შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამის მეასედი (თავი 20)


7-07-2018, 01:18
ავტორი Stranger things
ნანახია 1 359

-არ თქვა ლუკ! -მივხვდი რომ უარესს მეტყოდა.
-ლუი გაქრა და ელენაც თან წაიყვანა.
თავი 20
-და ამას ეძახდი ყველაფერი დავგეგმეო?!-დავიღრიალე მე და ლუკს მაისურში ვწვდი.
-ნოე,ნოე...-ხელში ჩამავლო პოლმა და გვერდით გამწია.
-კაბინეტში შევიდეთ.-თქვა იონასმა და ყველა მას გაჰყვა.
-კამერის ჩანაწერები ნახეთ.-თქვა ბენმა.
მე დივანზე ჩამოვჯექი და სახე ხელებში ჩავრგე.
-დაცვა სად იყო?-ამოვიღმუვლე.
-ნოე დამშვიდდი...-მითხრა ტარიელმა.
-დაცვა სად იყო?!-დავიღრიალე და გარეთ გავვარდი რომ დაცვა მენახა.
-ბატონო ნოე...-დაიწყო ერთ-ერთმა.
-სად იყავით?-ვთქვი დაბალი ხმით.
-ჩვენ..
-ნოე წამოდი ასე არაფერი გამოვა.-მითხრა ლიზამ, მეც ძლიერად მოვხვიე ცალი მკლავი და კაბინეტში დავბრუნდი.
-ჯანდაბა, როგორ დავტოვე...-ვთქვი და ლიზასთან ერთად ჩამოვჯექი დივანზე.
-ნოე, თავს ნუ იდანაშაულებ, მაგას როგორ იფიქრებდი რომ საკუთარი ნათლია ასე მოექცეოდა, თან დაცვაც გაფრთხილებული გყავდა.-მე საპასუხოდ მხოლოდ თავი გავაქნიე და კიდევ უფრო მაგრად მივიკარი ლიზა, რომელსაც ცრემლები სდიოდა სახეზე.
დაახლოებით ორი საათი ვიჯექი ჩუმად, შემდეგ კი ლუკის ტელეფონმა დარეკა.
-გისმენთ...კარგი, მოემზადეთ...კი დღესვე...გააკეთე რასაც გეუბნებით!-თქვა და გათიშა.-იპოვეს, დღესვე დავაკავებთ.
-მეც მოვდივარ.-ვთქვი მე.
-ნოე,არ ღირს...-დაიწყო ლუკმა.
-ლუკ!-გააჩერა პოლმა და მანაც უყოყმანოდ დაუქნია თავი.

**********
ელენა
**********
თვალები გავახილე...
-თავი მისკდება....-ამოვილაპარაკე და თავზე დავიდე ხელი, თან წამოდგომა ვცადე მაგრამ არ გამომივიდა.
-ნუ ეცდები წამოდგომას, ძლიერი წამალი იყო და ცოტა ხანი კუნთების მოძრაობა შეგისუსტდება.-ნაცნობი ხმის პატრონს ავხედე და ლუის თავლი გავუსწორე.
-რა გინდა?
-არაფერი საყვარელო, მხოლოდ თავისუფლება...ნოეს უკვე ველაპარაკე და დავპირდი რომ სანაცვლოდ გაგიშვებ.
-რამეს დამიშავებ?-ვკითხე და თავი ჩავღუნე.
-არა პატარა.-თქვა თითქოს წყენით, გვერდით მომიჯდა და ხელი მომხვია.-ეგ როგორ იფიქრე, თან წაგიყვან...
-კი მაგრამ...ხომ თქვი რომ გამიშვებდი?-ავხედე და შეძლებისდაგვარად გვერდით გავიწიე.
-ადამიანები იტყუებიან.-ფეხზე წამოდგა და კარებთან მივიდა.- კარგად მოეწყვე და ცოტა დაისვენე... ბიჭები შემოგივლიან და სავახშმოდ ჩამოგიყვანენ...ხვალ ამერიკაში გავფრინდებით.- თქვა და გავიდა.
წამში გავჩნდი კართან და გამოვაღე.
-რამე გჭირდებათ ქალბატონო ელენა?-მკითხა ერთ-ერთმა დაცვის წევრმა, რომელიც ჩემს ოთახთან იდგა.
მივხვდი რომ გაქცევის მცდელობა უაზრო იქნებოდა და ოთახში დავბრუნდი, მთელი ოთახი მოვათვალიერე მაგრამ ერთი საწოლის გარდა არაფერი იყო, არც ფანჯრები ჰქონდა, ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე. არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექი უმოძრაოდ...რაღაც ხმაური გავიგე, შემდეგ კიდევ განმეორდა და მალე უფრო გაძლიერდა, შემდეგ კი ძალიან ახლოდან გაისმა, გარეთ გავიხედე და დაცვის წევრი დავინახე,რომელიც დაბლა ეგდო, მარად მიეჭირა ხელი მკლავზე, მის პერანგზე კი წითელი ლაქა იზრდებოდა.
-ჯანდაბა!-ამოვიოხრე და იმის მგივრად რომ გავქცეულიყავი, დავიხარე და ხელი ძლიერად დავაჭირე ჭრილობაზე.- მშვიდად იწექით და არ გაინძრეთ...-ვუთხარი რაც შეიძლება სწრაფად.- დამეხმარეთ! -წამოვიყვირე მე.
მისი საქამრიდან დანა ამოვიღე და ფრთხილად გავუჭერი პერანდი, ვეცადე ყველაფერი გამეხსენებინა პირველადი დახმარების შესახებ, ვიცოდი რომ რაღაც ნაჭერი უნდა დამეჭირა, მიმოვიხედე, არაფერი იყო, არც საწოლს ჰქონდა რამე, ახლა სიმორცხვის დრო არ იყო მაისური გავიხადე და ძლიერად დავაჭირე ჭრილობაზე... დერეფანში პოლიციელი დავლანდე.
-დამეხმარეთ, გთხოვთ!-დავიყვირე და ისიც წამში შემოტრიალდა ჩემსკენ.
-ქალბაონი ელენა?-იკითხა მან.
-დამეხმარეთ გთხოვთ, სისხლისგან იცლება.-ვტიროდი მე.
-ამას მე მივხედავ, თქვენ დერეფანს დაუყევით და მარცხნივ წადით ბატონი ნოე იქ გეძებდათ.-მითხრა და ახლა მან დაიკავა ჩემი ადგილი.-და ქალბატონო...-მორცხვად მიმანიშნა,რომ მაისური არ მეცვა.-ეს აიღეთ.-მითხრა და თავისი ქურთუკი მომაწოდა.
მადლიერი სახით გამოვართვი, მოვიცვი და სირბილით დავუყევი დერეფანს.
-ნოე!-დავიძახე.-ნოე!
უკნიდან ძლიერი ხელები მომეხვია, წამში ვიცანი ნოეს სურნელი, შევბრუნდი და ცრემლიანი სახე მის კისერში ჩავრგე.
-ნოე,ნოე...-ვლუღლუღებდი და ძლიერად ვეკროდი.
-ელ, შენი სისხლია?!-შეშფოთებულმა დამწია უკან.-დაჭრილი ხარ?
-არა,არა ჩემი არაა...-ვთქვი და შუბლზე შუბლი მივადე.
-ელ...-ამოიოხრა და წამში ვიგრძენი როგორ შეეხო მისი რბილი ტუჩები ჩემსას, თითები სახეზე ნაზად ჩამომისვა და ჩემი კისერი ხელებში მოიქცია.
მოულოდნელობისგან ცრემლები მდიოდა სახეზე და ნოეს ძლიერად ვეკვროდი.
-ჩემი ხარ, ჩემთან ხარ...-წამით მომშორდა და მთელი სახე დამიკოცნა.
დაღლილი და გამოფიტული დავეყრდენი, ხელი მუხლებთან შემიცურა და ხელში ამიტაცა, ხელები კისერზე მოვხვიე და თავი გულზე დავადე.
-დაიძინე საყვაელო, ჩემთან ხარ.-შუბლზე მაკოცა და მეც ნელ-ნელა დამეხუჭა თვალები, მაგრამ დაძინება ვერ შევძელი.
-ლუი იპოვეთ?-იკითხა რამდენიმე წუთში.
-გაიქცა...-გავიგე ნაცნობი ხმა.-დაჭრილია?!-როგორც მივხვდი ჩემზე იკითხა.
-არა ,სხვისი სისხლია... სასტუმროში წავიყვან.
-მოიცადეთ.-ვთქვი და მძიმედ გავახილე თვალები, ჩვენ წინ ლუკი იდგა და შეშფოთებული სახით შემომცქეროდა.- დერეფნის ბოლოს... სადაც მე ვყავდი დაჭრილია, მიხედეთ გთხოვთ...-გაჭირვებით ვთქვი და ისევ დამეხუჭა თვალები.
-დამშვიდდი ელენა მივხედავთ, შენ კი მალე გამოჯანმრთელდი.- მითხრა ლუკმა.
-მაგაზე არ იდარდო.-მკაცრად უთხრა ნოემ.
-ნოე, ჩვენ კიდევ დაგვრჩა სალაპარაკო...
-მე მოვრჩი.-მოუჭრა ნოემ და გასასვლელისაკენ წავიდა.
მე კი ძილმა და დაღლილობამ თავი წამართვა.
თავლი გავახილე... პირველი რაც დავინახე ნოე იყო, სახე ახლოს ჰქონდა ჩემთან და მისი სუნთქვა კანზე მეფრქვეოდა,ტანზე მისი მაისური მეცვა და აღარც ხელები მქონდა სისხლიანი. ხელი აწიე და თითები ნაზად ჩამოვუსვი ლოყაზე, საათს გავხედე დილის სამი იყო.
-ელ...-თქვა ძილისგან დაბოხებული ხმით.-ცუდად ხარ?
-კარგად ვარ..სად ვართ?
-სასტუმროში... ჩემთან ნომერში.-თმაზე მომეფერა.
-შენ მომიყვანე?-ვცადე ყველაფერი გამეხსენებინა.
-კი, შენი ტანსაცმელი სისხლიანი იყო...მაისური ვერ ვიპოვე, მხოლოდ შარვალი და ქურთუკი გეცვა, ქიმწმენდაში გავგზავნე.
-გავიხადე.
გაკვირვებულმა ამომხედა.
-ჭრილობაზე დავადე ერთ-ერთ მცველს.-ავუხსენი.
-ლუკმა დარეკა, ლუი იპოვეს, მცველი საავადმყოფოშია.
-ოთახში გავალ.-ვთქვი და წამოვდექი.
-ისე, შენს ოთახში სიურპრიზია.-თქვა ღიმილით და ისიც წამოდგა.
-სიურპრიზი?
-ნახე.-მითხრა და მოწყვეტით მაკოცა. მე ჩამეღიმა და თავი ჩავხარე რომ სიწითლე დამეფარა.
ფეხზე წამოვდექი, ჩემი ოთახისაკენ გავიქეცი, კარი შევაღე, ოთახი მოვათვალიერე, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე წარბაწეულმა გავხედე კარებზე მიყუდებულ ნოეს და საწოლზე ჩამოვჯექი,უკან დაბრუნებას ვაპირებდი როდესაც სააბაზანოს კარი გაიღო და იქიდან ლიზა გამოვიდა თმის მშრალებით.
-ლიზა!-ვიყვირე და ბიძაშვილს სწრაფად მოვეხვიე.
-ელე.-ჩაიკისკისა და მანაც მომხვია ხელები.-სიურპრიზი!
-ტარიელი?-ვიკითხე და ლიზას მოვშორდი.
-ეეე...-მხარი გამკრა ლიზამ.-მე უკვე მოგწყინდი?
-გვერდით ნომერშია.-გაეცინა ნოეს.-ხვალ ნახე, ახლა უნდა დაისვენო.-მომიახლოვდა შუბლზე მაკოცა და კარისაკენ წავიდა.- წამოხვალ?
-დღეს აქ დავიძინებ.-ვუთხარი და ბიძაშვილს კიდევ ერთხელ მოვეხვიე.



№1  offline წევრი .M.A.R.I.

იუუუ მაგარია ძალიან
ადრე ვკითხულობდი ამ ისტორიას
მაგრამ მერე რატომღაც შევწყვიტე
და ახლა 12 თავი ერთად წავიკითხე
შოკირებული ვარ!!!
აი უძალიანესად მომწონს ეს მოთხრობა
გთხოვ მალე არ დაასრულო
შეიძლება ვერ ვიტან ორმოცდაშვიდთავიან ისტორიებს
მაგრამ ამას სიამოვნებით წავიკითხავ❤

ძალიან ინტრიგულად ამთავრებ ზოგადად და ძალიან კარგია ეს))❤
და გთხოვ თავები გაზარდე
პატარა არაა მაგრამ უფრო დიდი
კარგი იქნება^__^

 


№2  offline წევრი Stranger things

.M.A.R.I.
იუუუ მაგარია ძალიან
ადრე ვკითხულობდი ამ ისტორიას
მაგრამ მერე რატომღაც შევწყვიტე
და ახლა 12 თავი ერთად წავიკითხე
შოკირებული ვარ!!!
აი უძალიანესად მომწონს ეს მოთხრობა
გთხოვ მალე არ დაასრულო
შეიძლება ვერ ვიტან ორმოცდაშვიდთავიან ისტორიებს
მაგრამ ამას სიამოვნებით წავიკითხავ❤

ძალიან ინტრიგულად ამთავრებ ზოგადად და ძალიან კარგია ეს))❤
და გთხოვ თავები გაზარდე
პატარა არაა მაგრამ უფრო დიდი
კარგი იქნება^__^

მახსოვხარ, ტარიელის თაყვანისმცემელი არა? relaxed wink ალბათ როგორც წინა ისტორია, ესეც 30 თავიანი იქნება ♥♥♥ ჯერ არ დავამთავრებ, კიდევ მაქვს გეგმები blush რაც შეეხება თავების გაზრდას, პარალელურად ახალ ისტორიაზე ვმუშაობ და არა მგონია მოვახერხო, მაგრამ ყველანაირად ვეცდები ნახევარი გვერდით მაინც გავზარდო.

 


№3  offline წევრი .M.A.R.I.

Stranger things
.M.A.R.I.
იუუუ მაგარია ძალიან
ადრე ვკითხულობდი ამ ისტორიას
მაგრამ მერე რატომღაც შევწყვიტე
და ახლა 12 თავი ერთად წავიკითხე
შოკირებული ვარ!!!
აი უძალიანესად მომწონს ეს მოთხრობა
გთხოვ მალე არ დაასრულო
შეიძლება ვერ ვიტან ორმოცდაშვიდთავიან ისტორიებს
მაგრამ ამას სიამოვნებით წავიკითხავ❤

ძალიან ინტრიგულად ამთავრებ ზოგადად და ძალიან კარგია ეს))❤
და გთხოვ თავები გაზარდე
პატარა არაა მაგრამ უფრო დიდი
კარგი იქნება^__^

მახსოვხარ, ტარიელის თაყვანისმცემელი არა? relaxed wink ალბათ როგორც წინა ისტორია, ესეც 30 თავიანი იქნება ♥♥♥ ჯერ არ დავამთავრებ, კიდევ მაქვს გეგმები blush რაც შეეხება თავების გაზრდას, პარალელურად ახალ ისტორიაზე ვმუშაობ და არა მგონია მოვახერხო, მაგრამ ყველანაირად ვეცდები ნახევარი გვერდით მაინც გავზარდო.



ტარიელის თაყვანისმცემელი კიიმ :დ სწორად გახსოვარ
ისე ანუ სადღაც 10 თავი დარჩა დამთავრებამდე^^❤
პს. ისე უკვე მოუთმენლად ველოდები შენს შემდეგ ისტორიას

 


№4  offline წევრი anns

როდის დადებ შემდეგ თავს?

 


№5  offline წევრი Stranger things

anns
როდის დადებ შემდეგ თავს?

ალბათ დღეს. აბა როგორ მოგეწონა ახალი თავი? blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent