სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 7.
ხუთი დაკუნთული ვაჟკაცი სიმაღლისდა მიხედვით გამოვიდა სახლიდან,ორმა მანქანამ გაზს მიაჭირა ფეხი და ბღუილით გავიდა გზაზე,კომპანიაში მისვლამდე ისევ დაურეკა იგივე ნომერმა. -მოვდივარ უკვე გზაში ვარ,დათქმულ დროზე ჩემს კაბინეტში ვიქნები. -ვწუხვარ,რომ გეგმები შეიცვალა და თქვენს კომპანიაში ვეღარ ვახერხებ მოსვლას. -მისამართი მომწერეთ და თავად მოვალ იქ სადაც ხართ. -რატომ დათანხმდი,ის უნდა მოსულიყო შენთან და არა შენ მასთან.გაბრაზდა გელა რომელიც გიორგის გვერდით იჯდა. -უნდა ეფიქრა,რომ შემეშინდა და უფრო კმაყოფილი სახე ჰქონებოდა?გაბრაზდა გიორგი. -წამოვიდე თუ მარტო წახვალ. -მარტო წავალ,არ მინდა შენ ჩემს გვერდით დაგინახოს ვინ იცის და იქნებ იცის ვინც ხარ და ზედმეტად ნუ დაგინახავს ჩვენს გვერდით. -მართალი ხარ,აქ ჩამომსვი სადმე და შენს ზარს ველოდები.გელამ არ გაუშვა ისე გიორგი რჩევები მისცა,დაარიგა და რამოდენიმეჯერ გაუმეორა როგორც კი გამოვა დაურეკოს.წავიდა გიორგი,მისამართი რომელიც მიიღო ემაილზე ხალხმრავალი ადგილი აღმოჩნდა.მანქანა პარკინგზე დააყენა და იქვე კაფეში შევიდა,ცარიელი მაგიდა აარჩია და დაელოდა როდის ინებებდა მოსვლას ემზარი. -დილა მშვიდობის,რას ინებებთ?გოგონა უღიმოდა გიორგის. -სხვას ველოდები,მაგრამ მის მოსვლამდე ყავას შევუკვეთავ,უშაქროს.გიორგი ჩაფიქრებული იყო,რომ მის წინ ხმაურით გამოსწიეს სკამი და მყუდროება დაურღვიეს. -ბოდიში რომ გალოდინეთ,საცობში მოვხვდი. -არა უშავს ბატონო ემზარ.გიორგი წამოდგა და მის წინ მდგარ მამაკაცს ხელი ჩამოართვა. -დაბრძანდით.სკამზე მიუთითა ემზარიმ გიორგის და თავადაც დაჯდა.შემდეგ გარშემო მოათვალიერა ყველაფერი და გაკვირვებულმა გიორგის შეეკითხა რომელიც მადლობას უხდიდა გოგონას გემრიელი ყავისთვის. -მარტო ხართ?სიმართლე გითხრათ ბატონო გიორგი მიკვირს მარტო როგორ დადიხართ,რატომ არ აიყვანთ პირად დაცვას? -რისთვის?მე არაფლის არ მეშინია და ვისაც სუფთა წარსული აქვს,ის ყოველთვის უშიშრად ცხოვრობს და არ ეშინია რომელი კუთხიდან დაარტყამს მტერი.ასე რომ რა საჭიროა ზედმეტი ყურადღების ცენტრში ყოფნა და ჩემი ეკონომიური მდგომარეობის საქვეყნოდ აფიშირება. -ზედმეტად თავდაჯერებული ხართ ბატონო გიორგი. -სრულებით არა,მე მჯერავს ჩემი პარტნიორების და მათი ვაჟკაცური სიტყვის. -მე მიყვარს შენისთანა რისკიანი ვაჟკაცები გიორგი და ასევე რისკიანი და გემრიელი საქმეების კეთებაც კარგია.ჩვენ ერთად ძალიან ბევრ საქმეს გავაკეთებთ და ძალიან ბევრ ფულსაც ვიშოვით. -მეც ძალიან მიყვარს გემრიელი კერძები ბატონო ემზარ და კაპიკებზე არ მივსდევ არავის,ჩემი ჯიბიდანაც ძალიან ბევრჯერ გადამიხდია გადასახადი და ტოლი არავინისთვის არ ჩამომიგდია,არც ხელები მაქვს სისხლში გასვრილი.ჩემს სინდის არავინის ცოდვა არ აწუხებს,სუფთა ცხოვრებით ვცხოვრობ და წარსულიც წინაპრებიდან სუფთა მოდის ჩემი,აწმყოც და მომავალიც ასეთი იქნება.არ მიყვარს თამაში და არც ზურგიდან მოპარვა,ასე რომ გაითვალისწინე ყველა ესენი რაც გითხარი და თუ შეძლებ შენც ასეთი სუფთა იყო ჩემს გვერდით ,,VELKOM'',(კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება)კარგი პარტნიორის ყოლა ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია.საუბრობდნენ,რომ გიორგის ტელეფონზე დაურეკეს და ბოდიშის მოხდით უპასუხა. -გისმენთ ქალბატონო ზანდა. -ბატონო გიორგი უცხო სტუმრები გელოდებიან.მოესმა ზანდას აღელვებული ხმა. -მოვდივარ,გზაში ვარ და ნახევარ საათში ადგილზე ვიქნები.ემზარის შეხედა და მასაც ბოდიში მოუხადა. -ბოდიშს გიხდით,მაგრამ მელოდებიან და უნდა წავიდე. -ჩვენ ისევ შევხვდებით გიორგი. -როცა გენებოთ,შემეხმიანეთ და ვისაუბროთ.უთხრა გიორგიმ და ერთი სული ჰქონდა როდის გაეცლებოდა იმ ადგილს,გარეთ გამოსულმა ღრმად ამოისუნთქა და მანქანაში ჩაჯდა და გაიარა თუ არა ცოტა გელას დაურეკა. -წამოვედი და ოფისში გელოდები.უთხრა და გაუთიშა,კომპანიაში მისულს არავინი უცხო არ დახვდა და გაკვირვებულმა შეხედა მის კაბინეტში თავშეყრილ სამეგობროს,ნერვიულობდა ყველა და რომ შეხედეს გიორგი მშვიდად მოდიოდა ყველამ შვებით ამოისუნთქა. -რა ქენი,რა უნდოდა ან რატომ დაგიბარა.ყველა ცალ-ცალკე ეკითხებოდა და გიორგიმ გაკვირვებულმა მიიხედ-მოიხედა და გაოცებულმა თქვა. -აკი უცხო სტუმრები გელოდებიანო.გადახედა ბიჭებს. -ეს ანას გეგმა იყო,შეეშინდა და არ დავმალავ ჩვენც ძალიან შეგვეშინდა.ამიტომ ანამ ზანდა დეიდას სთხოვა და დაარეკინა,უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო.თქვა ალექსიმ. -მივხვდი ტყუილი რომ იყო,ისეთი აღელვებული ხმა გქონდა თავი შევიკავე და კითხვა მინდოდა რა გჭირსთქო.უთხრა იქვე მდგარ ზანდას და ჩემდეგ ჩაეცინა. -რა გაცინებს,რას ხედავ აქ სასაცილოს.გაუბრაზდა ბექამ. -სასაცილო ისაა მე მოსაკლავად ვემუქრები და ის ჩემზე ნერვიულობს,ამ უგრძნობს ჰქონია გული. -კარგი რა გიორგი ლამის დავიხოცეთ ნერვიულობით და შენ რაზე გეცინება. -კარგი ჰო,ცოცხალი ვარ და ყველაფერი სხეულის ნაწილი ადგილზე მაქვს.ნუ ნერვიულობთ,გელა მოვა და ვისაუბროთ.გელამაც შემოაღო კარი და პირდაპირ გიორგის მიმართა კითხით. -როგორაა საქმე,რა უნდოდა.გიორგიმ მოუყვა გელას და ბიჭებს როგორი იყო ემზარისთან შეხვედრა და მათი საუბარი.გელამ კი ბიჭებს გადახედა და თქვა. -ჩვენც გამოვიყენეთ შენი ემზარისთან შეხვედრა,მოვისყიდეთ ერთი მოსამსახურე და ვიდეო თვალი დავამონტაჟებინეთ მის კაბინეტში.მალე გამოვიჭერთ,დღეს ისიც კი გავიგეთ რომ ეს ბო...ი თურმე ნარკოდილერიც ყოფილა,თითქმის ყველაფერი ამოქექილია მის წინააღმდეგ.გელას დაურეკეს და სასწრაფოდ მის განყოფილებაში მისვლა სთხოვეს. -რაღაც მოხდა,რა ფერი გადევს.ფეხზე წამოდგა გიორგი. -მოხდა,რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი.მგონი გაამართლა უკვე გეგმამ,წავედი და დაგირეკავთ.გელა ძალიან ჩქარი ნაბიჯებით შევიდა განყოფილებაში და პირდაპირ უფროსის კაბინეტში შევიდა.სხვებთან ერთად დაჯდა და ისიც უცქერდა გაოცებული ვიდეოს. -ჯერ ისევ მივბრუნდე მის ბიზნესში და შემდეგ ნელა-ნელა მოვუღებ ბოლოს,ჯერ ხელებს დავაჭრი,ვაწამებ და სისხლიდან რომ დაიცლება სადმე ჩავმარხავ ბეტონს დავასხამ და ვერავინი ვერასოდეს ვერ მიაგნებს. -სიფრთხილე გვმართებს,ემზარი ძალიან ჭკვიანი და დაკვირვებულია გიორგი და გაგვიჭირდება მისი გაბრიყვება.უთხრა მოსაუბრემ,რომლის სახე არ ჩანდა კარგად. -მან რაღაც იცის ჩემი წარსულიდან,რადგან წამომარტყა დღეს მე წარსული სუფთა მაქვსო და არც ხელები მაქვს სისხლში გასვრილიო. -მაგალითად რა უნდა იცოდეს. -მაგალითად ის რომ ეს სახლი ჩემი არ არის,არც ბიზნესი.ხომ ვთქვი ციხიდან რომ გამოვა ის ნაბიჭ...ი ალიკა პრობლემებს შემიქმნისთქო,უნდა გაგვესაღებინა ის იქ იმ ციხეში. -ფული რომ მისცე იმ ალიკას? -სხვა ყველა შეგიძლია ფულით იყიდო,ალიკას და მის სამეგობროს ამას ვერ შეკადრებ,ისინი არ არიან ფულის ხალხი. -ის მისი კახ...ა დედის გამო შურს იძიებს. -არასოდეს,არასოდეს არ თქვა იმ ქალზე კა...ა.შოთა ის არ არის კა...ა,მან რომ იცოდეს დედამისი ახლაც ცოცხალია,მართლა არ დამინდობს და ცოცხლად დამწვავს ის დაუნდობელია.გელამ და უფროსმა ერთმანეთს შეხედეს გაოცებულებმა და ისევ ვიდეოს ყურება გააგრძელეს.-შოთა მას 10 წელია მზის სინათლე არ უნახავს,გარეთ არ გამოსულა. -ნახულობ ხოლმე?როგორაა.მოსაუბრეს ხმაში სევდა იგრძნობოდა,ეტყობოდა არ იყო ემზარივით ცივსისხლიანი. -ის მაგიჟებს,რომ დღემდე მისტირის მის ქმარს და შვილს,რომ გებულობს მე ვარ ზედაც არ მიყურებს,არ მელაპარაკება. -გაქვს ფიზიკური ურთიერთობა?მახსოვს ძალიან კარგი ქალი იყო. -როცა ქალს ჰგავდა მაშინ არ მქონია და ახლა რა ურთიერთობა უნდა მქონდეს,ქალის სახე აქვს დაკარგული.არა და არც არასოდეს არ მქონია,არც ასე მქონდა ჩაფიქრებული,მაგრამ ისე შევტოპე უკანაც ვერ დავიხევ,არ შემიძლია უკვე გამოვაჩინო რადგან არავინმა არ იცის რომ ის ცოცხალია.მოვეშვათ ლალიზე საუბარს და მომისმინე,საქმე რომლიც მე მინდა შემოგთავაზო 4 000 000 $ საქმეა და ეს ძალიან კარგი ბიზნესია,ბევრი ფული კეთდება. -შენი ბიზნესი გაქვს, რატომ გინდა გიორგისთან დაბრუნება. -გიორგი მჭირდება,მჭირდება რომ მის სუფთა სახელს ამოვეფარო და შემდეგ კი ტალახში ამოვსვარო.ასე რომ მე შენ ამ საქმეში 30%-ში გაგიყვან,დაფიქრდი არ წააგებ. -რა დაგშავა გიორგიმ ემზარ.მოდი,ადამიანურად მითხარი შენი ჩადენილი ცოდვებისთვის რაც კი დღემდე ჩაგიდენია როდისმე დაფიქრებულხარ?ის თუ გიფიქრია რომ უკვე დიდი ხანია საზღვარს გავცდით შენი ბინძური იდეებით და ჩვენი ყურმოჭრილი მონობით,რომლებიც ვასრულებთ შენს ბრძანებებს.მე ვნანობ,ძალიან ვნანობ. -რას ნანობ,ამდენი ფული რომ იშოვე იმას ნანობ?ცხოვრება რომ მოიყვანე ისე როგორც გინდოდა იმას ნანობ? -ვნანობ,ვნანობ შენთან რომ მოვედი.ვნანობ,რომ შენი ბრძანებით მოვკალი,რომ ვცემე.მეც ბევრჯერ მცემეს,მაგრამ საცემი ვიყავი მადლობა რომ სცემას დასჯერდნენ მე მოსაკლავი ვიყავი და უნდა მოვეკალი კიდეც.ჩვენ ვინც შენთან ვმუშაობთ ყველა შენის ჩათვლით ყველა სასიკვდილოები ვართ,ერთ დღეს ყველაფერი გამჟღავნდება და ყველა ერთად მოვიყრით თავს იქ გისოსებს მიღმა.ემზარის არ შეუჩერებია,უსმენდა თავდახრილი და შემდეგ უთხრა. -ვინ გაგვცემს, შოთა არის აქ ვინმე ვინც გაგვყიდის?არა,არ არის რადგან მე ჩემს ლეკვებს კარგად ვაჭმევ და ყველა მაძღრები მყავს.თქვა და მაგიდის უჯრა გამოაღო იარაღი ამოიღო და შოთას ესროლა,გვამს კი ზემოდან დააფურთხა და უთხრა. -მხოლოდ შენ შეგეძლო ჩემი ჩაშვება ნაბიჭ...ო.ფაქტები ხელთ იყო გელამ ბრიგადა შეკრიბა და მიხეილ ბაქრაძე ანუ ემზარ გეგენავა მისივე სახლიდან დააპატიმრეს,ის ფაქტზე მაშინ დაიჭირეს როცა ცდილობდნენ შოთას ჩამარხვას და კვალის დაფარვას.გელამ მოგვიანებით ბიჭებს დაურეკა და გიორგისთან დაუთქვა შეხვედრა,ყველამ იქ მოიყარა თავი და ელოდნენ როდის მივიდოდა გელა,გელა კი გაოგნებული სახით შევიდა სახლში,ჯერ დაჯდა და რუსოს ცივი წყალი სთხოვა,სული მოითქვა ალიკას შეხედა და უთხრა. -რასაც ახლა მოისმენთ და შეხედავთ შოკში ჩავარდებით, რადგან მე ჯერ კიდევ ვერ გამოვედი მდგომარეობიდან.მოუსმინე და გთხოვ თითოეული სიტყვა გაითავისე და გაანალიზე.ყველაზე დიდი მტერი შენი დაჭერილია,სიტყვას გაძლევ 20-25 წელი ის ციხიდან ვერ გამოვა და შესაძლებელია სამუდამოც კი მისცენ.ახლა კი ყურადღებით მოუსმინე ამ ვიდეოს და განსაკუთრევბით ბოლო სიტყვებს.ალიკამ მიხვდა,რომ რაღაც მის ოჯახს ეხებოდა და ეს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის.გელამ ჩართო ვიდეო და ყველა გაოგნებული უსმენდა,რუსოს კანკალმა დააწყებინა გიორგის სახელი რომ გაიგონა,გოგი კბილებს აკრაჭუნებდა.ალიკა?რა დღში იყო ალიკა?ის იჯდა გაქვავებული და ცრემლები ღარებად იკვლევდნენ გზას მის სახეზე. -მარტივ გზას არსად მივყავართ არცერთი ჩვენთაგანი არც ბედნიერებასთან,არც წარმატებასთან,არც სიკეთესთან და ბოლოს და ბოლოს არც საკუთარ თავში ჰარმონიასთან.არა ერთხელ მითქვამს,რომ ჩემთვის რთული ცხოვრებისეული გზის მქონე ადამიანები ყველაზე მნიშვნელოვანები არიან,რადგან მათგან ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება და მე მათ ვაფასებ,ვუფრთხილდები კიდეც,რადგან ასეთი ადამიანები ცხოვრებისეული სიბრძნით სავსე ჯამს ჰგავს.თქვა გიორგიმ და ყველას გადახედა სათითაოდ.ვერცერთი ვერ იღემდა ხმას,ყველა ალიკას ელოდა და როგორც იქნა მოვიდა გონს გელას შეხედა და ჩახლეჩილი,აკანკალებული ხმით უთხრა. -ათქმევინეთ სად ჰყავს დედაჩემი? -გავიგებთ, ალიკა გეფიცები ყველაფერს გავიგებთ.მთავარია,რომ სიმართლე ვიცით. -არ უნდა სასამართლო,მე მომეცით და მე მივხედავ,თავად მე გამოვუტან განაჩენს და ყველა იმ უდანაშაულო ადამიანის მაგივრად მე ვიძიებ შურს ვინც კი ყავს გამწარებული. -ალიკა გინდა ხელები სისხლით,ბინძური სისხლით გაისვარო? გინდა მთელი ცხოვრება შენს ხელებს სისხლის სუნი ჰქონდეს?არ ფიქრობ შენს თავზე,არ ფიქრობ ჩვენზე,მაგრამ რატომ არ ფიქრობ ახლად შექმნილ ოჯახზე,კარინამ რა დააშავა ალიკა. -დღეს კარინას მშობლებთან შეხვედრა მაქვს,მაგრამ ვერ შევძლებ,ვერ წავალ. -წახვალ,დაწყნარდები და ჩვეულებრივარ შეხვდები.ყველაფერს გავაკეთებ,რომ გავიგო ბოლომდე სიმართლე. -მპირდები? -გპირდები,როდისმე სიტყვა გამიტეხია?უთხრა გელამ.ჩვენ ყველაფერს შევძლებთ,ვწუხვარ მხოლოდ რომ უფრო ადრე ვერ დავადგინეთ სიმართლე. -მთავარია დადგინდა,მართალია გვიან მაგრამ დამნაშავე დაისჯება სამართლიანად,ამაზე მე ვიზრუნებ.თქვა გოგიმ ძალიან მკაცრად. დადგა კარინასათვის ბედნიერი დღე,ღელავდა მაგრამ მაინც ბედნიერებით სავსე შესციცინებდა ალიკას და შეუძლებელია გადმოვცე მისი ბედნიერი ემოციები.მხოლოდ იმას გეტვით,რომ მათი სიყვარული გაძლიერდა და მყარი გახდა.ალიკას ნამდვილად არ ჰქონდა მხიარულების ხალისი,მაგრამ კარინას ძალიან თბილად და ნაზად ეპყრობოდა.დედა ვერ შეხვდა სიძე-ქალიშვილს,რადგან კარინა მის დაუკითხავად გათხოვდა.უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა რას ეტყოდა დედა,მაგრამ გული მაინც ეტკინა მის ასეთ ცივად შეხვედრაზე.მამამ კი ძალიან თბილად მიიღო სიძე,უფრო მეტიც გაოცებულიც კი დარჩა ალიკას რომ შეხედა,ის მისი ფანი იყო. -დაბრძანდით,პირველი რაც მინდა გითხრათ ვაფასებ ორ ადამიანს შორის ძლიერ სიყვარულს.სიყვარულის შესახებ პავლე მოციქული წერდა, ,,თვითეულ თქვენთაგანს ისე უნდა უყვარდეს თავისი ცოლი,როგორც საკუთარი თავი,ცოლი კი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს''.ცოლ-ქმრული კავშირო მაშინ არის მტკიცე,როცა ორივე ითვალისწინებს ერთმანეთის სისუსტეებს,ისინი უთმობენ და მთელი გულით პატიობენ ერთმანეთს.შეცდომებისაგან დაზღვეული არავინი არის,ფრთხილად უნდა ვიყოთ და შეცდომებსაც ავირიდებთ.მიხარია რომ მოხვედით,მე გიცნობთ თქვენ და თვალს ვადევნებ თქვენს ყველა გამოსვლას და უნდა ვთქვა თამამად,რომ ჩემს სახლში თქვენი ხილვა ეს დიდი პატივია.ძალიან მიხარია,რომ ჩემი შვილის გულის რჩეული თქვენ ხართ.მინდა პირადად თქვენზე მომიყვეთ. -რა უნდა მოგიყვეთ,მე ობოლი ვარ მხოლოდ ბებო მყავს ერთადერთი და ჩემი უსაყვარლესი სამეგობრო.რაც შეეხება თქვენს შვილს ის ჩემთვის ყველაფერია,შემიძლია მისთვის არც დავფიქრდე ისე დავთმო ჩემი სიცოცხლე. -მე მჯერა თქვენი თვალების და არა სიტყვების,რადგან თითოეულ სიტყვას რასაც ენით ამბობთ თვალებში არის თქვენი გულწრფელობა და იქ ვხედავ,რომ ეს სიტყვები გულის სიღრმიდან მოდის.მხოლოდ ეცადეთ გაუფრთხილდეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს. -ვიცი რატომ მეუბნებით ამ სიტყვებს და მინდა დაგამშვიდოთ,რომ მე კარიერა უკვე დავასრულე,აღარ ვაპირებ კონტრაქტის გაგრძელებას,რადგან უკვე ოჯახი მყავს და არ მინდა ჩემი საყვარელი ქალი კლინიკებში სირბილით დავღალო -ძალიან მომწონხარ ალიკა. -მადლობა. -მაგრამ არ ვჩქარობ დრო თავად გვიჩვენებს დადებით და უარყოფით მხარეებს.კარინა ჩემი ერთადერთი ნუგეშია,ჩემი ნათელი წერტილი.ისე ძალიან გამიკვირდა მარტო რომ მოდით და არცერთი მეგობარი თან არ მოგყვათ.ალიკას გაუკვირდა და გულწრფელად თქვა. -არც მიფიქრია მეგობრების წამოყვანა,რადგან მინდოდა ეს საუბარი მხოლოდ ჩვენში ყოფილიყო და მეორე,გამიკვირდა რადგან არ მეგონა ჩემი სამეგობრო წრე თუ დაგაინტერესდებოდა.ერთ დღეს აუცილებლად გაგაცნობთ,გპირდებით. -რატომ ერთ დღეს და არა ახლა?აბა დედა-შვილი სამზარეულოში,უცხო სტუმრები გვყავს.შემდეგ კი ისევ ალიკას მიუბრუნდა და ტელეფონზე ანიშნა,და ღიმილით უთხრა. -თუ თანხა არ გაქვს,აი ჩემი ტელეფონი და დაურეკე მათ.აღფრთოვანებული დარჩა ალიკა,არ ელოდა ასეთ აურას და სიხარულით აკრიბა გიორგის ნომერი. გიორგის რუსოს კალთაში ჰქონდა თავი ჩადებული და ტელევიზორს უსმენდა,რუსო კი შუბლზე მალამოს ადებდა თან ნერვიულად გაჰყურებდა კედელზე დაკიდებულ დიდ საათს,რომლის წინ წაწეული ისრები გულს უფრიალებდა,რადგან გოგი არ იყო სახლში და უკვირდა მისი ასეთი დაგვიანება. -გიორგი რაღაც რომ შეგეკითხო გამიბრაზდები?უთხრა რუსომ შვილს.გიორგიმ წარბი ასწია დედას შეხედა და უთხრა. -რამე ისეთი არ მითხრა,მართლა რომ ვერ გამაჩერო მერე. -მაშინ არ გეტყვი.გაიბუტა რუსო რაც გიორგის ძალიან ახალისებდა დედის ასეთი ბავშვური ქცევები. -კარგი როგორც გინდა,ბუტე-ბუტე გაგებუტე.გაახსენა პატარა რომ იყო ასე ეუბნებოდა დედას.-მე რომ შეგეკითხო,მიპასუხებ? -ჯერ მე გკითხე,მიპასუხე და გიპასუხებ. -კარგი,მკითხე რაც გინდა.უთხრა გიორგიმ და მოემზადა მოსასმენად. -არ იყვირებ მხოლოდ.თითის ქნევით გააფრთხილა. -თქვი ახლა,გითხარი არ ვიყვირებთქო.უცებ გაბრაზდა გიორგი. -უკვე ყვირიხარ გიორგი. -დედააააა. -კარგი,კარგი.მაინტერესებს შენ და ანა ასე რატომ კბენთ ერთმანეთს. -აუტანელია და იმიტომ.რატომ მეკითხები,რატომ დაგაინტერესდა? -იცი რომ ზოგჯერ ასეთი ქცევები სერიოზულ ვითარებაში გადადის?კარგი გოგოა,მომწონს მაგრამ............ -არ დაამთავრო დედა,ვჩხუბობთ და ვღეჭავთ ერთმანეთს,ვგლიჯავთ კიდეც კბილით მაგრამ ანა ჩემი და არის,ჩემი გიჟი და.ძალიან გთხოვ ზედმეტი არაფერი არ იფიქრო.შემიძლია მის საწოლში,მის გვერდიდაც დავწვე მაგრამ მხოლოდ დავიძინო მე ანას როგორც ქალს ისე არასდროს არ შევხედავ,განა იმიტომ რომ ის არ არის სასურველი ქალი,არა პირიქით ის ძალიან ლამაზი ქალია,მაგრამ ერთმანეთი რომ გავიცანით აღმოვაჩინეთ რომ არცერთს არ გვყავდა დედმამიშვილი და ჩვენ და-ძმობა შევფიცეთ ერთმანეთს.მე მყავს ჩემი გულის რჩეული დედა,ანა კი ჩემი გიჟი და არის,შეძენილი მაგრამ მაინც და.არ ინერვიულო,ანას და ბექას ერთმანეთი უყვართ. -მართლა?ძალიან გამახარე გიორგი.მითხარი რა ვინ არის შენი გულის რჩეული,უთხარი რა შენს დედას. -ეს მეორე შეკითხვაა,რომელზედაც ჯერ არ ვაპირებ პასუხის გაცემას. -მითხარი რა,გთხოვ მითხარი. -დედააა,ჩემი ჯერია კითხვაზე მიპასუხო. -მკითხე,რა გაინტერესებს. -რატომ არ გააჩჩინეთ მეტი შვილი,დავიჯერო მამაჩემმა მეტი ვერ გაქაჩა? -გიორგი.თვალები გაუფართოვდა რუსოს რაზედაც გიორგის გაეცინა. -დედა,იქნებ მე ნაშვლები ვარ? -რა უაზრობებს მეკითხები გიორგი ვერ ხედავ როგორ ჰგავხარ მამას?არ ხარ ნაშვილები და ასეც რომ ყოფილიყო,მე აუცილებლად გეტყოდი შვილო სიმართლეს.შენ ჩემი ერთადერთი სანთლი ხარ.ნაშვილები არ ხარ და მეორედ ეს არ გაიმეორო მამას ძალიან ეტკინებოდა გული ეს სიტყვები რომ გაეგონა. -აბა რატომ არ გააჩინეთ მეორე შვილი? -რთული ორსულობა მქონდა,შენ რომ დაიბადე საკეისრო დამჭირდა და თან საშვილოსნოც ამომიღეს 18 წლის ასაკში.ასე რომ დარჩი ერთადერთი შვილი ოჯახში.გიორგის შეეცოდა დედა ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა. -მე მყავს მეგობრები,მაგრამ ძალიან მინდოდა პატარა და მყოლოდა,გავანებივრებდი და თან გავაკონტროლებდი. -მოიყვანე ვინცაა შენი გულის რჩეული და კიც გაანებივრე და კიც გააკონტროლე.ხელზე უჩქმიტა შვილს. -ვოოოვ, მეტკინა დედააა.გაწითლებულ ხელზე დაიხედა გიორგიმ და რუსომ ნატკენზე აკოცა. -მორჩა? -არა,არ მორჩა ისევ მტკივა. -კიდევ გაკოცებ და მორჩება. -დედა რა ბავშვურობის ხასიათზე ხარ დღეს. -მითხარი ვინ არის.გიორგის საუბარი მისმა ტელეფონმა შეაწყვეტინა. -რაო სიმაურმა არ შეგიშვა სახლში?თუ უკვე დაგათრო? -აქ რომ მოხვალთ შევხედავ ვინ ვის დაათრობს.დაურეკე ყველას და გელოდებით. -ასე გვიან?სირცხვილია ალიკა. -მოდით,მოდით თქვენი ჭკუისაა ჩემი სიმაური.ცოლ-შვილი სამზარეულოში გამოკეტა და უბრძანა მაგიდას გააწყობ ერთ საათშიო. -მართლა?მართლა ვქეიფობთ? -ვქეიფობთ თქვენთან ერთად და არა უთქვენოდ. გიორგიმ ყველას გადაურეკა,ბექა უკვე დასაწოლად ემზადებოდა და აწუწუნდა,მაგრამ ანაც მოდისო გიორგიმ რომ უთხრა,სიტყვა აღარ შეუბრუნა.გიორგიმ იქვე მჯდარ რუსოს გადახედა და გაეცინა. -სად მიდიხარ გიორგი ამ დროს. -მივდივართ დედა ალიკას ახალ ოჯახში.კიბეებზე ადიოდა უკვე,რუსოს ხმა რომ მოესმა. -გიორგიიიი.გიორგიმ თვალები გადაატრიალა შეუბრუნდა,უნდოდა მკაცრად დალაპარაკებოდა,მაგრამ რუსოს რომ შეხედა როგორ უცქერდა ხმის ტემპი შეცვალა და რბილად უთხრა. -ვიცი რაც გინდა დედა და რაც გაინტერესებს,ხომ გითხარი მაგ კითხვაზე პასუხი არ მაქვსთქო. -რატომ, ის მაინც მითხარი. -იმიტომ რომ ჯერ პატარაა,პატარააა.უნდა გაიზარდოს,მოისვენე? -არა,მოვისვენებ მაშინ როცა ყველაფერს გავიგებ. -ხოდა,მეტს ვერაფერს გაიგებ.არ შემეკითხო მეტი არაფერი. -გიორგი მე 18 წლისას შენ უკვე მყავდი. -და ხარ ახლა 43-წლის. -დიახ მამაშენი 34 წლის იყო. -და იმ დროს შენ ის მამად შეგეფერებოდა,არა ასეთი დიდი განსხვავება არ არის ჩვენს შორის,7 წლით დიდი ვარ,მაგრამ მაინც პატარაა ჯერ. -გიორგი ნუ მეტყვი,მე ვიცი რომ მარიამი გიყვარს. -ოხ დედა,ოხ დედა რა ეშმაკები ხართ ეს ქალები.გაეცინა გიორგის. -მასაც უყვარხარ?მითხარი რა გთხოვ მე ძალიან მომწონს მარიამი. -კი ვუყვარვარ,მაგრამ უნდა დავაცადო ცოტა,ძალიან გთხოვ არ აგრძნობინო არაფერი არ მინდა უხერხულად იგრძნოს თავი აქ როცა მოვა იმ გველთევზასთან ერთად. -ჩემი,ჩემი სიმდიდრე ხარ დე შენ.არა, არაფერს არ ვაგრძნობინებ წადი მოემზადე თუმცა წამოდი მოგეხმარები და გეტყვი რა ჩაიცვა. -რატომ, მე არ ვიცი რა უნდა ჩავიცვა,თუ არ მოგწონს ჩემი გემოვნება? -ჩემს გემოვნებაში შენ რა ეჭვი გეპარება? -წამოდი,წამოდი იქნებ დამშვიდდე. -მშვიდად ვარ,მაგრამ ეს ბებრუხანა სად წავიდა დღეს,ის გამაგებინა. -რაო რუსო ხომ არ ეჭვიანობს ჩემი გაბუსხული დედიკო? -წამოდი,წამოდი.გიორგის წაყვა მის ოთახში და ტანისამოსი გადმოუწყო,ისევ ძირს დაბრუნდა და კიბეებზე ჩადიოდა კარის ხმა რომ გაიგონა,გოგი შემოვიდა სახლში საკმაოდ მთვრალ მდგომარეობაში.რუსოს დიდი ხანი არ ენახა გოგი მთვრალი კი არა ოდნავ ნასვამიც კი და გაუკვირდა. -სად იყავი,რატომ დაგაგვიანდა გოგი. -მარტო ხარ,გიორგი სად არის? -მაღლა არის,ემზადება უნდა გავიდეს. -სად მიდის ამ დროს. -ალიკამ დაურეკა და მის ახალ ოჯახში დაპატიჟა მეგობრები.შენგან განსხვავებით,ვიცი ჩემი შვილი სადაც მიდის,ჩემი ქმარი არ ვიცი სად დაბრძანდება. -რუსო ბოდიში საყვარელო უნდა დამერეკა,მაგრამ ელემენტი დაუჯდა ტელეფონს და ვერ შეგეხმიანე, ჩემს მეგობრებს შევხვდი და ახალგაზრდობის წლები გავიხსენეთ. -ჰმ,გაიხსენა ახალგაზრდობა ბიჭმა,მე სულელი კი ვზივარ და ველოდები. -ნუ მიყურებ მასეთი გაბრაზებული თვალებით,ვეღარ გამაბრიყვებ აღარ ხარ ახალგაზრდა.გამოაჯავრა გოგიმ რუსო. -ბებერო, დაგავიწყდა მთელი 16 წლით დიდი რომ ხარ ჩემზე? -მერე რა ჩემო სიცოცხლევ,მე ჯერ კიდევ ახალგაზრდული ენერგია მაქვს და გული უბერებელია,უბერებელიიი. -იცი რა მამიკო,პირველად რომ დაგინახე პირველი რაც გავიფიქრე ის იყო რომ ეს ვაგონი მე ცხოვრებაში გამომადგებათქო და არც შევმცდარვარ. -ხოოო,მეც შეგატყვე, პირველი ნახვისთანავე რომ მოგეწონე.მე მასხრობით გითხარი დავქორწინდეთთქო და შენც მაშინვე დამთანხმდი. -ესე იგი შენ მე მახსრობით მითხარი დავქორწინდეთო?ბებერო კარგად შემომხედე,ჩემს ასაკში არც ახლაა გვიან ვეძებო უფრო ახალგაზრდა.ნიშნის მოგებით შეხედა მის წინ მომღიმარ ქმარს რუსომ და ზურგი აქცია,გოგის გაეცინა ხელი დაავლო რუსოს და მასთან ერთად დააჯინა მდივანზე. -სად უნდა წახვიდე, სად?შენი ლამაზი წლები აქ,ამ სახლშია გატარებული.მართალი ხარ,შენ ახლაც ლამაზი და მიმზიდველი ქალი ხარ,მადლობა უფალს რომ შენი თავი მე მაჩუქა.შენ არც კი იცი რამდენი ბიჭები მყავს გალახული შენს გამო,ახლოს ვერ გეკარებოდა ვერავინ,მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩემს გვერდით ხარ და ამაზე მეტი ბედნიერება არაფერია ჩემთვის.შენ,მე და ჩვენი შვილი,ჩვენი გიორგი.მალე ისიც დაგვიქორწინდება და გაგვიჩენს შვილიშვილებს.ბევრი შვილი უნდა გავაჩენინო,ამის პირობა უნდა ჩამოვართვა.ამ სახლს ბავშვების ჟრიამული მოენატრა რუსო. -მოენატრა,გეთანხმები უკვე დროა მისი დაქორწინების მაგრამ ესმის?ჯერ პატარა არისო. -მერე რა,იბრძოლებს ისე როგორც მე ვიბრძოლე შენთვის.ჩვენ ბევრი მოწინააღმდეგე გვყავდა ერთად რომ ვყოფილიყავით,ზოგს შურდა კიდეც ჩვენი,ზოგს გულწრფელად უხაროდათ მაგრამ ჩვენ არავის დავუჯერეთ და დღემდე ერთად ვართ.მინდა,რუსო ძალიან მინდა ჩვენი გიორგიც ასეთი ბედნიერი იყოს.გიორგი კიბის თავში იდგა და გოგის უსმენდა და უხაროდა,რომ ამ ასაკშიც ასე ძლიერი იყო მათი სიყვარული. -ადე,დავისვენოთ მეც მეძინება. -წავიდეთ,წავიდეთ ჩვენს საყვარელ ბუნაგში. -აბა თქვენ იცით,თქვენია ბურთიც და მოედანიც ჯერ სიბერე შორსაა მამააა.თვალი ჩაუკრა გოგის გიორგიმ და სიყვარულით სავსე თვალებით შეაცილა მშობლები თავიანთ საძინებელში.სახლი დატოვა და წარმოიდგინა,ის და მარიამი მათ ასაკში და გაეცინა.ტელეფონზე დაურეკა. -ძირს გელოდებით. -მოვდივართ.მოესმა მარიამის ხმა და ერთი სული ჰქონდა როდის შეხედავდა.გიორგი მანქანასთან იდგა ანამ გვერდი რომ აუარა და წინა კარები გააღო. -ეეეეე,შენი ადგილი აქ არ არის. -აბა სად დავჯდე მე. -წინ დაგაჯინო ხალხს შეაშინებ გველთევზა,ამიტომ უკან დაჯექი დამალული იქნები ვერავინი ვერ დაგინახავს.აი აქ კი ჩემი ანგელოზი დაჯდება.ანა გაშეშდა და ხან გიორგის უყურებდა და ხან მარიამს. -დიდი ხანი უნდა იდგე ასე გამოშტერებული?გველოდებიან. -რატომ ყვირიხარ,მესმის იდიოტო. -მე მეგონა დაყრუვდი და შევამოწმე,გესმოდა თუ არა. -აუტანელი ხარ.უთხრა ანამ და უკან დაჯდა.გიორგიმ მარიამს შეხედა,გაეცინა და ანიშნა წინ დამჯდარიყო.ანამ შეხედა და ჩაიბუტბუტა. -ჯენლტმენობა გამოიჩინა მაჩომ. -კარგით რა,კარგით რა ზედმეტები მოგდით ხოლმე თუ ხვდებით ამდენს ან ერთი და ან მეორე.გაუბრაზდა მარიამი ანას და შემდეგ გიორგისაც გაბრაზებულმა შეხედა.გიორგიმ კი თვალი ჩაუკრა და შემდეგ ანას მიუბრუნდა. -მე არასოდეს დავიღლები შენს კრუტუნს რომ ვუსმინო ჩემო კნუტო. -გიორგი არ გამაბრაზო თორემ შენი პირველი კოცნის ისტორიას მოვყვები.უთხრა ანამ და ხმამაღლა გადაიხარხარა. -ენას ჩაგიგდებ გველთევზა.შეუღრინა გიორგიმ. -ეხ,ეხ რა დრო იყო?რატომ არ მოგაჭამა ენა ვეღარ შემომიღრენდი. -ვიმახსოვრებ ანიკო. -სხვათა შორის მეც გიორგუნა.ამ კბენა-ღრენაში ადგილზეც მივიდნენ სადაც ბიჭები ელოდნენ და რომ დაინახეს გიორგის მანქანა სამივეს გაბრაზებულმა დაეტაკა ყველამ. -სად ხართ ამდენი ხანი,გავიყინეთ აქ ლოდინში. -ამათმა ჩხუბი როცა დაასრულეს,წამოვედით.როგორც იქნა მოვაღწიეთ მშვიდობით და აქ ვართ. -გეტყობა სკოლაში ფრიადოსანი რომ იყავი.შეუღრინა მარიამს ანამ და ბიჭებს მიუბრუნდა.-ჰე,შევიდეთ რას ელოდებით. -გიორგი მართლა დაგირეკა ალიკამ თუ ისე მივდივართ ჩვენი მოკლე ტვინით და მოაზრებით.შეეკითხა ბექამ. -როდის იყო უთქმელად ვინმეს მივადექი გულზე,უაზრო.შეუბღვირა ბექას გიორგიმ. -ამ დროს ნორმალურ ხალხს ძინავთ, ვისაც ტკბილი და თბილი ბუდე აქვს ღუღუნობენ მტრედები და თქვენ ხართ ყველა მურმანის ეკლები.იქ ეკვეხებით,სადაც თქვენი ადგილი არ არის და ძალით მაინც შედიხართ.სულმოუთქმელად მიაყარა ყველას სათქმელი ანამ და პირველი გაუძღვა ყველას წინ. -შენთვის არ გამოჩნდა ვინმე რომ დაგადუმოს,გაგაჩუმოს და დაგატკბოს.უთხრა გიორგიმ ანას. -26 წლის ხარ და არაფერს არ ფიქრობ,მოიცადე შენ რა ნუთუ ვარდისფერი ხარ?გაოცებულმა მოუბრუნდა ანა გიორგის. -ანა ენას ამოგაწიწკნი.შეუბღვირა გიორგიმ და ბიჭები ხარხარებდნენ ,ლაშამ კი სიცილით უთხრა ანას. -ვაიმე ეს ვარდისფერი რამ გაგახსენა,საიდან რას მოიფიქრებ გოგო შენი ენა. -ნუ ხარხარებთ,დადგა ბინა ფეხზე ყველამ კი არ უნდა გაიგოს თქვენი უსაქციელობები. -პირველი უსაქციელო აქ ჩვენს შორის შენ ხარ,თუ არ იცი შეგახსენებ.ანამ გიორგის შეუბღვირა და კარზე ზარი დარეკა,კარიც იმ წუთში გაიღო. -ვაიმე,ეს რაა დადარაჯებული იყავი? -თქვენი ხმა მანქანები რომ გააჩერეთ და ჩხუბობთ აქამდე ამოვიდა,თან გელოდით. -მობრძანდით,მობრძანდით კარგ ხალხს კარგი აურა მოაქვს ყოველთვის.მოესმათ შიგნიდან მამაკაცის ხმა. -შედი გოგო დღეს, რამ გაგაშტერა ამ კარებში ჩვენ მაინც გაგვატარე.გიორგიმ ხელი კრა ანას. -დამაცა უნაირო,ვაკვირდები ჩემს მეგობარს ვხედავ როგორ მოხდენია გათხოვება და მიხარია მის ბედნიერ თვალებს რომ ვხედავ. -თუ ცვლილებებს ამჩნევ სასიკეთოდ,დროა შენც იფიქრო გათხოვებაზე.მე კეთილი მრჩეველი ვარ შენი საყვარელო.უთხრა ჩუმად ანას ბექამ და თვალი ჩაუკრა. -შენ რომ გაგიცანი,ისეთი განცდა დამუფლა თითქს იმ დღეს დავიბადე,ოღონდ გაზრდილი.ჯერ უნდა ჩამოყალიბდე შენი აზრებიანად და შემდეგ ვიფიქრებ მაგ საკითხზე.დაუბრუნა ანამ პასუხი ბექას და თან თვალიც ჩაუკრა. -მაგრამ რაც არ უნდა დრო გაწელო,შენ ხარ ის ადამიანი ვინც მე მჭირდება გვერდით მყავდეს.ანა შენ,მხოლოდ შენ იქნები ჩემი დედოფალი და სხვა არავინ. -რას ჩურჩულებთ,თქვენ დღეს ნახეთ ერთმანეთი?შეუღრინა გიორგიმ ბექას და თან თვალები დაუბრიალა. -ნუ აბრიალებ მაგ თვალებს მტაცებელი ცხოველივით და ნუ გვაშინებ ყველას,დამარეტიანა ისეთი რამეები მითხრა ჩემმა ბექუნიამ.უთხრა თვალებმინაბულმა ანამ გიორგის.გიორგის გაეცინა და ბექას გახედა თან ანას უჩურჩულა. -მოვკლავ,ვერ გადამირჩება. -რატომ? რას ერჩი?გაუკვირდა გიორგის მუქარა ანას. -შენს ტვინს კიდე დარეტიანება უნდოდა,ისედაც რეტიანი ხარ?გამოაჯავრა გიორგიმ ანა და წინ წაიწია. -გველო.მიაძახა ანამ. -გველთევზა.არც გიორგი ჩამორჩა. -აქ მაინც გაგაჩუმოთ ღმერთმა,უცხო ხალხში და უცხო სახლში.შეუტია ალექსიმ ორივეს და გვერდი აუქცია გაბრაზებულ ანას.ჯამში საღამომ ძალიან კარგად ჩაიარა,ბექამ დალია და ის ანამ წაიყვანა სახლში, რათქმა უნდა უკან ვეღარ დაბრუნდა და იქვე დარჩა.გიორგიმ ბიჭები დაარიგა და მარიამიც მასთან ერთად იყო,რადგან ანა არ იყო სახლში გიორგიმ მარტო არ დატოვა მარიამი და მასთან დარჩა.მარიამმა საწოლი შემოსასვლელში გაუშალა გიორგის და თავად სააბაზანოში შევიდა,წყალი გადაივლო.ეგონა გიორგის უკვე ეძინა რადგან ნასვამი იყო და ის კი მის საწოლში დახვდა რომელსაც გაკვირვებულმა შეეკითხა. -აქ რა გინდა გიორგი შენი საწოლი ხომ გაჩვენე. -არ გეცოდები მარტო რომ მიმეტებ დასაძინებლად? -კარგი რა, დილით ანა მოვა და რას იფიქრებს. -არაფერსაც არ იფიქრებს,მოდი დაწექი რა შენი მოფერება მინდა ჩემო პატარავ.მარიამმა ფეხი შეიჩერა და ააკანკალა. -კარგი,თუ ასე გეშინია მაშინ გავალ. -იწექი.უთხრა დარცხვენილად და გაუბედავად შეუწვა გიორგის. -სიბნელეა,მაგრამ მე მაინც შევხედე შენს წითელ ლოყებს.იცი როგორ გიხდება?მოდი ცოტა რომ გაგათამამო ზურგზე მასაჟი გამიკეთე.მარიამმა ჯერ გაუბედავად დაუწყო მისი ხელების ტატყუნი გიორგის ზურგზე,გიორგის კი უზომოდ სიამოვნებდა მარიამის ხელების შეხება და უეცრად ამოაბრუნა,მარიამი ქვემოთ მოიმწყვდია მის მკლავებში,ხელზე ხელი მოკიდა და გულზე დაიდო. -აი ნახე,ნახე როგორ ცემს ჩემი გული შენთან ყოფნის დროს.იგრძნო მარიამმა როგორ ჩქარა ფეთქავდა გიორგის გული,მაგრამ არც მისი იყო ნაკლებ დღეში. -შენ როცა უნდა შეგხვდე, იცი შენს სუნს საიდან ვგრძნობ?ძალიან შორიდან მარიამ.იცი, რომ ჩემმა გულმა ძალიან ღრმად დაგიჭირა და ვეღარ ვაკავებ?შენთან მინდა, მარიამ შენთან მინდა დავიძინო და დილით ორივემ ბედნიერებმა გავიღვიძოთ.ბედნიერმა მოგესალმო და ყველაზე პირველად შენს შავ თვალებს მე შევხედო,პირველად მე გამიღიმოს ამ ბაგეებმა. -გიორგი არ მინდა ასე მოხდეს ის რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ორივესთვის. -იცი შენს შეხებაზე რა მემართება?ტანში ვნების ჟრუანტელი დადის და ერთიანად ხურს მთელი სხეული,სიგიჟემდე მინდა შენთან ყოფნა მაგრამ მე მხეცი არ ვარ.იცი რა მაგარი შეგრძნებაა,როცა გიყვარს და გრძნობ მასაც უყვარხარ.როცა ნებისმიერ დროს შეგიძლია მოეხვიო,ჩაეხუტო და გრძნობ რომ შენია,რომ მის გვერდით ყველაზე,ყველაზე ბედნიერი ხარ.ჩემი ხარ მარიამ მიგისაკუთრე უკვე,ფიქრობ რომ ეგოისტი ვარ?იცი როგორ ვეჭვიანობ როცა ვინმე გამოგხედავს და თვალს გამოგაყოლებს?არა მარტო ამაზე,ჰაერიც რომ გეხება და თმებს გიწეწავს იმასაც კი განვიცდი.თუ ვიღიმი უმიზეზოდ,ამ ღიმილის ავტორი შენ ხარ.აპატიე ჩემს თვალებს შენს დანახვაზე რომ ინთებიან,გულს აპატიე საოცრად რომ უყვარხარ,სულსაც აპატიე რომ ვერ ვაკავებ და შენთან უნდა ყოფნა,შენსკენ მოდის.ალბად ფიქრობ,რომ გიჟი ვარ ხომ?ვიცი გიჟი რომ ვარ და კიდევ უფრო ვგიჯდები საკუთარ სიგიჟეებზე და ამიტომ სიყვარულიც გიჟური მაქვს,შენც ხომ ეს გიჟი და არანორმალური ადამიანი შეგიყვარდა.ამიტომ ვავსებთ ერთმანეთს,მარიამ ჩემი სუნთქვა ხარ და ჩემი ცრემლის მიზეზიც შენ ხარ.მიყვარხარ ჩემი ბოლო ამაოსუნთქვამდე,სულით გულის გავლამდე,სულ ბოლო წუთამდე,ჩუმად და ჩემთვის.ჩემთან ხარ და ჩემში ხარ, მინდა აქ დაგტოვო ჩემს გულში სამუდამოდ.მარიამი გაოგნებული უსმენდა გიორგის და სურვილი კლავდა,მისი კოცნის სურვილი.მაგრამ ეშინოდა მისი ინიციატივით გამოწვეულ კოცნას გიორგის მთვრალი გონება არ გაეღიზიანებინა და დაუკრეფავ ბაღში არ გადასულიყვნენ.ამიტომ გრძნობები მოთოკა და თავი შეიკავა,მხოლოდ მასში არსებული გიორგის მიმართთ საოცარი სიყვარულით სავსე სიტყვებით შემოიფარგლა. -შენი თვალებია ჩემთვის ჩემი სარკე,გიორგი მე სხვა სარკე არ მჭირდება.ნუ გეცინება და თუ მაინც გაიცინებ მე არ მეწყინება,პირიქით მიხარია რომ მე შემიძლია მხოლოდ წაგართვა ფიქრები და გაგიტაცო შორს შენს ფიქრებთან ერთად.მინდა გითხრა,რომ ეს ფიქრებიც ჩემია ისევე როგორც შენ ხარ ჩემი.გამზარდე,შენებურად გამზარდე გიორგი ისე რომ უშენობამ მეც შემშალოს,ჯერ ხომ ისევ ბავშვი ზის ჩემში და შენ შეგიძლია შეცვალო ის.მაცოცხლე გიორგი და მასწავლე,რომ მეც შენსავით გავგიჟდე,შენსავეთ გიჟურად მიყვარდე. -მარიამ ჩემი სუნთქვა ხარ,მოდი ჩემთან დღეს უბრალოდ ერთად ვისუნთქოთ ეს ღამე.მაგის დროც გვექნება რომ გულები გავაერთიანოთ და დედამიწაც ერთად შემოვიაროთ. -ჩამიხუტე,მითხარი რომ ვერ მელევი და მე შენგან არასდორს არ მომინდეს წასვლა.გიორგიმ ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა.არცერთს არ უძინიათ იმ ღამით,ორივე ერთმანეთის სუნთქვას ისმენდა.დილით ჩაეძინათ ერთმანეთზე ჩახუტებულებს გარეთ კი წვიმის წვეთები აწკაპუნებდნენ ფანჯრის მინას და სიყვარულზე ტკბილ სიმღერას მღერიან.თითქოს ჩურჩულებენ,მაგრამ მათი შხაპუნით მაინც ხმაურობს და ბედნიერები შორს მოღრუბლული ციდან ძირს ეშვებიან და მათ ხმაურს უერთდება სევდიანი სონატები ,,მინდა ერთად ვიყოთ ამ აუტანელ სამყაროში,მე შენ და წვიმააა''... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.