შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელობის ღამე (3) (+18)


9-07-2018, 09:15
ავტორი ბიბი
ნანახია 1 643

მანქანა სასტუმროსთან გააჩერა ედუარდმა, ძალიან სიცივე იყო, ფეხს ითრევდა რომ მანქანიდან არ გადასულიყო. სიგარეტს მანქანაშივე მოუკიდა და ფანჯარა ოდნავ ჩამოსწია. ტელეფონი ამოიღო საათს დახედა უკვე დღის 11 საათი იყო და დრო იყო მოქმედებაზე გადასულიყო. მანქანის კარი გააღო და პირდაპირ მიწის თოვლიან ზედაპირზე ორივე ფეხით გადმოხტა. “ჯანდბა, აქ როგორ ცხოვრობენ.” ფეხები დააბაკუნა და სასტუმროსკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა.
-გამარჯობათ, რით შემიძლია დაგეხმაროთ?-კარებშივე შეეგება ახალგაზრდა გოგო, რომელსაც მუხლებამდე ქვედაბოლო ეცვა შიშველ სხეულზე. “როგორ არ ცივა” გაიფიქრა ედუარდმა.
-ნომერი მინდა ერთი ღამით.
-აქეთ მობრძანდით.-ედუარდს გოგონა გაუძღვა სასტუმროში რეგისტრაცია გაიარა. სასტუმროს ჰოლს თვალი მოავლო და მაღლა ავიდა. მისი ოთახი მეორე სართულზე იყო ამიტომ კიბით აირბინა. ოთახში შესვლისთანავე, ფანჯრები და აივნის კარი გამოაღო და ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა.
-შეუდარებელია ეს სურნელი-თვალები დახუჭადა და ფანჯრის კიდეს მიადო თავი. არც კი უფიქრია ჯიბიდან სიგარეტის ამოღება, იმდენად უნდოდა ფილტვები სუფთა ჰაერით შეევსო, ღრმად სუნთქავდა, თითქოს ცივმა ნიავმა რომელმაც ერთიანად გადაუარა სახეზე გამოაფხიზლა, გაახსენდა აქ რისთვისაც იყო და სწრაფად ჩამოვიდა ფანჯრის რაფიდან. სააბაზანოში შევიდა წყლიანი ხელი თმებზე გადაისვა და ბარში ჩავიდა.
“ნუთუ ესქალი დილიდან სვამს?!” მსხვერპლი ბართან დაინახა, მიუახლოვდა და შორიახლოს დაჯდა.
-ვისკი თუ შეიძლება.-ბარმენს დაუკაკუნა და ქალს გახედა. ქალმაც ეშმაკურად გამოხედა.-ყინულიც თუ შეიძლება.
-ზოგი ბარმენი არც კი უნდა მიუშვა სასმელთან, ვის გაუგია ვისკი ყინულის გარეშე.-ქალმა შორიდან მაგრამ გასაგონად უთხრა ედუარდს.
-მართალი ბრძანდებით.-ედუარდმა გაუღიმა და ვისკი ერთიანად გადაკრა.-ჰომ არ დამეწვევით?
-არა, სამწუხაროდ უნდა წავიდე-ქალი ბარის სკამიდან ჩამოვიდა. ედუარდს ახლოს ჩაუარა, სიარული შეანელა-თუ ოთახში მომართმევ… ნომერი 220-ძლივს გასაგონად უთხრა ქალმა და მაცდურად ახედა. ედუარდმა გაიღიმა მიხვდა მსხვერპლი უკვე მახეში იყო.
კარზე კაკუნი, ქალი ფეხშიშველი ჩუმი ნაბიჯით მიუახლოვდა კარს და ჩუმადვე გააღო.
-გამარჯობა. შემოდი შემოდი, დროზე-ჩურჩულით უთხრა ედუარდს და ოთახში ლამის ძალით შეათრია.
-რატომ ჩურჩულებ?
-ვისკი სად არის?-ქალმა ედუარდის ცარიელ ხელებს დახედა.
-დარწმუნებული ხარ რომ ვისკი გინდა?-ედუარდმა ხელი თმაში შეუცურა ქალს კისერთან გადაუწია და სველი კოცნით დააჯილდოვა ყელზე.
-მგონი არ მინდა.-ქალმა თავი უკან გადაწია, ნიშნად იმისა რომ ედუარდს ემორჩილებოდა. ედუარდმაც ყველა ღონე იხმარა რათა ქალი მოდუნებულიყო, კაბის მკლავი ჯერ მარჯვენა მხარზე გადაუწია, შემდეგ მთლიანად შემოაძარცვა ტანზე, ლოგინზე ნაზად დააწვინა და მუხლიდან ჯერ კიდევ გაუშიშვლებელ მკერდთან კოცნით ადიოდა. ქალი უკვე კვნესოდა.
-გთხოვ არ გაჩერდე.-ვედრებით თხოვდა ედუარდს. ედუარდმა წელზე მოკიდა ხელი რომ ლოგინზე უკეთ მოეთავსებინა, ზემოდან მოექცა და ვნებიანი კოცნით დააჯილდოვა, ქალმა ცადა ედუარდის მაისურის გახდა თუმცა ედუარდმა ორივე ხელი თავს ზევით ძლიერად დაუჭირა მეორე ხელი კი კისერზე მოუჭირა.
-ასე არ გინდა, მტკენ-ხროტინით ამბობდა ქალი.
-აქ იმისთვის ვარ რომ გატკინო-ახლოს მიუტანა სახესთან სახე რომ კარგად დაენახა მისი თვალები.-თვალებიც ისეთივე ბინძური გაქვს როგორიც სული.-ახლა ხელს უფრო ძლიერად უჭერდა ყელში.-თუ გინდა სწრაფადაც შემიძლია გავაკეთო, მაგრამ არა, რატომ სიამოვნება რატომ მოვიკლო.-ქალს მთელი სახე გაუწითლდა თვალები დაქაჩული და ჩაწითლებული ქონდა, ენა წინ გამოწია და რაღაცის თქმას ცდილობდა მაგრამ სახმო იოგები გადაკეტილი ქონდა, შეუძლებელი იყო კაცის ძლიერი ხელიდან თავი დაეღწია, ამიტომ მალევე შეწყვიტა ფეხების ფართხალი და თითქოს დაემორჩილა, მაგრამ ჯერ კიდევ სუნთქვდა.-საყვარელო?! იცი როგორ მომწნს შენი ბინძური თვალები?! მინდა რომ დაგთხარო და სამუდამოდ სახლში შევინახო.-მაგრამ არა ცოდოა შენი შვილი დედა რომ თვალებ დათხრილი იპოვოს.-ედუარდი ნახევარი სახით იღიმოდა და თან ქალის თვალებს მზერას არ წყვეტდა.-კარგი უკვე მომბეზრდა, ქათამივით სუნთქავ.-ხელზე ძარღვები დაებერა და გაუწითლდა. ქალის უკანასკნელი ამოსუნთქვა ყურთან იგრძნო, მაგრამ ჯერ კიდევ არ გაუშვა ხელი.-შენთვის სიკვდილიც კი ზედმეტია.-ნელა მოაშორა კისრიდან ხელი. პალტო გაისწორა და ოთახი მშვიდად დატოვა.
***
-კარი ჩაკეტე და ედის მიწერე რომ რაცშეიძლება მალე მოვიდეს, უთხარი რომ ძალიან მჭირდება და თან იარაღიც წამოიღოს. იცოდე რაც არ უნდა მოხდეს ხმა არ ამოიღოთ.-სააბაზანოს კარი გამოკეტა გუგამ და კარისკენ წავიდა.
-შე ნაბი*ვარო! გეგონა ასე მარტივად დამისხლტებოდი ხელიდან?!-კედელზე მიაჯახა გუგა კაცმა და ყელზე იდაყვი მიაჭირა.
-მოიცა, მოიცა, რაგინდა? ვილაპარაკოდ.
-ოჰო, ლაპარაკი?! მშვენიერია. კარგი ვილაპარაკოთ. საიდან დავიწყო, იქიდან ჰოარა რო შენმა *ირმა მამამ დედაჩემი მოკლა?
-ჰო მაგრამ ის ციხეშია.
-ვიცი, ამიტომაც ვარ შენთან.
-და რა გინდა.
-ჩვენ სისხლს სისხლით ვპასუხობთ.-ჯიბიდან დანა ამოიღო კაცმა და გაშალა.-მაგრამ ასე მარტივად არ ვაპირებ ამას, ჯერ უნდა დაგტანჯო. შენი ცოლი სად არის?
-სახლში არ არის.-შეშინებული თვალებს აცეცებდა გუგა.
-დაჯექი! დროზე!-სკამი გამოწია კაცმა. გუგაც დაემორჩილა და სკამზე დაჯდა.-სად არის შენი ცოლი?-ახლა უკვე დაუმარცვლა კაცმა და დანა კისერზე მიადო.-კარზე ზარი გაისმა.-ვინ არის?
-საიდან უნდა ვიცოდე?!
-ბევრს ნუ ლაპარაკობ!-სახეში შეკრული მუშტი დაარტყა გუგას. ისიც სკამზე შებარბაცდა. კარზე უკვე გამაყრუებელი კაკუნი ისმოდა.
-დროზე ადექი და გააღე. იცოდე, ოინების გარეშე!-გამოსცრა კბილებში კაცმა. დანა ყელიდან არ მოუშორებია ისე მიაცილა კარამდე. შემდეგ უკან დაიხია. გვედით ამოუდგა და ახლა უბრალოდ უმიზნებდა დანას. გუგამ კარი გააღო ედუარდი მშვიდი სახით იდგა, გუგამ თავი დაუკრა, იმის ნიშნად რომ საფრთხეში იყო. ედუარდმა ხელი სწრაფად მოკიდა გუგას და თავისკენ ხელის სწრაფი მოძრაობით გადაწია, კაცი დაიბნა. მაგრამ სააშკარაოზე არ გმაოსულა. ედუარდმა იარაღი ამოიღო კარები პირდაპირ სახეში მოარტყა კაცს და სახლში შევარდა.
-ვინ ხარ?-იარაღი დაუმიზნა კაცს.
-ოჰო, ეს უკვე დიდი საჩუქარია. ყველა ჩემთვის სასურველი ჯუღელი აქ არის.
-ნუ მაიძულებ გესროლო, მითხარი ვინ ხარ?!
-ვისაც უკანასკნელად ხედავ.
-ეგ სიტყვები პირველად არ მესმის.- ედუარდმა იარაღიანი ხელი ყბაში ქვევიდან ამოარტყა. მაგრამ კაცი საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა, შესასვლელში ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. კაცმა ედუარდს დანა მოუქნია უნდოდა მუცელში დაეჭრა მაკრამ მხოლოდ ხელი გაუკაწრა, ედუარდს ჭრილობა აეწვადა წამიერად შეწყვიტა ჩხუბი. კაცმა დრო იხელთა და გუგა კვლავ ხელში მოიქცია.
-არ მომეკარო თორე მოვკლავ მისაღებში ბანჯრისკენ, ზურგით მიდიოდა კაცი და გუგა.
-ვერ დამასწრებ.-ისევ იარაღი დაუმიზნა ედუარდმა
-გინდა ისტორიაში ძმის მკვლელობით შეხვიდე?!
-საკმაოდ კარგად ვისვრი.-მაგიდაზე მდგარ პატარა ჭიქას ესროლა ედუარდმა. კაცი დაიბნა, სახე შიშისგან აუჭრელდა და ხელიც კი აუკანკალდა. ედუარდმა ადგილი მოძებნა, ფეხში დაუმიზნა და დაუფიქრებლად ესროლა.-გამაყრუებელი ხმა აღმოხდა კაცს პირიდან. ედუარდი მასთან მივარდა დანა გამოართვა ხელები გადაუბორკა.
კაცი რომელიც მოკვლით ემუქრებოდა დააკავეს. მგონი ცხოვრებაში პირველად მართლა გამოადგა გამომძიებლობა ედუარდს და პოლიციას ზედმეტი კითხვები არ დაუსვამთ. გუგა საკმარისად ნაცემი იყო, მდივანზე გადაწვა.
-სად არიან ემილი და ბავშვი?
-სააბაზანოში. მგონი დაჭრილი ხარ.
-დაიკიდე ნაკაწრია.-სააბაზანოს კარზე მიაკაკუნა ედუარდმა.-ემილი, შეგიძლია გააღო.-სააბაზანოდან ხმა არ ისმოდა.-ემილი! კარგად ხართ?-კარი გაიღო.-ჰეი მეგობარო როგორ ხარ?! -თავის სეხნია ხელში აიტაცა ედუარდმა. ემილი გუგას მივარდა.
-მგონი ყველაფერი კარგად გაქვთ მე წავალ.
-არა მოიცა, სად წახვალ დაჭრილი ხარ.
-ნაკაწრია რა ჩემით მივხედავ, აბა თქვენ იცით.-ალბათ დაკითხვაზე დაგვიბარებენ და მზად იყავით.
ედუარდი სადარბაზოდან ჩამოვიდა, ბაიკზე დაჯდა, სიგარეტი ამოიღო და გაუკიდა. “ჯანდაბა, ამ კაცს ოდესმე მოვიშორებთ?!” თავისთვის ჩაილაპარაკა ედუარდმა და მეორე სიგარეტს მოუკიდა. დიდხანს იჯდა ასე გაშეშებული ვერც გაიგო ისე გამოცალა, სიგარეტი. ჩაფხუტი მოირგო და ბაიკი დაქოქა. უახლოეს მაღაზიასთან შეაჩერა და ბაიკიდან სწრაფად გადმოვიდა, ქურთუკის შიგნით გრძნობდა როგორ ეღვრებოდა სისხლი და ხელს უთბობდა.
-ერთი მალბორო, წითელი.
-მგონი სისხლი მოგდით.
-ეგ თქვენი საქმე არ არის.-თანხა გადაიხადა დაგარეთ გამოვიდა.
-ჯანდაბა! შენ რა ომიდან მოდიხარ?
-ბატონო?-გოგონას მკაცრად შეხედა ედუარდმა.
-სისხლი მოგდის.
-ვიცი
-და არ გიცდია შეჩერება?!
-ვცდი. მაგრამ მგონი დახმარება დამჭირდება.
-112ში დარეკე.-გოგომ თავზე ჩაფხუტი მოირგო და იქვე მდგარ ბაიკზე დაჯდა.
-ჯანდაბამდეც გზა გქონია! ეს ვინ იყო?-თავისთვის ჩაილაპარაკა ედუარდმა და სანამ გოგონა თვალს არ მოშორდა მიაშტერდა.
***
-ცოტა ფრთხილად ვერ გაივლი?!-ყავა გადაესხა გოგოს.
-მაპატიეთ
-ოჰო, ისევ შენ?! აღარ ცურავ სისხლში?
-არა, გადავრჩი, მოიცა, ზარალს ავანაზღაურებ.
-არ, არის საჭირო.
-საჭიროა!-მკაცრად უთხრა ედუარდმა და დახლთან მივიდა. ერთი ამერიკანო და ერთი ის რაც ამ გოგომ წაიღო.
-ახლავე.-ბარისტამ ჭიქები გაუწოდა ედუარდს.
-იმედია მაპატიე.-ყავა გაუწოდა გოგოს.
-გაპატიებდი, მაგრამ ასე სად ვიარო.-თეთრ მაისურზე დაიხედა გოგომ.
-აი ასე-ქურთუკის ელვა შეუკრა ედუარდმა.-არ ფიქრობ რომ ეს უბრალოდ დამთხვევა არ არის ?
-რას გულისხმობ?
-ჯერ ღამე, ახლა დილას მხვდები, და თან ზუსტად ჩემნაირი ბაიკი გყავს
-ანუ რისი თქმა გინდა რომ დაგზდევ?
-ზუსტად მიმიხვდი.-თვალი ჩაუკრა ედუარდმა.
-სიმპატიური ხარ მაგრამ მე ის გოგო არ ვარ ვინც ვინმეს დაზდევს.-გოგო პასუხს არ დალოდებია ისე მოაჯდა ბაიკს და წავიდა.
-მგონი გიჟია-ჩაილაპარაკა ედუარდმა და ისევ თვალსმოფარებამდე გააყოლა თვალი. მოასწრო ბაიკინ ნომრის დანახვა და გოგოსთვის ფოტოების გადაღება.-სანდრო, შენი დახმარება მჭირდება.-დაურეკა პარტნიორს.
-რა ხდება ედი?
-ერთი გოგოს ფოტოს და ბაიკის ნომერს გამოგიგზავნი და უნდა მიპოვნო, ვინ არის ? სად არის? რა უნდა?-გაეცინა ედუარდს.
-რას მოვესწრი, ედუარდი ვიღაცას დაზდევს.
-არავის,საქმეს ჭირდება ასე.
-კარგი, კარგი, გამომიგზავნე.
***
-მოკლედ ეგ შენი გოგო, 23 წლის ემა ჟღენტია.-სამსახურში მისულს კარებში შეეგება სანდრო-უნივერსიტეტი ერთი წლის წინ დაამთავრა. წერეთელზე ცხოვრობს, მარტოდ მარტო-სანდრომ თვალებზე ცრემლის მოწმენდის იმიტაცია გააკეთა.-ქუთაისში დაიბადა, თუმცა მშობლების დაშორების შემდეგ მამასთან გადმოვიდა თბილისში, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა, დედამისი კვლავ ქუთაისში ცხოვრობს. საკმარისია თუ ისიც გაინტერესებს სადილად რას მიირთმევს.
-საკმარისია, სანდრო თუმცა ეგ ფაქტიც არ იქნებოდა ურიგო.
-ძირითადად სწრაფი კვების ობიექტებს მიმართავს. ან რესტორნებს
-სამსახური?!
-საბავშვო ბაღში მუშაობს აღმზრდელად.
-კარგი მადლობა, ეგ იქით იყოს, მე დღეს მალე უნდა წავიდე დაკითხვაზე ვარ დაბარებული.
-რატო რა ხდება?
-გუშინდელზე, რაც გუგასთან მოხდა.
-გუგა როგორ არის ?
-კარგად, ბეწვზე მივუსწარი, სუპერგმირივით.
***
დაკითხვიდან გამოსული არც კი დაფიქრებულა ისე დაქოქა მანქანა და წერეთლისკენ აიღო გეზი. აპირებდა ყველა სახლი მოეარა და ჯერ ბაიკი მოეძებნა შემდეგ კი ემა. ფანჯრები ჩამოწია, კარგად უნდოდა ეგრძნო ჰაერი რომელიც სანაპიროდან მოდიოდა. ქალის გამაყრუებელმა კივილმა ყველა მანქანის ხმა გადაფარა, ედუარდიც იქითკენ დაიძრა საიდანაც ყვირილი ისმოდა, ორი ბიჭი და ერთი გოგო დალანდა სიბნელეში მანქნიდან სწრაფად გამოვიდა და მათკენ ნელი ნაბიჯით დაიძრა. თან ცდილობდა არ შეემჩნიათ. ლამპიონების თითქმის შეუმჩნეველ სინათლეზე გოგოს ქერა თმა დაინახა, თვალები დაძაბა, მოჭუტა, ის იყო, ემა. დაუფიქრებლად მივიდა მოჩხუბარ ბიჭებთან და ერთერთს, ვინც ემას მკლავში ძლიერად უჭერდა ხელს და რომელიც მეორეზე ბევრად მაღალი და დაკუნთული ჩანდა. სახეში შეკრული მუშტი უთავაზა, ისიც წამსვე დაბარბაცდა მაგრამ გოგოს ხელს არ უშვებდა. ახლა მუცელში რამდენჯერმე დაარტყა როცა ზურგზე პატარა ბიჭი იგრძნო. ისიც ერთი ხელის მოძრაობით დააგდო ძირს.
-კარგად ხარ?-გოგოსთან მივიდა და გამსკდარ ტუჩზე ხელი გადაუსვა.-ახლა მგონი შენ იცლები სისხლისგან.
-არაფერია, თავად მივხედავ.
-ისევე როგორც ამათ არა?- მაღალი ბიჭი ფეხზე წამოდგა და ედუარდისკენ დაიძრა.
-არც იფიქრო მოახლოება.-იარაღი დაუმიზნა ედუარდმა.
-ოპა, ეგ არაკაცურია ძმაო, ჩხუბში იარაღი?!
-ქალის ცემა კაცურია შე ?!-ფეხში ესროლა ედუარდმა.
--შე ნაბი*ვარო.-დაიღრიალა ბიჭმა
-წამოდი დროზე!-ხელი მოკიდა გოგოს და მანქანაში ლამის ძალით ჩატენა.
-ცოტა ნელა იარე-სავარძელს აეკრო ემა.
-ემა ძვირფასო, იმხელა ბაიკს მართავ ამის გეშინია?
-ვინ ხარ?! საიდან იცი ჩემი სახელი?
-რო დამზდევდი რა გეგონა არ დავინტერესდებოდი ვინ იყავი?-ღიმილით გახედა ედურდმა.
-შენ რა დამთხვევების არ გჯერა არა ?!
-არა ! ორდღეში სამჯერ. ეს შეუძლებელია.
-იარაღს რატომ ატარებ ან საერთოდ სად მივდივართ?
-გამომძიებელი ვარ, უნდა მოგხედო, ვერ ხედავ სისხლისგან იცლები.-გამსკდარ ტუჩზე ანიშნა და გულიანად გაიცინა.
-ძალიან სასაცილოა.
-და რა უნდოდათ?
-ჯერ ჩემი ბაიკი და მერე მე.
-ვიძახი რა, სუპერგმირი ვარ.-საჭეს ხელი დაარტყა ედუარდმა და ხმამაღლა გაიცინა.
-სად მივდივართ აღარ იტყვი?
-ჩემთან სახლში. აი უკვე მოვედით.-ედუარდმა მანქანა კორპუსთან გააჩერა და კიბეები სწრაფად აირბინა, ემასთან ერთად.-მოდი და თავი ისე იგრძენი როგორც სადმე სტუმრად.-გაიცინა ედუარდმა და აბაზანაში შევიდა სამედიცინო ნივთებისთვის.
-ძალიან დასვრილხარ, უკვე მეორედ-მაიკაზე დახედა ედუარდმა.
-ერთ დღეში ორი მაისური გავაფუჭე.
-მოიცა.-ედუარდი საძინებელში შევიდა ძლივს ნახა გოგოს ზომა სპორტული შარვალი და მაიკა.-მოდი ჯერ ჭრილობას დაგიმუშავებ, ნაკერებიც დაგჭირდება სავარაუდოდ შემდეგ შეგიძლია შხაპი მიიღო და თუ გაგიმართლებს ღამეც აქ დაგტოვებ.
-ვოცნებობდი ამ სახლში გატარებულ ღამეზე.
-ასეც ვიცოდი.
-იქნებ სახელი მაინც მითხრა?
-გამომძიებელი ედუარდ ჯუღელი-ხელიგაუწოდა ედუარდმა.
-ყველას ესვრი?
-არა მხოლოდ ნაბი*ვრებს, კარგი მიდი ადექი იბანავე.
***
სააბაზანოდან გამოსული ემა სასაცილოდ გამოიყურებდა ედუარდის სპორტულებში. ედუარდი სამზარეულოდან გამოვიდა, ფთხილად მოქონდა ჩაის ფინჯანი, იმედნად კონცეტრირებული იყო ცაიზე ვერც სეამჩნია რომ გოგო უკვე გამოვიდა და სიცილით კვდებოდა ედურადის დანახვაზე.
-რა გაცინებს?!-მაგიდაზე დადო ფინჯანი და მხოლოდ ახლა შეამჩნია ემა.
-რა გგონია რას აკეთებ?!
-ცხელი ჩაი და სენდვიჩები, ნუ თუ მოახერხებ წამას ძალიან გემრიელია.
-ვაუ, მადლობა.
-ისე რა გეგონა იმ ბიჭებს რომ წინააღმდეგობას უწევდი, ერთი იმხელა იყო მეც კი გამიჭირდა მისი მუშტით გაჩერება.
-ჰო მაგრამ თავიდან მხოლოდ ერთი იყო ის პატარა, მერე ის დიდი გამოჩნდა უცებ და მალევე მოხვედი შენც.
-შეგეშინდა?
-ვგევარ შეშინებულს?
-არვიცი, წესით არა.
-აქ რატო მომიყვანე?-ჩაი მოსვა ემამ.-მართლაც გემრიელია.
-არ ვიცი, ასე პირველად მოვიქეცი, აქ არავინ მომიყვანია, შეგიძლია ხმამაღლა განაცხადო ედუარდის სახლში ვარ ნამყოფიო-გაიცინა ედუარდმა.
-ვისთან?
-ვისთანაც გინდა.
-ჰო მსმენია შენზე
-რა გსმენია?
-არც არაფერი, და კარგი ტიპი რომ იყო რამეს მაინც გავიგებდი.
-კარგი ტიპობა არაფერს ნიშნავს, საერთოდ ცარიელი ტვინი და ფურცელია.
-ანუ რისი ტქმა გინდა.
-არ აქვს მნიშვნელობა ვინ როგორ გიცნობ, ვისთვის რას წარმოადგენ მთავარია თავად არ დაკარგო საკუთარი თავი, თავად არ მოგიწიოს საკუთარი თავის შორიდან თვალყურის დევნება.
-და შენ შენი თავი ნაპოვნი გყავს?
-არა, მაგრამ იმ გზაზე ვარ რომელიც სწორ გადაწყვეტილებამდე მიდის.
-აქ აპირებ ამის კეთებას?
-სად ?
-აი აქ-ოთახს თვალი მოავლო ემამ, მხოლოდ ერთი მაგიდა ერთი სკამი და ერთი დივანი იდგა, რომელზეც თითონ იყო მოთავსებული
-რა არ მოგწონს?
-არცერთი ყვავილი, არცერთი სურათი, სარკეც კი არ არის აქ. არც ხალიჩა.
-ყველაზე განმარტება უნდა მოგცე?
-კი, მოგიწევს.
-ხალიჩა, მალე ბინძურდება და მაგის რეცხვა მეზარება, და სხვა რომ ჩემს სახლს ალაგებს ვერ ვიტან, ყვავილებს მოვლა ჭირდება მე კი ამის დრო არ მაქვს, ხშირად გავდივარ ქალაქიდან, სურათებს რაც შეეხება არ ვარ მსგავსი რეკვიზიტების მოყვარული, ცარიელი კედლები ჯობია, შეგიძლია უყურო და თავად წარმოიდგინო რა შეიძლება იყოს მასზე, თან ყოველი შეხედვისას სხვადასხვაა. სარკე კი საკმაოდ დიდია სააბაზანოში.
-ყოჩაღ-ტაში დაუკრა ემამ და გაიციან.
-მოიცა გაჩუმდი-კარზე კაკუნი მოესმა ედუარდს.-სწრაფად აქეთ წამოდი, საძინებელში შეიყვანა ემა.- მისმინე, არ შეგეშინდეს რაც არ უნდა მოხდეს და აქედან არ გამოხვიდე
-რა ხდება?!
-ჯერ არ ვიცი, შეიძლება არც არაფერი.-იარაღი ამოიღო ედუარდმა და კარს მიუახლოვდა

___
ძალიან ძალიან მახარებს თქვენი აქტიურობა



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მენანებაა ასეთი კაი ტიპი, მაინც არავის არ შერჩებაა ამდენი მკვლელობა. ასე მგონია ემა ედუარდის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს. ძალიან მომწონს ეს ისტორია, ძალიან კარგად წერ.

 


№2  offline წევრი ბიბი

Chikochiko
მენანებაა ასეთი კაი ტიპი, მაინც არავის არ შერჩებაა ამდენი მკვლელობა. ასე მგონია ემა ედუარდის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს. ძალიან მომწონს ეს ისტორია, ძალიან კარგად წერ.

წინასწარ ნუ გასნჯი ედუარდს. და ემასაც ნუ შეაფასებ წინასწარ. თავდაყირა დააყენებს კი..
მადლობა დიდი kissing_closed_eyes

 


№3  offline წევრი ბიბი

mirandaa31
იმედია ემა დიდ როლს ითამაშებს ედუარდის ცხოვრებაში და შეძლებს მის უკეღესად ჩამოყალიბებას. ისტორის ძალიან მომწონს ❤️

ედუარდი ძალიან კარგი ბიჭია უბრალოდ ჯერ ვერ ხედავთ :დდდ
მადლობა დიდი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent