სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 6.
მთელი თვე დატვირთული ვარჯიშით ვარჯიშობდა,მაგრამ მაინც პოულობდა დროს კარინასთან სალაპარაკოდ.მას არა მარტო იზიდავს კარინა არამედ გრძნობს,რომ კარინაა მთელი მისი სამყარო,რადგან ორივემ კარგად გაუგო ერთმანეთს, ორივე ბედისგან დაჩაგრული აღმოჩნდა. -ალიკააა,ალიკააა გაები სიყვარულის ბადეში?ჩაიღიღინა ერთ დილით და სარკეში თავის თავს გაუღიმა.სულ რამდენიმე დღე იყო დარჩენილი მნიშვნელოვან თარიღამდე და ბოლო დღეები თითქმის ვარჯიშზე აღამებდა და ათენებდა,უნდოდა შანსი რომელიც მას მიეცა ცხოვრებაში,უნდა გამოეყენებინა და გიორგისთვის მადლობა ასე გადაეხადა,რადგან გიორგი სხვაგვარად მადლობას არ მიიღებდა.ის არის ადამიანი რომელიც არასდროს,არავისგან არ თხოულობს იგივეს,მისთვის ისაა მადლობა მისი გაწეული კეთილი საქმე რომ გამოჩნდება და კმაყოფილ სახეს რომ შეხედავს.დადგა ალიკასთვის ნანატრი დღე და სხვებისთვის მნიშვნელოვანი წუთები.ყველამ ერთად მოიყარა თავი მარიამი,ალექსანდრე და ანაც კი ჩამოვიდნენ თბილიში თამაშაზე დასასწრებად.თამაშის მოლოდინში მყოფებს კარინა დაადგათ თავზე რაზედაც გიორგის გაოცებისგან თვალებიც კი გაუფართოვდა,მაგრამ შემდეგ გაეღიმა და კარინას გოგოების გვერდით ადგილი გამოუძებნა. ბევრს ახსოვდა ათი წლის წინანდელი გამარჯვება და მსოფლიოს ჩემპიონი ალიკა რომელსაც სიხარულით და აღფრთოვანებით შეხვდა საზოგადოება.პირველი რაუნდი დაიწყო,ყველა დაძაბული იჯდა და ნერვიულობდნენ.გიორგი ლამის გაგიჟდა ალიკას გახეთქილ წარბიდან სისხლმა რომ გადმოასხა,მაგრამ ეს ხომ კრივია და ძლიერი უნდა იყო,უნდა გაუძლო ყველა რთულ დარტმას.დასრულდა პირველი რაუნდი ალიკას გამარჯვებით,ისიც გასახდელში გავიდა და ჭრილობის დამუშავება სცადა რაც არ გამოუვიდა, ამ დროს კი ნაცნობი ხმა შემოესმა. -მე მოგეხმარები და ჭრილობას დაგიმუშავებ.ალიკამ მიიხედა და კარებში კარინა იდგა მუდარა ჩამდგარი თვალებით.შებრუნდა ისევ და სარკიდან შეათვალიერა. -აქ რა გინდა კარინა სისხლის არ გეშინია,ასეთი ძლიერი გული გაქვს? -ნუ ლაპარაკობ,ბევრი დრო არ გაქვს.კარინამ ჩქარი ნაბიჯით გადაკვეთა დარჩენილი მანძილი და ალიკას სახის დამუშავებას შეუდგა.მოულოდნელად კარი ბექამ შემოაღო და ადგილზე გაშეშდა. -ცოცხალი ვარ.თვალი ჩაუკრა ალიკამ. -მე მეგონა მარტო იყავი და დახმარება გინდოდა,აქ კი თურმე გვრიტები ჟღურტულებენ თბილად და ტკბილად.ალიკამ ბექას შეხედა და შეუღრინა. -სხვა რა გინდოდა, თქვი და წადი. -მე შენთან მოვედი,მაგრამ ვხედავ უკეთესად იხედები ეს ხომ სიყვარულია და მხოლოდ ის ახდენს საოცრებებს. -საკმარისია,გაიხურე კარი და გადი. -თვალებს ვერ ვუჯერებ,რომ ჩემს წინ შენ ხარ. -ჩაიგდე ენა და წადი ბექა. -კარგი,კარგი მე უკვე მივდივარ.სამივე იცინოდა და იმ დღეს ყველას მხიარული სახე ჰქონდა,რადგან ალიკამ შეძლო და თავისი ტიტული აღიდგინა,მისი გამარჯვება ყველამ ერთად აღნიშნა.დღეები სწრაფად მირბოდნენ,ვარჯიშის შემდეგ ყოველ საღამოს ერთმანეთს ხვდებოდნენ,გამარჯვებას კი მეორე გამარჯვება მოჰქონდა და ალიკას უკვე ყველა სცნობდა გზაში.მეგობრები არცერთ მის გამოსვლაზე მარტო არ ტოვებდნენ,ერთ საღამოს ტრეინერმა გააჩერა და სერიოზული სახით უთხრა. -ალიკა წასვლამდე ჩემთან შემოიარე.ალიკამ თავი დაუქნია და საშხაპეში შევიდა,წყალი გადაივლო და უფროსთან შევიდა იქ კი უცნობი მამაკაცი დახვდა. -მომისმინე, ალიკა თემა ძალიან სერიოზულია. -გისმენთ. -როდესაც თამაშისთვის მზად ვიყავით,შენ კონტრაქტი გქონდა რაზედაც ხელი მოაწერე. -კი,ეს ასეა კონტრაქტის გარეშე როგორ შეიძლება აქ ყოფნა. -კარგია,კარგად მივდივართ.უნდა გითხრა,რომ შენი კონტრაქტის ვადა უკვე ამოიწურა,მაგრამ წინ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გაქვს. -ვიცი და მეც მინდოდა ამაზე თქვენთან საუბარი. -ალიკა ეს გამოსვლა შენ შეგიძლია უარყო,შეგიძლია ითამაშო მაგრამ ეს არ იქნება უბრალოდ შეჯიბრი,ეს იქნება დაუნდობელი ბრძოლა,ბრძოლა წესების გარეშე და ეს ბრძოლა სასიკვდილოც შეიძლება იყოს.ამ შეხვედრიდან,შესაძლებელია ერთ-ერთი თქვენგანი ცოცხალი არ დარჩეს.შენი გადასაწყვეტია, ეს შეხვედრა შედგეს თუ არ შედგეს. -თუ დადებითად გადავწყვიტე და შეხვედრაზე თანახმა ვიქნები რას მთავაზობთ.ტრეინერს გაუხარდა ალიკას საუბარი და უცებ დათანხმდა. -შენ პრივილეგიები გექნება და აქ ამ შენობაში ჩამოაყალიბო შენი ჯგუფი,იყო მისი მწვრთნელი,ტრეინერი და გექნება შენი საქმე. -ფიქრის დრო რამდენი მაქვს. -ორი კვირა?ვფიქრობ საკმარისი უნდა იყოს. -მეყოფა.მთელი ორი კვირა ალიკა დაფიქრებული დადიოდა და ბოლოს თავისით გადაწყვიტა რომ ამ შეხვედრას დათანხმებოდა. -თანახმა ვარ უფროსო. -ალიკა კარგად დაფიქრდი? -ვიფიქრე უფროსო,ვიფიქრე და გადავწყვიტე ეს ბოლო იყოს და შევეშვა ამ ყველაფერს.მინდა ოჯახს მოვეკიდო და არ მინდა ვანერვიულო ყველა გამოსვლაზე ჩემი საყვარელი ადამიანები. -სწორი გადაწყვეტილებაა,მაგრამ განსხვავება ისაა რომ შენ ახალი ტრეინერი გეყოლება. -რატომ? -დამიჯერე,ამ ადამიანის რჩევებს მიჰყევი და შენ არ წააგებ,მე მჯერავს შენი მხოლოდ იცოდე ამჯერად არ შემიძლია გაგაფრთხილო ვინ იქნება შენი მოწინააღმდეგე,ამის უფლება არ გვაქვს. -გასაგებია,ყველაფერი კარგად იქნება.უთხრა ალიკამ უფროსს და თვალი ჩაუკრა.გაიცნო ახალი ტრეინერი,ზოგად თემებზე ისაუბრეს ახლოს გაიცვნეს ერთმანეთი და შემდეგ ვარჯიში დაიწყეს.სულ ახალი და განსხვავებული ილეთები,განსხვავებული მეთოდებით ავარჯიშა ახალმა ტრეინერმა.ვარჯიშობდა და მის წინ კარინას სახე იდგა,თან ამ ყველაფერს ღიმილით აკეთებდა და დაღლას ვერ გრძნობდა.ერთ საღამოს გადაწყვიტა კარინა ნანი ბებოსთვის გაეცნო და მოულოდნელად მიიყვანა ბებოსთან მისი გულის რჩეული რამაც ძალიან გაახარა მოხუცი.უკვე უნდა წაეყვანა კარინა რომ მოულოდნელად ალიკას ტელეფონზე დაურეკეს და გაოცებულმა დახედა,მაგრამ ტრეინერის ნომერი რომ დაინახა უკვე გასაკვირი არც არაფერი ყოფილა. -კარინა წამოდი წაგიყვან და მერე ვარჯიშზე უნდა წავიდე ისევ.კარინამ ნანი ბებოს შეხედა და ალიკას უთხრა. -შენ დღეს დაგაგვიანდება,შესაძლებელია არც კი მოხვიდე და ამიტომ აქ დავრჩები,შენ კი ვარჯიშზე ჩემი მანქანით წადი.ალიკას გაუხარდა კარინას სიტყვები და დაეჭვებულმა შეეკითხა. -დარწმუნებული ხარ,რომ რასაც ამბობ გულით ამბობ? -სავსებით დარწმუნებული ვარ. -მაშინ, დღეიდან ამ სახლის მეორე დიასახლისი შენ ხარ ჩემო დედოფალო.დღეს ვერავინი ვერ შეძლებს ჩემს დაღლას,რადგან ვიცი რომ დაღლილს და ძალა გამოცლილს აქ შენ მელოდები.გახარებულმა დაავლო მანქანის გასაღებს ხელი და წავიდა,ბებომ მისი ლოცვა გააყოლა თან და კარინამ კი მისი ბაგეების გემო.დიდხანს საუბრობდნენ ბებო და კარინა,ბოლოს ძილი მოერიათ და ალიკას საძინებელში შევიდა,ბებომ კი მის საძინებელში მოისვენა გახარებულმა და ბედნიერმა.გამთენიის ხანი იყო ალიკამ სახლის კარი ფრთხილად რომ შეაღო და პირველი ბებოსთან მივიდა,არ ეძინა ბებოს ელოდა,ელოდა როდის შემოაღებდა კარს ალიკა და იწვა ჩუმად,წყნარად.შუბლზე აკოცა ბებოს და თავის საძინებელში შევიდა,სულ დაავიწყდა დაღლილობა მის საწოლში კარინა რომ დაინახა.თმები გაეშალა და ბალიშზე დაეყარა,თავად კი ბალიში ჩაეხუტებინა გულში და ალიკაზე ლოდინით დაღლილს მშვიდად ფშვინავდა.ალიკამ ტანთ გაიხადა და კარინას შეუწვა,მისი თმების სურნელი ღრმად შეისუნთქა.დაღლილს უკვე სადაც იყო ჩაეძინებოდა,კარინამ რომ თვალი გაახილა და შიშით წამოხტა,მაგრამ ვინ მისცა საშუალება ადგომის ის ალიკას მკერდზე დაეცა. -როდის მოხვედი,როგორ შემაშინე. -შენ ის მითხარი ამ თმებს სად მალავდი,საერთოდ არ გიჩანდა აკეცილი რომ გქონდა. -დიდი ხნის მოსული ხარ,რომ ვერ გავიგე? -ნწუ,არც ისე. -მეძინება,დავიძინოთ რა. -მოდი ჩამეხუტე და დავიძინოთ.უთხრა ჩახლეჩილი ხმით და ცხვირით კარინას თმებში დაიწყო თამაში.საალერსო სიტყვებს ბუტბუტებდა და ხელი ფეხზე აუსვა,რაზედაც კარინას მთელი სხეული დაეხორკლა.იმ ღამით ალიკამ კარინა დაისაკუთრა და ორი ბედნიერი გული შეერთდა.12 საათი იყო რომ ადგა და ბებოს გამზადებულ საუზმე მიირთვა. -რამოდენიმე დღეში მნიშვნელოვანი თამაში მაქვს.თქვა სერიოზული ხმით და ორივეს სათითაოდ გადახედა. -ერთი სერიოზული თხოვნა მაქვს.მორიდებულად თქვა კარინამ. -გისმენ,მითხარი. -ალიკა მე ჩემი სამსახური მაქვს,ჩემი კომპანია სადაც მარტო მე ვარ და მოწილე არ მყავს.ჩემი თხოვნაა დაანებე თავი ამ საშინელ სპორტს და მშვიდად ვიცხოვროთ.შენ ძლიერი ხარ,დაუმარცხებელი და სპორტი მთელი შენი ცხოვრებაა,მაგრამ ერთ დღესაც გამოჩნდება შენზე ძლიერი და არ დაგინდობს.არ იცი რა მოხდება,შესაძლებელია მთელი დარჩენილი წლები ინვალიდის სავარძელზე მოგიწიოს გატარება. -სწორს გეუბნება კარინა შვილო,ოჯახს უნდა მოეკიდო და დაუჯერე მას.ალიკა ჩაფიქრდა და ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა,გიორგი იყო რომელსაც სასწრაფოდ უნდოდა მისი ნახვა,მაგრამ ალიკამ სახლში მიიპატიჟა მეგობრები.მალე მოვიდნენ და კარინას იქ რომ შეხედეს ყველას გაუკვირა,მაგრამ ყველას გაუხარდა ბექამ კი თქვა. -გეფიცებით ანა მართლა ჯადოქარია.გაეცინათ,მაგრამ მალე დაუსერიოზულდათ სახე და ალიკამ მიხვდა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ეთქვათ.გელამ აიღო თავის თავზე ყველაფრის თქმა და ალიკას სკამი გამოუწია. -დაჯექი და მშვიდად მომისმინე.ნანი ბებო თქვენც დაბრძანდი,ახლა რასაც გეტყვით ეს თქვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.გელამ საქმე ისე აუხსნა ორივეს საქმის ყველა დეტალი გააცნო და საქმეში ღრმად ჩაახედა ორივე. -მოიცადე,მოიცადე თავიდან ამიხსენი ყველაფერი.დაიბნა ალიკა.ვერ გაიგო,დედა რომელიც წლებია დამნასავედ მიაჩნდა,უდანაშაულოა? -შენს სიტყვას ველოდებით,ალიკა როგორც შენ იტყვი ისე იქნება ყველაფერი. -ის სახლი მინდა დავიბრუნო,ის დამრჩა მხოლოდ მამასგან. -მე მაქვს გეგმა მოფიქრებული,მაგრამ არ ვიცი რამდენად მოგეწონებათ. -თქვი,ყველამ გამოვთქვათ ჩვენი აზრი და ერთად ვიმსჯელოთ. -ეს ისე გაკეთდება სახლი უპრობლემოდ გადმოგეცემა შენ და გახდები არა მარტო სახლის,არამედ დაარსებული კომპანიის მფლობელიც შენ გახდები.დამიჯერეთ ადვილია,მე უფრო გამიადვილდება მასთან ახლოს მისვლა რადგან ჩემი პატრნიორია.წავიდა, მაგრამ ის დაბრუნდება დარწმუნებული ვარ,მხოლოდ ახლოს იტრიალეთ ჩემთან და ეგაა. -კარგი მაგრამ მაინც ვერ გაუმკლავდები,გაგიჭირდება გიორგი რადგან ის მარტო არასდროს არ დადის,მას დაცვა დაყვება. -ეს რამდენიმე დღე არ მცალია თქვენ დაგეგმეთ,განიხილეთ და მეც შემოგიერთდებით. -რა ხდება,ხომ მშვიდობაა.კითხა გიორგიმ. -კი,კი მნიშვნელოვანი თამაშისთვის ვემზადები და ეს ბოლო თამაშია,ჩემი კონტრაქტი ამოიწურა გიორგი. -დაასრულებ კარიერას? -ვფიქრობ,კარიერა კარგია მაგრამ ოჯახი უფრო მნიშვნელოვანია.გიორგის გაეღიმა ხელები მაღლა ასწია და უთხრა. -წინ ვერ დაგიდგები,შენი გადასაწყვეტია. -გიორგი მშვიდი ცხოვრება მინდა და ჩაქვში მინდა ჩასვლა,მინდა გავაცოცხლო იქაურობა და ჯვარიც იქ დავიწერო, სამეგობრო წრეში კი პატარა ქორწილიც ავაგუგუნო.არ ვიცი რას ვიზამ, მაგრამ რასაც გადავწყვიტავ თქვენც გაიგებთ. -შეჯიბრი როდის არის,ან ვის ხვდები. -ამჯერად ეს საიდუმლო არის, არ ვიცი ვინ არის მოწინააღმდეგე,ეს დაფარულია და შეუძლებელია გავიგოთ. -ჩვენ შენს გვერდით ვართ.ალიკამ არავის არ გაუმხილა,რომ მისი ბოლო თამაშს სინამდვილეში ბრძოლა გადარჩენისთვის თუ ჰქვიოდა,ეს გიორგიმ იმ დღეს გაიგო და ყურებს არ უჯერებდა რომ გაიგონა. -დადგა ძალიან მნიშვნელოვანი დღე,ორი უძლიერესი პიროვნება კრივში სახელწოდებით ,,ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას სიცოცხლისთვის''სულ მალე,თქვენთან ერთად მეც გავიგებ ვინ იქნება გამარჯვებული.ალიკამ დარბაზს მოავლო თვალი და მეგობრებს შეხედა,გიორგის ბრაზით ანთებულ თვალებს რომ შეხედა ვერ გაუძლო და გვერძე გაიხედა,მაგრამ სიამაყით აივსო იქ კარინა რომ დაინახა და მის თვალებში არსებულმა ცრემლმა გული ატკინა,გულში კი გაიფიქრა. ,,ჩემი ანგელოზია,მისი თვალები კი ჩემი თილისმა''.დაიწყო ბრძოლა,ბრძოლა დაუნდობელი და ალიკას ამხნევებდა ხალხის შეძახილები. -ალიკა შენ საქართველოს სახე ხარ.დაძაბული იყო დარბაზი,სრული შოკი იყო როცა ალიკა ძირს დავარდა და ზედ მოწინააღმდეგე დაახტა და გამეტებით ურტყამდა,თითქმის დანებდა,მაგრამ მანამ არ მოისვენა მეტოქემ,სანამ ის ალიკამ ნოკაუტში არ ჩააგდო და გამარჯვებაც თავად არ მოიპოვა.ფეხზე დადგა დარბაზი,ალიკამ ცალ მუხლზე დადგა და მთელი ხმით იყვირა. -ეს გამარჯვენა შენ გეკუთნის, კარინა მინდა მხოლოდ უფალმა დაგვაშოროს ერთმანეთს და მინდა ჩემი ცხოვრების თანამგზავრი იყო.დარბაზი გასუსული იყო და ათასობით წყვილი თვალი ათვალიერებდა ქალს რომელის გამოც ალიკამ შესაძლებელი იყო სიცოცხლესაც კი დათმობდა.ფეხების კანკალით წამოდგა და ხალხი ნელა-ნელა გზას უთმობდა,მიახლოვდა აგონიაში მყოფ გოგონას.აღარ იყო საჭირო სიტყვებით თანხმობა,რადგან კარინამ თვალებით უთხრა ალიკას თანხმობა და ბეჭედიც გაუკეთა.უბედნიერესი იყო ალიკას სამეგობრო,გიორგი ადგა დარბაზი დატოვა და ალიკას სახლში წავიდა,ციმ-ციმ აიყვანა ნანი ბებო ხელში და ასე მიიყვანა მის მანქანამდე.გაოცებულ ქალს ისიც არ უთხრა სად მიყავდა,წავიდნენ და რამდენიმე საათში ნანი ბებომ ცრემლმორეულმა შევიდა მის ოცნებად გადაქცეულ ეზოში.თითქოს ხელახლად დაიბადა,რა ძნელი გზა გალია აქ მოსვლამდე,ამ ეზოში ეს სახლი რომ დაედგათ,აქ ამ ეზოში რომ ბავშვების ჟრიამული ყოფილიყო.გაუვალი ეკალ-ბარდებით იყო მისი ცხოვრების ბილიკები სავსე,იღბალს მიენდო და მისივე შრომით ერთ დროს თუ პურის ფული არ ჰქონდათ,მათი სიკეთით და მათი კეთილი საქმეებით,დაუღალავი შრომით ოჯახი ფეხზე დადგა და სხვასაც ბევრჯერ დადგომია გვერდით გაჭირვების დროს.იდგა სახლის წინ,ეზოს შუა გულში და ცრემლიანი თვალებით უყურებდა წარსულის განვლილ დღეებს.აქ,ამ სახლში იყო მისი სიყვარულის ბუდე და მისი წყნარი სავანე.ბოლოს ყველაფერი წაამწარა უფალმა რაც კი შეუქმნია და უიმედოდ დააგდო ისევ იმ ეკალ-ბარდებში,საიდანაც კეთილი ადამიანების დახმარებით ამოვიდა.დგას ახლა და ბედნიერია,რომ ამ ეზოში ისევ გაიზრდება მისი გვარის გამგრძელებელი და ისევ ბედნიერი შეძახილებს გაიგონებს კეთილი ხალხი.ალიკა შოკირებული იდგა და უცქერდა მის სახლს,ეს ხომ უზარმაზარი სიყვარულის და ერთგულების გამოხატვაა მეგობრების მხრიდან.რა უნდა იყოს ამაზე უფრო კარგი და მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრებაში,როგორც აქ შექმნილი განუმეორებელი და სიყვარულით სავსე ატმოსფერო.შესანიშნავი იდეა მოუვიდათ და ღია ცის ქვეშ ლამაზი საღამო მოაწყვეს.ანა ყველას უკან დაყვებოდა და აფიქსირებდა ცოცხალი კადრების უნიკალურ და განუმეორებელ მომენტებს. დასრულდა მზიანი და ცხელი ზაფხული და დადგა მხიარული შემოდგომის დასაწყისი.ამ დროს უამრავ ადამიანს დეპრესია ეწყება,თუმცა შემოდგომასაც მისეური ხიბლი აქვს.საოცარია ბუნების შექმნილი სილამაზე,სიმწვანით შემოსილი გარემო ნელა-ნელა იცვლება და ოქროსფერო ხდება ირგვლივ ყველაფერი.ფოთლების შრიალი სულ ცოტა ხანში შეწყდება,შიშველი ტოტების ტკაცუნს გაიგონებ მხოლოდ გარშემო.ზოგიერთ ადგილი მხატვრის მიერ შექმნილ შედევრს მოგვაგონებს.უალაზესია გარემო,უკვე შემოდგომის ხიბლი იგრძნობა,ნელა ნელა წყდება აკანკალებული,ძალა გამოცლილი და დასუსტებული ფოთოლი ხის ტოტს და ფარფატით ეცემა მიწას.ორი კვირაც მიილია და მარიამი უკვე სტუდენტობისთვის ემზადებოდა,გიორგიმ არ დაანება მისგან შორს ყოფილიყო და იქვე მის სახლთან უშოვა სახლი,რადგან გიორგის სახლში მარიამს მოერიდა ყოფნა.ლოგიკურიც არის,ვერავინ ვერ დააძალებდა ვერაფერს.ანაც მარიამთან ერთად ცხოვრობდა და მის სიგიჟეებს საზღვარიც არ ჰქონდა.იმედიანად დაუბრუბდა უცხოეთს ანას მშობლები,რადგან ბექას და გიორგის ჩააბარეს ანას აღზრდა,მაგრამ რა იცოდა ორივემ თუ ეს იდეა ბექას მათ სიძედ მოევლინებოდათ.სიცილ-ხარხარში გადიოდა დღეები და შემოდგომაც ბოლო დღეებს ითვლიდა და ხალხი ცივი ზამთრს მოლოდინში იყო,რადგან ადრიანად აცივდა.ანას არ ადარდებდა არაფერი,მისთვის ზამთარიც კი გაზაფხული იყო,იჯდა და რაღაც კომედიას უყურებდა კარზე ზარი რომ იყო,მარიამი წამოდგა და კარი გააღო სახლში სიმაღლესდა მიხედვით შემოვიდნენ გიორგი,ბექა,გელა,ლაშა,ალექსი.მარიამმა კარებში დადგა და თვლა დაიწყო. -1,2,3,4,5.სხვები რა უყავით,გზაში დაკარგეთ? -მოვა.თქვა ლაშამ. -მარიამ.მოესმა მარიამს გიორგის ხმა.მარიამს შეხედა და მანაც უსიტყვოდ მიხვდა. -შემწვარი კარტოფილი?გიორგის გაეცინა და უთხრა. -მეტი არაფერი არ გვაქვს? -კარგი,წავალ მოვამზადებ. -ანაბელ საყვარელო. -უხ,როგორ დამტკბარი ხარ გიორგი.პირდაპირ დაიწყე,მივხვდი რომ რაღაც უნდა მთხოვო. -როგორ მიხვდი? -დასაწყისი თავად ამღერდა. -კარგია მიხვედრილი გოგო ხარ,მაგრამ ხომ არ დაგვიწყებია ჩენთან ერთი სურვილი რომ გაქვს წაგებული? -სხვათა შორის შენც გაქვს წაგებული და შემიძლია ამით გავაბათილო. -მიდი რა ჩემი ჭკვიანი გოგო,ძალიან მძიმე დღე გვქონდა დღეს და საშინლად დაღლილი ვარ,ჩაირბინე მარკეტში და ლუდი ამოიტანე.მარიამ პური გვაქვს? -არა,წამოიღეთ რომელიც წახვალთ. -წადი რა,რაც გინდა შენთვის აიღე,თუ გინდა მთელი მარკეტი წამოიღე.ანამ ხელი გაუწოდა და გიორგიმ 100ლარიანი დაუდო ხელზე -კარგი რა, უფრო წვრილი ფული არ გაქვთ? -არა,უფრო მსხვილი კუპიურები მაქვს. -რა იყოთ,ხელფასის დღე გქონდა?მე რამდენს მაჩუქებ? -წადი და ორ მაგდენს გაჩუქებ.თვალი ჩაუკრა გიორგიმ. -მართლა? -მართლა,გეფიცები. -კარგი წავალ,ასეთი კარგი რომ იყო ხანდახან მაინც დაშავდება რამე? -თუ რამე დაგჭირდეს ტელეფონზე დარეკე,მაგრამ ჩემთან არა მკვდარია ჩემი ტელეფონი. -მე არ დამირეკო,არ მაქვს ტელეფონი გამიფიჭდა დღეს და დავტოვე ხელოსანთან.უთხრა ბექამ. -მარიამის ტელეფონზე დავრეკავ და ფრთხილად იყავით. -ხო წადი,აქ ვართ და ვიღაცა მაინც გაიგონებს ზარის ხმას.უთხრა გიორგიმ.ანამ ღიღინით ჩაირბინა კიბეები და სულ მალე მივიდა მარკეტში,აიღო რაც უნდოდა და ფულის გადასახდელად რომ მივიდა,კასამ ფული არ მიიღო დაიწრიპინა და უკან დააბრუნა.ამ ხმაზე კი მარკეტის დაცვა იქვე გაჩნდა და ანას აქეთ-იქედან ამოუდგა. -თქვენი პირადობა თუ შეიძლება.გაუკვირდა ანას და დაბნეულმა შეხედა ორი თავით მაღალ დაცვის წევრებს. -არ მაქვს თან,აქვე ვცხოვრობ და მოვიტან. -გოგონა როგორც ვხედავ ხუმრობის ხასიათზე ხართ,მე კი არ მეხუმრება.მკაცრი იყო დაცვის თანამშრომელი. -არა,რატომ?ტელეფონზე დავრკავ და მომიტანებენ.უკან არ იხევდა ანა. -გელოდებით,ერთი ზარის უფლება გაქვთ.იცოდა ყველა ტელეფონი გათიშული იყო და პირდაპირ მარიამის ნომერი აკრიბა,მაგრამ ბედი არ გინდა?დაკავებული იყო.ერთი სიტყვით,დიდი ხვეწნის შემდეგ როგორც იქნა დაითანხმა დაცვის წევრები და კიდევ ერთი ზარი კარინას ნომერზე მოსინჯა,უიმედოდ მაგრამ მაინც და გაუმართლა -ანა მოვდივართ,უკვე გზაში ვართ. -კარინა ვერცერთ ვერ მივაწვდინე ხმა და გუდვილში ვარ ჩვენს სახლთან რომ არის,მილიციამ დამაკავა და გთხოვთ აქ მოდით რა პირველად. -რააა?გაგიჟდი?იციან ბიჭებმა?რა გააფუჭე ანა რატომ დაგაკავეს.მიაყარა კითხვები კარინამ. -არც მე ვიცი არაფერი,მართლა ვერ გავიგე.გიჟივით შევარდა მარკეტში ალიკა და ანასთან მივიდა,რომელიც უკვე გაყავდათ მილიციის თანამშრომლებს შენობიდან.თვალები გაუფართოვდა ანას სუსტ მაჯებზე რკინის ნარუშნიკები რომ დაინახა და ანას თვალებში ჩამდგარმა ცრემლმა გული მოუწურა ორივეს. -რა ხდება,ეს რა არის.რატომ დააკავეთ,ახლავე ახსნას მოვითხოვ.მკაცრად შეუტია ალიკამ ორგანოს თანამშრომლებს.ყველამ იცნო ალიკა და ცოტა შეიშმუშნეს და გადამცემი აპარატით რაღაც აცნობეს სხვას,იქედან კი ალიკას მოესმა ნაცნობი ხმა. -არავითარი მეგობრები და ნაცნობები,ეს აფერისტი მოიყვანეთ განყოფილებაში და დილით გავესაუბრები, დილამდე ჩასვით.ალიკას ჩაეცინა,მიხვდა ეს გიორგის დაგებული მახე რომ იყო და არ შეიმჩნია,ანას კი მიუბრუნდა და უთხრა. -არ ინერვიულო,ბიჭებთან ავალ და ყველა ერთად მოვალთ.წაიყვანეს ანა,ალიკამ კი გაბრაზებულმა ავიდა მარიამთან და მხიარულად მჯდარ მეგობრებს დაერია. -თქვენ საერთოდ ნორმალურები ხართ?ანა რომ გირეკავთ სად გაქვთ ტელეფონები,იქნებ რა უჭირს ადამიანს. -ანა მაღაზიაში ჩავიდა,რა უნდა უჭირდეს?იკითხა მარიამმა -გიორგი ანა მილიციამ წაიყვანა,აქ რა გაჯენთ.უთხრა ხმის კანკალით კარინამ. -რა?ანა რატომ დააკავეს.იკითხა მარიამმა შეშინებულმა და მოსამცმელი მოიმცვა -სად მიდიხარ.შეეკითხა გიორგიმ. -მეც წამოვალ,ანას უჭირს. -დაჯექი აქ ჩვენ წავალთ,რაღაც გაურკვევლობა იქნება.შენთან კარინა დარჩება,ჩვენც მალე მოვალთ.უთხრა გიორგიმ და წამოდგა ფეხზე,გარეთ გავიდა ბიჭებთან ერთად და გიორგიმ გულიანად გადაიხარხარა. -კარგით რა,რა სადისტები ხართ ცოდოა,იცით რა შეშინებული იყო?უთხრა გიორგის ალიკამ. -იცი მე დღემდე რომ მტკივა ფეხი? -ხო,მაგრამ...... -ხმა არ ამოიღო,წამოდი პური ვიყიდოთ და საჭმელი შევჭამოთ,ძალიან მშია. -მოიცადე, რა საჭმელი არ წავიდეთ?გაუკვირდა ალიკას. -ჯერ მშია და მერე წავიდეთ,არა უშავს იყოს ცოტა ხნით იქ.თქვა გიორგიმ პური იყიდა და კიბეებზე ადიოდნენ ბექამ რომ უთხრა. -გაიგებს ანა და ნახე უარესის მოლოდინში რომ იქნები,მერე ისწავლი ჭკუას შენ.სახლში შესვლისას გოგონები დაამშვიდა,მშვიდად ივახშმეს,მაგრამ შემდეგ მართლა შეეცოდა ანა იქ ყურყუტისთვის და რამოდენიმე საათის გასვლის შემდეგ წამოიშალნენ.არ ელოდა ანას თვალზე ცრემლებს,მაგრამ ესეც დაინახა გისოსებს მიღმა ატირებული ანა.გიორგიმ მოეფერა და თან გულში იცინოდა,ანამ კი ტირილით უთხრა. -გიორგი ფუ,ფუ,ფულის გაყალბებაში მდებენ ბრალს. -ნუ გეშინია ყველაფერს გავარკვევ,არ ხარ ღირსი დახმარების,მაგრამ მამაშენს რა ვუთხრა. -კარგი რა გიორგი ახლა ბუზღუნის დროა?ჩქარა გამიყვანეთ აქედან.ტიროდა ანა,გიორგი კი მუბრუნდა და გისოსებს მიღმა კარგი ფოტო გადაუღო. -ერთი შენი უნაირო საქციელი და გეფიცები ეს ფოტო ევროპაში წავა და შესაძლებელია მამაშენი უბრალოდ კაპლმა კი არა ევროპის უნიჭიერესმა კარდიოლოგმა ვერ მოაბრუნოს.უთხრა გიორგიმ და შორიდან ანას კოცნა გაუგზავნა. -სადისტო,გამიყვანე აქედან.გიორგი ვითომ უფროსის კაბინეტში შევიდა და ანას მისი ყვირილის ხმა შემოესმა. -ცილისწამებისთვის თქვენ ამოგაყოფინებთ ციხეში თავს და იქ დაგალპობთ,ვითამ სიმართლის მაძიებლებო.ყველას,ყველას მოგხსნით სამსახურიდან.შემდეგ იქვე მდგარ ბიჭებს მიუბრუნდა და დაბალი ხმით უთხრა. -შევცდი თეატრალურზე რომ არ ჩავაბარე. -ეს რომ ანამ გაგიგოს, არც კი დაფიქრდება მძინარეს ისე მოგგუდავს.გეფიცები,ვერ გადაურჩებით ვერც ერთი.თქვა ბექამ და ანა მოუთმენლად ელოდა გიორგის გამოჩენას და აი როგორც იქნა გამოჩნდა,გიორგი ისეთი სახით მოდიოდა,ეს სახე ანამ კარგად იცოდა ის ძალიან გაბრაზებული იყო. -გააღეთ კარი დროზე.გამოიყვანა ანა და სახლში წავიდნენ. -ღმერთო როგორ შემეშინდა,ტელეფონი სად არის ჩემი არ წამოგიღიათ?ჩამომართვეს და იქ ჰქონდათ. -აქ არის,აქ რად გინდა,შვიდთვიანი ხომ არახარ.გაუბრაზდა ბექა. -მარიამს უნდა დავურეკო აბანო ჩართოს,სად ვიყავი ასე მგონია ვყარვარ. -მინდოდა თქმა რისი სუნი დადგა მანქანაშითქო და აღარ გითხარი.უთხრა გიორგიმ და სარკეში გახედა ანას და მის დაბღვერილ სახეზე გულიანად იხარხარა.-რას იბღვირები,უნდა გიხაროდეს თავისუფალი ხარ.სახლში მივიდნენ თუ არა მარიამი ანას ჩაეხუტა და ცრემლიც კი მოერია. -დაიცა არ შემეხო,ვყარვარ წყალს გადავივლებ და შემდეგ ვჭამოთ. -საჭმელი გავაკეთე,მაგრამ ბიჭებმა უკვე ივახშმეს.ანამ გაოცებუმა შეხედა მარიამს მოუსმინა და მიხვდა რომ აქ გიორგის ჩაწყობილი კარტის სუნი ტრიალებდა.გაბრაზდა,გამწარდა მაგრამ თავი ხელში აიყვანა.წყლის ქვეშ იდგა და ფიქრობდა. -ანა დაწყნარდი,არ შეგატყოს გველმა რომ მივუხვდი.შენ,შენ როგორ გამიმეტე ბექა.დრო გავიდეს,ასე უცებ არა მაგრამ გეფიცები მწარედ გაზღვევინებთ.გგონია შეგრჩება?სამაგიეროს გადაგიხდი.დაიბანა,გამოიცვალა და ცოტა ხნით დაჯდა ყველასთან ერთად.გიორგი ეჭვებში ჩავარდა რატომ იჯდა ანა წყნარად,შემდეგ წამოდგა და ბოდიშის მოხდით წავიდა საძინებელში. -ძალიან ვინერვიულე დღეს და არ გეწყინოთ, მაგრამ უნდა დავისვენო. -მერე რომ გშია?ცოტა დაიცადე და მზად იქნება საჭმელი ანა.სამზარეულოდან მარიამი გამოვიდა. -არ მინდა მარიამ ამათ აჭამე,იქნებ ბოლომდე ვერ ამოივსეს კუჭები.მწარედ ჩაკბინა ყველას და განსაკუთრებით გიორგის შეხედა სიბრაზისგან ანთებული თვალებით.მარიამმა ვერაფერი ვერ გაიგო,ხელი ჩაიქნია და ისევ სამზარეულოში შებრუნდა ბექამ და გიორგიმ ერთმანეთს შეხედეს და ანას გასვლისას ორივემ ერთად თქვა. -ცუდადაა ჩვენი საქმე,რაღაც იყნოსა და ყველა მხრიდან უნდა ველოდოთ დარტყმას. -მართლა ჯადოქარია,როგორ მიხვდა? -გადაუვლის სამსახურში,ხვალ იმდენ საქმეს მივაყრი ფიქრის დრო არ ექნება.თქვა გიორგიმ. -გეგონოს,ანას დღევანდელი საღამო დაავიწყდეს და ღირსები ხართ,ორივეს მძინარეს რომ დაგსხიპოთ მაგ გამოშტერებული თავები.ალიკა ფეხზე წამოდგა და კარინას დაუძახა. -წავედით საყვარელო,არ მინდა ამ ავადმყოფების დაავადებული ტვინი შენც გადმოგედოს.ბიჭებს გაეცინათ ალიკას ნათქვამზე. -ნუ იცინით,ღმერთს სთხოვეთ დაგეხმაროთ,რომ თავი გადაირჩინოთ.ეს როგორ გააკეთეთ ან რა გულმა გაგიძლოთ ანა იქ ტიროდა და თქვენ მშვიდად შეექეცით ვახშამს, თითქოს არც არაფერი არ მომხდაროყოს.სადისტი გახდი ამ ბოლო დროს ეს სერიოზული და წყნარი ადამიანი. -თავად მაიძულა და ხომ იცი არც მე მიყვარს ვალში დარჩენა არავინის წინაშრ.ალიკამ თავი გადააქნია და უხმოდ დატოვა სამეგობრო. -ჩვენც წავედით მარიამ და შენც დაისვენე, უკვე გვიანია.უთხრა გიორგიმ მარიამს და ფეხზე წამოდგნენ სხვებიც.გასვლისას კი უჩურჩულა. -ხვალ შეგეხმიანები,პატარავ.რაზედაც მარიამს გააჟრჟოლა და პირველად იგრძნო გიორგის გვერდით ასეთი რამ.თითქოს მთელი სხეული დაუბრუჟდა და ისე დამძიმდა თავის თავს ვეღარ წიკულობდა,ფერიც კი დაეკარგა რაზედაც გიორგიმ შეშინებული ხმით შეეკითხა. -მარიამ ცუდად ხარ? -არა,არა კა,კა,კარგად ვარ.გიორგის ჩაეღიმა მარიამის დაბნეულობაზე და თბილად უთხრა. -კარგი,ხვალ მე გამოგივლი სასწავლებელში,სადღაც უნდა წაგიყვანო. -სად? -არ შემეკითხო,ეს სიურპრიზია.ცხვირზე დაკრა თითი,თვალი ჩაუკრა და წავიდა.მარიამი დაბნეული შევიდა ფეხაკრებით საძინებელში,რადგან ეგონა ანას ძინავდა.ანა უყურებდა დარეტიანებულ ანას და ჩუმად იცინოდა.ვეღარ მოითმინა მარიამის დაბდურობა და უთხრა. -მარიამ რაო მაჩომ?თან თვალები აუციმციმა. -ანა არ გძინავს?არ ვიცი,მეც არ ვიცი რა დამემართა.ყველა ძალიან კარგები არიან,მაგრამ გიორგი მათ შორის ძალიან განსხვავებულია. -ხო ის ყველასგან განსხვავებულია,რადგან უფრო აქტიური და ჩუმად მოსრიალე გველია. -რატომ არის გველი?გაუკვირდა მარიამს. -ახ მარიამ,ახ მარიამ.ისეთი დღე უნდა დავაწიო,მთელი ცხოვრება რომ ემახსოვროს. -კარგი რა,რატომ ჩხუბობთ ასე.ხანდახან მეშინია ისე უყურებთ ერთმანეთს. -როგორ? -როგორ და როგორც მოსისხლე მტრები. -კარგი დაწექი დაისვენე,მე ჯერ არ მეძინება ბევრი საფიქრალი მაქვს და უნდა ვიფიქრო საღი გონებით.უთხრა ანამ და გადაბრუნდა.ფიქრობდა,დაათენდა იმაზე ფიქრით თუ როგორ გადაეხადა სამაგიერო გიორგისთვის. მოულოდნელი საქმეების გამო გიორგიმ ვერ წაიყვანა შეპირებული სიურპრიზის სანახავად,საქმეებში ჩაეფლო და ამასობაში დროსთან ერთად შემოდგომაც მიილია.ზამთრის ერთი ჩვეულებრივი დილა გათენდა,წელიწადის ყველა დრო თავისებურად ლამაზია და ამ დროებში ზამთარსაც თავისი ხიბლი აქვს.ზამთარი ყველაზე ცივი დროა და შენც ამ სიცივისაკენ გიზიდავს,მაგრამ ვერაფერს დაგაკლებს გარეგნულად სიცივე,როცა შიგნიდან ხარ თბილი.არსებობს ისეთი ადგილები,როცა ყველაფერი ნაცრისფრად ჩანს და ეს ფერი სევდის ფერთან ასოცირდება,(ჩემში ასე არის)მაგრამ არის ადგილები სადაც ცივმა და მკაცრმა,სუსხიანმა ზამთარმა მის მწვანე მშვენებას ვერაფერი ვერ დააკლო და ამ შენარჩუნებული სიმწვანით თითქოს ცოტა ხნით გაზაფხულში მოიყვანა გიორგიმ მარიამი.გაოცებული უყურებდა ამ ბუნების შექმნილ სილამაზეს,გიორგის მიუბრუნდა და უთხრა. -ძალიან,ძალიან ლამაზია გიორგი აქაურობა მაგრამ ჩემი ტირიფები მაინც სულ სხვაა და სულ სხვა ხიბლი აქვს მას. -ვერ შეგედავები მარიამ რადგან,იქ ასახული სილამაზე ზღაპრულ სილამაზედ შეიძლება მხოლოდ წარმოიდგინოს ადამიანმა.შეგცივდა? -აჰამ.დაეთანხმა მარიამმა. -წამოდი,იქ ძალიან მყუდრო კაფეა და შევიდეთ ძვლები გავითბოთ.გიორგის სიტყვებზე მარიამმა გულიანად გადაიკისკისა და უკან გაყვა,ცოტა ფერდობი იყო ასავლელი და გიორგის მკლავს დაეკიდა,ეშინოდა არ დავეცეო.გიორგის გაეცინა და ხელი წელზე მოხვია,გულზე აიკრა და ასე აიარეს ის პატარა ფერდობი.კაფეში შევიდნენ და ისეთი სითბო დაეტაკა მარიამს გარედან შესულს,ერთიანად გათბა,მაგრამ იმასაც გრძნობდა სხეულზე ერთიანად რომ ეკიდა ცეცხლი,რადგან გიორგიმ ხელი არ შეუშვა და ისევ გულზე ჰყავდა აკრული.ასე მიიყვანა ერთ-ერთ მაგიდასთან,საიდანაც წითელი ვარდების უზარმაზარი თაიგული თავს იწონებდა.მარიამმა გაოცებულმა შეხედა ჯერ ყვავილებს და გვერძე მიმოიხედა,იფიქრა იქნებ ვინმეს დარჩაო მაგრამ არავინ არ გამოჩნდა და შემდეგ გიორგის შეხედა,რომელიც იდგა და მარიამის სახის მიმიკებზე ეცინებოდა.შეეცოდა,აღარ აწვალა და უთხრა. -მარიამ ეს ყვავილები შენია, შენ მოგართვეს. -მე?ეს ვარდები ჩემია?და ვინ იცოდა,რომ წითელი ვარდი ჩემი საყვარელი ყვავილია ყვავილებს შორის? -გული თავად ხვდება მარიამ.უთხრა გიორგიმ.მარიამი დაიბნა და ჩუმად,წყნარად თქვა. -შენ,შენ მომიტანე ეს ვარდები? -აჰამ.გაიმეორა მარიამის სიტყვები რაზედაც მარიამს გაეცინა.შენდეგ სკამი გამოუწია და თხოვა დამჯდარიყო. -მარიამ დაჯექი და გთხოვ მომისმინო,არ შემაწყვეტინო.დღეს გადავწყვიტე,ბოლოს და ბოლოს ჩემს თავსაც და შენც გამოგიტყდეთ და რას ვგრძნობ შენს მიმართ ყველაფერი გითხრა.სიმართლე გითხრა,არც ის ვიცი საიდან დავიწყო,არც განგებ მოვმზადებულვარ,მე გეტყვი იმას,რაც მაქვს გულში.მარიამ ჩემთვის სიტყვა ,,სიყვარულს''არ ჰქონდა დიდი ძალა,ვერც იმას ვგრძნობდი საერთოდ რას ნიშნავს ეს არა მარტო სიტყვა ,,სიყვარული''არამედ,რა გრძნობა მოჰქონდა ამ სიტყვას.სულ რამოდენიმე ხნის წინ გავიცანი ერთი გოგონა,რომელმაც პირველი ნახვისთანავე ააძგერა ჩემი გული.მე არ შემეძლი გავქცეოდი მის შავ თვალებს,ამას ვერ შევძლებდი.რადგან ეს რომ გამეკეთებინა არ მომასვენებდა მისი თვალების სიკაშკაშე და წყვდიადი.ჩემი ცხოვრების 26 წლის მანძილზე პირველად ჩავარდი საფიქრალში და თან უხერხულობაში.ყოველ დილით ადრე ვდგებოდი,რომ მხოლოდ ეს თვალები დამენახა და მთელი დღე იმ თვალების კაშკაშა სხივი ჩემს გვერდით იდგა როგორც მანათობელი ნათურა.თუ ეს ნამდვილად ის არის,რასაც სიყვარული ჰქვია,დიახ მე უნდა ვაღიარო რომ მე ის შემიყვარდა,შემიყვარდა ნამდვილი წრფელი და სპეტაკი სიყვარულით.ის ისე შემოიჭრა ჩემში თავად ვერ მიხვდა,მაგრამ ვგრძნობ რომ მასაც იგივე გრძნობა ტანჯავს ჩემს მიმართ.მარიამს შეხედა და გაიაზრა ის რომ მთავარი სათქმელი თქვა და მეორედ დაიბადა,მის წინ დადებულ ცხელი ყავის ფინჯანს ხელი შემოხვია და ბლანტი,შავი ნალექიანი ყავის არომატი მის ამონასუნთქს შეუერთა ყავის ორთქლთან ერთად,შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და ისევ გაუბედავად დაიწყო,თანდათან ხმა მტკიცე და შეუვალი გაუხდა.აღარ გავდა იმ გიორგის ანას რომ აწვალებდა და იმ დროს უდარდელი და ხალისით სავსე იყო.ახლა,მარიამის წინ სერიოზული და საქმიანი გიორგი ზის.იჯდა ამ სეროიოზული მამაკაცის წინ და უსმენდა ისეთი ყურადღებით,არ უნდოდა არცერთი სიტყვა დაეკარგა.გიორგი ადგა და მარიამის გვერდით დაჯდა,მისი პატარა ხელი ხელში მოიქცია და უთხრა. -მარიამ შენ წარმოდგენაც არ გაქვს,მე როგორ მიყვარს შენი ეს პატარა ხელები და შენი შავი თვალები.მხოლოდ შენ მიყვარხარ,მხოლოდ შენ და არავინ სხვა.მხოლოდ შენ შეძელი ჩემი გულის კარი გაგეღო და შემოსულიყავი შიგ დაუკითხავად და შენვე დარჩები ამ გულში ჩემი სიცოცხლის ბოლომდე.გპირდები სანამ ვიცოცხლებ,მხოლოდ შენთვის ვისუნთქებ.მარიამმა შეხედა გიორგის და უთხრა. -იცი ახლა რა მინდა? -რა,მითხარი და გავაჩენ ახლავეს.გიორგი უცქერდა თვალებში მარიამს და სულმოუთქმელად ელოდა რას თხოვდა.მარიამმა კი თვალები დახუჭა,თავი მკერდზე მიადო და უთხრა.გიორგი კი ახლა თავად უსმენდა გაკვირვებული და სიხარბით ისრუტავდა მის თითოეულ სიტყვას. -მინდა სიგარეტს ეწეოდე,მისი კვამლი ჩემსკენ მოდიოდეს და მე ბოლომდე შევისრუტო შენი სუნამოს სუნთან ერთად.წვიმა,რომელიც ძალიან არ მიყვარს და ვერ ვიტან,გპირდები ახლა ავიტან,უფრო მეტიც დღევანდელი დღიდან მე მას შევიყვარებ და მადლიერებაც კი ვიგრძნობ იმის გამო,რომ ამ მომენტში შენთან ერთად ვზივარ და შენს მკერდზე მიდევს თავი.გპირდები,გპირდები რომ მეც ერთი წუთით არ შევწყვიტავ შენზე ფიქრს და შენგან წამოსული სიყვარული უფრო ღრმად შევისუნთქო და შევისისხლ-ხორცო.გიორგი გპირდები და თან გეფიცები,მე შენზე სიყვარულს მაღლა ცაში წავიღებ მუდამ ჩემთან ერთად რომ იყოს.ადამიანს ერთხელ უყვარდება და უყვარდება ძლიერი სიყვარულით,მეც მიყვარხარ.უთხრა მარიამმა და მისი პატარა ხელებით სახეზე მოეფერა,გიორგიმ ვეღარ გაუძლო მის ასე ახლოს ყოფნას და მარიამის ათრთოლებულ ბაგეებს ნაზად შეეხო. -მე ყველაფერს სუნით და შეგრძნებით ვიმახსოვრებ მარიამ.ხედები და ღირშესანიშნაობები არასოდეს არ მამახსოვრდება,აი ამ შენი ათრთოლებული ბაგეების სუნს და გემოს კი ვერასოდეს დავივიწყებ.შენს ბაგეებს შინ გამომცხვარი ნამცხვრის სუნი ასდის,ასე რომ ვანილის მოტკბო სურნელი გაქვს საყვარელო.კოცნას ყოველთვის სასიამოვნო წუთები მოაქვს და არა მარტო ეს,მასთან ერთად ვნებაც იღვიძებს.მარიამსაც ასე დაემართა გახშირებული გულისცემა და თავში ავარდნილი გაძლიერებული პულსაცია.გიორგი ძალიან დაატკბო მარიამის ამ რეაქციამ და გულში ჩაიკრა აკანკალებული და თან სიამოვნებისაგან გაბადრული მარიამი. -რა გაცინებს,მუშტი დაარტყა მარიამმა გიორგის.მან ვეღარ მოითმინა და გადაიხარხარა,შემდეგ კი ღიმილით უთხრა. -კოცნაზე რა დაგემართა და წარმომიდგენია,უფრო მნიშვნელოვანი წუთი რომ მოვა მაშინ რა დაგემართება. -ნუ დამცინი, გიორგი გული ლამის გამიჩერდა შენი ბაგე რომ შემეხო და სუნთქვა გამიჩერდა.უთხრა მორცხვად.გიორგიმ მაგრად ჩაიხუტა და უთხრა. -მე შენში ეს შენი გულახდილობა ყველაზე მეტად მხიბლავვს. სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მოდის,ეს დიდი გალაქტიონის სიტყვებია,როცა ეს გრძნობა იბადება გულში მთელ შენს ცხოვრებას,ფიქრებს და აზრებს იპყრობს და მთელი შენი გონება საყვარელი ადამიანს უკავშირდება.მასთან რაღაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს არ გაძლევს. ნამდვილი სიყვარული მარადიულია,ის უკვალოდ არასდროს ქრება და მის ნაკვალევზე კი დიდი ტკივილის დატოვებაც შეუძლია ადამიანის სულში.ამ ორ ადამიანის სულში და გულში სიყვარული დღითი-დღე იზრდება და არ კარგავს მის ელვარებას,მის პირვანდელ სახეს.არ შეწყვეტილა,არ გაუფერულებულა,არ გახუნებულა გრძნობები.მარიამის და გიორგის სიყვარული ყველაზე ლამაზი,ნაზი და რაღაც ენით აღუწერელი სიყვარულია.მარიამი გიორგის შეხედვისას ისეთი ბედნიერი ღიმილით იღიმის,მისი თვალებიდან ვარსკვლავები იცინიან,ის უფრო რომანტიკული და მეოცნებე გახდა ვიდრე იყო.გიორგის მიერ ნათქვამმა სიყვარულმა ღრმად ჩაჯდა მარიამის გულში და იქ გაიკეთა თბილი ბინა.ორივე ძალიან ბედნიერები არიან,გიორგის რუსომაც შეატყო ცვლილება და მისი ღიღინით სიარულს რუსოც ღიმილით აყოლებს თვალს.გოგი სავარძელში ზის და სათვალეების ზემოდან გამოხედვით აკვირდება შვილის ღიმილიან სახეს და თავადაც ეღიმება,წამოდგა და სამზარეულოში გავიდა რუსოსთან რომელსაც ხელი მოხვია წელზე და ჩუმად უთხრა. -ქალბატონო რუსუდან გიხაროდეს. -რა,რა უნდა მიხაროდეს? -ის რომ თქვენი შვილი შეყვარებულია. -შენ საიდან დაასკვენი,სიყვარულის ექპერტი ბრძანდები? -ჰმ,ამას რა ექსპერტი უნდა ვერ ხედავ რომ დადის ზეპირად იცინის?ვერც ამჩნევს მის ირგვლივ რა ხდება.ეს წუთები მე ზუსტად 27 წლის წინ გამოვცადე და ამიტომ თითოეული მისი ქმედება ჩემთვის ნაცნობია. -შენც ასეთი გამოშტერებული დადიოდი? -მე ახლც გამოშტერებული ვარ შენს ხელში. -დაკვირებებს თავი დაანებე და შემოსასვლელში კარი არის გაფუჭებული და ის შეაკეთე,ან მამამ და ან შვილმა.უთხრა გაბრაზებულმა რუსომ გოგის და შეუბღვირა. -მე გავდივარ,უთხარი შენს შვილს და გააკეთებს თან გულს გადააყოლებს.გიორგიმ გაიგონა გოგის სიტყვები და დედას უთხრა. -საღამოს რომ მოვალ გავაკეთებ.გიორგი წავიდა და რუსოს ანა და მარიამი ესტუმრა ახალი გამომცხვარი ნამცხვრით.სამივემ ერთად დასხდნენ და ყავასთან ერთად მიირთვეს მარიამის ნახელავი.ისაუბრეს,შემდეგ მისი გარდერობი დაათვალიერებინა გოგოებს და დროც გავიდა ისე რომ ვერც კი გაიგეს გიორგი როდის დაბრუნდა. -მე ჩავალ ვახშამს მოვამზადებ და თქვენ ეს მიალაგეთ,აქ დარჩით დღეს და ერთად ვივხშმოთ.გოგონებს მოეწონათ რუსოს შემოთავაზება და დათანხმდნენ,ცოტა ხანში კი ჩაქუჩის კაკუნი შემოესმათ და ანამ ვერანდიდან გადაიხედა,თვალები გაუფართოვდა გიორგი რომ დაინახა კარებთან ჩაცუცქული,ჩაიცინა და ეს სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენა.სამზარეულოში შედიოდა,რომ ვითამ არ იცოდა კარებთან გიორგი რომ იდგა და ღიად დარჩენილ კარს ხელი კრა დასახურად,რომელიც გიორგის შიგ შუბლში მოხვდა და საშინელი ღრიალი მოესმათ. -ვაიმეეეეეე,იყვირა და შუბლზე ხელი მიდო. -უიმეეეე,აქ რა გინდოდა რას აკეთებდი, ან როდის მოდი.მიუახლოვდა ვითომ გულშეწუხებული ანა. -მომშორდი აქედან.უყვირა გიორგიმ და ხელი კრა. -რა მოხდა,ეს რა ხმა იყო.გაკვირვებული კითხულობდა რუსო. -არ ვიცოდი აქ თუ იყო და კარი მოხვდა შუბლში. -სპეციალურად გააკეთა ჩაფიქრებული ჰქონდა და მომენტი დაიჭირა თუ არა ხელიდან გაუშვებდა? -მეტი საქმე არ მაქვს,სწორედ შენ გყარაულობ.გაკაპასდა ანა და არც მან დააკლო ყვირილი გიორგის. -ანა მიდი აფთიაქის ყუთი გამოიტანე.სთხოვა რუსომ ანას და გიორგის შუბლზე ხელი გადაუსვა. -მაგის მოტანილი არაფერი არ მინდა,რასაც ხელს მოკიდებს ყველა წამალი შხამად გადაიქცევა რადგან სულ შხამს ანთხევს. -გიორგი რას ამბობ. -ხო ასეა, ასე.ნუ გგონია,რომ უცოდველი კრავია ეს გველი.რუსო გაშტერებული იდგა და ძალიან უკვირდა გიორგის და ანას ასეთი დამოკიდებულება.მარიამმაც გაიგონა გიორგის ხმა და რუსოს ოთახიდან სირბილით ჩამოიარა კიბეებზე,შეხედა გიორგის შუბლს და შეჰკივლა. -რა მოგივიდა შუბლზე,დაეცი?არ დაელოდა გიორგის პასუხს უცებ შებრუნდა სამზარეულოში მარილიანი წყალი გააკეთა და ნელა,ფრთხილად ჩამობანა ნატკენი შუბლი გიორგის. -ახლა ყინვას დაგადებ და გაგივლის აღარ დაგილურჯდება ძალიან და გთხოვ ნუ ჩხუბობთ რა. -მარიამ ცუდ ხასიათზე ვარ და მიფრთხილდი,ანას გვერდით არ დაჯდე შენც. -მე რა დავაშავე.გაუკვირდა მარიამს. -როცა დამნაშავეა ნუ იცავ.რუსომ შეხედა გიორგის როგორ უყურებდა მარიამს და გული სასიამოვნოდ აუფრიალდა,ეს ხომ მისი ოცნება იყო მაგრამ რატომ ჭამს ასე ანა და გიორგი ერთმანეთს ეს ვერ გაეგო.ანა სამზარეულოში იყო და მარიამს ეხმარებოდა,რომ უეცრად შტეფცელი გაფუჭდა და ღუმელი ვერ ჩართო და რუსოს შესჩივლა. -აქ შტეფცელი გაფუჩებულია და ღუმელს ვერ ჩავრთავ,შეუძლია ვინმეს გააკეთოს? -გიორგის ვეტყვი და გააკეთებს,მე ცოტა ხნით უნდა გავიდე და აქაურობა არ გადამიწვათ. -მალე მოხვალ?შეეკითხა ანამ. -ერთ საათში აქ ვარ,დაგირეკავ და მომეშველე მოხმარება დამჭირდება. -კარგი,დამირეკე. -გიორგი შვილო ღუმელს ვერ რთავს გოგოები, შტეფცელი გაუფუჭდა და შეაკეთე ისიც არ დაგავიწყდეს. -გათიშულია სოჩიკში?იკითხა გიორგიმ. -კი,კი მე გავთიშე. -მანდ დადექი და სანამ არ გეტყვი არ გამოხვიდე,გაიგონე? -გავიგონე, აქ ვარ.გიორგი სახლში შევიდა,ღუმელს შეხედა და შემდეგ მარიამს და ანას შეავლო თვალი.ცოტა ხანში რუსომ მივიდა და უთხრა. -ვერ დაასრულე?მე გავდივარ და მალე მოვალ. -აქ რას აკეთებ,სად მიდიხარ ან იქ ვინ დატოვე. -ანა არის იქ და მე მალე მოვალ.უთხრა რუსომ და სახლიდან გავიდა.გიორგი ბუზღუნებდა,რომ დენმა დაარტყა და ძირს გაიშოტა.მარიამმა ხმაურზე უკან მიიხედა და გიორგის ძირს დაგდებულს რომ შეხედა შეეშინდა და იკივლა. -ანაააა რას აკეთებ,შენ გიორგი მოკალიიიი. -მე არა დენმა მოკლა,აცხონოს უფალმა.თქვა ანამ და პირსჯვარი გადაიწერა. -რას უდგეხარ დარეკე სასწრაფოში,როგორ უძრავად დგეხარ და მომჩერებიხარ. -წამოდგება ნუ გეშინია,როდის იყო ძაღლი კოჭლობით კვდებოდა.გაიწიე წყალს შევასხამ და მობრუნდება.ანამ ქვაბი აიღო და წყალი ჩაასხა უნდა შეესხა გიორგისთვის რომ გიორგიმ უყვირა. -არ გაბედო და არ შემასხა,უაზრო დენი რომ წყალზე გადადის ეს არ იცი? -აი ხომ გთხარი,ცოცხალი არისთქო. -დამაცადე ავდგე და მოგივლი მე შენ.იქვე მდგარ შეშინებულ მარიამს მიუბრუნდა და უთხრა. -ნუ გეშინია,კარგად ვარ პატარავ. -ჰმ,კარგად ვარ პატარავ.გამოაჯავრა ანამ და უკან-უკან დაიხია და შემდეგ გარეთ გავარდა ყვირილით. -მიშველეეეეეთ. -მოგკლავ,დაგიჭერ ხელებს,ფეხებს და ბოლოს თავს მოგაჭრი.ისე გაწამებ, შენვე შეგახედებ როგორ ნაწილ-ნაწილებად დაგჭრი. -რატომ მჭრი ნაწილ-ნაწილებად,უნდა დამაკონსერვო?გარბოდა ანა და თან იცინოდა.ეზოში რუსო და ბიჭები იდგნენ და მათ სირბილზე ისინიც იცინოდნენ.გიორგიმ დაიჭირა ანა და შეუბრალებლად გადააგდო წყლით სავსე გაყინულ აუზში. -რას შვრები ბიჭო ავად გახდება,რას აკეთებ.უყვირა ბექამ. -შენც მიგაყოლებ ზედ,თუ არ გაჩუმდები.შეუღრინა გიორგიმ შემობრუნდა და მისი გალურჯებული შუბლი რომ დაინახეს მიხვდნენ მისი გაბრაზების მიზეზს და აღარ ამოუღიათ ხმა. -რა ხდება,სულ რაღაც 20 წუთით დაგტოვეთ.ანას ხელი მიაშველა აუზიდან ამოსვლაში და უთხრა. -წამოდი რამეს ჩაგაცმევ,თორემ საშინელებაა გაცივება ამ მარტის თვეში.როგორც იქნა დაწყნარდნენ და მაგიდას შემოუსხდნენ,გემრიელად მიირთვეს მარიამის გაკეთებული ვახშამი.მაგიდის წევრებს გოგიც შეუერთდა,წყალს სვამდა უეცრად გიორგის შუბლს რომ მოკრა თვალი და გაკვირვებულმა შეეკითხა. -რა მოგივიდა შუბლზე,რომ გავედი მრთელი დაგტოვე. -დავეცი.უპასუხა მოკლედ და მშრალად. -სად დაეცი ასე მწარედ,სად იხედები თვალები დახუჭული დადიხარ? -კიბეზე დავეცი და შეწყვიტე დაკითხვა.გოგიმ მიხვდა ნაჩხუბრები რომ იყვნენ და გაჩუმდა. -ანა შენ რატომ არ ჭამ შვილო,ჩემი ლამაზი და ჭკვიანი გოგო.შეეკითხა და თან მოეფერა. -არ დაგეკარგოს სადმე.ჩაილაპარაკა გიორგიმ და ბიჭები ჩუმ-ჩუმად იცინოდნენ. -გოგოზე როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა.შეუბღვირა შვილს გოგიმ. -ბოდიში დამავიწყდა რომ თქვენთვის ეს არსება გოგო არის,ჩემთვის კი გველთევზაა და ადამიანის სახე აქვს.ანამ გიორგის შეხედა,მაგრამ არ ეტყობოდა რომ დარდობდა,პირიქით მის გალურჯებულ შუბლს რომ ხედავდა კმაყოფილებით ივსებოდა. -ნუ მიაქცევ შვილო ყურადღებას,ეს სულ ასე ბუზღუნობს.იმ ღამით ყველა იქ დარჩა,ანამ მარიამი დილა ადრიანად გააღვიძა და სახლიდან გავიდნენ მაგიდაზე კი გამომცხვარი ნამცხვარი დატოვა წარწერით ,,გაბრაზებ და მაბრაზებ,მაგრამ ვერ მომიგებ გიორგუნა''.წყნარი დილა ისე უცებ აირია რუსომ ვერ გაიგო რა ეტაკა ყველას ერთად,რომლებიც ერთ სახელს ყვიროდნენ ,,ანაააა''.გაოცებული იდგა გოგი საცვლების სამარა და ცდილობდა გაეგო რა ხდებოდა,თურმე ანას ყველას ფეხსაცმელში წყალი ჩაუსხამს და ყველას სველი ჰქონდა ცალი ფეხი და დაჰყურებდნენ ზემოდან სველ ფეხსაცმელებს რომლებიც ფერების მიხედვით იყო დაწყობილი.რუსომ ბევრი იცინა და ბოლოს სამზარეულოში გავიდა ყავის მოსადუღებლად,მაგიდაზე დადებული ნამცხვარი დაინახა და იქვე გაკრული ხელით დაწერილი პატარა წერილიც,ღიმილით გადააქნია თავი და ბიჭებს დაუძახა.სულ დაავიწყდათ სველი ფეხსაცმელები,მაგიდას შემოუსხდნენ რუსოს ხელით მოდუღებული ყავა მიირთვეს ანას გამომცხვარ ნამცხვართან ერთად.მათი მხიარული დილა გიორგის ტელეფონმა დაარღვია,რომელიც თავგამოდებით მღეროდა ,,მიყვარხარ შენ,მიყვარხარ შენ''.დახედა და ნომერი ეცნო,მაგრამ ისე გააკეთა რომ თითქოს ვერ იცნო,თითით ანიშნა ყველას რომ გაჩუმებულიყვნენ. -გისმენთ.გიორგიმ გელას უხმო და საუბარი მოასმენინა. -გამარჯობა ბატონო გიორგი. -გაგიმარჯოს,რომელი ბრძანდებით?ვითომ ვერ იცნო. -ბატონო გიორგი ძალიან მალე დაგვიწყებიათ თქვენი ბიზნეს-პარტნიორები. -ვინც ჩემგან მიდის მე მათ ნომრებს ვშლი,რადგან მათი უკან დასაბრუნებელი გზა ჩემთან დაკეტილია. -ნუ იქნებით ასე დარწმუნებული,რადგან მე მინდა მოვბრუნდე.დავფიქრდი და კარგად გავაანალიზე თქვენი შემოთავაზება და გვიან მივხვდი რამხელა მოგებას გვთავაზობდი თითოეულ ჩვენგანს.მე შემოთავაზება მაქვს თქვენთან და სად შეიძლება რომ შევხვდეთ? -დასაკარგი დრო არ არის და ამიტომ,ჩემთან ჩემს ოფისში. -მოვდივარ.უთხრა მოსაუბრემ ერთი სიტყვა და საუბარიც შეწყდა.გიორგი ბიჭებს მიუბრუნდა და თქვა. -ადექით,დრო არ გვაქვს ბევრი და გავდივართ ახლავეს.კარებში გადიოდა,რომ შემობრუნდა და რუსოს უთხრა. -გველთევზას უთხარი,რომ დღეს მიფრთხილდეს. -იქ გეყოლება და თავად უთხარი.უთხრა რუსომ და თვალიც კი ჩაუკრა შვილს რომელსაც გულიანად გაეცინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.