შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა მოვკვდი (თავი მეთორმეტე) (დასასრული)


6-07-2018, 09:29
ავტორი ბიბი
ნანახია 1 415

ყველა ადამიანი, არის ეს მოხუცი თუ ახალგაზრდა, ის თავს იკლავს თუ საკუთარი სიკვდილით კვდება, სიკვდილის წინ იმ ერთადერთ წამში ყველაფრის ფიქრს ასწრებ, რომ უფრო მეტი შეგეძლო გაგეკეთებინა, უფრო მეტი ვალდებულება გქონდა, ოჯახისწევრებს, მეგობრბს რომ გული წყდებათ შენი წასვლით.
როცა უკანასკნელად ვცადე, მაშინსაბოლოოდ გავაცნობიერე რომ ცხოვრებაში ჯერ საკმარისი არ მინახავს, რომ ცხოვრება მხოლოდ ცრემლითა და დარდით სავსე არ იყო და რაღაც ბედნიერიც უნდა მეგრძნო, რაღაც სიცოცხლის შემაგრდძნობელი.
ჩემს წინ მუხლებზე დამხობილი ჩემი გადამრჩენელი, სიცოცხლის მიზეზი მედგა და თითქოს ახლა დავიბადე, თითქოს მოვკვდი და ცხოვრება თავიდან დავიწყე, მეორედ მოსვლის გჯერათ?! ჰო მეორედ მოსვლა სწორედ ეს იყო, მას ისე ვუყვარდი მზად იყო მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით გაეტარებინა, მაშინ გავიგე რა იყო ოჯახი, რამდენი შეეძლო ოჯახს შენთვის მოეცა.
კისერზე მოვეხვიე სებას.-ძალიან მიყვარხარ-ყურში ჩავჩურჩულე, და ხელი კიდე კარგახანს არ გავუშვი.
***
ქორწილი არცისე ბევრი ხალხი ესწრებოდა, რათქმაუნდა აქ იყო ბესო, სებას რამდენიმე მეგობარი, მისი აღმზრდელი მშობელი და ანასტასია. ისიც აქ იყო ცოტა მეშინოდა მასთან კვლავ შეხვედრა თუმცა ეს გარდაუვალი იყო, თეთრ კაბაში გამოწყობილი ვიდექი სარკის წინ და საკუთარ თავს სულ სხვა თვალით ვუყურებდი.
ორწილის დღეს ყველა პატარძალს უნდა გვერდით დედა ყავდეს, გაამხნევოს. მიუხედავად იმისა რომ მე და სება უკვე დიდიხანია ერთად ვცხოვრობდით ეს მაინც მჭირდებოდა, მაინც ძალიან ვღელავდი. ახლა უკვე უკან ვეღარ დავიხევდი, ვეღარც უმიზეზოდ გავაგდებდი სებას სახლიდან. ცხოვრებაში თუ არა ფილმებში მაინც მინახავს როგორ ზრუნავენ დედები შვილებზე. მომინდა ჩემი წითური შავთვალებადედა ჩემს გვერდით ყოფილიყო, წამით მომეჩვენა კიდეც რომ ფანჯარასთან იდგა და გაღიმებული მიყურებდა, მისი ღიმილი არასდროს მავიწყდებოდა, მაშინ ძალიან ლამაზი ჩანდა თითქოს მალავდა ყველა იმ ცუდ ჩვევას საკუთარ თავში რაც ერთიშეხედვითაც ჩანდა.
და როგორც იქნა საკურთხეველს მივუახლოვდი, ჯვრისწერა საუკუნოდ გაიწელა, ცხოვრებაში სულ რამდენჯერმე ვყოფილვარ ტაძარში და არცერთხელ არ დამიყოვნებია იქ ხუთ წუთზე მეტს. ახლა კი დრო უსასრულოდ იწელებოდა, მოუსვენრობა მკლავდა, ფეხსაცმელი ძალიან მიჭერდა. ნაძელადევად ვუღიმოდი სებას ის კი ყურებამდე გაღიმებული იდგა. თითქოს ეს ღიმილი მიიხატა და არც აპირებდა მოშორებას.
-კარგად ხარ?-ტაძრიდან გამოსულს მკითხა სებამ
-შენი ცოლი ვარ, სხვა რაღა უნდა მჭირდეს
-არანორმალური ხარ-ხელი წელზე მომკიდა და ხელში ამოტაცა.
-კარგი დამსვი, ეს საჭირო არ არის.
-კარგი პრობლემა არ არის.-მანქანამდე ასე ხელში აყვანილი მიმიყვანა…
***
-როგორ ფიქრობ, როგორი იქნება ჩვენი შვილი?
-როგორი იქნება არვიცი, მაგრამ ვიცი რომ მშობლები ეყოლება-სებამ ყელში მაკოცადა ჩემსზევიდან მოექცა.
-ჰო ეგ ნამდვილად კარგი იქნება
-მაშინ ბარემ ჰოარ დაგვეწყო?-ნელა დაწვდა ჩემს ტუჩებს.
-მგონი ჯერ ადრეა
-შვილმა ადრე და გვიან არ იცის-გავიცინე, საბანი თავზე გადაიფარა...



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კარგი დასასრული იყო ნამდვილად. ისინი იმსახურებდნენ ბედნიერებას. ისე ტყუპების ურთიერთობა დამაკლდა, მაგრამ ესეც გასაგებია. ამდენი დაკარგული წლების შემდეგ რთულია ურთიერთობების შენარჩუნება.

 


№2  offline წევრი ბიბი

Chikochiko
კარგი დასასრული იყო ნამდვილად. ისინი იმსახურებდნენ ბედნიერებას. ისე ტყუპების ურთიერთობა დამაკლდა, მაგრამ ესეც გასაგებია. ამდენი დაკარგული წლების შემდეგ რთულია ურთიერთობების შენარჩუნება.

ტყუპების ურთიერთობა გადამეტებული იქნებოდა, ამდენი წელი გავიდა, და ფაქტობრივად პირველად ნახეს ერთმანეთი ცხოვრებაში
mirandaa31
კარგი იყო, კარგად დამთავრდა. მიხარია რომ სებასთან ბედნიერება იპოვა და მათ შვილს მშობლები ეყოლება.

მადლობა ^_^

 


№3  offline მოდერი Nanaga

საყვარელი იყო ძალიან <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent