შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაპასკირი და ბაბუციძე 17


3-07-2018, 00:39
ნანახია 2 214

ღამის 2 საათია , კატოს მშვიდი ძილით სძინავს , უკვე მერამდენე სიზმარს ხედავს სადაც მთავარი გმირი დუდუ პაპასკირი და თვითონ არიან . ამ ბოლო დროს მშვიდი ძილი დასჩემდა, მანამდე თუ სიზმრებს იშვიათად ხედავდა და ისიც ისეთ უაზროს , რომ მეორე დღისით არც კი ახსოვდა, ახლა ყველა სიზმარი ზედმეტად მნიშვნელოვანი და აზრიანი იყო მისთვის და მთელი დღე კადრებად ხედავდა ყველა მოქმედებას.
ეს იყო კატოსთვის ბედნიერება, მთელი დღე ფიქრობდა და ოცნებობდა დუდუზე და ეს ყველაფერი იმდენად რეალური იყო , იმდენად ახლოს იყოს მასთან ზოგჯერ ოცნებებისა და სიზმრების გარჩევა უჭირდა რეალობისგან .
ამჯერად სიზმრიდან ტელეფონის ზარმა გამოარკვია, უკმაყოფილოდ დახედა ტელეფონს და თუმცა ნახევრად ეძინა ნომერი მაინც ეცნო.
ჯანდაბა ისევ ის ნომერია და ეს ყველაფერი უკვე აღარ მომწონს-ჩაილაპარაკა თავისთვის და დაფიქრდა ეპასუხა თუ არა , ამასობაში ტელეფონა რეკვა შექწყვიტა, კატო წამოდგა და აივანი გამოაღო , ჯერ ჰაერი ჩაისუნთქა მერე მიხვდა რომ ერთი ჩასუნთქვა არ ეყოფოდა, გავიდა და აივნიდან სივვრცეში გაიხედა.
მანამდე უბრალოდ დამთხვევად თვლიდა მაგრამ ეხლა დაუბრუნდა რეალობას და მიხვდა რომ სულაც არ იყო დამთხვევა და ვიღაც გამიზნულად ურეკავდა და ხმას არ იღებდა. ფიქრებმა შორს წაიყვანეს , მაგრამ არც ისე შორს დასჭირდა წავსლა საკმაოდ ახლოს იყო მასთან და მის ფიქრებდა დათო როსტომაშვილი, ადამიანი რომლის მიმართაც ვერ გაერკვია რას გრძნობდა, არც ზიზღი იყო, არც შიში, არც სიმპატია, უფრო ეცოდებოდა , თითქოს ხედავდა მასში არსებულ იმ მხარეს რომელსაც ვერავინ ამჩნევდა , ხვდებოდა რომ ისეთი საშინელიც არ იყო როგორიც ჩანდა , მაგრამ მერე ისევ ის სიმწარე ახსენდებოდა პირველად სარდაფში რომ გაიღვიძა და ჟრუანტელმა დაუარა.
-დავიჯერო ის რეკავს? ხმამაღლა გაიფიქრა და თავისი ფიქრები თვითონვე არ მოეწონა .
სკამზე ჩამოჯდომას აპირებდა ისევ რომ დარეკა ტელეფონმა, ამჯერად არც უფიქრია ისე უპასუხა.
-ალო
ისევ სუნთქვა ისმის , ახლა უკვე რიტმული, აჩქარებული, აფორიაქებული და ზუსტად იცოდა რომ ის იყო, ასეთი უხდებოდა ხოლმე დათოს სუნთქვა როცა მის გვერდით იყო.
-ვიცი რომ შენ ხარ. ! ჯერ იყოყმანა ეთქვა თუ არა მერე გაბედა და უთხრა. ამოიღე ხმა რატომ მირეკავ?
ის ისევ არ იღებდა ხმას. ცოტახანს კატოც გაჩუმდა , არ იცოდა რა ეთქვა , გაბრაზებულიყო, პანიკები აეტეხა თუ უბრალოდ დალაპარაკებოდა, ისიც არ იცოდა ზუსტად უნდოდა თუ არა მისი ხმის გაგონება.
-დათო.
-ჩემი სახელი შემაყვარე. ბოლოს მაინც გაისმა ტელეფონში ხმა
-ვერ გავიგე?!
-ჩემ სახელს ისე იძახი , სხვანაირად რაა! გავიაზრე რო დათო ვარ და არა როსტოვსკი ან რამე ეგეთი
-სისულელეა ჩვეულებრივად ვამბობ
-არა არ გესმის შენ ჩვეულებრივად არაფერს ამბობ განსაკუთრებით ჩემ სახელს
-რატომ მირეკავ
-მოგიკითხე რაა, ბოდიშიც არ მომიხდია იმის გამო რაც მაშინ გავაკეთე,იზვინი რა ვერ გამოვასწორებ ბოდიშით ბაზარი არაა მარა მე მაინც ბოდიში, შეგაშინე, ცუდად გექცეოდი და იტოკში რაა.
კატოს ღიმილმა გადაურბინა სახეზე, ესიამოვნა , არც არაფერს ცვლიდა ის ბოდიში , ვერც დააბრუნებდა უკან წარსულს, მაგრამ მისთვის მნიშვნელობა ჰქონდა იმას რომ სცადა, რომ მიხვდა, იგრძნო და გამოსწორებას ეცადა.
-კაი . მეტი ვერაფერი უთხრა.
-რა კაი
-მიპატიებია!
-მართლა?
-ხო მართლა ჩავთვალოთ არაფერი მომხდარა მე ისედაც დიდი ხანია დავივიწყე.
-ეგ როგორ შეგიძლია
-რა პატიება? და რა უფლება მაქვს არ გაპატიო , მე კი არა საკუთარ თავს სთხოვე პატიება მე მაშინ გაპატიე რო არ მომკალი არადა ზუსტად მაგიტომ გამიტაცე.
მაგრამ მაინც არ უნდა დაგერეკა!
-ვიცი , მაგრამ უნად მეთქვა. კარგად.
პასუხის გაცემა აღარ აცადა კატოს ისე გაუთიშა.
-ჯანდაბა , ჯანდაბა ჯანდაბა ! გაბრაზდა კატო , ეხლა რა უნდა ვქნა დუდუს უნდა ვუთხრა? მოკლავენ ეგ როგორ ვუთხრა, უუუუუხ! ! ბრაზობდა კატო, რისთვის ამოიღე საერთოდ ხმა , რას დამელაპარაკე ! ან მე რა ჯანდაბა მინდოდა , ისედაც ხო ვიცოდი რომ ის იყო რაღას ვეკითხებოდი !
ის ღამე თეთრად გაათენა , მაგრამ მაინც ვერ გადაწყვიტა ბიჭებისთვის ეთქვა
თუ არა , ბიჭებისთვის კი არა ნინისთვისაც არ უნდოდა თქმა , მაგრამ როგორ უნდა გაჩუმებულიყო ისიც არ იცოდა.!
ამ დროს ბიჭებთან თითქოს მშვიდობა იყო, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ისვენებდნენ.
ბაბუცა მარტო იმაზე ფიქრობდა რომ იპოვიდა რას უზამდა , როგორ აწამებდა , დუდუს კი მარტო კატოსთან ერთად მშვიდი ცხოვრება უნდოდა, მეტი არაფერი, არც არავისი წამება ჰქონდა გეგმაში და არც გამწარება, მითუმეტეს ეხლა როცა გაუგო გემო საყვარელი ქალის გვერდით ყოფნას აღარაფერი უღირდა .
მარტო ლოდინი ღირდა დუდუსთვის, ფასეული მარტო ლოდინი იყო, კატოს ლოდინი, რომ დაამთავრებდა სკოლას , ჩააბარებდა და მზად იქნებოდა ოჯახისთვის, რომ ბევრ შვილებს გაუჩენდა და უბედნიერესი ოჯახი ექნებოდათ. იდეალური მამა და ქმარი იქნებოდა, ბიჭებთან ერთად ბედნიერად იცხოვრებდნენ, ბაბუცასთან შერიგებაზეც თანახმა იყო.
უფრო რთულად იყო საქმე ნინისთან და ნიკასთან.
დანელია სერიოზლუად ფიქრობდა ნინიზე და ალბათ ცხოვრებაში პირველად არ იცოდა საიდან დაეწყო!
ხომ ბევრი გოგო ყოლია, ყველას ხომ სერიოზულად უყურებდა მაგრამ ზუსტად იცოდა სად უნდა დაემიზნებინდა რომ მოერტყა და არტყამდა კიდეც , მაგრამ ნინი ბავშვი იყო და ეშინოდა . ვერ იგებდა როგორ დაეწყო.
დილით აფორიაქებული სახით შეაბიჯა კატომ კლასსი.
-კატუს რატო დააგვიანე?
-ჩამეზინა
-შენ ცაგეზინა? არ არსებობს , შემომხედე რა ჩაგეძინა არც გძინებია რა მოხდა?
-არაფერი ღამე ვერ ვიძინებდი და დილით ჩამეძინა, არ მეყო რაა
-დუდუს ეჩხუბე?
-არა ხომ გითხარი მეზინება, აუ ნინიიი მოიწიე რაა და თმაზე მომეფერე ჩამეძინება ცოტახანს და მეყოფა.
-რა ჩაგეძინება გოგო , პირველი დარეჯანას გაკვეთილი გაქვს , ხო იცი იმისი საბჭოთა იუმორის ამბავი , რამე შინაბერულს გვეტყვის და გავუშვებ მერე თავის ბელადთან აწიე თავი. გამოფხიზლდი.
- უუუ კაი ხო ჯანდაბას დარეჯანას თავი .
-გოგო ის დუდუს მანქანა არააა?!
-არა დუდუ არ იქნება რუსთავშია წასული საქმეზე.
-როგორ არა დუდუს მანქანააა, სკოლის ფანჯრიდან შენიშნა ნინიმ შავი მანქანა, რომელიც დუდუსას მართლა ძალიან გავდა.
-ეს დუდუ კი არა დანელიააა
-რა ?>? ჰა ? ვინ არის?
-ნიკა ნინი ნიკა
-მერე აქ რა უნდა?
-რავიცი აბა , ვკითხოთ და გავიგებთ, შესვენებაზე გავიდეთ.
-მე არსად გამოვალ , თუ ძმა ხარ ვშტერდები რო ვხედავ.
-ვაიმე რა საყვარელი ხარ ნინი , თან რო აღიარებ !
-ნუ დამცინი რაა მართლა მიყვარს მარა ვიცი რო სულ ტყუილად. ხოდა ამიტომ გადავწყვიტე გიორგობიანს მივცე შანსი.
-ეგ ვინაა ან რა შანსი?
-ლუკა გიორგობიანი გოგო რამ გამოგაშტერა !
-აააა შენი ქრონიკული ჭირი?
-ჰოო და სხვათაშორის კარგი ბიჭია !
-როდის მერე?
-მას შემდეგ რაც გავიაზრე რომ ნიკა დანელია ზედაც არ მიყურებს და თავისი 5 წლის და ვგონივარ !
-გადი გაიგე რა ჯანბდაბა უნდა აქ რომ აყუდებულა ისედაც სულ მაგაზე ვფიქრობ და ყურებაღა მაკლდა.
-კარგი ხო მაცადე მივდივარ.
ძლივს წაბაბაცდა კატო ისე ეძინებოდა ფეხები ლამის ერთმანეთში ერეოდა.
-ნიკოლოოზ, აქ რა ქარმა გადმოგაგდო ბიჭო.
-საქმე მქონდა აქეთ და ვიფიქრე გოგოებს ვნახავთქო.
-ვინ გოგოებს ძმაო? გადაკოცნა კატომ და კაი ძველი ბიჭივით გვერდით დაუდგა ნიკას.
-შენ და ნინის რაა.
-აა მე და ნინის?
-ხოოო , ხო მართლა სად არის რომ არ გამოგყვა
-ოოო ნინის დღეს პაემანი აქვს და ფსიქოლოგიურად ემზადება?
-რა აქვს
-პაემანი რაა , აი ის გოგო და ბიჭი ერთმანეთს რომ ხვდებიან და შეხვედრის ბოლოს უეჭველი რო კოცნიან ერთმანეთს.
-რას შვრებიან?
-უიმე ნიკაა , კარგი რა იმდენი შეყვარებული გყავდ და იმდენი პაემანი გექნებოდა შენ ჩემგან მაგის დაკონკრეტება არ უნდა გჭირდებოდეს,.
-არა ისე არ ვიცოდი შეყვარებული თუ ყავდა .
-არც ყავს
-აბა მაშინ ვის ხვდება
-ეგ თვითონ რომ გაიგებს მერე ვკითხოთ .
ის ის იყო კატო სკოლისკენ წავიდა რომ სკოლის ეზოთან დუდუს მანქანა შევარდა გიჟივით.
-აი შენი კაციც მოქანდა.
-დუდუ რანაირად დადიხარ? გაუბრაზდა კატო.
-ეფექტური მინდოდა გამხდარიყო ჩემი შემოსვლა.
-რას ცანცარებ ამხელა კაცი ჰა?
-აუ წამო სკოლიდან გამოიპაე რაა და ეს დღე ჩემთან ერთად გაატარე,
-მერე ჩანთა და ჩემი ნივთები?
-ნიინi წამოგიღებს.
-უი ნიინიი , მომკლავს მარტო რო დავტოვო
-ნინის ნიკა მიხედავს .
-მე?
-ხო რა იყო
-არა არაფერი წდით აქ დაველოდები
-ჯერ მეორე გაკვეთილი დაიწყო წინ კიდე 5 ია აქ იდგები მანამდე?
-ხო არ დავტოვებ მარტო ნუ ნერვიულობ.
-კაა აა რგი . გაკვირვებულმა დაუქნია თავი კატომ და დუდუს მანქანაში ტავისი კუთვნილი ადგილი დაიკავა.
კი დაიკავა ადგილი სავარძელზე მაგრამ ვერ ისვებენდა, აწუხებდა ის რომ დათოს ელაპარაკა და დუდუსთვის თქმა არ აპირებდა, ა, ხნის მანძილზე პირველად უმალავდა რაღაცას და აწუხებდა. !
-კატო რამე მოხდა?
- არაფერი რატო მეკითხები?
-ვერ ისვენებ.
-გეჩვენება ჩემო
სიცოცხლე სად მივდივართ? საგურამოში.
- იქ რა გვინდა
-შენთან ერთად მარტო მინდა ყოფნა რაა მომენატრე , სულ ვიღაცაა ჩვენთან ერთად რამდენი ხანია მარტო არ დავრცენილვართ.
-ძალიან როომ მიყვარხარ ხომ იცი არა ?
-ვიცი პატარ ვიცი , მგონი შენი ტელეფონია.
მართლაც კატოს ტელეფონი რეკავდა !



№1 სტუმარი სტუმარი გურანდა

????????????
რომ რამდენი ხანია ახალ თავს ველოდები და ძლივს...

კარგად წერ❤❤

 


№2  offline წევრი tatuli)

rogor momnatrebia❤️ male dade ra dzalian gtxov ai dzaan dzaan❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი Crazy dreamer

მონატრებულ ისტორიას სხვა გემო ქონია. წარმატებები ველოდები ახალ თავს....

 


№4  offline მოდერი მარტო სახლში

კაია მალე დადე... რამდენი ხანი ველოდებოდი ახალ თავს

 


№5 სტუმარი სტუმარი ქეთა

როგორ არ უნდა დაგაინტერესოს.რამდენჯერ დაურეკა უცხო ზარმა ან ვაფშე რატო დაელაპარაკა როდესაც იცის რაც არის და ხვდება მოწონს რომ აქვს მის მიმართ ნუ მოკლედ ძაან ცუდად მოიქცა და იმედია ეტყვის დუდას

 


მალე დავდებ შემდეგ თავს აღარ გალოდინებთ ჩემო ტკბილებო . :-) კატოს საქციელს რაც შეეხება , ცოტა დაბნეულია , ჯერ ვერც იაზრებს რა ხდება ,რატო ურეკავს და რა უნდა მისგან , ალბათ დალაგდება და გადაწყვეტს რა უნდა ქნას :-)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent