სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 14.
რამხელა სილამაზეა სამყაროში და ყველაფერი როგორი სრულყოფილია,იჯდა სკვერში და ღიმილით შესცქეროდა ერთი პატარა და ციცქნა ჩიტი მის წინ რომ დაფრინავს, თან ლამაზად და საამურად ჭიკჭიკებს.ამ პატარა არსებაშიც კი გული ფეთქავს და მანაც იცის რა არის სიყვარული,რომ არ იცოდეს ასე ლამაზი მოსასმენი არ იქნებოდა მისი ჭიკჭიკი.ტოტიდან ტოტზე გადადის და საამურად გაჰკივის მისი პატარა ყელიდან ამოსულ მუსიკალურ ბგერებს. -გამარჯობა,ბოდიში დამაგვიანდა საცობში მოვყევი.რატიმ შეხედა მის გვერდით მჯდარ გოგონას და პირველად მათი ნაცნობობის წლებში გაუჩნდა აზრი,რომ გოგონა ატყუილებდა. -რატომ ნერვიულობ,მე არ მითხოვია აგეხსნა თუ რატომ დაგაგვიანდა.უთხრა მშვიდად. -რატი შენ კარგი ადამიანი ხარ................. -კარგი ადამიანი ვარ და აღარ გინდა ტყუილში მაცხოვრო. -როგორ მიხვდი.გაუკვირდა გოგონას. -შენ საცობში არ მოყოლილხარ ელეონორა. -აბა? -აქ მოსვლამდე სხვის საწოლში ნებივრობდი,არ გინდა არაფლის ახსნა შენმა პარტნიორმა განგებ დაგიტოვა ჩემთვის საჩვენებლად ნიშანი.გააგრძელე ცხოვრება,ჩემგან თავისუფალი ხარ. -ასე ადვილად,ასე უთქმელად დამთმობ? -ვის მოვთხოვო პასუხი,ან რა პასუხი მოვთხოვო იმ ადამიანს ვისთანაც შენი ნებით წახვედი და ინებივრე აქ მოსვლამდე.აქვს ბრძოლას აზრი? ან ვისთვის ვიბრძოლო,მე ვერ ვხედავ და რომ ვხედავდე უკვე სურვილიც არ მაქვს,მშვიდობით. -რატი.... -ელეონორა მომისმინე,როცა ღმერთმა ჩემი სახით ადამიანის შემქმნა ინება და მე სიცოცხლე მაჩუქა,ამ სამყაროს მომავლინა,მომავლინა სიყვარულისთვის და არა დარდისთვის.მე ხომ დარდისთვის არ შევქმნილვარ მე უნდა მიყვარდეს, მიყვარდეს და მწამდეს მისი არსებობა და მჯეროდეს მისი ყოველი სიტყვის ვინც ჩემს გვერდით იქნება. აი ეს არის ჩემი მოვალეობა,რაც მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბედნიერებისთვის დამიწერა ღმერთმა.ჯერ არ მოსულა ჩემამდე ნამდვილი სიყვარული,თუმცა მგონი არის და მე ვერ ვხედავდი აქამდე მას.რატი წამოდგა და აუჩქარებელი ნაბიჯით დატოვა მისი სიმშვიდით გაოცებული ქალი.არ აჩვენა ელეონორას მაგრამ ძალიან ეტკინა მისგან ასეთი მოქცევა,უხასიათოდ დაბრუნდა სახლში.დედამ შეატყო რატის უხასიათობა და მიზეზი შეეკითხა. -რატი რატომ ხარ შვილო ასეთი მოწყენილი. -შემეშვი. -მითხარი რა გჭირს რატი. -გინდა გითხრა სიმართლე? -მითხარი შვილო რა ხდება,ხომ მშვიდობაა. -მშვიდობაა და არც არავინი არ მომკვდარა დედა,დღეს მხოლოდ ჩემი გული მოკვდა. -რააა?გიღალატეს? -არ მიყვარდა,ვერც იმას ვიტყვი რომ მზად ვიყავი მასთან მთელი ცხოვრება გამევლო მაგრამ ვხვდებოდი და ჩვენი ურთიერთობა ნელა-ნელა სერიოზულ ფაზაში გადიოდა. -ხვდებოდით ერთმანეთს? -ვხვდებოდი-(თ) და უკვე აღარ. -ასე უბრალოდ მორჩა ურთიერთობა?შეუძლებელია,არ მჯერა. -რატომაა შეუძლებელი, მე რომ დავიხიე უკან იქნებ იმიტომ? მისთვის შესაძლებელი იყო სხვასთან ენებივრა და რამდენიმე წუთში ჩემთან წამოსულიყო? -აჰ,არა ეს არა. -თან ალბად ის უფრო მდიდარია და ფულიანი. -შვილო შენ ექიმი ხარ,რამდენი კარგი გოგო ტრიალებს შენს გარშემო. -დედა მეძინება,ღამე ნათევი ვარ და უნდა დავიძინო ისე რომ აღარ გამეღვიძოს. -ღმერთო ამას რას ამბობ,გოგოები განა დაილია?მართალი ხარ შენ ჩვენ არ გვაქვს ბევრი ფული,მაგრამ ფულში არ არის ბედნიერება.ჩვენ გული გვაქვს,ცოცხლები ვართ და ვსუნთქავთ.ფული კი გვაქვს იმდენი რამდენიც გვჭირდება,შენს ცხოვრებაში ჯერ არ შემოსულა არავინი რომ ძლიერი გრძნობა გეწვიოს,ადამიანი რომელიც შენში შეამჩნევს შენს სუფთა სულს,გულს და არა სქელ ჯიბეს. -მართალი ხარ დედა,კარგია რომ დროზე ადრე დავინახე მისი ნამდვილი სახე.არ გამაღვიძო საღამომდე,საღამოს ავდგები და უნდა წავიდე მძიმე ავადმყოფები მყავს. -კარგი დაისვენე მაგრამ შენი დასვენების რეჟიმი ძალიან არეულია,ხომ არ დავურეკო ლაშას და ბექას და გულს გადააყოლებ მათთან. -არა,არ მაქვს ახლა მაგათზე ყველაფრის ახსნის თავი,მათმა არ იცოდნენ ელეონორაზე და სანამ არ გამომწურავენ ლიმონივით არ მომეშვენიან.გეფიცები მათთან დაჯდომას მირჩევნია სადმე სოფლის დედაკაცებში ჩავჯდე და ვისაუბრო.დედას გაეცინა და ვახშმის მზადებას შეუდგა,რატი კი შევიდა თავის ოთახში და საღამომდე მკდარივით დაეძინა.დედას შეეცოდა და საღამოს ვერ გააღვიძა გადაღლილი რატი რომელმაც დილამდე იძინა. ალბად მეორე დღის საღამომდედაც გააგრძელებდა ძილს დედას რომ არ გაეღვიძებინა.საათს შეხედა და თვალებ გაფართოვებული წამოდგა თან ბუზღუნებდა და დედას საყვედურობდა.უცებ მოიწესრიგა თავი და კარებში გასვლისას დედას დაუძახა. -დედაააა,მივდივარ. -სად მიდიხარ,საუზმე არ გინდა? -გუშინ რომ გაგეღვიძებინე ქალბატონო მადონა მივირთმევდი ახლა შენთან ერთად საუზმეს,ხომ იცი ყოველ დილით კომფერენცია რომ მაქვს არ უნდა დამაგვიანდეს.რატი ძალიან უფრთხილდებოდა თავის პროფესიას და პრესტიჟს,ისე როგორც ექიმის და პაციენტს შორის დამკვიდრებულ ნდობას.საავადმყოფოში მისვლისას პირველი რაც იყო თავისი თეთრი ხალათი შემოიმცვა და პირველად მძიმე პაციენტები მოინახულა.ერთ-ერთი პალატის კარი რომ შეაღო თვალები გაუფართოვდა,პაციენტი რომელიც მხოლოდ მაწონსა და ბულიონზე არის მის საწოლთან მნახველებს მამა-პაპური სუფრა გაეშალათ. -აქ რა ხდება,სად გგონიათ თავი რესტორანში? -დაგვეწვიეთ ექიმო,მეგობარი გადაგვირჩა და არ უნდა აღგვენიშნა? -ვფიქრობდი რომ მხოლოდ მე მყავდა გიჟი სამეგობრო და თურმე მათზე უარესებიც არსებობენ.მხიარულად თქვა რატიმ და მჭიდროდ შეკრულ სამეგობროს შეხედა. -ექიმო,ჩემი ლამაზი მაიკო ექიმი რატომ არ მოვიდა დღეს?იკთხა პაციენტმა რომელსაც გაბრაზებულმა უპასუხა. -სამაგიეროდ მე მოვედი,ერთ საათში გადაღებაზე გადიხარ ხვალ მნიშვნელოვანი დღე არის ოპერაციისათვის უნდა მოვემზადოთ.შემდეგ სამეგობროს მიუბრუნდა და მკაცრად უთხრა. -დროზე მოასუფთავეთ აქაურობა,ეს საავადმყოფოს ჰიგიენური წესების დარღვევაა.დრო სწრაფად გავიდა და სასიხარულო ის იყო მორიგე არ იყო იმ საღამოს,არც ოპერაცია არ ჰქონდა და იფიქრა მეგობრები მოენახულებინა.სიხარულით გასწია თავისი მანქანისკენ რომ მაიას შეეჩეხა გასასვლელში. -ოჰ,უკვე შენც მიდიხარ? -ისე ვარ დაღლილი რატი არ ვიცი სახლამდე როგორ მივალ. -წამოდი ერთ ადგილზე წაგიყვან და დაღლილობაც მოგეხსნება. -აუ მაგ სიკეთეს თუ იზამ,მხოლოდ სახლამდე მიმიყვანე და შენი ვალი მექნება,მთხოვე რაც გინდა. -რაც მინდა?კითხა რატიმ და თვალები აუციმციმდა. -რატი მე სამსახურის ირგვლივ ვიგულისხმე. -მე კი პირადად ვიგულისხმე.უთხრა და თვალი ჩაუკრა მაიკოს. -არანორმალურო. -გავიგონე. -მიტომ ვთქვი რომ უნდა გაგეგონა. -წამოდი,წამოდი.გაეღიმა რატის და მაიკოს მანქანისკენ უბიძგა.ცოტა ხანში კი რატის დაურეკეს. -გულმა გიგრძნო რომ თავისუფალი ვარ ფისო?მაიამ გაოცებულმა შეხედა რატის. -ვაიმე მართლა თავისუფალი ხარ ფისუნია? -სად ხართ. -ბექასთან ვართ ყველა და ლუდი წამოიყოლე. -მარტო არ ვარ ფისო. -ვინ გყავს გვერდით,შენ ხომ იცი რომ მხოლოდ ჩემი ფისო ხარ. -მოკეტე,ნუ გადარიეთ ადამიანი.გაბრაზებული ხმით ჩასძახა აპარატს და გათიშა,შემდეგ მაიკოს გადახედა და ღიმილით უთხრა. -ცუდი არაფერი იგულისხმო,ახლა სადაც მიგიყვან ცოტა არანორმალური საზოგადოებაა სადაც ცოტა ხნით გავჩერდებით და შემდეგ სახლშიდაც მიგიყვან. -მივხვდი სამეგობროა, ძალიან ბევრი მსმენია შენს მეგობრებზე რატი. -ჰოდა კარგი წავედით, იქ მისვლამდე კი შენზე მომიყევი. -ჩემზე რა მოგიყვე,საინტერესო ცხოვრებით არ ვცხოვრობ პრიქით მოსაწყენია ჩემი ყოველდღიურო ცხოვრება. -მაინც გისმენ,რაღაც მაინც იქნება საიტერესო. -კარგი,მაგრამ შენც მომიყვბი როგორი დრო გაატარეთ გიორგის ქორწილში. -უსიტყვოდ გთანხმდები.გაეცინა რატის და როგორ მოსწონდა მაიკოს მისი გულიანი სიცილი. -25 წლის ვარ,მყავს მამა და 4 წლის ქეთი.სამი წლის წინ კი მამა ავად გახდა სერიოზული ავადმყოფობა დაუდგინა ექიმებმა,რომელსაც სჭირდებოდა ერთი ადამიანი სულ გვერდით და ყურადღება მის დიეტაზე და წამლებზე უნდა გაემახვილებინა.მე თოთო ბავშვით ხელში,მამა ავად ან უნდა დამეთმო ყველაფერი ან სახლში უნდა დავმჯდარიყავი ან უნდა ამეყვანა მომვლელი.მეც მომვლელი ავიყვანე რომელიც ქეთისაც ხედავს და მამასაც. -ამიტომ ჩქარობ სულ და სულ გარბიხარ. -კი,ასეა ყველაფერი ერთად შემომაწვა და ძალიან რთულია ხანდახან გაუმკლავდე მარტო ყველაფერს.საუბარში ბექას დაავიწყდა ლუდის ყიდვა და ისევ უკან დაბრუნდა,არა მარტო ლუდი თაფლი და შოკოლადები იყიდა. -თაფლი რად გინდა,გიყვარს ძალიან? -მე არ მინდა, ჩვენს ჯადოქარს თუ არ მივუტანე გამაქრობს ადგილიდან.მაიკომ ვერ გაიგო რა იგულისხმა რატიმ და აღარა დააძალა ეთქვა სიმართლე,მანქანაში რომ დასხდნენ ღიმილით უთხრა. -ორი ფეხმძიმე გვყავს სამეგობროში და მათთვის მიმაქვს.კარები ღია დახვდა და სახლში სიწყნარე იყო რაც ძალიან გაუკვირდა რატის,მაიკოს შეხედა გაკვირვებულმა და უთხრა. -არ შემოხვიდე,აქ დარჩი.თავად შევიდა ფრთხილად და ვერანდაზე მოესმა ხმაური,თავისუფლად ამოისუნთქა და მაიკოც შეიყვანა სახლში.შემდეგ სამეგობროს დაადგა თავზე და სერიოზული ხმით უსაყვედურა მათ. -თქვენ სერიოზული ადამიანები არ ხართ? -რა დაგემართა ფისო,მე აქ ვარ ძალიან შეგეშინდა? -ხო ლამის ჩავიფსი. -ლამის არ ითვლება რატიკო. -ახლა სერიოზულად დაშოშმინდით,ერთი ადამიანი უნდა გაგაცნოთ.ყველამ სერიოზულად გადახედეს ერთმანეთს და რატიმ სამეგობროს მაიკო წარუდგინა. -გაიცანით მაიკო ექიმი.ანამ ჩაახველა,ფეხზე წამოდგა და რატის თვალებში შეხედა. -ასე უბრალოდ,მაიკო ექიმი რატიკოოოო? -ანა მოგხვდება,მაგრამ ჯერ არა.ანამ მაგიდასთან მიიწვია მაიკო და ყველამ ერთად დასხდნენ. -მე ვიცნობ მაიკო ექიმს,როგორ ხართ ექიმო.მაიკომ ალიკას შეხედა და გაუღიმა. -როგორ არის დედა ალიკა. -მადლობა,უკეთესად თქვენის მონდომებით. -ჩვენ გოგოები სამზარეულოში გავალთ,თქვენ აქ ისაუბრეთ.ბექას გაეცინა და რატის უთხრა. -ჯადოქარმა გაიყვანა მსხვერპლი და დაამუშავებს ადგილზე. -არაფერი არ შეეკითხოს და უხერხულში არ ჩააყენოს.რატი წამოდგა და სამზარეულოში გავიდა. -რაო რატიკო აქაა შენი მაიკო,გეფიცები არაფერს არ ვუზამთ.მაიკო გაწითლდა და რატის შეხედა მორცხვად. -მაიკო ისე იგრძენი თავი როგორც შენს ოჯახში.უთხრა კარინამ მაიკოს და თან თვალი ჩაუკრა. -ნუ ხართ მწარე სამივე. -მე არაფერი არ მითქვამს და ნუ მკბენ.უთხრა ქეთიმ. -ჯერ არ გითქვამს,მაგრამ მზად ხარ.კარინა შენ ამ ჯადოქარისგან გადმოგედი შხამიანი ტვინი? -არა გენაცვალე,მივხვდი რომ ჩვენი სამეგობრო კიდევ ერთი წევრის შემომატებით გაიზრდება სულ მალე და გამეხარდა. -ღმერთო ვის ხელში ვარ.თქვა რატიმ და ანას შეხედა. -ყველაფერს თავის ადგილი მიუჩინე და გაინძერი ცოტა,შენც ქალბატონო უნდა იმოძრაოთ. -შახმატი ვითამაშოთ,ვინ იცის? -მე ვიცი.თქვა მაიკომ დარცხვენილად. -მოდი,ძმურად ვითამაშოთ მხოლოდ სურვილებზე.უთხრა გელამ. -არ მინდა სურვილებზე.ცოტა გათამამდა მაიკო. -რატომ?გაუკვირდა გელას. -თქვენ რაღაც სასწაულ სურვილებს მეტყვით.ყველას გაეცინა და მაიკო მაინც ათამაშეს,სამი ხელი ითამაშეს და სამივე მაიკომ წააგო. -პირველ სურვილს მე ვეტყვი მაიკოს.თქვა ალიკამ. -გისმენ ალიკა. -როდის გაქვს კიდევ თავისუფალი საღამო. -არ ვიცი,ამ კვირაში არ მგონია. -მოკლედ,ჩემი სურვილი ასეთია.შენ უკვე ჩვენი დიდი ოჯახის წევრად ჩაგთვალეთ და მიგიღეთ თბილადაც,შემდეგ მოსვლაზე შენს პატარა გოგონასთან ერთად მოხვალ.მაიკოს გაეცინა და პირობა მისცა ყველას რომ აუცილებლად ნახავდა მათ ქეთისთან ერთად. -მეორე სურვილი ვისია.იკითხა ქეთიმ. -არავინის,ალიკამ თქვა პირველი სურვილი რომელსაც მეც მივესალმები და გელოდებით პატარასთან ერთად მაიკო.რაც შეეხება სხვა სურვილებს,ის რატის დავუთმოთ რომ მან გამოიყენოს,დროს ორ კვირას გაძლევთ ყმაწვილო თუ არ იმოქმედებ მერე ჩვენ ვიმოქმედებთ. -მაიკო ადექი წამოდი,თორემ ესენი შენ გაგასულელებენ აქ.მაიკო სიცილით წამოდგა ყველას დაემშვიდობა და წავიდნენ. -ძალიან კარგი სამეგობრო გყავს რატი. -როგორ ხარ,კიდევ გრძნობ დაღლას? -არა,სულ დამავიწყდა ჩემი დაღლილობა. -გული მწყდება,რომ დიდ დროს ვერ ვუთმობ მათ გვერდით ყოფნას.იქ იმათ გვერდით არის ჩემი სამყარო,სადაც სულიერად ვისვენებ. -მე მოკლებული ვარ ასეთ გარემოს.ცრემლი მოერია მაიკოს. -რა გემართება,ტირი? -იცი?დავფიქრდი და მივხვდი რომ გამიჭირდება დღეს უშენოდ.რატის ისე თბილად მოხვდა გულზე მაიკოს გულღია საუბარი რომ ღიმილი მოერია. -რატი შენ დამპირდი რომ ქორწილის ამბებს მომიყვებოდი.რატიმაც დაპირებული შეასრულა და ყველაფერი მოუყვა მაიკოს როგორ დაგეგმეს ქორწილი და როგორი დრო ატარეს ბოლოს. ისე მივიდნენ სახლამდე ვერც კი გაიგო ვერცერთმა. -რატი რამდენი მაცინე,აი ესაა მეგობრობა და ესაა ერთიანობა. -რატის და მაიკოს დაძაბული დღის განრიგი ჰქონდათ,თუმცა მაინც ახერხებდნენ ერთმანეთისთვის სითბო და ყურადღება არ მოეკლოთ.ისინი ისე დაახლოვდნენ,რომ ერთმანეთს ეკითხებოდნენ რჩევებს და ყოველთვის ერთმანეთის გვერდით იდგნენ. -მაიკო თავისუფალ დროს ვიპოვი თუ არა შენ დაგეძებ,რა ხდება ჩემში ვერ გამიგია იქნებ ამიხნა შენ? -უჩემოდ ვეღარ ძლებ.უთხრა ღიმილით მაიკომ და რატიც ერთ ადგილზე გაშეშდა.ეს ისე გააზრებულად თქვა მაიკომ ალბად ნაფიქრიც ჰქონდა რატიზე და ჩუმადაც ოცნებობდა მის გულში მასთან ყოფნას.გაეცინა რატის და საქმეს და პირადულს ერთმანეთში არ ურევდა,მაგრამ ყოველთვის ცდილობდა მაიკოსთვის მარტოობის ტვირთი შეემსუბუქებინა, ამავე დროს თბილ და ადამიანურ ურთიერთობას ამყარებდა.ერთ დღესაც დადგა ისეთი მძიმე დღე მაიკოსთვის ცოტა დააკლდა და ცხოვრებაზედაც ხელს ჩაიქნევდა,მაგრამ ქეთი?ვისთვის დაეტოვებინა მისი 4 წლის პატარა გოგონა.რატი ტელეფონზე საუბრობდა და თავისი კაბინეტისკენ მიდიოდა რომ მოულოდნელად მაიკო დაინახა და დაუძახა. -მაიკო ახალი პაციენტის ისტორია და ყველა ანალიზები შემომიტანე. -ეს რომელია,სამი გვყავს ახალი. -სულ ახალი,332-ე პალატიდან. -არ ვიცი,ალბად ჩემს აქ არ ყოფნაში მიიღეს ჯერ არ მინახავს ახალი პაციენტების ისტორიები. -კარგი,ჩადექი ფორმაში და შემოდი ჩემთან. -სულ რაღაც 10 წუთი და ფორმაში ვიქნები უფროსო.რატის გაეცინა და ტელეფონზე დაურეკეს კიდევ. -რა გინდა,რა არ გასვენებს ბესარიონ. -გავიგე გიორგუნას ელაპარაკე და რაო გვრიტებმა აღარ ვბრუნდებითო? -რაო ბესარიონ დაგავიწყდა გიორგუნა რომ დაგეჩემა? -კი აქვს ახლა მაგის დრო იფიქროს იმაზე, როგორ დასაჯოს ბესარიონი.მოესმა რატის გელას ხმა. -ისევ ერთად ხართ?თქვენ სულ აუშვით ხელი სამსახურს და მართლა დაგსჯით გიორგი რომ დაბრუნდება. -სად წავა,გიორგი არ არის და ჩემთან მოდის არც დილა იცის,არც შუადღე და არც საღამო.საათი უნდა ვუყიდო დიდი ციფრებით რომ გაიგოს მოსვლის და წასვლის დრო.იცინოდა ბექა და რატიც აყვა სიცილში,რომ მოულოდნელად საშინელი კივილის ხმა მოესმა და ეს ხმა მაიკოს ხმას მიამსგავსა. -რა ხდება, რატი ვინმე გარდაიცვალა? -არაფერი არ ვიცი,მაიკოს ხმა არის.დაგირეკავთ.გაუთიშა ბექას და ხმის მიმართულებით გაიქცა. -რა მოხდა.იკითხა რატიმ და შეხედა მაიკოს წინ იდგა ქალი,რომელსაც თვალები ჩასწითლებოდა და მაიკოს ისეთი ზიზღით უცქერდა,ალბად რატის ჩარევა რომ არა დაუფიქრებლად გამოასალმებდა სიცოცხლეს. -რატი გამიყვანე აქედან.რატიმ ხელი მოკიდა და თავის კაბინეტში წაიყვანა მაიკო წყალი დაუსხა და დამამშვიდებელიც დაალევინა,ცოტა რომ დაწყნარდა მის წინ დაჯდა,ეს იმის ნიშანი იყო რომ მაიკოს მისი შეკითხვის გარეშე უნდა ეთქვა რა მოხდა და ვინ იყო ის ქალი. -ის ქალი ელიზბარის ცოლი არის. -ელისბარი ვინ არის. -ქეთის მამა. -დაქორწინებული იყო ურთიერთობა რომ გქონდათ? -არა,ვსწავლლობდით ისიც სამედიცინოზე სწავლობდა ოთხი კურსი დახურა შემდეგ კი გაუჩინარდა,მე პირველ კურსზე ვიყავი.რამოდენიმე თვის შემდეგ გავიგე რომ საზღვარგარეთ წასულა,მე კი აღმოვაჩინე რომ ფეხმძიმედ ვიყავი,მასთან მივედი სახლში და დედამისს დაველაპარაკე, ავუხსენი მდგომარეობა,მან კი ფული შემომაძლია და მიბრძანა ეს ბავშვი არ დაიბადება, ჩემი შვილი მას შვილად არ აღიარებსო.მაშინვე გავიფიქრე რომ იქ მისვლა სისულელე იყო,მთელი ზაფხული იმ წელს მონასტერში გავატარე შემდეგ მამას გავუმხილე ჩემი მდგომარეობა, გული ვატკინე მაგრამ გვერდით დამიდგა არ მიმატოვა მარტო რთულ მდგომარეობაში.დედაჩემი გერმანელი არის,მამამ იქ ყოფნის დროს გაიცნო და დაქორწინდნენ მაგრამ აქეთ აღარ გამოყვა მამას,გადავწყვიტე ცოტა ხნით დედასთან წავსულიყავი და წავედი, ქეთიც იქ დაიბადა. ერთი წლის იყო რომ დავბრუნდი, რადგან მამა გახდა ავად.ორი წლის შემდგ შემხვდა ელიზბარი და ახნა განმარტება მომთხოვა თუ ვისგან მყავდა ბავშვი სანამ დნმ-ის ანალიზი არ გავაკეთებინე არ დაიჯერა რომ ბავშვი მისი იყო.ბოდიშები მიხადა,დაბრუნებაც მთხოვა მაგრამ უარით გავისტუმრე,ოჯახში კი ცოლთან და დედასთან დაეძაბა ურთიერთობა.აი ახლაც მოულოდნელად გადავაწყდი მის ცოლს და მიცნო, თურმე ჩვენი ფოტო უნახავს ელიზბარის საფულეში,ჩემი და ქეთის არ ვიცი როდის და როგორ გადაიღო ის ფოტო მაგრამ მე მასთან არანაირი ურთიერთობა აღარ მაქვს და არც ვაპირებ. -გასაგებია,მე მივხედავ იმ პაციენტს და შენ კი რამოდენიმე დღე ნუ მოხვალ სამსახურში. -მე არ მეშინია არავინის რატი. -ვიცი,რომ არ გეშინია და ვიცი,რომ არც არავინის შუაში არ ჩადგები მაგრამ ასე სჯობია,გინდა რამდენჯერ შეგხედავს იმდენჯერ ბინძური სიტყვები გიწოდოს?მე გავალ,მკაცრ გაფრთხილებას დავტოვებ იქ დაცვასთან ერთად და მოვალ,მე წაგიყვან სახლში. -არაა საჭირო,ტაქსით წავალ მანქანას ახლა ვერ ვატარებ ძალიან ანერვიულებული ვარ. -ხოდა ძალიანაც კარგი,მე წაგიყვან.რატიმ ახალი პაციენტი მოინახულა,დაკვირვებით გასინჯა და მითითებები მისცა ექთანს. -ექიმო მე მისი მეუღლე ვარ და ყველაფერს მე გავუკეთებ. -თქვენი აქ ყოფნა საჭირო არ არის,მოხვალთ მხოლოდ 1 საათზე ნახვის საათებში და წახვალთ,აქ ცირკი არ არის კონცერტები მოაწყოთ.პირადული თუ ვინმესთან გაქვთ გასარჩევი ამ კედლების მიღმა,გარეთ იწივლეთ და იკივლეთ რამდენიც გენებოს.დაბრუნდა თავის კაბინეტში და მაიკოსთან ერთად გავიდა.პაციენტი რთული იყო და როგორც ქეთის მამა მაიკო ნერვიულობდა.როგორც რატიმ უთხრა რამოდენიმე დღე არ მისულა სამსახურში,მაგრამ დღეები რომ გაიწელა და ორი კვირა აღარ გამოჩნდა რატიმ სახლში მიაკითხა მაიკოს და რომ შეხედა გაოცებული დარჩა,მაიკო ნასვამ მდგომარეობაში იყო. -ოოოო,ექიმო რატი როგორ ხართ. -შენ რა,ნასვამი ხარ? -ცოტა,სულ ცოტა დავლიე. -რა დაგემართა,ექიმი ქალი ხარ და გინდა შენი კარიერა საფრთხის წინაშე დააყენო?ვერასოდეს ვერ მიაღწევ წარმატებას,თუ არ დაივიწყებ წარსულს და მისგან მოკერებულ იარლიკს.ვმკურბალობთ თუ ვსწავლობთ ჩვენ ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაზედაც უნდა გავამახვილოთ ყურადღება.წარსულს კი მივმართოთ მხოლოდ პოზიტიური მოვლენების გამოსავლენად,თუ მუდამ შენს გონებაში შენი წარსული ტრიალებს,ის შენ დოლაბივით გექაჩება უკან გქაჩავს და წინ ვერ მიდიხარ,რაცარუნდა იწვალო.შენ დღევანდელ ცხოვრებაზე გაამახვილე ყურადღება და არასოდეს არ დაეყრდნო წარსულის შეცდომებს.ამ დროს იცი რა ხდება შენს ტვინში? შენ იჯერებ,რომ წარუმატებლობისათვის დაიბადე.გესმის? იჯერებ ამას და მარცხდები,ამიტომ გადახაზე წარსული მაიკო და ხელმეორედ გამოსცსადე შენით შენივე ძალები. -რატი ძალა აღარ მაქვს ბრძოლის. -მაიკო შენ მარტო არ ხარ,მე შენთან ვარ შენს გვერდით და დაგეხმარები.მაიკომ მართლა დაიჯერა რატის სიტყვები და მთლიანად მას დაეყრდნო,ნელა-ნელა დასძლია წარსულის ტკივილი და წარმატებული კარიერაც ააწყო. -ხვალ დილიდან შენს ხელშია ყველა პაციენტი მე გავდივარ რამოდენიმე დღით ქალაქიდან,აბა შენ იცი ქალიც შენ ხარ აქ და კაციც.თვალი ჩაუკრა მაიკოს და წავიდა. -სად მიდიხარ,ტელეფონი არ გათიშო რომ დამჭირდე რატი. -მიხედე საქმეს,მარტოც გაართმევ თავს.რატიმ თავის თავს რამოდენიმე დღე დასვენების უფლება მისცა და მაიკოსაც მისცა დრო დაბრუნებოდა სამსახურს პირვანდელი სახით.ყოველ დღე მეგობრებთან ერთად იყო,მათთან ერთად ავიწყდებოდა ვინ იყო და რას წარმოადგენდა.გიორგის და მარიამის გარდა ყველა რატისთან იყო და მათი მხიარული ხარხარი ისმოდა სახლიდან.არავინ ელოდა,არავინ არ იცოდა რომ კარებზე ზარი გაიგონა მადონამ და კარი გააღო. -მაიკო?რატის მოაკითხე ხომ?შემოდი,შემოდი აქ არიან.მაიკო სახლში შევიდა და მადონამ ვერ დაინახა მის უკან მდგარი პატარა გოგონა,რომელიც დედას ამოფარებოდა და ისე იხედებოდა. -ეს?ეს ვინ არის აქ რომ იმალება?მაიკოს გაეცინა ქეთის ხელი მოკიდა და მისაღებში გავიდა სადაც ყველა იყო. -გამარჯობათ,სურვილის ასასრულებლად მოვედი და მოგიყვანეთ ჩემი ქეთა. -პატარავ რა ლამაზი ხარ.უთხრა ანამ და მოეფერა.რატი უცქერდა მაიკოს და მიხვდა რომ ამ რამდენიმე დღეში ძალიან მონატრებოდა. -რა ხდება მაიკო საავადმყოფოში. -გაინტერესებს ექიმო?უკბინა მაიკომ რატის რაზედაც ბექამ ჩაიცინა და ალიკამ წაუმღერა. -დაიწყოოოოოო,რთული დღეები დაიწყოოოოო.რატიმ შეხედა ალიკას და შეუბღვირა.იმ ღამით რატიმ დალია,მაიკო ცოტა ხნით გაჩერდა და ქეთას ძილი რომ მოერია წამოვიდა. -მე წაგიყვან. -არა,ნასვამი ხარ და მე მანქანით ვარ.კარგი დრო გაატარა გოგოებთან და კმაყოფილი დაბრუნდა.რა უნდოდა რომ წავიდა,მაგრამ ვერ მოისვენა შეხედა თუ არა რატის მიხვდა რომ ეს ადამიანი უკვე მის გულში იყო და სულს უფორიაქებდა.მეორე დილით რატიმ ნახევრად მძინარემ წავიდა სამსახურში,თავის ტკივილით და ნაბეღლავით ხელში. მაიკომ დაინახა თუ არა მისი მოტანჯული სახე ჯერ გაეცინა და შემდეგ უთხრა. -რა ძალა გადგა,კიდევ ვერ გააგრძელე შვებულება?ხვალინდელი დღეც ხომ ამ თვის არის.რატი ადგა და მაიკოს კაბინეტში გემრიელად მოკალათდა მდივანზე და მაიკოს უთხრა. -მაიკო როგორც ვატყობ ენა დაგიგრძელებია,ჯერ წავუძინებ და მერე მოგხედავ. -სახლში ვერ იძინე ადამიანო?მე სად მივიღო პაციენტი რომ მოვა,სად გავსინჯო.გაუბრაზდა მაიკომ და რატის თავზე დაადგა.რატიმ მაჯაში წაავლო ხელი და მის გვერდით დაიჯინა. -გამიშვი ხელი ვინმე შემოვა. -არა,ცუდად ვარ და უნდა მიშველო. -მე რით გიშველო,გამიშვი ხელი დამიწითლდება რატი. -არა,ჯერ მითხარი რა იყო წუხანდელი შენი ჩემს სახლში მოსვლა.მაიკოს ტელეფონმა დარეკა და გაჭირვებით ამოიღო ჯიბიდან ტელეფონი და რატიმ წაართვა. -ჯერ მიპასუხე და მერე მოგცემ ტელეფონს. -რატი სახლიდან არის ზარი და მამა ვერ იყო ეს დღეები კარგად,მომეცი ტელეფონი. -რატომ არ გამაგებინე მამა ცუდად თუ იყო. -როგორ,ტელეფონი გათიშული გქონდა.უთხრა მოწყენილად.რატიმ ტელეფონი მისცა,მაგრამ ხელი მაინც არ გაუშვა.მაიკომ უპასუხა ტელეფონს და სასოწარკვეთულმა იკივლა,რატიმ ცივად უშვა ხელი და ისიც წამოდგა თან მაიკოს თვალს არ აცილებდა. -რა მოხდა,სასწრაფო გავაგზავნო? -ვფიქრობ, აღარაა საჭირო.თვალცრემლიანმა შეხედა რატის. -წამოდი,იქნებ არც ისე გვიან არის.ორივე სირბილით წავიდა და არცერთს უცდია თეთრი ხალათების გახდა.მიუსწრო,მაიკომ ცოცხალს მიუსწრო მამას და მაიკოს ხელებში დალია სული.მაიკომ ძალიან მძიმედ გადაიტანა მამის გარდაცვალება,პატარა ქეთა ხშირად რატის გაჰყავდა გარეთ,ერთ საღამოს მაიკოს დაუჯდა და უთხრა. -თავს გაუფრთხილდი,თუ რამე დაგჭირდეს რა დროც იქნება დამირეკე.ორივეს გულში გრძნობა იყო და ვერცერთი ვერ დგამდა პირველ ნაბიჯს.დაღლილი მივიდა სახლში და მკვდარივით დაეძინა,დილით კი მადონას ხმამ გააღვიძა. -რატი საუზმე მზად არის შვილო,მირთვი და ისე წადი.თან დაღლილი ხარ ეს დღეები,როგორ არის მაიკო. -მაიკო ცუდად არის დედა,ერთადერთი ადამიანი ჰყავდა გვერდით და ისიც დაკარგა. -რას იზამ შვილო ვიღაც იბადება,ვიღაც კვდება,ცხოვრება კი გრძელდება ის მკაცრი და დაუნდობელია მოკვდავების წინაშე.შენ?შენ რას აკეთებ,რატომ არ ხარ მის გვერდით. -მის გვერდით ვიყავი ეს დღეები. -რატი მაიკო მოგწონს,შენ რა გგონია მე ვერ გამჩნევ,მე ვერ ვხედავ და ვერ ვკითხულობ შენს თვალებში ვერაფერს? -გეთანხმები მომწონს,ძალიან მომწონს. -მაგრამ თავს იკავებ,ნუთუ იმიტომ რომ მას პატარა გოგონა ჰყავს? -არა მაგის გამო არა,მაგრამ დრო გვიჩვენებს ყველაფერს დედა.მაიკო დაუბრუნდა სამსახურს,მაგრამ ბოლო დღეებში თავს სუსტად გრძნობდა რაც გადაღლილობას დააბრალა.ერთ დილას პაციენტების შემოვლის შემდეგ რატიმ მაიკო უგონო მდგომარეობაში ნახა კაბინეტში. -მაიკოოოო?რა დაგემართა.მაიკოს უძრავი სხეული რატიმ ხელში აიყვანა და თავის ხელით შეიყვანა რედგენის კაბინეტში.ყველ ანალიზი თავის ხელით გაუკეთა და საუკეთესო ნევრო-ქირურგიც კი მოიწვია. -რას მეტყვი პროფესორო.მოუთმენლობა ეტყობოდა რატის ხმაში. -ჯერ ვერაფერს,სანამ ხელთ არ გვექნება ყველა ანალიზი.რატი ყველაზე მნიშვნელოვანი თავზე და გულზე გადაღებაა.ნუ შეაწუხებთ იძინოს მშვიდად,მას სიმშვიდე სჭირდება.ბევრი სტრესი გადაიტანა ამ ბოლო დროს. -მითხარი პროფესორო,ეს ანალიზები არის საჭირო რომ ზუსტი დიაგნოზი დადგინდეს? -რატი ექიმი ხარ და ვერ დაგიმალავ მაიკოს ჯამრთელობის შესახებ, მისი მდგომარეობა ძალიან რთული და სერიოზულია.ვიმედოვნოთ რომ ყველაფერი ისე იყოს,მკურნალობას ექვემდებარებოდეს.ყველა ანალიზი მზად იქნება თუ არა ჩემთან მოიტანეთ.რატი მაიკოსთან შევიდა და ჩაფიქრებული უცქერდა მის გაფერმკრთალებულ სახეს. -არ დაუშვა რომ შენი ქეთა მარტო დარჩეს,იბრძოლე მაიკო ქეთას გამო და ჩემს გამო.მაიკომ თვალები გაახილა და რატის შეხედა. -რატი?რა დამემართა. -გადაიღალე მაიკო მძიმე დღეები გქონდა. -ქეთა?ქეთა ბაღშია. -გავუშვი ექთანი და ჩემთან მიიყვანს,ნუ ნერვიულობ მასზე დედაჩემი მიხედავს.დაისვენე,მე მალე დავბრუნდები.რატიმ პალატა დატოვა და მადონას დაურეკა,აუხსნა მაიკოს მდგომარეობა და მადონამ ნუგეში მისცა რომ ქეთაზე არ ენერვიულა.მაიკო ისევ გაითიშა და დილამდე იძინებდა,რატი სახლში წავიდა და დედას დაწვრილებით მოიყვა მაიკოს შესახებ.ქეთა სამზარეულოში შევიდა და რატის კალთაში მოთავსდა შემდეგ მოულოდნელად შეხედა და შეკითხა. -ძია რატი ჩემი დედიკო გიყვარს?რატიმ მადონას შეხედა რომელიც ჩუმად იცინოდა,შემდეგ კი ქეთას უთხრა. -რატომ მეკითხები ქეთა. -იმიტომ რომ მე მოვისმინე პაპამ რა უთხრა დედას. -რა უთხრა ბებო.თვალები უცინოდა მადონას. -ეს მამაკაცი შენ სულ სხვა თვალით გიყურებს და ეს მეგობრობაზე მეტი არის რაც მის თვალებში ჩანსო. -ქეთა შენ და დედაშენი მე ძალიან მიყვარხართ.ქეთამ თავი დაადო მხარზე რატის და მადონამ შეატყო რომ ეძინებოდა პატარას. -დავიძინოთ ბებო? -კი დავიძინოთ.მადონამ ბავშვი გაიყვანა და ცოტა ხანში ისევ რატის წინ დაჯდა. -ბავშვიც კი ხვდება შენს გრძნობებს მაიკოს მიმართ.რატი იცი რას ვფიქრობ?მაიკოს რომ რამე მოუვიდეს შვილო ქეთა მარტო დარჩება,ვინ მიხედავს მას? -მე მივხედავ მას. -რა ჩაიფიქრე რატი. -დედა გთხოვ ნუ შემაჩერებ. -არ შეგაჩერებ,ვიცი რომ რასაც აკეთებ კარგად გაქვს გათვლილი. -ცოტა მოკეთდეს და ხელს მოვაწერ მაიკოსთან,ბავშვს გვარს მივცემ და ვერავინი ვერ შეეხება მას. -შენ უკეთ იცი შვილო,ღმერთი შენსკენ.მთელი ღამე ფიქრობდა რატი და დილით ჩაძინებული ქეთამ გააღვიძა. -ქეთა?ასე ადრე რატომ ადექი. -ბაღში მივდივარ. -ვის მიყავხარ,მოიცად მოვწესრიგდები და წაგიყვან. -ბებოს მივყავარ. -კარგი,მე მოვემზადები და სამსახურში წავალ საღამოს გნახავ. კარგი? -კარგი.რატი ადგა მოემზადა დედის გამზადებული საუზმე მიირთვა და წავიდა.მაიკო საწოლზე წამომჯდარიყო და ცოტა ფერიც უკეთესი ჰქონდა. -მაიკო შენთან სალაპარაკოდ მოვედი. -რა ხდება, ქეთას რამე ჭირს? -ქეთა ძალიან კარგად არის,ძალიან კარგი ადამიანის ხელში. -აბა რაზე უნდა მელაპარაკო. -მაიკო ხელი უნდა მოვაწეროთ. -რა ვქნათ?გაუკვირდა მაიკოს რატის წინადადება. -ხელი უნდა მოვაწეროთ და დღესვე. -რატი რამე მჭირს? -არაფერი არ გჭირს,ამ დღეებმა მაგრძნობინა თუ როგორ მყვარებიხარ.მიყვარხარ მაიკო და მინდა ერთად ვიცხოვროთ,ქეთას ჩემს გვარს მივცემ და ვიცხოვრებთ ერთად. -არ ვიცი რა გითხრა რატი. -მე ვიცი რაც უნდა მითხრა. -რააა? -რა და,უნდა მითხრა მეც მიყვარხართქო და აი ეს ბეჭედი უნდა გაიკეთო. -რატი.............. -ჩშუუუუ,არაფერი არ თქვა ადექი და გამომყევი. -ასე? -ასე,როგორც ხარ.რატიმ გელას დაურეკა და ერთი ექთანი წაიყვანა რომელიც ახლოს იყო მაიკოსთან და წავიდნენ.გელამ გაოცებულმა შეხედა რატის და მიხვდა რომ რაღაც ისე არ იყო რადგან მაიკოს ფერი არ მოეწონა,მიულოცა მეგობარს და ყურში უჩურჩულა. -ყველაფერს ამიხსნი. -მოგვიანებით,ახლა არა.ხელი მოაწერეს და რატიმ პირველად შეეხო მაიკოს და ნაზად აკოცა.რატიმ მაიკო ისევ საავადმყოფოში მიიყვანა და მისთვის გამზადებულ პალატაში დააწვინა,მაიკოს აკოცა და უნდა გასულიყო რომ რატის დაუძახა. -რატი ასე ცუდად არის ჩემი ჯამრთელობა? -გამოკვლევები უნდა ჩაიტარო. -ეს იმიტომ გააკეთე,რომ არ გინდა ქეთა მარტო დარჩეს. -დაწყნარდი,არ ინერვიულო. -მადლობა რატი. -დაწყნარდი გთხოვ,მე ყველაფერს გავაკეთებ,რომ შენ კარგად იყო.რატიმ ექთანს ანიშნა და დამამშვიდებელი გაუკეთეს მაიკოს თავად კი სახლში წავიდა მადონასთან სალაპარაკოდ. -რატომ მოხვედი ასე მალე რატი შვილო,ჯერ არ გელოდი. -დედა რომელზე უნდა გამოიყვანო ქეთა. -მე უნდა გამოვიყვანო დღესაც?ისევ აქ იქნება? -დედა მაიკოს ჯამრთელობის მდგომარეობა ცუდად არის,მძიმეა და რთული ისე რომ არ ველოდით ასეთ მძიმე შედეგს რაც ანალიზებმა აჩვენა. -ღმერთო ჩემო,ეს უკვე გადაწყვეტილი დიაგნოზია? -ჯერ კიდევ ველოდები ერთ მნიშვნელოვანი ანალიზის პასუხს,პატარა ჩვენთან იცხოვრებს.დღეს მე და მაიკომ ხელი მოვაწერეთ,მალე ქეთას გვარს მივცემ დედა და მაიკოს რამე რომ დაემართოს მის მეურვეობას მე ავიღებ ჩემს თავზე. -რატი შვილო.... -დედა შენ მართალი იყავი,მაიკო ჩემთვის იმაზე მეტს ნიშნავდა თურმე,ვიდრე წარმომედგინა.მაიკოს რომ რამე მოუვიდეს,ახლა მარტოა მაგრამ მას ძალიან ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდება და მის ქონებას დახარბდებიან,შესაძლებელი პატარა ბავშვთა სახლშიც კი ჩააბარონ,ულუკმაპუროდ დატოვონ.ამიტომ გადავწყვიტე ასე,აქ იქნება და რომ გაიზრდება სიმართლეს ვეტყვით.არაფერი შემეკითხო დედა,მხოლოდ იმას გეტყვი რომ მაიკოსთან ერთად ჩემი სიცოცხლეც ნადგურდება.ვერაფერი უთხრა შვილს მადონამ და უხმოდ,ცრემლიებით სავსე თვალებით დათანხმდა.გაითვალისწინა რატის თხოვნა და ქეთას როგორც საკუთარ შვილიშვილს ისე ეპყრობოდა.შუადღით საავადმყოფოში დაბრუნებულს მეგობრები იქ დახვდა გელას ეთქვა ყველასთვის და რატის ელოდნენ,რატიმ შეხედა თუ არა მეგობრებს ათი წლის სიცოცხლე მოემატა. -არ გრცხვენია?შენ ასე გიჭირს და ჩვენ არაფერი არ უნდა ვოცოდეთ?უთხრა ბექამ. -მაპატიეთ,მართლა გასალანძღი ვარ.თქვენ დაგინახეთ თუ არა ძალაც მომემატა და იმედიც.რატის ტელეფონზე ის ზარი დაფიქსირდა რომელსაც ასე ძალიან ელოდა და სასწრაფოდ უპასუხა. -გისმენ არკადი რას მეტყვი ახალს და განსხვავებულს. -რატი გააკეთებ შენ ოპერაციას თუ ჩამოვიდე. -ოპერაცია თუ უნდა გაკეთდეს,ესე იგი შანსი არის და ექვემდებარება მკურნალობას.მითხარი გთხოვ რომ ასეა. -კი არის შანსი რატი და მას სასწაული ჰქვია.მე არ მჯერავს სასწაულების ძმაო,მაგრამ მჯერავს რისკის.რისკზე თუ წავალთ დრო არ უნდა დავკარგოთ.რატის ძალიან გაუხარდა და ყველამ მიხვდა რომ შანსი არსებობდა. -კარგი,როდის ჩამოხვალ რომ დაგხვდე. -მე უკვე აქ ვარ.რატის უკან მაღალი,დაკუნთული,თმაში ოდნავ ჭაღარა-შერეული მამაკაცი იდგა,ის ალბად იქნებოდა40-45 წლის. -ასე ჩუმად როგორ ჩამოხვედი ჩემს ერთ დაძახებაზე. -მეგობრები რისთვის ვართ რატი.ერთმანეთს გადაეხვივნენ და რატიმ ცრემლნარევი ხმით უთხრა. -შენს ხელთ არის იმ ადამიანის სიცოცხლე,რომელიც ჩემთვის ძვირფასია,მიყვარს და მჭირდება რომ ჩემს გვერდით იყოს. -ყველაფერი კარგად იქნება.ხვალ დილით ოპერაცია გაკეთდება. -შანსი არაა,შენ არ ჩამოხვიდოდი შანსი და იმედი რომ არ იყოს. -რატი არ დაგიფარავ და ეს დიდი რისკია,რისკთან ერთად მე მივდივარ 50-50-ზე.როცა ასეთ დიდ რისკზე გავდივარ,არ ვიცი და ვერ ვამბობ საბოლოო რა იქნება.ამიტომ ყველა,ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად.იმედი და რწმენა არ დავკარგოთ და ყველამ ვილოცოთ ხვალ მეგობრის გადასარჩენად. ალბად ყველას კარგად გესმით და გსმენიათ კიდეც,თუ რა რთულია როცა სიკვდილს ებრძვის მომაკვდავი და არ უნდა ამ სამყაროს დატოვება სადაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან.სიყვარულიც იცით რა არის და რას არ ჩაგადენინებთ,სიყვარული გამო შესაძლებელია სამყაროსაც დაუპირისპირდეთ.ხომ გაგიგონიათ ,,რაც გინახავთ ვეღარ ნახავ'' ეს მართალია,მაგრამ მაიკოს ახლა ისე უნდოდა სიცოცხლე,როგორც არასდროს.მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა ადამიანი,რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა. აი დაპირებული თავიც,მადლობა ყველას მიყვარხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.