შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელობის ღამე (2) (+18)


8-07-2018, 09:45
ავტორი ბიბი
ნანახია 1 847

-გამარჯობა ბატონო ვასილ.-ზურგშექცევით მჯდარმა ედუარდმა სახეზე მოფენილი ღიმილი ვერ გააკონტროლა და ოთახში ახალშემოსულს მიესალმა. შეშინებული ვასილი კარებს აეკრა და შუქის ასანთებს დაუწყო ძებნა კედელზე.-ხომ არ გეშინია?-ფეხზე წამოდგა ედუარდი და მისკენ შებრუნდა. დიდი ნაქსოვი, შავი ქუდი და კაშნე ეკეთა.-არა მოიცა ნუ ჩქარობ-მიუახლოვდა და სინათლე აანთო. კარები გადაკეტა.
-ვინ ხარ?
-უკანასკნელი ვინც ცოცხალი გნახა.
-მოიცა, შენ რა ჩემს მოკვლას აპირებ?
-რათქმაუნდა. ამხელა გზაზე ტყუილად ჰოარ ჩამოვედი. მაგრამ ჯერ ცოტა ვისაუბროთ.
-რატომ?
-კითხვები მაქვს.
-გთხოვ არ გინდა რასაც გინდა იმას მოგცემ, ფულს, გეფიცები არავის ვეტყვი.
-რომელ ფულს, რომელიც ხალხს წაართვი?!-ერთიანად მოედო ედუარდს სახეზე წითელი ალმური.კედელზე მიანარცხა ვასილი -ან ვის რა უნდა უთხრა, გგონია ხალხი გისმენს?-გაიცინა ედუარდმა.-შენ იმხელა ნეხვი ხარ და თან ისეთი უსარგებლო ბუზიც არ დაგაჯდება. დიდი მომჩვარული ნეხვი. და გგონია ხალხი გისმენს გგონია შენი ნათქვამი რაიმეს ნიშნავს? როგორ შეგიძლია ასე ატყუო ხალხი და თან ასეთი მშიშარა იყო. მითხარი, არასდროს გიფიქრია იმ წუთზე როცა მოკვდები?
-არა-შეშინებული ვასილი კედელზე იყო აკრული და ცდილობდა ტელეფონი ჯიბიდან ამოეღო რო ვინმესთან მაინც დაერეკა საშველად.
-ჰაჰაჰაჰა, გგონია რომ სულელი ვარ? თუ ბრმა გგონივარ?-ხელიდან გამოსტაცა ტელეფონი ნომერს დახედა, ცოლს ურეკავდა.-სერიოზულად? საშველად ცოლს ურეკავ?-ედუარდმა ზარი განახორციელა.-გამარჯობათ ქალბატონო მარინე. ჰომ არ გსურთ თქვენს ქმართან უკანასკნელად ისაუბროთ?... ჰო ასეც ვიფიქრე, მადლობთ ყურადრებისთვის.-ტელეფონი გათიშა და ძირს დააგდო, ფეხი დაარტყა და ფეხქვეშ გათელა.-ეს ტელეფონი ვის მოპარე? იცი შენმა ცოლმა რა მითხრა? იმედია აღარასდროს გავიგებ მის ხმასო. მას რაღა მოპარე?-ხელი მოზრდილ თმაში მოკიდა და მოქაჩა, წარბები აზიდა ედუარდმა, ახლა უკეთ ჩანდა მისი კამკამა მწვანე თვალები.
-გთხოვ არ გინდა ამის გაკეთება.
-მე იცი რა მინდა? იცი?-ხელი კისერში წაუჭირა და კედელზე მიაჭირა.-მინდა შენივე ხელით მოკვდე. ეს გამომართვი დროზე-დანა ხელში დააჭერინა.- მე ახლა უკან დავიხევი შენ კი შენივე ხელით ყელს გამოიჭრი.
-არა გთხოვ-ტირილი დაიწყო ბატონმა ვასილმა ჩაწითლებული თვალები კიდევ უფრო ჩაუწითლდა.
-დროზე ის გააკეთე რასაც გეუბნები.-შარვლიდან იარაღი ამოიღო და შუბლზე მიაბჯინა.
-არა არ შემიძლია.
-კარგი, დაგეხმარები, ასე ნუ ღელავ.- ხმა დაუთბა ედუარდს. ხელი მკლავში მოკიდა მოუჭირა და ხელი ყელთან მიატანინა.-გრძნობ როგორ გიცემს გული? გრძნობ როგორ გაგიხშირდა სუნთქვა? თვალებში მიყურე. მითხარი რატომ გაქურდე ადამიანები.
-მე არავინ გამიქურდავს.
-ისევ იგივეს იმეორებ არა? ნუთუ თავად მაინც არ გეცინება ამაზე… ჰო ზუსტად, მართალია ახლა სასაცილოდ ნამდვილად არ გაქვს საქმე.-დანა უკვე ყელზე ქონდა მიბჯენილი. ნელი მოძრაობით გამოუსვა ყელში დანა ედუარდმა.-ჰო აი ეს გრძნობა მიყვარს იმედი. ნეტა რისი იმედი გაქ. რამდენიმე წუთში დაიცლები სისხლისგან და მე აქ აღარ ვიქნები. მადლობა რომ მესაუბრე, ძალიან დამეხმარა-ნახევრად უკვე სისხლდაცლილი ვასილი ძირს ეგდო და ედუარდი ზემოდან დაჰყურებდა, სისხლი მოედინებოდა მისი გადაჭრილი ყელიდან, სებასტიანმა კარი მშვიდად გამოაღო, პალტო გაისწორა და მშვიდად გაიარა დერეფანი.
-Selam!-მშვიდად მიესალმა ოთახის მომსამსახურეს, ჰოლში ჩავიდა და სასტუმრო დატოვა.
***
“თურქეთის ერთ-ერთ სასტუმროში, საკუთარ ნომერში იპოვეს მოკლული ვასილ კ.”
-ბლა, ბლა, ბლა, ნეტა ვის ადარდებს?!-ედუარდმა ტელევიზორი გამორთო და მდივანზე გადაწვა.-ახლა ვინღაა?!... ისევ შენ? ახლა რაღა გინდა?
-იქნებ ერთხელ მაინც ნორმალურად შემხვდე, ბოლო-ბოლო მე გიხდი
-ჰო, დავაზუსტოდ შენ უბრალოდ კურიერი ხარ.
-კარგი გეყოფა, უკვე ყველამ გაიგო ვასილის მკვლელობა, საქმეს იძიებენ.
-ძალიან ცუდი, ვერ ხვდებიან რომ თავი მოიკლა?
-არა, სიცოცხლე ზედმეტად უყვარდა თან მეუღლე აცხადებს რომ მკვლელს ესაუბრა.
-და რაო ისეთი ხმა ქონდა ლამის ტელეფონით დავკავდი მასთან სექსითო?!
-ნუ სულელობ, შეიძლება გიპოვონ.
-მართლაც ნუ სულელობ, როგორ უნდა მიპოვნონ, მე კვალს არვტოვებ, ძვირფასო. არ დაგავიწყდეს რომ თქვენ გამგზავნეთ იქ და კიდე ჩემთან ხარ პრეტენზიებით?!
-შენ რა მართლა გინდა 27 წლის ასაკში ციხეში მოხვდე?!
-ადრე თუ გვიან ჩემი ფეხით მივალ იქ მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა, როგორც მათ, ისე ვაგებ პასუხს მეც, საკუთარ დანაშაულზე. ვიცი რასაც ჩავდივარ ძვირფასო და შემიძლია ამაზე პასუხისმგებლობის აღება, მაგრამ ცოტა ირონიულია რომ საკუთარ თავს დავსდევ.
-რაებს ბოდიალობ.
-წინა საქმე, იმ კაცის მკვლელის მოძებნა ჩვენ დაგვავალეს.
-ახლა ნამდვილად უნდა დაგცინო.
-არც კი გაიფიქრო ჩემი დაცინვა…
-და ისე მართლა როგორ მოკალი ვასილი.
-ჰო გითხარი თავი მოიკლა. საკუთარი ხელით გამოიჭრა ყელი..
-ნამდვილი შეშლილიხარ.-ფულიანი კონვერტი მაგიდაზე დადო ქალმა-სულ ესაა მე წავედი.
-მოიცა ახალი საქმე არ არის ?
-არა ჯერ არაფერია, ცოტა დაისვენე.
***
-ჯუღელი! სად დაიკარგე?
-ბევრი საქმეები იყო გიო, ბევრი.
-მერე და სხეულზეც ჰო უნდა იფიქრო ცოტა.
-ჰოდა აი აქ ვარ.-გასახდელში შევიდა ედუარდი, სპორტული სამოსი მოირგო და დარბაზში დაბრუნდა.
-რით იწყებ აბა?
-რათქმაუნდა სირბილი.
-ზედმეტი არ მოგივიდეს.-გიორგი სარბენ ბილიკამდე მიჰყვა ედუარდს და მარტო დატოვა.
-ესეც ასე, ენერგია ჰო უნდა დავხარჯო.-ტელეფონში Underworld - Born Slippy ჩართო და სვლა დაიწყო…მხარზე ვიღაცამ ხელი დაადო. თითქოს არც უგრძვნია ისე განაგრძო სირბილი.
-ედი, როგორ ხარ?-ახლა უკვე ყურსასმენი გამოგლიჯა ყურიდან.
-ნატო?! აქ რას აკეთებ.-სარბენი ბილიკდან გადმოვიდა ედუარდი.
-ნატო არა, ნატა! ვვარჯიშობ რას უნდა ვაკეთებდე.
-დიდი ხანია? ბოლო-ბოლო გადაწყვიტე გალამაზებულიყავი ჰო?!
-ახლა მაინც ნუ იქნები იდიოტი.
-რავქნა საყვარელო, ასეთი დავიბადე-ტუჩები წინ გამოწია ედუარდმა და თვალები მოჭუტა.
-მისმინე, თუ გინდა ვარჯისის შემდეგ სადმე წავიდეთ.
-მაგალითად სად?! შენთან?
-თუ გინდა კი.-გოგო მიუახლოვდა და ძლივსგასაგონად თქვა.
-კარგი, ორ საათში მოვრჩები.
-მე უკვე მოვრჩი და დაგელოდები.
-ძალიან კარგი.-კვლავ ყურსასმენები მოირგო ედუარდმა და სირბილი განაგრძო. ნატა გარეთ უცდიდა ედუარდს.
-ამდენი სირბილი როგორ შეგიძლია, გავიყინე.
-ძალიან კარგი, სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.
-მითუმეტეს როცა ეწევი,
-უნიკალური ვარ. დაჯექი.-მანქნაა გააღო და სწრაფად მოწყდა ადგილს
-იქნებ სიმღერა ჩაგერთო რამე.
-კარგი-House of the Rising Sun ჩართო და ხმას ბოლომდე აუწია.
-ეს არ მომწნს
-ვის ადარდებს?!-ედუარდმა გოგოს გახედა წარბები ზევით აზიდა, და ირონიულად გაიღიმა
-ვერ ხვდები რა გაქვს ისეთი რაც ყველას ხიბლავს. შენ ხომ ასეთი უხეში და უტაქტო ხარ.
-ეგრე ფიქრობ?
-ჰო, ეს ნათელია.
-ყველაზე ძნელი ისაა, დაინახო თუ რა ხდება სიბნელეში.
-ყველაფერთან ერთად ბრძენიც.
-მაგაზე პრეტენზია არ მაქვს, ბრძენები ზედმეტად სულელები არიან იმისთვის რომ საკუთარი სიბრძნე ცხოვრებაში გამოიყენონ-თვალი ჩაუკრა ნატას და მანქანა გააჩერა.
მაღაზიაში შესულს ერთიანად მოედო სხეულს სითბო. “არა იქმადე მისვლა მეზარება” გაიფიქრა და მოლარისს დალხზე იდაყვს დაეყრდნო.
-გისმენთ.
-რძე მინდა.
-აქ თვით მომსახურებაა თავად აიღეთ.
-და ფულს რაში გიხდიან?
-იმაში რომ მოგემსახუროთ.
-ჰოდა აწიე ერთი ადგილი და რძე მომიტანე, თუ შეიძლება ცივი.-მოლარე ადგა და რძე მოიტანა.-ძალიან კარგი, ერთი კოლოფი მალბოროც, წითელი. ნეტა ამას თავს რატო ვაკლევინებ-სიგარეტს დახედა ჯიბეში ჩაიდო, ფული გადაიხადა და მაღაზიიდან გამოვიდა. მანქანაში ჩაჯდომის თანავე გახსნა რძე და პირდაპირ პაკეტიდან მოსვა.-ჰოარ გინდა?
-ფუ არა.
-აღარასდროს თქვა ფუ, რძეზე.-ხელი მკლავში მოუჭირა.
-კარგი ჰო, გამიშვი, მეტკინა.-ხელი გაუშვა და ისევ მანქნა დაძრა, ნატას სახლი ახლოს იყო, მანქნა მალევე გააჩერა და სადარბაზოში შევიდნენ.-ისე არასდროს ვყოფილვარ შენს სახლში.
-მაგის იმედი არც გქონდეს-ნატამ კარი გააღო და სახლში შევიდნენ.
-დღეს სად გირჩევნია?
-ლოგინზე, დაღლილი ვარ.-ტანზე ნელ-ნელა იხდიდა და საძინებელში საცვლის ამარა ლოგინზე დაწვა.-საკმაოდ ცივა ჰო იცი.
-თუ გინდა…
-არ მინდა, შენი საქმე გააკეთე და წავალ.
ნატა ნაზად კოცნიდა მუცელზე ედუარდს, ის კი თვალებდახუჭული ხელები თავქვეშ ამოდებული იწვა და ელოდებოდა კულმინაციის ეტაპს. გოგო წელზე ნელა გადააჯდა და ნაზად შეისრიალა საშოში. ედუარდს სუნთქვა გაუხშირდა და სხეული მოადუნა. გოგო ნელა, ნაზად მოძრაობდა ზემოდან, სანამ ედუარდს უფრო არ გაუხშირდა სუნთქვა და პირი არ გააღო.
-მოგეწონა?
-კი, კარგი გოგო ხარ.-ლოგინზე მჯდარ გოგოს თავზე აკოცა და ჩაცმას შეუდგა.
-იქნებ დარჩენილიყავი.-კარებში ნახევრად გასულ ედუარდს სიტყვები დააწია ნატამ.
-არა.-მშვიდად უპასუხა ედუარდმა და კარი გაიხურა.
მანქანაში იჯდა , ახლა აღარც ირონია და აღარც ბრაზი აღარ აწვებოდა სახეზე, ეს უბრალოდ სევდა იყო. ვინ იფიქრებდა რომ გაჩერებულ მანქნაში მარტო და სევდიანი დარჩებოდა. მაგრამ ასე მოხდა, მანქანა დაქოქა და ძალიან ნელა გაუყვა გზას. სახლს გასცდა და სადღაც შორს წავიდა. ქალაქიდანაც გავიდა და უკან ჩამოიტოვა ყველა ის სიბინძურე რაც ბოლო დღეებში გააკეთა. ორსართულიან ხის სახლთან გაჩერდა. ცოტა ხანს მანქანიდან უყურებდა სახლს ხელები ჯერ კიდევ საჭეზე ეწყო, ფიქრობდა გაეღო თუ არა სახლის კარი რომელშიც ჯერ კიდევ ენთო შუქი. საათს დახედა საღამოს ცხრა საათი იყო. წესით უნდა ღვიძებოდა, მანქანიდან გაუბედავად გადმოვიდა და სახლის კარზე დააკაკუნა.
-ედი საყვარელო, როგორ ხარ? სად დაიკარგე?
-ელზა ძვირფასო-გულსი ჩაიკრა ორმოცს გადაშორებული ქალი და სახლში შევიდა.
-არა, მართლა სად დაიკარგე? ნერვიულობს როცა ამდენი ხნით არ ჩნდები.
-სად არის?
-ტელევიზორს უყურებს.-ედუარდი მისაღებში შევიდა, ქალი სავარძელსი იჯდა, მხრებზე პლედი ქონდა მოხვეული, ხელში ჟანგბადი ეჭირა და დროდადრო ისუნთქავდა. ედუარდი ნელი ნაბიჯით შევიდა მისაღებში.
-დედი.-დაბალი ხმით მიმართა ედუარდმა. ქალს არ გამოუხედავს. ახლა უფრო ახლოს მივიდა. მხარზე ნელა დაადო ხელი-დედი, როგორ ხარ?
-ცუდად-ქალს არც გამოუხედავს ისე უპასუხა ედუარდს.
-არ გამომხედავ?
-მარტო მაშინ უნდა გიყურო როცა შენ გინდა არა?! -ახლა უკვე გამოიხედა ქალმა, თვალები გაყვითლებოდა, ხელები კი ძალიან დამჭკნარი ქონდა.
-კარგი რა დედი, არ გინდა. ნუ მიბრაზდები, ჰო იცი რო ბევრი საქმე მაქვს.-სავარძელთან ჩაიცუცქა ედუარდი, ქალის ხელი ხელებში მოიქცია და აკოცა.
-ჩემი სულელი ბიჭი.-თავზე ხელი გადაუსვა დედამ.-ვიცი შვილო ვიცი, ცხოვრებაც და სამსახურიც ძალიან დამღლელი ხარ.
-გთხოვ დღეს მაინც არ გინდა.
-შენ სულ ასე ამბობ მე კიდე მინდა სიკვდილამდე გავიგო, რა და როგორ ხდება.
-რისი გაგება გინდა დედა?-ფეხზე წამოიჭრა ედუარდი და ხმის ტონსაც აუწია.-ჰო მამაჩემი დავიჭირე. მეტი არაფრის ცოდნა გჭირდება.
-შვილო, საფრთხეში ხარ, ყოველდღე იმზე ვფიქრობ რომ მამაშენზე ცუდი ხალხი რაიმეს დაგიშავებს.
-დედა, ვიცი რომ ნერვიულობ, მაგრამ გთხოვ შეწყვიტე, ვერავინ ვერაფერს დამიშავებს, მათზე ბევრად ძლიერი ვარ. იმ ნაბი*ვარს მამად რომ მეკუთნის კიდე უფლებას არ მივცემ სხვისი ხელით შეემეხოს ან მე ან შენ! საკმარისია რაც დაგვიშავა, ვერ ხედავ?
-კარგი ედი, დამშვიდდი.
-ნუ მამშვიდებ მაშინ როცა იცი ეს არ შემიძლია. იცი მაგ კაცის გახსენებისასაც კი მხოლოდ იმის სურვილი მიჩნდება რომ მოვკლა.
-გთხოვ ასე ნუ ლაპარაკობ.
-დედა, მე მხოლოდ ათი წლის ვიყავი გესმის ?! მხოლოდ ათი წლის და წამით მაინც რომ დამეგვიანა შენ ცოცხალი აღარ იქნებოდი. ვიცი ამის გახსენება არც შენ და არც მე არ გვინდა. და გთხოვ ნუღა მეკითხები რატომ ვარიდებ ამაზე ლაპარაკს თავს. ის იქ არის სადაც უნდა იყოს, რასაც იმსახურებს ის მიიღო.
-კარგი, ვსო აღარაფერს გკითხავ ამაზე. შენი ძმა? მასზე მაინც მესაუბრე
-ჰო იცი ხშირად არ ვნახულობ
-რატომ?
-ის მამას გავს, მეტი მიზეზი არ მჭირდება. მაგრამ მიყვარს როგორც ძმა და როცა ჭირდება მის გვერდით ვიქნები, მაგრამ არ შემიძლია მისი ხშირად ნახვა, იმ ნაბი*ვარს მახსნებს.
-კარგი, მოვრჩეთ. შენზე მომიყევი მაშინ, მელაპარაკე შვილო, აქ მხოლოდ იმის გასაგებად ნუ მოდიხარ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ თუ არა.
-ამისთვის არ მოვდივარ.
-ელზას მოუტანე ფული?
-კი და წასვლისას მივცემ-ედუარდი კვლავ დედას მიახლოვდა, იატაკზე დაჯდა და თავი კალთაში ჩაუდო.
-შენ საუკეთესო ხარ რაც კი ოდესმე მყოლია.-ედუარდს უნებურად თვალები აეცრემლა. საკუთარი თავის უმწეობა იგრძნო. და ზიზღი იმ მკვლელის მიმართ რომელიც მასში ცხოვრობდა. თმაზე ეფერებოდა ქალი შვილს და სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდა მის სახეს.-იქნებ წვერი გაგეპარსა.
-ჰო ასე უნდა მოვიქცე-გაუაზრებლად თქვა ედუარდმა ახლა მისი ოგნება სულ სხვაგან დაფრინავდა.
***
ჯერ კიდევ გამთენიის ხანი იყო, ედუარდს კვლავ ცხელ აბაზანაში ჩაეძინა და როცა იგრძნო თუ როგორ გაიყინა წყალი. მაშინვე გამოფხიზლდა, ხელში ჩაფერფლილი სიგარეტი პირდაპირ უნისტაზში მოისროლა და წყლიდან ამოვიდა. სხეულზე დარჩენილი წყლის წვეთები შეიმშრალა, სამზარეულოში ყავის მადუღარა ჩართო და მაგიდაზე იდაყვებ დაყრდნობილი გაჰყურებდა ჯერ კიდევ გაუთენებელ, გამოუფხიზლებელ ქალაქს.
-ამ დილაუთენია ვინ ჯანდაბაა.-სიბნელეში ხელისცეცებით მოძებნა ქურთუკი იარარი ამოიღო და კარს მიუახლოვდა, საკმაოდ ომახიანად აბრახუნებდა. ჭუჭრუტანაში გაიხედა.-ჯანდაბაა, ამ დილაუთენია რა უნდა?!-კარი ჩუმად გააღო.-რა ხმაურიანი ხარ დილიდან, რა გინდა?!
-სასწრაფო საქმე მაქვს
-რა ხდება?
-ახალი დავალებაა
-რა დავალება?
-ერთი ქალია არც ისე ცნობილი მაგრამ ნამდვილი ძუკნა.
-რატომ?
-გოგონებს პროსტიტუციას აიძულებს და მინიმალურ ფულს უხდის. ესაა შენი შემდეგი სამიზნე რომელიც ხვალ, ნუ უკვე დღეს უნდა მოკვდეს.
-ცოტა ადრე არ შეგეძლო?
-არა, ახლა გავიგეთ მდებარეობა.
-და სად არის?
-ყველაფერი რაც გჭირდება კონვერტშია. მე უნდა გავიქცე.
-სად მირბიხარ მშვენიერო?
-შენს გარდა სხა საქმეებიც მაქ.-ქალმა იფიქრა კვლავ მახეში მაბამსო და სწრაფად დატოვა სახლი.



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კარგია, ძალიან საინტერესო.

 


№2  offline წევრი Nobodyelse

საინტერესოა ძალიან!! გააგრძელე აუცილებლად)))
კარგად წერ:)

 


№3  offline წევრი ბიბი

Chikochiko
კარგია, ძალიან საინტერესო.

Nobodyelse
საინტერესოა ძალიან!! გააგრძელე აუცილებლად)))
კარგად წერ:)

მადლობა რომ კითხულობთ. heart_eyes smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent