუძახა და სახლს მოეფარა, სანამ ეზოს ახმაურებდნენ ოთხეული, თორნიკეც ადგა და კისრერზე მასაჟის კეთებდა დაიწყო, რადგან დივანზე წოლით მიღებული შედეგი მტკივნეული აღმოჩნდა.. გარეთ გამოსულს ანამ, ნატაშკამ და კესომ შეხედეს. -ძიააა ოგოლ ქალ? -შენ როგორ ხარ? ჩაიმუხლა და თმაზე ხელი დაუსვა.. -ტასუნია ნახე!.. -ნიკა არ აუშვა, უკან დააბრუნე! დაუყვირა თორნიკემ, მაგრამ გვიანი იყო. ანა, ნიკას ნათქვამზე ბრუნდებოდა და ძაღლებმა ერთდროულად დაიყეფა, რომლებიც განსხვავებული ჯიშის და საუკეთესო ჩვეულებებით არიან გამორჩეულები.. -ნიკა... მეშინია ძაღლების.. ხმა აკანკალებულმა ამოილაპარაკა. თორნიკე სწრაფად წამოდგა, რომ მოშორებით მდომ ანას გადაფარებოდა, სათამაშოდ წამოსულმა ძაღლებმა თორნიკეს ხმა იცნეს და ანა როგორც მსხვერპლი დაავიწყდათ, მაგრამ ანა უკვე ცუდად იყო.. -ტასო, ტასოო შემომხედე! ნიკა გაიყვანე ორივე! -რა სჭირს? გაოცებულმა იკითხა და მითითება შეასრულა უმცროსმა დადიანმა. -ძაღლების ეშინია! -ეგ როგორ? გაოცებული იყო ნიკა და შეშინებულიც.. ყველანი ახმაურდნენ, მათშორის დაცვის ბიჭებიც. გონება დაკარგული ანა მისაღებში დივანზე მოათავსა დადიანმა სპირტიანი ხელი მოატარა სახესთან და გონზეც მალევე მოვიდა. თვალები როგორც კი გაახილა, გახარებულმა ნიკამ დაუყვირა. -ვაიმე ანასტასია . მართლაც რომ ტასიკო ხარ რა! გამიხეთქე გული. ანას ნიკას განერვიულებულ სასეზე გაეცინა -რამ გაგიხეთქა? -ეს ამხელა „დამა“ ქალი მგონიხარ და ძაღლებმა შეგაშინეს ტო?.. ტასიკო ხარ მართლა! -კარგად ვარ ნიკა, ნუ ნერვიულობ! ყველანი დამშვიდნენ რადგან ის იღიმოდა. -თავზე ხელი დაადო და თმაზე აკოცა. -მაგრად კი შემაშინე.. თორნიკე მივიდა დივანთან, ხელების მშრალებით და ჰკითხა: -როგორ ხარ? მზრუნველი ოყო თორნიკეც, მაგრამ ანას გაუხდა ცივი მზერა, ისე შეხედა მას. -კარგად. წამოდგომას შეეცადა, მაგრამ მოასწრო და თორნიკემ ხელში აიყვანა, საძინებელში დააწვინა. -დასვენება გჭირდება. -არ მინდა. -გინდა, უნდა ვილაპარაკოთ! -რაზე? -ჩვენზე. დამინავად შეხედა, გონებაში კი ფიქრობდა „ჩვენ“.. -გისმენ! ისეთი სახე ჰქონდა, რომ თორნიკემ სიმწრით ამოიოხრა. მასთან საწოლზე ჩამოჯდა და ანას თვალებს მზერა გუწორა. -ტასო რაღაც მოხდა, ის რაც უნდა იცოდე. წარბები შეკრა და ისე შეხედა მამაკცს. -მინდა ეს, მე გითხრა და იმედი მაქვს ემოციები, გონებას არ აჯობებს, რომ სწორი დასკვნა გააკეთო. -რა მოხდა?.. -რეზის იმ დღეს შევხვდი, მაგრამ მხოლოდ ვესაუბრე. -მერე რა მოხდა? ოდნავ წამოიწია საწოლზე წამომჯდარმა ჰკითხა. -საღამოს მისი სახლი აფეთქდა.. -რა? .... რა ქენი? -არაფერი. -მოკვდა? -არ ვიცი არკვევენ. -არა! ღმერთო მიშველე... ხმა გაუწყდა და ხმით ატირდა გოგონა, თორნიკეს სიბრაზე მოერია, რადგან რეზის გამო ასე ძალიან დარდობდა ქალი, რომელსაც ცხოვრებას უნგრევდა. ხელი მოხრილ მუხლზე დაადო თორნიკემ. -ტასო.. -გამიშვი! შეკრთა გოგონა და ხელი გააშვებინა, სახე ხელებში დამალა და ისე განაგრძო ტირილი, დადიანმა ვერ მოითმინა საყვარელი ქალის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, მხრებზე მოკიდა ხელი, გოგონამ სცადა თავი დაეხსნა, მარამ არ მისცა უფლება თორნიკემ: -ტასო დაწყნარდი და მაცადე აგიხსნა!.. -რა უნდა ამიხსნა თორნიკე?.. -მას მოხოლდ ვესუბრე. -რატომ მოხდა ეს? -გავარკვევ გპირდები და პირველი შენ გაიგებ! თორნიკე იმდენდ მტკიცე იყო საუბრისას, რომ ანასტასიამ თვალებში შეხედა, რამდენიმე წუთი მას უმზერდა და ერთმანეთის თვალებს აკვირდებოდნენ, თორნიკეს გაუკვირდა ანას უცებ დამშვიდება, მან ღრმად ამოუშვა ჰაერი და ისე უთხრა: -კარგი. -კარგი? გაუმეორა დადიანმა კითხვა. -შენს გარკვეულ ფაქტებს დაველოდები! ისევ უკანკალებდა ხმა ანას, მაგრამ შედარებით მშვიდად იყო.. მასაც უკვირდა, რატომ ჰქონდა შეგრძნება იმის, რომ თორნიკესთვის უნდა მოესმინა, თვითონვე პასუხობდა, რომ მადლიერი იყო.. -ძალიან კარგი. ცდუებას ვერ გაუძლო, შუბლზე ისევ ისე აკოცა და ოთახი დატოვა.. ანასტასია მთელი ძალისხმევით ცდილობდა რამით გონება გადაეტვირტა და თინას ყურადღებით უსმენდა ხოლმე, თუმცა საინფორმაციოსაც უსმენდა ხოლმე საინფორმაციოს უსმენდა.. -"ბოლო მონაცემებით დასტურდება, რომ სახლში იმყოფებოდა ოთხი ადამიანი, მათ შორის სავარაუდოდ სახლის მფლობელი რეზი ბრეგვაძე, გარდაცვლილების ნამდვილი ვინაობის დადგენა ექსპერტიზის საშუალებით იქნება ცნობილი.." ანასტასიამ ტელევიზორს თვალს უსწორებდა და ნამწვავ-ნანგრევების ნახვის შემდეგ თორნიკეს მისი თვალები ზიზღით უყურებდნენ, ეს რის გამო იყო თვითონ ანაც ვერ ერკვეოდა, რადგან ჰქონდა მომენტი, როცა თორნიკესთან საუბარი სურდა, ზოგჯერ კი მისი დანახვაც არ სურდა, დადიანი ამ მზერას ვეღარ უძლებდა და გადაწყვიტა სანამ ყველაფერი გაირკვეოდა წასულიყო ქვეყნიდან, ბიზნეს შეხვედრებს თვითონ გამართავდა, იმ დროისთვის ბევრი იყო ჩანიშნული და თან ანას საშუალებას მისცემდა დაფიქრებულიყო. უკვე მათ სახლში მისული თორნიკე, ანას სამეცადინო მაგიდას, რომელიც ოთახშივე მოუწყო გვერდით დაუჯდა. გოგონამ წიგნს თავი დაანება და დადიანის შუშისფერ თვალებს შეხედა. -ტასო, ერთი თვით მივდივარ მივლინებაში. შენ შეგიძლია აქ იყო ან კიდევ ნატასთან, მაგრამ მარტო სიარული ჯერ კიდევ საშიშია და ბიჭებსაც ნუ ჩააყენებ უხერხულ სიტუაციაში. მოსვენება დაკარგა ანასტასიამ სად მიდის თორნიკე სურდა გაეგო, მაგრამ ვითომ უინტერესო სახით ჰკითხა: -სად მიდიხარ? -საქმიანი შეხვედრებია. -აქ ვიქნები. -მაშინ, ნიკა მოვა ხოლმე.. დამწვარი სახლიდან ჩიჩუას მძოლი გადარჩა, რადგან გარეთ ელოდებოდა, ქალბატონ ნინოს ყველაფერი მოახსენა რაც იცოდა, თუმცა ბევრი არაფერი იცოდა.. -რამ გამოიწვია ეს ყველაფერი.? უემოციო სახით იჯდა სავარძელში. -ჩეულებრივი გაზის გაჟონვაო, მაგრამ არ მჯერა ქალბატონო. -არც მე! დადიანებს მიაკითხეთ და მოკითხვა გადაეცით! -ნატალიასთან? -არა! ყველაზე მტკივნეულით! -ანუ?... -იოანეთი დაიწყეთ და სერგის აქ მოვიდეს! მობეზრებულად გასცა ბრძანება, სერგი ჩიჩუა მალე მოვიდა და ნინოს მითითებით საქმის მოგვარებას შეუდგა, თან იმას არკვევდა პოლიცას ვინ მისცა ინფორმაცია და მალევე გაიგო ყველაფერი, მათ შორის დათა რაზმაძის შესახებ.. -ნინო აქ არის ყველაფერი რაც მისთვის მნიშვნელოვანია! ეს ის ტიპია ვინც პოლიცას ლევანზე და შალვაზე ინფორმაცია მიაწოდა, იმ საქმეში უმეტესად ლევანი ჩანს და შოთა სუფთად გამოძვრება, მართალის საფლავში, მაგრამ მაინც ცუდია ყველაერს ლევანს რომ ტენ*ან. -ამ ბიჭის დას უთვალთვალეთ და შეაშინეთ, სასამართლოზე არ უნდა მივიდეს! -კარგი ბაებო! ახლავე შევასრულებ.. -სერგი ჭკიანად და შეთანხმებით იმოქმედე! -რა საკვირველია, შენ ხომ ერთ ლეკვს მე მომიჩენ ახლა და როგორ მივქარავ?.. -სერგი! -კარგი რა ნინა. გავიგე! ოთახი დატოვა და მითითებებს მიჰყვა, ისე როგორც ნინო ჩიჩუას სურდა.. ნატალიამ ლევან ჩიჩუას გარდაცვალების ამბავი გაიგო და სიტუაციის გარკვევას შეეცადა, რადგან იცოდა ნინო ჩიჩუა მშიდად არ გაჩერდებოდა, სცადა მარის გამო მაინც არ შექმნოდა მის ოჯახს პრობლემები, ამით ნიკასთან დაეძაბა ურთიერთობა.. რამდენიმე დღე ანასტასია მარტო იყო, მხოლოდ და-ძმა აკითხავდა, უმცროსი დადიანიც არ აწყენდა ერთ დღეს ისეთი გაბრაზებული მივიდა ანასთან ხმა არ ამოუღია, თინას და ანას კითხვებს მხოლოდ ზრდილობის გამო პასუხობდა, ტელეფონმა დაურეკა, არ პასუხობდა, ბოლოს მოთმინება დაკარგა: -რა გინდა ნატალია?! -.... -არ ვაპირებ იმ გოგოს შუა გზაში მიტოვებას, მითუმეტეს ახლა, როცა სერგი და ნინო არიან სათავეში! -... -შენ არ შეგაწუხებ მივხედავ! ....ნუ შემ* გაუთიშა ტელეფონი და გაოცებულ ანასტასიას, რომელიც ჯერ ასეთ ნიკას ხედავდა პირველად, შემდეგ ნატალიასთან ხმის აწევით მოსაუბრეს, ნიკამ ნაძალადევი ღიმილით შეხედა: -რაო ტასიკო, გაგაოცე?! -რა მოხდა? -ჩემი მეგობრის და, ჩემი მეგობარი-მარი არის კატოსთან, პრობლემები აქვს და მინდოდა სახლში ჩამომეყვანა, კატო რომ ჩამოდის აგარაკიდან იქ მარტოა და უჭირს დარჩენა, ნატალიამ კი გაჭედა, ახლა საერთოდ გაუშვიო, როდემდე გეყოლებაო?... -აქ მოიყვანე. მეთელი გულწრფელობით უთხრა ანამ და ნიკას წვენი გადასცდა, რომელის უნდა მიერთვა... -ტასიკო ხარ მეთქი და არ გჯერა! დამახრჩე კაცი. -მართლა ვამბობ ნიკა, ნატალია მე არაფერს მეტყვის, თორნიკეს მითუმეტეს და შენ კი ცოტახანი გაუძლებ, მერე გადაავიწყდება. ნიკას ტასოს მოსაზრება მოეწონა, შემდეგ თინამაც შეაგულიანა: -ჩვენ მივხედავთ, მაგ გოგოს, თან ანასტასიასთან გაერთობა, ცოტა გამოჯანმრთელდება კიდეც. -ვგიჟდები ჭკვიან ქალებზე, მალე მოვიყვან! წამოხტა ორივეს აკოცა და სახლიდან ისე გავარდა, თვალი ვეღარ გააყოლეს. სანამ მარის მიიყვანდა ნიკა, თინამ მომხდარი უამბო, ანასტასიას და ტანში უსიამოვნო შეგრძნებებმა დაუარა, რომელიც თან დაჰყვებოდა, მას შემდეგ.. მარის იქ მიყვანაზე გაბრაზების დრო კი, არ ჰქონდა ნატალიას, ისე წარიმართა სიტუაცია დადიანებთან, ნატალია მართალი აღმოჩნდა, როცა ფიქრობდა, რომ ნინო იერიშს მათზე მიიტანდა. სიფრთხილის მიუხედავად, ვერ მოასწრო ყველაფრის გაკონტროლება და იოანე დადიანის სახლი, ძიძამ როგრც კი დატოვა, რამდენიმე წუთში ზუსტად ისე აალდა, როგორც რამდენიმე დღის წინ რეზი ბრეგვაძის!..... ყველასთვის შოკი იყო ამბავით, რაც იმ ღამით მოხდა, საავადმყოფოს დერეფანში ელოდნენ ამბავს, რომელიც ყველას ცხოვრებას რადიკალურად შეცვლიდა: იოანე, მაკა, ნატალია და პატარა კესო ექიმების ჯგუფის დახმარებით ებრძოდნენ სიცოცხლეს, ანასტასიას ძალიან ეშინოდა და განსაკუთრებით, ნერვიულობდა თორნიკეზე ამ ამბის გაგების გამო ცუდად იქნებოდა, ვერ იგებდა რატომ მაგრამ მისი მდგომარეობა ძალიან ადარდებდა.. ექიმი გამოვიდა და პატარების პალატაში გადაყვანის შესაძლებლობაზე ისაუბრა და მათი მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრებოდა, ამან ყველაფერი წამიერად გააფერადა, მაგრამ მაკასა და იოანეს მდგომარეობაზე ჯერ კიდევ ვერაფერს ამბობდა.. დერეფანში იყვნენ ბიჭები, დადიანები და აბაშიძეები, ყველას სახეზე დარდი და შიში მაინც იკითხებოდა, მაკას და იოანეს გამო, ნატალია და ნიკა განსაკუთრებით განიცდიდნენ, ეკატერინე პალატაში პატარებთან, როცა თორნიკე დადიანი სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა იქ მყოფებს და ჩვეული ცივი გამომეტყველებით გაიარა დერეფანი, ექიმის კაბინეტში შევიდა. იქ ყველაფერი აუხსნა ექიმმა: -თორნიკე მხოლოდ დამწვრობა არ არის პრობლემა, ბუნებრივი აირით არიან მოწამლულები. -ბავშვები?! -ისინი კარგად არიან, როგორც მითხრეს სათამაშო ოთახში იყვნენ, რომელიც მოშორებით არის. -ლაშა, რისი გაკეთება შეიძლება? -ჯერ-ჯერობით არაფრის, ყველაფერს აკეთებენ! გავარკვევ რა ხდება და მოვალ. მეგობარს თავი დაუქნია ლაშამ და კარებში მდგომ ანასტასიას გახედა, ექიმმა ოთახი დატოვა და გასვლისას გოგონას უთხრა: -შედი, მას სჭირდები! ამ უემოციო კაციგან გაუკვირდა, ასეთი მიდგომა, შემდეგ ის გაუკვირდა, თორნიკეს ვინმე სჭირდება?.. მაგრამ შიში და ტკივილი ხომ ყველაზე რადიკალური გრძნობაა, რომელიც ასევე რადიკალურ შედეგს გიტოვებს, ერთმანეთს გვაახლოვებს ან გვაშორებს! გოგონა ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა თორნიკეს, სიგაეტის ბოლში გახვეულს, რომელიც კედლის ერთ წერტილს უმზერდა გაყინული თვალებით, ეშინოდა საკუთარი ხორცის დაკარგვის ეშინოდა, რომელსაც კბილებით იცავდა წლები ახლა ერთი უყურადღებო ნაბიჟის გამო შეიძლება დაეკარგა.. ანამ მხარზე ხელი დაადო და თორნიკე უცებ შებრუნდა გოგონასკენ.. პ.ს. ველოდები შეფასებებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.