შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობებთან ჭიდილი (9თავი)


3-07-2018, 21:09
ავტორი Mathew
ნანახია 3 131

-მაქსიმე…გაჩერდი,სირცხვილია.-ჩახრეწილი ხმით ამოიგმინა და ბიჭს გულ-მკერდზე მიაბჯინა ხელები.
-სირცხვილი?
-ვინმე…რომ…შემოვიდეს?
-ვერავინ შემოვა-გაუღიმა და ისევ განაგრძნო მის ყელში ტუჩებით თამაში.
-ჯანდაბა დადვანო-ამოიკვნესა და მის ტუჩებს ეძგერა.
-ჩემი გიჟი გოგო ხარ!-როგორც კი მოშორდა შუბლზე მიაკრა გავარვარებული ტუჩები.
-წამოდი რა,მრცხვენია.
-სულელიც ხარ-გაუცინა და კარები გააღო.
-მაქსიმე.
-გისმენ პატარა.
-სამსახური როდის გიმთავრდება?
-ორ კვირაში,რა ხდება?
-სოფელში მინდა წასვლა-თავი ჩახარა.
-რა პრობლემაა,თან შენებსაც უკეთ გავიცნობ.
-მართლა წამოხვალ?
-შენ სიცოცხლეს გეფიცები.
-ღმერთო რა კარგი ბიჭი ხარ-წვერებზე აიწია და კისერზე მოხვია ხელები.
-შენ სწავლას როდოს ასრულებ?
-ახლა გამოცდები,მთელი ამბები მაქს რადგან ბოლო კურსია.სადღაც ორო კვირა მინდა.
-კარგი.შემდეგ გურიაში მივდივართ ანუ?
-გახსოვს?
-მაგას რა დამავიწყებს.სულ იქაურობაზე საუბრობდი.
-მიყვარს იქაურობა.
-მაგას რა ჯობია.კარგი,მოდი აქ დაჯექი და მუშაობას დავიწყებ.
-კარგი-გაუღიმა და მის უკან სავარძელში კომფორტულად მოთავსდა.
მოფუსფუსე ქმრის ყურებით ტკბებოდა.დრო და დრო გამოხედავდა მაქსიმე,გაუღიმებდა და თვალს ჩაუკრავდა.
მართალია ერთ ადგილას ჯდომა და ქმრის ზურგის ყურება არაა სახალისო საქმე,მაგრამ არ წუწუნებდა.ან რა ეთქვა?რომც ეთქვა იცოდა რომ მაქიმეს დატვირთული დღეები ქონდა და ახლა საქმეს ვერ მოაცდენდა.
ფიქრებში იყო გართული,უცებ კარები რომ გაიღო და გამოფხიზლდა.
ნელი ნაბიჯებით მოიწებდა წინ ტასო,თავი მაღლა ქონდა აწეული და ყველას დამცინავად უყურებდა.
ანა ვერ შეამჩნია,თორემ იქ ერთ ამბავს ატეხდა.
ან რას დაინახავდა,მაქსიმეს უკან იჯდა და ეს განიერი მხარ-ბეჭის პატრონი,წვრილ გოგონას თავიდან ფეხებანდე ეფარებოდა.
უცებ მიკუსკუსდა ტასო მაქსიმესთან,მისკენ მოაბრუნა და სანამ მაქსიმე გამორკვევას და სიტყვის თქმას მოასწრებდა ტუჩებზე ეძგერა.
გაცოფდა.
საშინელმა ბრაზმა დაუარა სხეულში.
ერთიანად აიტანმა კანაკალმა.
წარმოიდგინა რას უზამდა ახლა მას.
როგორ წვდებოდა თმებში ან რიგორ ჩაარტყამდა ტაფას თავში.
მაგრამ ფიქრები მაშინვე გაფანტა და წყვილისკენ გადაიტანა მზერა.
საშინლად გაუხარდა როცა ბიჭმა გოგონა მოიშორა და გვერდით გასვა.
-რას აკეთებ?-საშინლად გაბრაზდა მაქსიმე და ხმა უფრო დაუბოხდა.
-რას უნდა ვაკეთებდე მაქს?ნუთუ არ მოგენატრე?
-მომწყდი თავიდან,რატომ უნდა მომნატერბოდი?
-იმიტომ რომ ერთად ვართ.
-სიზმარს მიყვები?
-არა!მაქსიმე ნერვებს ნუ მიშლი.დავიჯერო იმ გომბიოს გამო იქცევი ასე?-ეს რომ გაიგო მსუბუქად ჩაახველა და გოგონას ყუარდღებას მიიპყრო.
-ტასუნა გამარჯობა-ირონიულად გაუღიმა და ფეხზე ადგა,მაქსიმემ კი წელზე შეუცურა ხელი თავიკენ მიიზიდა.
-მგონი ჯობია კაბინეტში შევიდეთ,არა?
-გეთანხმები-უცებ დაეთანხმა ქმრის აზრზს და კაბინეტისკე აიღეს გეზი.ტასოც მას მიყვა,სახეზე საშინლად მოსდებოდა წითელი ფერი.
-აბა,გისმენ ტასუნა.
-ტასუნას ნუ მეძახი შე გომბიო.
-ტასუნა-გაიმეორა-რატომ არ მოგწონს?მგონი გომბიოს ჯობია.-იქვე სავარძელში მოკალათდა.
-მომისმინე შე სოფლიდან ჩამოთრეულო-ისევ თავიდან ატეხა წიკვინი-მაქსიმეს თავი დაანებე თორემ ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ!
-აუ რა მაგარია როცა გოგო შენ გამო ჩხუბობს.ანუ გოგოებსაც ასეთი გრძნობა გაქვთ როცა ბიჭები თქვენ გამო ჩხუბობენ.-უცებ გამოიტანა დასკვნა.
-მაქსიმე რა გაცინებს?-ტ სო არ წყვეტდა.
-როგორ თუ რა მაცინებს-გაიკვირვა-შენი სისულელეები მაცინებს და გირჩევნია მართლა წახვიდე ტასო!-ბოლოს დასერიოზულდა.
-ამაში მცვლი ხო?
-ტასო,ანა ჩემი ცოლია და ჩვენ მუდამ ერთად ვიქნებით.შენ კი წადი და ცხოვრებას მიხედე,შეგიძლია იპოვო სხვა,ისეთი ვინც მხოლოდ ერთი ღამის გამო არ იქნება შენთან.
-არ შეგარჩენ დადვანო.
-ტასო წადი!-კარები მაგრად მიარტყა და ამჯერად ჩქარი ნაბიჯებით დატოვა შენობა.მაქსიმე კი ანერვიულებული უყურებდა ანას,არ იცოდა რა რეაქცია ექნება გოგონას.
-ანა ამოიღე ხმა.
-გეფიცები მეორედ ასეთი ამბავი რომ ატეხოს შუაზე გავბრდღვნი.
-არ ხარ შენ ნორმალური.
-ნორმალური ვარ,ჭკუიდან არ უნდა გადამიყვანონ!-მკაცრად თქვა და კაბინეტიდან გავიდა.ისევ იქ დაჯდა სადაც მანამდე და სახლში წასვლამდე ხმა არ ამოუღია.
მანქანაშიც ჩუმად იყო,სახლში მისულიც ჩუმად დააბიჯებდა იქეთ-აქეთ.
-ანა თქვი რამე.-ამოეწურა მაქსიმეს მოთმინების ფიალა.
-რა ვთქვა?
-მე რა ვიცი.რამდენი საათია უკვე ხმას არ იღებ,არ მელაპარაკები!
-არ ვიცი რა ვთქვა და იმიტომ.
-კარგი მაშინ მე დაგელაპარაკები.
-მაინც რას?
-საყვარელი წოგნი?-მაშინვე დაუსვა პირველივე კითხვა რომელიც მოაგონდა.ახსოვს ადრე ბინდი უყვარდა ანას,მაგრამ დარწმუნებულია რომ ახლაც ასე არ იქნება.
-ჯინსების თაობა.-ამაყად განაცხადა და სევდიანმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
-მართლა?!მაშინ იცი რას ვიზამ-მაქსიმეს კარგმა იდეამ გაუელვა.
-რას?
-წაგიკითხავ-გაუცინა.
-კი მაგარამ,სახლში გაქვს ეს წიგნი?
-კი-ფეხზე წამოდგა და კიბეებზე ავიდა-დამელოდე-ზემოდან გადმოსძახა და უცებ გაქრა.მალე კი წიგნით ხელში დაბრუნდა.
-აბა დავიწყოთ?
-კი-თავი დაუქნია და კომფორტულად მოთავსდა.თავი მუხლებში ჩაუდო,ერთი ხელით კი მაქსიმე მის თმებს ეთამაშებოდა.
-ანა.-უცებ გაახსენდა რაღაც
-გისმენ.
-შენ ხომ ცუდი დასასრული არ გიყვარდა.
-არც მიყვარს,მაგრამ ეს წიგნი განსაკუთრებულია.
-მაშინ დამპირდი რომ არ იტირებ.
-მაგას ვერ შეგპირდები.
-კარგი,დავიწყოთ?
-დავიწყოთ!-დაიჩურჩულა და თვალები დახუჭა.ჩუმად უსმენდა და მასში გამოწვეულ გრძნობებს ვერ აკონტროლებდა.
განა რამე,მხოლოდ წიგნიაო იფიქრებთ!
მაგრამ არა!
მისთვის ეს წიგნი,გეგა და თინა.
ჩარკვიანი და ყველა სხვა მთელი სამყაროა.
ამ წიგნმა მას რეალობაზე აუხილა თვალი და დაანახა რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარული.
პირველად როცა წაიკითხა წიგნი ცხოვრებაში ყველაზე მეტად მაშინ იტირა.
ახლაც,როგორც კი მაქსიმემ კითხვა დაასრულა სახე საშინლად სველი ქონდა.
მლაშე სითხე კი არ ჩერდებოდა.
ჩაწითლებული თვალებით იწვა მაქსიმეს მუხლებზე და სლუკუნებდა,მაქსიმე კი მის თმებში დაატარებდა თითებს.
-ანა,ძალიან გთხოვ,დაწყნარდი რა-ნელა წამოაყენა და გულში ჩაიკრა.
-ძნელია-დაიჩურჩულა და მის კისერში ჩამალა თავი.
-გთხოვ რა,არ მიყვარს როცა ცრემლიანს გხედავ.
-მიჭირს,ხომ იცი რომ ვერ ვიტან ასეთ დასასრულს.
-მაშინ არ წაგეკითხა.
-რომ არ წამეკითხა ჩემ თავს ვერ ვაპატიებდი.
-კარგი.მოდი ოთახში ავიდეთ.
-ხო-ფეხზე წამოდგომა სცადა,მაგრამ მაქსიმემ ხელი არ გაუშვა-მაქსიმე დამსვი.
-არა-მკაცრად განაცხადა,ანამ კი წელზე მაგრად მოხვია ფეხები რათა ძირში არ დავარდნილიყო.ოთახში როგორც კი ავიდნენ ანა საწოლზე დასვა,გოგონამაც საღამური აიღო და მოწესრიგა,შემდეგ კი კომფორტულად მოთავსდა საწოლზე.
მაქსიმეც გვერდით მიუწვა და ხელი მოხვია,ტირილმა კი თავისი გაიტანა და მალე ჩაიძინა.
ორი კვირა საშინელ გადარბენებში გაატარეს.ანა უნივერსიტეტს ხურავდა და საშინელ გაწამაწიაში იყო,მაქსიმეს კი ზაფხულის გამო კლიენტები გაუორმაგდა.
მაგრამ მაინც მოასწრეს და ყველაფერი დროულად მოაგვარეს.
მაქსიმემ სამზარეულო სხვებს გადააბარა,რადგან ბიჭებს ენდობოდა.საქმეებს კი ტელეფონით აგვარებდა.
ანამ კი საბოლოოდ დაასრულა სწავლა.
ორი კვირის შემდეგ კი ორივე გურიის გზას მიუყვებოდა.
ძალიან აჟიტირებული და ანერვიულებული იყო ანა.
მთელი გზა მოუსვენრად წრიალებდა.
ხან სიმღერას უსმენდა,ზოგჯერ მაქსიმეს თუ წაეკინკლავებოდა.
ის კი ღიმილით უმზერდა,ერთი ორჯერ თვითონაც წაკბინა და გაბუტვაც მოასწრეს.დანიშნულების ადგილას როცა მივიდნენ ნერვიულობამ იმატა.
აღმართზე აიყვანეს მანქანა და იქვე,ჭიშკართან გააჩერეს.
ნელა გამოაღო კარები და მაქსიმესთან ერთად შევიდა ეზოში.
სახლის კარები გაიღო,იქედან კი მაღალი და ლამაზი გოგონა გამოვიდა.
-ანი?ანიიიიი-როცა გაიზარა თუ ვინ იყო მის წინ მაშინვე სირბილით წამოვიდა გოგოსკენ.-როგორ მენატრებოდიი.
-მეც ჩემო პატარა.ბარბი,უფრო ამაღლდი ხო?
-მამიდაშვილს ვგავარ-თვალი ჩაუკრა და ლოყაზე აკოცა.მაქსიმე ორ გოგონას უყურებდა და ვერ იჯერებდა მათ შორის მსგავსებას.
-ანუკი-უცებ გაისმა ქალის ხმა.
-ბიცო-ანა ახლა მის წინ მყოფ მაღალ და ქერა ქალს გადაეხვია.
-როგორ ხარ ბიცო?
-კარგად,თქვენ?
- რა ვქნათ.-ქალს რომ.მოშორდა მის გვერდით მყოფი კაცისკენ გასწია.
-ზიკოოო-ხელები მოხვია ბიძიას.
-ძიას გოგო,როგორ ხარ?
-კარგად ვარ,მაგრამ ცოტა დავიღალეთ-ეს რომ თქვა კაცმა ახლა მის უკან მდგომ ბიჭზე გადაიტანა მზერა.
-მაქსიმე ხო?
-დიახ-ჩუმად მიუგო კაცს და გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება.
-კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენ ოჯახში.ძალიან მიხიარია შენი გაცნობა.
-მადლობა-თავისი საფირმო ღიმილით დააჯილდოვა კაცი და ახლა ნათიასკენ გადაიტანა მზერა.ქალმაც ხელი მოხვია და დალოცა.
-სიძე-ბარბარემ გაუცინა და ხელი გაუწოდა-მე ბარბარე ვარ,ანუკის ტყუპისცალი.
-ამიტომ გავხართ ასე ძალიან ერთმანეთს.
-ბარბი უფრო ლამაზია-ანამ გაუცინა და ტყუპისცალს ლოყები გაუწელა.
-შემოდით ბავშვებო.-სახლში შევიდნენ და ცოტახნით დაისვენეს.შემდეგ ოთახში ავიდნენ და ყველაფერი დაალაგეს,ტანსაცმელი მოაწყო ანამ და საწოლიც გაასწორა.
შემდეგ ისევ ქმარს დაუბრუნდა.
გვერდით მიუჯდა და მხარზე ჩამოადო თავი.
-დაიღალე პატარა.
-კი და საშინლად მეძინება.
-აი მე კიდე სხვა რაღაც მინდა.-ეშმაკურად აუთამაშა თვალები
-მაინც რა?
-ახლავე და აქვე დავაგემოვნო ეგ ტუჩები-თითი გადაატარა ტუჩებზე და თვალი ჩაუკრა.
-არც გაბედო,აქ არა!-მკაცრად განუცხადა.
-კარგი,როგორმე დაღამებამდე მოვიცდი-ამოიფრუტუნა და ლოყაზე მოწყვეტით აკოცა.-იმედია ეს მაინც შეიძლება.
-კი,ეგ შეიძლება.-გაუცინა და კარებში იმ წამს შემოსულ მიას გახედა.მია და დიტო ერთი კვირით ადრე ჩამოვიდნენ.ყველაზე მაგარი ისაა,რომ ანა და მია აქაც მეზობლები არიან.მათ ეზოებს შორის გავლებული ღობე რომ მოაშოროთ მაშინ ისინი ერთ ეზოში იცხოვრებენ,მგონი წარმოდგენა შეგექმნათ იმაზე თუ როგორ ახლოს არიან ერთმანეთთან.
მია,დიტო და მარი ღიმილით შევოდნენ სახლში.მარი მიას დაა,ზუსტად ისე არიან მარი და ბარბარე ერთმანეთთან როგორც მია და ანა!
ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან.
მათი მოსვლის შემდეგ ეზოში გადაინაცვლეს და მოწყენილობაც გაფანტეს.
მიამ და ანამ ძველი დრო გაიხსენეს და იქ მყოფები გაართეს.
მართალია ბარბარემ და მარიამმა ეს ისტორიები იცოდნენ,მაგრამ მათი მოსმენა ძალიან სახალისო იყო.
-ანა ის გახსოვს თხუნელა რომ გავჭერით?
-რა ქენით?-მაქსიმემ გაოცებული მზერა მოავლო დაქალებს.
-მოკლედ.ადრე,ძალიან პატარები ვიყავით.ეზოში ვიპოვეთ მკვდარი თხუნელა.ჩვენაც მეტი რა გვინდოდა,ეს თხუნელა რაღაცაზე დავაწვინეთ და აი იქ გადავიყვანეთ-თითი სახლის ერთ-ერთი კუთხისკენ გაიშვირა-ადრე იქ დიდი დაფა იდგა,ავიღეთ ეს დაფა და სიბრტყეზე დავდეთ.ეს თხუნელა ამ დაფაზე დავაწვინეთ და ხის ნაჭრებით დავიწყეთ მისი ჭრა.
-ხის ნაჭრებით?-ახლა დიტომ დაიჩურჩულა
-ხო,აი წვეტიანი ნაჭრებით.რაღაც ეგეთია რა.
-სადისტებო-ისევ დაიგრგმინა.
-მერე შიგნით ჩავტენეთ რაღაცეები-სიცილით აგრძელებდა მია მოყოლას.-ბოლოს ნათია ბიცოლამ დაგვიძახა,ჩვენც ავდექით და ეს დაჭრილი თხუნელა ფიცრებს შორის ჩავდეთ.ყველაზე კაიფი ის იყო,რამდენიმე დღის შემდეგ საშინელი სუნი რომ აუვიდა ამ მკვდარ თხუნელას.კინაღამ მასთან ერთად დაგვმარხეს.ეზოდანაც ჩვენ გადაგვატანიეს და სადღაც მოვისროლეთ.-სიცილით დაასრულა მოყოლა და ბიჭებს გახედა.
-მაქსიმე,სადმე აკუწული რომ გნახო მივხვდები ვისი ნაჩალიჩებია.-დიტომ ძმაკაცს გადაულაპარაკა და ანასკენ გააპარა თვალო.
-მაგან თუ არ დამიჯერა მართლა მოუწევს.
-ბიჭო რა სადისტი ცოლი მყოლია-მაქსიმემაც შეიცხადა და ბოლოს სიცილი აუვარდა.
-აუ,ეს ყველაფერი ჩემი თვალით მენახა.მეტი თუ მინდოდეს რამე-ისევ დაიწყო დიტომ საუბარი.
-კალათბურთის თამაში გინდათ?-ანამ უცებ წამოჭრა ახალი თემა.
-დაიცა,კალათბურთსაც თამაშიბთ?-დიტომ მაქსიმეს ნაცვლადაც დასვა კითხვა და გოგონებს შეხედა.
-აჰამ-მიამ ბიჭს თვალი ჩაუკრა.
-სად ვითამაშებთ?
-სკოლაში.
-ნუ,კარგი.
-წავალ იმათ გავაფრთხილებ.ბავშვებო,თქვენც ხო წამოხვალთ?-ანა ფეხზე წამოიჭრა.
-რავი,კი-მარიამმა თავი დაუქნია და ბარბარესთა ერთად ეზოდან გადავიდა,შემდეგ კი გვერდით მდებარე ჭიშკარში შევიდა.
მომზადება დაიწყეს,მალე კი სპრტულ ფორმაში ისევ იმავე ადგილას იყვნენ.
-აბა,დაჯდებით?-მანქაისკენ მიანიშნა დიტომ.
-არა,ფეხით წავიდეთ.-მაშინვე იუარა მიამ.
-შორსაა?
-არა.
-კარგი,წავიდეთ მაშინ-მალე გაუდგნენ სკოლისკენ მიმავალ გზას.ცოტახანში კი რიგრიგობით ახტებოდნენ სკოლის ჭიშკარს.მალე გუნდებად დაიყვენენ და თამაში დაიწყეს.
ისე მუღამი არ აქვს და სურვილებზე ვითამაშოთო,ამიტომ წაგებულ გუნდს მოგებულისთვის სურვილების ასრულება უწევდა.
ბიჭებს უკვე მოფიქრებული ქონდათ სურვილები,მაგრამ ყველაზე მთავარი ჯერ კოდევ წინ იყო,ყველას საინტერესო რამ ელოდა წინ.
თამაში როგორც კი დაასრულეს გოგონების წუწუნმა წაიღო ყველაფერი,ბიჭები კი არხეინად უმზერდნენ.ბარბარე კი ხუჭუჭას შესციცინებდა თვალებში.მარიამს რა თქმა უნდა არ უხაროდა,რადგან იცოდა,რომ დაქალი საშინელებების შესრულებას მოთხოვდა.
სახლში როცა დაბრუნდნენ მაშინვე ოთახებში ავიდნენ.მაქსიმე და ანა გვერდი გვერდ იწვნენ და ერთმანეთს მთელი დღის აზრებს უზიარებდნენ.
დიტო კი მიას აწვალებდა.
-ისე მია,ახლა რომ ცოლობა გთხოვო რას იტყვი?
-შენი აზრით?
-დამთანხმდები.
-აი შეხედე რა,იქნებ უარი გითხრა?
-უჩემოდ ვერ გაძლებ ძვირფასო.
-აქამდე როგორ ვძლებდი?
-ჩემთან ერთად მუშაობდი და ყოველ დღე მხედავდი.
-და ახლა რა შეიცვალა.
-ახლა ჩემთან ერთად აღარ მუშაობ,მაგრამ ყოველთვის მხედავ.
-ხო,მაგაში მართალი ხარ.
-და ჩემი ცოლი რომ გახდები უფრო მერ დროს გავატარებთ ერთად.
-ახლა ცოტას ვატარებთ?
-მია მოგგუდავ.
-უჩემოდ ვერ გაძლებ ძვირფასო-მისი სიტყვები გაუმეორა და თვალი ჩაუკრა.
-როგორ მაგიჟებ შე მეტიჩარა-მასთან ახლოს მივიდა და მისი წვალება დაიწყო.
-დიტო…უკან დაიწიე.
-გინდა რომ გაკოცო,არა?
-გა…იწიე.
-აღიარე,სურვილისგან იწვი.
-დიტო-თვალები დახუჭა.
-რას ელოდები მია?
-ჯანდაბა-დაიჩურჩულა და ახლა თვითონ წამოიწია.ბიჭი საწოლზე დავარდა,თვითონ კი ზემოდან მოექცა.სახე ძალიან ახლოს მიუტანა და ტუჩზე ენა გადაიტარა.
-აბა,რაო დიტო?მოვკეტეთ?
-მეთამაშები პატარა?
-შენივე მეთოდით.
-დამიჯერე,ასე უფრო მაგიჟებ.
-მჯერა-გაუცინა და ადგომა დააპირა,თუმცა მკალში სწრაფად წვდა ბიჭი,ხელი მოხვია და გოგონა მასზე აიკრა.
-დაიძინე-თავზე აკოცა და ხელები მოხვია.
-დიტო.
-გისმენ.
-თავი რატომ შემაყვარე?
-საინტერესო კითხვაა.
-პასუხი მინდა.
-არ მაქვს.
-და შენ ხომ გიყვარვარ?
-იმდენად რომ ვეღარ ვარკვევ ამ გრძნობას რა შეიძლება დავარქვა.
-ანუ?
-ანუ გრძნობებთან ჭიდილში ვარ.
-მე ჯერ არ ვარ-დანაღვლიანებულად ამოიფრუტუნა.
-მალე იქნები ნამცეცა.
-ნამცეცა?
-დაიძინე ახლა,გაგიტკბა შენ.
-ტკბილი ძილი.
-შენც ნამცეცა-გაუცინა და შუქი ჩააქრო,მაგრად მოხვია გოგონას ხელები და მორფეოსის სამყაროში გადაეშვა.

მეორე დილით ანას პირველი გაეღვიძა,მაქსიმეს შუბლზე აკოცა და ქვევით ჩავიდა.
-დილამშვიდობისა ბიცო-ბიცოლას ლოყაზე აკოცა და ხელ-პირის დაბანა დაიწყო.
-დილამშვიდობისა ანუკი.-ბიცოლაც მიესალმა და სახლში შევიდა-მაქსიმეს ძინავს?
-ხო,მალე გაიღვიძებს სავარაუდოდ.
-კარგი-ორივემ შეაბიჯა შიგნით და იქ მყოფებს მიესალმნენ.
-აბა,გაერთეთ გუშინ?-ზიკო შვილს და დიშვილს შუაში ჩაუჯდა.
-აუ მა,ბიჭები იცი რა მაგრად თამაშობენ.
-ოჰ,მოიგეს ხო?
-ნუ,ერთი სამქულიანით-ბარბარე ტიტინებდა და მამას გუშინდელ ამბება უყვებოდა როცა ოთახში ბოხი ხმა გაისმა.
-დილამშვიდობისა.
-დილამშვიდობისა-ქმარს მიესალმა და ფეხზე წამოდგა რათა ეჩვენებია თუ სად მოწესრიგებულიყო.
-ხო უხდებიან ერთმანეთს?-ბარბარემ მშობლებს თვალები აუთამაშა.
-ბარბარე,ნაკლები ბიჭი რომ იპოვო მიგკლავ იცოდე-დედამ გაუცინა და ლოყაზე აკოცა გოგონას.
-მაქსიმე დღეს იცი რა უნდა ვქნა?
-გისმენ-ღიმილით გახედა.
-მე ხომ შენ ფუსფუს ვუყურებდი,ხოდა ახლა შენი ჯერია.
-ანუ საჭმელი შენ უნდა მოგვიმზადო?
-ხოო-გაუცინა და სახლში შეიყვანა.



№1  offline წევრი Crazy dreamer

რა კარგი თავი იყო. ჩემი ნება, რომ იყოს დღეს ერთი სამ თავს კიდევ წავიკითხავდი ეს იმდენად კარგი იყო. ყოველთვის მაოცებ, რაღაც მექაჩება შენი ისტორიებისაკენ და შემდეგ უბრალოდ აღარ მინდა კითხვა დავამთავრო იმდენდა კარგი და ლამაზი ისტორიები გაქვს. ძალიან მაგარი გოგო ხარ ანა წარმატებებიი heart_eyes

 


№2 სტუმარი Wero

საააასსსსწწწწწააააუუუულლლლლიიიიი ხხხხააარრრრრრ აადდდააამიიიიაააანოოოოოო!!! მაგიჟებს შენი წერი სტილიი!!! <3 ვეეელლლლოოოოდდდდეეებბბი შემდეგ თავვვსსსს ****

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent