შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობებთან ჭიდილი {8თავი}


1-07-2018, 22:10
ავტორი Mathew
ნანახია 2 843

კვირას გადაიყვანეს ანა საავადმყოფოში და ოპერაციისთვის დარჩენილი საბუთები მოაგვარეს.
ყველაფერი რიგზე იყო,მაგრამ იქ მყოფებიდან ექიმების გარდა,ყველა ნერვიულობდა.
მაქსიმე და ანა კი განსაკუთრებით.
მიაც იქ იყო ნიკასთან ერთად და თავს ვერ იწყნარებდა.
მართალია იცოდა,რომ დიდი იყო გადარჩენის შანსი,მაგრამ არ ასვენებდა შინაგანად რაღაც.
ნიკა მის გამხნევებას ცდილობდა,თვითონ კი არ გამოხატავდა შფოთვას.
არც მას უნდა მისი პატარა ფსიქოლოგის დაკარგვა.
კვირა იყო და ისინი მაინც სრული შემადგენლობით იდგნენ პალატის კართან.მაქსიმე შიგნით იყო,სხვები კი რიგ-რიგობით შედიოდნენ და ანას გამხნევებას ცდილობდნენ.
ყველა ცდილობდა მის გამხნევებას,მაგრამ არც ერთი იყო ნაკლებ დღეში.
ორშაბათს ადრე დილით შეიყვანეს საოპერაციოში.
დანარჩენები კი გარეთ იდგნენ,იქვე სკამებზე ჩამომჯდარი.მია კი ათას სისულელეს გაიძახდა.
-ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება,მაგრამ ნარკოზი რომ ზედმეტი მოუვიდეთ?რამე არასწორად რომ გააკეთონ?შემთხვევით სისხლისღვრა რომ დაეწყოს და რომ ვერ გაა…მოვკეტე-ბოლოს დაიჩურჩულა როცა მაქსიმეს ჩაწითლებულ თვალებს ჩააწყდა რომელიც ბრაზით უმზერდა.
-კარგს იზამ-უარესად დაბოხებული ხმით დაიჩურჩულა.
-მაქსიმე ნუ ღელავ,თვოთონ გითხრა ექიმმა რომ გადარჩენის შანსი ძალიან დიდია.
-ვიცი,მაგრამ მაინც ვერ ვწყნარდები.-უცებ ჰორიზონტზე დიტო გამოჩნდა.მიას კი ძალიან გაუკვირდა მისი აქ ყოფნა,მაგრამ მაშინ როცა საძმაკაცოს მოავლო თვალი მიხვდა,რომ მაქსიმე მისი ძმაკაცია.
დიტოს უკან მათი მეზობელიც მოყვა და ამჯერად მიას არა,მაგრამ ბიჭს ძალიან გაუკვირდა მისი აქ ნახვა.
ჩუმად აუხსნა დიტომ მეგობარს სიტუაცია და ისიც წამში გამოერკვა.
-ხალხო ნუ ზიხართ ასეთი მოჯმუხნული სახეებით.კარგად იქნება ყველაფერი-ყველას დაუცაცხანა ნიკამ და საათს გახედა.
ნელა გადიოდა დრო.
ყველა ჩუმად იჯდა თავიანთ ფიქრებში გართული.
სიჩუმეს მათი სუნთქვის და საათის წიკწიკი არღვევდა.
ზოგჯერ ნაბიჯის ხმაც თუ შეერეოდა ამ მელოდიას.
ექიმების ჩურჩული,კარების ჭრიალია.
სიჩუმეში ყველაფერი გარკვევით იკვეთებოდა.

ფიქრებიდან კარების ჭრიალმა გამოიყვანა ყველა.
მათ წინ გაიღო საოპერაციოს კარები,იქედან კი ლურჯებში გამოწყობილი ექიმი გამოვიდა.
ამჯერად ის ნინელი არ იყო,შუახნის მამაკაცი იყო.
ნელა წამოიწია წინ და ენა ამოიდგა.
-მაქსიმე დადვანი რომელია?-მაშინვე ფეხზე წამოხტა მაქსიმე და წინ აესვეტა.
-მე ვარ.
-თქვენ?
-დიახ მე,რა ხდება ?ანა როგორაა?
-დაწყნარდით.ოპერაცია წარმატებით დასრულდა.ახლა მას რეანიმაციაში გადავიყვანთ,მალე ნარკოზიდან გამოვა.ცოტახანი დაკვირვების ქვეშ იქნება.ბოლოს ყველაფერს დაწვრილებით გეტყვით და გაგწერთ-შვებით ამოისუნთქა მაქსიმემ და ექიმს თავი დაუქნია.შემდეგ მეგობრებისკენ შებრუნდა და ღიმილით დააჯილდოვა ისინი.
უცებ მიირბინა მიამ მასთან და ხელები მოხვია.
-იცოდე,ამ დღიდან ყველაფერი თავიდან იწყება.გული რომ ატკინო ამ საავადმყოფოს მორგში ჩ,ემი ხელით დაგაწვენ!-მის რეპლიკაზე ყველას გაეცინა,შემდეგ კი მაგრად მოხვიეს ერთმანეთს ხელი.
-კარგი.წადით დაისვენეთ,მე დავრჩები აქ-მაქსიმემ უცებ დაუცაცხანა ყველას.
-არა!-მიამაც არ დააყოვნა შეკივლება-არ ვაპირებ წასვლას.აქ უნდა ვიყო სანამ ანა არ გაიღვიძებს.
-მია-დიტო მიუახლოვდა და სხვების ინტერესით სავსე მზერა დააიგნორა-ჩემ ბარში მუშაობს-ჩუმად თქვა და ახლა მიხვდნენ ყველაფერს-მომისმინე.ანა დღეს არ გამოფხიზლდება.ასე რომც მოხდეს რეანიმაციაში ჰყავთ და მისი ნახვის უფლებას არ მოგცემენ-დაბალი ხმით ცდილობდა ყველაფრის ახსნას რათა გოგონა სახლში წასვლაზე დათანხმებოდა.
-კი მაგრამ…
-რა მაგრამ?
-იქნებ შემიშვან-თვალები დააწვრილა და ისე გახედა.
-დარწმუნებული ხარ რომ შეგიშვებენ?-ირონიით სავსე მზერა მიაპყრო.
-კარგი ხო,წავალ სახლში.თქვენ მგონი ჩემი გაგდება გინდათ!თქვენ რატომ არ მიდიხართ?ნიკა ჩვენ ერთად ვცხოვრობთ,არ აპირებ წამოსვლას?კარგი რას გეკითხები,არ აპირებ-ხელი ჩაიქნია და ენის ჩარტალს შეეშვა.
-ტაქსს გამოვიძახებ და წავალ.
-მე გაგიყვან-უცებ მოხვია დიტომ ხელი და ბიჭებს დაემშვიდობა.
-მადლობა-კომფორტულად მოთავსდა სავარძელში.მანქანაში გამეფებული ჩახუთულობის და სიცხის გამო ჟაკეტი გაიხადა და მხოლოდ ტანზემომდგარი მაისურის ამარა დარჩა,რომელიც კარგად აჩენდა მის ფორმებს.
-დაგცხა?
-კი.ჩახუთულობაა.
-ჩაიცვი,კონდიციონერს ჩავრთავ!-ეს არ იყო თხოვნა ან სხვა.ბრძანება გასცა დიტო,მაგრამ მია არ აპირებდა მისი მოთხოვნის შესრულებას.
-იყოს,ასე მირჩევნია.
-კარგი.-მძიმედ გადააგორა ნერწყვი.საშინლად უჭირდა თავის მოთოკვა,წამით მაინც რომ არ შეეხედა და იქვე რომ არ გაეშიშვლებინა.
-დიტო,ის ქერა მაშინ რომ წამოგვყვა ვინაა შენი?
-ჩემი ნახევარ დაა.
-არა?!მე შეყვარებული მეგონა-დაიმორცხვა იმაზე,რომ ეს გაიელვა გონებაში.დიტოს კი ხარხარი აუტყდა.
-შენი აზრით მე თამრიკოს ნაირ გოგონებს შევიყვარებ?მართალია ნახევარდაა,მაგრამ ვაღიარებ ძალიან სულელი და ნერვების მომშლელია.
-უბრალოდ იმ დღეს ჯერ ადგილზე დაიწყო საუბარი,შემდეგ…
-ნუ მიაქცევ ყურადღებას-გაუცინა და მოსახვევში შეუხვია.
-შევეცდები-თვითონაც გაუცინა.ახლა ყველაზე მეტად უხაროდა დოტოს სიტყვები,უნებლიე ის ღამეც ახსენდებოდა,მაგრამ მაინც ვერ იჯერებდა.
-წავედით?-მანქანა გააჩერა,გადმოვიდა,შემდეგ მიას მხარეს მივიდა და მასაც გაუღო კარები.
-თქვენც მოდიხართ?
-თქვენც?
-ბოდიში,შენც?
-არ შემომიშვებ?
-როგორ არა,უბრალოდ გამიკვირდა.
-არაფერია.აბა,წავედით?
-კი-მხრები აიჩეჩა და სადარბაზოში შევიდა.დიტოც მას მიყვა და ლიპტთან დაიკავეს ადგილი.მალე ისიც გამოჩნდა და ახლა შიგნით შევიდნენ,ცოტახანში კი სახლის კარები შეაღეს და მის უკან გაუჩინარდნენ.
-ყავა თუ ჩაი?
-არცერთი მია.მიდი წყალი გადაივე მე კი დაგელოდები.
-კარგი.თუ რამე ტელევიზორი აქაა,თუ გნებავ…კი არა,თუ გინდა WI-FI-ის პაროლსაც გეტყვი-მხრები აიჩეჩა-არც ცივი წვენი გინდა?
-რამდენს ლაპარაკობ?ამ დროში გამოსული იქნებოდი-გაუცინა და წინ აესვეტა.
-მე…მე უბრალოდ.
-რა შენ?-ნელ-ნელა წინ მიიწევდა,მია კი უკან იხევდა.
-არ მინდოდა რომ…
-რა არ გინდოდა მია?-წინადადებას ისედაც ვერ უყრიდა თავს,ის კი აწყვეტინებდა და მის ნერვებზე თამაშობდა.არა ნერვებზე არა,უფრო სუსტი წერტილი აღმოუჩინა.
-რომ…რომ მოგეწყინა-თვალები დახუჭა და მაშინვე კედელს აეკრა.სუნთქვა გაუხშირდა როცა ისედაც შემცირებული მანძილი დიტომ უფრო შეამცირა.
-გართობის კარგი ხერხი ვიცი,მაგრამ არ დამთანხმდები.-ამის გაგებაზე თვალები ჭყიტა და წამში აწითლდა.
-რას აკეთებ?-უკვე მისი სუნთქვა სახეზე ეფრქვეოდა და ვეღარც ინძრეოდა.
-ვცდილობ გავერთო.-უდარდელად უთხრა და უცებ მიისაკუთრა მიას ტუჩები.
გახევებული იდგა ერთ ადგილას,კედელზე აკრული.
მაგრამ კარგად გრძნობდა მის ტუჩებზე მოთარაშე დიტოს ბაგეებს.
დიდიხანი ფიქრობდა ამ დღეზე,მაგრამ ვერ წარმოიდგენდა ასე თუ ეტკინებოდა.
-მომშორდი-უცებ შეუღრინა და მოიშორა.
-გართობა თუ გინდა გირჩევნია სხვას მიაკითხო.არ ვარ მე ის გოგო რომ დაგიდგე და კოცნაში აგყვე.აღარ გაბედო და აღარ შემომხედო ისე,თითქოს სათამაშო ვიყო.არ ვარ მე შენი გასართობი და გართობის ობიექტი!-ბოლო ხმაზე ღრიალებდა და ამ ქცევის შემდეგ უფრო დარწმუნდა იმაში რომ ის ღამე მოეჩვენა.
დიტო კი იდგა და უსმენდა.ღიმილი ეპარებოდა და მისი ასეთი ქცევა უხაროდა.ბოლოს ორივე ხელი ლოყაზე შეუცურა და წინა კოცნისგან განსხვავებით ახლა აღარ იყო ისეთი ნაზი.
-ჩემთვის მხოლოდ გართობა,გასართობი და გართობის ობიექტი რომ არ ხარ ამაში უკვე დიდი ხანია რაც დავრწმუნდი.-დაბალი ხმით ამოიგმინა და გოგონას ხელი მოხვია.-მიდი შედი,აქ დაგელოდები-მსუბუქი ხელის კვრით შეუშვა ოთახში,თვითონ კი მისაღებში სავარძელზე მოკალათდა.
ისე დაავლო ტანსაცმელს ხელი არც გაუზრებია რას იცმევდა.მხოლოდ ფიქრებში იყო გართული,სველი თმები ტანზე ქონდა დაყრილი და გამშრალებულს თავიდან ასველებდა.
საბოლოოდ შეუძახა თავის თავს გამოფხიზლებისკენ,რამდენიმე წუთში გამოერკვა,მოწესრიგდა და მისაღებში გავიდა.
-მზად ვარ-ხმადაბლა დაიჩურჩულა და კარებს მიუახლოვდა.დიტო უკან დაუდგა,ის კი ცდილობდა მისგან წამოსული ენერგია უკუ ეგდო.სახლი დატოვეს,გასაღებს ხელი დაავლო და ჩანთაში ჩააგდო.
არ უნდოდა ლიფტში შესვლა,ამიტომ კიბეებს დაუყვა და უცებ ჩაირბინა პირველ სართულამდე.
დიტო მიუხვდა,რომ თავს არიდებდა მას მაგრამ მანქანაში მაინც მოუწევდა მასთან ერთად ყოფნა და საუბარი.
ცდილობდა მია გზაში ხმა არ ამოეღო,მაგრამ ვეღარ მოითმინა.
-შენ…ის რაც მითხრაი,რას ნიშნავს?-მისკენ გადაიტანა მზერა და მის პროფილს უყურებდა.ღრმად ამოისუნთქა ბიჭმა,მანქანა გზიდან გადააყენა და გოგოსკენ შებრუნდა.
-იმას რომ შენ არ ხარ ჩემთვის მოროგი სათამაშო,ან რამე მსგავსი!
-ხო,მე უბრალო თანამშრომელი ვარ-მხრები აიჩეჩა და აწყლიანებული თვალები მოარიდა.
-ზიგჯერ რა სულელი ხარ!არ ხარ უბრალო თანამშრომელი მია.შენი აზრით უბრალო თანამშრომელს ყაზბეგში ისე გავუჭედავდი ზუკასთან ურთიერთობისთვის?შენი აზრით უბრალო თანამშრომელთან ერთად ერთ ოთახში გავჩერდებოდი?რატომ არ წავიყვანე სხვა იქ?რატომ გავაჩუმე ჩემი და შენი “დამცირების“ დროს?შენი აზრით ყველაფერი ისე გავაკეთე?
-შენ…შენ ხომ,ყველაფერი ამიხსენი!
-ისე როგორც მაწყობდა,მაგრამ არ ხარ უბრალო მია.ჩემთვის განსაკუთრებული ხარ!ალბათ ხვდები რისი თქმაც მინდა.
-გი…გიყვარვარ?-უჭირდა ამის თქმა,რადგან ძალიან რცხვენოდა.
-მადლობა ღმერთს,ეს მაინც მიხვდი-ეს რომ თქვა ხველა აუტყდა.
-კარგად ხარ?რა მოგივიდა?-არაფერი უთქვამს,ფრთხილად გადაიწია და ხელები მთელი ძალით მოხვია.
-კარგი,წავედით ახლაა-სავარძელში როგორც კი დაბრუნდა მაშინვე შეუღრინა აწ უკვე შეყვარებულს.
-ხო.ნიკუშას და დანარჩემებს უნდა ვუთხრათ.
-ახლა?
-აბა მერე?
-არა,ახლა-თავი დაუქნია და გზას გახედა.
ვერ იჯერებდა რომ ის,რაზეც ამდენი ხანი ფიქრობდა და ოცნებობდა ასე უეცრად,უცნაურად და არარომანტიულად თუ მოხდებოდა.მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერი იყო.
საავადმყოფოში როცა შევიდნენ მაშინვე აირბინეს კიბეები.
მაქსიმე და დათი იქვე ისხდნენ,ნიკუშა კი სადღაც გამქრალიყო.
-სადაა ნიკა?-მიამ ნერვიულად დაიწყო თვალების ცეცება.
-აქ ვარ-აქოშინებული ამოუდგა წინ.
-რა მოგივიდა?
-მოვრბოდი.
-რატომ?
-რამე რომ მომხდარიყო?-მხრები აიჩეჩა და თავისი ადგილი დაიკავა.
-რა გეშველება შენ-გაიცინა და გვერდით მდგომს შეხედა.მაშინვე შეეცვალა სახე.
ახასიათებს ნიკუშას სისულელეები,ასე ვთქვათ საძმაკაცოს ჯამბაზია.შემდეგ დათია,დათის მაქსიმე მოყვება და დიტო ბოლო ადგილზეა.თუმცა სიუჟმურეში პირველს იკავებს,არცაა გასაკვირი.
-დიტუნაა-ნიკა წინ აესვეტა ბიჭს.
-არ დაიწყო!-მკაცრად განუცხადა და თითი პატარა ბავშვივით დაუქნია.
-კაი რა ცქნაფ,მიდი რა წყალი მომიტანე.
-ნიკუშა უნდა გრცხვენოდეს!
-რატო პუპსიკ.
-რა პუპსიკ ბიჭო,მომავალ სიძეს რა პონტში ეპრანჟები?-ახლა ნიკუშას აუტყდა ხველა და შემდეგ წელში გასწორდა.
-სად მყავს შე ჩე*ა და…ააა,დაიცა.შენ და მია…მია და შენ?აუ გეღირსა შ ე ჩე*ა.ძლივს არ დააყენა საშველი-ხელი მაგრად დაკრა მხარზე,შემდეგ კი მიასთან გადავიდა.
-ჩემი პატარა გოგო ვინარიო?-ლოყები გაუწელა და ნელა მიაკრა ტუჩები.
-დაიცა.ახლა შენ ჩემი სიძე ხარ,მაგრამ ჩემი ძმაკაცი რომ იყავი ანუ მია რძალიც გამოდის?კარგი ხო,ვხუმრობ ნუ მიყურებთ ეგეთი თვალებით.-ორივეს გადაეხვია და შემდეგ ისევ სკამზე დაჯდა.
არც მაქსიმემ და დათიმ დაიშურეს სითბოთი სავსე სიტყვები.
დრო ისევ ნელა გადიოდა.
საშინლად დაიღალა ყველა ერთ ადგილას ჯდომით,ამიტომ მალე ჩათვლიმეს.მაქსიმე კი ისევ ფხიზლად იყო.
აღარ ისმოდა გახშირებული ნაბიჯების ხმა საავადმყოფოში,დილით კი ყველაფერი ჩვეულებრივობას დაუბრუნდა.
შუა დღე იყო ანა გონს რომ მოვიდა.
ექიმებმაც არ დააყოვენს,ყველაფერი შეამოწმეს და მალე პალატაშიც გადაიყვანეს.
ცოტახანში კი სხვებსაც მისცეს შესვლის უფლება.
პირველი მაქსიმე შეუშვეს.გაღიმებულმა გააღო კარები და ასევე გაღიმებულ ცოლს გვერდით ჩამოუჯდა.
-მგონი პირობა უნდა შეასრულო-დაკარგული ხმით ამოიჩურჩულა ანამ.
-მზად ხარ?
-მზად ვარ.
-პირველად როცა დაგინახე ბათუმში ორი დღის ჩამოსული ვიყავი.იქვე სახლთან რომ რიკოს ბანკია,აი მაქ დაგინახე.
ხალხში დაბოდიალებდი,მაგრამ მზის შუქზე შენი თვალები ისე ანათებდნენ.მარტო მე არა,ჩემ გარდა თითქმის ყველა შენ გიყურებდა.
საშინლად გავბრაზდი ამის გააზრებისას,მაგრამ უფრო იმან გამაბრაზა რომ შეიძლება ვერ მენახე.
ღმერთს ვთხოვდი რომ კიდევ შეგხვედროდი.მეორე დღეს,სკოლის პირველი დღე იყო,15.
მაშინ გნახე სკოლაში და ჩემ სიხარულს საზღვარი არ ქონდა.
დრო და დრო ჩუმად გადევნებდი თვალს.აღმოვაჩინე რომ იმ უბანში ცხოვრობდი სადაც მე და ბიჭები ვიკრიბებოდით.
რამდენიმეს მეზობელიც იყავი.
მათ როცა შენზე ვკითხე სიცილი დაიწყეს.
არ იყავი ისეთივე “გაჩითული“ როგორ გოგოებთანაც იჭერდნენ ურთიერთობას.
ამ დროს მე და შენ უკვე ურთიერთობა დაწყებული გვქონდა.
მე კი არ მინდოდა,რომ შენ გამო უბანში სახელი გამტეხოდა.
მეგონა რომ გატაცება იყავი,სტატუსი რომელსაც მომაკრავდნენ კი სამუდამო.
ამიტომ იმ დღეს მოგატყუე,წასვლის წინა დღე იყო,
მაშინ როცა საბოლოოდ შემიზიზღე.არ ვიცოდი მეორე დღეს თუ უნდა წავსულიყავი,ეს რომ მცოდნოდა არ გავაკეთებდი ამ სისუელელს,მაგრამ დროს უკან ვერ დააბრუნებ.-ნაღვლიანად ამოიჩურჩულა და სახეზე ხელები ჩამოისვა.გაგრძელება უნდოდა,მაგრამ უცებ შეაწყვეტია ანას ხმამ.
-მე კიდევ რა არ ვიფიქრე-ღრმად ამოიხვნეშა.-მაშინ 16 წლის იყავი,ამიტომ…გპატობ მაქსიმე-სახიდან მოიშორა ხელები და გაუღიმა.არც მაქსიმემ დააყოვნა,ფრთხილად შემოხვია ხელები და წამში დააცხრა ბაგეებზეც.აპარატმაც არ დააყოვნა და მაშინვე ამცნობა ორივეს თუ როგოე აუჩქარდა ანას გული.
-ანუ აღარ ვჩხუბობთ და აღარ ვართ ყალბები?მართლა გვიყვარს ერთმანეთი და აღარ გვიწევს მოსიყვარულე ცოლ-ქმრის თამაში?
-აღარ გვიწევს მაქსიმე,აღარ-გაუცინა-ახლა მია შემომიყვანე.
-სიძესთა ერთად?
-ვისთან?
-დიტოსთან ერთად-თქო?
-ღმერთო,ამ ერთ დღეში ამდენი რამ როგორ მოასწარით?-უცებ გაკაპასდა
-მოვა და მოგიყვება.
-მართალი ხარ,ახლავე დაუძახე.
-ანა ნერვილობ?
-გეკადრება?მაქსიმე დაუძახე სანამ ჩემი ფეხით გავსულვარ.
-კარგი ხო,მივდივარ-სიცილით გავიდა ოთახიდა და მიას შესვლა სთხოვა.
-როგორ მოასწარი?რანაირად?ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი იცოდე!-როგორც კი კარები გაიღო მაშინვე მიაყარა კითხვები.
-მიხარია კარგად რომ ხარ-გაუცინა და იქ დაჯდა სადაც წუთის წინ მაქსიმე იჯდა.
-მომიყევიი.
-კარგი ხო,მომისმინე მეორედ აღარ გაგიმეორებ!
-უკვე გადაგედო დიტოს სიმპტომები თუ რა იყო?ფუი.
-ანა კარგად ხარ?შემთხვევით ტვინი ხო არ გადაგინერგეს?
-ნარკოზის ბრალია.
-კარგი ხო.-მოყოლა დაიწყო,ანა კი მთელი მონდომებით უსმენდა და დრო და დრო კომენტარებსაც აკეთებდა.
-ახლა გაიგე?
-დიტო შემოიყვანე-საშინლად მკაცრი ხმით განაცხადა.
-რა?
-დიტო შემოიყვანე.
-ხო…ახლავე-დაბნეული წამოდგა ფეხზე და ბიჭს შემოსვლა თხოვა,მალე შემოაღო კარები და მიას გვერდოთ დაუდგა.ცოტახანი შეჭმუხნული სახით უყურებდა წყვის,შემდეგ კი დაიყვირა.
-გილოცაავვთ!მომისმინეთ,ნათლია მე რომ ვარ ხომ იცით?
-დიტო დამიჭირე თორემ შემომაკვდება-მიამ ბიჭს თვალებში ჩახედა და ღრმად დაიწყო სუნთქვა.
-მე ხომ ვარ ნათლია?
-გააჩნია,ვინ გააჩენს პირველი შვილს.
-ხოდა ანუ მე ვარ-გაიცინა და მეგობრებს თვალი ჩაუკრა.
-იცის რა გინდა-გადაიხარხარა დიტომ და უცებ დატოვა ოთახი.
ორი კვირის მანძილზე მთელი საავადმყოფო გამოაცოცხლეს,აღარ იყო ანა მოწყენილი და აღარც ნარკოზის ზეგავლენის ქვეშ.
სახლში როცა გაწერეს მაქსიმე აღარ მოასვენა და ისევ უნივერსიტეტში დაიწყო სიარული,მაქსიმე კი სამსახურში იყო.
-მაქსიმე გაიღვიძე თორემ დაგაგვიანდება-ფრთხილად შეაქანა ქმარი და ხმამაღლა ამოიხვნეშა.-მე ვიცი შენ რაც გიშველის-თავისთვის გაიფიქრა და უცებ დაიხარა ბიჭის ბაგეებისკენ.
ჯერ ნელა შეეხო ქვედა ტუჩზე,შემდეგ ზედაზე გადავიდა და მალე იგრძნო წელზე
დაძარღვული ხელები.
-მგონი ჩემი ცოლი ვერ ისვენებს-ამოიჩურჩულა და კოცნა გააღრმავა.
-კარგი მაქსიმე,ადექი.
-არ გინდა დღეს ორივე რომ სახლში დავრჩეთ?
-არა სახლში დარჩენა არ მინდა,მაგრამ როცა ვბრუნდები და მარტო ვარ მწყინდება და მენატრები.
-ჩემი სულელი ცოლი.
-დამპალო-ხელი კრა და საწოლიდან წამოდგა.
სააბაზანოში საჯდომის ქნევით შევიდა იქედან კი მოწესრიგებული გამოვიდა.მაქსიმეს დატვირთული გრაფიკის გამო უნივერსიტეტში მძღოლს მიყავდა რომელიც მაქსიმემ აუყვანა.ბევრი უარის შემდეგ დაითანხმა გოგონა.
ახლაც მასე მოხდა.კარებში დაემშვიდობნენ ერთმანეთს და მათი გზებიც გაიყო.
უნივერსიტეტში ყველაფერი წყნარად მიდიოდა.
ნახევარმა თუ არა უმცირესობამ არ იცოდა ანას გათხოვების შესახებ,ზოგში ეს ამბავი ადვილად შესაგუებელი გახდა,ზოგი კი დღემდე ჭორაობს.
ლექციაზე უხმოდ შევიდა,მალე ლექტოროც შემოვიდა და ლექციაც დაიწყო.როგორც ჩვეოდა,რაღაცეებს ისმენდა.ზოგჯერ გვერდით მჯდომს თუ გადაულაპარაკებდა და დასმულ კითხვასაც სცემდა პასუხს.ხმას ისე არ იღებდა თუ ლექტორი არ შეეკითხებოდა რამეს.
ლექცია მალე დამთავრდა,დღეს მხოლოდ ერთი ქონდა.ისიც ორ საათიანი,შესვენების გარეშე.
აუდიტორიიდან როგორც კი გამოვიდა ღრმად ჩაისუნთქა და კიბეებზე დაეშვა.
ეზოში გავიდა ,როცა გაიგო რომ ვიღაც ეძახდა.
-ანა-უცებ მიუახლოვდა ბიჭი.
-ჯუბა?გამარჯობა.
-გამარჯობა.ვიფიქრე გაგიყვანდი.
-მე?
-ხო,წამოხვალ?
-არა არ წამოვა!-უცებ გაისმა მკაცრი ხმა.
-შენ ვინ ხარ?-ცინიკური მზერა ესროლა ბიჭმა მაქსიმეს რასაც ანას ჩაცინებაც მოყვა.
-ჩემი ქმარია ჯუბა.
-ვინაა?
-ქმარი ვარ ჯუბა და თუ არ გინდა რომ ასაწყობი გახდე თავიდან მომწყდი-გაუღიმა და ანას წელზე მოხვია ხელი.
თვალებში ცეცხლი უთამაშებდა და საშინლად ბრაზობდა.ბიჭი ისე დატოვეს მისი პასუხიც არ მოუსმენიათ,მანქანაში მოთავსდნენ.
-აქ რა გინდა?-მაშინვე მიუბრუნდა ანა.
-თურმე ჩემ ცოლს ვენატრები.მართალია სასეირნოდ ვერ წავალთ,მაგრამ იმედია ჩენთან ერთად რესტორანშიც გაძლებ.
-შენთან მივდივართ?
-აჰამ.
-კარგი-მხრები უდარდელად აიჩეჩა-ოღონდ იცოდე,შენი გაკეთებული გემრიელი საჭმელი უმდა ვჭამო თორემ ძალიან მშია-წარბები შეკრა.
-კიდე გასუქება გინდა გოგო შენ?
-ანუ იმის თქმა გინდა რომ მსუქანი ვარ დადვანო?
-ადვილად მიმიხვდი.
-დამპალი ხარ.
-მალობა,ვიცი-მხრები უდარდელად აიჩეჩა და მანქანა იქვე გააჩერა.უკანა შესასვლელიდან შევიდნენ და მაშინვე გასახდელში შეაბიჯა მაქსიმემ,რამდენიმე წამში კარი გააშო.იქვე დამდგარ გოგონას დაავლო ხელი და შიგნით შეიყვანა.



№1  offline წევრი teengirllove

ვაიმეე ,ძლივს არ დაადგა მიას საშველი :)) უფ ,კარგი გოგო ხარ, კარგი თავი იყო ,კიდევ კაი დროზე დაასრულე ეს საავადმყოფოს ამბები,თორემ გული ვეღარ გუძლებდა ..მოკლედ ,ჩემი საამაყო გოგო ხარ

 


№2 სტუმარი Wero

ვაიმეე , ძალიან მაგარი თავი იყოოო ^^^ ვგიჟდები შენზეეე^^^ დღითიდღე მაოცებ და ეს ძალიან მახარებს. ველოდები შემდეგ თავს ***

 


№3  offline წევრი Crazy dreamer

საოცრება იყოო kissing_heart ანა არაჩვეულებრივი ხარ, როგორც ყოველთვის. ამ თავმა ძალიან გამახარა... წარმატებები

 


№4  offline მოდერი Mathew

teengirllove
ვაიმეე ,ძლივს არ დაადგა მიას საშველი :)) უფ ,კარგი გოგო ხარ, კარგი თავი იყო ,კიდევ კაი დროზე დაასრულე ეს საავადმყოფოს ამბები,თორემ გული ვეღარ გუძლებდა ..მოკლედ ,ჩემი საამაყო გოგო ხარ

საავადმყოფოს ამბები არც მე მიყვარს.თან წინ კიდე დიდი ამბებია და მოკლედ რაა...
მადლობა ბემბი და მიყვარხარრ <3

mirandaa31
ვაი რა კარგია რომ გამოჩნდი. კარგია ყველაფერმა კარგად რომ ჩაიარა. მაქსიმე როგორ მომწონს. დიტოს სიყვარულის ახსნა რაღაიყო :დ მაინც მიას ათქმევინა :დ კარგი იყო და მალე დაბრუნდი, დიდხანს აღარ დაიკარგოო ❤️

დიტოსგან არც იყო სხვაგვარად მოსალოდნელი,მაგრამ მაინც ერთად არიან :დდ
აღარ დავიკარგები და მალე დავბრუნდები.მადლობა რომ დროს მითმობბ ^_^

Wero
ვაიმეე , ძალიან მაგარი თავი იყოოო ^^^ ვგიჟდები შენზეეე^^^ დღითიდღე მაოცებ და ეს ძალიან მახარებს. ველოდები შემდეგ თავს ***

ძალიან დიდი მადლობან^^ მეც ვგიჟდები შენზე და შევეცდები ყოველთვის ასე გაგახარო ^^

Crazy dreamer
საოცრება იყოო kissing_heart ანა არაჩვეულებრივი ხარ, როგორც ყოველთვის. ამ თავმა ძალიან გამახარა... წარმატებები

ძალიან დიდი მადლობა ანი ^^ მიხარია თუ მოგწონს ^^ შევეცდები არ გაგიცრუოთ იმედები ^^

 


№5  offline წევრი jenniferi

აუუუ ვაიმე რა მაგარი იყოოოო ძაან მაგარი ავტოოროო ძალიან მიყვარხარ ძაან მაგრად წერ და მალე დადე გთხოვ რაა heart_eyes <3

 


№6  offline მოდერი Mathew

jenniferi
აუუუ ვაიმე რა მაგარი იყოოოო ძაან მაგარი ავტოოროო ძალიან მიყვარხარ ძაან მაგრად წერ და მალე დადე გთხოვ რაა heart_eyes <3

ახლა არ გავაფრინოო ^^
ძალიან დიდი მადლობაა,მალე დავდებ გპირდები ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent