შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 16.


9-07-2018, 03:40
ავტორი zia-maria
ნანახია 2 776

ბედნიერება რომლის ძიებაში კაცობრიობამ უდიდესი ძალა დახარჯა,თვითეულმა ადამიანმა კი თავისი სიცოცხლის არც თუ მცირე დრო და ენერგია შესწირა,ისევ შორსააა და ჯერ კიდევ გამართულია ბედნიერების ძიების დიდი მარათონი და საუბედუროდ უაღრესად დიდ ბედნიერებას დიდი უბედურების მოტანაც შეუძლია.
მაინც რა არის ბედნიერება?როდის იწყება მისი ძებნა?იქნებ ბავშვობაშივე მაშინ,როცა ჯერ კიდევ არ ვიცით რომ უბედურებაც არსებობს ქვეყნად და ბედნიერებასთან ერთად ფეხ და ფეხ მოგვდევს.ეძებს მომენტს როდის დაგვატყდეს თავს და წელში გაგვტეხოს,ეძებს აგრეთვე სულიერად მოგვსპოს და ბედნიერებით გაცისკროვნებული თვალები ცრემლით და დარდით შეცვალოს.ცხოვრების ბედნიერმა რიტმმა,ნელა-ნელა იწყო შეცვლა მარიამის ცხოვრებაში და მისი რეალურად ყველასათვის შესაშური ბედნიერება მუქი ფერებით შენიღბა.ვიდრე გზათა შორის ბედნიერების უტყუარი გზის ძებნას შევუდგებოდეთ, თენგიზ აბულაძის ,,მონანიებაში''ვერიკო ანჯაფარიძის გენიალური გმირის არ იყოს უნდა ვიკითხოთ; ,,ეს გზა ტაძრამდე მიგვიყვანს''?ბედნიერებაც სადღაც იქვე არის იმ ტაძართან,მხოლოდ მარიამის ბედნიერება.სულიერი და ემოციური მდგომარეობა,რომელიც სასიამოვნო შეგრძნებას იწვევს ადამიანში ,,არასოდეს დაუწყო ბედნიერებას დევნა და გახსოვდეს,რომ ის მუდამ შენშია''.-(პითაგორა) მართლაც ასეა,ის ყოველ ჩვენთაგანშია მათხოვარშიც და მდიდარშიც.თუ ცხოვრებას ვარდისფერი სათვალეებიდან შევხედავთ,უამრავი ბედნიერი წუთი გვექნება.დიახ,ბედნიერი წუთი და არა ბედნიერება.არ არსებობს ბედნიერება,როგორც ისეთი მუდმივი ცნება,არსებობს მხოლოდ ბედნიერი წუთები.მარიამი ბოლო ერთი თვის მანძილზე ძალიან დასუსტდა,თავს ცუდად გრძნობდა თანდათან ძალა ერთმეოდა და ძილად იყო მიგდებული,ამიტომ ჩუმად წავიდა ექიმთან ანალიზების ასაღებად.მოუთმენლად ელოდა პასუხს და მეამე დღეს მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,მის სხეულში უკვე სულ პატარა და ციცქნა გული ჯერ კიდევ სუსტად ფეთქავდა.დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ,ექიმი მიუბრუნდა და ღიმილით უთხრა.
-წინსვლა გვაქვს მარიამ და უნდა მოგილოცო,8 თვეში დედა გახდები.წინ ძნელი და რთული თვეები გაქვს გასავლელი და იმედია ვაჟკაცურად გაუძლებ,ერთ თვეში მოდი.ვიტამინებს გამოგიწერ,გჭირდება კარგი კვება და ნატურალური ყველაფერი.
-ყველაფერი კარგად არის ხომ?ცუდად გრძნობდა თავს,მაგრამ ეს ცუდად ყოფნა სიხარულისგან იყო გამოწვეული.სადაც იყო ტირილს დაიწყებდა,ერთიანად კანკალებდა და ექიმს მაინც იმედი სავსე თვალებით უცქერდა.
-ყველაფერი კარგად არის,მაგრამ თუ რჩევებს არ გაითვალისწინებ შესაძლებელია პრობლემებმა იჩინოს თავი და გაგვირთულდეს ისედაც რთული დრო რომელიც წინ გვიდევს.ამიტომ იზრუნე პატარაზე და შენს ჯამრთელობაზე.
-აუცილებლად ექიმო,აუცილებლად გავუფრთხილდები ჩემს პატარას ეს ჩემი სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს.
-აბა შენ იცი,პატარა დედიკო.სიხარულით სავსე გამოვიდა ექიმის კაბინეტიდან და კი არ მიდიოდა სახლში,მიფრინავდა.უეცრად რაღაც მოაფიქრდა და ბავშვთა სამყაროს ეწვია,თვალები უბრწყინავდა სიხარულისგან,ხელის კანკალით შეეხო პატარა და ლამაზ ვარდისფერ კაბას არც დაფიქრებულა მისივე პატარა ბაჩუჩებიც იყიდა და ლამაზად შეფუთული ფრთხილად ჩაიდო ჩანთაში.მიფრინავდა სახლისკენ ფრთებ-გამოსხმული,ერთმანეთში ერეოდა ყველა გრძნობა და ემოცია რომელმაც მთელი მისი არსება მოიმცვა.ყურში მელდიასავეთ ჩარჩა ექიმის სიტყვები ,,წინსვლა გვაქვს მარიამ და უნდა მოგილოცო,8 თვეში დედა გახდები''. უზარმაზარი,ჯერ კიდევ გულსი დაფარული სიხარულით და გრძნობებით შეაბიჯა სახლში.
-სად იყავი მარიამ შემაშინე, გირეკავდი და გათიშული გქონდა ტელეფონი.უთხრა შეშფოთებულმა გიორგიმ.რუსომ შეატყო მარიამს თვალებიდან ვარსკვლავების ცვენა ხელი მოკიდა და ცალკე გაიყვანა,რამაც გიორგიც და გოგიც გაკვირვებულები დარჩნენ და ერთმანეთს გაოცებულებმა შეხედეს.
-ქალები შვილო უცნაური არსებები არიან,29 წელია ერთად ვცხოვრობთ და ჯერ კიდევ ვერ ამოვიცანი.არა უშავს, წინ დიდი დრო გაქვს შეიცნო შენი მარიამი.ღიმილით უთხრა გოგიმ გიორგის და აგიზგიზებული ბუხრის წინ დაჯდა.
-რა ხდება მარიამ?უთხრა რუსომ ღიმილით მარიამს და თან თვალებში ჩააჩერდა.-ნუთუუუუუუ,მართლა?მარიამმა სიტყვის უთქმელად დაუქნია თავი და რუსოს ჩაეხუტა.რუსომ ცრემლი მოიწმინდა და მარიამს უთხრა.
-არ ეტყვი?ნახე როგორი მოლოდინით გიყურებს,ცოდოა ნერვიულობდა რომ დაგაგვიანდა.
-ვეტყვი და თან რაღაც უნდა ვაჩვენო.
-რა,რა უნდა აჩვენო რამე იყიდე?
-ვიყიდე,ჩემს გოგოს პირველი საჩუქარი დედასგან.
-ღმერთო ახლა შევიშლები,მადლობა უფალო.მარიამმა ჩანთა გახსნა და ლამაზად შეფუთული რაღაც ამოიღო და ბუხრის წინ დაჯდა ისიც გიორგის გვერდით.ხელები გაითბო,კარგად შეიგრძნო სახლის სითბო და აღარ აწვალა მასზე მოჩერებუილი მოლოდინით სავსე თვალები,გიორგის მიუბრუნდა და წყნარად უთხრა.
-პირველი მინდა გითხრა,რომ ტელეფონი გამეთიშა რადგან ელემენტი დაუჯდა და გაითიშა,ამიტომ ვერ გიპასუხებდი.
-და მეორე რა არის,რა გაქვს აქ.
-მეორე ის არის,რომ ეს შენთვისაა მაგრამ სანამ გახსნი და ნახავ,მანამ მინდა გითხრა რაღაც.
-მარიამ ნუ ღეჭავ სიტყვებს და ნუ ცდი ჩემს მოთმინებას.
-ნუ იღრინები გიორგი.შეუბღვირა მარიამმა და ცრემლიც კი მოერია.
-რა გჭირს,ტირიხარ?
-დღეიდან არ შეიძლება ჩემი ნერვიულობა,არც შიმშილი,არც შფოთვა,არც ზედმეტი სინაზე და ეს შენგან წამოსული სიბრაზე კი ჩემს ნერვებზე ძალიან მოქმედებს.გიორგი გაოცებული უცქერდა მარიამს რომელსაც ცრემლები სახეზე დაედინა,მაგრამ მაინც გაუღიმა შემდეგ კი ანიშნა გახსენი საჩუქარიო.გიორგიმ ნელა-ნელა შემოაცალა ბრჭყვიალა ქაღალდი და ხელში შერჩა ნაზი და ძალიან ლამაზი ვარდისფერი ქსოვილი,გაშალა და პირველი რაც აზრად მოუვიდა სახეზე აიფარა რამდენიმე წუთი ასე იჯდა მდუმარედ და მარიამს შეხედა.
-აქ არის ჩვენი პატარა,რომელიც შენ მაჩუქე.ის ცოცხალი არსებაა რომელიც ჩვენი მარადიული სიყვარულის სიმბოლოა.ნელა ნელა გაიაზრა რაც ხდებოდა მის გარშემო,სახეგაუნათდა და ღიმილიმა გაუპო ბაგე,თვალებში შუქი ჩაუდგა.
-მარიამ უბედნიერესი ვარ,შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე.ჩემი ცხოვრების აზრი ხარ,რომელიც ცხოვრების თილისმას გამიჩენს.მადლობა,მადლობა ამ უსაზღვრო ბედნიერებისათვის.გოგი და რუსუდანიც წამოდგა ფეხზე და შვილებს მიულოცა ეს მართლაც და უდიდესი ბედნიერება.ბედნიერი წუთებში ბექას ტელეფონის ზარმა დაარღვია და გიორგის ჩაჰყვირა სიხარულით.
-სად ხართ გიორგი.
-სახლში ვართ,რა მოხდა.
-გიორგი ანა მიმყავს,სულ მალე პატარა ტომი დაიბადება ჯერი თქვენი გოგონა იქნება.სიცილით უთხრა ბექამ.
-მართლა?მოვდივართ.გიორგი ღიმილით მიუბრუნდა მარიამს და უთხრა.-მარიამ ანას მშობიარობა დაეწყო,წამოხვალ?მარიამი ფეხზე წამოფრინდა და გიორგის სიხარულით აჟიტირებული უკან გაჰყვა.
-ჩვენ როდის ავფორიაქდებით ასეთი სიხარულისგან მარიამ?ღიმილით კითხა გოგიმ მარიამს და მანაც ღიმილით დაუბრუნა პასუხი.
-აგვისტოში,ცხელი აგვისტო აირჩია ჩემმა გოგონამ.გიორგიმ კარები გაუღო მანქანის და ფრთხილად გავიდა ეზოდან,უეცრად მარიამს მიუბრუნდა და შეეკითხა.
-რა იცი რომ გოგონაა ჯერ ხომ ადრეა სქესის დადგენა.
-არც გავიგებ სქესის,ინტუიციით ვგრძნობ რომ გოგო არის.
-აგვისტოში დიდი დღესასწაული გვაქვს ,,მიძინება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა''რა სახელი უნდა შევურჩიოთ მარიამ.იკითხა გიორგიმ დაფიქრებულად.
-არც არაფერი განსხვავებული,მარიამობის თვეში მარიამი დაიბადება.უთხრა ღიმილით.
-ეს როგორ,მარიამ დედას და შვილს ერთმნაირი სახელი გექნებათ?
-ხო,მერე რა?მე რომ აღარ ვიქნები,ის გააგრძელებს ჩემს სახელს.გიორგიმ მოწყვეტილად გააჩერა მანქანა და მარიამს სიბრაზით ანთებული ჩაწითლებული და ჩასისხლიანებული თვალებით გახედა.
-შენ გინდა რომ ჭკუიდან ამჭრა?რაღაც ძალიან ცდილობ ამას მარიამ.
-რა მოგივიდა.გაუკვირდა მარიამს გიორგის ცვლილება.
-რამე ისე არ არის და მიმალავ?მარიამ ხომ იცი უშენოდ რომ არაფერი არ გამახარებს,თუნდაც ეს ბავშვი იყოს.
-გიორგი გეფიცები.......
-ამიტომ დაიმახსოვრე,თავიდანვე ვიცოდე ექიმის ყველა რჩევა და ყველა მოქმედება.
-ყველაფერი რიგზეა, რას ეფეთები ვერ გავიგე ლამის გამისკდა გული ისე გააჩერე მანქანა.ცას ვინ გამოკერებია მე რომ გამოვეკერო,ერთ დღეს ყველა წავალთ და დავადგებით გზას მარადისობისაკენ.
-ერთ დღეს კი,მაგრამ ახლა არა და სულ სიკვდილზე ნუ ლაპარაკობ,რამდენჯერ გაგაფრთხილე.ხმა ვერ გააკონტროლა გიორგიმ და უყვირა მარიამს.
-სულ არ გაქვს მოთმინება,აღარაფერს აღარ გეტყვი აწი.გაბრაზდა მარიამიც.
-მარიამ ბედნიერება ჩვენს სიყვარულში კი არა, მის სიძლიერეშია.რამდენად ძლიერია სიყვარული,ბედნიერებაც მის გვერდითაა.საავადმყოფოში მისვლამდე არცერთს აღარ ამოუღია ხმა, გიორგი მარიამზე ბრაზოდა და მარიამი გიორგიზე უცებ რომ ფეთქდებოდა ყველაფერზე.საავადმყოფოში შევიდნენ თუ არა სულ სხვანაირი გიორგი გახდა,შეხედა ანას ტკივილიგან როგორ იტანჯებოდა და შეეცოდა,შემდეგ მარიამს გადახედა და გაეცინა რადგან ანას ადგილას მარიამი წარმოიდგინა და სასიამოვნოდ გააჟრიალა.იმდენად შეეცოდა მისი სისხლის მსმელი ტანჯვისთვის,მოუნდა ტკივილი შეემსუბუქებინა მისთვის ახლოს დაუჯდა,ხელი მოხვია და დაამშვიდა.
-ძლიერი ხარ ანა და გამაგრდი,რადგან ეს ტკვილი რამდენიმე წუთიანია რომელიც ბოლოს სასიამოვნო წუთებად გადაგექცევა,სიცოცხლის აზრს ათასმაგად რომ გაგიმძაფრებს.არ ჩაიძირო ტკივილში,აიტანე,გაუძელი რამდენიმე წუთს,ბექასაც ძალა მიეცი რომ შიშმა და სისუსტემ ერთად არ მოერიოს.წადი,გაყევი შენს ექიმს ჩვენ აქ გელოდებით ყველა.ზუსტად 8 თვეში ასე დამშვიდებ შენც მარიამსაც,რადგან 8 თვეში შევიკრიბებით ისევ აქ ყველა ერთად და კიდევ ერთი პატარას შემომატებას ავღნიშნავთ.
-მართლა?სიხარულით,მაგრამ ტკივილნარევი ხმით შეეკითხა ანამ მარიამს და თვალებით მოეფერა.
-ყველაფერი კარგად იქნება ანაბელ გამაგრდი.
-კარგად ვარ,რა მომკლავს როგორც იქნა ჩემმა ტომიმ მშვიდად და თბილად დამელაპარაკა.სიცილით თქვა ბოლო სიტყვები,რაზედაც გიორგიმ გულიანად გადაიხარხარა და ყველა აყვა მათ სიცილს.
-არ შეგიძლია ახლა მაინც არ უკბინოთ ერთმანეთს?უეცრად სახე შეეცვალა ანას და ცივი ხმით იკივლა.
-ღმერთო მიშველეეე,ხელი გამიშვი ვერ გიტან,არ მინდა რომ გხედავდე.შეუღრინა ბექას.
-ჩემთან რა გინდა,მე რას მერჩი.გაკვირვებული იყო ბექა.
-შენთან მინდა აბა ვისთან მინდა,შენ რომ არა ამ დღეში არ ვიქნებოდი.შეუბღვირა ანამ.
-მე რომ არ ვყოფილიყავი,სხვა მაინც იქნებოდა.ამიტომ კარგია რომ მე ვიყავი იმ სხვის ადგილზე და ნუ ბუზღუნებ,სულ მალე დასრულდება ეს მტკვნეული წუთებიც.სადაცაა ჩვენი შვილი დაიბადება და ნუ შეხვდები ბუზღუნით.გაიყვანეს ანა და ყველა ნერვიულად გადი გამოდიოდა,რომ უეცრად კარინას კივილმა შეაშინა ყველა.
-ალიკააააა მიშველე,მოდის.ცრემლიანი თვალები შეანათა ალიკას.
-რა მოდის,ვინ მოდის.დაიბნა ყველა და ბოლოს ისევ ალიკა მოვიდა აზრზე,რომ კარინასაც
შობიარობა დაეწყო.
-ორი პატარა დაიბადება დღეს,მადლობა უფალო რომ ნელა-ნელა ზრდი ჩვენს თბილ კერას.
-ორი ვაჟკაცი არის უკვე ადგილზე ჩემი პრინცესას დასაცავად.თქვა მარიამმა და ამაყად გადახედა იქვე მდგარ გელას,რატის,ალექსანდრეს,ლაშას და ქეთევანს.ეს ხომ ყველასთვის ახალი ამბავი იყო,ულოცავდნენ გიორგის და მარიამს და ლაშამ ჩაახველა.
-ჩვენც ველოდებით პატარას.ხელი გადახვია ლოყებაწითლებულ ქეთევანს.
-აბა ეს ქორწინება ფიქტიური არისო?შეეკითხა რატიმ გაკვირვებულმა ლაშას და თვალები მოუჭუტა სასაცილოდ.
-ასეც იყო,მაგრამ ფიქტიური ფაქტიური გავხადეთ და დღეს ბედნიერი წყვილი ვართ.გიორგიმ დაინახა ექიმი რომ გამოვიდა და ღიმილით მიახლოვდა სამშობიაროს კართან მომლოდინეებს.
-დაიბადა ორი ჯამრთელი ვაჟკაცი ერთად,არც ერთი წუთით გვიან და არც ერთი წუთით დასწრება,ისინი ტყუპებივით არიან გილოცავთ.
-ერთის მამა მოდის,მაგრამ მეორე სად წავიდა.იკითხა ალექსიმ.ექიმსაც გაეცინა მათ სიცილზე და თქვა.
-ერთის დაბადებას მედგრად შეხვდა მამა,მაგრამ მეორეს გული სუსტი ჰქონია და გრძნობა დაკარგა,მალე შემოგიერთდებათ.რამდენიმე წუთში დაინახე სახე გათეთრებული ბექა,რომელმაც ალექსის წაართვა სიგარეტი და ერთი ღრმა ნაპასი დაარტყა.
-შენ,შენ სიგარეტის წევა როდიდან დაიწყე.შეეკითხა გიორგიმ.
-რას გავხარ,ცუდად ხარ?ხელი მოხვია მხრებზე გელამ და უბიძგა დამჯდარიყო.
-შეგეშინდა?არ ეშვებოდნენ და კითხვებს ყოველი მხრიდან აყრიდნენ.
-შემეშვით,რომ დავინახე სულ ერთიანად გალურჯებული ბავშვი ექიმს ფეხებით ეჭირა და მის პატარა მხრებში ურტყამდა ხელს შემეშინდა,ძალიან შემეშინდა.გავიგონე რომ იტირა,როგორ აღმოვჩნდი ძირს არ ვიცი.ის ისეთი პატარა და უსუსურია ტო,ხელი მას როგორ უნდა მოკიდო.თქვა ბექამ და შემდეგ გაეღიმა.
-სახელი?რას არქმევთ სახელს.შეეკითხა მარიამმა.
-ლუკა დაიბადა,ჩემი პატარა კაცი,პატარა ადამიანი.
-მეორეს?რას არქმევთ მეორეს.ლაშამ შეხედა ალიკას ღიმილით.
-ვახო,ვახო დაიბადა.ვახო კობახიძე ჩემი ლომი. თქვა ალიკამ ამაყად.ყველაფერმა კარგად ჩაიარა,მარიამს უნდოდა სულ ლუკასთან ყოფილიყო და მისი სუნი შეეგრძნო.ეხმარებოდა ანას პატარა კაცის მოვლაში,იქედან წამოსულები კი კარინას და ალიკას გაუვლიდნენ,იქაც იგივე ხდებოდა დაიჭერდა ვახოს ხელში და დაუღალავად ეტიტინებოდა,ალიკა კი ამ ყველაფერს როგორც ბექა ისიც კამერით იღებდა.ბოლოს დაღლილი და დაქანცული მიყავდა გიორგის სახლში.მალე იღლებოდა და ეს არ მოწონდა,აშინებდა მისი ბოლო დროინდელი ფაქტები თავად აღმოაჩინა და გაანალიზა,რომ რაღაცეები ავიწყდებოდა,თითქოს აზროვნება დაუქვეითდა.არავის არაფერი არ უთხრა და გიორგის ჩუმად წავიდა ექიმთან.ექიმმა ყველა ანალიზს გადახედა და მარიამს სევდაჩამდგარი თვალებით შეხედა.
-რამდენი თვის ორსული ხარ შვილო.შეეკითხა მარიამს.
-მეხუთე თვეში ვარ,რამე პრობლემაა ჩემს თავს?
-კი,პრობლემაა და ვშიშობ ეს ბავშვი უნდა მოიშორო მკურნალობას ჩაიტარებ და ჯერ ცხოვრება წინ გაქვს,გამოჯამრთელდი მყარად დადექი ფეხზე და შვილის ყოლას ყოველთვის შეძლებ.ექოსავით ჩაესმა მარიამს ექიმის სიტყვები,თითქოს ახლახანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.ექიმს შეხედა თვალებ ანთებულმა და მკაცრად უთხრა.
-არასოდეს,სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს მე ჩემი შვილის გაჩენა,მას დავიცავ,მას მოვავლენ ამ ქვეყნად რადგან მას არავისთვის არაფერი არ დაუშავებია.ის ყველაზე დაუცველი და უსუსურია და არაა დამნაშავე თუ იმ ადგილას ჩაისახა სადაც საფრთხე ელოდება მის ყოფნას.ეს პატარა ჩემს სხეულში,ჩემი სიყვარულია და ის უნდა დაიბადოს.ეს მეორედ არ მითხრათ,დამინიშნეთ მკურნალობა და მივიღებ წამლებს,ოღონდ ის რაც მითხარით არ გავაკეთებ.
-მარიამ იცი რომ შენს სიცოცხლეს სასწორზე დებ?
-ასე მირჩევნია ექიმო და გთხოვ გიორგის ნუ ეტყვით,თუ მაინდამაინც ამ ეტაპზე თავად ვეტყვი როცა დრო იქნება.
-მპირდები,რომ ეტყვი?ამის დამალვა არ შეიძლება მარიამ ეს სერიოზული დანაშაულია ჩემი მხრიდან,როგორც ექიმი.
-დრო,დრო მომეცით და ვეტყვი.
-კარგი,მაგრამ ხშირად მოხვალ კონტროლზე თუ რამე დაგჭირდეს ტელეფონითაც შეიძლება ვიკონტაქტოთ.
-მოვალ,აუცილებლად მოვალ.მარიამი განადგურებული დაბრუნდა სახლში.
დიდ სიყვარულს ძალა აქვს და ის სასტიკია,ხანდახან თვით სიყვარულსაც არ შეუძლია ტკივილის ატანა და ის ტირის მაშინ,როცა ვეღარ უძლებენ ტანჯვას.ხანდახან ისე კარგადაა ყველაფერი,არაფლის შეცვლა არ გინდა და თავის გზით მიდის ცხოვრებაც.სიყვარული უფრო ღრმავდება და მარიამიც არ ფიქრობდა მხოლოდ თავის თავზე,ის ფიქრობდა გიორგიზე.
-განა ბევრს ვნატრობდი? მხოლოდ მინდოდა შენთან ერთად დილას ვხვდებოდე, შენი ბაგიდან სუნთქვას რომ ვიტაცებდე და მერე მკერდში გეხუტებოდე, მშვიდად მძინარეს, ფრთხილად გკოცნიდე, თან შენს სურნელში ვიკარგებოდე, მხოლოდ ის მინდა, რომ შენს სიყვარულს ყოველ საღამოს ველოდებოდე,მაგრამ რადგან ასე არ არის როგორც ვფიქრიბდით შენ კარგად უნდა იყო,იმიტომ რომ მეც იქ უნდა ვიყო კარგად.მე იქედან დაგიცავ რომ სიბნელე გაგიქრო და სინათლეში იარო.ჩვენ სიყვარულით ვიპოვეთ ერთმანეთი,ეს ბავშვიც ჩენი სიყვარულია და არ შემიძლია უარი ვთქვა მასზე.როცა გაიზრდება შენ მას შეიყვარებ და მისცემ ფრენის საშუალებას.მარიამი ყოველ დღეს ახალ ახალ ჩანაწერებს აკეთებდა,ეს ჩანაწერი მარიამის დღიურში ბოლო ჩანაწერია,რადგან მერე ხელის კანკალიც დაეწყო.იცოდა,რომ გიორგი ამ დღიურს ოდესღაც ნახავდა.ორი კვირის შემდეგ წავიდა ექიმთან.გასინჯა ექიმმა და შეეკითხა.
-როგორ გრძნბ თავს მარიამ.
-ეს ბოლო დღეებია,ვგრძნობ რომ სუნთქვა მიჭირს.
-ეს პროცესი მოსალოდნელიც იყო,შენი ავადმყოფობა იცი და გესმის რომ განუკურნებელია.უნდა გაიგო,რომ შენს გარშემო ბევრი საყვარელი ადამიანია,არის ისეთი ხალხიც რომლებსაც ძალიან უყვარხარ და შენზე გული შესტკივათ.
-ჩემს მდგომარეობაზე გული ჩემზე მეტად არავის შეტკივა ექიმო.
-გიორგი?რას უშვები გიორგის,ის არ გეცოდება?როდის უნდა უთხრა ეს ყველაფერი.
-არ ვიცი,ვეტყვი აუცილებლად მაგრამ ჯერ არა.
-როდემდე გინდა მალო,როდემდე გინდა ითამაშო ძლიერი ქალის როლი მარიამ.როდემდე შეძლებ მალო ეს ყველაფერი,იცი რომ შესაძლებელია სიარულიც გაგიჭირდეს?მხედველობაც და სმენაც დაგიქვეითდეს?გაბრაზდა ექიმი.
-სწორედ ეს მიჭირს მეც,რომ გათენდება დილა და გიორგი შემატყობს იმიტომ რომ ნაბიჯს ვერ გადავდგამ,დამიძახებს მარიამო და ვერ ვუპასუხებ,მომეფერეო და ხელს ვერ ავწევ მოვეფერო.როგორ გგონია ეს ყველაფერი ჩემთვის იოლია?ხმით ატირდა მარიამი.
-მაგრამ თუ არ იბრძოლე,შენ თავად წაართმევ შენს თავს გიორგის და შენთან ერთად იმ ბედნიერ დღეებს რომლებიც ერთსდ გაატარეთ.ექიმსაც თვალები ჰქონდა ცრემლებით სავსე.
-მე ახლაც მენატრება ის მხიარული და ბედნიერებით სავსე დღეები.თქვა ტირილით.
-მარიამ ეს ხუმრობა არ არის ჩემო გოგო.პირველად რომ ანალიზი ავიღეთ ფილტვები 70%-ზე მუშაობდა,თანდათან ნელდბა მათი მუშაობა,სუნთქვა გაგირთულდება და ...
-დააბოლოვე,..............და ბოლოს შეწყდება კიდეც.
-როგორ ფიქრობ, გიორგისთვოს ეს სულ მალე შეუმჩნეველი დარჩება?
-ოხ,ღმერთო რატომ,რატომ მე.არ მინდა მაგ ზომამდე მივიდე.ატირდა მარიამი და განადგურებული დაბრუნდა სახლში.ამჯერად რუსო მარტო იყო და გადაწყვიტა მას დალაპარაკებოდა.
-მარიამ?მოხვედი შვილო?როგორ ხართ.ღიმილით შეხვდა რძალს რუსო მაგრამ მარიამს რომ შეხედა ღიმილი სახეზე შეაცივდა.მარიამი რუსოს მიუახლოვდა,ხელები შემოხვია და გულში ჩაეხუტა და სევდიანი,ტირილნარევი ხმით უთხრა.
-მომეცი პირობა,რომ რაც არ უნდა გითხრა ამ საიდუმლოს შეინახავ.
-რა ხდება მარიამ ნუ მაშინებ,გიორგის დავურეკო?
-არა,არა მხოლოდ მე და შენ ვისაუბროთ.
-გისმენ,მითხარი რა უნდა მითხრა.
-ასე არა,ჯერ დამპირდი მომეცი პირობა რომ მშვიდად იქნები,მპირდები?მპირდები,რომ ჩემს შვილს დაიცავ და სასიკვდილოდ არ გაიმეტებ?
-რას ამბობ მარიამ კარგად ხარ?გამაგებინე რა ხდება შვილო.
-რუსო სულ ცოტა ხნის წინ,გავიგე რომ ცუდი ანალიზები მაქვს და უკურნებელი სენით თანდათან ედება ჩემს ფილტვებს,სუნთქვას მიკეტავს.ძალიან ვცდილობ ბავშვი შვიდ თვემდე მივიყვანო,რომ შვიდთვიანი დაიბადოს.ის ჯამრთელია,მას არაფერი არ ემუქრება. მარიამი მუხლებზე დაეცა და ისე შესთხოვდა რუსუდანს,რომელსაც უკვე აღარაფერი არ ესმოდა.-გთხოვ,გემუდარები დედა,დედიკო გიორგის ჯერ არ უთხრა არაფერი.მე მაინც აღარაფერი აღარ მეშველება და ამ ბავშვის გაჩენაში დამეხმარე,რომ ის დაიბადოს.ტოროდა მარიამი და ტიროდა რუსოც.ძალა მოიკრიბა და ფეხზე წამოაყენა,დააჯინა წყალი მიაწოდა,მისი ხელით მობანა სახე სველი ხელებით და ცოტა რომ თავადაც დამშვიდდა უთხრა.
-ვინ იცის კიდევ ეს ამბავი მარიამ.
-არავინმა,მხოლოდ მე ვატარებ ამ მძიმე ტვირთს უკვე ორი თვეა,რომელსაც ვეღარ გავუმკლავდი და გითხარი.
-მარიამ ასე არ შეიძლება,ბავშვი მერეც გაჩნდება მთავარია შენი გადარჩენა ახლა.
-არა დედა,მე უკვე ცალი ფეხით წასული ვარ.უთხრა რუსოს და ჩაიცინა სევდიანად.
-გიორგი?გიორგი ძალიან დაიტანჯება შვილო.
-ვიცი,არასოდეს არ ვყოფილვარ ეგოისტი,მაგრამ ახლა ვარ.ყველაფერი რაზედაც ვოცნებობდი ცხოვრებაში ის იყო,მეპოვნა ჩემი ადგილი.შემყვარებოდა და ყველას გულში დამენთო ძლიერი სიყვარული.სიყვარული,ყოველგვარი ძალადობის და ანგარების გარეშე მოვიპოვე.ფასდაუდებელი და შეუფასებელი გრძნობებით გაბნეული,ჩემი სიყვარული ჯერ გიორგის გულში და მერე ყველას გულებში.ეს იყო რუსო ჩემი ოცნება,რომელიც ზღაპრად დამრჩა ცუდი დასასრულით.ეს მხოლოდ ჩემი ზღაპარია,ჩემი რეალური ცხოვრების სევდიანი ზღაპარი.მე დღიური მაქვს და როცა დრო მოვა,ჩემს გარდერობში ბოლო უჯრაში ნახავ რომელსაც გადასცემ გიორგის.
-მარიამ გაჩუმდი გთხოვ.ცრემლებს ვერ იკავებდა რუსო.გულში ჩაიკრა და ასე იყვნენ თითქმის ნახევარი საათი.
-ადი ზემოთ,წყალი გადაივლე და დაისვენე.სადაცაა გიორგი მოვა და ნუ დახდები ასე.მარიამი წამოდგა და ნელა-ნელა წავიდა,რუსომ შეაჩერა და უთხრა.
-მომეცი შენი ექიმის ნომერი,იქნებ არც ისე რთულადაა საქმე,იქნებ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი.
-არა,არ ღირს რუსო.შენ ხოლოდ აი ამ პატარაზე იფიქრე,ძალიან გთხოვ.რუსო იქვე დაჯდა და ჩაფიქრდა,ცოტა ხანში სახლში რატიმ შემოგლიჯა კარები სახეგაფითრებულმა.
-მარიამი სად არის რუსო.სევდა,ბრაზი,დარდი ყველაფერი იკითხებოდა მის თვალებში და მის გახშირებულ სუნთქვაში.
-რად გინდა მარიამი რატი.არ იმჩნევდა არაფერს რუსო და ძალიან ებრძოდა თავის თავს,რომ არ მისულიყო და რატის არ ჩახუტებოდა მის მკერზდე თავმიდებული არ აღრიალებულიყო.
-საქმე მაქვს აუცილებელი,მაღლა არის?
-ძინავს,მას სიმშვიდე ჭირდება.რატიმ შეხედა რუსოს და ჩახლეჩილი ხმით უთხრა.
-შენ,შენ იცოდი?
-შენ?შენ იცოდი და აქამდე არაფერი არ თქვი?
-მე?მე დღეს გავიგე,სულ რამდენიმე საათის წინ შევხედე ონკოლოგის კაბინეტიდან განადგურებული გამოვიდა,ნამტირალები და თვალებდაწითლებული.არ დავენახე და მისი წამოსვლისთანავე შევედი ექიმთან,ყველა მის ანალიზს გადავხედე.ოთხი თვემდე არაფერი არ ჰქონდა,რომ ეთქვა და არ გაჯინებულიყო შესაძლებელი იყო მისი შემობრუნება.დღევანდელი ანალიზებით კი ყველაფერი დაგვიანებულია, რუსო გიორგის როგორ შევხედო თვალებში.
-იქნებ სხვაგან,იქნებ საზღვარგარეთ წაყვანამ უშველოს რატი.
-ვეღარაფერს ვერ შევცვლით სასიკეთოდ,რადგან ყოვლის შემძლე მხოლოდ ღმერთია მის ხელშია მხოლოდ სიცოცხლის და სიკვდილის გასაღები.თქვა ცრემლებამდე მისულმა რატიმ.
-ღმერთო ეს რა დღე გამითენდა,ჩემი პატარა მარიამი თურმე თვეებია იტანჯება.
-მე თავს ვიმტვრევ,ეს როგორ ვუთხრათ გიორგის.
-გიორგი ვერ გადაიტანს,ძალიან გაუჭირდება რატი ამ ამბავთან შეგუება.
-არ ვუთხრათ?ეს როგორ უნდა დავუმალოთ.
-დამაფიცა,მუხლებზე დამდგარმა დამაფიცა და მთხოვა,მე აღარაფერი მეშველება და ეს ბავშვი რომ გავაჩინო მომეხმარეო.
-წავალ ვნახავ,დაველაპარაკები.ვერ შეგპირდები ვერაფერს,მაგრამ ვცდი.რატი, ფრთხილად დააკაკუნა მარიამის საძინებლის კარებზე და შევიდა,საწოლზე ჩამოუჯდა და ჯერ მდუმარედ იჯდა.
-აქ რას აკეთებ რატი.
-მარიამ შენთან მოვედი,არ ფიქრობ რომ სალაპარაკო გვაქვს?არა როგორც მეგობრები,არამედ როგორც ექიმი და პაციენტი.
-მე შენი პაციენტი არ ვარ რატი.
-ვიცი,დაგინახე დღეს სადაც იყავი.რატომ გავიწყდება ყველა და ყველაფერი შენს გარშემო,რატომ გინდა დაამსხვრიო შენი სიჩუმით ეს ბედნიერება.
-არა,არ მინდოდა ასე,მაგრამ წრეზე სიარული აღარ გამოვიდა,ახლა პირდაპირ მივდივარ.მინდოდა,ძალიან მინდოდა ვყოფილიყავი ბედნიერი,მაგრამ ახლა დავრწმუნდი რომ ბედნიერება არ არსებობს,არსებობს მხოლოდ ბედნიერი დღეები რომლებიც თქვენთან დარჩება ჩემი წასვლის შემდეგ.
-მარიამ ცხოვრება არ არის რეკლამა,უნდა იბრძოლო მისთვის რომ ეს ყველაფერი შეიგრძნო და შენც შეგიგრძნონ.
-რატი რას მთავაზობ, შვილი რომელიც ჩემს სხეულშია თითქმის ექვსი თვეა და დღითი დღე ვგრძნობ ის როგორ იზრდება ჩემს მუცელში ის მოვიშორო?ხელი მომეცი,დაადე აქ.რატის ხელი აიღო და მუცელზე დაიდო.-იგრძენი?ეს ხომ ცოცხალი არსებაა,ეს მოვიშორო და მოვკლა? რატი ამას არ ვიზამ,შენ ექიმი ხარ და ადამიანებს შველი,მე კი დედა ვარ და უკვე ბრძოლა მიწევს ჯერ არ დაბადებული შვილის გამო.მე წავალ და ის თქვენთან დარჩება,თქვენ გაზრდით მას.მარიამი ისევ თქვენს თვალწინ გაიზრდება მაგრამ სხვა სტატუსით,ძმიშვილის სტატუსით.რატიმ ყელში მოწოლილი ცრემლი გადაყლაპა და მარიამს შეხედა.
-მარიამ სასწაულებიც არსებობს და დიდი იმედი მაქვს არჩევანს გააკეთებ შენი მომავლისთვის,გიორგის გამო და შენი სიყვარულისთვის.ეს ბოლო და ერთადერთი შანსია მარიამ ნუ დაკარგავ მას.
-რატი მაპატიე,მე უკვე გავაკეთე არჩევანი ჩემი შვილის სასიკეთოდ ის უნდა დაიბადოს,ეს ჩემი ბოლო სიტყვაა.ვერაფერი გააწყო რატიმ და სევდიანმა დატოვა მარიამის საძინებელი,რუსო ძირს ელოდა და იმედით სავსე თვალებით შეხედა რატის.
-რაო,რატი რა გითხრა.
-ჯიუტია,რუსო ძალიან ჯიუტია,მაგრამ ძალიან ამაყი და მებრძოლი.ხელი მოხვია რუსოს და ასე გავიდნენ გარეთ.ნელა-ნელა გადიოდა დღეები და რატი ცდილობდა თავი აერიდებინა გიორგისთან შეხვედრებზე და ბევრ საქმეს იმიზეზებდა.გარეთ ცხელი ზაფხული იდგა,მარიამი ჭადრის ძირში იჯდა და წიგნს კითხულობდა უცებ ანას ხმამაღალი ხმა რომ შემოესმა,რომელიც ქოთქოთით მოსდევდა გიორგის და მათ უკან ბექა მოდიოდა ბავშვით ხელში სიცილ-სიცილით.
-მოგტყდეს ეს ხელები და შეგახმეს ტანზე ეს ფეხები,მახინჯო და ხისთავიანო კაცო.გიორგიმ პირდაპირ მარიამისაკენ აიღო გეზი და მის გვერდით დაჯდა ხელი გადახვია და უთხრა სიცილით..
-მარიამ გეფიცები,ანას ასაკი მოაკლდა ნახე როგორ ოთხმოცი წლის დედაბერივით იწყევლება.მარიამს გაეცინა და გიორგის შეხედა სიყვარულით სავსე თვალებით,თან სიცილით უთხრა.
-რა უქენი ამჯერად,არც ასაკი გემატებათ და არც ჭკუა?
-ეს რომ მოვა აქ,შეიძლება იმ დღემ მშვიდად ჩაიაროს?როგორ გგონია ან ერთი ან მეორე დაქორწინებუულები თუ არიან,ლუკაზე მეტი ჭკუა აქვს რომელიმეს?უთხრა სერიოზულად მარიამს ბექამ და რუსოს გადასცა ლუკა რომელიც ხელების და ფეხების ფართხალით წავიდა რუსოსკენ.
-მოდი ბებოსთან ჩემო სიცოცხლე,როგორ მიხარიხარ მე შენ.შენ ხომ იქნები ჭკვიანი ბებო და ამათ არ დაემსგავსები.
-გაგცემს ექვსი თვის ბავშვი სერიოზულ პასუხს.გაეცინა გიორგის და ლუკას მსუბუქად უკბინა შიშველ ბუსკუნა ფეხზე.
-ჰეჰეჰეეეეეე,გაუმარჯოს ჩვენი კომპანიის მხიარულ საზოგადოებას.ეზოში ალექსი და გელა შემოვიდნენ.
-ესენი მთვრალები არიან?იკითხა ბექამ და გიორგის შეხედა.
-სად იყავით თქვენ.
-გავიარეთ,რა არ შეიძლება?შეუბღვირა გელამ გიორგის.
-სად დალიეთ.კითხა ბექამ და ალექსის შეხედა.
-პირში.მარიამმა გულიანად გადაიკისკისა ალექსის პასუხზე.
-ხალხნო სოფელში როდის წავიდეთ?იკითხა ალექსიმ.
-ჩვენ მალე მივდივართ,მარიამის მშობლებს ქორწინების 25 წელი უსრულდებათ და სუფრა აქვთ,თქვა გიორგიმ.
-მერე ჩვენ?თუ გითხრათ ვინმემ უკუღმა ჯდებიან მაგიდასთან და შეგარცხვენენო?გაეცინა ალექსის.
-სახლში შემოდით ყველამ,სერიოზული სალაპარაკო მაქვს.თქვა ანამ და პირველი თავად შევიდა სახლში.
-ანას რა ჭირს,იჩხუბეთ?შეეკითხა ბექას.
-არა,რა ვიჩხუბეთ.გაუკვირდა ბექას.სახლში შელაგდნენ ყველა და ანამ თქვა.
-აქ ჩემი მოსვლის მიზეზია,რომ მე და ბექა ვშორდებით.ყველა დადუმდა ხან ანას უცქერდნენ და ხან ბექას თავად ბექა კი იდგა და გაკვირვრბული უცქერდა ანას.
-რას შვრებით? ეს მე რატომ არ ვიცი? ახლა მოიფიქრე თუ ცუდი სიზმარი ნახე,თუ რა ხდება გამაგებინე რა გეტაკა,შეგიძლია ჯერ მე გამარკვიო და განცხადება მერე გააკეთო?ასეთი გაბრაზებული ბექა მარიამს არ ენახა და სერიოზულად შეეშინდა,გიორგის ხელი ჩაავლო და მან დაამშვიდა.
-არც სიზმარი მინახია და არც რამე მომლანდებია,როგორც კი სუფრას გავაწყობ შენს თეფშს კიდებ ხელს და საწოლ ოთახში გადიხარ,ნორმალურ ოჯახში ასე არ იქცევიან. მე შენ გელოდები,მინდა საღამო შენთან ერთად გავატარო შენ კი გვერდს ამივლი და გადიხარ ბექა.ანა თან ტიროდა.გიორგი უკვე ბრაზობდა ბექაზე და მისკენ გაიწია,რომელიც მარიამმა დააკავა და წინ გადაეფარა.
-ბექა მე და ანა სულ ვკინკლაობთ,მაგრამ ეს თუ რამე სერიოზულია იცოდე არ გაპატიებ.ვინმე გაიცანი?რა ხდება,როდის მერე გაქვთ პრობლრემები,რატომ ერთხელ არ მითხარით.
-რა პრობლემები გიორგი ვეღარ მოიფიქრა სხვა ვერაფერი,რაზე მდებს ბრალს იმაზე რომ საინფორმაციო გადაცემას ვუსმენ ყოველ საღამოს?გგონია დაგაკავებ და შეგეხვეწები?მიბრძანდი გზა ფართოა,მაგრამ არ გაბედო ლუკას ხელი ახლო.სერიოზულად გაბრაზდა ბექა.-უაზრო ხარ,მე ჭკუას ვკარგავ მთელი დღე შენსი მონატრებით როდის მოვალ სახლში რომ შეგხედო და შევივსო შენით და შენ?შენ რას მიკეთებ, იდიოტის როლში გამომიყვანე და ნოტაციები წამიკითხე?.დაავლო ლუკას ხელი ბექამ და სახლიდან გავარდა,კარებში გასვლისას კი მიუბრუნდა ანას და უთხრა გაბრაზებულმა.
-თქვენ ქალებს,სისხლში გაქვთ გამჯდარი ჭკუიდან გადაგვიყვანო და მერე ანგელოზის ღიმილით გვკითხო ,,ასეთი რა ვთქვი,რომ გადაირიე''.
-რა გააკეთე ახლა,ჯერ არ უნდა დაელაპარაკო და არ უნდა გაიგო რა ხდება მასში?თუ არასწორად იქცეოდა,რატომ ერთხელ არ უთხარი.შენ აღარ ხარ პატარა გოგო ანა უკვე ქალი ხარ,დედა და ის შენი შვილის მამაა.წადი ახლა უკან მიყევი,რაც უფრო ფეხს შეიჩერებ და დროს გაწელავ,მით უფრო გაგიჭირდება მასთან მიახლოვება და მერე მართლა სერიოზულ სახეს მიიღებს შენი უაზრო გამოხტომები.უთხრა რუსომ ანას და თითქმის ძალით გააგდო სახლში.
-ანაააა თუ დრო დაგრჩეს დამირეკე,გავიგო რომ ცოცხალი ხარ.მიაძახა მარიამმა და ყველას გაეცინა.
-რა ქარიშხალი დაატრიალა,არ გააქცია კაცი უკან მოუხედავად?თქვა ღიმილით ალექსიმ.
-მარცხენა ფეხზე არის ამდგარი და დაუამებს ახლა ბექუშქუშა ნერვებს.ხუმრობას არ წყვეტდა გიორგი.ბექა მივიდა სახლში და ლუკა დააძინა,ფრთხილად ჩააწვინა მის საწოლში და კარების ხმაც გაიგონა,გაიხედა და ანა თავდახრილი იდგა რომელსაც მკაცრად და ცივად უთხრა რაც ანას არ მოეწონა და შეშინებულმა შეხედა.
-რისთვის მოხვედი,გადაიფიქრე წასვლა თუ ნივთები უნდა ჩააწყო,მიბრძანდი არავინი არ გაკავებს,მხოლოდ ბავშვს არ შეეხო და არ გააღვიძო.სიბრაზესთან ერთად,ირონია იგრძნობოდა ბექას ხმაში.
-ჯერ ისევ მიყვარხარ და შენს გადაყვარებას დრო უნდა.
-ხოდა გექნება მაგის დრო.
-ბექა...................
-რატომ,რატომ სახლში არ მითხარი არაფერი ასე თუ გტკიოდა ჩემი აქ გამოსვლა ანა.რატომ ერთხელ არ დაფიქრდი თუ რატომ გამოვდიოდი აქ თუ ეს უკეთესი იყო შენთვის იდიოტის როლში რომ ჩამაგდე.ვერ ფარავდა სიბრაზეს ბექა.
-კარგი რა ვერ მივხვდი ხო დებილი ვარ,შტერი ვარ,უაზრო ვარ.მთელი ეს დღეები,მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ ვიღაცა გყავდა და მე აღარ მიყურებდი,მე აღარ გჭირდებოდი და ლამის ჭკუაზე ავიჭერი.უთხრა ტირილით ანამ,ბექას ჩაეცინა ესიამოვნა ანას მხრიდან ეჭვიანობა და ცოტა შერბილებული ხმით უთხრა.
-ყველა დამიჯერებს,ლუკაზე რომ ვთქვა არაფერი არ ესმის და გაიზრდება ჯერ ბავშვიათქო,მაგრამ ვინ დამიჯერებს ან როგორ დავაჯერი ხალხი რომ შენც ჯერ კიდევ ბავშვი ხარ ანა და თან ტუტუცი ბავშვი.
-ვარ,ტუტუცი და გაუზრდელი ვარ.გაეცინა ბექას და ვნებიანი ხმით უთხრა.
-მოდი ჩემთან ჩქარა,სანამ გადავიფიქრებ და ჩემი ხელით არ ჩაგიწყვე ჩანთა.ბექამ ხელები გაშალა და ანა გაიქცა,შეახტა ბექამ თავი ვეღარ შეიკავა და ორივე ძირს აღმოჩნდა ერთმანეთზე აკრულები.არც უცდიათ ადგომა,ერთმანეთს ნაზად ეფერებოდნენ და ნაზი მოფერება ველურ განცხრომაში გადავიდა.ნელა-ნელა ტანისამოსიც შემოაცალეს ერთმანეთს და ვნებით სავსე ხმები ეხეთქებოდა კედლებს.
-არასოდეს მიფიქრის ჩხუბის შემდეგ სექსი ასეთი გემრიელი თუ იყო,აწი ყოველთვის მე ვიქნები ჩხუბის დამწყები.სიცილით უთხრა ბექამ და გვერდშიც მიიღო კარგი ძლიერი დარტყმა.
-აუ ბაევიკი ცოლი თუ მყავდა არ ვიცოდი,ეს რაა კობრას ილეთი ჩამიტარე?
-მორჩი გეყოს.ტელეფონი,ტელეფონი რეკავს.აიღო იქვე დაგდებული ტელეფონი და გაეღიმა.-გიორგი რეკავს.
-გოგო ცოცხალი ხარ?ვიფიქრე დახოცეს ერთმანეთითქო,ისეთი ხმები გამოდიოდა გარეთ მთელი ბინის ხალხი გარეთაა გასული.
-რა საზიზღარი ხარ გიორგი.მოიცადე,სად ხარ შენ ახლა.
-როგორც იქნა მოტვინე და შემეკითხე,სად ვარ და შენს კარებთან და თუ მოილიეთ ერთმანეთის ცემა-ტყეპა კეთილი ინებე და გამიღე კარები.
-ადექი ჩქარა გიორგი კარებთან დგას.უჩურჩულა ბექას და თავადაც წამოხტა ფეხზე და სააბაზანოში შევიდა,სახლში კი ხმაურით შემოლაგდა ახითხითებული სამეგობრო.
-რა გინდოდა რომ გამოგვეკიდე უკან.უთხრა ბექამ სიცილით.
-ვიფიქრეთ დახოცეს ერთმანეთითქო არცერთი რომ არ პასუხობდით ტელეფონზე,52-ჯერ დავრეკე თქვენ კარგად ხარ?რა უნდა მეფიქრა სხვა.გაუბრაზდა გიორგი ბექას.
-კარგად ვართ,მშვენივრად და გადაწყვეტილებაც მივიღეთ.
-რა გადაწყვეტილება.გიორგიმ ჯერ ანას შეხედა და მერე ბექას.
-ბავშვს გიტოვებთ და მიხედეთ,ქურდულად არ აღზარდოთ სიმონ გასაგებია?
-აჰა,გასაგებია და ეს სიამოვნება რამდენი ხნით გასტანს?მანამ სანამ ისევ არ იჩხუბებთ?მერე ისევ დასვენების დღეებს მოიწყობთ და ასე გაგრძელდება ორ იდიოტში მშვიდობა,ჰარმონია და სიყვარული.თქვა გიორგიმ.-რომ მიდიხართ უფროსს არ ეკითხებით გიშვებთ თუ არა?
-ჯიგარი უფროსი გვყავს და გაგვიშვებს,რადგან მან კარგად იცის სიყვარულის ფასი.გაეკრიჭა ბექამ.გიორგის გაეცინა და დათანხმდა.
-ერთი კვირა მხოლოდ, მეტი არა.
-არის ბოს,ბავშვი თქვენ წაიყვანეთ.უთხრა ანამ.
-მიდი ჩაუწყვე ლუკაჩოს მისი ნივთები და წავიყვან,მარიამს ძალიან გაეხარდება.გიორგიმ ლუკა წაიყვანა,რუსოს დააკისრა მისი შეხედვა და წყვილმა ერთი კვირა სრულ განცხრომაში გაატარა.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვატყობ მომიწევს მომდევნო თავში ბევრი ტირილი.ჩემი მარიამი როგორ დამეტანჯა და გიორგიზე არაფერს ვიტყვი.მართლაც სულის ტკივილს დაუტოვებს მარიამი მას.
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი მია15

შესანიშნავი და უფაოდ კარგი თავი იყო.მომეწონა.ველი შემდეგ თავს

 


№3  offline წევრი naniko mindia

Au arminda rame mouvides guli mwydeba amistoriaze kargad dasrule ❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent