შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა ნიღბით [ ნაწილი პირველი]


29-06-2018, 00:56
ავტორი -venus-
ნანახია 6 471

- ანასტასია ტკაჩენკო , მამით უკრაინელი, დედით ქართველი, 21 წლის ობოლი გოგონა, ალბათ წარმოიდგინეთ ხო რა კარგი გარეგნობის იქნება..
მუქი ყავისფერი თმა, თეთრი კანი, მწვანე თვალები, პატარა ოდნავ აპრეხილი ცხვირი, მოზრდილი წითელი ტუჩები, ლამაზი, თხელი, მოგრძნო სახე. მოკლედ ულამაზესი გოგონა, რომელზეც არცერთი მამაკაცი არ იტყოდა უარს, თუმცა სტასია ჩაკეტილი იყო თავისი მშობლების გარდაცვალების შემდეგ. არავინ და არაფერი აინტერესებდა.
8 წლის იყო როცა დაობლდა, მაქამდე უკრაინაში ცხოვრობდნენ, თუმცა ამ სასშინელი ამბის შემდეგ თბილისში ბებიასთან ჩამოვიდა და ის ზრდიდა, სანამ ქალბატონი ნანულიც არ მიაბარეს მიწას..
დარჩა 17 წლის ანასტასია მარტო, უკრაინიდან "ვითომ ნათესავებმაც" მიივიწყეს, კიდევ კარგი სახლი მაინც ჰქონდა, სკოლაშიც აღარ დადიოდა, არების გამო გამორიცხეს და
ძირითადად სახლში იყო.



ოთხი წლის წინ

მამას დანატოვარი ფული, ბანკიდან ვერ გამომქონდა. არასრულწლოვნობის გამო, ამიტომ ეს 1 წელი საშინელ მდგომარეობაში გავატარე, ვერც ვერავინ მეხმარებოდა, ათასში ერთხელ, ბიძაშვილი ანდრეი ას ან ორას დოლარს თუ გამომიგზავნიდა, იმასაც ისე ვიზოგავდი თითქმის საჭმლის გარდა არაფერს ვყიდულობდი, ძნელია როცა მოზარდი ხარ, ხედავ, რომ შენხელები კარგად ჩაცმული, ახალთახალი ტანსაცმლით დადიან და შენ ფულს ვერ იმეტებ, იყიდო ის რაც მოგწონს, იმიტომ რომ მეორე დღეს მშიერი არ დარჩე, საშინელებაა.
ჩაცმას არ ვუჩიოდი თუმცა ახალი ტანისამოსი ყოველთვის სასურველი იყო, მითუმეტეს მაშინ როცა მოზარდი ვარ და ზომები უფრო და უფრო მეზრდება..


**
საშინელი ერთი წელი გავატარე და ამ დღით უბედნიერესი ვარ. მარტო იმიტომ, რომ შემიძლია ჩემს თავს წესიერად მივხედო.
დღეს ჩემი დაბადების დღეა, თუმცა ამ დღესაც ისევე ვარ მარტო როგორც ბოლო 1წელი..
ბებიის ოთახში, სამუშაო მაგიდის ერთ-ერთ სათავსოში ვიპოვე მამის ადვოკატის ნომერი და მაშინვე დავრეკე.
- ალო, გამარჯობა.
- გაგიმარჯოს, ვინ ბრძანდებით?
- მე ანასტასია ტკაჩენკო ვარ, თქვენი კლიენტის შვილი, ანდერძი აქვს ჩემს სახელზე დატოვებული. მითხრეს, რომ მხოლოდ სრულწლოვანს მექნებოდა უფლება, ანდერძში ნახსენები ქონება გამომეყენებინა და თქვენთვის დამერეკა, ამიტომ დღეს სწორედ ეგ დღეა, იმედია მოიცლით რომ სადმე შევხვდეთ.. თავისი ოდნავ მოტეხილი ქართულით ელაპარაკებოდა ადვოკატს და ადგილზე ცქმუტავდა
- აჰა, დიახ, ვიცი ბატონი ალექსეი მახსოვს, ანდერძიც მე მაქვს, დღეს საღამოს 7ზე იქნებ ჩემთან ოფისში მოხვიდეთ.ახლა საქმეები მაქვს.
- კარგით, მისამართი მომწერეთ და მოვალ..
- კარგით, დროებით.
მალევე მომივიდა შეტყობინება..
ლოდინი არ მიყვარდა ამიტომ დროის გასაყვანად, ხან დაკრიალებული ბინა დავალაგე, ხანაც სრულიად სუფთა სარეცხი გავრეცხე, ნეტა რატომ არ დამეზარა?! მაგრამ ფაქტია რომ დრო მალე გავიდა.
შემდეგ მოვემზადე და მითითებულ მისამართზე წავედი, სადაც მამის ადვოკატი მეგულებოდა..
შენობას თვალი მოვავლე და შიგნით მალევე შევედი. იქვე მიმღებში მჯდომ გოგონას ბატონი გიორგი ტაბატაძის ოფისის მდებარეობა ვკითხე.
- უკაცრავად, ბატონი გიორგი გელოდებათ?
- დიახ, დღეს ველაპარაკე და 7 საათზე დამიბარა.
- კარგით გასაგებია, მაშინ მესამე სართულზე აბრძანდით, ლიფტიდან ხელ მარჯვნივ დერეფნის ბოლოს მარცხენა კარია, აწერია გიორგი ტაბატაძე..
- დიდი მადლობა. გავუღიმე და ლიფტისკენ წავედი.

კარზე ნაზად მივაკაკუნე და როცა ნებართვა გაიცა მხოლოდ მაშინ შევაღე კარი..
- გამარჯობათ ბატონო გიორგი..
- გამარჯობა, ცოტახანი შეყოვნდა.
- ანასტასია ტკაჩენკო. მივხვდი , რომ ვერ მიცნო.
- მოდი დაჯექი.
მითითებულ სავარძელში დავიკავე ადგილი და საუბარი დავიწყე.
- იცით, მამამ ჩემს სახელზე, ბანკში თანხა დატოვა. ზუსტად არ ვიცი რამდენი თუმცა ვიცი, რომ სოლიდური თანხაა..
რადგან სრულწლოვანი არ ვიყავი აქამდე არ შემძლო სარგებლობა, ახლა კი მინდა საკუთარი ანგარიში გავხსნა და ეგ თანხა ჩემს ანგარიშზე გადმოვიტანო, იმედია დამეხმარებით..
- დიახ რათქმაუნდა ყველაფერს მოვაგვარებ. ამასობაში ანდერძი ამოიღო და გახსნა.. წაიკითხა და ყველაფერი გამაცნო,
აღმოჩნდა რომ ეს სახლი სადაც ახლა ვიყავი ჩემზე უნდა გადმოფორმდეს..
- ამ ყველაფერს რამდენ ხანში მოვაგვარებთ? მორიდებით ვიკითხე.
- რამდენიმე დღეში ვეცდები ყველაფერი მოვაგვარო თქვენ არ იდარდოთ..
- კარგით ძალიან დიდი მადლობა.
- არაფრის, შეგიძლია ბანკში მიხვიდე და ანგარიში გახსნა, ახლა საბუთებს გაგატან. იქ ეტყვი რომ ამ ანგარიშიდან რომელზეც მამაშენს აქვს თანხა დარიცხული, შენს ანგარიშზე გადმოიტანონ და ეგ პრობლემა მოგვარებულია..
- ძალიან დიდი მადლობაა..
საბუთებით ხელში გამოვედი შენობიდან და იქვე ახლოს მყოფ ბანკში შევედი. ყველაფერი ისე გავაკეთე როგორც ბატონმა გიორგიმ მითხრა.
თანხა ძალიან დიდი არ იყო, 15ათასი დოლარი გადმოირიცხა ჩემს ანგარიშზე..
ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავს ყველაფრის უფლება მივცე. პირველი რაც გავაკეთე დიდი ხნის სამყოფი პროდუქტი ვიყიდე, რომ მაცივარი ამევსო, შემდეგ რამდენიმე ახალი ტანსაცმელიც ვიყიდე და სახლში წავედი..
ღმერთო ახლა მთელი დღეები სახლში ხომ არ ვიქნები, მეგობრებიც არ მყავს, არც ვსწავლობ..
კომპიუტერი ჩავრთე და სამსახურის ძებნა დავიწყე...
ზოგგან ასაკი დამიწუნეს, უფრო დიდები გვჭირდებაო, ზოგგან საშუალო განათლება მაინც უნდა გქონდესო, " რა უბედურეებაა ჩვეულებრივმა ადამიანმა სამსახური ვერ უნდა იშოვოს? "
ბოლოს ერთს მივაგენი და მოცემულ ნომერზე გადავრეკე..
- გამარჯობათ, სამსახურის თაობაზე ვრეკავ..
- დიახ, რამდენი წლის ბრძნადებით?
- 18 წლის ვარ.
- გასაგებია, სამსახური სტაბილური იქნება, იმედია მთლიანი განაკვეთი გაწყობთ..
- დიახ დიახ არარის პრობლემა,
- კარგით მაშინ ხვალ 11ზე გასაუბნებაზე მობრძნდით, მაღაზიაში ვიქნები, მენეჯერი იკითხეთ და გეტყვიან გოგონები ჩემს ადგილს. ხელფასზე და დანარჩენ წვრილმანებზე გავისაუბროთ..
- დიდი მადლობა, ხვალამდე..
"იესსს..." იმხელა შევკივლე გული მეთვითონაც გამისკდა. სასურსათო მაღაზიაში კონსულტანტი არც ისეთი ცუდია, სულ არაფერს ჯობს.
სამზარეულოში გავედი, საჭმელი გავაკეთე, ვივახშმე და ტელევიზორის წინ ჩამოვჯექი.
დივანზე ჩამძინებია. ღამის 4 საათი იქნებოდა, რომ გამეღვიძა და საძინებელში გადავინაცვლე.

დილით ათისნახევარზე გავიღვიძე, ავდექი, აბაზანაში შევედი, წყალი გადავივლე და გამოვედი.
სარკესთან ჩამოვდექი და ტანს დავაკვირდი, ხანდახან მჭირდა ხოლმე ესეთებიც, ვუყურებდი და მომწონდა ჩემი თავი.. თუმცა თვალებს ვერაფერს ვუხერხებდი, ყოველთვის ნაღვლიანი და დამწუხრებული მქონდა..
თმა გავიშრე, ვეცადე ცოტათი სადად ჩამეცვა, თავი მოვიწესრიგე და სახლიდან გაავედი.

მარჯანიშვილზე, საშუალო ზომის მარკეტთან გავჩერდი და ღრმად ამოვისუნთქე. "იმედია ყველაფერი კარგად იქნება" ჩემს თავს შემოვუძახე და მარკეტში შევედი. სალაროსთან მჯდომ გოგონას მენეჯერის ოთახი ვკითხე, მანაც მარკეტის ბოლოს პატარა ოთახში შემიყვანა და სავარძელში მჯდომი ქალბატონიც ჩემსკენ შემოტრიალდა..
- მოხვედით? მოდი დაჯექი..
- დიახ, გამარჯობა. მის წინ სავარძელში დავიკავე ადგილი..
- მოკლედ გარეგნულად მომეწწონე, ხელფასი დღეში 15 ლარი გექნება, სექციას შენთვითონ შეარჩევ, პლიუს ამას სექციიდან გაყიდულ ნავაჭრზე ბონუსები დაგერიცხება, ხელფასს თვიურად აიღებ, ახლა კარტას მოგცემ და ამ კარტაზე დაგერიცხება, შენი განრიგი დილის 9დან საღამოს 9მდეა, იმედია კმაყოფილი ხარ და რაიმე პრობლემას არ წარმოადგენსს. ყველაფერი ერთი ამოსუნთქვით მითხრა და ბოლოს უბრალოდ გამიღიმა.
- დიახ, ქალბატონო...
- ნუცა. კვლავ გამიღმა
- ქალბატონო ნუცა თანახმა ვარ, ყველაფერი მაწყობს და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ძალიან დიდი მადლობა..
- უკან გამოსვლას ვაპირებდი რომ შემაჩერაა.
- ხოო შენი სახელი?
- ანასტასია ტკაჩენკო.
- კარგი ანასტასია, ხვალ 9ის ნახევარზე აქ იყავი, სექციას აირჩევ და მაღაზიის ფორმასაც მოგცემ, ახლა შეგიძლია წახვიდე.
- კარგით მადლობა, ხვალამდე.
უზომოდ ბედნიერი წამოვედი სახლში, ჩემთვის სექციას არ აქ მნიშვნელობა, თევზეულის გარდა, ვერ ვიტან თევზს.

დილით როგორც ქალბატონმა ნუცამ დამიბარა, 9ისნახევარზე იქ ვიყავი, რძის პროდუქტებში დავიწყე მუშაობა, ძალიან მომეწონა და თავსაც კარგად ვგრძნობდი, თავიდან ცოტა გამიჭირდა, თუმცა შემდეგ ყველაფერს შევეჩვიე და შესაბამისად ისე ძლიან არ ვიღლებოდი როგორც ადრე..
დაახლოებით 2 წელი ვიმუშავე ამ მაღაზიაში, იქაური გოგოებიც გავიცანი და დავიმეგობრე კიდეც, თუმცა მხხოლოდ ერთთან ვიყავი კარგად, მარიამ დადვანი, ძალიან კარგი გოგოა, ჩემსავით მუქი თმებით თუმცა ყავისფერი თვალებით, ერთად ვმუშაობდით, ის კეჩუპებში იყო მე რძის პროდუქტებში, ხშირად დავდიოდით სამსახურის შემდეგ გაასართობად, ხანდახან ჩემთანაც რჩებოდა, მოკლედ ერთადერთი საუკეთესო მეგობარია..
2 წლის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა მარკეტში, სხვა უფროსები მოვიდნენ, იქაურობა გაარემონტეს და ბევრი ხარჯის გამო, შემცირებები დაიწყო, მართალია ძალიან ბევრნი არ ვიყავით თუმცა სექციებიდან სადაც ორ-ორი კონსულტანტი მუშაობდა თითოზე ჩამოვიდა, სამწუხაროდ შემცირებაში მეც მოვხვდი, მარიამი არა, ისევ მარკეტში მუშაობდა მაგრამ რამდენჯერმე მითხრა: “წამოვალ მეც და ერთად სხვაგან დავიწყოთ მუშაობა-ო” თუმცა მე უარი ვუთხარი, საღამოობით მოდიოდა ჩემთან, ვლაპარაკობდით ვერთობოდით...

დიდიხანი ვეძებდი სამსახურს, რა აღარ ვცადე თუმცა უშედეგოდ, ისევ სამსახურის გარეშე დავრჩი, რამდენიმემ დამირეკა მივედი, თუმცა არ დამიტოვეს, არ ვიცი უბრალოდ ამ ქვეყანაში ხალხი როგორ ცოცხლობს.. მაინცდამაინც ნათესავი უნდა გყავდეს სადმე ან ფულიანი უნდა იყო რომ სადაც გინდა იქ დაიწყო მუშაობა, მაგრამ ფულიანი თუ იქნები მუშაობა რაღად გინდა?! არ ვიციი, არ ვიცი რა გავაკეთო, ფაქტია რომ ესე დიდიხანი ვერ გავძლებ, მამას დატოვებული ფულიც ნელნელა მეხარჯება, არ მინდა რომ უმუშევარი ვიყო..
მე და მარიმ უამრავ ადგილას დავრეკეთ, ხან რა მიზეზით მითხრეს უარი ხან რა.. ასე უაზროდ გავიდა 2 წელი, მხოლოდ მარი მყავდა გვერდზე. დატოვებული ფულიც გამომელია, გიჟს ვგავარ, აღარ ვიცი რა გავაკეთო, ყველაზე საშინელებაა როცა გინდა მუშაობა და არ გამოგდის, რამდენჯერმე დამლაგებლადაც მინდოდა დაწყება თუმცა ყველა ამ პასუხიით მისტუმრებდა: "20წლის გოგომ რა უნდა დაალოგოსო" და უკან მიშვებდნენ...


დღეს... 14.04.2016

- სტააასს, გოგო, სახლში ხარ?
- კაი მეხუმრები აბა სად უუნდა ვიყო?! შენ საით ხარ, სამსახურს რომ მორჩები გამომიარე რაა..
- გოგო დრო არ მექნება, დღეს მარკეტის გახსნის 10წლის თავია და რაღაც ფართის აწყობენ. შენც წამოდი, მარტო ნუ გამიშვებ რაა ძალიან გთხოოვვ..
-გოგო არ ვიცი, რა უნდა ჩავიცვა? ანუ ძაან გადაპრანჭულები იქნებიან?
- არ ვიცი უბრალო კაბას ვიცმევ მე, როგორი გადაპრანჭულებიც არ უნდა იყვნენ არ მადარდებს.. გაიცინაა
- ხო ეგეც მართალიაა, კარგი მაშინ წამოვალ რომელ საათზეა?
- 8ზე იწყება, რესტორანს ხურავენ პეკინზე სადღაც, ზუსტ მისამართს მომწერენ და გამოგივლი ერთად წავიდეთ ხო ?
- კაიი მარრ. 7სკენ გამომიარე მაშინ და გავიდეთ..
- აჰამ გაკოცე და შეხვედრამდეეე..
- ხო მიდი მეც გაკოცეე..

6საათი იქნებოდა მზადება რომ დავიწყე. აბაზანაში შევედი, წყალი გადავივლე და პირსახოც მოხვეული ოთახში გამოვედი. კარადის წინ დავდექი და ვარჩევდი რა უნდა ჩამეცვა..
დიდი არჩევანი არც მქონია თუმცა რამდენიმე მაინც მქონდა.
ბოლოს შავი მოტკეცილი კაბა ავარჩიე, ტანს კარგად მიჩენდა ამიტომ შავ მაღლებთან ერთად, იდეალურ ფორმებს ქმნიდა..
თმაც გავიშრე, "ლაითი" მაკიჟი და მზად ვიყავი..
7ისკენ მარიამი მოვიდა, ცოტახანი ამოვიდა, ყავა დავლიეთ და 15წუთში სახლიდან გავედით..

რესტორანში შევედით და თვალში ძლიან ბევრი უცნობი სახე მომხვდა, თუმცა რამდენიმე ნაცნობიც. გოგობი მოცვივდნენ გადამკოცნეს, მომიკითხეს და ისევ თავიანთ ადგილს დაუბრუნდნენ..
დაახლოებით 200კაცი იქნებოდა, არადა არ მესმის ამდენი ხალხი რა საჭირო იყო უბრალო ფართისთვის რომელიც მარკეტის გამო გაიმართა..
დროს კარგად ვატარებდით, მე და მარი ერთმანეთს არ მოვშორებულვართ. ხან ვინ გავჭორეთ ხან ვინ.. ესე ვიყვანდით დროსს..
- გოგო ის ქალი ვინარი რანაირად გაკვირდება, იცნობბ??
- ვინ ქალი?
- რავი აი იქითკენ ზის, თვალი არ მოუშორებია, ხან როგორ აგათვალიერა ხან როგორ.. გაიცინა და თავით იმ ქალის ადგილსამყოფელი დამანახა..
- აზზე არ ვარ, მერავიცი, მიყუროს და იყოსს.. ორივემ გავიცინეეთ და სასმლის ჭიქა მიჭახუნების შემდეგ დავლიეთ...
ცოტახანში გვერდით ვიღაცის მოჯდომა და სუნთქვა ვიგრძენი..

- გამარჯობა.
მივტრიალდი და ის ქალი მეჯდა გვერდით, საერთოდ არ მეცნობა ნეტა ვინ უნდა იყოს..
- გაგიმარჯოს. გიცნობთ?
- თქვენ ალბათ ამ მარკეტში მუშობთ ხო?
- მე არა ჩემი მეგობარი მუშაობს და წვეულებაზე გამოვყვეი..
- გასაგებია, რამდენი წლის ხარ? ოჯახი გყავს? უცხო სახე გაქვს ალბათ სხვა სისხლიც გირევია.. ძლიან მოწიწებით და მომღმარი სახით მელაპარაკებოდა თუმცა ვერ ვხვდებოდი ვინ იყო..
- მე 21ის ვარ,ნახევრად უკრაინელი, ოჯახი არ მყავს! უკაცრავად მაგრამ ვინ ბრძანდებით ?
- უბრალოდ მომეწონე და გამოლაპარაკება მინდოდა. შენ არ მუშაობ?
- არა, არ ვმუშაობ სამწუხაროდ..
- აჰა, რატოომ? არ გინდა თუ უბრალოდ ვერ შოულობ? ისევ გამიღმა..
- დაახლოებით 1წელია ვეძებ თუმცა....
- ჰმმ, შეგიძლია რომ აივანზე გამომყვე? მარტო ვილაპარაკოთ, თუ პრობლემას არ წარმოადგენს..
მარის გადავხედე და თალები რომ დაახამხამა თანხმობის ნიშნად, ავდექი და აივანზე გავყევი..
- დიახ გისმენთ, იქ რატომ ვერ ვილაპარაკებდით?
- უბრალოდ ხმაურია და მინდა სიმშვიდეში გელაპარაკო..
- გისმენთ..
- ძალიან მომეწონე, არ ვიცი დამთანხმდები თუ არა, თუმცა გპირდები რომ კარგ პირობებს შემოგთავაზებ..
- უკაცრავად ვერ ვხვდები??
- მოკლედ მე გოგოებს ვამუშავებ, მიხვდი ალბათ..
- ის, არა, ანუ, როგორ ამუშავებთ?
- ანუ კლიენტები ყავთ და სხეულს სთავაზობენ..
- კი მაგრამ მე რაშუაში ვარ?
- უბრალოდ მომეწონე, შენნაირი არ მყავს, თუ დამთანხმდები, ყველაფერი ისე იქნება როგორც იტყვი, ყველაზე საუკეთესო კლიენტები გეყოლება, იმდენს აიღებ რამდენიც მოგინდება..
თან რამოდენიმე საათში..
- იცით, მე არ ვიცი.. ძაიან დამაბნია ამ ქალის შემოთავაზებამ და ენა ძლივს მოვატრიალე, რომ სათანადო პასუხი გამეცა. - ასეთი რამ არასდროს წარმომედგინა.
- მესმის, ყველაფერი მესმის, თუმცა შემიძლია 1კვირა დრო მოგცე, აწონ დაწონე, იქნებ დამთანხმდე.. ახლა მე უნდა წავიდე.. ჩანთიდან პატარა ფურცლის ნაგლეჯი ამოიღო და გამომიწოდა.
-ეს ჩემი ნომერია, თამუნა მქვია, თუ გადაწყვეტ აუცილებლად დამიკავშირდი, ძალიან გამახარებ.. გამიღმა და გაუჩინარდა.
მე ცოტახანი აივანზე დავრჩი, ჰორიზონტს გავხედე და ყველაფერი გავაანალიზე, ყველაზე მეტად იმის მეშინია რომ, პირველი ვიღაც ბინძური ფულიანი კაცი უნდა იყოს და არა ის ვინც შემიყვარდება..
რა ჯანდაბა ვქნა არ ვიცი, მარიამს უნდა დაველაპარაკო და ვკითხო. ვიცი ამაზე დაფიქრებაც კი სისულელეა, ვიცი თუ გადავწყვეტ ცუდად მოვიქცევი, მაგრამ დასაკარგი აღარაფერი მაქვს. ჩემს თავს შემოვუძახე ღღმად ჩავისუნთქე და დარბაზში შევედი.

-გოგო სად ხარ აქამდე, რაო, რა მინდაოო იმ ქალმა, ნაცნობია??
- არა არარის ნაცნობი, მოდი რა წავიდეთ, გთხოვ.
- რა მოხდა მშვიდობაა?
-არ ვიცი, ტვინი სულ არეული მაქვს! სამსახური შემომთავაზა..
- ვაა მერე მაგას რა ჯობს? კი მაგრამ ტვინს რა გირევს?
- მოდი წავიდეთ რა, ჩემთან დარჩი დღეს და გეტყვი, შენი აზრიც მაინტერესებს..
- ვიამე არ იტყვი რა ხდება? დავწყდი ქალი ინტერესით.
- მშვიდობაა მშვიდობა, სახლში ვილაპარაკოთ..
- ხო კარგი, მოიცა გოგოებს დავემშვიდობოთ დაა წავიდეთ..
გოგოები სცენასთან ახლოს იდგნენ და მარკეტის უფროსს უსმენდნენ, მივუახლოვდით დავემშვიდობეთ და რესტორნიდან გმოვედით, ტაქსი გავაჩერეთ, ჩავსხედით და სახლისკენ წავედით.
“ძალიან ვნერვიულობ, არ ვიცი მარი რას მეტყვის.” სახლამდე სულ ეს მიტრიალებდა თავში, მთელი სხეული დაძაბული მქონდა და ნერვიულობისგან მუცელიც ამტკივდა.

სახლში რომ მივედით, მარი სამზარეულოში გავიდა, ყავას მოვადუღებო, მეც ამასობაში ოთახში შევედი და გამოვიცვალე.
-მოდი ერთი აქ და ამიმხსენი ნორმალურად რა ხდება..
- რა ხდება და არ ვიცი რა ხდება, ჩემთვის სრულიად მოულოდნელი წინადადება შემომთავაზა, მაგრამ მგონია რომ დავთანხმდები..
- ახლა არ ვიცი რას გიზავ. ასე ნამიოკებით რამდენხანს უნდა მელაპარაკო?
- ხო კარგი, კარგი... მოკლედ, მითხრა, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი უნდა გავხდე. როგორც მე მინდა ყველაფერი ისე იქნება, ჩემი წესები მექნება და რამდენსაც მინდა იმდენს ავიღებ, ბევრს არ მოითხოვს ჩემგან... იქით გავიხედე, მარის თალებში ვერ ჩავხედავდი.
- გოგო შენ სულ გაგიჟდიი? რა გინდა ცხოვრებას იღუპავ??
- რომელ ცხოვრებას მარი? რომელ ცხოვრებას?! ეს ცხოვრებაა? სამსახური არ მაქვს, თითქმის ერთი წელია შეუწყვეტლივ ვწვალობ, რომ რამე ვიპოვო და აჰა, შედეგს შენთვითონაც ხედავ, რა ვქნა მარი მითხარი, მშიერი მოვკვდე? ვიმათხოვრო? თუ რა გავაკეთო..
- რადგან ერთი წელია ვერ პოულობ სამსახურს იმას ნიშნავს, რომ ვიღაც მამაშას მეძავობაზე უნდა დათანხმდე? ან საერთოდ ამაზე როგორ დაფიქრდი? არაფერი გამართლებს! ხმას ნელ-ნელა უწევდა და ვგრძნობდი, რომ ძალიან გაბრაზდა.
- მარი, იცი რომ შენს გარდა არავინ მყავს, შენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, ასე რომ არ იყოს, არაფერს გეტყოდი და ჩემით მივიღებდი გადაწყვეტიილებას. უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს გამიგე გთხოვ. ყველასთან არ მივალ, მართლა..
- შენ საერთოდ შეიშალე ხო?! როგორც ჩანს მაინც შენ გადაწყვიტე, იმიტომ რომ მე არ გემხრობი და შენს ამ საქცილს არც არასდროს მივემხრობი. იქნებ კარგად დაფიქრდე და უარი თქვა? მე დაგეხმარები, ხელფასს გაგიყოფ, რაც დაგჭირდება ყველაფერს მოვაგვარებთ. სტაასს, კარგად დაფიქრდი რაა. არ მინდა რომ ცხოვრება დაინგრიო..
- ცხოვრება მაშინ დამენგრა როცა მშობლები და ბებია დავმარხე. სხვა გზა არ მაქვს მარი, შენი ხელფასი კი შენი ხელფასია, შენ ძლივს გყოფნის მე რომ გამიყო რა უნდა დაგრჩეს? მოვრჩეთ მაგაზე საუბარს, მასე არ გამოვა. ერთი კვირა მომცა ვადა თამუნამ, ამ ერთ კვირაში კიდე ვცდი სამსახურის მოძებნას, თუ არ გამომივიდა...
- კარგი კარგი, ყველანაირად ვეცდები, რომ ერთ კვირაში რამე გიპოვო. იმედია ამ ყველაფერს თავიდან აგაცილებ. ჩამეხუტა და მხარზე ხელი ჩამომისვა.
არ ვიცი მარი რომ არ მყავდეს რა მეშველებოდა, ხმის გამცემიც არავინ მყავს, მართალია ბევრ რამეში ერთმანეთს არ ვეთანხმებით, მაგრამ რამენაირად ყოველთვის ვგვარდებით. არც მინდა რომ ამის გამო მარი დავკარგო, თავში იმდენი აზრი მიტრიალებს ლამისაა გამისკდეს. იმედია ჩემს გადაწყვეტილებას მიიღებს და არ მიმატოვებს.
ფიქრებში ვიყავი გართული, ერთად ვიწექით მე და მარი, მარის მალევე ჩაეძინა მე კი ჩემს facebook გვერდზე რაღაცებს ვათვალიერებდი. ვიღაცის რექუესთი მომივიდა.
“ნიკოლოზ აბრამიძე”
ჰმმ, არ მეცნობა, თუმცა საკმაოდ სიმპათიურია, მის გვერდზე გადავედი და ფოტოები დავათვალიერე, ნამდვილად რომ სიმპათიურია.
არ ვიცი რატომ მაგრამ დავიმატე.
რამდენიმე წამში კი შეტყობინება მომივიდა.
" გამარჯობა ანასტასია, იმედია არ შეგაწუხე..."
" გაგიმარჯოს ნიკა, არა შეწუხებით არ შეგიწუხებივარ."
" მიხარია, შენი გაცნობა მომინდა უბრალოდ, წინააღმდეგი ხომ არ ხარ?"
" არა, მეგობრობას და ახალი მეგობრების გაჩენას რა ჯობს?." ღიმილის სმაილიც მივაწერე
" ძალიან მიხარია ასე რომ ფიქრობ..."
...............
კიდევ დიდიხანი ვილაპარაკეთ, დავმეგობრდით, ისე დამათენდა ვერც შევამჩნიეე..
" უკვე თენდება და ძალიან მეძინება, უნდა წავიდე კარგი? "
" კარგი ტასო, გამიხარდა შენი გაცნობა, ჯერ მხოლოდ ონლაინში, იმედია მალე ერთმანეთს შევხვდედბით.."
" აჰამ, იმედია..." დავემშვიდობე, ლეპტოპი გამოვრთე და მეც დასაძინებლად გადავტრიალდი..
- არ მითხრა რომ ეხლა იძინებ... უკნიდან მარის დაბოხებული ხმა მომესმა.
- ხოო, რა იყო გაგაღვიძე?
- რასაკეთებდი ამდდენ ხანს? ვერ ხარ?
- ერთი ბიჭი გავიცანი და ლაპარაკს შევყევით..
- აჰა, კიდევ ერთი მიზეზი რომ იმ შენს მამაშას არ უნდა დაურეკო. რო შეგიყვარდეს ვინმე როგორ მოიქცევი? მაგაზე არ დაფიქრებულხარ?
- კარგი რაა მარი, უბრალოდ ვიმეგობრებთ და მორჩა, 2 წამში ნუ დამაქორწილე ახლა, კარგი რა, მეძინება და მოდი დავიძინოთ გთხოოვ..
- არ ვიცი შენ რა გეშველება.. კაი დაიძინე... მომეხუტა და ორივეს მალევე ჩაგვეძინა.
ძალიან გვიან გავიღვიძე, მარის უკვე ეღვიძა და მგონი სამზარეულოში იყო, იმიტომ რომ ძალიან გემრიელი სუნი ვიგრძენი.
წამოვიზლაზნე, საათს დავხედე და 4 საათს მიჩვენებდა, “ უიმეე, დამეძინა კიდევ რა მეჩქარებოდა” მომაბეზრებლადდ დავიჯაჯღანე და თვალები ავატრიალე. ავდექი და სააბაზანოში შევედი, წყალი გადავივლე და ცოტა გამოვფხიზლდი კიდეც.
შემდეგ სპორტულები ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი..
- ოხ მძინარე მზეთუნახავმა გვიკადრა??
- კაი რა მარ, თავი მისკდება, ამდენიხანი ცხოვრებაში არ მიძინია.
- რატო არ გეტკინება გენაცვალე, ვიღაცასთან ჟღურტულში დაგათენდა დაა..
- ოო, ნუ დაიწყე ახლა. რასაკეთებბ? რაკარგი სუნიაა..
- რას და რავიცი, საუზმე მინდოდა რომ გამემზადებინა მარა რო ვერ გაიღვიძე უშენოდ ვჭამე, ხო იცი, დილით სულ მშია ხოლმე. ახლა კიდევ საჭმელს ვაკეთებ, სოუზს..
- აი ამდენი ლაპარაკი რათ გინდოდა. გეთქვა რო სოუზს აკეთებ და ვსო.. გავიცინე და წყლის გამაცხელებელი დენში შევაერთე..
- უჟმური ხარ ძალიან, მიდი მიდი ტყუილად ჯდომას გამოიტანე შენი ლეპტოპი და ჩაუჯდეთ ვაკანსიებს.
- ხო კარგი. წამოვდექი, სამზარეულოდან გავედი და ოთხიდან ლეპტოპი გამოვიტანე, ისევ ჩემს ადგილას დავჯექი, ჩავრთე და განცხადებებთან ერთად, facebook-იც ჩავრთე.
ისევ ნიკოლოზის შეტყობინება დამხვდა თუმცა არ მინახავს, მერე ვნახავ, ჯერ სამსახურს ვიპოვი, თუ ვიპოვე.
- ჰე ახლა აბა ჩამოყევი.
კონსულტანტი, აი დარეკე მიდი.ხო კაი დამაცადე.
.................
- აუუ, უკვე ავიყვანეთოოო, წაშალონ მაშინ განცხადება, რა ჯანდაბად უდევთ?
- კაი დამშვიდდი, ეს არ გამოვიდა სხვა გამოვა.
- ხო აბა რა როგორც ეს ერთი წელი გამოდიოდა ისე გამოვა ახლაც, კი აბა რა..
- ნუ ხარ პესიმისტი რა.. ცოტა ოპტიმისტურად შეხედე ცხოვრებას.
- კაი რაა, რა ოპტიმიზმი, რა პესიმიზმი, რეალისტი ვარ, ვხედავ რომ არ გამოდის და მორჩა.
- გააგრძელებ?? ნერვებმოშლილმა წარბი ამიწია და თვალებში ისე შემომხედა გული გამისკდა..
- კაი ეგრე ნუ მიყრებ.
- ხოდა ძალიან კარგი მიდი..
...............
კიდევ რამდენიმე ადგილას დავრეკე და ისევ უარი..
ესე გავიდა ეს 1 კვირა, მარის მხოლოდ საღამოობით ვხედავდი, ან თუ დაისვენებდა რჩებოდა ხოლმე, ნიკოლოზთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა გამიგრძელდა, თუმცა საუბარში ფლირტის პატარა დოზაც იმჩნეოდა.

მოვიდა ის დღე, დღე როცა ჩემი "ცხოვრება" შეიცვლებოდა.
ტელეფონი მეჭირა ხელში და არ ვიცოდი დამერეკა თუ არა, ნეტავ ღმერთმა ასე რატომ გამიმეტა, რომ ამ მდგომარეობაში ჩავვარდი.
მარიმ იცის რომ დღეს უნდა დავრეკო, გაბრაზებულია ჩემზე თუმცა ვიცი მალევე შემირიგდება...
როგორღაც ავკრიფე თამუნას ნომერი და რამდენიმე ზუმერის შემდეგ მანაც მიპასუხა.
- ალო, გისმენთ.
- ალო, თამუნა, ანასტასია ვარ. ჩამქრალი ხმით ველაპარაკებოდი. რაღაც მაიძულებდა რომ გამეთიშა და არ გადამედგა ეს ნაბიჯი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.
- ანასტასიაა. როგორ გამიხარდა, მითხარი აბა რა გადაწყვიტე.
- თანახმა ვარ, მაგრამ მეშინია, მე... მე.
- ვიცი, კაცთან არასდროს ყოფილხარ, ნუ გეშინია, ყველაფერს ისე გავაკეთებ რომ შენ კარგად იყო.
- გასაგებია, ოღონდ რამდენიმე თხოვნა მექნება, ისეთი რომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს კლიენტმა.
- აბა გისმენ..
- მოკლედ მინდა რომ ნიღაბი მეკეთოს და ჩემი სახის ნაკვთები არავინ დაინახოს.
- ოჰო, ეს რამე ახალია?
- უბრალოდ ასე უფრო გამიადვილდება.
- კარგი, კარგი გასაგებია. იყოს ნიღაბი.
- ხო და კიდევ ერთი.. ცოტა ძვირს ავიღებ, და მინდა რომ ძალიან ბებერი ღრძოები არ მყავდეს.
- ყველაფერი გასაგებია, ისეთი გოგო ხარ, არაფერზე გეტყვი უარს.
- კარგით, როდის მოვიდე?
- დღეს იყავი სახლში, ხვალ შემხვდი, განახებ ჩვენს სახლს სადაც გოგოები არიან.
- კარგით, იმედია მე მაგ სახლში ყოფნა არ მომიწევს.
- როგორც გინდა, თუ გინდა შენს სახლში იყავი, ოღონდ ყველაფერი უნდა ვიცოდე, არარიან ცუდი გოგოები, გაიცნობ ყველას და მოგეწონება.
- კარგით, ხვალ შევხვდებით მაშინ.
- კარგი, დანარჩენზე ხვალ ვისაუბრებთ.
- დროებით.
გავთიშე და ტელეფონი იქიტკენ მოვისროლე, ლოგინზე წამოვწექი და ცრემლები გადმომცვივდა. "ნეტა მეც მშობლებთან ერთად მოვმკვდარიყავი".
იმ საღამოს მარიმ მითხრა მშობლებთან ერთად ვვახშმობთო, ასერომ მარტო ვიყავი.
ნიკას ვწერდი, ყველაფერზე ვსაუბრობდით, ოღონდ რათქმაუნდა არა ჩემს მომავალ პროფესიაზე, არასდროს ვეტყვი და იმედია ვერც გაიგებს.
ღამე ისევ გვიან ჩამეძინა...





ეს არის ჩემი ძველი ისტორია, რომელიც ძალიან მიყვარს. მქონდა შეცდომები, ამიტომ ნელ-ნელა ვარედაქტირებ და გთავაზობთ ახლიდან. იქნება რაღაცებიც ჩამატებული და შესწორებული. იმედია მოგეწონებათ, ველოდები შეფასებებს :*







№1  offline ახალბედა მწერალი -venus-

mirandaa31
ვაი ეს ვიცი რა კარგია რომ დაარედაქირე ❤️ ახალი ისტორიის შემდეგ თავს როდის დადებ )) ძალიან მაინტერრსებს. პარალელურად ამასაც გადავავლებ თვალს ❤️

მადლობა მირანდა, ახალი ისტორიის მეორე თავი წერის პროცესშია, ეს რადგან უკვე დაწერილია რათქმაუნდა რედაქტირება უფრო იოლი და ნაკლებ დროიანია ამიტომ ეს უფრო მალე დაიდება ვიდრე ახალი ისტორია :* მადლობა რომ კითხულობ ჩემს სიახლეებს და მოგწონს <3

 


№2 სტუმარი სტუმარი keti

kargi motxrobaa magram 15 000 dolari cota ar aris mgoni da sheedzlo misi chkvianurad gamoyeneba, arc egeti mdgomareoba ar gvakvs rom magaziashi konsultantis adgili ver naxo, an kafeshi mimtanis

 


№3  offline ახალბედა მწერალი -venus-

სტუმარი keti
kargi motxrobaa magram 15 000 dolari cota ar aris mgoni da sheedzlo misi chkvianurad gamoyeneba, arc egeti mdgomareoba ar gvakvs rom magaziashi konsultantis adgili ver naxo, an kafeshi mimtanis

ეს ძველი მოთხორბაა და რაც ისტორიაშია ასახული რეალობას არ შეესაბამება. ავტორს რაც აქვს ჩაფიქრებული იმისათვის სიუჟეტის ასე განვოთარებაა საჭირო, უბრალოდ ისტორია შეაფასეთ ისეთივე როგორიც ავტორმა შემოგთავაზათ. მადლობა <3

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიამი

ვაიმე ეს რა კარგი რაღაც არისსსს.გთხოვ არ შეწყვიტო და მალე გააგრძელეეე

ვაიმდ ეს რამაგარი ისტორიააა.გთხოვ მალე გააგრძელე და არ შეწყვიტო რააა.მე სულმოუთქმელად გელოდებიიი

 


№5 სტუმარი Natia

Gagrdzeleba sad iqneba an rodis?

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიამი

როდის დადებ?

 


№7  offline ახალბედა მწერალი -venus-

ხვალ ავტვირთავ სავარაუდოდ :*

 


№8 სტუმარი სტუმარი მარიამი

გელოდები რააა გთხოვ მალე დადე

 


№9 სტუმარი კრემიანი პონჩიკი

როდის დაიდება ? ????

 


№10  offline ახალბედა მწერალი -venus-

კრემიანი პონჩიკი
როდის დაიდება ? ????

დაიდო უკვე

 


№11 სტუმარი ემი

ძალიან მომწონდა ეს ისტორია ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent