შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამის მეასედი (თავი 17)


30-06-2018, 00:31
ავტორი Stranger things
ნანახია 1 361

რამე გაარკვიეთ?—იკითხა ნოემ.
-ყველაფერი კარგადაა დამალული, მისი წარსული არაფერზე მიგვანიშნებს და არც ის ვიცით საიდან აქვს ამდენი ფული.-თქვა პოლმა.
-სანამ შეთანხმებას გააფორმებ ჯერ ყველაფერი კარგად გამოიძიე.-უთხრა ნოემ.
მე რომ დამინახეს ცოტა დაიბნენ, მაგრამ მალევე გახალისდნენ და გართობა განვაგრძეთ.

თავი 17
სასტუმრომდე პოლის მძღოლმა მიგვიყვანა.
-მაგარი მეგობრები გყავს!-წამოვიძახე როგორც კი შენობაში შევედით.
-მადლობა.-მიპასუხა სიცილით.-ხვალ ბერლინი დავათვალიეროთ?
-კი,კი,კი...-ვთქვი აჟიტირებულმა, სწრაფად ვაკოცე ლოყაზე და ჩემს ოთახში შევედი.
მაშინვე ავიღე ტელეფონი და ლიზას დავურეკე.
-ლიზუ!-ჩავყვირე მე.
-ხმთვრალი ხარ?-მკითხა ნახევრად მძინარემ.-იცი აქ რომელი საათია?
-კი...-ვთქვი სიცილით.-აუ ძაან მიყვარხარ.
-მეც...-თქვა სიცილით.-კარგი მიდი დაიძინე.
-ვიძინებ...არა,ჯერ დემე დამალაპარაკე.-გადავიფიქრე უცებ.
-ელენე!-მითხრა ნინოს ხმით.
-კარგი,კარგი ხვალამდე.-ვთქვი და გავუთიშე.-ან დარეკვა რა იყო არ გათიშვა.-ამოვიბუზღუნე და ლიზას მითითებებს მივყევი.
მეორე დღეს რასაც ქვია წამოვფრინდი, ნაბახუსევი ჩემზე არ მოქმედებდა, მოვწესრიგდი და ნოეს კარებზე მივაკაკუნე.
-ახლა ვაპირებდი გამოსვლას.-მითხრა როცა კარი გააღო.
-მეგონა გუშინდელი დალევის შემდეგ ფეხზე ვერ იდგებოდი.- ვუთხარი და თვალები მოვჭუტე.
-ნაბახუსევი და მე შორს ვართ ერთმანეთისგან.-გაიცინა მან.
-მოგესალმები კლუბში.-მეც გამეცინა და სწრაფად ჩამოვართვი ხელი.
-წავედით?-მკითხა და ოთახის კარი დაკეტა.-ჯერ ვისაუზმოთ. უხმოდ დავუკარი თავი, ქვევით ჩავედით და სასტუმროს კაფეში საუზმე შევუკვეთეთ, უკვე წამოდგომას ვაპირებდით ნოეს ტელეფონმა რომ დარეკა.
-გისმენ....კი ღვიძავს...ახლა ვაპირებდით...კარგი.-გაეცინა და მე შემომხედა.-ბიჭებმა ჩვენც წამოვალთო.
ხელით ვანიშნე მაგრაი იქნება-თქო.
-კარგი,ოც წუთში აქ გაჩნდით,თორემ წავალთ და მერე დადექით და გვეძებეთ.
ბიჭებს ოცი წუთიც არ დასჭირვებიათ მოსასვლელად.
-გამარჯობა ელენიკო.-მომესალმა იონასი, დანარჩენებიც სწრაფად გადავკოცნე და მაგიდასთან დავსხედით.
-აბა სად გინდა წასვლა?-მკითხა ბენმა.
-თქვენს არჩევნს ვენდობი.
-სწორი გადაწყვეტილებაა...-თვალი ჩამიკრა პოლმა.
-ჰა,წავედით?-ფეხზე წამოდგა ბენი და ჩვენც, ყველა, უკან გავყევით.
ჯერ მთელი ბერლინი შემომატარეს ფეხით, ერთი მუზეუმიც კი არ გამოუტოვებიათ, შემდეგ სხვა ღირსშესანიშნავი ადგილები მაჩვენეს და ექვს საათიანი ექსკურსიის შემდეგ მეც ფეხზე ვეღარ ვიდექი.
-ახლა ჩვენს საყვარელ ადგილებს გაჩვენებთ.-მითხრა იონასმა, როდესაც დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ კაფეში ჩამოჯდომის უფლება მომცეს.
-ჰა?!-წამოვიძახე უიმედოდ და თავი ჩავრგე ხელებში.
პოლის ტელეფონმა დარეკა.
-გისმენთ...აუ სულ ამომივარდა თავიდან...-შუბლზე მიირტყა ხელი.-უკვე მოვდივარ...მე რავიცი,უთხარით რამე,არ გაბედოთ და არ გაუშვათ.-გათიშა და ბიჭებს შეხედა.-დღეს ლუი უნდა მოსულიყო, უკვე ბარშია, უნდა წავიდეთ.
-ელენე?-იკითხა ბენმა.
-აუ ელე, წამო რაა სულ ნახევარ საათს გასტანს, ჩვენი ბარმენი ისეთ კოკტეილს მოგიმზადებს დროს ვერც კი იგრძნობ.- შემომხედა იონასმა.-შემდეგ კი განვაგრძობთ.
-დღეს ექსკურსიას მოვრჩეთ, ისედაც დავიღალე წავედით კლუბში.-სწაფად წამოვიძახე გახარებულმა და კაფიდან გამოვედი, ბიჭებიც სიცილით გამომყვნენ უკან.
-არ მოიწყინო.-ნოემ ლოყზე მაკოცა როგორც კი კლუბში შევედით და პოლს გაჰყვა უკან.
-ბიჭებო დატრიალდით საპტიო სტუმარია.-იონასმა ხმამაღლა დაუძახა პერსონალს და ჩემზე ანიშნა.-სათათბირო ოთახში რამე ძლიერი შემოიტანეთ.-უთხრათ და ისიც იმავე ოთახში შევიდა,სადაც დანარჩენები.
"ალბათ გუშინ რომ განიხილავდნენ რაღაც მოლაპარაკებას, ისაა"-გავიფიქრე და ტელეფონს დავწვდი რომ დემესთვის დამერეკა.
-ელენიკა.-მომესმა ჩემი ძმის ბედნიერი ხმა.-ახლა მართლა ვქორწინდები.
-ჯერ მომესალმე მაინც...-დავიწყ მაგრამ შემდეგ გავიაზრე რა მითხრა.-ჰა?!შენ და ნიტა შერიგდით?!აუუ რა მაგარია დემე!
-შენ როგორ ხარ ჩემო კუდრაჭა?-მკითხა თბილი ხმით.
-მე კარგად.-სწაფად ვუპასუხე მაინც არ მყოფნიდა იმფორმაცია.- როდის დაგთანხმდა?
-რამდენიმე წუთის წინ...ახლა ვაპირებდი შენთან დარეკვას.
-ვგიჟდები თქვენზე!როგორ სთხოვე ხელი?რა გიპასუხა?სად სთხოვე? დაიჩოქე?მითხარი რომ არც დაიჩოქე და არც „ფლეშმობი" მოუწყვე!
-ელენიკა!...მამა ნახე?-სრაფად შეცვალა თემა.
-კი...ჩამოვალ და უკეთესად მოგიყვები.
-კარგი,შენ როგორც გინდა,ოღონდ მალე ჩამოდი შენ გელოდებით, ნიტამ ჩემი მეჯვარე უნდა იყოსო...კაი ეხლა უნდა წავიდე, საცოლე მელოდება.
-ჩამიკოცნე რძალი.-ვუთხარი და გავთიშე.
ნოესთან შესვლა მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე, არ მინდოდა ხელი შემეშალა.
ბოლოს საპირფარეშოში გავედი,რომ მაკიაჟი შემესწორებინა და რომ დავბრუნდი ბიჭები უკვე გარეთ ისხდნენ.
-მორჩა?-ვიკითხე მე.
-კი, საბუთები მზად იყო და დეტალებზეღა შევთანხმდით.- მიპასუხა პოლმა.
-მე მაინც არ მომწონს ეგ კაცი, ვფიქრობ ზედმეტად ვიჩქარეთ.-თავი გააქნია ნოემ.
-დღეს საღამოს მოვა და უკეთესად გავიცნობთ.-თქვა იონასმა.
-ვნახოთ,ვანხოთ...-ჩაილაპარაკა ნოემ.-წამო ელ, სასტუმროში მიგიყვან.
-შეიძლება საღამოს მეც აქ ვიყო?-ვიკითხე მე.
-აბა რაა.-ხელი გადამხვია იონასმა.-მე იმაზეც ვფიქრობ აქ როგორ დაგტოვო სამუდამოდ.-მის სიტყვებზე ყველას გაგვეცინა.
-კარგი,მაშინ გამოვიცვლით და ერთად მოვალთ.-ნოემ ხელი მომკიდა და გარეთ გამოვედით.
-საქართველოში მალე უნდა დავბრუნდეთ.-ვუთხარი ნოეს მანქანაში.-დემე და ნიტა ქორწინდებიან.
-დემეტრე და ნიტა?!-გამომხედა და გაეცინა.-გილოცავ, ვერც კი ვიფიქრებდი.
-ხო ჩემი ჩუმ-ჩუმელები არიან.-ვთქვი სიყვარულით.
-თუ ძალიან დაღლილი ხარ, შეგვიძლია მოგვიანებით მივიდეთ.- შემომთავაზა მან.
-არა,არა დავიღალე მაგრამ ამად ღირდა.-დღევანდელი დღის გახსენებაზე გამეღიმა, მანქნა გაჩერდა და ჩვენც სასტუმროში შევედით.
-კარგი,მაშინ ოც წუთში ქვევით იყავი.-სიცილით გამაფრთხილა და თავის ნომერში შევდა.
საღამოს კაბა ჩავიცვი, მაკიაჟი გავიკეთე და ქვევით ჩავედი, ნოე უკვე იქ მელოდა, შავი შარვალი და თეთრი პერანგი ეცვა, ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ახლოს მივედი.
-წავედით?-ვკითხე და კიდევ ერთხელ ავათვალიერე.
-შენ...ულამაზესი ხარ.-მიხრა და წელზე მომხვია ხელი.
-შენც არაგიშავს.-თვალი ჩავუკარი და მანქანში ჩავჯექი.
კლუბში არც ბიჭებს დაუშურებიათ კომპლიმენტები, მათი პარტნიორი კი ცოტას იგვიანებდა, ცოტა ხანი გარეთ გავედი, უკან დაბრუნებულმა დავინახე რომ ბიჭების მაგიდასთან უცნობი იჯდა, მივუახლოვდი, მაგრამ ღიმილი სახეზე შემეყინა...
ის იყო...
მამაჩემის კომპანიის ადვოკატი, რომელმაც ავიაკატასტროფის შემდეგ ჩვენი კომპანიიდან მთელი ფული მოიპარა და გაუჩინარდა.



№1  offline წევრი Stranger things

ჰაიკო
ესეიგი, ყველაზე ცუდი რაც კი ისტორიაში არსებობს, ესაა დიალოგების სიმრავლე, ეს თავი კი მთლიანად დიალოგია, გაითვალისწინებ? - კარგი იქნება.
და კიდევ: "მე რომ დამინახეს ცოტა დაიბნენ, მაგრამ მალევე გახალისდნენ და გართობა განვაგრძეთ" - აი ეს სიტუაცია ცოტა ისეთია, გაურკვეველი, ვინ დაიბნა? რატომ დაიბნა? როგორ დაიბნა? ვინ რა ემოცია გამოხატა? გახალისებაში რა იგულისხმება? ეს შეკითხვები ყველას დაებადება. ცოტა განავრცე და გაშალე სიუჟეტი.
სხვა მხრივ კარგია, ასე განაგრძე.

დიდი მადლობა რჩევისათვის blush აუცილებლად გავითვალისწინებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent