შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყინულის გული *4 თავი*


30-06-2018, 15:48
ავტორი blue witch
ნანახია 1 174

ისტორია კეკეზე. გოგონაზე რომელსაც გული გადაუნერგეს. ჩვენ მოგითხრობთ გაორებაზე, შიშზე, (ცოტა(სინამდვილეში ბევრ) სიყვარულზეც). ეს არის გრძელი თოკი, უზამაზარი ჯაჭვი. გზა, რომლის გავლაც უწევს კეკეს, რათა იდუმალი თავსატეხი ამოხსნას და იპოვოს ის, ვინც თოკის მეორე ბოლოში დგას. თითოეული რგოლის გახსნა საჭიროა გაყინული გულის გადასადნობად.
***
მოვკვდი.
ან, უფრო სწორად, მე მგონი მოვკვდი. ვკვდებოდი.
იატაკი ჩაინგრა, ძლიერი საყრდენები გამოიბუგა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ჩამოვვარდი.
ადრენალინის ჭარბმა რაოდენობამ ტვინში, წამის მეასედში მომხდარი მვლენები დეტალურად დაიმახსოვრა. უცნაურია, ნიადაგი თავისით მიახლოვდებოდა, ელდანაკრავს ენა ჩამივარდა, შიშისა და მოულოდნელობისაგან ჩემი ორგანიზმის თითოეული ნერვი და უჯრედი განწირული კიოდა, მაგრამ სახმო სიმებს ვერ ვამოძრავებდი. დავმუნჯდი. დრო კი თითქოს გაჩერდა. უამრავ ემოციას ვგრძნობდი, ტვინის ხვეულებამდე ჩააღწია მძლავრმა აფეთქებამ, თითქოს ჩემს თავში საშინელ ელ-ჭექს გამაყრუებელი გრუხუნის ხმა მოჰყვა. მეშინოდა.
მისიწკენ მივფრინავდი. ბევრჯერ მიოცნებია კლდიდან ხტომაზე, პარაპლანზე, სხვადასხვა ექსტრემალურ გასართობებზე. ამ მხრივ, მშიშარა არასოდეს ვყოფილვარ.
თუმცა ამჯერად ყოველივე განსხვავებულად მოხდა. ვარდნის მომენტი უსასტიკესი აღსასრულის მოლოდინში გაიწელა, გეგონება მიზიდულობის ძალის საწინააღმდეგოდ, მჩატე ბუმბულივით ავფარფატდი ჰაერში, თუმცა ფიზიკის კანონებს ბოლომდე ვერ შევერკინე და მაინც რიყის ქვასავით მძიმედ წავედი ქვემოთ.
მაგრამ ვცდებოდი. საკუთარი ორგანიზმის წონა მეტისმეტად ძლიერად მაწვებოდა.
სწორედ მაშინ გავიაზრე, რომ ფეხებს გაუაზრებლად ვასხმარტალებდი, ქარი აწყ ლიანებულ თვალებს მიწვავდა.
-მომეჭიდე!-დამიყვირა ირაკლიმ.
თავზე მედგა. ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მესამე სართულის ფანჯრის გისოსი ჰორიზონტალურად გადმოცურებულიყო და ზედ გადმოკიდებულს, ხელის მტევნები ძლიერად ჩაეჭირა ჩემთვის.
-მე..-დავიზლუქუნე. თითოეული კილოგრამი სანანებელი გამიხდა. ირაკლის ვებღაუჭებოდი, თუმცა სახსრები გადამტვრევაზე მქონდა. მუხლებს ქვემოთ, ორივე წვივი აუტანლად მეწვოდა, გეენას ცეცხლი წამკიდებოდა, თითქოს მიწას ვერ აუტანია, რომ მასთან ბრძოლა გავაჩაღე და მიზიდულობის ძალის საწინააღმდეგო უკუქმედება დავიწყე, ფეხებს თავისკენ ექაჩებოდა გაჭირვეულებული, მტირალა ბავშვივით. თმა თვალებში მეფხატებოდა. ქუთუთოებს მაგრად ვაჭერდი ერთმანეთს, ნერწყვი ლამის ხორხსარქველში გადამცდა და გავიგუდე. ფილტვები ისე მტკიოდა, თითქოს ყინულოვანი სითხით ამევსო და პლევრა ძველი ზეწარივით დაიფხრიწაო. სათითაო ნეკნის ყვირილი ჩამესმოდა, გულს ლამის ბუნებრივი, ბიოლოგიური საფარი გამოენგრია და გადმომვარდნოდა. წვრილად დასერილი კოჭები, მაჯები და გამოჩრილი მენჯის ძვლები ერთიანად ცეცხლისაგან წამოსულ სიმხურვალეს შევატოვე. თავად მხოლოდ ირაკლის შევცქეროდი.
-ამოძვერი კეკე! ამოძვერი, გთხოვ.. გემუდარები..-ხმა გაბზარვოდა ირაკლის.
გისოსზე უნდა ავმძვრალიყავი და შემდგომ ძველ, მორყეულ, რკინის სახანძრო კიბეზე გადავსულიყავი, რომელიც საეჭვოდ ყანყალებდა, თუმცა რამდენიმე საფეხურის მერე იოლად გადავხტებოდი.
ნელა, ძალიან ნელა ავწიე ფეხი და გამოჩრილ არმატურას ამოვდე. გამაძაგძაგა, როცა წარმოვიდგინე თუ როგორ გაკვეთდა ჩემი ძვლები კუნთებისა და მყესების საფარს დანარცხებისას და ამ შენობიდან გამოწეულ არმატურას დაემსგავსებოდა კარაქივით ადღვებილ ქსოვილებში გაყრილი ბარძაყის ძვლები.
ატკარცალებული ცეცხლის ტალღა მეორე სართულის ფანჯრებს აწვებოდა, მინებს ლოკავდა, ეალერსებოდა, სასიკვდილო ცეკვაში ითრევდა.
გისოსს დავებჯინე, წამით კვლავ გამიელვა ზღვის ლურჯ-მწვანე მორევმა და გემის კიჩომ.
და უეცრად ისევ ჩავვარდი.
-ხელი არ გამშვა!-საწყ ლად დავიწვილე.
-არასოდეს!-ამოილაპარაკა კრიჭაშეკრულმა ირაკლიმ. კარგი, ბუმბერაზი არ ვიყავი, თუმცა არც ირაკლი ჭიდაობდა მძიმე წონით კატეგორიაში.
-მიდი კეკე, მიდი, შეგიძლია!-მისი სიტყვები მანტრასავით ამოვიჩემე და მთელი შერჩენილი ძალისხმევით შევახტი გისოსს.
-ეგაა, მიდი, მიდი, აქ ხარ, ჩემთან ხარ.. ამოხვედი.. მიდი კეკე, მიდი, ნუ გეშინია.. შენთან ვარ, აი, აი..ფრთხილად..
ირაკლის ხმაში შიში წყალში გაზავებული ღვინოსავით გახსნილიყო. წარმოუდგენელი სიახლოვე ვიგრძენი მასთან. ეს რაღაც ჯაჭვი იყო, გაუწყვეტავი და მძლავრი. თვითგადარჩენის ინსტიქტის მიუხედავად, ცოცხალი თავით არ მტოვებდა. არადა, რომ დავეტოვებინე არც კი გავამტყუნებდი. ეს ბოროტება არ იქნებოდა, ჩიხში ვიყავით, გზას ყოველი მხრით ცეცხლი ეკიდა.
შვებით ამოვისუნთქე, ირაკლი გადარეულივით გადახტა სახანძრო კიბზე და ჩაცოცება დაიწყო, მეც ვისკუპე და სამიოდე საფეხური სწრაფად ჩავიარე.
და დავყრუვდი.
უსაშინელესი ზათქის ხმისაგან გამოწვეულმა დინამიურამა ტალღამ ორივე შორს გაგვტყორცნა. საბოლოოდ, ფანჯრებზე გადაკრულმა შუშამ ძლიერ ზეწოლას ვეღარ გაუძლო და გასკდა. პიმპოკის ბურთივით მივქროდი. ხელები ჰაერში უმისამართოდ გავასავსავე და მიწას მწარედ დავენარცხე. ნეკნები, მაჯები, მუხლები და მენჯი ხორცსში შემერჭო. მოლეკულური ქსოვილი, კანის დერმა თითქმის მთლიანად დაიღრვა, ყველგან სისხლი ჟონავდა. ჯერ უმნიშვნელო ჭრილობები ვიგრძენი, თუმცა სადღაც რაღაც უფრო საშიში აზვირთდა.
-დროზე!-დავუწივლე ირაკლის.
ფეხები დავიმორჩილე და ციებ-ცხელებიანივით გავიქეცი. იმ წუთას სკოლის შენობა ჩემთვის შიშის, სასოწარკვეთის, უსასოობისა და ყველაზე საშინელი განცდების ეპიცენტრი იყო.
გზატკეცილი გადავირბინეთ და ტყეში შევცვივდით.
-კეკე, კეკე, კეკე- ირაკლის მიერ წარმოთქმული,საკუთარი სახელი ძლივს მესმოდა, გულისა და სისხლის წნევა დამივარდა, სამაგიეროდ ვიგრძენი როგორ გამიხურდა გულის კუნთი და როგორ ამიწია შიდა ქალის წნევამ.
მეტყევის ქოხი ტყის განაპირას შეგვხვდა.
ოთახში შესვლისთანავე დავკარგე გონება და კოშმარული წყვდიადი და სიმძიმე ქვის ლოდივით დამაწვა ზემოდან.
ჩავიძირე.
***
-შეცდომას უშვებ კიტი.-გაბრიელას ზღვაური ვარდისფერ, არშიებითა და პაწია ბაფთებით გაწყობილ კაბასა და აბრეშუმისავე მანდილს უფრიალებდა. ანა განაბული უსმენდა დედის სიტყვებს და გემს გამომცდელი თავლით შეჰყურებდა. ბავშვს თვალს სტაცებდა გასაოცარი ფერის ხატაური ფარჩა, ინგლისური ხავერდი, მაუდი, ფრანგული მაქმანები და მათი ეგზოტიკური ფერები. დიდგვაროვანთა კლასის სამოსში მოჭარბებული სიმდიდრე და სიმკვეთრე სასიამოვნო სალბუნად ედებოდა პატარას თვალსა და მის გამოუცდელ გონებას თავისი სიკაშკაშით აფორიაქებდა.
-მე ვიყავი ქალაქში გაბი, დამიჯერე არაფერი შეცვლილა. ის სამიკიტნოს სტუმარია თურმე. კვლავ ქალების გულის ქურდი.-ამოიოხრა ქეთრინმა. მოლივლივე, ანგელოზივით თეთრი, თოვლისფერი,სპეტაკი სამოსი ეცვა, თავსაბურში გახვეულ კანს მზის სხივები ვეღარ სწვდებოდნენ და ღაწვებზე უწინდებურად სპილოსძვილისფერი გამეფებულიყო.
-ნიკოლაის ამიტომ მიჰყვები? პიოტრსკაია უნდა გახდე?-წამოიძახა დაზაფრულმა კუზინამ.
-ეს დედას გადაწყვეტილებაა. მე კი, დიმტრი , რომ არა, ნიკოლაი მეყვარებოდა. არაჩვეულებრივი ახალგაზრდაა იგი, დროთა განმავლობაში..
-შეწყვიტე! შენ ნიკოლაი არ გიყვარს.-დაუღრინა გაბრიელამ.
-ჰომ,-უპასუხა ფერგამკრთალამა კიტიმ.-თუმცა მომწონს მაინც.
-ეგ იმიტომ, რომ დიმიტრი იმედს გიცრუებს.
-მერე რათ მინდა ის, ვინც მუდმივად არ მეტრფის?-ბრაზი მოედო კიტის მწვანე თვალებზე.
-შენ ეტრფი დიმიტრის მუდამჟამ? არ გადაგაქვს ყურადღება? გაუმხელელი სიყვარული სხვისადმი ტრფიალის სურვილს ბადებს. გულს უფლებას აძლევ ნიკოლაი მოეწონოს, მაგრამ გონებიდან არ იცილებ დიმიტრის.-გაბიმ ანა ძიძას მიაწოდა და სახიდან თმა გადაიყარა.-მე არ მჯერა, რომ სიყვარულში გონებას არაფერი ესაქმება, პირიქით, გონებიდან ჩაედინება გულში წვეთ-წვეთად შხამი, რაც მთლიანად ედება ამ ორგანოს. თუ გონება სრულებით დაიცლება, გულიც სადღაც გადაისვრის, თუ გონებიდან არ გაუშვებ ვერც გულიდან ამოიგდებ, ასეა ეს.
ქეთრინს ცრემლები მოეძალა. თავს იტყუებდა,აღარ მიყვარსო დიმიტრი. ნიკოლაის მჟღერი სიტყვები, პულსსაც აძლევდა აჩქარების ნებას, თუმცა დიმიტრი გამოჩნდა და გემზე წლების წინ გაღვვებული ნაკვერჩხალი ააბრიალა. მერე კი ისევ წავიდა, ისევ დასტოვა ეკატერინე. მიაგდო თავის შეპყრობილ თავთან. და როცა პროვანსის მამულში კვლავ წამოიწყო ნიკოლაის სტუმრობისაგან გამოწვეული მღევარების ტალრა, ისევ გამოჩნდა დიმიტრი დიაცის სახლში. ეჭვმა ორივეს წარსტაცა გული და გონება. დაინახა, სხვა უყვარდებაო, ვკარგავო ქალს და მოუხშირა სტუმრობებს, არადა რა იცოდა, რომ დაკარგულიყო ყოველიფერი, ჩავლილიყო იმედის სხივთა კრებული.
ჩუმად დაინიშნენ ნიკოლაი და ეკატერინე.
***
დავიგმინე. ფერდში, ნეკნსა და ბარძაყში მინის მოზრდილი ნატეხი შემესო. აგრეთვე ფერდში ჰქონდა გარჭობილი ირაკლის ნამტვრევები. სახე და ხელ-ფეხი ორივეს დაგვესერა.
ანტისეპრიკური საშუალებები ვიპოვე უჯრაში. ნიშადურისა და სპრტის მძაფრა სუნმა ცხვირის ნესტოები ძლიერად დამიწვა. სამედიცინო საქმიანობას შევუდექი.
მომდევნო ერთი საათი საკუთარი და ირაკლის ჭრილობების მობანვას, გასუფთავებას, შეხვევასა და შეძლებისადაგვარად მკურნალობას მოვანდომე. ასე თუ ისე, მაინც კარგად გადავრჩით. დამწვრობები არ მიგვიღია, თუ არ ჩავთვლით უმსუბუქესად შეტრუსულ თმის ორ ღერს და კანზე ალაგ-ალაგ, სრულიად უმნიშვნელოდ დამნეულ პაწია ნაწვებს.
ნამსხვრევების ამოღებას დიდი დრო და ენერგია შევალიე.
-ეს ბოლოა.-დავიხვნეშე და მინის ჯამში წკარუნით შავაგდე პაწაწინა შუშა და პინცეტი.-ჭრილობა გასაკერია ირაკლი.-შეძლებისდაგვაად მშვიდად ავღნიშნე. გულისრევის მძაფრი განცდა ძლივს უკუვაგდე, ცოტაც და გონებას დავკარგავდი.
-არა, მეტი აღარ...-კრიჭა შეეკრა ირაკლის.
სისხლი, სისხლი და სისხლი, ყველგან სისხლიანი სახვევები და ბინძური, წითელი წყ ალი მოჩანდა.
-მაშინ მოგიწვამ!-ბრაზიანად დავიღრინე, თითქოს ადამიანის ჭრა-კერვა დიდი არაფერი ყოფილიყო, აქეთ მებურტყუნებოდა.
ჩაიბუტბუტა მე კი დეზინფექციას შევუდექი. მალე უკვე კბილს კბილზე ვაჭერდი, აკანკალებული ხელებით ვჯიჯგნიდი ირაკლის ფერდს და ვლოცულობდი პირღებინება არ დამწყებოდა.
ძლივს გავნასკვე და გავწყვიტე ძაფი, ყველაფერი ხელიდან გამიცვივდა და ლამის დაბლა დავეცი უსულოდ. თავს შევუძახე, სისხლმა და გაგლეჯილმა კანმა როგორ უნდა დაგაბეჩავოს მეთქი, ამიტო წამოვდექი და თავი ღია ფანჯარაში გავყავი, სულის მოსათქმმელად, ოფლის შესაშრობად და ნერწვის ჩასაყლაპად.
მკვდარივით ჩამეძინა.
ირაკლისთან ჩახუტებულს.
***
ეს როგორ?
მრავაჯერ გაჟღედა კითხვა, თუმცა პასუხი არავის მოსვლია თავში აზრად.
ნიკოლაის სასძლოს შავი, მწუხრისფერი, წყვდიადით მოქარგული, ძოწისფერი სისხლივით წითლით გაწყობილი კაბა ეცვა. ფრანგული მაქმანები და ინგლისური ყელი ამშვენებდა აღმოსავლურ ქსოვილს, თუმცა თარგი და ჭრილი რაღაცნაირად განსხვავდებოდა სხვა მოდელებისაგან.
სპილოსძვლისფერ, ჩამოქნილ სხეულზე შემოჰგზნებოდა კაბა. სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა მკერდი, ზღვის მოქცევა-მიქცევასავით ღელავდა მარგალიტის ღილებით შებნეული საკინძე.
ჰკვირვობდნენ, ვის გაუგია ასეთი ფერის კაბაო ქორწილში, ან ჯვრისწერა რატომააო ასე გვიან?
გედივით მოღერებულ, რძისფერ ყელზე ჰკოცნიდნენ ძოწისა და ლალის თვლით აწყობილი მანიაკნი, ცარცივით გაფითრებულ, ალებასტრისფერ ღაწვეზე სცემდნენ პატიოსანი თვლები და მათი წაგრძელებეული ჩრდილებისაგან გრაფიტისფრად ეღებებოდა კანი.
ოდნავ, სულ ოდნავ შეჰპარვოდა ცეცხლისფრიანი ბროწეულის სიწითლე და სიმწიფე მის სახეს, ისიც გრძელი, ოქროსფრად მოციაგე კელაპტრების გამონაშუქი სინათლის ბრალი იყო. გუმბათს ეხებოდა მზესავით ყვითელი შუქი, გარეთ კი მარმარილოზე დანთხეული სისხლივით წითელი მზე ჩადიოდა მოიისფრო ჰორიზონტზე, მთვარის თეთრი ციალი ეხუტებოდა მზის ნარინჯის ყვავილისფერ დისკოს.
იქ დედამიწა და ზეცა ჰკოცნიდნენ ერთმანეთს, მთვარისა და მზის ძლივს შემდგარ პაემანზე, აქ კი ეკლესიაში ნიკოლაის ეპყრა ხელთ სასძლოს გრძელი, ვაზის მტევანივით კოხტად გამოკვართული, გაცრეცილი თითები.
და როდესაც შავი კაბის არჩია გამოფრიალდა გიშრისფერ მანდილთან ერთად,სწორედ მაშინ ატყდა ზეცაზე ვარსვკვლავთა ლიცლიცი. მწუხრისფერი კაბა ჩაიცვა ქვეყანამ. იფეთქა აღმოსავლეთით ვერცხლისფერმა ნათებამ და მოიჭედა ყოველივე გაბნეული, მოხტუნავე ვარსკვლავებით. იასამნისფერი ბლონდი გაიკეთა ცამ პატარძალივით რძისფერ პირზე, ფერხულში ჩაება ციურ მნათობთა ჯგრო, შეუერთდა მწაზე გაჩაღებულ საზეიმო მსვლელობას.
სასძლო მგლოვიარეს უფრო მოჰგავდა. გრძელი, გიშრის წამწამთა ჯარი იცავდა ზურმუხტისფერ, ყაზბეგის ტყესავით მწვანე ტბას, ცივი ნიავი მიეალერსა ღაწვებზე და გაქრა მათზე დამჩნეული, სანთლების ციაგისაგან გამოწვეული ატმების მსხმოიარე ბაღისეული, ნუშისყვავილისფერი მწყაზარი ნათება .
ნაზად აფახულებდა თავის ლამაზ წამწამებს, უტურფესი ნემსიყლაპიების მოსირმული, წყ ლისფრად დათალხული ფრთების ქნევას მოგაგონებდათ. მხოლოდ ერთხელ, გულსაკლავად, მხოლოდ ერთხელ გაეღიმა, ერთადერთხელ გახსნა ალუბლის ყვავილისფერი ბაგეები და წვრილი კბილები გამოაჩინა.
სახე ჩამოსტიროდა, ფერგამკრთალი იყო სრულიად, სავსებით გამოსცლოდა სასიცოცხლო ბრწყინვალება მის ახალგაზრდა სახეს. დიაცურ სითეთრეს უცნაური, ცვილისფერი სიყვითლე შეჰპარვოდა ქურდულად, ავადმყოფურად. ახლა გვამს უფრო ჰგავდა, ღვთიურად ლამაზს, გასხივოსნებულს, მაგრამ გვამს. მკვდარს, ეთერის საუფლოში გაბატონებულს, ანგლოზს, მაგრამ ბნელს, სიკვდილის ხელს.
მასზე სევდიანი თვალები არავის ჰქონდა, მასზე უბედურად არავინ გამოიყურებოდა მისსავე ლხინში.
დიმიტრი ერისთავის გარდა.
შორით უმზერდა სატრფოს. სავსებით გაფითრებულს, გამტკნარებულს, გაუკაცრავებულსა და დამცრობილს. თავად კი უარესად იყო.
სამუდაოდ გაქრა ტკბილი, ყმაწვილური ზმანება. მშობლიურ მიწასავით შორეული ეჩვენა დიაცის სახე. წყვდიადივით ჩაუშავდა თვალები და მდუღარე ცრემლების დასაფარად შეერია სიბნელეს.
-მოვკლავ!-დაიგმინა მწარედ. გულზე ცეცხლოვანი ლახტივით გადაეჭირა ტკივილი და ჯოჯოხეთური სიცხე.-ნიკოლაის არ ვაცოცხლებ!
-შესდექი, ჭკუას მოუხმე, ნუ ცხარობ დიმიტრი!-შეევედრა და საამურად ჭიკჭიკა ენაზე.
კიპაროსივით აშოლტილი, ჩამოსხმული იყო დიმიტრის და. გრძელი, აბრეშუმის ძაფივით რბილი, მზესავით ოქსროსფერი თმა ჰქონდა. ბიჭნი ამბობდნენ, თმა კი არა-გადადმნარი ოქროს ძაფებიაო. თვალები ჰქონდა შვლის ნუკრივით დახატული, იისფერი, კაშკაშა ლურჯი, კანი კი მწვერვალებზე დაფენილი პირველი თოვლივით საოცრად თეთრი. პირიმზისა ერქვა სახელად. ბევრჯერ გაუჯავრდა მის დედას ხალხი, „მზექალა“, „მზეჯავარა“ ან „მზევინარა“ უფრო მოუხდებოდა, მზეს მასეთი ლამაზი პირი სადა ქვს, თავად მზეაო შენი ქალი.
სადიაცო, თექისაგან შეკერილი უბრალო კაბა ეცვა და შინდისფერი მანდილი ეხურა.
კუშტად შეაცქერდა ძმის მწუხრისფერ თვალებს.
-არ გაბედო და არ მიეჭრა ეკატერინეს, ვერა ხედავ, ზეზეულად დნება?! დაეხსენი დღეს, თორემ ჩააკვდება მაყრიონს ხელებში!
-აბა რავქნა, ვუყურო როგორ ჩუქდება?-შეუღრინა პირიმზისას გაცეცხლებულმა დიმიტრიმ.
-შენი ბრალია! წესიერად მოჰქცეოდი, თავის დროზე მაგის ატეხილი ბიძაშვილისადმი გაჩენილი ბავშვური ვნება ტრფობა არ გგონებოდა, გადარეული ულაყვით არ გედივნა გაბრიელასთვის და არაფერი მოხდეობდა!-მტკიცედ თქვა, ისე შეუპოვრად, როგორც მთიელის ქალებს სჩვევიათ.
-მე...-ენა დაება ალეწილ დიმიტრის.
-ჩაიგდე ხმა და ბედს დამორჩილდი. ნუ გეშინია, დღეს სასთუმალზე ვერ დაიძინებს ნიკოლაი ცოლთან!
მხოლოდ ერთხელ შემჰხედა ეზოდან გამავალმა ქეთრინმა სატრფოს, ერთი ობოლი ცრემლი ჩამოედინა ლოყაზე და თვალებითა და ტუჩებით ერთნაირად სთქვა, მიშველეო.
პ.ს მოკლედ, ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისათვის, მაგრამ გამოცდები მქონდა და წინა თავისთვისაც კი არ გადამიხედია, არ მეცალა არც ერთი წამით. მაპატიეთ და ისიამოვნოთ. ველი კომენტარებს გაგრძელებისათვის . <3 :დ



№1 სტუმარი სტუმარი Keti

თავიდან საშინლად დავიზაფრე, მეგონა ორივე იქ გამოიხრუკებოდა. ცოტა გაზვიაადებული მეჩვენა მათი ცეცხლმოკიდებული სკოლიდან გამოსვლა. დანარჩენი კარგი იყო. დაველოდები მომდევნო თავს

 


№2  offline წევრი blue witch

სტუმარი Keti
თავიდან საშინლად დავიზაფრე, მეგონა ორივე იქ გამოიხრუკებოდა. ცოტა გაზვიაადებული მეჩვენა მათი ცეცხლმოკიდებული სკოლიდან გამოსვლა. დანარჩენი კარგი იყო. დაველოდები მომდევნო თავს

ძალიან დიდი მადლობა <3 შესაძლოა მართლა ზედმეტად გაზვიადებულია, თუმცა შეშინებულ კეკეს ასე მოეჩვენა, სახუმარო საქმე ჰომ არაა ალმოდებული, ავარიული შენობიდან გამოქცევა. :დ მიხარია, რომ მკითხულობთ.

 


№3 სტუმარი სტუმარი მოცინარი

ტკბილო, ჩემო ტკბილო მაგარო საყვარელო ზიზოვ♡♡♡♡
პირველ რიგში მაქვს რამდენიმე შენიშვნა. ცუდად არ მიიღო უბრალოდ პატარა რჩევებია ♡
1. ცოტა ცოტა გაზვიადებული მეჩვენა როგორ გაიქცნენ სკოლიდან. ნუ შეშინებული კეკე ალბათ ასე ხედავდა ყველაფერს მაგრამ წინაში ასეთი დაწვრილმანებული და მაგარი აღწერა არ იყო და შედარების ამბავში, რა
2. ცოტა ცოტა მეტი დიალოგი რომ ყოფილიყო, უფრო კარგი იქნებოდა და ზოგაგად ცოტა დიდი თავი :დ
3. უფრო მალმალე დადე ხოლმე თავები რა თორე უკვე ძილში არ მასვენებენ უკვე კიტი დიმიტრი და სხვები :დდ
ხო მართლა, ერთი სული მაქვს გავიგო რა კავშირია ამათ შორის♡♡
ნიკოლაი კიდე არ მინდა მე >_< დიმიტრი მინდა მე დიმიტრი ♡ :დ
ამიტო მალე მალე დადე რა :დ ♡♡♡ ჩემი ნიჭიერი ზიზუნა♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent