წარსულის მონები 2
ამბავი , რომელიც მანამდე ვახსენე დაიწყო ჩვენ ოთხის შეკრებით... მე , ანა , ალექსანდრე სკოლიდან მოვდიოდით როცა ალექსანდრემ გადაწყვიტა გაბრიელიც ჩვენთან ერთად წამოსულიყო . ჩვენ ოთხი მოვაბიჯებთ ქუჩაში , ანა და ალექსანდრე ლაპარაკობენ , ალექსანდრეს ხელი ანას მხარზე დევს და მიხუტებული ყავს ანა . გაბრიელმა მკითხა რა მუსიკა მიყვარდა და პასუხი არ მქონდა გაცემული როცა მისმა ტელეფონმა დარეკა ... მან აღელვებულმა აიღო ტელეფონი , უპასუხა და მზერაც წამში შეეცვალა , საშინელი მზერა ქონდა , არაადამიანური , სიბოროტით აღსავსე . ალექსანდრე იყვირა გაბრიელმა და გვერძე დასალაპარაკებლად გაიყვანა , ჩურჩულებდნენ , რაღაცას მალავდნენ . მოგვაძახეს საქმე გვაქვსო და წავიდნენ ... წვიდნენ და ორი დღე არცერთი გამოჩენილა ... ეს იყო პირველი დღე როცა ყველაფერმა დასასრულისკენ სვლა დაიწყო ... ამ დღეს დაიწყო ის , რაც ცუდად დამთავრდა ბოლოს ... ოთხშაბათი იყო როცა ისინი წავიდნენ , ხუთშაბათი , პარასკევი ისე გავიდა არცერთი არ მოსულა სკოლაში და არცერთისგან არაფერი გვსმენია ... შაბათ-კვირაც მიაყოლეს , თითქოს და გაქრნენ . ორშაბათს კი როგორც იქნა დაბრუნდნენ , ერთი გახეთქილი ტუჩით , მეორე კი გატეხილი წარბით . კითხვას აზრი არ ქონდა , პასუხს მაინც ვერ მივიღებდით , ასე რომ არ შევიმჩნიეთ და ჩვენს ადგილებს მივუსხედით ... მე და გაბრელი ერთად ვზივართ ბოლო ორ მერხზე , ჩვენ წინ კი ანა და ალექსანდრე სხედან ... -როგორ გაატარე შაბათ-კვირა ? მკითხა გაბრიელმა -ჩვეულებრივად , შენ ? -მეც -გეტყობა ... ვთქვი და ხელით წარბზე მივუთითე ... -წავიქეცი -ორივე ერთად წაიქეცით ? -არა -აბა ? -ცალ-ცალკე -კაი , დავიჯერე ... ვთქვი და თვალი ავარიდე შემდეგი 40 წუთი არც კი გვილაპარაკია ... ალექსანდრეს და ანას შევყურებდი , მუსიკებს უსმენდნენ , ყურსასმენის ერთი ნაწილი ანას ეკეთა მეორე ალექსანდრეს და მაღალ ხმაზე ქონდათ ჩართული down Jason walker , ანას საყვარელი სიმღერა ... გაბრიელმაც ყურსასმენები გაიკეთა შემდეგ გაკვეთილზე და მეც , ოღონდ მან თავისი მე კი ჩემი ... თან მე ვწერდი , ჰობი მაქვს ესეთი ვწერ , ყველაფერს რაც მინდა , ამბებს , ისტორიებს , ფრაზებს , უბრალოდ სიტყვებს ... ვწერ , მთავარია ვწერ და რას არ აქვს მნიშვნელობა ... გაბრიელი ჩემს რვეულს უყურებდა სადაც ეწერა : ტყუილი მატყუარა მატყუარა ტყუილი დიდი და მკვეთრად გამოყოფილი ასოებით... გაბრიელმა რვეული წამართვა და მითხრა : -არ ვარ მატყუარა -რატო ფიქრობ რომ შენზე დავწერე ? -კაი , ბოდიში , ანუ ჩემზე არ არის ? -კი შენზეა -აბა რატო გამიპროტესტე ? -საჭირო იყო -არ ვარ მატყუარა ... ისევ გაიმეორა -ხო არ ხარ , უბრალოდ იტყუები -არ ვიტყუები -აი ისევ იტყუები -არა -კი -არა -კი მორჩით , ნუ იქცევით ბავშვებივით ... მკაცრად გამოგვიცხადა ალექსანდრემ ... -შენ რა გინდა ? ძაან გაწუხებთ ? ნაგლად მივახალე ალექსანდრეს -კი -ხოდა ადექი და გადაჯექი , შენს გარდა არავინ წუხდება -ნუ მენაგლები -თორე ? - ........... ალექსანდრე ხმას არ იღებდა -რა იყო მთელი ფანტაზია ტყუილებში დახარჯე და აღარ იცი რა მიპასუხო? -სალომე ... შემაჩერა ანამ -რა ? ხმა მაღალი ტონით ვკითხე და მზერა მისკენ გადავიტანე -გაჩერდი -რატო? -გთხოვ , არ გინდა აღარაფერი მითქვამს , გავჩერდი და ფანჯარაში ყურება დავიწყე ... მთელი დღე არცერთს არ ველაპარაკებოდი ... გაკვეთილების ბოლოს კი როცა სკოლიდან გამოვედი , გაბრიელმა ხელი მომკიდა და სადღაც წამიყვანა , ვერ ვიაზრებდი სად მივდიოდით , უცბად გავჩერდით , გავიხედ-გამოვიხედე და ჩვენი შეხვედრის ადგილას ვიყავით , ჩვენ ოთხი მუდამ აქ ვიკრიბებოდით ... -როგორ არ მოგბეზრდა ? მკითხა მან -რას გულისხმობ ? -შენს საქციელს -მაიც რომელ საქციელს? -რო გამებუტე , არ მელაპარაკები , არც მიყურებ , თვალს მარიდებ და რის გამო ? რადგანაც გგონია რო ვიტყუები ? -არა არ მგონია -აბა ? -ზუსტად ვიცი -არასწორად იცი -დარწმუნებული ხარ ? -არა -ხოდა აბა რაღა გინდა ? აღიარებ რო იტყუები , ვერ ვიტან ტყუილს და შენ ეგ კარგად იცი -ვიცი ხო ... უბრალოდ ვერ გეტყვი -რას? -რაც ხდება , რასაც ვმალავ -გაბო , დღეს წარბ-გატეხილი მოხვედი , შემდეგში როგორ მოხვალ ? ან მოხვალ საერთოდ ? ვნერვიულობ და მაგიტომააც ვიქცევი ესე... არ მინდა ჩემს მეგობარს რამე დაემართოს -მეგობარს ? -ხო -გასაგებია , არაფერი არ დამემართება , ეგ შენი სადარდებელი არ არის ... -რატო ამბობ ეგრე ? -საჭიროა , წავედი მე მეჩქარება... და ისევ წავიდა ... მეგობარითქო?! რა დებილი ვარ , ეგრე ვუთხარი , არადა ვიცით რომ მეგობრად არ ვთვლი , მე მისადმი უფრო მეტი და უფრო სიღრმისეული გრძნობები მაქ ვიდრე მეგობრისადმი შეიძლება გქონდეს ... ანამაც დამცხო ამ სიტყვების გამო , ეგ რამ გათქმევინაო... მე თვითონ არ ვიცი და ... -გოგო დებილი ხარ ? ეგგ რატო უთხარი ? -არ ვიცი -ხოდა ეხა არ გაგიკვირდეს მართლა თუ მეგობრები გახდებით -აუ არა რააა -კი სალო , ეგ არ უნდა გეთქვა , ხო იცი რო შენ თუ როგორც მეგობარს შეხედავ და ეტყვი რო როგორც მეგობარს უყურებ ის არ გადმოდგავს ნაბიჯს რომ მაშინ როგორც მეგობარი ისე არ დაგკარგოს ... თუ შანსი არ აქვს , მეგობრად დაგიტოვებს , დებილი ხარ შენთვითონ დაიტოვე თავი მის მეგობრად ... ამ ლაპარაკში ჩაგვეძინა მე და ანას , ანასთან დავრჩი იმ ღამეს და დილით ერთად წავედით სკოლაში სადაც საოცარი სანახაობა დამხვდა ... ჩემი „მეგობარი“ , სინამდვილეში კი ბიჭი რომელიც მომწონს , აყუდებულია სკოლის კედელთან ჩვენი პარალელური კლასიდან მაკა ძოწაძესთან ერთად და აი ხდება ის რაც სკოლასთან არ უნდა ხდებოდეს , მაკამ გაბოს აკოცა და გატრიალდა , კიბეებზე ავიდა . კლასისკენ წავიდა ... მე ანამ შემომხედა და რო დაინახა რა რეაქციაც მქონდა ეცადა აზრზე მოვეყვანე და გადამეფარა , გაბოს ჩამოეფარა ისე რო მე ის არ დამენახა , თვალებში ჩამხედა და მითხრა : -არ მიაქციო ყურადრება , ჯინაზე აკეთებს , შენი გუშინდელი სიტყვების გამო... -ჰეი , გაბო , შეყვარებული გაგექცა არ გაეკიდები ? ფრაზა ვისროლე -არა , დაბრუნდება ... უკუფრაზაც მივიღე , რომელმაც კიდევ მეტად გამანაწყენა .... წინა თავზე საერთოდ არ გიაქტიურიათ , იმედია ეს თავი მაინც მოგეწონებათ ... ველოდები თქვენ შენიშვნებსა და დადებიტ კომენტარებსაც ... შემდეგი თავი მალევე იქნება , ვიხდი ბოდიშს ამხელა შუალედის გამო <3 <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.