შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 13.


6-07-2018, 17:20
ავტორი zia-maria
ნანახია 2 886

-თქვენ საერთოდ აზრზე ხართ, რას მეუბნებით?
-რა უნდა ქნა, გიორგი საერთოდ არ იცი ვის უნდა შეებრძოლო და გინდა ისეთი რამ გააკეთო თავი სამუდამოდ ციხეში ამოყო?
-დედააააააა.უყვირა რუსუდანს გიორგიმ.
-დედაშენი მართალია,შენ არ ხარ ისეთი ძლიერი როგორიც ის არის.უთხრა გიორგის გოგიმ.
-მამაააა,როგორ შეგიძლია მიხთრა რომ შევაშვა და დავიკიდო მარიამი.
-აბა გაქვს რაიმე შანსი?არა,გიორგი არაა არანაირი შანსი მარიამი შენს გვერდით იყოს.გიორგიმ ფეხზე წამოხტა,მაგიდა გადააყირავა და გოგის წინ დადგა,იმ წუთში ის გალიიდან გამოქცეულ მხეცს ჰგავდა.
-რატომ არ გესმის,ხვალ ამ დროს მარიამი სხვის სახლში და სხვის საწოლში გაიღვიძებს.გიფიქრიათ რომელიმეს ის რა დღეშია ახლა? ან რას განიცდის?
-ნუ ღრიალებ,მასეთი ნერვებით ვერ იპოვი გამოსავალს.უყვირა ბექამ.
-ნუ ვღრალებ?ბექა როგორი გრძნობაა როცა საყვარელი ქალი გვერდით გყავს,კარგი ხომ?
-ხოდა იბრძოლე,რომ ღრიალებ ვის აშინებ შენი ყვირილით.ჩვენ დავაშავეთ?ჩვენ შეგვეშალა რამე შენთან?არ დაუთმო ბექამ გიორგის არცერთი სიტყვა.
-შენ თქვი ბატონო გიორგი რა ვერსია გაქვს და ჩვენც შენს გვერდით დავდგებით.უთხრა გელამ.
-რატომ,რატომ გამიმეტა ასე ან მე და ან მარიამი ღმერთმა,ის ხომ ძალიან სუსტია და ვერ გაუძლებს გულით ამდენ ნერვიულობას,ამდენ ტკივილს.სულ წავალ და დავიკარგები მარიამის გარეშე ჩემს სიცოცხლეს აზრი არ აქვს დედა, მაგრამ ის როგორ დავტოვო მარტო ამ ტკივილში,როგორ გავიმეტო მარტოობისთვის.დედა მითხარი რა ვქნა,როგორ  მოვიქცე.
-მე მხოლოდ ერთს გეტყვი,შენს ადგილზე რომ ვიყო ხვალ ჩემს საყვარელ ქალს არ მივცემდი სხვაზე დაქორწინების ნებას,ბოლომდე ვიბრძოლებდი და მას არ დავთმობდი.
-როგორ,მოვიპარო?
-გიორგი გამოიჩინე ვაჟკაცობა და დაიცავი შენი სიყვარული,შენი მარიამი.მკაცრად უთხრა რუსომ და სახეზე ერთი ნაკვთიც არ შერხევია.
-ჩუმად რომ გამოვიყვანო სახლიდან,შევძლებთ?
-შევძლებთ.უთხრა ბექამ.
-როგორ.
-ალექსანდრე მოგვეხმარება.
-ალექსანდრე არ მინდა,თქვენ ხართ ჩემს გვერდით?
-მაგას კითხვა უნდა გიორგი?ერთხმად უთხრეს ბიჭებმა.დილით ადრე გიორგი გამოეწყო ლამაზად და წავიდნენ,ბექამ იცოდა სადაც უნდა დაეყენებინათ მანქანა ისე რომ არავის დაენახა.სახლს უკანა მხრიდან მიადგნენ და მუნჯებივით მიდიოდნენ,ჯერ ყანა-ყანა იარეს და შემდეგ მიადგნენ მარიამის ოთახის ვერანდას.გიორგი აიპარა ვერანდაზე როგორც ორი დღის წინ და სახლში შევიდა.მარიამი დიდი სარკის წინ იდგა ანასთან ერთად სადედოფლო კაბაში გამოწყობილი და ის უფრთო ანგელოზს ჰგავდა.გიორგის შესვლა ვერცერთმა ვერ გაიგო,მაგრამ სარკეში დაინახეს მისი ჩაცვენილი თვალები,როგორ ემჩნეოდა ამ დღეების ნერვიულობა,მაგრამ გიორგი მარიამის სილამაზემ გააოცა.
-მარიამ,მარიამ........სიტყვებს ვერ უყრიდა თავს.
-არ თქვა არაფერი გიორგი.
-ძალიან დავაგვიანე მარიამ მაგრამ იმიტომ არ დავაგვიანე,რომ შენ დამეკარგე.დღეს მოვედი შენთან,რომ ჩემს ხელს შენი ხელი დაადო და მეუბნები რომ დავაგვიანე?მე ხომ შენ გიფრთხილდებოდი საყვარელო,შენს გაზრდას ველოდებოდი.
-ძალიან გთხოვ, გიორგი დღეს ჩემი ქორწილია და რას ხედავ მეტყობა რომ ბედნიერი ვარ?ვერავინი ვერ მიხვდება იმას მე ეს დღეები რა გამოვიარე,როგორ მოვედი დღემდე.დავაგვიანეთ გიორგი სულ მალე ის ადამიანი მოვა ვინც შენი ადგილი დაიკავა.უთხრა ტირილით და გიორგის გაყინულ ტუჩებს ფრთხილად შეეხო,ნაზი კოცნა დაუტოვა ბაგეებზე და უკან დაიხია.
-არასოდეს,არასოდეს არ არის გვიან მარიამ გააკეთო ის რაც გულით გინდა.უთხრა ანამ ცრემლ ნარევი ხმით.
-მარიამ გვიან არ არის ჯერ კიდევ ხელი მომეცი,მაგრად ჩამეჭიდე.
-რა ჩაიფიქრე.
-მენდობი?
-გენდობი.
-გინდა რომ სიცოცხლის ბოლო წუთამდე ერთად ვიყოთ?
-ალექსანდრე?მას რომ რამე დაემართოს?
-არაფერი დაემართება ალექსანდრეს მარიამ.უთხრა ანამ რომელიც იქვე იდგა კარებთან და მოსიყვარულე წვილს დარაჯობდა.მარიამმა გიორგის ძლიერ მკლავებს მიენდო და როგორც იქნა ამდენი ტირილს შემდეგ გაიღიმა,თავისი ხელი გიორგის ხელს ჩაკიდა და აივანზე გავიდნენ.გიორგიმ ჯერ ანა ჩაუშვა ფრთხილად,რომელსაც იქვე ბექა დახვდა და საყვედურებით აავსო ანა.
-არაფერიო არ მომსვლია ხომ მხედავ კარგად ვარ,ჩხუბის დროა? იმათ მივხედოთ.გიორგი ჯერ თავად გადავიდა და შემდეგ ცალი ხელით მარიამი გადაიყვანა.ორივე ერთად გადახტა და შემდეგ მარიამის ჩვენებით გავიდნენ გზაზე სირბილით.გზაზე მათ ლაშა, ქეთევანი,რატი გელა,ალიკა და კარინა დახვდათ ყველამ ერთად პირდაპირ ეკლესიაში მივიდნენ და ჯვრის წერას დაესწრნენ.ორივემ უფლის წინაშე მტკიცე ფიცი დადო, რომ სამარადისოდ ერთმანეთის იქნებოდნენ.
-მარიამ უფალმა სამყარო შეჰქმნა,ასევე ის ყველაფერი რაც ჩვენს გარშემოა და გვითხრა,რომ ,,გვიყვარდეს ერთმანეთი'' სულერთია ვინ ვიქნებით ღარიბი თუ მდიდარი,სუსტი თუ ძლიერი.
-ჩვენ უფალმა შეგვახვედრა ერთმანეთს და თავად დაგვაკავშირა ამ საოცარ გრძნობას რომელიც ჩვენს გულებშია.მუდამ ერთად გვერდით დგომით ყველაფერს გადავლახავთ,ყველა სიძნელეს გავუძლებთ საყვარელო.
-ჩვენი,მხოლოდ სიყვარული იყოს ჩვენი მეგზური,სიყვარულია ჩვენი ერთობის მთავარი ღერძი.
-დაე შევძლო და ვიყო ამ გრძნობის ღერძის ღირსებული მატარებელი.ტაძრიდან ბედნიერი სახით გამოვიდნენ,ტაძართან კი მეფე-პატარძალს ბიჭებმა თვალები აუკრეს და ასე დაადგნენ გზას იქ სადაც ვაი ვიშვიშით ტიროდნენ დედოფლის გაუჩინარებას.
  ხალხით აივსო ეზო,დღეს ოჯახში ქორწილია,მაგრამ არცერთს არ უხარია ეს დღე ყველა დაფიქრებულია და უფრო ყველაზე მეტად ალექსანდრე ნერვიულობს,ყველას უნდოდა მარიამის ნახვა ნათესავებს და მეზობლებს,მაგრამ ალექსანდრე მარიამის ოთახის კართან დგას და არავის არ ანებებს მის ნახვას,მხოლოდ ანას თვალებით დაელაპარაკა და შემდეგ შეუშვა თავისუფლად ოთახში.ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ნუგზარის როგორც სანათესაოში,ისე სამეზობლოში.სამი საათი შესრულდა და ნუგზარიმ ნერვიულად დაიწყო საათზე ყურება და სიგნალების გამაყრუებელი ხმა მოესმათ,რამაც ნერვიულობა სულ გაუმძაფრდა.გამოვიდნენ ეზოში სიძის შესახვედრად,მაგრამ ნუგზარიმ არ იცოდა როგორ გაგრძელდებოდა დღევანდელი დღე.მანქანა სანამ ეზოში შევიდოდა გელამ თვალები აუხსნა ორივეს და ნერვიული ხმით თქვა.
-ახლა დღეს ცოდვა არ ჩაიდინო და ხვალ რაც გინდა ის გვიყავი ყველას.ისე გეგმა ანასი იყო და ჯერ მისი ცემა არ შეიძლება რადგან ფეხმძიმედაა,აი რომ იმშობიარებს მერე ცემე უფლება გეძლევა.გიორგი გაფართოვებული თვალებით უცქერდა გელას და ცდილობდა კარგად გაეანალიზებინა მისი ნათქვამი სიტყვები,არა ნაკლებ გაოცებული იყო მარიამიც.
-ეს რას ნიშნავს გამაგებინე წესიერად და უფრო კარგად ამიხსენი,რადგან ვერ გავიგე,ვერ მივხვდი რის თქმას ცდილობ.
-გიორგი ხალხი გველოდება..............
-როგორ გამიკეთეთ,ასე როგორ მომექეცით ჩვენი ნერვიულობა თქვენთვის არაფერი არ იყო?კაიფობდით ჩემს ნერვულობაზე? მარიამი? მარიამი მაინც არ შეგეცოდათ თქვე უსისხლებო?
-როგორ არ მეცოდებოდა,ვიწვებოდი მისი ცოდვით მაგრამ ეს ასე უნდა  მომხდარიყო.თქვენ უკვე ცოლ-ქმარი ხართ გილოცავთ და ხალხი დაიღალა ლოდინით.ღიმილით უთხრა გელამ ძარღვებ დაბერილ გიორგის.
-გეფიცებით თუ არ განანოთ ყველას სათითაოდ ეს ჩვენი ნერვიულობა და მარიამის თითოეული დაღვრილი ცრემლისთვის გაზღვევინებთ.ბრაზიანად გამოთქვა კბილებში გიორგიმ და არწივით მოავლო თვალი სათითაოდ ყველას,რომლებიც იქვე იდგნენ და ანას მრისხანედ შეხედა.
-გეფიცები თუ არ გადაგიხადო,არ იფიქრო დამავიწყდეს.
-ვიტამინებს რომ მიიღებ დაგავიწყდება.უთხრა ანამ სიცილით და ენაც კი გამოუყო გიორგის.
-დღეს ჩემს სიახლოვეს არ გაიარო,თორემ ნიყვივით წაგაცლი თავს იცოდე.
-სულ არ მოგეკარები სანამ არ დატკბები.
-გამეცალე ახლა აქედან,შენს თავს ნუ მაყურებინებ.შეუღრინა ანას და მარიამს ხელი მოკიდა რომელიც ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყო რა მოხდა.საოცარი კი ის იყო,სიძე რომლის მოსვლის ეშინოდათ პატარძალის გაუჩინარების გამო ნუგზარი თვალებგაფართოვებული უცქერდა გიორგის.ნუგზარის სახეზე სიბრაზე ღიმილმა შეცვალა,თამარმა კი ხელები მაღლა აღმართა და უფალს მადლობა სთხოვა ამ უდიდესი საჩუქრისათვის.ნუგზარიმ კი სიხარულით აღფრთოვანებულმა გულში ჩაიკრა მარიამიც და გიორგიც.ბექამ და გელამ ყველაფერი აღიარეს და ნუგზარი ღიმილით უსმენდა,შემდეგ კი სიამაყით გახედა გიორგის რომელმაც დაამტკიცა მარიამისადმი ძლიერი სიყვარული.უხაროდა და დარწმუნებულიც იყო,რომ მარიამი უბედნიერესი იქნებოდა გიორგის გვერდით.ალექსანდრემ მიუახლოვდა მარიამს გულში ჩაიკრა და შემდეგ კი შეპარული ხმით უთხრა.
-მარ მაპატიებ?ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო.
-როდის დაგეგმეთ.
-თბილიში რომ ვიყავი,იმ საღამოს დავგეგმეთ.
-რატომ არ მითხარი,ხომ მიყურებდი როგორ ვიტანჯებოდი.
-უნდა მეთქვა?
-უნდა გეთქვა,უნდა მცოდნოდა.
-მერე ასეთი ეფექტური,ასეთი საინტერესო და ნამდვილი რომ არ გამოვიდოდა?უთხრა ღიმილით.
-მაშ აღარავინ აღარ გემუქრება?მითხარი ალექს ეს სიმართლეა?
-არა,მარიამ არავინი არ მემუქრება და ეს ყველაფერი რეალობაა.
-არ მჯერავს,თავი სიზმარში მგონია.
-არის ერთი პრობლემა.
-რა პრობლემა,მითხარი.
-მე მემუქრება მხოლოდ ერთი ადამიანი თუ დროზე არ გავედი აქედან.
-ვინ,ვინ გემუქრება.
-შენი ქმარი,ისე მიბღვერს დროზე უნდა გავქრე აქედან თორემ ნამდვილად ვერ გადავურჩები მრთელი მის მოქნეულ ხელს.მარიამი და ალექსანდრე გულიანად იცინოდნენ და გიორგი მარიამს სიყვარულით სავსე თვალებით უცქერდა.
-ღმერთო ჩემო,რამდენი ვიტირე მისი დაკარგვის შიშით.მე ხომ ჩემს ბედნიერებაზე ვთქვი უარი,ნუთუ ეს სიზმარი არ არის და რეალობაა?ბედნიერების მოპოვება არ არის იოლი რამ,ის ხომ ადამიანის მირაჟთან არის გაიგივებული.გაბრაზდა გიორგი და დაემუქრა ცხელ და გაბრაზებულ გულზე ბიჭებს,მაგრამ რომ დაფიქრდა მიხვდა რომ მათმა მის სულს უმკურნალეს და გელა მისი სულის მკურნალად მონათლა,რადგან ძალიან ღრმად შევიდა გიორგის სულში და იქ ნათლად დაინახა მისი დიდი ტკივილი,,უმარიამობა''.გიორგიმ სასმისი აიღო,გელას შეხედა და ყველას გასაგონად თქვა.
-ჩემი ცხოვრების გზაზე და ჩემი 27 წლის მანძილზე ბევრი საინტერესო ადამიანი მინახავს,მაგრამ დღეს რაც ვნახე შენს და თქვენს თვალებში ეს ამ წლების მანძილზე არავის თვალებში არ დამინახავს.შენ სულის სიღრმემდე წვდები ადამიანს,ეს თითქოს უბრალო და ელემენტარული რამაა,მაგრამ არ შეცდეთ მე თქვენ სულის მკურნალს გიწოდებთ და თქვენ მე მოგნათლავთ საუკეთესო მეგობრად,რომლემაც იცით მეგობრის ფასი და მეგობრის სიყვარული.დაგემუქრეთ,დაგემუქრეთ ყველას მაგრამ არ ვიცი ოდესმე თუ შევძლებ ამ თქვენი სიკეთის გადახდას,მაგრამ გპირდებით რომ ვეცდები თქვენს სახეზე მაგ თბილი ღიმილის,მაგ სიყვარულით სავსე გულის და შეცვლა დაგანებოთ.საერთოდ ნებას არასოდეს არ დაგრთავთ რომ შეიცვალოთ.გიორგი მოეხვია იქვე მის გვერდით მდგარ გელას და ისევ ხმამაღლა დიდი სიამაყით თქვა ,,ენით უთქმელი გრძნობაა თქვენს გვერდით ცხოვრება,ადამიანებთან ვისთანაც არ მჭირდება ათასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა.დარწმუნებული ვარ ამ მეგობრობას ვერავინი ვერ შეარყევს ვერასოდეს''.
-ეს არ მოხდება გიორგი არასოდეს,რადგან ჩვენი სამეგობრო ყველაზე წმინდა გრძნობით შეკრული სამეგობროა სადაც არ არსებობს ტკივილი,არ არსებობს ღალატი და არ არსებობს შური,ბოღმა.მე მიყვარს მჭიდროდ შეკრული ჩვენი გუნდი. იყვირა ბოლო სიტყვები გელამ და კიდევ ერთხელ მჭიდროდ ჩაკიდეს ერთმანეთს ხელი.ქორწილი ძალიან ლამაზად და წყნარად ჩატარდა,ამდენი ნერვიულობის შემდეგ მოეშვა ოჯახის წევრებიც და მარიამიც ანათებდა მისი ბედნიერებით,მისი გულიანი კისკისით ყველას აბედნიერებდა უფრო კი გიორგის.ქორწილმა თბილიში გადაინაცვლა,რესტორანში სადაც გიორგის დაუჯერებელი,მაგრამ ნამდვილი სიურპრიზი ელოდა.გული წყდებოდა,რომ ამ მნიშვნელოვან დღეს მის გვერდით არ იყო რუსო და გოგი მაგრამ რესტორანში შესვლისას მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.იქ დახვდა ყველა მისი სანათესავო და დაერბაზის შუა გულში ამაყად მდგარი რუსუდანი ეშმაკურად მომღიმარ მეუღლესთან ერთად.
-არ მითხრათ,რომ თქვენ ყველაფერი იცოდით.გაბრაზება უნდოდა,მაგრამ მაინც შეეპარა მის ხმას ღიმილი და თავადაც გაეღიმა.რუსომ თავი დაუქნია და უთხრა.
-ვიცოდი ქორწილისთვის მზადებას არ დამანებებდი და აი ეს ყველაფერი ჩემი ხელებით გავაკეთე.
-როგორ დამალე ასე ტყუილი,შენ ხომ ტყუილის თქმა არ შეგიძლია ასე როგორ ითამაშე დედა.
-ძალიან კარგად,ჩემი ერთადერთი შვილისთვის სიცოცხლესაც კი დავთმობ.ეს გეგმა მე და ანამ დავგეგმეთ,მერე ბიჭებს გავუმხილეთ და აი ახლა მადროვე მოგილოცო დაქორწინება.გიორგიმ გადაეხვია დედას და გემრიელად ჩაკოცნა შემდეგ კი გოგის მეგობრულად დაკრა ხელი და უთხრა.
-არ მეგონა შენც თუ აგიყოლიებდნენ,როგორც ვხედავ ესეც მოახერხა ამ ჯადოქარმა.
-საქმე ჩემი შვილის ბედნიერებას ეხებოდა შვილო და უარი მეთქვა?ამ დროს ბექას ომახიანი ხმა გაისმა.
-მეგობრებო,მეგობრებო რამოდენიმე წუთით ვითხოვ თქვენს ყურადღებას.გთხოვთ ამ არაჩვეულებრივ კადრებს მივაქციოთ ყურადღება.დარბაზი დაბნელდა და სიბნელეში მთელ კედელზე ვიდეომ გაანათა და ექვსი პატარა ბიჭების ხელიხელგადახვეული ფოტოები გამოჩნდა, ნელა ნელა მათ სახეები ზრდასთან ერთად ცვლიდნენ კადრებს თუ როგორ იზრდებოდნენ,როგორ თამაშობდნენ ერთად,როგორ ჭიდაობდნენ.არ დავიწყებია ბოლო ორი წლის ვიდეოებიც სოფელში გადაღებული მარიამის წყალში ჩავარდნა,ანას და გიორგის კინკლაობა მოსაკლავად რომ მისდევდა ეზოში,მარიამის ჩხუბი ინდაურთან რაზედაც ძალიან ბევრი იცინეს, მარიამის და გიორგის ნერვიულობა და ბოლოს მარიამის ვერანდიდან გადმოპარვა.ყველას მოეწონა ვიდეო და მარიამი კი გაოცებული იყო.
-შენ,შენ ხომ წაშალე ეს ვიდეო.უთხრა ბექას დაბღვერილმა.
-მოვასწარი ჩემს გვერძე გადაგზავნა.უთხრა ბექამ სიცილით.ძალიან ლამაზი საღამო იყო,დღეიდან შეიცვლება მარიამის და გიორგის ცხოვრება ისინი ხომ უკვე ერთი ოჯახი არის.მარიამს უნდოდა ძლიერი და თავდაჯერებულად წარმოეჩინა თავი,მაგრამ გიორგიმ მის თვალებში შიში ამოიკითხა მიუახლოვდა და უთხრა.
-შიში,შიში გააქრე შენს თვალებში მარიამ.
-შენთან არ მეშინია,შენზე ძვირფასი ჩემთვის თვით ჩემი თავიც კი არ არსებობს.
-ხოდა მოეშვი და ის წუთი,რომ მოვა უშიშრად შეგიძლია მენდო და მაჩუქო შენი თავი.მე გპირდები,რომ შენ თავად მოუსმენ შენი სხეულის ხმას.ვინ იფიქრებდა,თბილიში ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ჩამოსული ერთი პატარა-ციცქნა გოგო ჩემს გულს თუ დაიმონებდა.მინდა ერთად,სულ ერთად ვიყოთ საყვარელო უსასრულობამდე.
-სიყვარული უსასრულობამდე საყვარელო,შენ ჩემი გული და სული ხარ.
-მე შენ მიყვარხარ და გახსოვდეს,რომ ამ სამ სიტყვაში მთელი ჩემი ცხოვრებაა,ჩემი სამყარო ამ წამამდე და ამ წამის შემდეგ უსასრულოდ.მათბობ და შენი სითბო,სულში მფეთქავ გულად მეღვრება,გულად რომელიც მაცოცხლებს,გული რომელიც შენი სიყვარულით გაგიჟებული ხეთქავს გულის ძარღვებს.საშინლად მომენატრე,შენი მონატრებაც ჩემი სიცოცხლის არსია,თავად შენ კი აუწონელი და ფასდაუდებელუი განძი ხარ ჩემი.მარიამმა ხმა ვერ გააკონტროლა და გიორგის მისი გულის სიღრმიდან ამოსული სიტყვები მიუძღვნა.
-თითოეულ დღეს სიგრძეზე მეტი,სიღრმე აქვს რომელიც შესაძლებელი წელიწადსაც კი გაუტოლდეს.ყველას გისურვებთ გეპოვნოთ თქვენი სიცოცხლის არსი თქვენს გვერდით და გეცხოვროთ ლამაზი ცხოვრებით.გვახსოვდეს,რომ ცა მიწიდან იწყება,ჩემი სიცოცხლე კი იწყება ადამიანით,რომელმაც სიყვარულით აავსო ჩემი გული.ყველას მოგიწოდებთ,დაიცვათ თქვენი სიყვარული თუნდაც თქვენივე სიცოცხლის ფასად.
-როგორ მინდა აქვე და ახლავე მოგეფერო,მაგრამ ამჯერად მხოლოდ შენს კოცნას დავჯერდები.უთხრა გიორგიმ და მარიამის ნერვიულობისაგან გაცივებულ ტუჩებს შეეხო,რომელმაც იგრძნო თუ არა გიორგის ბაგე სიცივე სითბოთი შეცვალა და თავადაც უპასუხა მონატრებულ ადამიანს მისი გრძნობით.საღამო დასასრულს უახლოვდებოდა,ანა იდგა და სიყვარულით სავსე თვალებით შესცქეროდა მარიამს და გიორგის.ძალიან უხდებოდა მის სხეულზე დაკოფსებული პატარა მუცელი,რომელზედაც ბექამ ხელები შემოხვია და მუცელზე დააწყო მაგრამ უეცრად რაღაც ბიძგო იგრძნო ხელის გულებში და შეშინებულმა ხელი უკან წაიღო.
-ანა ეს რა იყო?კითხა გაოცებულმა ანას და მან სიცილით უთხრა.
-ეს ის იყო,რომ გაფრთხილება მიიღე ჩემმა შვილმა გითხრა წყნარად იყავი დედიკოს ამ ხალხში ნუ ეთომარებიო.
-მართლა ის იყო?მე მან მიგრძნო?გაოცებას ვერ ფარავდა ბექა.
-დიახ ის ჩემშია და აი აქ ფეთქავს ჩვენი მესამე გული.ხელი მოკიდა ბექას და მისი ხელი ისევ მის მუცელზე დაიდო,ბექამ ისევ იგრძნო დარტყმა და ამჯერად უფრო ძლიერი.
-გამიგონია,პირველად ნაყოფი რომ გაინძრევა თვალები უნდა დახუჭო და ჩაიფიქრო ვის გინდა დაემსგავსოსო თან მისი ხასიათიც გამოყვესო.
-ღმერთო,ანა ბიჭი იქნება თუ გოგო არ მინდა შენ რომ დაგემსგავსოს.არ მინდა შენსავით გიჯი იყოს,რამდენი რამ მაქვს შენს გვერდით გადატანილი.უთხრა ღიმილით ბექამ.
-ნუ გეშინია მე უკვე ჩავიფიქრე,მინდა შენ დაგემსგავსოს.ისე ტვინი არ გასხამს თავიდან,ფიზიკურად კი მინდა შენსავით სიმპატიური იყოს ჩემი ბიჭი.
-ბიჭია?რა იცი რომ ბიჭია?გაუხარდა ბექას.
-ბიჭია.უთხრა ღიმილით ანამ.
-რატომ არ მითხარი ანა.
-მინდოდა სიურპრიზი ყოფილიყო.არ გეწყინოს რა.
-ანა ძალიან ბევრს ჰგონიხარ რომ შენ ერთი ძალიან ჯიუტი და თავნება გოგო ხარ,მაგრამ არცერთმა მათგანმა არ იცის რომ შენი გული კრისტალივით სუფთა და მოკრძალებულია.ამასთან ერთად დიდი მეოცნებე ხარ,რომელიც რეალობას შორიდან ადევნებს თავს.ასევე ხარ პესიმისტი და ფეთქებადი ხასიათის,შენ მხოლოდ ჩემი გიჟი ანაბელი ხარ.უთხრა ბექამ და ყელში დაუტოვა გემრიელი კოცნა.ანა ისე იდგა სულ შემოსასვლელისკენ ჰქონდა თვალი,უცებ იყვირა და ბექაც შეაშინა.
-მოვიდააააა,უკვე სრულად ვართ ყველა ერთად.ბექამაც გაიხედა და დაინახა მისკენ გაღიმებული ალექსანდრე მოდიოდა რომელსაც წინ შეეგება ხელებგაშლილი და მონატრებული მეგობრები ერთმანეთს გადაეხვია.ყველას გაეხარდა ალექსის დაბრუნება,პირველი გიორგის და მარიამს მიულოცა და შემდგ ღიმილით მაგრამ მსუბუქი საყვედურით დააჯილდოვა ყველა.
-არ გრცხვენიათ?ჩემს წასვლას ელოდით რომ ყველა ერთად დაქორწინებულიყავით?გელამ რატის გადახვია ხელი და უთხრა.
-ჩვენ შენ გელოდთ ძმაო,უშენოდ როგორ ვიქორწინებდით ამათსავით უნამოსოები ვართ განა?
-კი როგორ არა, ამ წუთშივე დავიჯერე შენი სიტყვები.არ ჩაგივარდათ მომენტი ხელში ალბათ,თორემ არც თქვენ ხართ უკან დამხევი.გამოაჯავრა ალექსიმ გელა და რატი.
-გეყოთ ერთმანეთის დაკბენა და ჯობია ქორწილი შეირგეთ.თქვა რატიმ.ბიჭებს კი კინკლაობა რუსოს და გოგის მისვლამ შეაწყვეტინათ რომლებმაც ახალდაქორწინებულ წყვილს რაღაც ჩაუდო ხელში და თან ღიმილით უთხრა.
-გაფრენა ერთ საათშია და მოემზადეთ,აქედან პირდაპირ აეროპორტში მიდიხართ.მარიამ ყველაფერი მანქანის საბარგულში დევს,ასე რომ მე და ანამ ბოლომდე ვიზრუნეთ თქვენს ბედნიერებაზე.მარიამს გული აუჩუყდა და სადაც იყო ტირილს დაიწყებდა,რომ რუსომ მკაცრად უთხრა.
-არ გაბედო ტირილი,დრო არ გაქვს უბრალოდ გამოიყენე დრო და ისიამოვნე საყვარელო ამ ლამაზი მომენტით.უკვე უნდა წახვიდეთ,დროა მძღოლი წაგიყვანთ.უთხრა ორივეს ღიმილით რუსომ.
-ჩვენ წავიყვანთ.თქვა ბექამ.
-თქვენ არსადაც არ წახვალთ ასეთ ნასვამ მდგომარეობაში.მკაცრად უთხრა რუსომ და მანქანის გასაღები ჩამოართვა ბიჭებს.გიორგიმ ბექას შეხედა და უთხრა.
-ღირსი ხარ ერთი კვირა არ მოგცეს ის გასაღები და ფეხით იყანყალო.
-წადი თუ მიდიხარ,უკვე ნერვებს მიშლი აქ რომ გხედავ.გიორგიმ ბექასკენ გაიწია,მაგრამ ანა ჩადგა მათ შუა და ორივეს უთხრა.
-გააფრინეთ?შენ კიდე რას გვეჭიმები უკვე ძალაზე მოხვედი?
-დავბრუნდები და მოგივლით.უთხრა და ბექას შეხედა რომელმაც ღიმილით მოაძახა.
-თაფლობის თვე გაქვს და თაფლივით ჩატკბი უჟმურო.
-ეს როგორ არ უნდა გამოვივლო ხელში ახლა.თქვა გიორგიმ მაგრამ რუსომ ერთი შეხედა და მარიამთან ერთად ყველას დაემშვიდობა და ბედნიერებით სავსე წავიდნენ პირდაპირი რეისით პარიზი,შემდეგ იტალია და შემდეგ ლონდონი.დაღლილები იყვნენ რომ ჩაფრინდნენ და მარიამს დაძინების მეტი არაფერი არ უნდოდა.გიორგიმ იცოდა რომ მარიამს შიშები ჰქონდა,ამიტომ ძალიან თავისუფლად იქცეოდა.ჯერ მარიამმა გადაივლო წყალი,თხელი გამჭირვალე საღამურები ჩაიცვა ტანზე სურნელოვანი კრემი წაისვა და შეწვა.გიორგიმ ღიმილით გადახედა უკვე დაწოლილ და დაღლილობისგან მოთენთილ მარიამს და თავადაც წყალის გადასავლებად შევიდა.ჯადოსნური ღამე იქნება დღევანდელი ღამე,ცდილობდა მაქსიმალურად რომანტიკული და სიყვარულით სავსე გამოუვიდეს ყველაფერი.წყნარი მუსიკა ჩართო კარგი განწყობის შესაქმნელად,შუქი გამორთო და ოთახი ოდნავ მბჟუტავი ნათურით გაანათა.ეს არა მარტო მარიამს აარიდა უხერხულობას,არამედ ინტიმური გარემო შეჰქმნა მათ გარშემო.დაწოლამდე თვალი მოკრა მარიამს გამჭირვალე საღამურებში და ის ოთახში არსებულ მკრთალ შუქზე ხელოვნების მუზად აღიქვა.უცქერდა და ფიქრობდა რომ ის უკვე სრულყოფილად შევსილია საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნით.ბიზნესმენს ბევრი დრო არ აქვს დაუთმოს თავის თავს,ყველა ბიზნესმენისათვის დრო ფულია,გიორგის აზრით კი დროს მოაქვს თავად ბედნიერებაც და ფულიც,უნდა გქონდეს იმდენი ძალა დაიცვა შენი ბედნიერება მასზე წინ არც ბიზნესი დგას და არც ფული.აი მისი ბედნიერება ვინ არის,ეს პატარა ქალი რომელიც ახლა ცახცახებს მის მოლოდინში.
  ლამაზი დილა ულამაზეს ღიმილთან ერთად,მარიამმა მკერდზე მიიფარა პლედი,შერცხვა რომ იგრძნო გიორგის მწველი მზერა.გიორგიმ ლოყაზე გაუხახუნა ცხირი და უთხრა.
-რას მალავ მანდ ისეთს რომ მე არ ვიცი,ჩემი გრცხვენია?არასოდეს არ შეგრცხვეს ჩემი,შენ ჩემი ქალი ხარ.დღეს ჩემს გვერდით რომ აღიგქვი ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ.
-არ მეგონა დღეს ასეთი ბედნიერი დილა თუ დამიდგებოდა იმ ნერვიულობის შემდეგ,ღმერთო რამდენი ვიტირე ალბად ცრემლი არასოდეს აღარ მექნება რადგან იმ დღეებმა დააშრო ჩემს თვალებში ცრემლები.დღეს გამოვიღვიძე და რომ დაგინახე იცი რა ვიფიქრე?
-რა იფიქრე.ღიმილით შეეკითხა გიორგიმ.
-ეს ლამაზი სამყარო ჩემიათქო,მხოლოდ ჩემი.უთხრა იმ ღიმილით გიორგის რომ უყვარდა მასში.
-მიყვარხარ ჩემო პატარა ქალო.
-მეც მიყვარხარ დიდო.
-შევცდი,არ მიყვარხარ.
-არ გიყვარვარ?თავი წამოწია მარიამმა და ცოტა დააკლდა ტირილს.
-არა,არ მიყვარხარ მარიამ მე ვგიჟდები შენზე.უცებ გაუნათდა სახე და უთხრა.
-მე კიდევ შენ მაგიჟებ.უბედნიერესი ერთი თვე გაატარა წყვილმა მხოლოდ ორნი,მშვიდ და წყნარ გარემოში მაგრამ საღამოობით დადიოდნენ კლუბებში და ქანცის გაწყვეტამდე ცეკვავდნენ,შემდეგ ფეხით დაივლიდნენ პარიზის ქუჩებს,დილით კი ჩაის სვამდნენ და ერთმანეთს თვალებში შესცქეროდნენ სიყვარულით სავსე.



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

მადლობა ესე რომ გვაცარებ უმაგრესი ხარ

 


№2  offline წევრი naniko mindia

Aki tormetis mereooo supizebit gyvarebia, gulma vermogitmina tormetamde xo ????❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№3  offline მოდერი zia-maria

სტუმარი მარიამი
მადლობა ესე რომ გვაცარებ უმაგრესი ხარ

მიყვარხართ. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№4  offline წევრი მია15

ძალიან კარგი იყო მომეწონა.სიტყვები არ მყოფნის.ველი შემდეგ თავს

 


№5  offline მოდერი zia-maria

naniko mindia
Aki tormetis mereooo supizebit gyvarebia, gulma vermogitmina tormetamde xo ????❤️❤️❤️❤️


12-ის მერე ახალ თავს დავდებ თუ მოვასწარი თუ არადა დილით აუცილებლად.მართალი ხარ,დავასრულე თუ არა გულმა აღარ მომითმინა და დავდე, წარმოვიდგინე როგორ გაგახარებდით. kissing_heart kissing_heart kissing_heart

მია15
ძალიან კარგი იყო მომეწონა.სიტყვები არ მყოფნის.ველი შემდეგ თავს


გაიხარე ჩემო ფერიავ,მადლობა ამ სითბოსათვის. kissing_heart kissing_heart

 


№6  offline წევრი naniko mindia

Aki tormetis mereooo supizebit gyvarebia, gulma vermogitmina tormetamde xo ????❤️❤️❤️❤️vauuuu dzalian magari iyo rogor gamaxare rom male dade, warmatebebi
--------------------
lomidze

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინო

ნეტა თქვენსავით დროულად დებდეს ყველა.ძალიან მომწონს

 


№8  offline მოდერი zia-maria

naniko mindia
Aki tormetis mereooo supizebit gyvarebia, gulma vermogitmina tormetamde xo ????❤️❤️❤️❤️vauuuu dzalian magari iyo rogor gamaxare rom male dade, warmatebebi


მადლობა ჩემო ერთგულო ადამიანო. kissing_heart kissing_heart kissing_heart

სტუმარი ნინო
ნეტა თქვენსავით დროულად დებდეს ყველა.ძალიან მომწონს


ალბად იმიტომ,რომ მე უფრო მეტი დრო მაქვს.ვმუშაობ,მაგრამ დროს მაინც ვპოულობ აქ შემოსასვლელად რადგან აქ ამ გვერდზე ჩემი სამყაროა. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent