შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამის მეასედი (თავი 18)


2-07-2018, 22:50
ავტორი Stranger things
ნანახია 1 316

დავინახე რომ ბიჭების მაგიდასთან უცნობი იჯდა, მივუახლოვდი, მაგრამ ღიმილი სახეზე შემეყინა...ის იყო... მამაჩემის კომპანიის ადვოკატი, რომელმაც ავიაკატასტროფის შემდეგ ჩვენი კომპანიიდან მთელი ფული მოიპარა და გაუჩინარდა.
--------------------

თავი 18
-ჯანდაბა,ჯანდაბა,ჯანდაბა...-ვჩურჩულებდი და თან გასასვლელისაკენ მივიწევდი, ყველაფერს ველოდი და ამას არა, ავიაკატასტროფის შემდეგ კონტრაქი ჩაიშალა ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპანიასთან ევროპაში, ჩვენმა კომპანიამ კი მილიონები იზარალა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, სანამ გარდაცვლილ ოჯახისწევრებს ვგლოვობდით, კომპანიის ადვოკატმა ჩვენი უყურადღებობით ისარგებლა, დანარჩენი ფული მოიპარა და გაუჩინარდა, იმედი უკვე გადაწურული იყო რომ ოდესმე ვიპოვიდით, მაგრამ აი...
ტელეფონი ამოვიღე და ნოეს დავურეკე.
-ნოე, მისმინე სხვებთან არაფერი თქვა, არც ის შეიმჩნიო რომ მე გირეკავ, გარეთ გამოდი გთხოვ, ყველაფერს აგიხსნი...- ალბათ იმდენად სასოწარკვეთილი ხმა მქონდა რომ ნოეს კითხვებიც კი არ დაუსვამს და წამებში გარეთ იყო.
-რა მოხდა, ელ?-მკითხა და თან შემათვალიერა-ცუდად ხარ?
-არა, მისმინე ეგ კაცი...ვინც თქვენთან ერთად ზის ის ახალი პარტნიორია?
-კი...-დაიბნა, ვერ გაეგო რატომ ვეკითხებოდი.
-ისაა ნოე...-წყვეტილად ამოვისუნთქე, ვერ ვიჯერებდი რომ ახლა ეს ჩემს თავს ხდებოდა.-მამაჩემის კომპანიის ადვოკატია, ისაა მთელი ფული რომ მოიპარა და გაუჩინარდა, პოლიცია დღემდე ეძებს.
-რაა?!ელ, დარწმუნებული ხარ?-ხელი ჩამავლო და იმის მიუხედავად რომ თვითონაც ანერვიულდა, ჩემი დაწყნარება სცადა.
-კი, ნოე დარწმუნებული ვარ, მას პატარაობიდან ვიცნობ, არავისში ამერეოდა, ახლა იქ რომ შევიდე დარწმუნებული ვარ მიცნობს და გაქცევას ეცდება.
-მიდი მანქანაში ჩაჯექი, ორ წუთში მოვალ.-გასაღები გამომიწოდა თვითონ კი კლუბში დაბრუნდა.
ლოდინი დიდხანს არ მომიწია, ნოე სწრაფად დაბრუნდა და საჭესთან დაიკავა ადგილი, შემდეგ კი მანქანა დაძრა. ვხედავდი როგორ დასჭიმვოდა ნერვიულობისაგან ხელები და დროდადრო როგორ ძლიერად უჭერდა საჭეს, შემდეგ მე გადმომხედა და ეცადა რაც შეიძლება მშვიდი ხმა შეენარჩუნებინა.
-ელ, ჩემი ტელეფონი აიღე და ლუკასის ნომერი მოძებნე.
მე სწრაფად დავწვდი მის მობილურს და ნოეს მითითებებს მივყევი.
-ახლა დარეკე და „სპიკერი" ჩართე.
მალე მანქანაში მშვიდი ბარიტონი გაისმა.
-გისმენ ნოე.
-ლუკ, შენი დახმარება მჭირდება.
-პირადად ჩემი?... ხო მშვიდობაა?
-ადგილზე აგიხსნი, სასტუმროს კორდინატებს გამოგიგზავნი, სასწრაფოდ უნდა შევხვდეთ.
ტელეფონი გათიშა და ისევ მე გამომხედა.
-ლუკს კორდინატებს გაუგზავნი?
-გავუგზავნე. -ვუთხარი რამდენიმე წუთის შემდეგ და ტელეფონი თავის ადგილას დავაბრუნე, თან ვცდილობდი რომ ნერვიულობა არ დამტყობოდა, მაგრამ ხელების კანკალს ვერაფერს ვუხერხებდი.
-ლუკა ჩემი მეგობარი პოლიციელია...-ერთი ხელი საჭეს გაუშვა და ჩემი ხელი მასში მოიქცია.-აქ ვარ, ყველაფერი კარგად იქნება.- შემდეგ ტუჩებთან მიიტანა სწრაფად მაკოცა და ისევ საჭეს დაუბრუნდა.
-ვიცი, უბრალოდ ჩემთვის მძიმე იყო მისის ნახვა... ამდენი წელი... ის, მამა და ჩემი ბიძა ბავშვობის მეგობრები იყვნენ...ჩემი ნათლიაა...უბრალოდ ვერ ვიჯერებდი რომ მან ეს გააკეთა... ავიაკატასტროფა ახალი მომხდარი იყო, ის ყველანაირად გვედგა მხარში და შეგვპირდა რომ პირველი რამდენიმე კვირა ის გაუძღვებიდა კომპანიის საქმეებსაც, მაგრამ ერთ დღეს გაქრა და შეგვატყობინეს რომ კომპანიის ანგარიშიდან მთელი ფული მოხსნილი იყო.
მანქანა სასტუმროსთან გააჩერა, პირდაპირ ჩემს ნომერში ავედი ტანსაცმელი გამოვიცვალე და ქვევით ჩავედი, სასტუმროს კაფეში ერთ-ერთ მაგიდასთან ნოეს მოვკარი თვალი და პირდაპირ იქით წავედი.
-გამარჯობა.-დამინახეს თუ არა, ორივე წამოდგა.-ლუკა.-ხელი გამომიწოდა ძლიერი აღნაგობის ქერა კაცმა.
-ელენა.-ხელი ჩამოვართვი და რკინის სკამზე დავჯექი.
-ნოემ ამიხსნა ყველაფერი, უკვე წასვლას ვაპირებდი ახლა საქართველოში დავუკავშირდებით რამდენიმე ორგანოს და დეტალებს გავარკვევთ, შემდეგ კი მის დაკავებას შევძლებთ.
-კარგი.-კაცი ადგა და ჩვენც უკან გავყევით.
-სიახლეებს შეგატყობინებთ.-ნოეს ხელი მეგობრულად დაარტყა მხარზე და სასტუმრო დატოვა.
-ახლა რას აპირებ?-მკითხა მან.-გინდა გავისეირნოთ?
-არა,არა ცოტას დავისვენებ, ლიზას დავურეკავ.-ვთქვი და ხელი შუბლზე მივიდე.
-კარგი, როგორც გინდა...და, ლიზას არაფერი უთხრა.
-კარგი.-თავი დავუქნიე და ჩემს ნომერში ავედი.
საწოლზე დავწექი და ტელეფონს დავწვდი.
-ხო ელე.-გაისმა ლიზას წკრიალა ხმა.
-როგორ ხარ ლიზუ?
-ვაი აღარაფრად ვვარგივარ.-თქვა და ამოიოხრა.-ჩვენმა რძალმა დღეს კაბის საყიდლად წამიყვანა.
-აირჩიეთ რამე?
-ელენე რა მოხდა?!-მკითხა შეშფოთებულმა.
-რა უნდა მომხდარიყო?-გავიკვირვე მე.
-არა უბრალოდ...მეგონა გაბრაზდებოდი რომ გაიგებდი რომ უშენოდ ვარჩევდით.
-უბრალოდ დაღლილი ვარ მეც, დღეს მთელი ბერლინი ფეხით შემომატარეს ბიჭებმა.
-ვინ ბიჭებმა?-დაინტერესდა ჩემი ბიძაშვილი.
-ნოეს მეგობრები გავიცანი აქ, იცი როგორ გავერთე?!-უცებ მოვედი ხასიათზე.
-აუუ მეც მინდა მანდ.-ამოიოხრა ლიზამ.-ხვალ ტარიელიც მოფრინავს და მე მტოვებს საწყლად...ისე ხომ არ გამოვყვე?-ჩაიბუტბუტა თავისთვის.
ჩემი გონება სწრაფად ამუშავდა, ახლა თუ ლიზა ჩამოვიდოდა აქ და ყველაფერს გაიგებდა მაშინ ისიც საფრთხეში იქნებოდა. სასწრაფოდ უნდა გადამეფიქრებინა მისთვის.
-არა, ლიზა არ გინდა, მეც ამ დღეებში დავბრუნდები და შენც სულ ტყუილად დაიღლები, თან ამხელა გზას ეხუმრები?
-ხო რავიცი...
გარედან ხმაური მომესმა, კარგად რომ დავაკვირდი პოლის ხმა ამოვიცანი.
-წავედი ლიზ, დემე და ნინო მომიკითხე, რძალი ჩამიკოცნე და თაზის თავში წამოარტყი... გკოცნი, მიყვარხართ!-მივაყარე, ხმის ამოღებაც არ ვაცალე ისე გავთიშე და ნოეს კარზე მივაკაკუნე.
კარი იონასმა გამიღო, არ შემცდარვარ სამივე იქ იყო, ნოე კი ბართან იდგა და ჭიქებში სასმელს ასხამდა.
-გამარჯობა.-მივესალმე და დივანზე ჩამოვჯექი.
არცერთი იღებდა ხმას, მაგრამ ოთხივეს სახეზე კარგად ვარჩევდი დაძაბულობას, ნოე სვამდა, პოლი ჩემს გვერდით იჯდა და ხელებში ჩაერგო თავი, ბენი ოთახში მიმოდიოდა, იონასი კი მიღიმოდა, მაგრამ კარგად ვხედავდი რომ ეს მხოლოდ ჩემს დასამშვიდებლად იყო.
-ლუკმა რაო?-იკითხა პოლმა.
-ცოტა ხნის წინ წავიდა, საქმეს გადაიბარებს და როგორც კი შეძლებენ დააპატიმრებენ.-თქვა ნოემ.
-არა, როგორ ვერ შევამჩნიეთ.-თავი გააქნია ბენმა.-არა და, ხომ ვხვდებოდით არაა რაღაცას.-ამოიოხრა და დივინის სახელურზე ჩამოჯდა.- ამდენი ფული ასე ჰაერიდან ხომ არ ექნებოდა არაა...
-როგორც ჩანს სახელი გამოიცვალა, აქ ლუი ჯერმანია.-თქვა იონასმა და მე გამომხედა.-სწორედ მაგიტომ ვერ ვუპოვეთ ვერაფერი.
-კონტრაქტი რომ გავწყვიტოთ შეიძლება იეჭვოს რამე.-თქვა ბენმა.
-მოკლედ ისე უნდა მოვიქცეთ რომ ვერაფერს მიხვდეს, ჩვეულებრივ გავაგრძელებთ ურთიერთობას და დღეს ან ხვალე ჩასვამენ და ეგაა რაა...-თქვა პოლმა.
-ჩემი ხელით დავახრჩობ.-ნოემ მთელი ძალით დაახეთქა ჭიქა ბარზე, მინა დაიმსხვრა და მიმოიფანტა.-ჯანდაბა...
უხმოდ ავდექი ხელზე მოვკიდე და შევათვალიერე, აქა-იქ იყო რამდენიმეგან გაჭრილი, ხელი გამოვაწევინე, ონკანზე წყალი მოვუშვი და მის ქვეშ დავაჭერინე. შემდეგ ჩემს ოთახში გავედი, ნინომ კარგად იცოდა ჩემი ჰობის შესახებ და ყოველთვის თან მატანდა აფთიაქის ყუთს, დემე ამაზე იცინოდა სულ მომზადებული ხარო, აქამდე არ დამჭირვებია ახლა კი ნინოს მადლიერი ვიყავი, ნოეს ნომერში დავბრუნდი ჭრილობები სპირტით გავუწმინდე და გადავუხვიე, შემდეგ კი ისევ ჩემი ადგილი დავიკავე.
-იმის საფრთხე არსებობს რომ თუ ლუი გაიგებს რომ ელენა აქაა რამეს დაუშავებს?-იკითხა იონასმა და შეშფოთებული სახით გამომხედა.
-არ ვიცი...-თავი ჩაღუნა ნოემ და მძიმედ გააქნია.



№1  offline მოდერი მარტო სახლში

ვაიმეე ვგიჟდები უკვე ამ ისტორიაზე მიყვარს ესეც და მიყვარხარ შენც ძალიან <33 მოკლედ ველდოები ახალთ თავს

 


№2  offline წევრი Stranger things

მარტო სახლში
ვაიმეე ვგიჟდები უკვე ამ ისტორიაზე მიყვარს ესეც და მიყვარხარ შენც ძალიან <33 მოკლედ ველდოები ახალთ თავს

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes შენ არც კი იცი როგორ გამახარე kissing_heart

 


№3  offline წევრი anns

როდის დადებ შემდეგს?

 


№4  offline წევრი Stranger things

anns
როდის დადებ შემდეგს?

ხვალ აუცილებლად relaxed

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent