შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობებთან ჭიდილი {7თავი}


28-06-2018, 23:03
ავტორი Mathew
ნანახია 2 882

ორი დღე გავიდა იმის შემდეგ რაც ექიმმა ანას სიმსივნე დაუდგინა.მაქსიმე მის ყოველ დაძახებაზე ოთახში გიჟივით არბოდა,მაგრამ მაინც არ ასვენებდა ფიქრი იმაზე თუ ასე,ერთი შეხედვით როგორ დასვა ექიმმა დიაგნოზი.საავადმყოფოში წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ არ იცოდა ანა ვისთვის დაეტოვებია.
ბოლოს დედამისს დაურეკა და როცა სიტუაცია აუხსნა ქალი გაგიჟებული მოვარდა.
ისიც არ იცოდა რომ მისმა ვაჟმა ცოლი მოიყვანა.ეს კი გაუკვირდა მაქსიმეს,მაგრამ დაპირდა როცა მოვალ ყველაფერს მოგიყვებიო.
ქალის გაოცებას კი საზღვარი არ ქონდა როცა საწოლზე მძინარე ანა დაინახა.
ეშინოდა ვინმე ქუჩის ქალი არ მომითრიოსო,ძველი “მეზობლის“ დანახვისას კი თვალები გაუბრწყინდა.
-მაქსიმე რა გინდა საავადმყოფოში?-წასვლის წინ მოაბრუნა შვილი.
-საქმე მაქსვს ანასთან დაკავშირებით.
-რა ხდება?სერიოზულია რამე?
-არა,გუშინწინ კიბიდან დაგორდა და ახლა ექიმთან მივდივარ.
-კარგი დედა.იცოდე ყველაფერი მითხარი.
-კარგი-გაუღიმა და სახლი დატოვა.
ისევ იმავე სისწრაფით დაფარა სახლიდან საავადმყოფომდე მანძილი და ექიმის ძებნდა დაიწყო.
მალე მიაგნო იმავე ქალს და წინ აესვეტა.
-გამარჯობა ქალბატონო…
-ნინელი.
-ქალბატონო ნინელი.
-გისმენთ.
-მიცანით ხო?
-კი შვილო,თქვენი ცოლი გყავდათ მოყვანილი.
-დიახ.მაინტერესებს საიდან დაადგინეთ რომ სიმსივნე აქვს.
-ის სიმპტომები რომელიც მან ჩამოთვალა დამახასიათებელია სიმსივნესთვის.შეიძლება სიცხემ გამოიწვია,ან მობილურის გამოსხივებამ,ბევრი მიზეზია,მაგრამ ანალიზები მაინც ავიღე და თავი უნდა დავიცვათ.ანალიზები კი გვეტყვის ეს სიმსივნეა თუ არა,და თუ აღმოჩნდება იმასაც გვეტყვის ავთვისებიანია თუ არა.
-და რა სიმპტომებია?
-თავის ტკივილი,სწრაფი კლება წონაში და წნევის მერყეობა.
-კი მაგრამ,ის მხოლოდ 22 წლისაა,წნევები?
-ეს გამორიცხული არაა.
-კარგი მადლობა.
-მომისმინეთ,შემიძლია ანალიზის პასუხის გაგება დავაჩქარო.
-არა,მირჩევნია ხუთი დღე ვიცადო და შედეგი დაზუსტებული იყოს.
-კარგი.
-მადლობა.-მხოლოდ ეს უთხრა ქალს და ისევ მანქანაში მოთავსდა.სახლის კარები შეაღო და მაშინვე ოთახისკენ აიღო გეზი.ანა და თამარი ერთმანეთში საუბრობდნენ და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ.მასაც გადაედო მათი ემოცია და იდილიაც ჩაუშალა.
-რაზე საუბრობთ?
-შენზე-უცებ გაუცინა ანამ და უცებ აწითლდა.
-ოჰო.და რაზე დამცინით?
-შენი ბავშვობის სისულელეებს ვიხსენებთ.
-შემარცხვინე დედა?
-არა მაქსიმე,ჯერ ბავშვობის ფოტოები არ მინახებია-ეს რომ უთხრა თვალები დაუქაჩა არ გაბედოო,მაგრამ თინას ვინ გააჩერებს.უცებ ამოიღო ჩანთიდან ალბომი და ანას გადაუშალა.მაქსიმეც გვერდით მიუჯდა მეუღლეს,ხელი მოხვია და შუბლზე მიაკრა ტუჩები.
ანაც მოდუნდა და თავი მხარზე ჩამოადო.გაუკვირდა მისი ქცევა,მაგრამ იფიქრა რომ ამ ყველაფერს თინას მოსატყუებლად აკეთებდა.
ფოტოების დათვალიერების დროს ბევრი იცინიეს,მაქსიმეც ერთობოდა ბავშვობის გახსენებით.
^^^
ერთმა კვირამ ძალიან ჩვეულებრივად ჩაიარა,ანა მუდამ წუწუნებდა.ხან ადგომა უნდოდა,ზოგჯერ კი მარცხენა მხარი ასტკივდებოდა და წამოიკვნესებდა.
მაქსიმე ამ წამოკვმესებაზეც კი ცუდად ხდებოდა,საშინელ შიში გაატარა ეს ერთი კვირა.როგორც კი პასუხის გაგების დღე დადგა მაშინვე საშინელმა შფოთვამ აიტანა.არც მანამდე იყო კარგ დღეში,მაგრამ ახლა როცა პასუხს გაიგებდა…წარმოდგენაც კი ზარავს იმის,რომ ანას სიმსივნე აქვს.
ისედაც დაკარგა ეს რამდენიმე წელი მის გარეშე,ახლა კი როცა ამდენი ხნის შემდეგ,ის მის წინაა.
როცა შეუძლია ყველაფერი თავიდან დაიწყოს.
როცა შეუძლია აღარ ატკინოს და საბოლოოდ გაიღვივოს სიყვარული.
ზუსტად ამ დროს ის შეიძლება ხელიდან გამოეცალოს და საბოლოოდ დაკარგოს.
ისიც არ იცის რა უნდა უთხრას ანას, თუ ექიმის ვარაუდი გამართლდება.
-ანა-სააბაზანოდან პირსახოცმოხვეული გამოვიდა.
-გისმ…მაქსიმე შეწყვიტე ასე სიარული.
-ვერ უძლებ ხო?
-რა ხდება?-უცებ შეცვალა თემა.
-ანალიზების პასუხზე უნდა წავიდე და მალე დვბრუნდები.
-ჩემი ანალიზები?
-ხო.მალე დავბრინდები და შეეცადე არ მოიწყინო.
-კარგი.-ჩუმად ამოიდუდღუნა.
-უკვე მოწყენილი ხარ.
-არა,რატომ უნდა ვიყო?
-მე რომ მივდივარ იმიტომ.
-ნარცისო.
-კარგად-ლოყაზე აკოცა და კარადასთან მივიდა,ტანსაცმელს დაავლო ხელი და მეორე ოთახში გავიდა,იქედან კი პირდაპირ საავადმყოფოსკენ აიღო გეზი.
მალე ნახა ექიმი და ანალიზების პასუხის გასაგებად მის კაბინეტში შევიდა.
-პასუხები მოვიდა ხო?
-კი ბატონო მაქსიმე.
-პირდაპირ მითხარით.
-სიმსივნე მარცხენა მხარშია,მაგრამ კარგი ამბავი ისაა რომ ის არაა ავთვისებიანი.მისი მოშორება შეგვიძლია.საჭირო პროცედურებს მოვაგვარებთ და ოპერაციას რაც შეიძლება მალე დავგეგმავთ.
-გადარჩენის შანსი მაღალია არა?
-რა თქმა უნდა.
-კარგი.ახლა შეგვიძლია საბუთების მოგვარება დავიწყოთ?
-დიახ.
-მადლობა-შვებით ამოისუნთქა პასუხის გაგებისას.
ცოტახანში საბუთების მზადება დაიწყეს და საქმის უმეტესი ნაწილი მოაგვარეს.ოპერაცია ორშაბათს დაგეგმეს,მაქსიმეს კი ეს უფრო ახარებდა.
ახლა თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად გრძნობდა.
ექიმს დაემშვიდობა და სახლში მივიდა.
ოთახში როგორც კი ავიდა საწოლზე კომფორტულად მოთავსებულ ანას ზემოდან მექცა.ერთი ხელი კისერში შეუცურა,მეორე ლოყაზე მიდო და ნაზად,მაგრამ მომთხოვნად დაეწაფა გოგონას ბაგეებს.
-მაქს რა ხდე…ბა?-ძლივს ამოიჩურჩულა.
-არსად მიდიხარ.სულ ჩემთან იქნები გესმის? მხოლოდ ჩემი და მუდამ ჩემთან-მის ტუჩებს თავს არ ანებებდა და ისე ჩურჩულებდა.
-მხოლოდ შენი…მუდამ შენთან!
-გრძნობები ერთმანეთში მერევა ანა.
-ეს…ეს გრძნობების ჭიდილია…მაქსიმე.
-მაგრამ ის მაიმც ვიცი რომ მიყვარხარ!-ხრიწიანი ხმით ამოიჩურჩულა,შუბლი შუბლზე მიადო და ღრმად დაიწყო სუნთქვა.
-მაქსიმე.
-არ გინდა ანა,ვიცი…
-ყველა იმსახურებს მეორე შანსს-ხელები მოხვია და გულზე მიეხუტა.
მაქსიმეს კი თამამად შეუძლია თქვას რომ ეს დღე,ეს წამი და საერთოდ ახლა,ამ ადამიანის დახმარებით ის ყველაზე ბედნიერია და არ არსებობს სიტყვა რომელიც ახლა მის გრძნობას აღწერს!
-მაგრამ…-ისევ დაიწყო ანამ საუბარი,საწოლზე წამოჯდა და ბიჭს თვალებში მიაშტერდა.
-უნდა ხვდებოდე თუ რამდენად ძნელია ჩემთვის ამ ნაბიჯის გადადგმა.იმ…ტყუილის შემდეგ მიჭირს ისევ ნდობა…შენ კი იცი,რომ ჩემთვის ურთიერთობაში სიმართლე,ნდობა და ერთგულება მთავარია.უბრალოდ გაძლევ შანს,რომ დამიმტკიცო შემიძლია თუ არა გენდო.მინდა რომ ჩემი ნდობა მოიპოვო.მიჭირს ამის თქმა მაქსიმეს,მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.გამიგე რა,ძალიან გთხოვ.
-მესმის და ვხვდები ყველაფერს,მაგრამ უნდა იცოდე თუ რატომ მოგატყუე.
-მითხა…-სიტყვა შუაზე მაქსიმეს ტელეფონის ზარმა გააწყვეტია.მია ურეკავდა,მიხვდა რომ მასთან დარეკვა და პასუხის შეტყობინება დაავიწყდა.
-გისმენ.
-პასუხი მიიღე?-ყურმილს იქეთ გაისმა გოგონას ანერვიულებული ხმა.
-კი.
-დაა?
-ორშაბათს ოპერაციაა დაგეგმილი,ამის შემდეგ კი ყველაფერი დამთვარებულია.
-ანუ?
-ანუ ის რომ ყველაფერი კარგადაა.
-მადლობა ღმერთს.თქვენ გცალიათ?
-ჩვეენ?-ანასკენ გააპარა თვალი და მის აწითლებულ სახეზე ჩაეცინა.
-იცი რა?დასვენების ბოლო დღეები მაქვს,ამიტომ შემარგე.-მიას სიცილით გადაუჩურჩულა,ისე რომ ანას არ გაეგო.
-იცოდე ნათლია მე ვარ-უცებ ჩასძახა მობილურში და სანამ პასუხის გაცემას მოახერხებდა მანამდე გაუთიშა.
-რა ხდება?-ინტერესით სავსე მზერა მიაპყრო მეუღლეს.
-შენ ანალიზებზე ვიყავი...
-ხო ვიცი.პასუხი?
-კეთილთვისებიანი სიმსივნე მარცხენა მხარში.ორშაბათს ოპერაცია გაქვს.
-კი მაგრამ…ჯანდაბა-ხელები სახეზე ჩამოისვა.-გადარჩენის შანსი დიდია ხო?
-კი-გაუღიმა და ისევ მოხვია ხელები.
-მოდი იცი რა ვქნათ?
-რა?
-გულწრფელობის და სიმართლის საღამო მოვაწყოთ.
-გაინტერესებს რატომ მოგატყუე?-მაშინვე მიუხვდა ჩანაფიქრს.ანამაც უხმოდ დაუქნია თავი.
-მაგას საოპერაციოდან რომ გამოხვალ მაშინ გეტყვი.
-და რომ ვერ გადავრჩე?
-ვიცი რომ გადარჩები და ყველაფერი კარგად იქნება.ეს რომ არ ვიცოდე ისე არც გეტყოდი,ამიტომ სიმართლეს სამშაბათს გაიგებ.
-ორშაბათს არ შეიძლება?
-გადაღლილი იქნები,თან რეანიმაციაში იწვები და არ შემომიშვებენ.
-მართალი ხარ.
-არ გშია?
-არა-ხელები კომფორტულად მოათავსა მის გულმკერდზე და ტკბილად ჩათვლიმა.
მაქსიმე კი უყურებდა და ჯერაც ვერ იაზრებდა მათ დღევანდელ საუბარს.მიზნად ქონდა დასახული ანას შენარჩუნება და ამას აუცილებლად გააკეთებდა და მის ნდობასაც მოიპოვებდა.

^^^
თვალები როგორც კი გაახილა მაშინვე იგრძნო პიტნის მწარე და გრილი სურნელი.თვალები მინაბა და მხოლოდ შემდეგ გაიაზრა რომ დიტოზე იყო მოთავსებული.სწრაფად წამოხტა და გვერდი იცვალა,მაგრამ გუშინდელი ღამე გაახსენდა.
უცებ ამოუტივტიბდა გონებაში დიტოს სიტყვები,მაგრამ ყველაფერი მოჩვენებას დააბრალა და ძილი განაგრძო.
ამჯერად ბოხმა ბარიტონმა გამოიყვანა მორფეოსის სამყაროდა.
-მია გაიღვიძე,შეხვედრაზე გვაგვიანდება.-ძილბურანში მყოფმაც კი ადვილად ამოიცნო საყვარელი მამაკაცის ხმა.
-ისევ სიზმარი ხარ-ვითომ ჩუმად დაიჩურჩულა და ბალიში უფრო მაგრად ჩაიკრა.
-რა სიზმარია მია?ადექი!-მთელი ძალისხმევით ცდილობდა დიტო მის გაღვიძებას.
-მომშორდი.სიზმარში მაინც გამანებე თავი დიტო-მისი სახელი როცა გაიგო ყველაფერს მიხვდა და თავში მშვენიერმა გეგმამ გაუელვა.ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლა მოუნდა.
მის სურვილსაც აისრულებდა და მიასაც გააღვიძებდა.
უცებ დაიხარა გოგონას სახესთან.ორივეს სუთქვა ერთმანეთს ეფრქვეოდა,მაგრამ მიას თავი ისევ სიზმარში ეგონა სანამ ბაგეებზე ნაზი შეხება არ იგრძნო.
თვალები გაახილა ,მაგრამ დიტოს უძირო შავი თვალების გარდა ვერაფერი დაინახა.მალე ისინიც გაქრნენ და მის არომატს გრძნობდა.
განა ვერ ხვდება ახლა რა ხდება მის ირგვლივ?
უბრალოდ ამის დაჯერების ეშინია.
არ უნდა რომ გაქრეს.
-მიხარია ასე მაინც თუ გაგაღვიძე და დარწმუნდი,რომ სიზმარი და მოჩვენება არ ვარ-თვალი ჩაუკრა და კარებთან მივიდა.-ქვევით გელოდები,მალე მოემზადე თორემ ვაგვიანებთ.
სულელივით დააბოტებდა მთელი დღე აქეთ-იქეთ და ცდილობდა დიტოსთვის თავი აერიდებია,მაგრამ ეს კარგად არ გამოდიოდა რადგან ერთად მუშაობა უწევდათ.
ამას დიტოს ეჭვიანობაც ემატებოდა.
ერთ-ერთმა მისმა კლიენტმა მიას დაადგა თვალი,დიტო კი ცდილობდა რომ გოგონა მასთან მარტო არ დატოვებია.
მათ საუბარშიც ეჩრებოდა.ათას სისულელეს აკეთებდა თავს კი სულ ერთნაირად იმართლებდა.
-შენ ჩემთან მუშაობ.არ დავუშვებ რომ ვიღაც ცალტვინამ შეგაწუხოს.თან ახლა შენ სამსახურში ხარ,მუშაობის პერიოდში კი ყველანაირი სასიყვარულო ურთიერთობა აკრძალულია.
ეს ურთიერთობებთან დაკავშირებული წესიც მაშინ მოიფიქრა.
ყველაფერს აკეთებდა რომ მია გვერდიდან არ მოეშორებია,მაგრამ სახეზე არაფერი ეწერა.
ისევ ცივი გამოხედვა და ირონიული ღიმილი.
პირველად ცხოვრებაში ეშინოდა დიტო დვალს რაღაცის.
მაგრამ ეს რაღაც რა კი არა ,ვინ იყო.
ეს ვიღაც ქალი იყო.
ქალი სახელად მია მგალობლიშვილი.



ვიცი რომ დავაგვიანე.
მაგრამ ორი დღეა მოსამსახურედ ვარ ქცეული.
იმედია ჩემი გადაღლილობა არ აისახება ამ თავზე და ისიამოვნებთ.
უი, რა უნდა გითხრათ.
ახალი ისტორიის მუზა მომიფრინდა,ამის დასრულების შემდეგ კი მალე გიბრუნდებით,მაგრამ მაქსიმეს და ანას (სხვებსაც რა თქმა უნდა) ჯერ ვერ მოიშორებთ ! ))
მიყვარხართ და ძალიან დიდი მადლობა.



№1  offline წევრი teengirllove

chemi sayvareli da tkbili gogo xar shen, rogor miyvarxar ar ici, ufro shemiyvardi am tavsi shemdeg..vgijdebi shens nawerebze ,unichieresi myavxa..
mudam sheni bembi :))

 


№2  offline მოდერი Mathew

mirandaa31
კი დააგვიანე მაგრამ მაინც კარგი გოგო ხარ ❤️ ჩამატკბო ამ თავმა. ახლა ერთი ოპერაციაა სადარდებელი და ვსო მერე იმედია კიდე რამეს არ დამართებ ამ ტკბილებს :დ ძლივს დათანხმდა ანა და ახლა რომ მაქსიკოს ნნდობა გაუქრეს რაღა გვეშველება მერე. აი დიტო კიარის კარგი მოსარჯულებელი და მოარჯულოს მიამ მალე, პრინციპში მიამ კიარა შენ :დდ უხ რა გოგო ხარ ❤️ ტკბილი და საყვარელი ❤️ ახალი ისტორიის მუზა კი კარგია, მაგრამ ამაზე არ იქონიოს გავლენა :დ გელოდები ❤️

აუ ახლა როგორ გამახარე შენ არ იცი.
ძალიან დიდი მადლობა და გპირდებ,რომ ახალი მუზა ამ ისტორიაზე არ იმოქმედებს.
რაც შეეხება მოსარჯულებელ დიტოს-მიას მიანდე,მიხედავს.ანა და მაქსიმე კიდევ უფრო დაგატკბობენ ^^ მადლობა ასეთი ემოციებისთვის

teengirllove
chemi sayvareli da tkbili gogo xar shen, rogor miyvarxar ar ici, ufro shemiyvardi am tavsi shemdeg..vgijdebi shens nawerebze ,unichieresi myavxa..
mudam sheni bembi :))

ბემბიკოო.
ძალიან დიდი მადლობა,ახლა გჭირდება შენ ნერვეების დაწყნარება.
მიხარია თუ მოგეწონა,შენი აზრი მნიშვნელოვანიაა ^^
მადლობა და კიდევ ერთხელ მიყვარხარ ^^

 


№3  offline წევრი Crazy dreamer

ანააა <3 როგორ გამახარე ნეტავ იცოდე heart_eyes არაჩვეულებრივი თავი იყო ძალიან მომეწონა <3 kissing_heart საოცრება ხარ!!! ლოდინად ღირდა მვენიერი თავი იყო <3 ველოდები ახალს <3 ხო მართლა რაღაც ქერას დებილობები დამაკლდა sweat_smile ოპერაციის დროს იმედია ბევრს არ გვანერვიულებ kissing_heart წარმატებებიიი

 


№4 სტუმარი Wero

ომამა მიააააა!!!!! რაცუდი გოგო ხარ, რომ იცი და მაინც აგრძელებ ჩემს გაგიჟებას.აუუ ისეთი პაწაწინა თავი იყო,რომ არმეყოო და მოვიწყინეე(( ველოდები შემდეგ თავს და თანაც საკმაოდდ დიდდსსს. წარმატებები გაკოცეე***

 


№5  offline წევრი jenniferi

აუ რა მაგარი მოთხრობაა მალე დადეე რაა ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent