ჩემი ,,ტირანი " ( დასასრული)
თავი 20 მთელი ღამე არ მეძინა ,არც არავის შემოუხედავს ,დილას თითქოს თავს ძალა დავატანე ფეხზე ავდექი და სააბაზანოში წყალი შევისხი სახეზე ,ძალიან სუსტად ვგრძნობდი თავს ,სარკედან სულ სხვა ადამიანი მიმზერდა ,რომელსაც თვალები ჩასწითლებოდა ,თმა ერთმანეთში აბურდვოდა ,განადგურებული იყო ..ჩემდაუნებურად წამომივიდა ცრემლები,ვერ ვეგუებოდი საკუთარ თავს ასეთს ,სად გაქრა ძლიერი ბარბარე ,ის რომელიც ყველა პრობლემას უმკლავდებოდა და ყველაფერს ღიმილით ხვდებოდა..ცრემლები შევიწმინდე ,თვალები ამოვიბანე სავარცხელი ავიღე და თმის დავარცხნა დავიწყე,შემდეგ კი მისაღებში გავედი ,დემნა შეშინებული შემეფეთა კარებში -ბარბი,ისე შემეშინდა ,ამდენი ხანი აბაზანაში რომ ჩაიკეტე ,მეგონა რამე დაგემართა -ხელი მომხვია და მაგრად მიმიხუტა -კარგად ვარ,უბრალოდ ჩემი თავის ყურებით ვტკბებოდი -ირონიულად ჩავიღიმე -ჩემი პატარა,ხომ გითხარი ის არ შემოგეშვა სახლში-კბილებში გამოსცრა -არ გვინდა რა ამაზე დემნა ,გთხოვ -ღონემიხდილმა გავინთავისუფლე მისი მკლავებიდან თავი და თვალებში ჩავხედე -ვშორდებით ჩვენ მალე -რა? ის თანახმაა? -კი,ამიტომ შემოვუშვი,მთხოვა ორი კვირით დარჩენილიყო და მერე სამუდამოდ წავა -დემეტრემ ეს არ იცოდა ხო? -არა- დივანზე ჩამოჯდა -ისე ,არ გეწყინოს მაგრამ ძალიან არასწორად მოიქცა ,უნდა მოესმინა მაინც -გაბრაზებული მიუჯდა გვერდით -კარგი რა დემნა ,შენ რომ მარიამი გოგასთან ჩახუტებული გენახა ,მის სახლში,მისსავე ოთახში რას იფიქრებდი? -ხო,მაგრამ მოესმინა! -ტირანია დემნა ,ტირანიი -გაეცინა -ტირანებმა კიდევ ,მოსმენა არ იციან -ხო,ეგ აღარ გამხსენებია -დემნასაც გაეცინა -კარგი,ახლა უნდა ჭამო -რა გვაქ? -მარიამის გაკეთებული წვნიანი -სიცილით მითხრა -აუუ,მარიამის საფირმო წვნიანებს რა გამოლევს -სახე დავმანჭე -ბუტერბროდს გაგიკეთებ თუ გინდა -აუ კიი რა ,გთხოვ -ორი თითი მივიდე კისერთან -კაი,ისე ასე ადრე რამ გაგაღვიძა შვიდი საათია ჯერ -სამზარეულოდან გამომძახა -არც მძინებია -ჩემთვის ჩავილაპარაკე..ცოტახანში დემნამ ბუტერბროდი შემომიტანა ,გემრიელად მივირთვი ,შემდეგ ჩვენს ოთახებში შევიკეტეთ... *** ლოგინზე იწვა და ფოტოაპარატში ფოტოებს ათვალიერებდა ,ცდილობდა თავი როგორმე გაერთო ,უცებ დემეტრეს ფოტოს გადააწყდა ,აი იმას პარიზში რომ გადაუღო ჩუმად ,აკვირდებოდა და ეღიმებოდა ,საოცრად მოენატრა ეს ადამიანი,ძალიან ..აქამდე იმით იყო რომ ერთ ჰაერს მაინც სუნთქვდნენ ,ერთ ქალაქში იყვნენ ,მაგრამ დღეს ,დღეს დემეტრე სამუდამოდ წავიდოდა და დქტოვებდა ამ ქალაქში მარტო,ობლად წამოსული ცრემლი მოიწმინდა -ბარბი,გღვიძავს ?- კარებზე დააკაკუნა ნიკამ -ხო,შემოდი - ცრემლები შეიწმინდა ,ისიც უხმოდ შემოვიდა და საწოლთან ჩამოჯდა -ილაპარაკეთ?-ბარბარემ თავი დაუქნია -მერე? -მიდის -რა? -ხო,მიდის ,მტოვებს -ისევ ვერ შეიკავა ცრემლი -და შენ აქ ასე ზიხარ?-გაკვირვებულმა ჰკითხა -აბა რა უნდა ვქნა?-მხრები აიჩეჩა -უნდა წახვიდე და დაელაპარაკო,არ უნდა მისცე უფლება წავიდეს -არ მისმენს ,არ აქვს აზრი -ბარბარე ! ახლა ყურადღებით მომისმინე -კატეგორიული ხმით თქვა -ეს ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა,მე ვხედავ როგორ გიყვარს დემეტრე ,როგორ გტკივა უმისობა ,არ მოგცემ უფლებას მეორედ დაინგრიო ცხოვრება ,მითუმეტეს მეორედაც ჩემს გამო -მაგრამ -არავითარი მაგრამ, წუწუნი არ გამაგონო ! შენ რა ,ასე იჯდები და უფლებას მისცემ წავიდეს? ასე უშვებ შენს სიყვარულს?-საყვედურით სავსე თვალები მომანათა - იცი,მე რომ წავედი ,როგორ ვინანე შემდგომ ეს ,რამდენჯერ მინდოდა მოსვლა ,მაგრამ შენი შემეშინდა ,მეშინოდა რომ ზიზღით სავსე თვალებით შემომხედავდი. ჩემს თავს ვწყევლიდი იმის გამო,რომ ასე გაგიშვი, ასე უბრალოდ ,ერთ წამში.. ბარბარე - ხელი ხელზე მომკიდა - ნუ ტირი გთხოვ,ახლა ძლიერი უნდა იყო..წადი,წადი და იბრძოლე შენი სიყვარულისთვის! -რომ არ დამიბრუნდეს -მაშინ ყველაზე სულელი ადამიანი იქნება ქვეყანაზე ,თუ არ დაგაფასა .. -გმადლობ,ნიკა -გავუღიმე. ჩემი ხელი აიღო და ნაზად აკოცა -იცოდე ,ბედნიერი უნდა იყო -შენც უნდა იყო ! -ხელი აიქნია და გაეცინა -კაი რა ,მე ვიზამ რამეს ,ახლა ადექი ,მოწესრიგდი და წადი-თავი დავუქნიე ,წყალი გადავივლე ,სადად ჩავიცვი ,ჩანთა ავიღე და წასვლას ვაპირებდი კარებში ნიკამ რომ შემაჩერა -ბარბი,ხვალ წავიდეთ და გავეყაროთ - სევდიანი თვალები მომამათა ,ჩამეღიმა ,მივუახლოვდი და ნელა ვაკოცე ლოყაზე ,ხელები მომხვია და მაგრად მიმიხუტა -მომენატრები შე გიჟო -ჩუმად ჩამჩურჩულა ყურში -მეც -განვეთავისუფლე და ქვევით ჩავედი..ტაქსით დემეტრეს სახლს მივადექი, ძალიან ვნერვიულობდი,ხმამაღლა დავაბრახუნე ორჯერ ეზოს კარებზე -გისმენთ - დაცვამ გამიღო -დემეტრესთან ლაპარაკი მინდა -წავიდა ქალბატონო -სად წავიდა ? -აეროპორტში -უცებ დამეხვა თავბრუ და იქვე კედელს მივეყრდენი-კარგად ხართ ქალბატონო?-ხელი შემაშვლა -კი,რომელზე მიფრინავს,ან სად? -სამზე,საფრანგეთში -თავი დავუქნიე,საათს დავხედე ჯერ კიდევ მქონდა დრო, სწრაფად ჩავჯექი ისევ ტაქსიში და პირდაპირ აეროპორტისკენ ავიღე გეზი *** ამდროს ნიკა ბარში იჯდა ,ტკიოდა ,როგორ არ ტკიოდა ,მიუხედავად იმის რომ ბარბარე თავისი ნებით გაუშვა ,მისი ბედნიერებაც უხაროდა ,მაგრამ მაინც ტკიოდ გული.. კიდევ ერთი ჭიქა დაასხმევინა და სწრაფად გადაჰკრა -კაი რა ,ლარი რა არის -მოესმა გვერდიდან ქალის გაღიზიანებული ხმა ,იქით მიიხედა და დაინახა ახალგაზრდა სადად ჩაცმული ,შავგვრემანი გოგონა როგორ ეჩხუბებოდა ბარმენს -რა ვქნა გოგონა ,ჩემი ხომ არაა ეს ბარი, უნდა გადაიხადოთ -არც ბარმენი თმობდა -რა ხდება?-რატომღაც საქმეში ჩაერია ნიკა ,გოგომ უნდობლად გადმოხედა და ერთი აათვალიერა -ფული აკლდება ,მეკი ვუხსნი რომ ბოლომდე უნდა გადაიხადოს -ვაიმე,არ მაქვს და საიდან მოვიტანო?-გაღიზიანებულმა თქვა და შავი თვალები შეანათა -რამდენი გაკლდებათ?-იკითხა ნიკამ -სამი ლარი -ისე უთხრა არც შეუხედავს -მე გადავიხდი -ბარმენს გახედა -არ არის საჭირო ,თვითონ მოვგვარდებით -უხეშად უთხრა გოგომ -არა,გადავიხდი და მერე დამიბრუნეთ -გაეცინა მის ბავშვურობასა და უხეშობაზე ერთად ,ჯიბიდან ფული ამოიღო და ბარმენს მიაწოდა -გმადლობთ - ცოტა ტონი შეურბილდა -აუცილებლად დაგიბრუნებთ -დამეწვევით?-ვისკით სავსე ჭიქაზე ანიშნა -არ ვსვავ-ხელი აიქნია -აბა აქ რა გინდათ? -მეგობრებს გამოვყევი, ზოგადად არ მიყვარს ბარები და კლუბები ,მერე აქ დამტოვეს და წავიდნენ -უიი..ცუდია ,რა გქვიათ? -თქვენობით ნუ მომმართავ რა ,თავს უხერხულად ვგრძნობ ,არც ეგრე დიდი ვარ -რამდენის ხარ -22 წლის -ვაა ,სახელი? -ნიკის მეძახიან მეგობრები -ღიმილით უთხრა -სასიამივნოა ნიკი,მე ნიკა მქვია -ჩემთვისაც..კაი ჩემი დაქალები შერეკილები არიან,მაგრამ თქვენ რაღა გინდათ დღისით ბარში? -ამ დღეებში ცოლს ვეყრები და - ისე უთხრა ვითომ არაფერიო -ცუდია.. -მთავარია ის იყოს ბედნიერი -ძალიან გიყვარს ხო? არა უბრალოდ თვალებში გეტყობა ,ისე გიბრწყინდება როცა მას ახსენებ -კი,ძალიან,ჩემი პირველი სიყვარულია.. -ოო,პირველი სიყვარული არასდროს ავიწყდებათო ამბობენ -ამბობენ? მოიცა შენ არ გყვარებია? -არა -მხრები აიჩეჩა და მხიარული სახით შეხედა -კარგი მე წავალ, თქვენი ნომერი მომეცით ,ფული რომ დაგიბრუნოთ -თვითონ მთხოვე და ახლა შენ მომმართავ თქვენობით-სიცილით უთხრა ,გოგოსაც გაეცინა -არ არის საჭირო დაბრუნება ,მართლა -არა,სინდისი არ მომასვენებს -კაი მაშინ -ტელეფონის ნომერი მისცა,შემდეგ ერთმანეთს დაემშვიდობნენ *** მოწყვეტით გადმოვვარდი ტაქსიდან,ფული მივაჩეჩე და სწრაფად შევვარდი აეროპორტში,მაშინვე კომპიუტერთან მჯდომ გოგონას მივვარდი -სასწრაფოდ მითხარით საით არის საფრანგეთისკენ მიმავალი თვითმფრინავი -იქეთ წადით და შემდეგ მარჯვნივ შეუხვიეთ,მაგრამ უკვე ასაფრენად ემზადება -დაბნეულმა მითხრა -მადლობა -მივაძახე და სწრაფად გავიქეცი იქეთ საითაც მასწავლა ,ხალხი უკვე ჩამსხდარიყო,კარებიც დაეკეტათ ,უზარმაზარ გასასვლელში ფორმაში გამოწყობილი კაცი იდგა -შემიშვით გთხოვთ -სამწუხაროდ ვერ შეგიშვებთ,უკვე უნდა აფრინდეს -უხეშად მეუბნება კაცი -როგორ თუ უნდა აფრინდეს ,გეუბნებით შემიშვით, საქმე მაქვს !-გაღიზიანებულმა ვუყვირე -ვერა -უნდა დაველაპარაკო,გთხოვთ,აუცილებლად უნდა შევიდე ! - ვედრებით შევხედე ,უცებ გვერდითა მხრიდან დავინახე როგორ დაიძრა უზარმაზარი თვითმფრინავი ..მიდიოდა ,ჩემი ტირანი მიდიოდა და ვეღარ ვნახავდი -დემეტრე ,დემეტრე.. გამიშვით გთხოვთ!! -ყვრილი დავიწყე ,ტირილიც ამივარდა -რა ხდება?-მეორე ფორმიანიც მოვიდა -ქალბატონი შეშვებას ითხოვს -ძალიან გთხოვთ,იქ ჩემი საქმრო ზის ,სასწრაფოდ უნდა ველაპარაკო! -ახლა მეორე კაცს მივვარდი -არ შეიძლება გოგონა ,რა ვქნა -რატომ არ შეიძლება ,იქნებ რა ხდება ,ადამიანი რომ გთხოვთ არ უნდა გაგოთ?!-ყვირილზე გადავედი -თვითმფრინავი უკვე აფრინდა - უხეშად მითხრა ფორმიანმა ,ფანჯარაში გავიხედე ,მართლაც უკვე კარგ სიმაღლეზე ასულიყო,უარესად ამივარდა ტირილი -თქვენ რა ხალხი ხართ, ამდენი მახვეწნინეთ,აქამდე ხომ მოვასწრებდი ! -დამშვიდდით -როგორ დავმშვიდდე, ჩემი ცხოვრება წავიდა ,მორჩა დავკარგე , რა დამამშვიდებს!-ვუყვიროდი -ბარბარე - ვიღაცამ დამიძახა უკნიდან -მაცადე ,-უხეშად მივაძახე ,ისე არც გამიხედავს -თქვენ იცით რას ნიშნავს როცა შენი საქმრო გტოვებს და მიდის?!-ისევ ფორმიანს ვუყვიროდი -ერთი შენი შეყვარებული იჯდეს იქ ,მაშინ აქ ასე მშვიდად მუდო სახით კი არ იდგებოდი! -ბარბარე გეყოს ! -ისევ გაისმა -რა გინდა ,შენ ვინღა ხა.. -სიტყვა ენაზე შემაშრა ,ჩემს უკან დემეტერე იდგა ,თვალებგაბრწყინებული მიყურებდა და სიცილს ძლივს იკავებდა -ტირანო ! -დავიძახე და მისკენ გავიქეცი ,ხელები მოვხვიე ,მაგრად მივიკარი გულზე -შენ აქ ხარ ,არ წახვედი - სახეზე შევახე თითები,რათა დავრწმუნებულიყავი ნამდვილი იყო, ახლოს მივუტანე ტუჩები და მთელი სახე დავუკოცნე ,გიჟივით ვუცინოდი და ვეხუტებოდი ,ხალხი გაშტერებული გვიყურებდა -შენ არ წახვედი -ხო, ვერ წავედი ,მივხვდი ასე ვერ დაგთმობდი ჩემო ქაჯო - წელზე მაგრად მომხვია ხელები - დალაპარაკების გარეშე ვერ წავიდოდი ,მაპატიე გთხოვ - თავი დავუქნიე ,ხელი მომკიდა და სწრაფად დაეძგერა ჩემს ბაგეებს ,ხელი კისერზე შემოვხვიე და თმაში შწევუცურე -უკაცრავად ,იქნებ გარეთ გექნათ ეგ - ჩაახველა ფორმიანმა -მაცადე შენ ! -ერთი შწვუბღვირე და ახარხარებულ დემეტრეს მივუბრუნდი -წავედით? -ხელი გავუშვირე -წავედით - ხელი ჩამკიდა და აეროპორტიდან ერთად გამოვედით -რა გიჟი მყავხარ რა ,რანაირად ეჩხუბებოდი იმხელა კაცს -სიცილით მეუბნებოდა -არ მიშვებდა და -მხრები ავიჩეჩე -ხო.. ტუტუცი ეგ,-შემდეგ ერთი ამათვალიერა -რა არის გოგო ,როგორ გამხდარხარ ,ქმარი არ გივლიდა?-ირონიით მკითხა -აჰამ..-მეც ირონიით გადავხედე - სხვათაშორის ,ყოფილი ქმარი - ამაყად ვუთხარი და მის გაოგნებულ სახეზე სიცილი ამივარდა -დაშორდით? -ხვალ ვშორდებით -წარბები ავწიე . სახე გაუნათდა ,გაბრწყინებული თვალებით შემომხედა და ნაზად მაკოცა -მოიცა-თვალებში ჩამაჩერდა - ანუ ,ხვალიდან თავისუფალი ქალი იქნები? -დიახ ,რასაც მინდა იმას ვიზამ - დავამატე სიცილით -მხოლოდ ერთი დღით -წამში ჩამაშხამა -რატომ? -იმიტომ ,რომ ზეგ ვქორწინდებით -ჰმ..ვინ მოგყვება ერთი -შენ -რა დარწმუნებული ხარ ? ძლივს ერთ ქმარს ვეყრები და ახლა კიდე გავთხოვდე? -მე ჩვეულებრივი ქმარი არ ვარ საყვარელო -მისკენ შემაბრუნა და თვალი ჩამიკრა -აბა რა ხარ ? -მე ტირანი ვარ,დაგავიწყდა? -მართალია, შენ ჩემი ტირანი ხარ - გავუღიმე ,მანაც მაშინვე ამიკრა მკერდზე ,ხელი კეფაზე მომხვია და ნაზად მაკოცა..დღეიდან ის ჩემი იყო ,მხოლოდ ჩემი ,,ტირანი " ჩემო საყვარლებო და ერთგულო მკითხველებო,ძალიან ,ძალიან დიდ მადლობას გიხდით იმისთვის ,რომ ასე მედეგით გვერდით მთელი 20 თავის განმავლობაში..ძალიან მიყვარხართ და მადლობელი ვერ თქვენი,იმედი მაქვს მოგეწონებათ ბოლო თავი, ზოგადად დასასრულის დაწერა ყოველთვის მიჭირდა.. მალე კი დაგიბრუნდებით ახალი მოთხრობით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.