შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობებთან ჭიდილი {10თავი}


6-07-2018, 20:52
ავტორი Mathew
ნანახია 2 932

მწვანე ეზოში იქეთ-აქეთ დარბოდა პატარა ლეკვი,ეზოს შესასვლელში ხელმარჯვნივ პატარა მაგიდა იდგა,ცისფრად შეღებილი მაგიდა, ამავე ფერის ორ სკამს შორის მოქცეული.ერთი სკამი პირდაპირ გზას უცქერდა,მეორე კი ზურგით იყო.
ზემოდან ვენახი გადიოდა,მასში კი პატარ-პატარა ვარდისფერი ყვავილები იყო შერეული.რამდენიმე ნაბიჯში მსხლის ხე იდგა,ისინი კი სკამებზე იყვნენ გადანაწილებულნი და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ.მართალია მაქსიმეს და დიტოს სიცილი გაღიმებას არ გასცდენია,მაგრამ გოგონები ამითაც კმაყოფილები იყვნენ.
-დიტო,მიდი რა მსხალი მომიტანე.-მიამ უცებ აუთამაშა ბიჭს თვალები.
-რად გინდა გოგო ეგ მკვახე მსხალი?მასეთ მსხალს იყო ბიცო რო ჭამდა და მე და შენ დავასკვენით,რომ ეს…არა?!მოასწარით უკვე?
-რა უნდა მოგვესწრო,გამაგებიეთ რა?რამდენი საიდუმლო გაქვთ,წავიდა ტვინი ამ გაუგებრობით ტო!-ამოიზმუილა დიტომ.
-ნორმალური თუ ხარ გოგო შენ,მოვასწარით არა ის კიდე-ხელი აიქნია-შენ კიდე ნუ იბუსხები-შეტრიალდა და ბიჭს მოწყვეტით აკოცა ლოყაზე.
-ეს რა იყო ახლა?-უკმაყოფილოდ ამოიზმუილა დიტომ.
-მეტს ვერ მიიღებ,მსხალი ჯერ-თითით მიანიშნა საითკენ უნდა წასულიყო,ისიც მორჩილად დაყვა მის ნებას და ხეს მიუახლოვდა.მალე დაბრუნდა,რამდენიმე მსხალი მოჰქონდა,შემდეგ კი მაგიდაზე დაყარა.
-ახლა მითხარით, რა მსხალის ამბებზე საუბრობდით წუთის წინ.-დიტომ წამოიწყო საუბარი.
-ანიჩკა მოუყვები?
-ნუ მეძახი ანიჩკას და კი,მე მოვყვები.
-აბა გისმენ.
-მოკლედ.ზიკოს და ბიცოს 11 წელი არ ყავდათ შვილი.ერთ დღესაც-მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი,მიუხედავად ამიმა ეს დღე საშინლად ეზიზღება.-ხო…ერთ დღესაც მთხოვა,რომ ჯამი ამეღო და ქვევით მეზობლის მსხალი მომეკრიფა.მეც ავდექი და მიას დავუძახე გასაყოლად,თან კოდევ მეზობელთან უნდა გადავსულიყავით და შეუძლოდაც ვიყავი...
-შეუძლოდ თუ იყავი ეს მარტო ვერ წავიდა?-დიტომ გააწყვეტია.
-არა,ვერ გამიგე.ყველაფერი შემეძლო უბრალოდ…კარგი,შეუძლობის ამბავს მერე მოგიყვებით,ახლა ამას განვაგრძობ-თავი დაუქნიეს და საუბარი განაგრძო-მოკლედ მივედით იმ მეზობლის მსხალთან და მოვწყვიტეთ.მია მეუბნება ეს მკვახე მსხალი რად უნდაო,მაშინ ამ აღმართს მოვუყუვებოდით და თქვა ორსულად ხომ არააო,მე ვუთხარი რომ მეც ასე ვფიქრობდი,მაგრამ გადავწყვიტეთ ეს არავისთვის გვეთქვა რათა ჩვენი აზრები მცდარი არ ყოფილიყო და ბიცოსთვის გული არ გაგვეტეხა.
შემდეგ,მიას უფროსი დის დაბადების დღეზე ისევ შევატყვეთ რაღაც,ამ ქალბატონმაც ენა ვერ დაიმოკლა და ნათია ბიცოლა,ცოტა მოსუქებული ხარო უთხრა-ყველაფერი ზუსტად ახსოვს.-იმანაც გაგვიცინა.რამდენიმე დღის შემდეგ მიასთან ვიყავი,დედაჩემი იყო ფანჯარაში გადმომდგარი და ორსულადო რომ თქვა მაშინვე მივხვდი რაშიც იყო საქმე,ოთახში შევირბინე და ხტუნვა-ხტუნვით ვახარე სალომეს ის რომ მართლები ვიყავით,ამის შემდეგ ვამაყობდით იმით რომ ყველაფერი პირველებმა ჩვენ ვიცოდით, შემდეგ კი ბარბარეც გაჩნდა და,აი ასე.სულ მეშინოდა,რომ ბავშვი არ მოშორებოდა,მაგრამ გაბერილი რომ ვნახე ჩემ ბედნიერებას საზღვარი არ ქონდა-ღიმილით დაასრულა საუბარი-ახლა მიხვდი?-დიტოს გახედა.
-ანუ ის კითხე ორსულად ხო არ ხარო?კი,ახლა მივხვდი-გაუღიმა და მიას მოხვია ხელი.
-და შეუძლოდ ყოფნის ამბავი?-ახლა მაქსიმემ დაიჩურჩულა.
-იმ დღეს ნათლია გარდამეცვალა-მეტი არაფერი უთქვამს.
უბრალოდ ვერ შეძლო!
ძალიან ბერვს ნიშმავდა შორენა მისთვის.
მითუმეტეს მაშინ,როცა წელიწადში ერთხელ ძლივს ნახულობდა ქალს.
დედის საუკეთესო მეგობარი იყო შორენა.
ძალიან ძნელი სანახავი იყო ეს ყველაფერი,რამდენიმე ღამე გადაბმული ტიროდა.
-ბოდიში-ხელი მოხვია და საფეთქელზე მიაწება გავარვარებული ტუჩები.
-არაუშავს,არ იცოდით.
-მგონი დროა ქორწილზე ვიფიქროთ-უცებ წამოჭრა მაქიმეს საუბარი და თვალები გაუფართოვდა,ამას ნამდვილად არ ელოდა.
-რაზე?ვის ქორწილზე?
-ჩვენ ქორწილზე ანა!რა გჭირს?
-უბრალოდ დავიბენი-ჩაიბურდღულა.
-როდის დავთქვათ ქორწილი?
-სიმართლე გითხრა სულ მაისში მინდოდა ქორწილი,ახლა მაქამდე ვერ მოვითმენ ამიტომ ოქტომბერში იყოს.-უცებ დაიწუო ანამ ტიტინი.
-კარგი,ოქტონბერში იყოს-გაუცინა და ხელი წელზე შეუცურა.
-აუ,თბილოსში რომ ჩავალ კაბის ძებნას დავიწყებ-მიამ აღტაცებულმა შემოკრა ტაში.
-ხო მია,მაშინვე დაიწყე და ქორწილის წინა დღეს შეარჩიე-ანამ ენა გამოუყო.
-მე შენნაირი კი არ ვარ.
-ჩემნაირი იყო ნეტა,მე ვიცი რანაირი კაბაც მინდა.
-გეყოფათ ახლა თორე სულ არ იქნება ქორწილი-ორივე დააშოშმინა მაქსიმემ.
-კარგი ხო-ხელები ჩაიქნია მიამ.
-ანუკიი-უცებ გამოვიდა სახლიდან ბარბარე,თან მორბოდა.
-ხო ბარბი.
-ბავშვებმა დამირეკეს,ქვემოთ იკრიბებიან და დედიკომ ანუკი თუ წამოვა გაგიშვებო.
-ვინები იქნება ბა?
-ანი იქ იქნება,ნინიკოც ჩამოსულია,იო იქაა და კიდე ვიღაცეები.დიდებიც არიან,წამოხვალ?
-წავიდეთ?-ბავშვებს მოავლო თვალი,თანხმობის შემდეგ მომზადება დაიწყეს და ძველი “ბირჟისკენ“აიღეს გეზი.
ადრე იკრიბებოდნენ აქ,მიასთან ერთად დადიოდა და ყველაზე პატარა იყო,ახლაც იგივე ბავშვები იქნებიან,მაგრამ მათთან ერთად მათი დედმამიშვილები.ისიც ბარბარეზე ოდნავ დიდები.
მალე მოემზადნენ,ნათიას წასვლის შესახებ უთხრეს და დაღმართზე დაეშვნენ.ანას სახლი მოსახვევთანაა,იქვე მოსახვევთან გზა იყოფა და აღმართზე ადის.
აღმართი ჩაიარეს და მოსახვევს გაყვნენ,უცებ გაისმა საშინელი ხმა.აი ის,ანას რომ მთელი ბავშვობა ეშინოდა და ახლაც რომ შიშით აკანკალებს.
ნელ-ნელა უახლოვდებოდა ტრაილერი მათ,მაშინვე გამოერკვა და გზიდან გადავიდა.
სანამდეც შეეძლო იქამდე მოშორდა გზას და მეზობლის ღობეს ჩაეხუტა.
-ტრაილერების ისევ გეშინია?-მაქსიმეს დამცინავი ხმა რომ გაიგო ნერვები მოეშალა.
-დამცინი არა?ფუ შე დამპალო კაცო-ხელი აიქნია და როცა გზა თავისუფალი დაოგულა ისევ ჩვეულებრივად დაიწუო სიარული.
მალე მიუახლოვდნენ დაღმართს და ქვემოთ ჩავიდნენ.
ბავშვები მოიკითხეს.
-მია,ანი-ანი მიუახლოვდა მათ და გოგონები გადაკოცნა.ისიც მათი ტოლია,ნუ ანიზე დიდია.
-ანიკო-ორივემ ერთხმად წამოიძახა და ხელები მოხვეს მას.
-ვა ვა,რა ხალხი.გვიკადრეთ?-ახლა ლუკა წამოდგა ფეხზე.
-ჩვენ სულ აქეთ ვართ ლუკიჩო,შენ არ გვკადრულობ თორე-მიამ წაკბინა და სხვებიც მოიკითხეს.
-ესენი თქვენი ნათესავები არიან თუ?-ნინი წამოდგა ფეხზე.
-გაიცანით მაქსიმე დადვანი,ჩემი ქმარი-ბიჭი მიუახლოვდა,სხვებს გაუღიმა და ანას წელზე შეუცურა ხელი.
-დაიცა,შენ გათხოვდი და ჩვენ არაფერი ვიცით?ქორწილი გამოგვაპარე შენ წრიპა?
-არ ყოფილა ჯერ-აკაპასებული თათია დააწყნარა,შემდეგ კი დიტოს გაცნობის ჯერი დადგა.
-ეს დიტოა,ჩემი…-აქ გაჭედა მიამ.
-მისი საქმრო-მან დააბოლოვა და იგივე გაიმეორა რაც მაქსიმემ.
-ოჰო,ამათ მოუსწრიათ-უცებ ახორხოცდნენ.
-ოჰ,ხუჭუჭა და ნამცეცაც აქ ყოფილან-წამში გადაიტანეს ყურადღება ბავშვებზე რომელიც იქეთ კუთხეში,თანატოლებთან ერთად ისხდნენ.
გოგონებმა ხელი დაუქნიეს და საუბარი განაგრძეს.
შემდეგ ისინიც მოკალათდნენ და საუბარი დაიწყეს,ეს არ ეყოთ და ძველი დრო გავიხსენოთ და ვითამაშოთო.
ამიტომაც “ბრის ილი მიაუ-ს“ თამაში დაიწყეს.
ხან სახეში უტყაპუნებდნენ ერთმანეთს,მერე ხელში აყავდათ,სეირნობდნენ და ერთი ამბები მოკლედ.
დიტომ წაეჭვიანებაც კი მოასწრო,მაგრამ მია რის მიაა სხვებს თავისი ადგილი რომ არ მიუჩინოს,ორივე დააშოშმინა.
თქვენ მერე ანა უნდა გენახათ,ვიღაც ახალჩამოსული გოგო იყო,სულ არ იცნობდა.ისიც აზრზე არ იყო ვინ იყო ანა,ან თუნდაც მაქსიმე.
დიდი ხნის შემდეგ მოვიდა და გააბა მაქსიმესთან ფლირტი.
მართალია ბიჭი ზრდილობიანად ცდილობდა მისი თავიდან მოშორებას,მაგრამ ახალი თავს არ ანებებდა,სხვები კი ანას დაჭიმულ ძარღვებზე კაიფობდნენ.
ბოლოს ვეღარ მოითმინა და მაქსიმეო იმხელაზე დაიღრიალა ყველას ყურადღება მიიქცია და ააფხუკუნა კიდეც,ის გოგო კი გაშტერებული იჯდა და ვერაფერს ხვდებოდა.
-ხო პატარა-უცებ მიუბრუნდა და ხელი მოხვია.
-პატარას ნუ მეძახი და ყურადღება მომაქციე-ხელები გადაიჯვარედინა და თვალები დაუბრიალა.სხვები უყურებდნენ და მათი შემხედვარე ეღიმებოდათ,ანა მუდამ განთქმული იყო ეჭვიანობით.მესაკუთრე იყო,მიაზეც კი იეჭვიანა როცა ვიღაც ანანოს წერდა და სულ მასზე საუბრობდა რაჭიდან დაბრუნებული,ნერვები ეშლებოდა და იმასაც გაიძახდა ჩემზე მეტად გიყვარსო.
-ანა გამებუტე?-უცებ გაეცინა მაქსიმეს.
-აბა რანაირია,ცოლს ზურგს აქცევ და ვიღაც გოგის ეჭუკჭუკები.-არც თვითონ დააკლო.
-აჰა,ანუ იეჭვიანე-უცებ მიუხვდა მაქსიმე.
-მაქსიმე-დაუღრინა.
-თქვენთან ბოდიში,ცოლს მოგტაცებთ და წავალთ.
-არსადაც არ მოგყვები.
-მე წაგიყვან რა პრიბლემაა.
-არა,ჩემით-უცებ წამოდგა ფეხზე და ბავშვებს დაემშვიდობა.სახლის გზა ჩუმად გაიარეს,აი მაქსიმემ ბარგს რომ დაავლო ხელი იქ გაშრა.
-სად მივდივართ მაქსიმე?
-ჩემთან.
-ჩემთა-გააჯავრა-სად შენთან?
-სვანეთში ანა.
-ახლა სვანეთში?ხო არ მეკაიფები?
-მიდი შენებს დაემშვიდობე და წავედით.
-არა!
-ანა ხომ იცი რომ მაინც წაგიყვან?
-არ მინდა ასე მალე მათი დატოვება.
-კიდევ ნახავ.
-ხო,მაგრამ…
-ანა-მეთქი.
-კარგი ხო-კიბეებზე დაეშვა,ბიძიას და ბიცოლას დაემშვიდობა.
მანქანაში ჩასხდნენ,დაღმართს რომ მიუახლოვდნენ გაჩერება სთხივა.უცებ ჩაირბინა.
-რიგში დადექით,უნდა დაგემშვიდობოთ.
-სად მიდიხარ გოგო?-უცებ წამოხტა მია.
-სვანეთში-ტაში შემოკრა.
-რა გინდა სვანეთში?
-მე რა ვიცი,აგე ამას ჰკითხე-უცებ ამოუდგა გვერდით მაქსიმე.
-აუ დიტო ჩვენც წავიდეთ რაა-ბიჭს მიუბრუნდა.
-მიდი შენც დაემშვიდობე-დაბალი ხმით უთხრა და გაუღიმა.
ყველას დაემშვიდობნენ,მაქსიმემ და ანამ იქვე გადააყენეს მანქანა და დიტოს და მიას ელოდნენ.
ბოლოს ერთად მიუყვებოდნენ გზას.
ხმა არ ამოუღია,ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც საშინლად ქონდა ნერვები მოშლილი.
ჩუმად იჯდა და ბუნების სილამაზით ტკბებოდა,ბოლოს დაიღალა და მალე ჩაეძინა.
დიტო და მია კი მთელი გზა ჭუკჭუკებდნენ.
-ანი ეჭვიანია ხო?-დიტომ მიას თვალებ მოჭუტული გახედა.
-კი.ერთხელ ჩემზეც იეჭვიანა.ძალიან მესაკუთრეა და არ უყვარს როცა ყურადღებას არ აქცევენ.
-ბოლოს გაჭედა და კივილი ხმამაღლა მოუვიდა.-ანას გახსენებაზე სიცილი აუტყდა.
-ხო,მაგაში მართალი ხარ-გაუცინა და გზას გახედა.
-ისე არც შენ იქნები ნაკლები-გაუცინა და თვალი ჩაუკრა.
-შენ თუ დატესტვა გინდა იმის,თუ როგორი ეჭვიანი ვარ,დამიჯერე,ცუდად წაგივა საქმე-თვალი ჩაუკრა ბიჭს და გზას გახედა.
-მაქსიმე ეჭვიანია?
-გააჩნია რა,თუ იცნობს ადამიანს…ისე კი,არის.
-შენ რომ ხარ ეგ გავარკვიე უკვე.
-გირჩევნია ბოლომდე არ გადამრიო და დაყენდე.
-კაი რა დიტო,რატო უნდა გადაგრიო?
-რა ვიცი რა წამოგიფრენს თავში.
-ხო,ეგეც მართალია-გაიცინა და გზას გახედა.
-არ დაიძინებ?
-თავი მოგაბეზრე ხო?-რაღაც სისულელე დააბრეხვა
-ღმერო რა გეშველება მია,დაიღლები უბრალოდ.წინ დიდი გზაა.
-კარგი-ლოყაზე აკოცა და უკან გადაფოფხდა.
ორივეს ოთახში გაეღვიძა,იმ განსხვავებით რომ ეს ოთახები სხვა და სხვა იყო.
ფრთხილად წამოდგა ამაშუკელი ფეხზე,თვალები მოისრისა და სარკის წინ დადგა.
თმაში თითები შეიცურა და დაილაგა,შემდეგ პლედს დაავლო ხელი და ქვემოთ ჩავიდა.გარეთ საკმაოდ ბნელოდა,ადვილად მიხვდებოდი,რომ გვიანი იყო.
ყველას მისაღებში მოეყარა თავი და რაღაცაზე საუბრობდნენ.
მიაც ახალ გაღვიძებული იყო,სახეზე ეტყობოდა.
დიტოს გვერდით იჯდა და თავი მის მხარზე ედო.
ნაბიჯებ არეული შევიდა ოთახში და მაქსიმეს გვერდით თავისუფალი ადგილი დაიკავა,წამოწვა და მუხლებში ჩაუდო თავი.
-გამოიძინე?
-კიდე მეძინება.
-მალე ავალთ და დავიძინოთ-გაუღიმა და თმაში შეუცურა ხელი.
-დიდი ხანი მეძინა?
-მთელი გზა.-ეს რომ უთხრა უცებ გაახსენდა,მასზე გაბრაზებული იყო.
-ხელი გააჩერე!-მკაცრად დაიგრგვინა მისმა ხმამ.
-რა ხდება?-მის ნებას დაყვა და ხელი გააჩერა,ანაც უცებ წამოდგა და ჩვეულებრივად დაჯდა.
-შენზე გაბრაზებული ვარ!-ეს რომ თქვა სამივემ სიცილი ატეხა.
-მაქსიმე ტახტზე გიწევს დაწოლა.-დიტომ ძმაკაცს თვალი ჩაუკრა.
-თქვენ რა გაცინებთ ერთი?-ახლა წინ მჯდომ წყვილს შეუბღვირა.
-აუ ეს მგონი კიდევ ვერ გამოვიდა ნაკოზიდან-მიამ ამოიჯუჯღუნა.
-ნარკოზიდან კი გამოვედი,უბრალოდ ამან მომიშალა ნერვები-მაქსიმესკენ გაიშვირა თითი.
-კარგი რა ანა.
-იძახე ახლა კარგი რა,გადი გადაშენდი-ხელი აიქნია და ფეხზე წამოდა-მშია,სამზარეულო სადაა?
-მარჯვნივ შეუხვიე და დაინახავ.
-კარგი-უხმოდ წავიდა და სენდვიჩის კეთება დაიწყო,შეჭამა და მიალაგა.
-ბავშვებო-გამოკეთებული ხასიათით დაბრუნდა უკან.
-ისევ უნდა დაგვცოფო?
-არა,და იმისთვის ბოდიში.
-ძველი ანიკოც დაბრუნდა-მიამ ტაში შემოკრა.
-ნიკას და დათის დავურეკოთ რა,ჩამოვიდნენ.
-უი,ეგენი როგორ დაგვავიწყდა.
-დავრეკავ-დიტომ ტელეფონი ამოიღო და გადარეკა,ბიჭები ხვალ ჩამოვიდოდნენ.
-რომელი საათია.-მთქნარებით იკითხა მიამ.
-თორმეტი სრულდება.
-დავწვეთ რა.
-კარგი-წამოიშალნენ.
მია და დიტო ქვემოთ დარჩნენ,მათი ოთახი იქ იყო.ანა და მაქსიმე კი ზევით ავიდნენ.
ფრთხილად შეაღო ამაშუკელმა ითახის კარი და შუქი აანთო.
-საწოლი დასაგები არაა?
-არა,გზაში დავურეკე მეზობელს და გასწორება ვთხოვე.
-ყოჩაღი ბიჭი ხარ-ლოყაზე მიაკრა ტუჩები და შებრუნდა,მაგრამ უცებ წვდა მაქსიმე მკლავში და თავისკენ მიაბრუნდა.
-ამით არ დავკმაყოფილდი-ჩუმად უჩურჩულა და ნაზად დაეწაფა გოგონას ბაგეებს.მოულოდნელი იყო.მის ამ მოქმედებას ანას ამოკვნესებაც მოყვა.მალე გამოერკვა,თმაში შეუცურა ხელი და კოცნა გააღრმავა.ამან მაქსიმე გაათამამა და ახლა უკვე ყელზე გადაიტანა ტუჩები.თავი უკან გადააგდო და ხელებით ბიჭის მაისურს ჩააფრინდა.
ამის შემდეგ კი არაფერი ახსოვს.

დილით როცა გაიღვიძა მაქსიმეზე იყო აკრული,შეიშმუშნა და საათს გახედა.ადრე იყო,მაგრამ ვერ ისვენებდა.
მაქსიმეს გაღვიძებაც არ უნდოდა,რადგან რცხვენოდა.
სასაცილოა არა?მაგრამ მას მაინც რცხვენოდა.
მისი დაძარღვული ხელისგან განთავისუფლება სცადა,ამის ნაცვლად უცებ ჭყიტა დადვანმა თვალები და ცოლისკენ მობრუნდა,გაუღიმა და უცებ წაეტანა მის ბაგეებს.
-დილა მშვიდობისა-ჩუმად დაიჩურჩულა დამორცხვებულმა.
-დილა მშვიდობისა პატარა.როგორ გეძინა?
-შესანიშნავად.
-ანა.
-ბატონო.
-აბა თვალებში შემომხედე-არ უნდოდა,მაგრამ მაიმც მობრუნდა და მის თვალებს თავისი გაუსწორა.წამში აწითლდა და ვეღარ გაუძლო.
-ჩემი სულელი-ხელი მაგრად მოხვია და კისერში ხმაურიანად აკოცა.
-არ ვარ სულელი.
-ნწნწ-თავი გააქნია და ისევ წელზე შეუცურა ხელი.
-დავიძინოთ რა,ადრეა.-მთქნარებით ამოილიპარაკა ანამ.
-მიდი დაიძინე,აქ ვიქნები მე.
-შენ არ დაიძინებ?
-არა,არ მეძინება.
-კარგი-თვითონაც მოხვია ხელები და მის გულზე დადო თავი.
ყურებში ესმოდა გაბმული ცემა,მაგრამ ვერ ხვდებოდა ეს მისი გული იყო,თუ მაქსიმესი.
ბოლოს აღარ აუტკიებია თავი ამაზე ფიქრით და გაბმულ “მელოდიას“უსმენდა.
თვალები როცა გაახილა მაქსიმე იქ დახვდა,ამჯერად გამოწყობილი იყო,თითებს მის თმებში დაათამაშებდა და მძინარეს უყურებდა.
-რომელი საათია?
-თორმეტი.
-ჯანდაბა,უნდა ავდგე-ნელა წამოდგა საწოლიდან და თხელი საბანი ტანზე აიფარა.-მაქსიმე.
-ბატონო-სიცილით შეხედა.
-გადი-თითით კარებისკენ უჩვენა.
-არ გავალ-იხტიბარს არ იტეხდა.
-მაქსიმე.
-არა.
-აუ მაქსიმე.
-ანა ჩემით გადაგაძრობ მაგ საბანს ახლა თუ არ ადგები!-უცებ შეუღრინა.გოგომაც საბანს დაავლო ხელი,ტანზე მოიხვია და ტანსაცმელს დაავლო ხელი,შემდეგ კი სააბაზანოში შევიდა.
დიტო და მია ქვევით იყვნენ,სამზარეულოში.
გაზქურასთან იდგა და საჭმელს აკეთებდა, დიტო რომ მიეპარა და ხელი მოხვია.
-როგორ მინდა ყველა დილა ასე იწყებოდეს.
-ასე დავიწვები-ძლივს ამოილუღლუღა მიამ.
-ეგ არ მაწყობს.
-მაშინ მომშორდი, და შეეშვი ჩემ წელზე შენი გრძელი თითების ტარებას.
-არც ეგ მაწყობს.
-დიტო.
-კარგი ხო-მოშორდა და ლოყაზე აკოცა.
მალე შემოუერთდა მათ მაქსიმე და ანა,მიირთვეს და სამზარეულოც ერთად დაალაგეს.
ეზოში ისხდნენ,აუზთან.
მია შეზლონგზე იყო წამოწოლილი და ლიმონათს სვამდა,თან დიტოს ეჭორავებოდა.
მაქსიმე კი აუზის პირას მოსეირნე ანას უყურებდა,ზოგ მომენტში შენიშვნასაც თუ მისცემდა ,რომ წყალში არ ჩავარდნილიყო .თითქოს პატარა ბავშვი ყოფილიყო ამაშუკელი.
უცებ ჭიშკარი გაიღო,ეზოში სირბილით შემოხტა ძაღლი და მათკენ მთელი სისწრაფით გამოქანდა.
აღარ მიუქცევია იმისთვის ყურადღება თუ ვინ იყო ძაღლის უკან.
მხოლოდ ის გაიაზრა,რომ მალე ეს დიდი არსება მას შეახტებოდა და დაგლეჯდა.
უნებლიე გადადგა ნაბიჯი უკან და ბასეინში ჩავარდა.
ფილტვები წყ'ლით აევსო,ფართხალი დაიწყო,მაგრამ მაინც ვერაფერს გახდა.
თვალები დაეხუჭა,ფართხალიც შეწყვიტა.
მალე კი წელზე იგრძნო ვიღაცის ხელი,მიხვდა მაქსიმე იყო.
თვალები როცა გაახილა მაშინვე მაქსიმეს შეშინებულ სახეს შეეფეთა.
ყელი საშინლად ტკიოდა.
-აღარ დაგინახო აწი აუზთან მიახლოებული!იცი მაინც როგორ შემეშინდა?მაშინვე რომ ვერ მომეხდინა რეაგირება,მერე რა მექნა?ნორმალური თუ ხარ საერთოდ?-მაშინვე დაიწყო ანას გაკიცხვა და ათას სისულელეს აყრიდა ერთად.
-ჩემი რა ბრალია?ძაღლმა შემაშინა და უეცრად გადავდგი უკან ნაბიჯები-თავი იმართლა და ყელის ტკივილი დააიგნორა.
-არ მაინტერესებს,აუზს არ მიუახლოვდები.-დაიხარა და ხელში აიყვანა.
-სად მიგყავარ?
-ოთახში,სულ სველი ხარ-აღარ შეწინააღმდეგებია.
მოწესრიგდა და ისევ ქვემოთ დაეშვა,ამჯერად ჰამაკში იჯდა მაქსიმესთან და სხვებთან ერთად.
ის ძაღლიც გვერდით ყავდა და სულ არ აღმოჩნდა სადისტი.
მისი პატრონი კი ძიმა იყო,მაქსიმეს ბიძაშვილი.
მალე დათი და ნიკაც შემოუერთდათ და ახლა უფრო გახალისდნენ,ორი ჯამბაზის დახმარებით.
დათიმ გიტარაც გამოაძვრინა და ამღერდნენ,კოცონიც დაანთეს და იმხიარულეს.
ყოველ დღე რაღაც ახალ-ახალს აკეთებდნენ.
დილით ღირშესანიშნაობებს ათვალიერებდნენ,სვანურსაც სწავლობდნენ.
ცდილობდნენ დასვენებისგან ყველანაირი სიამოვნება მიეღოთ და გამოსდიოდათ კიდეც.
სვანეთში ერთი თვე გაატარეს,დაუვიწყარი ერთი თვე.
ამ დროის მანძილზე მიხვდა ანა,რომ მართლა უყვარდა მაქსიმე და ტყუილად არ დაუწყია ურთიერტობა დავიდან.
ყველაფერი კარგად მიდიოდა,თან ზედმეტად კარგად,ზოგჯერ ამის ეშინოდა კიდეც.
ეშინია,რომ ამ დიდ ბედნიერებას დიდი უბედურებაც არ მოჰყოლოდა თან და არ გაეუბედურებინა.

28 აგვისტოს,მარიამობას ანას გურიაში მოუწია დაბრუნება.
დედის მხრიდან მუდამ აწყობდნენ საგვარეულო შეკრებას,ისიც მუდამ ესწრებოდა და ახლაც,მაქსიმესთან ერთად წავიდა.თან სანათესაოც გაიცნობდა სიძეს,მაგრამ ანას მათი აზრი დიდად არ ადარდებდა.
მთავარი ის იყო,რომ მას ის უყვარდა .
დანიშნულების ადგილას როცა მივიდნენ ყველა იქ დახვდათ,მათ მიესალმა და მაქსიმეც გააცნო.შემდეგ კი მაგიდასთან მოკალათდნენ.
ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა,მაგრამ ანა საშინლად დაიღალა.
ხმაურმა თავი აატკივა და ძალაც წაართვა.
-დე,ხო კარგად ხარ?-დედა მიუახლოვდა და ხელი მოხვია.
-კი დე,უბრალოდ მგზავრობამ დამღალა და ხმაურმაც იმოქმედა.
-კარგი.დღეს ხომ რჩებით?
-ხო და ხვალ ადრე დილით წავალთ.
-კარგი დედა,ოთახი მომზადებულია.
-კარგი,მადლობა.-დედა გადაკოცნა და სახლის გზას გაუყვა.
ფეხიც კი ერეოდა,თავბრუც ეხვეოდა.
სახლში როგორც კი მივიდა ოთახში ავიდა,გამოიცვალა და დაწვა.
დილით ადრე ადგნენ,მასპინძლებს დაემშვიდობნენ და თბილისში დაბრუნდნენ.
***
სექტემბერი იყო უკვე,ქორწილისთვის დაიწყეს მზადება.
უნდოდა,რომ ყველაფერი ისე ყოფილიყო როგორც ოცნებობდა.
მიაც ეხმარებოდა.
ყველა მას ედგა გვერდით და ცდილობდნენ მისი სამუშაო შეემსუბუქებინათ.
რესტორინის საქმე რა თქმა უნდა მოგვარებული იყო,დიზაინი იყო დარჩენილი.
შემდეგ მანქანა,თაიგული,ოპერატორი და ათასი რამ.
მაქსიმეც სამსახურში იყო და ამის მიუხედავად მაინც ცდილობდა ყველაფერში ჩართვას.
სამზადისში სექტემბერიც მიიწურა,ოქტომბრის დასაწყისში კი კაბების საყიდლად დაიწყეს სიარული.
სხვა ყველაფერი მოწესრიგებული ქონდა,მხოლოდ ეს იყო დარჩენილი.
ყოველ დღე დადიოდნენ და არჩევდნენ კაბებს,მაგრამ ვერსად ნახა ისეთი,როგორიც უნდოდა.
მიაც,თითქმის ყველას იწუნებდა.
ცხოვრებაში ერთხელ გექნება ეს დღე და საუკეთესო კაბა უნდა გეცვასო.მართალიც იყო,არც ანა ეჩხუბებოდა და ისევ აგრძელებდნენ ქექვას.
საბოლოოდ,ერთი კვირით ადრე ქორწილამდე იპოვა ოროვემ კაბა,და ამით ყველაფერი დამთავრდა.
***
მისაღებში იჯდა და ტელევიზორში საყვარელ ფილმს უყურებდა.
კარების ხმა რომ გაიგო მიხვდა,მაქსიმე დაბრუნდა.ტელევიზორს თავი დაანება და მის შესახვედრად გავიდა.
-ასე ადრე როგორ მოხვედი?
-ხვალისთვის უნდა მოვემზადო,ამიტომ ადრე წამოვედი.
-რა ხდება ხვალ?
-ბანკეტია.
-ოჰო,შენც დაპატიჟებული ხარ-უცებ ჩამოუშვა ცხვირი.ასეთი საღამოების დროს სახლში გვიან ბრუნდება.
-ჩვენ.
-რა ჩვენ?
-ორივე ვართ დაპატიჟებულები.
-დიდი პატივია.
-ხვალ ექვსი საათისთვის მზად უნდა ვიყოთ.
-გავითვალისწინებ-ირონიას არ იშორებდა,მაგრამ გულის სიღრმეში მაინც უხაროდა.
-ღმერთო,ასეთი ირონიული ჭკუიდან მშლი.
-რას მელაპარაკები.-ენა გამოუყო და ტახტზე მოთავსდა.მაქსიმეც გვერდით მიუჯდა,თავისკენ დაქაჩა და ბაგეებზე ეძგერა.
***
მეორე დილით თავი საშინლად ტკიოდა.საჭმელიც ვერ ჭამა,გულის რევის შეგრძნება თავს არ ანებებდა.
მთელი დღე უხალისოდ იყო,მაქსიმემ ისიც კი უთხრა თუ გინდა არ წავიდეთო,მაგრამ ექვსი საათისთვის მზად იყო.
რესტორანს როცა მიუახლოვდნენ უარესად გახდა,სახეზე მოხვდა ალკოჰოლის და სიგარეტის სუნი და მაშინვე გარეთ გაბრუნდა.
ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი.
-ანა კარგად ხარ?
-კი,ახლა უკვე უკეთ.
-რა გჭირს?გინდა ექიმთან წავიდეთ.
-არა.დარწმუნებული ვარ მიას წვნიანმა მომწამლა.
-მაშინ გასაგებია,მაგრამ მაინც…
-არა მაქსიმე.წამოდი ახლა,შევიდეთ-სიტყვის თქმა არ დააცადა,ხელკავი გამოდო და შენობაში შევიდნენ.
საშინლად იყო,მაგრამ არ იმჩნევდა.
მაქსიმესთვისაც თქმა რცხვენოდა.უკვე მეათედ შეისხა სახეზე ცივი წყალი,საბოლოოდ მაშინ მოისვენა სახლში როცა დაბრუნდა.
რამდენიმე დღეც ასე გაატარა,მაგრამ მასში ძალიან დიდმა მღელვარებამ გაიღვიძა,როცა გააცნობიერა,რომ ქორწილამდე სულ რაღაც ერთი დღე იყო დარჩენილი.

მია ქარიშხალივით დაატყდა თავს.ძლივს წამოაგდო საწოლიდან,მაგრამ როცა გაიაზრა,რომ დღეს მისი ქორწილის დღე იყო სააბაზანოში სირბილით შეხტა.
მალე მოწესრიგდა,წყალი გადაივლო და ხალათით გავიდა ოთახში.
ჯერ მაკიაჟი გაუკეთეს,შემდეგ თმა,ფრჩხილები და ბოლოს კაბა ჩაიცვა.
საოცრება იყო.
ულამაზესი.
რამდენჯერ წარმოიდგინა ეს დღე,მაგრამ ასეთი თუ იქნებოდა არ ეგონა.
საკუთარ თავს უმზერდა,და დაეფიცება,ცხოვრებაში პირველად ტკბებოდა საკუთარი თავის ყურებით,უყურენდა და ვერ იჯერებდა,რომ ის გოგონა იყო.
თვალები ბედნიერებისგან უფრო უელავდნენ.
იმდენად სადა და დახვეწილი იყო მისი შეგშურდებოდათ.
ფიქრებიდან მიამ გამოაგდო.
-წამოდი,მაქსიმე გველოდება.-ნელი ნაბიჯებით დატოვა ოთახი და კიბეებს ჩაუყვა.
სუნთქვა შეეკრა ანას დანახვისას,წინ წამოიწია რამდენიმე ნაბიჯით.ცდილიბდა სიტყვებისთვის მოეყარა თავი,მაგრამ არ გამოსდიოდა.
-არ ვიცი,რა უნდა გითხრა.
-ამას კომპლიმენტად ჩავთვლი-ლოყაზე მიაწება ტუჩები და ახლა დიტოს გადაეხვია.
დარბაში მისვლამდე ბევრი იბოდიალეს,ჯვარი დაწერილი ქონდათ,ახლა მხოლოდ ხელი მოაწერეს,შემდეგ ფოტოები გადაიღეს და დარბაზში მივიდნენ.
არც ატუმრები იყვნენ ნაკლებ დღეში.
ორისე ავსებდა ერთმანეთს.
ზედმეტად იდეალურები იყვნენ,და ეს დღეც,ზედმეტად ბედნიერი იყო.
მიუხედაბად წყენისა თუ გაუგებრობისა,ყველა ის ადამიანი დაპატიჟა ვინც გაიხსენა.
აი,მაქსიმეს ბათუმელი მეგობრებიც დაპატიჟა.
ისინი,ვინაც ბავშვობა გაუმწარეს,მაგრამ ბევრი იფიქრა და თქვა,რომ არა ისინი ახლა ყველაფერი ასე არ იქნებოდაო.
ყველაფერს აქვს ორი მხარე,ამ ყველაფერმა კი საბოლოოდ ბედნიერება მოუტანა.
ბიჭებმა მიულოცეს,ჯერ ვერ იჯერებდნენ,რომ ეს ის გოგო იყო,რომელიც მაშინ დაამცირეს,ბოლოს ბოდიშებით აავსეს,საჩუქარი გადასცეს და იქაურობას გაეცალნენ.

***
გოგოებთან ერთად ცეკვავდა,თავის ადგილს როცა დაუბრუნდა მაქსიმე იქ ვერ ნახა.
ვერც დარბაზში მოკრა თვალი,ბოლოს ხელი ჩაიქნია და საპირფარეშოსკენ აიღო გეზი.
-არა რა,იმის შემდეგ თუ ცოლად მოიყვანდი რას წარმოვიდგენდი?
-ამ ტყუილმა აქამდე გატოპა,როდის უნდა გაშორდე?
-არ თქვა,რომ მართლა გიყვარს-გულისცემა გაუორმაგდა,სუნთქვა გაუხშირდა.
მიხვდა,რომ მასზე იყო საუბარი.
მიხვდა,რომ ისევ ისინი იყვნენ და მიხვდა,რომ ისევ ტყუილში ცხივრობდა.
ელოდა მაქსიმეს პასუხს,იქნებ შეწინააღმდეგებოდა,მაგრამ არა.ვერაფერი გაიგო,ფრთხილად დააკაკუნა კარებზე და დაელოდა როდის გაუღებდნენ.



დაგვიანებისთვის ბოდიში.მალე სოფელში მომიწევს წასვლა.გადავწვიტე დიდი თავები დავდო და წასვლამდე დავასრულო,ამიტომ თუ დავაგვიანე არ გეწყინოთ რა ^^
მიყვარხართ ^^



№1  offline წევრი Crazy dreamer

ძალიან კარგი თავი იყო...
ბედნიერებით სავსე. ბოლო ეპიზოდს რამდენჯერმე მივუბრუნდი მე ხომ არ ამერია რამეთქო, მაგრამ ტყუილად. არ მინდა დაშორდნენ ერთმანეთს ვნახოთ რა იქნება შემდეგ თავში დარწმუნებული ვარ რაღაც ძალიან საინტერესო მოდება... წარმატებები და ველოდები ახალ თავს...

 


№2  offline მოდერი Mathew

Crazy dreamer
ძალიან კარგი თავი იყო...
ბედნიერებით სავსე. ბოლო ეპიზოდს რამდენჯერმე მივუბრუნდი მე ხომ არ ამერია რამეთქო, მაგრამ ტყუილად. არ მინდა დაშორდნენ ერთმანეთს ვნახოთ რა იქნება შემდეგ თავში დარწმუნებული ვარ რაღაც ძალიან საინტერესო მოდება... წარმატებები და ველოდები ახალ თავს...

ძალიან დიდ მადლობა კომენტარისთვის საყვარელო.
წინ მართლაც საინტერესო თავები გელოდებათ,აი დაშორებას რაც შეეხება...არ ვიცი,ვნახოთ ^^

 


№3 სტუმარი Mako

Zalian momecona,boloshi intrigam zalian damainteresa,imedia ar daashoreb.moutmenlad veli axal tavs

 


№4 სტუმარი სტუმარი Salome

ვაიჰჰჰჰ რადროსსს დამთავრდა...

 


№5 სტუმარი ნია

ძალიან მიყვარს თუ მიყვარდა ეს ისტორია...ნუ უკვე იმასაც ვფიქრობ ჯერ დაასრულო და მერე წავიკითხო... არ მინდა ისეთი პერსონაჟი შემძულდეს რომელიც ძალიან შემიყვარდა ამიტომ არც ვიცი რა ვქნა :( ცუდისკენ წავიდა სიტუაცია, თან მისი დუმილი ყველაფრს ამსხვრევს და აწი რაც არ უნდა თქვას ამ გოგოს წინაშე მაინც დამნაშავე იქნება, მე ვერ ვენდობი და გუი დამწყდა ასე რომ მიყვარს ეს ისტორია :( მაინც წარმატებებს გისურვებ

ბანალურობის სუნი მცემს უკვე :(( ნიძლავის მოძველებულ თემას თუა ეს ბიჭი აყოლილი ყველანაირ მუღამს მიკარგავ(

 


№6  offline წევრი teengirllove

vaimee axla shendeg tavande gavgijdebi, icode axla ar achxubo torem gachxubeb samudamod..vgijdebi maqsimeze da ise nu gamoiyvan megobrebtan xmasac ro ver igebs da sayvarel qals ver icavs :))) ise dzaan sayvarliba tavi iyo,esec da winac

 


№7 სტუმარი Wero

აუუუუ რაინტრიგაა ჩაგდეეეე ^^ მაგიჟებ და მინდა,რომ შემდეგი თავი მალეეე დადოოოოოო*** სასწაული ხარრრრრრ ადამიანო***^^^

 


№8  offline მოდერი Mathew

Mako
Zalian momecona,boloshi intrigam zalian damainteresa,imedia ar daashoreb.moutmenlad veli axal tavs

დაშორებით არ დავაშორებ,არ იღელვოთ.ინტრიგას რაც შეეხება,შემდეგი თავები წინაა,ძალიან დიდი მადლობა ^^

სტუმარი Salome
ვაიჰჰჰჰ რადროსსს დამთავრდა...

გაგრძელება იქნება... :დდდ

mirandaa31
აუ ახლა არ დააშორო ერთმანეთს. ახლა რომ გავიგო ან რამე ნიძლავი აქვს ან რამე ეგეთი აღარ წავიკითხავ :( ასე კარგად არიან ერთმანეთთან ტან მგონი ორსულადაც არის ანა. მოკლედ ველოდები რა ახალ თავს მალე

არ დავაშორებ,ამას ვერც მე გადავიტან,მაგრამ სულ ცოტა დაძაბულობა იქნება.ეს სჭორდება ისტორიას,მადლიბა რომ კითხულობ ^^

ნია
ძალიან მიყვარს თუ მიყვარდა ეს ისტორია...ნუ უკვე იმასაც ვფიქრობ ჯერ დაასრულო და მერე წავიკითხო... არ მინდა ისეთი პერსონაჟი შემძულდეს რომელიც ძალიან შემიყვარდა ამიტომ არც ვიცი რა ვქნა :( ცუდისკენ წავიდა სიტუაცია, თან მისი დუმილი ყველაფრს ამსხვრევს და აწი რაც არ უნდა თქვას ამ გოგოს წინაშე მაინც დამნაშავე იქნება, მე ვერ ვენდობი და გუი დამწყდა ასე რომ მიყვარს ეს ისტორია :( მაინც წარმატებებს გისურვებ

ბანალურობის სუნი მცემს უკვე :(( ნიძლავის მოძველებულ თემას თუა ეს ბიჭი აყოლილი ყველანაირ მუღამს მიკარგავ(

ნია საყვარელო,ნიძლავი არ იქნება,ნუ ღელავ.
ამათ დაშორებას არ ვაპირებ,უბრალოდ რაღაც მომენტში დაძაბულობა შემოვიტანე,მხოლოდ სიმსივნეთი ვერ დავასრულებდი ისტორიას.გაგრძელება იქნება და იმედია წაიკითხავ და არ ინანებ რომ ეს ისტორია შეგიყვარდა^^

teengirllove
vaimee axla shendeg tavande gavgijdebi, icode axla ar achxubo torem gachxubeb samudamod..vgijdebi maqsimeze da ise nu gamoiyvan megobrebtan xmasac ro ver igebs da sayvarel qals ver icavs :))) ise dzaan sayvarliba tavi iyo,esec da winac

ბემბიიი^^
ამათ რამე როგორ დავუშავო?!
მაქსიმეს კიდე არ გამოვიყვან “ჩვარად“ ნუ ღელავ!
ეს ჭორდებოდა ისტორიას,ყველაფერი წინაა ჯერ ^^

Wero
აუუუუ რაინტრიგაა ჩაგდეეეე ^^ მაგიჟებ და მინდა,რომ შემდეგი თავი მალეეე დადოოოოოო*** სასწაული ხარრრრრრ ადამიანო***^^^

ძაალიან დიდი მადლობააა ^^
შევეცდები,რომ მალე დავდო და არ დავაგვიანოო ^^

 


№9 სტუმარი ნია

უფ დავმშვიდდი, უცებ ათასი აზრი მომაწვა და მიხარია ჩემი მოსაზრებები შორს თუა)) რაკი ასეა მაშინ კვლავ ძველებურად ვყვარობ ამათ და გელოდები <3

იმედია არ გვალოდინებ)

 


№10  offline მოდერი Mathew

ნია
უფ დავმშვიდდი, უცებ ათასი აზრი მომაწვა და მიხარია ჩემი მოსაზრებები შორს თუა)) რაკი ასეა მაშინ კვლავ ძველებურად ვყვარობ ამათ და გელოდები <3

იმედია არ გვალოდინებ)

არა ძვირფასო,ხვალვე დავიწყებ წერას რომ დიდი გამოვიდეს და მალე ავტვირთავ ^^
გამახარე და ძალიან დიდი მადლობა ^^

 


№11 სტუმარი ყდჯ

ასე რომ აგვიანებ მერე საერთოდ აღარაა საინტერესო და მავიწყდება რა მოხდა წინანთავში

 


№12  offline მოდერი Mathew

ყდჯ
ასე რომ აგვიანებ მერე საერთოდ აღარაა საინტერესო და მავიწყდება რა მოხდა წინანთავში

დღე ჩაგდებით ვდებ და დგვიანებას რაც შეეხება,ერთი დღე თუ გადავაცილე.ესეც იმიტომ,რომ რაღაც პრობლემები მაქვს,ვმუშაობ და ზოგჯერ ვერ ვიცლი ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent