შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 12.


6-07-2018, 01:24
ავტორი zia-maria
ნანახია 2 468

 როგორც იქნა დადგა ზაფხული და ყველაფრისგან თავისუფალი ტკბება უკვე ზაფხულის ხალისიანი დღეებით,უფრო მეტად ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდა სოფელში და მის ტირიფებს მოინახულებდა ლაღად და ღრმად რომ ესუნთქა ტირიფებში ჩაგუბებული ჰაერი.ლაშაც გამოვიდა მდგომარეობიდან და დაიწყო საზაფხულო მხიარულობები.გართობის და გაგრილების საერთო გადამკვეთი ხომ წყალი არის,ბევრი წყალი.წყალი დასალევად,წყალი დასაბანად,წყალი საწუწაოდ და ასე ერთობოდნენ მხიარულად მეგობრები.ერთ დღეს ანამ ისევ იეშმაკა და ბიჭებს დაემალნენ,ბევრი ეძება გოგიმაც  მისი საყვარელი ქალი მაგრამ არც ის არ ჩანდა არსად.
-ძლივს მოვაჭკვიანე და ისევ ბავშვობაში დაბრუნდა,ვეღარ ვცნობ დედაშენს გიორგი საერთოდ ვეღარ ვცნობ.გიორგი იცინოდა და მიხვდა სადაც იქნებოდნენ ეს სამი შეხმარტკბილებული ტრიო.ხელით ანიშნა ბექას და გოგის წამომყევითო და ჩუმად ავიდნენ სახლის სხვენზე.იქ გაუშლიათ პლედები და ზედ იწვნენ ისე თითქოს რუჯს იღებდნენ.ანამ დაინახა მათთან მისული ბექა და გიორგი რომლებიც გაკვირვებულები უცქერდნენ და ხმამაღლა თქვა ორივეს გასაგონად.
-აქ თუ ფიქრობთ დარჩენას,გამოიყენეთ დამცავი კრემები რადგან კანი დაიცვათ დაზიანებისაგან.
-გარუჯვა თუ გინდოდათ ბასეინზე წავიდეთ,აქ რა გინდათ ხალხო გაგიჟდით?შენ დედა ამ გიჟს აყევი და შენ მარიამ?შენ როგორღა გადაგიყვანა ჭკუიდან,ეს სერიოზული ადამიანი ამ გიჟს აყევი?
-ხელს ნუ გვიშლით ახალგაზრდავ.უთხრა გიორგის წყნარად მარიამმა მაგრამ თავი ვეღარ შეიკავა და აკისკისდა,მას კი ყველა აყვა და სხვენიდან ისმოდა გულიანი სიცილ-კისკისი რამაც გააკვირვა ძირს დარჩენილი ბიჭები.
-რუსუდან აქ რა გინდა,ამ ბავშვებს აყევი შენც?გაოცებული უცქერდა გოგი რუსოს.
-საყვარელო,უკეთეს ადგილას სად უნდა დავისვენო,ამ ხალისიან საზოგადოებაში დასვნება საუკეთესო სულის წამალია ჩემთვის.მშვიდად მიმართა რუსომ გოგის.
-სულ გამოგელია ჭკუა რაც ასაკი მოგემატა?
-შენზე მეტი ტვინი მაინც მაქვს ჯერ კიდევ.თვალი ჩაუკრა გოგის.
-ადექი და წამოდი დაბლა.
-რატომ?უჩემოდ ვერ ძლებ?
-გამაგიჟებს,უკვე გამაგიჟა და ჭკუიდანაც გადამიყვანა.
-შენ გადარეული ხარ მის მერე რაც გაგიცანი,ამათ გავყრი ახლა და შენ მოდი აქ მომიწექი გვერდით.
-სულ შეიშალა,მზემ დაგარტყა ალბად რას ამბობ ბავშვებთან ერთად,არ უკვირდები?
-დაბერდი და გული,სული მაინც სიბილწესკენ გაგირბის,არ გრცხვენია?არადა,საერთოდ არ მიფიქრია ცუდი რამ.
-ვინ დაბერდა,მე დავბერდი?აბა მოშორდით აქაურობას და გვადროვეთ ჩვენც ცხოვრება ახალგაზრდებო.თქვა გოგიმ და ყველა განდევნა იმ ადგილიდან,დარჩნენ მარტოები ორი ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანი რომელთა სიყვარული წლებმაც რომ ვერ გააუფერულა და ზიანი ვერ მიაყენა.სიცილ-ხარხარით დაბრუნდნენ ეზოში და სხვებთან ერთად დაჯდნენ გიორგის საყვარელ ჭადრის ძირში.
-მარიამ როდის გადაწყვიტე წასვლა შენებთან?
-ხვალ,ხვალ მივდივარ.უპასუხა ღიმილით და ბედნიერებით სავსემ მარიამმა გელას.
-ხვალ? ხვალ დილიდან დატვირთული დღე გვაქვს,შაბათს წადი.მუდარით სავსე თვალებით შეხედა გიორგიმ მარიამს.
-არა რა,ხვალ წავალ ძალიან მომენატა ჩემებიც და ტირიფებიც.
-ოოო,ტირიფები ჩვენც მოგვენატრა.თქვა ბექამ.დროის უქონლობის გამო მარიამმა მარშუტით წავიდა ხაშურში,იმდენად მოენატრა მისი ეზო და მისიანები ერთი დღეც ვეღარ გაჩერდა და გიორგის თხოვნაც არ გაითვალისწინა რამაც გიორგი ძალიან გააბრაზა და არც კი დაემშვიდობა დილით მარიამს ისე წავიდა კომპანიაში.მთელი დღე ტელეფონზე მარიამის ზარს ელოდა,ეგონა დაურეკავდა ეტყოდა მივდივარ და მომენატრებიო,მაგრამ არა.მარიამიც გაბრაზდა დილით წასული რომ დახვდა და ისიც გაგულისებული წავიდა.სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა მარიამს ეზოში რომ შევიდა და კაკლის ჩრდილში დაინახა ოჯახის წევრები თავმოყრილი,ყველას მიესალმა და ჰამაკშიც მოკალათდა ალექსანდრესთან ერთად.შემდეგ წამოდგა და ყვავილებს ჩამოუარა,მარწყვებშიც ჩავიდა,შემდეგ თხილებში გაიარა და ახალ ჯერ კიდევ გულ გაუმაგრებელ თხილსაც გაკრა კბილი.მათ ძირშიდაც გაწვა მიწაზე და მაღლა ცაში დაუწყო ყურება კამარა შეყრილ ჩიტების ფრენას.
-მარიამ ასე ძალიან მოგენატრა აქ ყოფნა?ღიმილით დაადგა თავზე მამა შვილს.
-მომენატრა,ძალიან მომენატრა.სკოლის წლებიც მომენატრა,დიდობას ვნატრობდი როდის გავიზრდებოდი და ახლა ისევ იმას ვნატრობ პატარა ვიყო და სკოლაში დავდიოდე.
-გუშინდელივით მახსოვს როგორ წახვედი დედასთან ერთად ხელი-ხელ ჩაკიდებული ჩანთით ხელში,უკან კი ალექსანდრე მოგყვებოდა ტირილით,მეც მინდა შენთან ერთად სკოლაშიო.გაიხსენა ნუგზარიმ განვლილი წლები.
-უფ რა დიდი მეგონა მაშინ ჩემი თავი?გადაკისკისა მარიამმა და მათ მხიარულებას ალექსანდრეც შეუერთდა რომელიც მარიამის გვერდით გაწვა მინდორზე და მარიამს დაადო თავი მკერდზე თან ისიც ბავშვობაში დაბრუნდა.
-მარიამ გახსოვს ამის პატრონმა რა ჰქნას რომ ვითამაშეთ და ანას ალვის ხეზე ასვლა რომ შეხვდა?
-მახსოვს როგორ არა.გადაიკისკისა მარიამმა.
-ალვის ხეზე როგორ ავიდა.გაუკვირდა ნუგზარის და ბავშვებთან ერთად ისიც გულიანად ხარხარებდა.
-არ გაგიკვირდეს მამიკო, ეს ხომ ანაა ყოველ წელს მამიდას დამტვრეული რომ ხვდებოდა.თქვა მარიამმა.
-აუუუ მამა იცი რამდენი ვიცინეთ?ჯერ როგორ კატასავით აძვრა ზედ და მერე მთელი ხმით გაჰკიოდა ,,ვირი ვარ ვირად ვიზრდები,რომ გავიზრდები მაშინაც ვირი ვიქნებიო''.
-ჩამოსვლისას კი ჩამოვარდა და ფეხიც მოიტეხა.დაასრულა მარიამმა და ისევ აკისკისდა.
-ის გახსოვს ბებოს დასაკლავად დამწყვდეული ქათამი რომ მოვპარეთ და ანას გარდერობში დავმალეთ?
-საღამომდე იქ გვყავდა და რომ გამოვიყვანეთ კვერცხი დაგვახვედრა, მადლობა მოგვიხადა სიკვდილს რომ გადავარჩინეთ.ხარხარებდნენ გულიანად.
-მარიამ შენი ფერი არ მომწონს შვილო.მამა-შვილების მხიარულებას თამარიც შეუერთდა.
-მეც მინდოდა დე მაგის თქმა მარიამს რომ შევხედე,რაღაც ძალიან თეთრი მომეჩვენა.უთხრა ალექსანდრემ.
-გადავიღალე დედა,დღე და ღამე ვმეცადინეობდი და უძილობამ სულ გამომფიტა.დაღლილი ხმით უთხრა მარამმა დედას.
-შენ იცოდი თამარ ესენი ასეთი ეშმაკები რომ იყვნენ?
-ხანდახან ამათ ეშმაკობას მეც ვუწყობდი ხელს.ღიმილით უთხრა ქმარს თამარმა.
-მეგონა ორი ბავშვს ვზრდიდი,თურმე მესამეც გვერდით მყოლია.სიცილით თქვა ნუგზარიმ და თამარს სიყვარულით სავსე თვალებით შეხედა.
-ალექსანდრე აჩვენე მარიამს ბაჭიები?
-რააა?ბაჭიები გვყავს?თვალები გაუფართოვდა მარიამს სიხარულისგან.
-აჰამ,იცი რა ლამაზები არიან?
-წამოდი ჩქარა მაჩვეე სად არიან.ფეხზე წამოფრინდა მარიამი და ალექსანდრეც წამოაყენა,მარიამს ხელი გადახვია და ბაჭიებთან მიიყვანა.
-რა ლამაზები ხართ.ეფერებოდა ყველას და აღფრთოვანებას ვერ მალავდა,მაგრამ რაღაც რომ დაეტაკა და უკან მიიხედა გაკვირვებულმა ფერი ეცვალა,მის წინ გაფხორილი ინდაური იდგა და გამომწვევად უცქერდა თითქოს ეუბნებოდა,მოდი მზად ვარ საჩხუბრადო.ალექსანდრემაც მიიხედა უკან და ხმამაღლა გადაიხარხარა.
-რა გაცინებს, ალექსანდრე გამიყვანე აქედან.
-მამააააა,მარიამს ინდაური ებრძვის და მოდი დავკლათ ეს ინდაური.
-დავკლათ და ჩავასაცივოთ.თქვა თამარმა ღიმილით.
-არა,არ დაკლათ.იკივლა მარიამმა.
-რატომ?რომ გეჩხუბება?გაუკვირდა თამარს.მარიამმა ინდაურს შეხედა და გაბრაზებულმა თქვა.
-ეს საახალწლოდ უნდა დავკლათ და კარგად აქნილიც ჩემი ხელით უნდა ჩავაწყო საცივში.
-ოოო,ეს უფრო კარგად მომესმა ყურში და კარგი ახალ წელს დაველოდოთ.თქვა ალექსანდრემ ღიმილით.
-დაველოდოთ,ახლა კი გამიყვანე აქედან.ჩაებღაუჭა ალექსანდრეს და ხელს არ უშვებდა.
-მარიამ გინდა ჩემს საყვარელ ადგილას წაგიყვანო?კითხა ალექსანდრემ.
-სად, ტირიფებში?
-არა,მიდი თავისუფლად ჩაიცვი და წავედით.მარამი გაიქცა და ალექსანდრეს ხმამ შეაჩერა.
-მარიამ შორტი არ ჩაიცვა,ჯინსი ჩაიცვი.
-რატომ?
-იქ რომ მივალთ გაიგებ.მარიამმა მხრები აიჩეჩა და კბეებზე აირბინა.სულ ცოტა ხანში ისევ დაბრუნდა ეზოში,მაგრამ ალექსანდრეს ვერ შეხედა.ალექსანდრემ შეხედა როგორ ეძებდა თვალებით მას და დაუძახა.
-აქ ვარ მოვდივარ.მიუახლოვდა და ხელში ორი თხელი პლედი ეჭირა.
-ესენი რად გინდა?კითხა გაკვირვებულმა.
-იქ კოღოები არიან ბევრი და თავი რომ დავიცვათ.წავედით?
-წავედით.ბევრი არ უვლიათ მეზობლის ვენახზე გადავიდნენ და სულ ცოტა ხანში ბაბუაწვერებით გადათეთრებულ გაშლილ მინდორში გაიყვანა.იქ ერთი ძალიან დიდი ასაკის მსხლის ხე იდგა,მის ჩრდილში ერთი პლედი ძირს დააფინა და მეორე ორივემ შემოიხვია და გვერდი გვერდ დასხდნენ.საოცარი სილამაზე იყო ირგვლივ,გადათეთრებული მდელო და ამ სითეთრეში მწვანე კალიები დახტოდნენ.მოეწონა მარიამს ადგილი,მაგრამ თვალებმოჭუტულმა უთხრა ალექსანდრეს.
-კარგი ადგილია მომწონს,მაგრამ ჩემს ტირიფებს ვერ შევადარებ.
-არც ვადარებ მარი.მე აქ მომწონს,შენ იქ მერე რა რომ განსხვავებული ხედვა გვაქვს.იქ რომ გახვიდე და გაიარო,ყველა ბაბუაწვერა ჰაერში გაიბნევა.
-შემდეგ წამოსვლაზე აპარატი წანოვიღოთ ან კამერა.
-ტელეფონი არ წამოგიღია?მე დავტოვე სახლში.როცა აქ მოვდივარ მეც ვჯდები და სიწყნარეს ვუსმენ და ჩემს ოცნებებში დავდივარ.ტელეფონს კი სახლში ვტოვებ,მყუდროება რომ არ დამირღვიონ.
-სამწუხაროა,მეც რომ არ წამოვიღე ტელეფონი.წამოდი წავიდეთ ძებნას დაგვიწყებენ ტელეფონი კი არცერთს არ გვაქვს და ინერვიულებენ.
-მოიცადე ჯერ ახლა მოვედით.ადგილს ვერ თმობდა ალექსანდრე შემდეგ მარიამს დააკვირდა და სევდიანად უთხრა.
-მარ ექიმთან მიდი რა,ანალიზები გაიკეთე მართლა არ მომეწონა შენი ფერი რომ შეგხედე და ჯობია გული მშვიდად გვქონდეს,გთხოვ ნუ გადადებ.
-არაფერი არ მტკივა ალექს უბრალოდ გადავიღალე.
-არ მატყუილებ?ალექსანდრეს თვალებში სევდა ბუდობდა.
-არა შენს თავს გეფიცები.უთხრა მარიამმა და ძალიან მაგრად შემოხვია ხელები.
-მარიამ რა ცივი ხელები გაქვს ამ შუა ზაფხულში.გაკვირვებულმა უთხრა ალექსანდრემ და მარამის სუსტი თითები მის ძლიერ და თბილ ხელებში მოიქცია.
-ალექსანდრე ძალიან სიმპატიური მამაკაცი ხარ შენს ასაკში და დავიჯერო შეყვარებილი არ გყავს?შეეკითხა და თვალები აუციმციმდა მარიამს.
-არა,მარიამ დღეს გოგოს გაცნობა ძნელი არ არის,ძნელია მისი შეცნობა.
-ეს კი მართალია,გეთანხმები.
-სანამ ისეთ გოგოს არ ვნახავ,ვინც ჩემს გულს ააფორიაქებს,ძილს და მოსვენებას დამიკარგავს.სანამ მისი მონატრებისგან სისხლი დიდი სიჩქარით არ დაიწყებს დენას ჩემს ძარღვებშო,მანამდე უმჯობესია ასე ვიყო მარტო და ეული.მშვიდი ცხოვრება ვის მოწყენია მეც რომ მომწყინდეს.უთხრა ღიმილით და გულზე მიიკრა.
-ალექსანდრე ეს შენ ხარ?შენ როგორი გენიოსი მყოლიხარ ამ ღვთისნიერმა წალკოტა რომანტიკოსი გაგხადა?უთხრა მარიამმა ღიმილით ძმას და ორივემ გაიცინა ხმამაღლა.
-შენ ჯერ კიდევ კარგად არ იცნობ შენს ძმას,სამაგიეროდ მე ვიცნობ კარგად ჩემს დაიკოს რომელსაც თვალები სხვანაირად უციმციმებს,მარიამ არ გინდა რამე მითხრა?სამარე ვარ იცოდე,არავის არ ვეტყვი ჩვენს საიდუმლოს სასიკვდილო სასჯელიც რომ მომისაჯონ.უთხრა სიცილით მარიამს და თვალები აუჟუჟუნა.
-ალექსანდრე შენ არც კი იცი რაოდენ დიდი სითბო მოდის შენგან,შენ ვერც კი გრძნობ ამას,მაგრამ ყოველთვის იცოდი რომ ჩემი დიდი სიხარული ხარ.შენ მართალი ხარ,ვერ დავმალავ იმას რომ სიყვარული მაბედნიერებს და უფრო მეტად მასზე ფიქრით გული ძლიერად რომ მიცემს,სულიერად რომ ვგრძნობ თავს განსხვავებულად მის გვერდით.
-ოოოო,უნდა ვთქვა რომ შენ დიდი ხელოვანი უფრო იქნებოდი მარიამ ვიდრე დიდი ექიმი.არ გინდა მითხრა ვის ეკუთნის შენი ფიქრებიც,გულიც და სულიც და საერთოდ ერთიანობაში ვისთვის ცოცხლბ?ვინ არის ეს პიროვნება ასე რომ აგავსო სიყვარულით,მეტყვი თუ მე გითხრა?უთხრა ეშმაკურად.
-აბა მითხარი.გახალისდა მარიამი.
-რა გამოცნობა მაგას უნდა მარიამ ეს არც ბეჟანაა და არც ტარიელი.ეს შენი სიყვარულის დიდი შემოქმედი თავად გიორგი გოგაბერიშვილია თუ ვცდები?შეეკითხა და გამომცდელად შეხედა წარბაწეულმა,არადა დარწმუნებული იყო მარიამს გიორგი სიგიჟემდე უყვარდა,ისე როგორც გიორგის მარიამი მაგრამ თავის დასმულ კითხვას თავადვე უპასუხა.
-არა,არა მგონია ვცდებოდე.
-არ სცდები ალექსანდრე შენ მართალი ხარ,მე ვეღარ ვძლებ გიორგის გარეშე.ეს ზაფხული როგორ გავძლო მას რომ ვერ ვნახავ,უიმისოდ ყოფნა ჩემი წამებაა.ცრემლმორეულმა თქვა მარიამმა.
-ყველაფერი კარგად იქნება,უნდა მოითმინო სიყვარული ეს ისეთი გრძნობაა მისთვის უნდა იბრძოლო,მას არ უყვარს უკან დახევა და სუსტი ადამიანები.მისთვის იბრძვიან რომ ამ გრძნობის ხიბლი სამარადისოდ თან გაყვეთ.
-იცი?ხანდახან ვფიქრობ რომ მე ამ გრძნობით ვერ გავიხარებ,ვერ შევიგრძნობ მე მას ბოლომდე.
-რატომ ხარ ასეთი პესიმისტი,რა გჭირს მარიამ.შენ რაღაც გაწუხებს და შენთვის იტანჯები ჩუმად რადგან არ გინდა სხვას ატკინო,მაგრამ იმას კი ვერ ხვდები,რომ ყველას ატკენ შენი სიჩუმით.ხვალვე წავალთ ექიმთან,მე თავად წამოგყვები.
-ნუ პანიკიორობ,ძალიან კარგად ვარ.უბრალოდ გადაღლილი ვარ,დავისვენებ ამ ზაფხულს სოფელში და ნახე რა კარგად გავხდე.რაღაც ცუდი განცდა მაქვს, ყველასთვის ძლიერი სიყვარული ტკივილით სრულდება.
-მარიამ მე არ გამომიცდია,ამ საოცარი გრძნობის არც ტკივილი და არც სიხარული.მხოლოდ ის ვიცი გადმოცემით,რომ ეს გრძნობა ძალიან სათუთია მაგრამ ძალიან ძლიერი და მის გამო ყველაფერს თმობენ.სისულელეებსაც კი სჩადიან,ყველაზე ჭკვიანი ადამიანიც კი ბავშვივით ხდება.ნუ ნერვიულობ წინასწარ,ნუ უსწრებ მოვლენებს წინ.შენს თვალებში დანთებულ ძლიერი ცეცხლს ვხედავ და თავად ნუ გაანელებ ნელა ნელა ამ გრძნობას.შენ ნაზი არსება ხარ როგორც ქალი,მაგრამ ძლიერი სული ბოგინობს შენს სხეულში.ყველაფერი კარგად იქნება და ამოიგდე თავიდან ეს ცუდი ზრახვები.წავედით,დროა უკვე შეეშინდებათ.
-წავედით,სადაცაა დაღამდება.წამოდგნენ და ხელი-ხელ გადახვეულები შევიდნენ ეზოში.მარიამმა გემრიელად ივახშმა მონატრებულ ოჯახის წევრებთან ერთად და გემრიელად დაიძინა.
   ხალისიანად გათენდა, დილა ჩიტების ჭიკჭიკმა უფრო გაალამაზა.მარიამს ჩიტების ჭიკჭიკმა სული გაუყინა და გული აუჩქარდა,როგორ მონატრებია ასეთი დილა სასწრაფოდ წამოდგა,ჩაიცვა თავისი საყვარელი ცისფერი კაბა და ხარბად ჩაისუნთქა დილის ჰაერი წიგნს დაავლო ხელი და თავის ტირიფებში წავიდა. ისე ნაზად,ფრთხილად და ჰაეროვნად მინარნარებდა შორიდან დამნახავი იტყოდა უფრთხილდება ბალახს რომ უხეშად არ შეეხოს და არ ატკინოს მისი არც თუ ისე მძიმე ნაბიჯებითო.საოცარი შეგრძნებით მოეფერა თითოეულ ტირიფს თვალებით,შემდეგ ფეხზე გაიხადა მოიკეცა მისთვის საგანგებოდ გაკეთებულ სკამში და კითხვა დაიწყო.ვერ გაიგო დრო როგორ გაეპარა და მამა დაადგა თავზე კალათით ხელში,რომელშიდაც მცირე საუზმე ჩაეწყო და ერთად ისაუზმა მამა შვილმა ტირიფებში ბუნების ამ მშვენიერ წიაღში.
-იმედია ეს არდადაგები უცებ ამ შემომელევა,ეს ბოლო პერიოდი ვხვდებოდი რომ  რაღაც მაკლდა და დაბნეული დავდიოდი,ამასთან ერთად მართლა ემოციურად დამღალა გამოცდებისთვის მზადებამ.ახლა კი მივხვდი რა იყო ამ დაღლილობის მიზეზი,აი ეს ადგილი მაკლდა და ეს სიმშვიდე.
-მგონი მართლა გადაღლილობის ბრალი იყო შენი სისუსტე დღეს უკეთესად გამოიყურები მარიამ.მიყვარხარ,ძალიან მიყვარხარ მამას პრინცესა.
-მეც ძალიან მიყვარხარ მამა.უეცრად ცაზე ღრუბლები აირია და მალე  მოიღრუბლა,ნუგზარიმ ცას ახედა და თქვა.
-გავასწროთ,თორემ მაგრად დასცხებს.
-ვერ გავასწრებთ,წიგნი არ დამისველდეს და მე თუ დავსველდები არა უშავს.
-მომეცი აქ ჩავდებ და არ დასველდება.ჯერ ნელა-ნელა დაიწყო,მაგრამ უმატა და უმატა.ჭექა-ქუხილი ატყდა,უხაროდა წვიმაში ყოფნა ფეხზე გაიხადა და ასე მივიდა სახლში აუჩქარებლად სულმგაწუწული,მაგრამ ბედნიერი.გამოიცვალა და ფანჯარასთან იდგა,ფიქრობდა უკვე ყველა მოენატრა.მოენატრა მათი გულიანი ხარხარი და ანას გამოხტომებიც.უყვარს ძილი,ძილი რომელსაც წვიმის წვეთები აფრთხობს.ძილი რომელიც ტკბილი ღამით მთავრდება და იმედიანი ახალი დილა იწყება.ერთი კვირა წვიმდა გადაუღებლად,სახლში ყოფნა მოსაბეზრებელი გახდა გარეთ ვერ გადიოდა და სულ ეძინა,გამოკეთდა ძალაც მოემატა და ფერიც კარგი ჰქონდა.ერთი კვირის შემდეგ როგორც იქნა დაბრუნდა მზე და მარიამისთვის სულ ახალი გაზაფხული დადგა,გარეთ ყვავილების არეული სუნი იგრძნობოდა.
-ალექს იცი რა მინდა?
-რა გინდა მარიამ.შეხედა ალექსანდრემ.
-ნაყინი მინდა,ხომ გახსოვს რომელი მიყვარს?
-ვიცი მარი შოკოლადის,წავალ  მოგიტან.
-ოხ როგორ  მიყვარს ზაფხული და როგორ  მიყვარხარ შენ.ყვავილების სურნელებიც მიყვარს და წვიმის შემდეგ უღრუბლო ცაც.ჩქარა,ჩქარა მიაყარა ალექსანდრეს და შემდეგ გაეცინა.
-აფერისტო.
-აფერისტო?მე ვარ აფერისტი?
-ხო აფერისტი ჭინკა.უცებ დაარქვა მარიამს სახელი და ღიმილით წავიდა ნაყინის მოსატანად თავად ჰამაკში ჩაჯდა და ალექსანდრეს ლოდინში ცის ჰორიზონტზე ამოსულ მზეს გაჰყურებს რომელსაც სხივები გაუბნევია უდარდელად გარშემო და ამდენი წვიმის შემდეგ ეშმაკურად იცინის.მალა დაბრუნდა ალექსანდრე და ნაყინი მოუტანა,ერთად დაჯდნენ ერთად მიირთვეს და როგორც ბავშვობაში ახლაც ისე დათითხნეს ერთმანეთი.კარგი იყო მონატრებულ გულზე პირველი დღეები,მაგრამ ახლა სხვები ენატრებოდა.ვერ იძინებდა მთვარის შუქზე ადგებოდა და ფანჯარასთან მჯდარი მისი გულის დარდები ფურცლებზე გადაჰქონდა.
-მენატრები უსაშველოდ,მგონია რომ ცხოვრება დიდ სიურპრიზს მიწყობს,რას ვერ ვხვდები მაგრამ გული ცუდასაც მიგრძნიბს და კარგსაც.ხანდახან ვფიქრობ რომ შენ ხარ ამ სიურპრიზის მთავარი პერსონაჟი და თუ ასეა მაშინ მეც მზად ვარ ჩაგჭიდო ხელი და უსასრულობამდე გამოგყვე.მოდი,მომეხვიე ისე ძლიერად რომ ჩემმა ძვლებმა ტკაცუნი დაიწყოს,ცოტა ხნით გული არა მხოლოდ ძვლები მეტკინოს.შენ ჩემი ნათელი წერტილი ხარ,ჩემი დიდი სიყვარული და იცი რას ვფიქრობ ხშირად?რომ მოვკვდე და მიგატოვო,მაინც ასე ძლიერ გეყვარები?არა,არ მინდა გული გატკინო და არ მინდა ჩემს გამო იგრძნო დიდი ტკივილი.მე გელოდები დუმილით,სიყვარულით და შენ ეცადე ჩემს დუმილს უსმინო,რადგან ზოგჯერ დუმილსაც უნდა მოსმენა.ყველაფერს მივატოვებ შენს გამო გიო რადგან სიყვარული ჩემი შენდამი, ყველაზე და ყველაფერზე წინ დგას.ასეთი ჩანახატებით ივსებოდა რვეულის ფურცლები,რომლის წაკითხვას უცრემლოდ ვერავინი ვერ შეძლებდა.ერთი სული ჰქონდა როდის დასრულდებოდა ზაფხული და დადგებოდა სასწავლო წელი რომ ისევ შეძლებდა გიორგის ნახვას.არ ყოფნიდა ტელეფონებზე ღამეების თევა,ვერ ივსებოდა ვირტუალურად ნათქვამი სიტყვებით.როცა გიორგისაგან ძვირფას სიტყვებს ისმენდა,უნდოდა იმ დროს თვალებში ჩაეხედა და იმ თვალებიდან ამოიკითხა ის გრძნობა რაც ორივეს აკავშირებდა ერთმანეთთან,დღეები კი ნელა-ნელა გადიოდა მარიამის ჯიბრზე.
  ყველაფერი კარგად იყო აწყობილი,ყველა ერთმანეთს შეჰხაროდა.მარიამის კარგად ყოფნა უხაროდა ყველას.
-ფერი მოგივიდა ბებოს მერცხალო,ძალიან შემაშინე.
-გადაღლილობის ბრალი არისთქო და არ მიჯერებდით.საღამოს ეზოში ისხდნენ მარიამი და ალექსანდრე ეზოს მანქანამ რომ მოასიგნალა,ორივემ გაიხედა ჭიშკრისკენ მარიამს გული აუფრიალდა,მაგრამ მანქანა ვერ იცნო.ალექსანდრე წავიდა ჩქარი ნაბიჯით და მარიამი კი შუა ეზოში მიყვა ძმას და ერთი შეჰკივლა ნუგზარის მეგობარმა თავად ნუგზარი რომ შემოიყვანა ხელით ეზოში.
-მამაააა,რა მოუვოდა მამიკოს.ცრემლით აევსო თვალები.
-არ ინერვიულო მარიამ უბრალოდ ფეხი ვიტკინე შვილო,მალე გამივლის.ნუგზარის მართლა სერიოზულად ტკიოდა ფეხი,ვეღარაფერს ეხმარებოდა ოჯახის წევრებს და ალექსანდრეს დაევალა ფუტკრების მოვლა.ზაფხული უკვე დასასრულს უახლოვდებოდა,რომ ერთ დღეს ალექსანდრემ დიდი თხოვნით და მორიდებით დაელაპარაკა მშობლებს.
-დედა,მამა მთელი ზაფხული არსად გავსულვარ და არც არაფერი მითხოვია,ხომ ასეა?
-ასეა და მითხარი რა ხდება შვილო.უთხრა ნუგზარიმ ალექსანდრეს.
-მამა უკეთესად ხარ და ბიჭებმა გადავწყვიტეთ რამოდენიმე დღით მთაში წავიდეთ,მარიამ არ გეწყინოს წაგიყვანდი,მაგრამ მხოლოდ ბიჭები ვიქნებით.
-ალექსანდრე.............
-ბებო უარს არ მივიღებ,უნდა წავიდე.
-წადი შვილო მხოლოდ ერთი პირობით.უთხრა ნუგზარიმ და ნატკენი ფეხი შემოდი მის წინ მდგარ სკამზე.
-რა პირობით,რა უნდა გავაკეთო.
-ხვალ თაფლი უნდა წაიღო,გამზადებული რომ მქონდა წასაღებად.ფეხი მტკივა და მანქანას ვერ წავიყვან,სახლში რომ მოვიდეს და წაიღოს ფასს დააკლებს რადგან მოვილაპარაკეთ მე უნდა მივიტანო ადგილზე.
-კარგი წავიღებ,გავამზადებ დღეს და რა პრობლემაა.
-პრობლემა ისაა რომ თბილოში უნდა ჩაიტანო,შენ კი მართვის მოწმობა არ გაქვს.
-ვინმე უნდა წავიყვანო?
-აბა მანქანა მარტო ხომ არ წავა შვილო.გაეცინა ნუგზარის..
-ბექას დაურეკავ და ის მომეხმარება.
-ეცლება?
-მე რომ ვეტყვი,მოიცლის.თვალი ჩაუკრა მამას.ნუგზარი გაყვა ალექსანდრეს,ვერ ეხმარებოდა მაგრამ იქ იყო და სიტყვით ასწავლიდა როგორ უნდა დაეწყო ტვირთი.ბოლოს დაღლილმა ცოტა დაისვენა,წყალი გადაივლო და ადრე წავიდა დასაძინებლად თან ბექას დაურეკა.
-გისმენ ალექსანდრე.
-როგორ ხარ სიძევ ბატონო,მოარჯულე ჭირვეული ცოლი?
-კი,მორჯულების გზაზე დგას.გაეცინა ბექას.
-ბექა მჭირდები ხვალ.უცებ დასერიოზულდა ალექსანდრე.
-რა ხდება,ხომ მშვიდობაა.
-კი,კი მშვიდობაა.ალექსანდრემ აუხსნა ბექას რატომ ჭირდებოდა მისი დახმარება და თანხმობაც  მიიღო.
-შენ წამოდი დილით ადრე და სანამ ხაშურიდან გამოხვალ მეც მოგიახლოვდები, ტაქსით წამოვალ.ჩემი რამდენია თაფლი.
-ბევრი თაფლი გაწყენს,ამიტომ კილოიან ბანკაში ჩაასხა მარიამმა.გაეცინა ალექსანდრეს.
-არ მჯერავს მარიამი მაგას არ იზამდა,შენ გადამალე ხო?
-როცა შეასრულებ შენს საქმეს კარგად,წილსაც მაშინ მიიღებ მეგობარო.
-ალექსანდრე გაიზარდე უკვე და წლებით უნდა დატკბე,ნუ მომაკვლევინებ თავს.7 საათზე გამოვალ დილით.
-მეც მასე გამოვალ და შეგხვდები გზაში.
-მამააა,არ იდარდო საქმე ისე გაკეთდება როგორც შენ გაგიხარდება.ბექა დამეხმარება.
-დაელაპარაკე და მოაგვარე?
-მოვაგვარე,წავედი უნდა დავწვე დილით 7-ზე უნდა გავიდე სახლიდან.
-აღარც კი მახსოვს პატარები როდის იყავით შვილო,ძალიან მალე დაიზარდეთ.ალექსანდრე ადრე დაწვა,შუაღამით კი ტელეფონზე შეტყობინება მიიღო.დახედა და გაეცინა.
-ალექსანდრე არავის არ უთხრა ამ შეტყობინების შესახებ,შენი დახმარება მჭირდება და აუცილებლად უნდა გნახო.სად და როგორ ეს შენ მოაგვარე და მომწერე ისე რომ არავის არაფერი არ უთხრა.
-რა მოხდა.
-ბექას უნდა გავშორდე.
-რააა?შენ მართლა გააფრინე?
-სერიოზულად.
ანა ნუ მიშლი ნერვებს,ტვინში დაგარტყა თუ რა მოგივიდა გოგო.
-საყვარელი მყავს.
-რაააა,ჩემი ხელით მოგკლავ იცოდე თქვი რა ხდება სერიოზულად.
-მართლა სერიოზულად გელოდები, ალექს ეს უფრო მარიამს ეხება.შეეშინდა,შიშმა აიტანა და უცებ გადარეკა.
-რა მოხდა ტვინით ავადმყოფო ვერავინ და ვერაფერმა რომ ვერ დაგაჭკვიანა მშვიდობაა,რამე სანერვიულოა?
-უნდა შევხვდეთ და უნდა ვისაუბროთ.
-ხვალ მოვდივარ თბილიში,ბექამ იცის ის უნდა დამეხმაროს.
-კარგი მაშიმ აქ მოხვალ ჩემთან,მნახე ისე არ დაბრუნდე უკან.ერთი სული ჰქონდა როდის გათენდებოდა,იმდენი იწრიალა ვერ გამოიძინა და დილით ადრე ამდგარმა თვალებდაწითლებული გაუდგა გზას.როგორც შეთანხმდნენ ბექამ ისე შეხვდა და იმედიანად გაუდგა გზას.საქმე მალე მოილიეს და ბექამ ანას დაურეკა.
-სად ხარ ანა ჩვენ უკვე თავისუფლები ვართ.
-სახლში მოდი,გელაც აქ არის.
-კარგი,მოვდივართ.მალე მივიდნენ სახლში და ალექსანდრემ ანას თაფლით სავსე ქილა დაუდგა რამაც ანა ძალიან გაახარა.
-რა მოხდა მარიამს ეხება და ეს სერიოზული?იკთხა ალექსანდრემ და ყველას სათითაოდ მიაჩერდა.
-დაჯექი და მომისმინე,ალექსანდრე ახლა რასაც გეტყვი და გაიგონებ იმიტომ ვაკეთებთ რომ ცალ-ცალკე იტანჯება ორივე,მოდი ჩვენ მოვუღოთ ბოლო მათ ტანჯვას და გიორგი დავაფეთოთ.
-როგორ,მე რა უნდა გავაკეთო.
-გეგმა მოფიქრებული მაქვს,მაგრამ შენ ისე უნდა მოიქცე რომ მარიამმა უნდა გაიგოს რომ მხოლოდ მის ხელთაა შენი სიცოცხლის გასაღები.
-რას ამბობ, ანა ამოდენა ტყუილი როგორ ვთქვა.
-მათ მე დაველაპარაკები,მე და გელა ისე რომ ეჭვს ვერავინი ვერაფეს ვერ აიღებს.
-ერთი სიტყვით,ალექსანდრე ვიწყებთ ახალ თამაშს და ამ თამაშში მთავარი როლი შენია.
-ვაიმე თავი რომელიღაც კინოს გადაღებაზე მგონია.გაეცინა ალექსანდრეს და სხვებიც გააცინა.
-ასეა,ხომ გინდა მარიამი ბედნიერი რომ იყოს.
-ყველაზე მეტად ეს მინდა ანა.
-კარგია,მაშ ასე.კარზე ზარი იყო და კარი ბექამ გააღო,სახლში კი მხიარული სახით რუსო შემოვიდა.
-რუსო ეს ალექსანდრეა მარიამის ძმა და ის დაგვეხმარება ისე,რომ ვერავინი ვერ მიხვდება ჩვენს თამაშს.
-სასიამოვნოა შვილო მარიამის ძმის გაცნობა ჩემთვის,მაშ ასე თანახმა ხარ გეგმა გაგაცნოთ?
-სხვა რა გზაა,გეგმას მოვისმენ და დახმარებაზე მერე დავფიქრდები რადგან არ მინდა მარიამიც და ჩემებიც ვანერვიულო.
-კარგია,მიხარია რომ ასე აფასებ შენს საყვარელ ხალხს.უთხრა რუსომ,ალექსანდრემ კი ანას შეხედა და უთხრა სერიოზული ხმით.
-შენ ძალიან ამოუცნობი ხარ ანა.საერთოდ ვიცი,რომ ქალი ნაზი არსებაა და ზოგჯერ ის ყვავილს ჰგავს,ვფიქრობ და ვერ ამოვიცანი შენში რომელი ყვავილია თუ ყვავილის მაგივრად ავკაციის ეკლებს მალავ.ბექა ფრთხლად იყავი შენ,ეკალმა არ გაგკრას და შხამმა არ მოგწამლოს.სერიოზულად უსმენაა ყველა,მაგრამ შემდეგ ყველას გაეცინა.
-როცა საქმეს სჭირდება ეკალიც უნდა გამოაჩინო და შხამც უნდა გადმოანთხიო,ამას იმიტომ ვაკეთებ გიორგი 2-3 წელი არაფერს არ ფიქრობს და ეს დიდი დროა გაუჭირდებათ ორივეს ასე ცხოვრება და სანამ გრძნმობა ცხელია, მოდი ჩვენ ვუწამლოთ და უფრო ახლოს მივუშვათ ისინი ერთმანეთთან.თქვა რუსომ და გაუღიმა ალექსანდრეს.ალექსანდრეს გეგმა გაანდვეს და მისი თანხმობის შემდეგ გულდამშვიდებული წავიდა რუსო.
-შენ აქ იქნები,ხვალ ერთად წავალთ.გიორგი თუ მოვიდა არ უნდა დაენახვო.მთელი ღამე იწრიალა ალექსანდრემ და ვერ მოისვენა,ფიქრობდა და ღრმად გაანალიზა მის მიერ დაკისრებული როლი ხან გაიცინებდა და ხან სევდა შემოაწვებოდა.ტკიოდა მარიამისათვის ტყუილის თქმა რომ უწევდა და სინდისი აწუხებდა,მაგრამ ისიც კარგად იცოდა მარიამი გიორგის გარეშე როგორ იტანჯებოდა და ღამეც გაუგონია მისი ჩუმად ტირილის ხმა.
-შენთვის და შენი ბედნიერებისთვის მე ყველაფერს გავაკეთებ მარიამ მხოლოდ შენ იყავი ბედნიერი,ლაღი და მხიარული.გათენდა,კიდევ ერთხელ ისაუბრეს კარგად გაერკვა მის როლში და ბექასთან ერთად გაუდგა გზას სახლისაკენ, უკან კი გელა მოყვებოდა მანქანით.ყველას გაუხარდა ბექასი და გელას ნახვა,მაგრამ ისინი არ იყვნენ ისეთი მხიარულები როგორც სჩვეოდათ.ალექსანდრეს შეხედა თამარმა და შეამჩნია მისი ჩაწითლებული თვალები ეს ხომ უძილობისგან იყო,მაგრამ პირველი ტყუილი აქედან თქვა გელამ.
-ნუგზარი ძია უნდა ვილაპარაკოთ და იმედია გაგებით მოეკიდებით ამ თემას,საქმე თქვენი შვილის და ჩემი სიცოცხლეს ეხება.
-რა მოხდა,ალექსანდრე არ არის ისეთი ბავშვი რამე გაეფუჭებინა.
-მართალია,მაგრამ ზოგჯერ ჩვენს გარშემო არიან ისეთები რომლებიც აფუჭებენ და უდანაშაულოს ითრევენ თავიანთ ჩადენილ დანაშაულში.
-თქვი გელა რა ხდება.
-მე ალექსანდრეს ადვოლატი ვარ და ვალდებული ვარ დავიცვა ის,მაგრამ ვშიშობ ვერ შევძლებ თუ თქვენც არ დამეხმარებით.
-რატომ ვერ დაეხმარები,გელა ასე სერიოზულად არის საქმე?
-ის წუხელ ერთ ძალიან საშიშ ბანდას გადაეყარა,რომლებმაც თამაშში ჩაითრიეს და დიდი,ძალიან დიდი თანხა წააგებინეს.ჩვენ შევთავაზეთ თანხა,მაგრამ ვინც არის უფროსი მან უარი განაცხადა თანხის მიღებაზე.
-რატომ,თანხა რატომ არ აიღო.
-მან გარკვევით მითხრა,თუ გინდა იცოცხლო შენც და ამ ყმაწვილმაც მისი და მარიამი ჩემს შვილს უნდა მითხოვდესო.წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიკვდილით იმუქრება.გელამ გადახედა იქვე მყოფ მარიამს რომელიც გაქვავებული იჯდა და გული მოეწურა,მაგრამ უკვე უკან დახევა აღარ შეიძლებოდა ტყუილის პირველი გეგმა უკვე გამზელილი იყო.
-შენ თავად რას ფიქრობ გელა.შეეკითხა ნუგზარი სერიოზული ხმით ისე რომ თავი მაღლა არ აუწევია.
-ალექსანდრე ძალიან დაკვირვებული ბავშვია ნუგზარ ძია,მაგრამ აქ არ გამოადგა მისი დაკვირვება ის მსხვერპლია ამ ბანდის.ვფიქრობ ეს დაგეგმილი ხაფანგი იყო და მოამწყვდიეს ალექსანდრეც ამ ხაფანგში.
-გელამ თავის თავზე აიღო ალექსანდრეს სიცოცხლე ძია,თუ უარს ვეტყვით წინააღმდეგ შემთხვევაში მათი მოთხოვნა არ დავაკმაყოფილეთ გელასაც მოკლავენ და ალექსანდრესაც ისე რომ არც დაფიქრდებიან.
-არც დრო არ გვაქვს დაფიქრების?იკითხა ხმა ჩახლეჩილმა და ფერდაკარგულმმა შეხედა მარიამს.უეცრად მარიამი ფეხზე წამოფრინდა და ხმამაღლა ტირილნარევი ხმით თქვა.
-რა დაფიქრება,რას ამბობ მამა გესმის?რაზე უნდა დაფიქრდე,როცა ორი ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია.ძალიან გამიჭირდება,მაგრამ მე თანახმა ვარ.უმჯობესია უბედური ვიყო,ვიდრე ჩემი საყვარელი ადამიანები დავკარგო ჩემი ეგოისტობის გამო და მათ სიცოცხლეზე წინ ჩემი სიყვარული დავაყენო.მე მიყვარს გიორგი,ხო რა გაკვირვებული მიყურებთ მე მიყვარს ის,მაგრამ უფრო ჩემი ერთადერთი ძმა მიყვარს მამა.ამ უცხო ადამიანმა რა დააშავა,რატომ უნდა დაისაჯოს ის ჩემს გამო და ჩვენი შეცდომის გამო რატომ უნდა აგოს მან პასუხი,განა მეორედ მოვალთ ამ ქვეყნად?ხელი გაიშვირა გელასკენ,გელა და ბექა კი გაოცებულები იდგნენ და უცქერდნენ მარიამს რომელიც ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან და მიახლოვებას ვერცერთი ვერ ბედავდა.
-ბექა,გელა რადგან მარიამი თანახმაა,აქ დასაფიქრებელი არც არაფერია და უთხარი შაბათს მოვიდნენ,არავინმა არაფერი არ უნდა გაიგოს,ყველაფერი წესის და ჩვენი ტრადიციის მიხედვით გაკეთდება.
-მარიამ მაპატიე, ძალიან მინდოდა შენ და გიორგი ერთად ყოფილიყავით.
-მაგრამ არ ხდება ყველაფერი ისე როგორც ვგეგმავთ.გელა გიორგის კიდევ შეუყვარდება,გთხოვ მხოლოდ ჯერ ნურაფერს ეტყვი,გთხოვთ ეს თხოვნა შემისრულეთ.
-კარგი არაფერს ვეტყვი,შენი სურვილოს წინააღმდეგ არ წავალთ.უთხრა გელამ და მარიამს შუბლზე აკოცა.მარიამმა თავის საძინებელში გავიდა და ის დილამდე იქედან არ გამოსულა,გელა და ბექა ჯერ ჩუმად მიდიოდნენ,შემდეგ გელამ თქვა.
-სიკვდილს ვეძებთ და მივიღებთ,დაგვწყვიტავს ყველას.
-შენ რა გენაღვკება,მე შვილის გაჩენას მაინც დამაცადოს და მერე მომკლას.თქვა ბექამ და ორივეს გაეცინა.ალექსანდრე ვერ მიდიოდა მარიამთან და ვერ აწყნარებდა,ტიროდა მარიამი მაგრამ მის ცრემლს არავის არ აჩვენებდა.ყველას ეძინა გადაღლილებს და მარიამი მისი საწოლთან ძირს იატაკზე იჯდა და მის ოთახს მხოლოდ მთვარე ანათებდა,იგრძნო რომ ვიღაც დაადგა თავზე თვალი გაახილა და მის წინ თვალებჩაწითლებული და ნანერვიულები გიორგი იდგა.მოულოდნელად თავს დატეხილი უბედურებით სახლში რა გააჩერებდა,მარიამთან მოვიდა და მასთან ერთად ისიც ძირს ჩაჯდა.
-შენ ის არ გიყვარს მარიამ.
-მე ჩემი ძმა მიყვარს და ვალდებული ვარ დავიცვა მისი სიცოცხლე,რადგან ის საფრთხეშია.მაპატიე,მაპატიე გიორგი რომ ასე მოულოდნელად დასრულდა ჩვენი სიყვარული.
-რას წარმოვიდგენდი,შენ სადედოფლო კაბას ჩაიცმევდი და ის დღე არ იქნებოდა ჩვენი ქორწილის დღე.
-რას იზამ,თურმე ასეც ხდება და უნდა შეეგუო.ცრემლებს ყლაპავდა მარიამი.
-არა,არ შეგიძლია მომექცე ასე უგულოდ მარიამ.
-უკვე აღარაფერს აღარ აქვს მნიშვნელობა.
-მარიამ მე ხომ სიგიჟემდე მიყვარხარ,ნუ გამწირავ გთხოვ.
-გვიან არის,გიორგი დავაგვიანეთ.გიორგი წამოდგა,მარიამიც წამოაყენა და ტირილისგან დაწითლებული და დასიებული თვალები კოცნით ამოუშრო,გულში ძლიერად ჩაიკრა და უთხრა.
-არასოდეს არ არის გვიან ის რაც გულით გინდა გააკეთო.უთხრა და ისევ ისე შეუმჩნევლად გავიდა.
-სხვა დროს,სხვა ვითარებაში სიხარულით დაგთანხმდებოდი,მაგრამ ახლა ვერ მივცემ ჩემს თავს ბედნიერების უფლებას,როცა საქმე ჩემი ძმის სიცოცხლეს ეხება.
-გპირდები,რომ ყველაფერს მოვაგვარებ მარიამ.უთხრა და გაუჩინარდა სიბნელეში.
-ნეტავ შემეძლოს ყველაფერს გვერდი ავუარო და შენთან გამოვიქცე გიორგი.ფიქრში დაათენდა თავზე,უკვე გადაიღალა და დილით მიეძინა ტირილისაგან დაღლილს ფანჯარაზე თავმიდებულს.დილით ალექსანდრემ შევიდა დავხედავო და გაოცებულმა შეხედა,ფრთხილად აიყვანა ხელში და საწოლზე დააწვინა.იქვე დაუჯდა და მიაჩერდა როგორ ძალიან ტკიოდა მარიამის ასე ტანჯვა და წამება.
-იდუმალი ნატურა ხარ მარიამ ვერ ვხვდები როგორ შეგიძლია ასეთ სუსტ ადამიანს,ასეთი ძლიერი სიყვარული.მაპატიე საყვარელო თუ ჩემით გული გატკინე,მაპატიე ჩემი გაუაზრებელი ნაბიჯები,რომლებმაც გულში იარა გაგიჩინა.მაპატიე შენი სუფთა სულის აფორიაქება,მომენატრა შენთან ჩახუტება და შენს გვერდით დაძინება.მიუწვა ცოტა ხნით და თავადაც მიეძინა მასზე მიკრულს.მარიამმა გაიღვიძა და მის წელზე ხელები რომ იგრძნო შემოხვეული ჯერ შეეშინდა და შიშით ამოტრიალდა ალექსანდრეს ხელებში და მძინარე ძმას რომ შეხედა გაეცინა,ჯერ ფრთხილად აკოცა არ გავაღვიძოო,მაგრამ მერე იმდენი კოცნა სანამ არ გააღვიძა.ალექსანდრემ თვალი გაახილა და ძილისაგან დაბოხებული ხმით უთხრა მარიამს.
-მაპატიე.
-რა გაპატიო,რამე დააშავე?
-მაპატიე,რომ კარგი ძმობა ვერ გაგიწიე.ვერ ვარ ისეთი ძმა როგორსაც შენ იმსახურებ,შენ საუკეთესო ხარ მარიამ.
-ჩშუუუუუ, შენ ხარ საუკეთესო,ჩემი ტკივილი და ჩემი სიხარული და მზად ვარ შენს გამო მე ყველაფერზე ვთქვა უარი.
-და უნდა იტანჯო მთელი ცხოვრება?
-სამაგიეროდ შენ ცოცხალი მეყოლები, შენ გამამხიარულებ და შენი არსებობა გამაბედნიერებს.შენი სიცოცხლე ხომ უფრო მნიშვნელოვანია ალექსანდრე და მეორედ აღარ გაიმეორო ეს სიტყვები.დასრულდა პარასკევი დღეც და გელა მოვიდა, მანქანიდან რაღაც დიდი ყუთი გადმოიღო და სახლში შეიტანა.
-მარიამ ეს ყუთი შენია,ხვალ დილით გახსენი და ჩაიცვი.
-რომელ საათზე მოვლენ გელა სტუმრები.კითხა ნუგზარიმ.
-სამი საათისთვის აქ იქნებიან.
-ანა რატომ არ წამოვიდა.
-ანა ძალიან ნერვიულობს და თავს ცუდად გრძნობდა, ამიტომ ბექა მასთან დარჩა.ალექსანდრემ ყუთი გამოართვა გელას და მარიამის ოთახში აიტანა,გელა წავიდა და მარიამმა ის ღამეც იმ ყუთთან ერთად იატაკზე გაათენა ტირილში.
-ძალიან მომენატრები საყვარელო,ვიცი ოდესმე გნახავ რადგან შეუძლებელია ბექასთან ერთად არ გნახო,მაგრამ მე არ მექნება უფლება შეგეხო, მხოლოდ შორიდან შეგავლებ თვალს.მაპატიე,რომ სიტყვა ვერ შევასრულე,ვერ დავიცავი ჩემი სიყვარული.მაგრამ გპირდები,რომ მხოლოდ შენ მეყვარები მთელი ჩემი ცხოვრება და არავინ სხვა.ჩემი გული მხოლოდ შენზე ფიქრებით იცოცხლებს.აქ თუ არა იქ შევხვდებით ერთმანეთს,მინდა ხვალ ფეხქვეშ მიწა გამისკდეს და თანვე ჩამიტანოს რადგან ხვალინდელი დღე უშენოდ ეს ჩემი ცოცხლად დამარხვაა.მაპატიე,რომ შენში უჩემობა იმეფებს.მაპატიე,მაპატიე,მაპატე ამ სიყვარულის ხათრით მაპატიე.როგორ მინდა ჩემი გესმოდეს და როგორ მინდა ჩემი გჯეროდეს რომ მხოლოდ შენ უყვარხრ ჩემს გულს და მხოლოდ შენ უნდიხარ. შაბათი დღეც გათენდა,მარიამისათვის ის დღე უკიდურესად დასამახსოვრებელი უნდა ყოფილიყო,მაგრამ დღევანდელმა დღემ არა სიხარული არამედ ცრემლი მოუტანა მას.



№1 სტუმარი ano

Zalian zedmetia ukve anas bavshvuri gamoxtomebi.

 


№2  offline მოდერი zia-maria

ano
Zalian zedmetia ukve anas bavshvuri gamoxtomebi.


blush ანა ასეთია რეალობაშიდაც,მადლობა თქვენ რომ კითხულობთ.ის სულ მალე შეწყვიტავს ბავშვურ ქცევებს. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№3  offline წევრი მია15

მარლატც კარგი იყო.მომეწონა.ველი შემდეგ თავს

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

მართლა გიჟები არიან რა smile რას არ მოიფიქრებს ეს გოგო laughing მაინტერესებს რას მოიფიქრებენ ახლა.როგორ ველი ახალ თავს ვერც კი წარმოიდგენთ
--------------------
ლანა

 


№5  offline წევრი naniko mindia

Rom vxeda shen istorias tvalebi mibwyindeba, marime dzalian magaria sawyali giorgi da mariam rasuketeben amyela qalic rom aiyolies ruso magarze movkvdi sicilit,

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️Chemgan
--------------------
lomidze

 


№6  offline მოდერი zia-maria

მია15
მარლატც კარგი იყო.მომეწონა.ველი შემდეგ თავს

kissing_heart kissing_heart kissing_heart kissing_heart

La-Na
მართლა გიჟები არიან რა smile რას არ მოიფიქრებს ეს გოგო laughing მაინტერესებს რას მოიფიქრებენ ახლა.როგორ ველი ახალ თავს ვერც კი წარმოიდგენთ


ახალ თავში იქნება მათი გეგმის შედეგები. kissing_heart kissing_heart kissing_heart

naniko mindia
Rom vxeda shen istorias tvalebi mibwyindeba, marime dzalian magaria sawyali giorgi da mariam rasuketeben amyela qalic rom aiyolies ruso magarze movkvdi sicilit,

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️Chemgan

12-ის მერე დავდებ ახალ თავს საყვარელო.მახარებ და მადლობაააააა kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent