შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი წარსული ბედნიერი მომავალი (თავი 5)


30-06-2018, 17:51
ნანახია 1 809

ერთი კვირის შემდეგ...
ალექსანდრე
იმ დღის შემდეგ ერთი კვირა გავიდა და იცით რა??, მაგარი სულელი ვარ, იმის გამო რომ სანდრა დავადანაშაულე, მისი რა ბრალი იყო, რომ დედაჩემმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო? მე მას მკვლელი ვუწოდე და ალბათ ახლა თავს საშინლად გრძნობს. უბრალოდ ეს სიტყვები ცხელ გულზე ვუთხარი. იმედი მაქვს შევძლებ და შემოვირიგებ, ბოდიშს მოვუხდი და იმედი მაქვს მაპატიებს...
სანდრა
იმ დღის შემდეგ ერთი კვირა გავიდა... ეს დროა ღამე სულ კოშმარებს ვხედავ, ღამე სამჯერ მეღვიძება, ეს სამი დღეა კიდევ დილით თითქოს ვიღაც ჩამყვირის ყურში მაგ სიტყვებსო. ამ დროს კიდე ვიკეცები ყურებზე ხელს ვიჭერ რაც შემიძლია და ბოლო ხმაზე ვკივი რომოდენიმე წამი, შემდეგ დამამშვიდებელს ვსვავ და ვმშვიდდები. არ ვიცი ეს საშინელება როდემდე გაგრძელდება... ე ყველაფერი კი იმ უბრალო სიტყვის გამო ხდება.
დღეს ალექსანდრეს დედის სასაფლაოზე უნდა წავიდე. როდესაც გავიღვიძე აბაზანაში შევედი, გამოვედი, თმა დავისწორე, ჩავიცვი შავი მაქმანებიიანი კაბა და შავი მაღალქუსლიანები. როდესაც ვსაუზმობდი კარებზე ზარი იყო, რომ გავედი ძირს შავი ვარდები და წერილი დამხვდა, ხელში ავიღე ა შევიტანე. როდესაც წერილი გავხსენი ეწერე „მაპატიე გთოვ. შენ არაფერ შუაში ხარ. დედაჩემი ასეთი იყო ყველას ეხმარებოდა. თუ მაპატიე მაშინ ხვალ სამსახურში დაბრუნდი რა გთხოოვ.“ მე ვარდები ლარნაკში მოვათავსე წერილი კი დავხიე და დავწვი. მას იმას რაც მისმა სიტყვებმა დამმართა იმას ვვერ ვაპატიებ.
წავედი სასაფლაოზე. აქამდე იქ არასოდეს ვყოფილვარ. ჩემი მშობლების საფლავზე არასდროს ვყოფილვა, უბრალოდ არ შემეძლო იქ წასვლა. ძლივს მივაგენი მის საფლავს. ჩავიმუხლე და ტირილი დავიწყე, რადგან თავს დამნაშავედ ვგრძნობდი.
-მაპატიეთ გთხოვთ, ჩემი ბრალია , რომ მანქანა აგეჯახათ, ჩემი უყურადღებობის გამო. მე მე.. საშინელი ადამიანი და მკვლელი ვარ. იცით? მე დავკარგე მშობლები 9წლის ასაკში. ეს საშიელება იყო კრუნჩხვებში ჩავვარდი და იმ ამბის შემდეგ ასე მემართება, მაგრამ მშობლების გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ ასეთი რამ აღარ დამმართნია, სანამ თქვენ არ გარდაიცვალეთ. იმის მერე ისევ დამეწყო, ახლა ღამე კოშმარებს ვხედავ, უფრო და უფრო უარესდება ჩემი მდგომარეობა, ჯერ ხომ მარტო კოშმარები მესიზმრებოდა, ახლა კიდევ დღისითაც მემართება, თითქოს ყურში ექოსავით ჩაგესმისო, საშინელებაა უკვე ამმის ატანა აღარ შემიძლია, ამდენი დამამშვიდებელი არ შეიძლება. იმედი მაქსვს მაპატიებთ ჩემს საქციელს. ვიცი რთულია, მაგრამ...
-სანდრა??- მომესმა ნაცნობი ბარიტონი, ეს ეს ალექსანდრეა. არაა ახლა დამეწყება... ფეხზე ავდექი, მაგრამ ისევ ჩავიმუხლე, ყურებზე ხელები ავიფარე და ბოლო ხმაზე დავიწყე ყვირილი.
-არააა, არააა....- „სისხლი. ალექსანდრეს დედა, „გარდაიცვალა გარდაიცვალა, გარდაიცვალა“ დედაჩემის მკვლელს, მკვლელს, მკვლელს, მე კვლელი ვარ მკვლელი ვარ, მკვლელი, „სისხლი. ალექსანდრეს დედა, „გარდაიცვალა გარდაიცვალა, გარდაიცვალა“ დედაჩემის მკვლელს, მკვლელს, მკვლელს, მე კვლელი ვარ მკვლელი ვარ, მკვლელი.“ ეს სიტყვები სამი წუთის განმავლობაში მესმოდა და ვკიოდი არ ჩერდებოდა ამდენი ხნით პირველად დამემართა.- არააა..- ვიკივლე და ყურებიდან ხელები ჩამოვიღე. უცბათ ამოვიღე წამალი და დავლლიე.
-სანდრა, სანდრა რა გჭირს?- თქვა გაოცებულმა და ჩემთან მოსვლა გადაწყვიტა,
-არაა არ გაბედო მოსვა, არა რა გინდა ალექსანდრე რა გინდა? გინდა მომკლა? ახლა რაც დაინახე შენი ბრალია შენი სიტყვების გამო რა ქ მითხრაი „ დედაჩემის მკვლელს მე ვერ ვუყურებო“ გახსოვს? იმ დღის შემდეგ ასე მემართება ძალიან ცუდად ვარ, აღარ შემიძლია, ვეღარ ვუძლებ ამ ყველაფერს აღარ აღარ ემიძლია...- ვთქვი და ტირილი დავიწყე.
- გთხოვ მაპატიე ეს არ უნდი მეთქვა, გთხოვ ნუ ტირი. მაპატიე მაპატიე...- მითხრა და ჩემთან ჩახუტები გადაწყვიტა.
-არაა... არ მომიახლოვდე, რომც გაპატიო შენი შეხება ისევ ცუდად გამხდის ამ ყველაფერთან შეჩვევა მჭირდება რამოდენიმე დღეში შევძლებ ამის გადატანას, მაგრამ მაგრამ ახლა არა გთხოვ- ვუთხაი მას.
-კარგი მაშინ ხვალ მოდი სამსახურში გთხოვ რა და ამით გამოვისყიდი ჩემს სიტყვებს- მითხრა მან.
-კარგი კარგი მოვალ, მაგრამ ახლა არ შემეხო წავედი, ნახვამდის ბატონო ალექსანდრე.- ვუთხარი და წამოვედი.
- ნახვამდის სანდრა.- მომაძახა მან.

ტაქსი გავაჩერე და სახლში წამოვედი. არ ვიცი არ მაქვს გადაწყვეტილი მივიდე ისევ სამსახურში თუ არა?? არადა ახლა სამსახური ძალიან მჭირდება. ჩემს ბინაში დავბრუნდი, აქამდე ჩემს ძმასთან ვიყავი, ის მივლიდა და თან გოგოები და კიდევ ჩემი ძმის შეყვარებულიც მოდიოდა ხოლმე ჩემთან. მართლა ძალიან კარგი გოგოა, დავმეგობრდით და ძალიან შემიყვარდა. კარგი არჩევანი გაუკეთებია ჩემ ძმას... სახლში მისვლისას ეგრევე აბაზანაში შევედი. ისე ცხელა, რომ ზოგჯერ დღეში სამჯერაც კი ვბანაობ ხოლმე. როცა გამოვედი ჩავიცვი და საჭმლის კეთება დავიწყე. მალე მოვრჩი, ვჭამე, ოთახში შევედი, მუსიკები ჩავრთე და ფიქრი დავიწყე. ყველაფერზე ვფიქრობდი. წარსულზეც, მომავალზეც, ახლანდელ დროზეც, ყველანაირ თემაზე და შემდეგ მორფეოსის სამყაროში გადავეშვი... ისევ კოშმარმა გამაღვიძა 1საათი იყო ღამის. ნამდვილად ვეღარ დავიძინებდი ამიტომ მთელი ღამე ფილმების ყურებაში გავატარე. დილით ისევ ხუთი წუთით ადრე ავდექი და აბაზანაში შევედი. როდესაც გამოვედი ჩავიცვი თეთრი მაღალწელიანი შორტი და მუქი მწვანე ტოპი, ფეხზე ადიდასის თეთრი ბოტასები, თმა ავიწიე და მაკიაჟი, როგორც ყოველთვის არ გავიკეთე. ვისაუზმე, გარეთ გამოვედი და გასაღები ჩანთაში ჩავაგდე, ტაქსიში ჩავჯექი და სამსახურისაკენ გავწიე. მალევე მივედი სამსახურში, შიგნით შევედი და ჩემი ფორმა ჩავიცვი. ადვილად შევეჩვიე მუშაობას. ერთ საათიანი მუშაობის შემდეგ კარებში ალექსანდრე შემოვიდა ყველას მოგვესალმა და მე მთხოვა, რომ კაბინეტში შევსულიყავი. მალევე მივედი კაბინეტთან და დავაკაკუნე, როდესაც თანხმობა მივიღე შიგნით შევედი.
-გამარჯობა, ბატონო ალექსანდრე, რამე გნებავთ?- ვკითხე მას. ის ადგა და ჩემთან მოვიდა. გამიკვირდა ისევ ცუდად, რომა არ გავხდი და იმედი მაქვს არ გავხდები.
-მადლობა მადლობა სანდრა, რომ მოხვედი. ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე, ამით ჩემ დანაშაულს გამოვისყიდი.- მითხრა მან და ხელები მომკიდა.
-ბატო...ბატონო ალექსანდრე...-ვთქვი ანერვიულებულმა და აკანკალებულმა. შემეშინდა ცუდად არ გავმხდარიყავი.
-ჩშშ.. ხო ხედავ არაფერი მოგვსლია. დამშვიდდი და გთხოვ ბატონოთი აღარ მომმართო, უბრალოდ ალექსანდრე.-მითხრა მან.
-კარ...კარგი ალექსანდრე-ვუთხარი და ისევ ვკანკალებდი. -კარგი დამშვიდდი ნუ კანკალებ არაფერი ხდება.- მითხრა და ხელები გამიშვა.
-თუ მეტი საქმე არ გაქვს წავალ კარგი ალექსანდრე??-ვკითხე მას.
-არა მეტი არაფერი, ნახვამდის.
-ნახვამდის ალექსანდრე.- ვუთხარი, კარები უნდა გამეღო, როდესაც... ისევ ჩავიკეცე და ყვირილი უნდა დამეწყო... ამ დროს კიდე ალექსანდრე მოვიდა და ჩამეხუტა. გავვოცდი იმიტომ, რომ აღარ მიკივლია, თითქოს დამამშვიდებელი დამალევინესო.
-ეს... ეს... რა იყო? რატო დავმშვიდდი?-ვკითხე გაოცებულმა
-ამ დაავადების შესახებ ინფორმაცია მოვიძიე და წავიკითხე, რომ როდესაც ასეთი რამე დაემართება, სანამ კივილს დაიწყებს ჩაეხუტეთო. ასე თავს დაცულად იგრძნობს და დამშვიდდებაო.- მითხრა ალექსანდრემ და ხელები გამიშვა.
- მადლობა... მართლა დიდი მადლობა ალექსანდრე.- ვუთხარი მას.
- რისი მადლობა პირიქით ბედნიერი ვარ, რომ შენი დამშვიდება უწამლოდ შემიძლია.- მითხრა მან.
- ნახვამდის- ვუთხარი მას.
-ნახვამდის- მითხრა მე გამოვედი და იმ ჩახუტებაზე ვფიქრობდი. უცბათ ჩემმა ერთმა მემ მითხრა „აღიარე, ის მოგწონს“ „ნუ სულელობ ეს ჩახუტება უბრალოდ დასამშვიდებლად იყო“ უთხრა მეორე მემ. თავი გავაქნიე ფიქრების გასაფანტად. 2საათიანი მუშაობის შემდეგ ალექსანდრემ გვითხრა, რომ დღეს ივენთია და გვიანობამდე მოგვიწევდა მუშაობა... ძალიან დამღლელი იყო ეს ივენთი ახლა ღამის სამი საათია. გარეთ გამოვედი და ტაქსის გამოძახება დავაპირე, როდესაც წინ მანქანა გამიჩერდა. ფანჯარა ჩამოწია და ალექსანდრე დავინახე...
-ჩაჯექი, გვიანია სახლში მე მიგიყვან- მითხრა და კარები გააღო.
-არა მადლობა ტაქსი გამოვიძახე და მალე მოვა.- ვუთხარი მას.
-არა არა ჩაჯექი, რომ გეუბნები რა.- მითხრა და გადმოვიდა მანქანიდან. ბევრი წუწუნის შემდეგ დამითანხმა. მანქანაში ჩავჯექი და ღვედი გავიკეთე.
-რამე მომიყევი შენზე.- სიჩუმე ალექსანდრემ დაარღვია.
- რა გაინტერესებს მითხარი და გეტყვი.- ვუთხარი.
- მაგალითად ოჯახზე პირადზე... კიდევ ზოგადად შენზე ინფორმაცია..- მითხრა მან ოჯახი, რომ ახსენა წარსულის გახსენებაზე ცუდად გავხდი და ფანჯარას ჩავუწიე.
- კარგი დედა და მამა ცხრა წლის ასაკში დამეღუპნენ, ახლა ძმა დამრჩა, შეყვარებული არ მყავს და არც მყოლია, ადამიანებს არ ვენდობი ამიტომ... ხომ ხვდები არა?- ვუთხარი მას. -კარგი გასაგებია.- მითხრა მან. -კარგი გასაგებია- მითხრა მან.
-ახლა შენზე მომიყევი.-ვუთხარი.
-კარგი... მე მყავს მამა და პატარა დაიკო 15წლისაა. სიგიჟემდე მიყვარს. მე მყოლია შეყვარებული, მაგრამ ახლა ნამდვილად არ მყავს.- მითხრა და ჩემს კორპუსთან გააჩერა.
- მოიცა.. მე ხომ არ მითქვია სად ვცხოვრობ არა??- ვკითხე გაოცებულმა.
- მუშაობა, რომ დაიწყე ვითომ შენი მისამართ არ მეცოდინება?- მკითხა
-ააა უი ხო სუულ დამავიწყდა, ნახვამდის ალექსანდრე.- ვუთხარი და კარები გავაღე.
-ნახვამდის სანდრა, იცოდე ხვალ ოთხზე არ დაიგვიანო ქალბატონო სანდრა- მითხრა და გაიცინა.
-არ დავიგვიანებ ბატონო ალექსანდრე.- ვუთხარი და მანქანიდან გადავედი. მანამდე არ წასულა სანა სადარბაზოში არ შევდი. სახლის კარებთან, რომ მივედი გასაღების ძებნა დავიწყე. ვერსად ვპოულობდი.
-ამს ეძებდი?- მომესმა ნაცნობი ბარიტონი. მივტრიალდი და ალექსანდრე იდგა გასაღებით ხელში.
-ხო ამას ვეძებდი, მაგრამ შენთან როგორ აღმოჩნდა?- ვკითხე გაოცებულამა.
-მანქანაში დაგრჩა.-მითხრა და გასაღები უნდა ამეღო, როდესაც ზევით ასწია. ჩემზე ერთი თავით დიდია, ამიტომ ნამდვილად ვერ მივწვდებოდი.
-მომეცი... მომეციი.. ალექსანდრე.- ვეუბნებოდი და თან წარტმევას ვცდილობდი.
-იმ შმთხვევაში მოგცემ თუ ყავაზე დამპატიჯებ.-მითხრა მან.
-ისედაც ვაპირებდი გასაღები, რომ არ წაგერთვა, ახლა კიდე მომეცი- ვუთხარი მას.
-აჰაა... აიღე- მითხრა და გასაღები მომაწოდა. კარები გავაღე და შიგნით შევედით.
- აქ მომიცადე მე ყავას გავაკეთებ- ვუთხარი და სამზარეულოში გავედი.
- მოიცა მეც დაგეხმარები.- მითხრა და გამომყვა.
-რატომ წუხდები. მეთვითონაც გავაკეთბდი როგორმე.- ვუთხარი.
-არ ვწუხდები. ყავა სად გაქვს?- მკითხა.
-მოიცადე მოგცემ.- ვუთხარი და კარადა გამოვაღე.- უი აქ აღარ დევს მოიცა მაცივრის თავზეა.- ვუთხარი და მაცივართან მივედი. ვერ ვწვდებოდი, ფეხის ვერებზე ავიწიე, მაგრამ არ გამომივიდა. ალექსანდრეს გაეცინა, მოვიდა ჩემთან, წელზე ხელები მომხვია, გამომწია და თვითონ აიღო. რაღაცნაირი შეგრძნება დამიტოვა წელზე ალექსანდრეს ხელებმა. მე საშაქრე მივაწოდე და როდესაც ჩაყარა წყალი დავასხი.
- მიდი გადი და მეც მოვალ.- ვუთხარი და კარადასთან მივედი, შოკოლადები გამოვიღე და მივეედი მასთან.
-მადლობა.- მითხრა მან.
-არაფრის.- ვუთხარი მეც. სანამ ყავას ვსვავდით ვლაპარაკობდით. ძალიან კარგი ადამიანია და თან უფრო კარგად გავიცანით ერთმანეთი.
-კარგი, ახლა უნდა წავიდე და კიდე ერთხელ მადლობა ყავისთვის.- მითხრა მან.
-ნახვამდის.- ვუთხარი და გავაცილე. შემდეგ წყალი გადავივლე და დავიძინე.
//////////////////////////////
ბოდიში რედაქტირების დრო ნამდვილად არ მაქვს, ამიტომ თუ საშინელებაა ძალიან ნუ გამაკრიტიკებთ. შევეცადე დიდი თავი დამედო. მადლობა რომ კითხულობთ და ბოდიში გრამატიკული შეცდომებისთვის.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent