შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კლონი (თავი 1)


1-07-2018, 18:53
ავტორი someone lazy
ნანახია 977

დრო მდორედ მიედინებოდა. ყოველი ახალი დღე წინა დღისგან არაფრით არ განსხვავდებოდა. სახლი საავადმყოფო, სახლი დაავადმყოფო და ასე.
ერთ-ერთი ქიმიოთერაპიის შემდეგ, როცა სახლში წამოსვლას ვაპირებდი, საავადმყოფოს ეზოში მაღალი, შავგრემანი ბიჭი დავლანდე. კარგად ვერ ვხედავდი, მაგრამ საკმაოდ მაღალი და მხარბეჭიანი იყო. ჩემგან ზურგით იდგა, ამიტომაც კარგად დავინახე მიის ხუჭუჭა თმა. ცოტა, რომ მივუახლოვდით უცებ შემობრუნდა, ისეთი თვალები ქონდა, რომ თვალს ვერ მოაცილებდი. უცებ გავშეშდი. ირგვლივ ყველაფერი გაქრა, მხოლოდ და მხოლოდ მის თვალებს ვხედავდი. მალე მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი. ჩემი ექთანი იყო, შევუბღვირე და გზა გავაგრძელე. მთელი გზა, საავადმყოფოდან სახლამდე, მისი თვალები მედგა თვალწინ. ის ისეთი განხვავებული იყო, ძნელი იქნებოდა არ შეგემჩნია.
18 წლის ვიყავი პირველად, რომ კლუბში წავედი. პირველი იყო და არ ვიცოდი რა უნდა ჩამეცვა, ამიტომაც ჩემს გამოცდილ და უკვე ბევრჯერ ნამყოფ „დაქაებს“ მივმართე დასახმარებლად. ეკატერინე და ელიზაბეტი მალე მოვიდნენ. ცოტახანში ნინია და სანდრაც შემოგვიერთდნენ. მთელი ჩემი გარდერობი (რომელიც ერთ მთლიან ოთახს მოიცავდა) გადავქექეთ და რამოდენიმე კაბა გადმოვარჩიეთ. ერთი წითელი, მოტკეცილი კაბა იყო. მეორე შავი წეიდან გაშლილი, ხოლო მესამე, ო ეს სულ სხვა იყო. ლურჯი, მუქი ლურჯი, შავში გადადიოდა, იმდენად მოკლე რომ საჯდომს ძლივს მიფარავდა, მკლავები გრძელი, უკან ზურგი ამოღებული და წინ საკმაოდ ჩახსნილი დეკოლტე. ეს კაბა ამოვარჩიეთ, რა თქმა უნდა.
კლუბში შესულებს მუსიკასთან შეჩვევა არ გამჭირვებია. პირდაპირ ბარისკენ წავედით.
- რას ინებებთ? გვკითხა ბარმენმა და საუცხოო ღიმილით გაგვიღიმა
- ტეკილა, განზავებული, ხუთი ჭიქა. აი იმ მაგიდასთან მოგვიტანონ - უთხრა სანდრამ და კუთხეში მდგომი მაგიდისკენ მიუთითა. ჩვენც იქ მივედით და დავსხედით
- გოგოებო, ძალიან გაღიზიანებული ვარ. ეგნატეს ვეჩხუბე ამიტომაც, ამეღამ ისე უნდა გამოვთრეთ, რომ არაფერი არ გვახსოვდეს დილით გაღვიძებულს - თქვა ეკამ და ახლახალნს მოტანილი ტეკილა მოწრუპა. უკვე ნახევარ საათში არაფერი აღარ გვახსოვდა. მალევე ელიზასთან და ეკასთან ბიჭები მოვიდნენ, მათაც გაყვნენ უკან, საპირფარეშოსკენ მიდიოდნენ (მოიცა რა? ესენი... ნუთუ? არა, არ მჯერა! ჯანდაბა! ესენი რა მართლა ღალატობენ ეგნატესა და იოანეს?) გაკვირვებული თალებით გადავხედე სანდრასა და ნინიას, მათ თავი დამიქნიეს და იქიდან „მოტყდნენ“.
ცოტახანს ისევ გავაგრძელე მარტომ დალევა, მალე კი ჩემთან ერთი ბიჭი მოვიდა. ქერა თმა და ცისფერი თვალები ქონდა
- გამარჯობა ლამაზო - გამიღიმა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა - რამეს დალევ? თუ გარეთ გავიდეთ?
- გარეთ გავიდეთ ჯობს-ენა ძლივს მოვაბრუნე პირში. გარეთ გასვლა ჯობდა, ცოტა მოვფხიზლდებოდი მაგრამ ყველაფერი უკუღმა მოხდა, პირიქით უფრო შევთრი, მალე ქერამ მომიახოვდა და კოცნა დამიწყო (აი შენი პირველი კოცნაც) უკვე საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებდი, თმებში ხელი შევუცურე და მეც გავუღრმავე კოცნა. მალე მის მანქანაში ვიჯექით, ცალი ხელი საჭეზე ქონდა, ცალი კი- ჩემს ფეხზე და დაასრიალებდა ხელს. მალევე მივედით სასტუმროსთან. ნომერი შევედით და ვგრძნობდი როგორ მკოცნიდა ტუჩებში, შემდეგ ყელში და ასე მონაცვლეობით და თანდათან ქვემოთ ჩადიოდა, ცოტახანში უკვე არც ტანსაცმელი მეცვა და არც შიდა თეთრეული.
თვალები, რომ გავახილე პირველი რაც შევამჩნიე უცხო ოთახი იყო. გვერდიდან ვიღაცის მშვიდი ფშვინვა მესმოდა. კანკალმა ამიტანა, სასწრაფოდ ავდექი საწოლიდან ჩავიცვი და გამოვიქეცი იქიდან. თავს საშინლად ვგრძნობდი. წუხანდელი საღამო მთლიანად ამოტივტივდა გონებაში. გოგოები... ისინი... არა! ღმერთო ჩემო! სახეზე ხელები ავიფარე, მინდოდა საკუთარი თავი ასე გამენდგურებინა.
მალევე მივედი სახლში. სასწრაფოდ ჩემს ოთახშ ავედი, გოგოებს მივწერე, რომ ჩემთან მოსულიყვნენ და მე სააბაზანოში შევედი. იქიდან გამოსულს გოგოები უკვე ოთახში დამხვდნენ. სათითაოდ გადავხედე ყველას.
- რამდენი ხანია რაც ეს ხდება?
- ორი თვეა
- მერედა ბიჭები? თქვენ საერთოდ გაუბერეთ? როგორ შეგეძლოთ მათ ასე მოქცეოდით? ისინი... ისინი ხომ თვალებში შემოგციცინებენ? ისინი ხომ...
- რა ისინი რა? გეყოფა რა ეს რომანტიკოსობა - სიტყვა გამაწყვეტინა სანდრამ - მერე რა თუ სხვასთან ღამეს ვატარებთ? რა ეს არ შეიძლება? გამოდი მაგ ბავშვობის ასაკიდან!
- მარტო დამტოვეთ! ახლავე! - გოგოები გავუშვი გარეთ, და საწოლში შევძვერი. ვიცოდი, რომ ბიჭებს ვერაფერს ვერ ვეტყოდი. მართალია, გოგოების საქციელი არასწორი იყო მაგრამ მე არ მქონდა რაიმეს თქმის უფლება.
იმ დღის მერე 1 თვე გავიდა. ამ ბოლო დროს თავს ცუდად ვგრძნობ, სულ მეძინება, ან თავბრუ მესხმის, ან სულ მშია. ექიმთან უნდა მივიდე, ვგრძნობ რაღაც მჭირს. საავადმყოფოში დავრეკე და ექიმთან კონულტაციაზე ჩავეწერე ორშაბათ დილისთვის.
საავადმყოფოს კარის წინ ვდგავარ და შესვლა არ მინდა, ბავშვობიდან მეშინია იქ შესვლა, რაც დედა გარდამეცვალა (კიბოსგან) იმის მერე აქ არ შევსულვარ. მალევე მოვიკრიბე ძალა და შევედი შიგნით. ექიმის კაბინეტთან მივედი რიგი არ იყო, ამიტომაც უპრობლემოდ შემიშვეს.
- გამარჯობა ლილეტ - გამიღიმა მანანა ექიმმა - მოდი ახლა ექთანი სისხლს აგიღებს და მე გაგსინჯავ - მალევე ამიღეს სისხლი, ექიმმა გასინჯვა დამიწყო. სახეზე ღიმილი ეპარებოდა თანდათან.
- საყვარელო, რაღაცას ვფიქრობ მოდი ანალიზების პასუხებს დაველოდოთ და ისე გეტყვი დანამდვილებით - გამიღიმა და კაბინეტიდან გავიდა. სანამ მე ოთახს ვათვალიერებდი ( განა რა იყო იქ დასათვალიერებელი. კედელზე ექიმის სერთიფიკატები, დიპლომი სამადლობელო სიგელები და პაციენტის ფოტოები იყო ჩამოკიდებული, ერთ კუთხეში ლამაზი ყვავილი იყო ქოთანში ჩადებული, ლამაზი ვარდისფერი ყვავილები ქონდა მოსხმული.) ამასობაში ექიმიც შემოვიდა. იღიმოდა და თვალები უბრწყინავდა - პაციენტებისთვის ასეთი ამბების თქმა ძალიან მიყვარს. გილოცავ საყვარელო შენ რვა თვეში დედა გახდები, მე ახლა წამ...- მეტი არაფერი არ გამიგონია. ვხედავდი ექიმი როგორ იღიმოდა და რაღაცას გაფაციცებით მიხსნიდა, მაგრამ მე თავში მხოლოდ ის მიტრიალებდა რომ რვა თვეში დედა გავხდებოდი. მე ორსულად ვიყავი. ჰო... მე... მე ხომ ჯერ თვრამეტის ვარ? წინ რამდენი რამ მაქვს გასავლელი. უნივერსიტეტი, სამსახური, კარიერა, მერე ვიღაც შემიყვარდება... ამ ყველაფერში ეს ბავშვი ხელს შემიშლის... არა! არ დავუშვებ ამას!
- ახლავე მომაშორეთ ეს რაღაც ჩემი ორგანიზმიდან! - მტკიცე და ცივი ხმით ვუთხარი ექიმს. დავინახე, როგორ შეახმა სახეზე ღიმილი. თვალები ჩაუქრა და ერთხანს გაოცებული მიყურებდა
- კი, მაგრამ... საყვარელო... შენ ახლა შოკურ მდგომარეობაშ...
- არ ვარ არანაირ მდგომარეობაში - გავაწყვეტინე საუბარი - მე არ მჭირდება ეს არსება ჩემს ორგანიზმში! თქვენ ექიმი ხართ! გაჭირვებაში მყოფ პაციენტებს ეხმარებით! თქვენ ფიცი გაქვთ დადებული! ხოდა ახლავე! ახლავე მომაშორეთ! სწრაფად - ერთხანს კიდევ მიყურა გაკვირვებულმა, შემდეგ კი წამოდგა. იქვა მდგარ მაღალ სკამზე მიმითითა. მეც დავჯექი.
იქიდან გამოსულმა უკვე ვიცოდი, რომ თავისუფალი ვიყავი. სახლში მისულმა ჩემს ოთახში შევიკეტე და ფიქრი დავიწყე. თითქოს იქ, შიგნიდან რაღაც მწიწკნიდა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. ვიცი რაც იყო, მაგრამ ჩემს თავს ვჯობნიდი და გულის ერთ კუნჭულში ვმარხვდი.
დიდხანს არ მიგლოვია ის, რომ ბავშვი მოვიშორე. რამოდენიმე დღეში გოგოებს დავურეკე და კლუბში წასვლა შევთავაზე, თავიდან ვიგრძენი როგორ გაუკვირდათ მაგრამ მერე დამთანხმდნენ. საღამოსთვის, წითელ მოტკეცილ და მოკლე კაბაში გამოვეწყვე ისეთი ლამაზი იყო. ღრმა დეკოლტით, ბრეტელ მკლავზე.
კლუბში შესულს ვხედავდი ყველა მე როგორ მომშტერებოდა. წელში გამართულმა გავეშურე გოგოებისკენ. ლამაზი და სექსუალური მიხვრა-მოხვრით მივედი მაგიდასთან და დავჯექი. მათ გაკვირვებულ მზერას ყურადღება არ ვუთხარი, მიმტანს მოხიტო შევუკვეთე და გოგოებს გავხედე
- რამდენხანს უნდა მიყუროთ ასეთი გაკვირვებული სახეებით? ყველას თავისი ცხოვრება აქვს! ამიტომაც მოდი ჩვენ ჩვენს სათუთ უკანალებს მივხედოთ - თვალი ჩავუკარი და მოხიტო მოვსვი. ყელში ჩამწვა, მაგრამ შემდეგ თანდათან შევეჩვიე. ირგვლივ ვათვალიერებდი ხალხს და ვინმე ისეთს ვეძებდი ვინც სიამოვნებისთვის გამომადგებოდა. უცებ კუთხეში ერთი ბიჭი დავინახე. მაღალი, მოტმასნილ მაისურში კარგად ემჩნეოდა დაკუნთული სხეული. იქითკენ გავწიე და ახლო მახლოს დავიწყე ცეკვა, მალევე ვიგრძენი ჩემს სხეულზე მოტმასნილი მამაკაცის სხეული, ვიგრძენი ის იყო. შევბრუნდი და თვალებში შევხედე. მიხვდა რაც მინდოდა ამიტომაც პირდაპირ გასასვლელისკენ წავედით.
დილით გაღვიძებულს, ისევ ვერ ვიცანი ოთახი, ჩემს გვერდით არც არავინ ფშვინავდა და არც არავინ არ იყო. „ჰმ.. როგორც ჩანს წავიდა“- გავიფიქრე, გავიღიმე და ფეხზე წამოვდექი.
სახლში მისულს ისევ არავინ არ დამხვდა. თავი მოვიწესრიგე და მამასთან წავედი კომპანიაში. იქ მისულს ყველა მესალმებოდა, მეც ღიმილით ვუკრავდი თავს. მამამ გამაფრთხილა გუშინ, რომ დღეს ვიღაც უნდა გაეცნო ჩემთვის, და ისიც დააყოლა, რომ ეს მნიშვნელოვანი იყო. მალევე მივედი მამას კაბინეტთან, მდივანს თავი დავუკარი, კარებზე დავაკაკუნე და შევედი. არავინ არ ჩანდა, მამას მოვეხვიე და უკვე როცა უნდა მეკითხა თუ სად იყო სტუმარი, იქვე კუთხეში მდგომ სავარძელზე გამიშტერდა მზერა. ეს ხომ.....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent