წამის მეასედი (თავი 19)
-იმის საფრთხე არსებობს რომ თუ ლუი გაიგებს რომ ელენა აქაა რამეს დაუშავებს?-იკითხა იონასმა და შეშფოთებული სახით გამომხედა. -არ ვიცი...-თავი ჩაღუნა ნოემ და მძიმედ გააქნია. ------------------------ თავი 19 ბიჭები მალე წავიდნენ და ოთახში მე და ნოეღა დავრჩით, ნოემ სმა გააგრძელა. -მაპატიე, მიდი შენ დაიძინე.-მითხრა და ბართან ჩამოჯდა. -არ მეძინება.-ვუთხარი იმის მიუხედავად რომ უკვე თვალები მეხუჭებოდა.-შეიძლება აქ ვიყო? უხმოდ დამიქნია თავი და სმა განაგრძო, დიდი ძანი იჯდა ჩუმად, არც მე ვიღებდი ხმას. -ჯანდაბა...შენ რომ არ ყოფილიყავი....-თქვა ბოლოს და სახე ხელებში ჩარგო. -რაც მთავარია მალე გაირკვა ყველაფერი.-ვთქვი წყნარად. ბოლოს ვეღარ მოვითმინე, ავდექი და წელზე მოვეხვიე,სახე კი მხარზე ჩამოვადე. ნოე შემოტრიალდა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია, შუბლზე მაკოცა და ახლა თვითონ მომხვია მკლავები. -კიდე ნერვიულობ?-მკითხა მან. -ნწ.-თავი გავაქინე მე.-დავიღალე. ადგა, ხელში ამიყვანა, დივანზე დამაწვინა, თვითონ კი ჩამოჯდა, მიმიხუტა და თმაზე დამისვა თითები. -ასე დამეძინება. -გამეცინა მე და სახე მის კისერში ჩავმალე. -სწორედ ეგაა გეგმაში.-თავზე მაკოცა და უფრო მაგრად მიმიხუტა. თვალები დავხუჭე და სრულ ბედნიერებაში ჩამეძინა, სწორედ ეს მჭირდებოდა ასეთი გიჟური დღის შემდეგ. მეორე დღეს ჩემს საწოლში გამეღვიძა, საათს დავხედე, უკვე ორი ხდებოდა. „ქვევით გელოდები."-მწერდა ნოე. ნახევრად მძინარე შევედი აბაზანაში, იქ საბოლოოდ გამოვფხიზლდი და ქვევით ჩავედი. ********** - ტარიელი ჩამოდის და ბიჭებმა დავხვდეთო, კლუბში ვაპირებთ აღნიშვნას, წამოხვალ?-მკითხა ნოემ საღამოს. -კი.-გავუღიმე და ჩემი ნომრისაკენ წავედი. ლიზას დავურეკე მაგრამ ჯერ არ იღებდა, ბოლოს ჩემი ტელეფონი დაჯდა და წასვლის წინ დასამუხტად შევაერთე. შავი შარვალი და ვერცხლისფერი ტოპი მოვირგე და ქვევით ჩავედი. კლუბში როგორც ყოველთვის სასიამოვნო სიტუაცია იყო, ბიჭების მაგიდასთან მივედით. -ელე!-იონასი გადამეხვია და მაგრად მაკოცა ლოყაზე. -აეროპორტში არ წავიდეთ?-იკითხა ბენმა. -ხო,ხო დროზე თორე ჩაგვქოლავს ტარიელი.-თქვა ნოემ სიცილით და ფეხზე წამოდგა.-მოდიხარ ელ? -დავრჩები რაა... -ვუთხარი და კოკტეილი მოვსვი. ღიმილით დამიქნია თავი, გადმოიხარა ლოყაზე მაკოცა და გასასვლელისაკენ წავიდა. დიდი ხანი გავიდა რაც არ მიცეკვია, ფეხზე წამოვდექი და ხალხს შევერიე. ბოლოს დაღლილ-დაქანცული საპირფარეშოსაკენ წავედი. სახეზე წყალი შევისხი, მაკიაჟი მოვიწესრიგე და გარეთ გამოვედი, ისევ დარბაზში ვაპირებდი დაბრუნებას, როდესაც ლუი დავინახე, კედელზე იყო მიყრდნობილი და თვალს არ მაშორებდა. შეცვლილი იყო თითქოს ამ მოკლე დროში უფრო დაბერდა. -გამარჯობა ნათლია. -ნათლიას პატარა.-გამიღიმა მან ასე იცოდა ხოლმე, არასდროს მეძახდა ელენას.-გაზრდილხარ. თვალებში ჩავხედე და გაქცევა დავაპირე, მაგრამ უკნიდან ჩამავლეს ხელებში და ძლიერად შემაკავეს, გავიბრძოლე მაგრამ ვერაფერს გავხდი, ლუიმ ნელი ნაბიჯებით შემოგვიარა და წინ დამიდგა. -გახსოვს როგორ გიყვარდა ჩემთან ერთად ყოფნა?-მითხრა და ლოყაზე მომეფერა. მე თავი გავაქნიე და ვეცადე მისი ხელი მომეშორებინა მან კი უბრალოდ გაიცინა და ერთი ნაბიჯით დაიხია უკან. -წამოიყვანეთ.-თავი აუქნია ბიჭებს და მათაც უკანა გასასვლელისაკენ წამათრიეს, ფეხებს ვიქნევდი და ვყვიროდი იმის იმედით რომ ვინმე დამეხმარებოდა, ბოლოს კი რაც მახსოვს იყო მწვავე სუნი და სიბნელე... ******** ნოე ******** აეროპორტში სკამზე ვიჯექი და ტარიელს ველოდებოდი. -ნოე!-გავიგე ნაცნობი ხმა და ლიზას გაკვირვებულმა ავხედე, მთელი სისწრაფით გამოქანდა ჩემსკენ და მომეხვია, მას ტარიელი მოჰყვა და ახლა მან მომხვია ხელები. -ლიზა?-ამოვთქვი გაკვირვებულმა და გოგო შევათვალიერე. -სიურპრიზი!-წამოიძახა გახარებულმა.-ელენა სადაა? -კლუბში გელოდებათ.-ბარგი გამოვართვი და მანქანისკენ წავიღე სანამ ლიზა ბიჭებს გაიცნობდა. არ მინდოდა ელენა დიდხანს დამეტოვებინა მარტო, ამიტოამც რაც შემეძლო სრაფად დავბრუნდი კლუბში, მაგიდასთან არ იჯდა, ვერც ხალხში ვიპოვე, ბოლოს ბართან მივედი, მაგრამ იქ არ იყო. დავურეკე მაგრამ არც მიპასუხა. -ელენა ხომ არ გინახავს?-ვკითხე ბარმენს. -დიახ ბატონო ნოე, ბოლოს თვალი რამდენიმე წუთის წინ მოვკარი საპირფარეშოში მიდიოდა. -მადლობა.-ვუთხარი და მაგიდასთან დავბრუნდი. -ელენა სადაა?-მკითხა ლიზამ და მიმოიხედა იმის იმედით რომ ბიძაშვილს დაინახავდა. -საპირფარეშოში გასულა, მიაკითხავ? თავი დამიქნია, ვაჩვენე საით უნდა წასულიყო, მე კი ჩამოვჯექი და ჭიქა ავიღე. -ვერ ვიპოვე.-რამდენიმე წუთში ლიზაც დაბრუნდა. შეშფოთებულმა გადავხედე ბიჭებს, ისინც წამში წამოიშალნენ. -სასტუმროში წავალ.-თქვა იონასმა და გასასვლელისაკენ გაემართა. მთელი კლუბი მოვიარეთ, მაგრამ ვერსად ვიპოვე. -იონასმა დარეკა, სასტუმროში არაა, ტელეფონი ოთახში აქვს.- თქვა პოლმა. -ჯანდაბა!-დავიღრიალე გაბრაზებულმა და ხელი მთელი ძალით მივარტყი კედელს. -ლუი?-იკითხა ბენმა. -ლუი.-ვთქვი და სასწრაფოდ ავკრიფე მისი ნომერი. -ნოე!-ჩაიცინა კაცმა.-ელენა მოკითხვას გითვლის, უფრო სწორად შემოგითვლიდა გონზე რომ იყოს. -თუ რამე დაუშავე... -კარგადაა დამშვიდდი.-გამაწყვეტინა მან.-უბრალოდ მალე მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს და მე და ჩემს ნათლულს თამაში მოგვინდეს, გითხრა პატარაობაში დედა რომ სულ უბრაზდებოდა იმის გამო რომ დანებით თამაში უყვარდა? ახლა დედამისი აქ აღარაა... -რა გინდა?-ზიზღით გამოვცერი კბილებში. -ბევრი არაფერი...რამდენიმე მილიონი და იმის გარანტია რომ ვერავინ გაიგებს რომ მე ვარსებობ და გპირდები ,ისე გავქრები რომ ვერც შენ და ვერც ჩემი ციცქნა ნათლული ვეღარ მიპოვით....იმედია იმის შეხსენება არ გჭირდება რომ პოლიცია არ უნდა ჩარიო. -როდის და სად შევხვდეთ? -არა,არა ნუ ჩქარობ, ჩემს ანგარიშზე ოცდაოთხ საათში 3 000,000 უნდა იყოს, ელენას კი მე მოვიფიქრებ როგორ დაგიბრუნოთ...და ნოე, გარანტია არ დაგავიწყდეს.-კიდევ ერთხელ ჩაიცინა და ტელეფონი გათიშა. მთელი ამ დროის განმავლოვაში ჩვენს საუბარს ყველა ისმენდა. -ამიხსნით რა ხდება?-ამოიტირა ლიზამ, ტარიელმა ნაზად მოხვია ხელი და გულზე მიიხუტა, ჩვენ კი კითხვის ნიშნით სავსე თვალებით შემოგვხედა. -აუხსენით.-ამოვიღმუვლე და ბარისაკენ წაბედი. -ვისკი.-ბარმენს ვუთხარი და მოთმინებით დაველოდე.-შენი ტელეფონი მომეცი. -ბატონო?-გაუკვირდა მას. -შენი ტელეფონი მჭირდება.-გავუმეორე და მწველი სითხე ყელში გადავუშვი. დაბნეულმა ბიჭმა ტელეფონი მომაწოდა და თავისი საქმე გააგრძელა. სასწრაფოდ ავკრიფე ლუკის ნომერი. -ლუკ.-ვთქვი მოუთმენლად.-ელენა მოიტაცა... -ვიცი.-მითხრა მშვიდად. -იცი?!სადაა?!-გიჟივით წამოვვარდი ფეხზე. -დამშვიდდი ნოე, წინასწარ გავთვალე ყველაფერი. -რა წინასწარ გათვალე?!ჩვენთვის არ უნდა გეთქვა?!-უკვე გაუცნობიერებლად ვღრიალებდი. -კლუბთან ვარ, მანდ დაგელაპარაკები. ბარმენს ტელეფონი მივაწოდე და ერთ-ერთ მაგიდასთან ჩამოვჯექი. -ნოე.-მომესალმა ლუკი და წინ ჩამომიჯდა.-დამშვიდდი, ყველაფერი ისე იქნება როგორც გავთვალეთ. -და ელენას საფრთხეში ჩაგდება საჭირო იყო?!-ვიღრიალე, ლუკისკენ გადავიხარე და ხელი ძლიერად დავარტყი მაგიდას. -გეგმის ნაწილი იყო.-მიპასუხა მშვიდად, შემდეგ ტელეფონი ამოიღო და უპასუხა.-გისმენთ...კი....რა?!რას ქვია გაქრა?!...გოგო წაიყვანა?!...იპოვეთ!-იყვირა და გათიშა.-ნოე...-შემომხედა მე. -არ თქვა ლუკ! -მივხვდი რომ უარესს მეტყოდა. -ლუი გაქრა და ელენაც თან წაიყვანა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.