შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბილეთი შრილანკამდე (სრულად)


9-07-2018, 12:28
ავტორი Irmaa17
ნანახია 3 896

ბილეთი შრილანკამდე (სრულად)

_ ნია იცი ვინ ჩამოვიდა?_ ჩამკივლა მარიმ
_ ვინ?
_ დაჩის ძმაკაცი ერეკლე ერისთავი. გახსოვს პატარაობაში რამაგრად ვიყავით?
_ ვერ გამიხსენებია, ვისზე ამბობ?_ მე ტვინის ყველა უჯრედი დავძაბე იმისთვის რომ გამეხსენებინა ვინ იყო ერეკლე მაგრამ ტყუილად.
მარიმ ჩვენი ბავშვობის ალბომები გადმოიღო და მაჩვენა ყველა ის ფოტო, სადაც ერეკლე იყო. ეხლა მივხვ,დი რატო არ მახსოვდა ერეკლე, იმიტო რო ჩვენზე უმცროსი იყო და ძირითადად მე, მარის და კიდევ რამდენიმე გოგოს ცალკე სასტავი გვქონდა, ვითომ დიდები ვიყავით და ბიჭებთან იშვიათად ვთამაშობდით, მატრაკვეცა ბავშვები ვიყავით.
ამ ამბის გახსენებაზპე გამეღიმა.
_ მერე რა ჩამოვიდეს
_ იცი რა მაგარი ტიპია?
_ შენ საიდან იცი როგორია? როგორც მახსოვს, კაი ხანია რაც აქ აღარ ცხოვრობენ.
_ ვამოწმებ ხოლმე მის “ფეიჯს“ იცი რა საყვარელია?
_ მოიცა რა, დეიდად ვეკუთვნი მგონი, ჩემზე ასაკით პატარა ბიჭები არ მიზიდავს ხო იცი?
_ ვერ ხარ შენ, რაღა პატარაა 4 ან 5 წლით იქნები დიდი, მეტი კი არა.
_ მეტი რაღა გინდა?
_ კაი რა ნია, მე უბრალოდ ვთქვი, თორე მოწონებით რა დაშავდპპება?
_ ხო კაი და როდის ჩამოდის?
_ დღეს ან ხვალ.
_ კაია.
_ რატო?
_ მე მაგ დროს ბათუმში ვიქნები, სამსახურის საქმეებით დაკავებული.
_ მოიცა და რა ხდება ბათუმში?
_ მასწავლებლებისთვის ტრენინგი ტარდება, სკოლიდან მაგზავნიან, 2 კვირით.
_ ორი კვირა რა ამბავია?
_ რავიცი აბა, მაგრამ კარგია, დავისვენებ, ცოტას განვიტვირთები.
_ ესეიგი ვერ ნახავ
_ ჩემობა რაში გჭირდებათ ვერ გავიგე, ამდენები უნდა დახვდათ.
_ ოხ ნია, ნია.

ბათუმი
ამდენხნიანი მგზავრობის შემდეგ, ისეთი გაბრუებული ვიყავი, სასტუმროში როგორც კი მივედით, მაშინვე ავედი ჩემს ნომერში, წყალი გადავივლე და მკვდარივით დამეძინა.
საღამო იყო რო გამომეღვიძა, ავდექი, თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში ჩავედი, მგელივით მშიოდა.
გემრიელად ვჭამე და ლიფტში შევდიოდი როცა ვიღაც, სიმპათიური ტიპი დამეჯახა. _ მაპატიე_ მითხრა მან
_ წინ არ იყურები?_ გავბრაზდი მე როცა შევნიშნე რო, ჩემი პარიზში ნაყიდი შანელის ფეხსაცმელი, ისე იყო დაზნექილი თითქოს მანქანამ გადაუარა.
_ კაი რა იყო, არ გჭირს არაფერი_ მითხრა და ამათვალიერა.
_ რამდენს ლაპარაკობ?
_ მე თუ შენ?
_ შენ!_ არ დავუთმე მე
_ კაი რა იყო ხო მოგიხადე ბოდიში.
_ ბოდიში უშველის ამას? _ ვუთხარი და ფეხსაცმელზე მივუთითე
_ ერთი წყვილით იყავი? _ თქვა სიცილით.
_ რა სასაცილოა და საერთოდ არ მეცინება_ ვუთხარი სერიოზული სახით.
_ კარგი მაშინ დასალევად დაგპატიჟებ და გავსწორდებით_ მითხრა უცნობმა
_ მოიცა და უცნობს რატო უნდა დავთანხმდე ამ წინადადებაზე? _გავბრაზდი მე.
_ კაი მაშინ, ნუ დამთანხმდები, რა იცი იქნებ მანიაკი ვარ_ თქვა სიცილით.
_ მანიაკი კი, აშკარად ფეხსაცმელებზე ნადირობ _მეც არ დავაკელი.
_ თან ლამაზ ქალებზეც_ მითხრა სერიოზული სახით.
მე დავიბენი.
_ კაი ხელს აღარ შეგიშლი ნადირობაში,_ ვუთხარი მე და ნაბიჯი გადავდგი.
_ ეგ თანხმობის ნიშანი იყო?_ მომაძახა უცნობმა.
_ როგორც ჩანს ისევ მოგიწევს ნადირობის გაგრძელება_ ვუთხარი მე და გზა გავაგრძელე.
ღმერთო ეს რა საღამო იყო, დაბნეული ვიყავი, აშკარად იდიოტებს ვიზიდავ.
მეორე დღეს კონფერენცია იყო დაგეგმილი, სადაც უამრავი მასწავლებელი ესწრებოდა, გერმანული და ამერიკელი პროფესორების ტრენინგს.
ძალიან დამღლელი დღე იყო, ამიტომ გადავწყვიტე გამესეირნა.
მერე კაფეში შევედი და ყავა შევუკვეთე.
ყავას ვსვამდით როცა კაფეში, უცნობი სიმპათიური შემოვიდა და ჩემ წინ დაიკავა ადგილი.
_ მაგიდა შეგეშალა?_ ვკითხე მე
_ გამარჯობა მაინც გეთქვა.
_ გამარჯობა.
_ ყავაზე არ დამპატიჟებ?_ მკითხა მან
_ მოიცა და მე რატო უნდა დაგპატიჟო?
_ კაი რაა, რა წუწკობაა_ თქვა სიცილით და ოფიციანტს დაუძახა _ ერთი ექსპრესო თუ შეიძლება.
_ აქ აპირებ ჯდომას?
_ სწორედ აღნიშნე_ თქვა სიცილით.
ჩუმად ვისხედით და ყავას ვსვამდით.
_ მომიყევი შენზე_ მითხრა მან
_ ჯერ შენ მომიყევი.
_ ჯერ მე გკითხე_ თქვა უცნობმა
_ კონკრეტულად რა გაინტერესებს.
_ რა გქვია, რას საქმიანობ და ასე შემდეგ.
_ ნია ვარდოსანიძე, პედაგოგი ვარ, დაწყებითებს ვასწავლი.
_ აქ ცხოვრობ?
_ არა ორი კვირით ვარ, ტრენინგია მასწავლებლებისთვის.
_ ნია მასწავლებელო_ თქვა და გადაყირავდა სიცილით.
_ და შენ?
_ მე რა?
_ სახელი არ გაქვს?
_ გვარიც მაგრამ ეგ ცოტა მოგვიანებით იყოს.
_ რა გქვია.
_ მიხა_ თქვა სიცილით.
_ რა?
_ ხო, რაც გაიგე.
_ საწყალი, ეგ რატო დაგარქვეს პატარა ბავშვს?_ ვკითხე სიცილით
_ ეგ ჩემებს კითხე.
_ რას საქმიანობ?
_ მოხუცს ვუვლი_ თქვა სიცილით.
_რაა?
_ ბიზნესი მაქვს, გერმანიაში.
_ მოხუცების? _ ვკითხე მე
მიხა სიცილისგან კინაღამ გაიგუდა.
_ მანქანების.
_ მერე როგორ მიდის საქმე_ ვკითხე მე
_ კარგად მიდის
_ კაია
_ სხვას რას მეტყვი შენზე?
_ საინტერესო არაფერია.
_ უინტერესო?_ მკითხა მან
_ არც ეგ და შენ?
_ მე 4 შვილი მყავს_ დაასერიოზულა მიხამ.
_ მოიცა და რამდენი წლის ხარ?_ გამოვშტერდი მე.
_ შენ რამდენის გგონივარ?_ მკითხა მან
_ ასე 25-ის ალბათ.
_ 23-ის ვარ.
_ მერე სად მოასწარი ამდენი შვილის გაჩენა_ ვუთხარი მე.
_ მე არ გამიჩენია, ცოლმა გააჩინა.
_ ცოლი სად არის ეხლა? ბავშვებთან?_გავბრაზდი მე. იმის წარმოდგენისას, თუ როგორ უვლის პატარა გოგო, ოთხ შვილს მარტო და ესკიდე აქ ზის ძალიან მშვიდად და მეკრიჭება.
_ არა, გარდაიცვალა_ თქვა სერიოზული სახით და თითქოს თვალებიც აემღვრა.
_ ვაიმე რა ცუდია, მაპატიე არ მინდოდა გამეხსენებინა.
_ არაუშავს, უკვე დიდი ხანია გასული.
_ მართლა?
_ კი 2 წელი იქნება.
_ უი რა ცუდია.
მიხამ ცოტახანს მიყურა და ისეთი სიცილი ამოუშვა, მთელი პერსონალი ჩვენ მოგვაშტერდა.
_ მართლა დაიჯერე?_ მკითხა ხნავილით
მე დავსერიოზულდი.
_ რა მატყუარა ხარ ღმერთო ჩემო, ორ წინადადებაში შეიძლება ათი ტყუილის თქმა?_ გავბრაზდი მე.
_ რა მოგატყუე აი.
_ ეგ მაგალითად.
_ უბრალოდ აგყევი.
_ მართლა? იცი რომ ძალიან უაზრო ხარ?
_ შენ ხო ხარ აზრიანი რას ამბობ.
_ რა შემატყე?
_ ის რო ადვილად მოტყუვდი _თქვა სიცილით.
_ ესეიგი აღიარებ რო მომატყუე?
_ ესეიგი მასე გამოდის.
_ კარგია რო აღიარებ.
_ სიტყვებზე რატო მეკიდები?
_ რა შემატყე?
_ აი კიდევ.
_ ანუ პასუხის გაცემა სიტყვაზე აკიდებაა?
_ კაი ხო, არ ჩამქოლო ეხლა.
_ რა შუაშია?_ ვკითხე მე
_ მოიცა და მე რო მათქმევინე ასაკი შენც მითხარი, თუ ქალებს ასაკს არ ეკითხებიან?
_ დეიდად გეკუთვნი მაინც_ ვუთხარი სიცილით
_ მაინც?
_ 28- ის ვარ.
_ არც ისე დიდი ხარ.
_ მერე ვინ თქვა რო დიდი ვარ.
_ შენ თქვი_ მითხრა მან.
_ სიტყვებზე რატო მეკიდები?_გავიმეორე მისი სიტყვები.
_ ჩემ ნათქვამს ნუ იმეორებ_ გაბუტა მიხა.
_ არ ვიმეორებ.
_ კაი დაგითმობ_ მითხრა სიცილით
_ მგონი ძალიან გაგიგრძელდა ვიზიტი.
_ არაუშავს, რამეს შევუკვეთავ და დაგპატიჟებ.
_ არ მინდა_ ვიუარე მე.
_ რატო?
_ იმიტო რო თუ დამპატიჟებ, შენთან ვალში ვიქნები, რაც არ მაწყობს.
_ შეგვიძლია მარტივად "გავრასხოდდეთ"
_ როგორ.
_ თუ დამთანხმდები რო, დასალევად წამოხვალ ჩემთან ერთად.
მე გამეცინა.
_ მოვიფიქრებ_ ვუთხარი მე.
_ რას შეჭამ?
_ შენ გადაწყვიტე.
_ ორი ბრაუნი თუ შეიძლება_ შეუკვეთა მან.
გაოცებული ვიყავი მისი არჩევანით.
_ ბრაუნზე ვგიჟდები_ ვუთხარი მე.
_ მეც მიყვარს.
_ კაი გემოვნება გვაქვს_ შევაქე მე.
_ შენც არაგიშავს.
_ აქ რამდენი ხნით ხარ?_ ვკითხე მე.
_ 2 კვირით.
_ სამსახურის საქმეზე?
_ არა, პირადია, მაგრამ მოგვიანებით გაგიმხელ _მითხრა მან და სერიოზული სახით გამომხედა.
_ მეც ორი კვირით ვარ.
_ იმედია უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს.
_ რაში გჭირდება ჩემი გაცნობა.
_ რატო, არ შეიძლება?
_ რავიცი.
კაფეში ვიზიტი დიდხანს გაგრძელდა, საღამო იყო რო დავიშალეთ.
მაგარი ვინმეა, ერთი მინუსი რომ არ ჰქონდეს, სახელი, რომლის გახსენებაზეც ძალიან მეცინება.
ამ შეხვედრის შემდეგ, მიხა აღარ გამოჩენილა, თითქმის მეორე კვირაც ისე გავიდა რომ არ მინახავს.
თითქოს რაღაც მაკლდა, არ ვიცი, უცნაური შეგრძნება დამეუფლა.
თითქოს ძალიან ახლობელი იყო ჩემი.
ან დიდი ხნის ნაცნობი, მაგრამ საიდან? ხომ პირველად ვნახე?.
ბარგი ჩავალაგე, ხვალ დილას უნდა დავბრუნებულიყავი თბილისში. არასდროს მიყვარდა ბარგის ჩალაგება, არ ვიცი რატომ მაგრამ ყოველთვის ასე იყო.
თბილი საღამო იყო, გადავწყვიტე გამესეირნა და გარეთ გამოვედი.
_ სეირნობ? _ გავიგონე ნაცნობი ხმა და უკან მივიხედე.
მომხიბვლელად გამოიყურებოდა, ძალიან უხდებოდა შავი მაისური და ღია ფერის ჯინსი.
_ ხო, შენ სად დაიკარგე?
_ ვერ მოვიცალე ხო იცი ბიზნესმენი კაცი ვარ_ თქვა სიცილით.
_ ჩვენ ბოდიში_ ვუთხარი ღიმილით.
_ აბა მოიფიქრე? დავლიოთ?
_ კარგი, ოღონდ მალე დავიშალოთ, ხვალ ადრე უნდა წავიდე.
_ ესე მალე?
_ 2 კვირა გავიდა უკვე.
_ მაპატიე რო აქამდე ვერ მოვახერხე შენი ნახვა, მეც ხვალ მივფრინავ.
_ არაუშავს, ეხლა ხომ შევხვდით ერთმანეთს.
_ მოდი ამ რესტორანში შევიდეთ_ თქვა და იმ რესტორნისკენ მიმითითა რომელიც ჩვენთან ახლოს იყო.
რესტორანში შევედით და ადგილი დავიკავეთ.
მიხამ ლუდი, არაყი, ორმაგი ვისკი, ტეკილა, მიწის თხილი და ჩიფსები შეუკვეთა.
_ მოიცა და ესენი მარტო ჩვენ უნდა დავლიოთ_ გამიკვირდა მე.
_ აბა კიდევ ელოდები ვინმეს?
_ ძალიან დავთვრები.
_ არაუშავს, სანამ დალევას დავიწყებთ შენი ოთახის ნომერი მიკარნახე.
_ მესამე სართული, 102 ნომერი.
_ გავითვალისწინებ._ თქვა ღიმილით და ლუდი მოსვა.
_ აქ მართლა ბიზნესის საქმეებზე ხარ ჩამოსული?
_ ხო ეგეც არის_ თქვა და სერიოზული სახით გამომხედა.
_ სხვა?
_ ერთი გოგოა.
_ ხო?_ ვკითხე და თითქოს გული დამწყდა.
_ კი, ძალიან მომწონს, პატარაობაში ვიცნობდი, იმის მერე არ მინახავს.
_ მაგის გამო ღირდა აქ დაბრუნება?
_ კი ღირდა_ თქვა მიხამ და თვალი გამისწორა.
რამდენიმე წამს მიყურა, მე დავიბენი და თვალი ავარიდე, მერე ისევ შევხედე.
_ რა მოხდა?
_ არაფერი.
_ აბა რატო მიყურებ ესე.
_ ესე როგორ?
_ რაღაცნაირი
_ დავფიქრდი უბრალოდ._ თქვა მიხამ და თავი გააქნია.
_ ხვალ მიდიხარ?_ ვკითხე მე.
_ ჯერ იტალიაში, მერე გერმანიაში ალბათ_ თქვა და ლუდი მოსვა.
_ უკან აღარ დაბრუნდები?_ ვკითხე მე.
_ თუ გინდა შენთვის დავბრუნდები_ თქვა სიცილით.
_ ყველაფერზე რატო ღადაობ?
_ რავი მომწონს შენთან ერთად რო ვიცინი.
მე გამეღიმა.
_ მოდი ჩვენ გაგვიმარჯოს_ ვთქვი მე.
_ კაი სადღეგრძელოა _ თქვა და კათხა მომიჭახუნა.
ცოტახანს უხმოდ ვისხედით, მიხა პერიოდულად მიყურებდა, არ ვიცი მაგრამ ძალიან უცნაური მზერა ჰქონდა, ძალიან მომხიბვლელი და გამომწვევი.
_ ძალიან ლამაზი ხარ ნია_ მითხრა მან
_ ძალიან გთხოვ არ გვინდა ეს კომპლიმენტები_ ვუთხარი მე და ვიგრძენი როგორ გავწითლდი სახეზე.
_ რატო? კომპლიმენტი ყველა ქალს სიამოვნებს.
_ მე არა.
_ რატო?
_ არ მინდა გული მეტკინოს.
_ გული რატო უნდა გეტკინოს?
_ იმიტომ რო შენ მიდიხარ, მეც უნდა წავიდე და არ ღირს, არ მინდა მერე რამე ვინანო.
_ არ ინანებ ნია, დამიჯერე, არ მინდა რო გაწყენინო.
_ ნუ მაწყენინებ_ ვუთხარი მე.
_ კაი _ მითხრა სიცილით.
მე ლუდი მოვსვი.
ცოტახანში საკმაოდ მომეკიდა სასმელი.
_ ყველაზე მეტად რას ნანობ?_ მკითხა მიხამ ცოტა ხნის შემდეგ.
მე დავფიქრდი.
_ მახსოვს პატარაობაში, ერთი ჩემი უბნელი ბიჭი იყო, ერეკლე ერქვა. ჩემზე პატარა იყო ასე 4 ან 5 წლით, ჰოდა ერთხელ სიყვარულში გამომიტყდა, მახსოვს იმდენი დავცინეთ მე და ჩემმა სამეგობრომ, სირცხვილით კაი ხანი აღარ ჩამოდიოდა ეზოში სათამაშოდ.
სწორედ მაგას ვნანობ დღემდე. რატო გავუმწარე ბავშვს პატარაობა?__ ვუთხარი მე და მიხას გავხედე.
ის ერთიანად გაწითლდა, ალბათ სასმელმა იმოქმედა მასზე.
_ კი აბა ღამეები არ გძინავს _თქვა სიცილით.
_ მართლა ვნანობ და რა გავაკეთო?
_ კაი დავიჯერე.
_ და შენ?
_ მე ვნანობ რო ამდენ ხანს ვიყავი წასული და არ ჩამოვდიოდი, უფრო სწორად მეთვითონ გადავწყვიტე რო არასდროს დავბრუნდებოდი.
_ და რატო წახვედი?_ ვკითხე მე და ლუდი მოვსვი.
_ ლეიკემია დამიდგინეს_ თქვა სერიოზული სახით.
_ ღადაობ ხო?_ არ დავიჯერე მე.
_ სერიოზულად_ თქვა მკაცრი ტონით.
_ მართლა?_ დავიბენი მე.
_ კი, ჩემებს ვთხოვე აქედან შორს წავეყვანე, არ მინდოდა ჩემ ახლობელ ადამიანებს სცოდნოდათ რამე ამის შესახებ, მაშინ პატარა ვიყავი და ასე მინდოდა, მაგრამ ეხლა სხვა გვარად ვფიქრობ, მაშინ ბავშვი ვიყავი და შემეშინდა.
_ ძალიან ვწუხვარ, ეხლა კარგადაა ყველაფერი?
_კი სრულიად ჯანმრთელი ვარ _თქვა სიცილით.
ცოტა ხნის შემდეგ ლუდი არყით ჩავანაცვლეთ.
_ აუ იცი როგორ მინდა ეხლა სადმე სხვაგან ვიყო?_ ვთქვი მე.
_ მაგალითად?
_ რომელიმე ქვეყანაში ან კუნძულზე.
_ სად­? _მკითხა მიხამ
_ მმ... შრილანკაზე მაგალითად, იცი როგორ მინდა?
_ კარგი არჩევანია.
_ მაგრამ არ ამიხდება ეგ ოცნება.
_ შენ რა იცი, არ გჯერა ოცნებების?
_ დიდი ხანია ოცნებების და ზღაპრების აღარ მჯერა.
_ უნდა დაიჯერო, რადგან თუ ძალიან გინდა რაღაც, აგიხდება.
_ მაგას ფინანსები და დრო უნდა, მეკი არც დრო მაქ და არც ფული _ვუთხარი ღიმილით.
_ ერთხელ აუცილებლად წაგიყვან_ მითხრა მიხამ სიცილით.
_ სიტყვაზე გიჭერ_ ვუთხარი მე.
_ დაითვერი?
_ არა ჯერ.
_ დაგათრობ ჰოდა.
_ მე დაგათრობ_ ვუთხარი სიცილით.
_ გაგიჭირდება.
_ ვნახოთ.
საკმაოდ დიდხანს ვსვამდით თან ვლაპარაკობდით.
ძალიან მთვრალი ვიყავი, მიხას არაფერი ეტყობოდა.
საათს დავხედე და 5 საათი ხდებოდა.
რესტორანში კაციშვილი არ იყო.
_ მგონი დროა დავიშალოთ_ ვუთხარი მე.
_ ფარ ხმალს ყრი ნია?
_ მთვრალი არ ვარ უბრალოდ მეძინება ძალიან.
_ კიდევ ათი წუთიც და წავიდეთ._ მითხრა მან.
_ კიდევ ათი წუთიც და ჩემი ნომრამდე მიყვანა ხელში აყვანილს მოგიწევს.
_ რა პატივია, რით დავიმსახურე?_ მკითხა სიცილით.
_ ჯეკპოტი მოიგე_ ვუთხარი მე.
მიხა კიდევ ჩაფიქრდა და მერე თითქოს გონება გაუნათდაო მე შემომხედა.
_ მოდი რამე სერიოზულზე ვილაპარაკოთ._ თქვა მან.
_ მაგალითად?
_ მაგალითად პირადში და ხდება?
მე წუთით დავფიქრდი.
_ არაფერი, უკვე ხო გითხარი.
_ მაინც მაინტერესებს, არავინაა?
_ კი არიან უბრალოდ მე ვერ ვუგებ ვერავის.
_ მართლა? შენ?_ გაუკვირდა მიხას.
_ ხო, სინამდვილეში კი ისინი ვერ მიგებენ, მე უბრალოდ მინდა ვინმეს ესმოდეს ჩემი და ჩემი ხასიათი აიტანოს.
_ შენნაირი გოგო რო მყავდეს გვერდით, ყველანაირად ვეცდებოდი მის გაგებას, არასდროს ვაწყენინებდი.
_ ყველა არაა შენნაირი.
_ მარტო მე ვარ ჩემნაირი_ თქვა სიცილით.
_ თავში არ აგივარდეს_ ვუთხარი მე.
_ არა მასე მიცნობ?
_ რავიცი აბა.
_ ისე როგორი ტიპები მოგწონს?
_მთავარია ვუგებდეთ ერთმანეთს, არ აქვს მნიშვნელობა.
_ არც ასაკს?_ მკითხა მან და გამომცდელად შემომხედა.
_ ასაკს ააქვს, ბიჭი ასაკით უფროსი უნდა იყოს_ ვუთხარი მე.
_ ესეიგი უშანსო ვარ?_ თქვა სიცილით.
_ შენ რა შუაში ხარ?
_ მომწონხარ თქო ხო გითხარი წეღან.
_ სულ ნუ ღადაობ.
_ კაი ხო_ თქვა და დასეროზულდა _ ჩემი აზრით ასაკს არააქვს მნიშვნელობა, მთავარია რას გრძნობ შენ, ასაკი უბრალოდ რიცხვებია, მთავარი ისაა რო შენ ბედნიერი იყო.
_ არ ვიცი მაგრამ მე მასე ვფიქრობ.
_ ანუ ვერაფერი გადაგაფიქრებინებს?
_ ვერა.
_ ვერც მე?
_ ვაიმე მიხა_ ვთქვი და კინაღამ გავიგუდე სიცილით.
_ რა გაცინებს?
_ ყველგან შენ თავს რატო აკვეხი?
_ ალბათ იმიტო რო ბიჭი ვარ, კარგად მესმის მათი და ჩემს თავზე წარმოვიდგენ ხოლმე_ თქვა სიცილით.
_ ესეთი მგრძნობიარეც არ მეგონე.
_ ეხლა ვიტირებ_ თქვა მიხამ სერიოზული სახით.
მე სიცილისგან გადავბჟირდი.
მერე ცოტახანს მიყურა, მეც ვუყურებდი, ხმას არცერთი არ ვიღებდით, თითქოს ვცდილობდით ერთმანეთის სახეები დაგვემახსოვრებინა.
_ მომენატრები _მითხრა და გამომხედა.
_ მეც _ვთქვი ჩუმად.
_ მართლა?
_ რა იყო არ შეიძლება?
_ რავიცი აბა_ თქვა მან.
_ მგონი დროა დავიშალოთ_ ვთქვი და წამოვდექი, ერთიანად დატრიალდა ყველაფერი და რო არ წავაცეულიყავი ისევ ადგილს დავუბრუნდი.
მიხა მაშინვე წამოდგა და ხელი გამომიწოდა.
მე დავეყრდენი და ლიტრამდე ძლივს მივედით.
ფეხები ერთმანეთში მებლანდებოდა და თავბრუ მეხვეოდა.
ლიფტში შევედით, მიხამ ღილაკს დააჭირა თითი.
_ აუ ეხლა რამაგარი იქნებოდა აქ რო გავჭედილიყავით, რეისზე დამეგვიანა და აღარ წავსულიყავი_ თქვა მიხამ.
_ მერედა ნუ წახვალ
_ აუცილებელია.
_ ისევ ჩამოხვალ?
_ არ ვიცი.
_ ცუდია.
_შენ ჩამოდი ჩემთან, შრილანკაზე წავიდეთ, თუ გინდა სულ იქ ვიცხოვროთ.
_ გაგიჟდი?
_ ძალიან მეტყობა?_ თქვა მიხამ და გამიღიმა.
დერეფანში გამოვედით, ჩემს ნომრამდე ჩუმად მივედით, მიხამ თავი ჩაქინდრა და იატაკს დააშტერდა.
_ დამშვიდობებას ვერ ვიტან_ ვთქვი მე
_ ვერც მე.
_ კარგი საღამო იყო.
_ რაღა საღამო ღამე_ თქვა და გამიღიმა
_ ხო, კარგი ღამე გავატერეთ_ ვთქვი მე და გამეცინა.
_ ნუ იცინი_ დასერიოზულდა ის.
_ კაი
_ კაი წავედი, დილით ვაღარ ავდგები, ბარგიც ჩასალაგებელი მაქ.
_კარგად_ ვთქვი მე და თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა.
_ კარგად _ მითხრა სერიოზული სახით და გამომხედა.
მიხა შებრუნდა, წასვლა დააპირა, მერე მობრუნდა და ჩემ წინ გაჩერდა.
_ ნია, შეიძლება ჩაგეხუტო?
თავი ძლივს შევიკავე რო არ მეტირა.
მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
მიხა ჩამეხუტა და თავზე მაკოცა.
საოცარი არომატი ჰქონდა, გრილი და რაღაცნაირი თავისებური.
საოცარი შეგრძნება იყო, ისეთი რომელსაც სიტყვებით ვერ აღვწერ.
მერე მომშორდა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა.
მე ნომერში შევედი და საწოლზე ჩამოვჯექი.
ერთიანად შემომიტია ყველა ემოციამ და ტირილი ამოვუშვი.
მერე საწოლში ჩავწექი და დავფიქრდი.
გული დამწყდა, მაგრამ არ ვიცი რატო.
მის გამო? აშკარა იყო რომ მიზეზი ის იყო, ვერ ვხსნი.
ასეთი ემოცია ჩემთვის არავის დაუტოვებია, არცერთ ადამიანს.
ამ ფიქრებში ვიყავი რო ჩამეძინა.
რო გამეღვიძა შუადღის 3 საათი იყო.
მოვწესრიგდი და სასტუმროს ფოიეში ჩავედი. აქ კარგი გარემო იყო სიწყნარე და სიმყუდროვე.
_ ნია თქვენ ხართ?_ მკითხა იქვე მიმღებში მდგარმა გოგონამ.
_ დიახ მე ვარ_ ვუპასუხე დაბნეულმა.
_ თქვენთვის რაღაც დატოვეს _თქვა და კონვერტი გამომიწოდა.
მე დაბნეული ვიყავი, ნუთუ მან დატოვა?
არამგონია, მაგრამ სხვა ვინ იქნებოდა? ცნობისმოყვარეობამ მძლია, ისევ ნომერში დავბრუნდი, საწოლზე მოწყვეტით დავეცი და კონვერტი გავხსენი. კონვერტიდან ბილეთი გადმოვარდა, ავიღე და დავაკვირდი. თვითმფრინავის ბილეთი იყო, შრილანკის მიმართულებით. მერე წერილი ვნახე, გულმა ძლიერად დამიწყო ძგერა.
" დიდხანს ვფიქრობდი რა უნდა მომეწერა. არა მოგატყუე, თითქმის ორი საათი მქონდა დრო დასაწერად. არ ვიცი რამდენად გამართული იქნება ტექსტი მაგრამ მაპატიე რო ვერ დაგემშვიდობე წასვლამდე და გადავწყვიტე რო ასე მეთქვა სათქმელი.
მითხარი რო ოცნებობდი შრილანკაზე, ჰოდა შანსი გეძლევა, ძალიან გთხოვ, ვიცი რომ არ იქნები თანახმა, მაგრამ დაფიქრდი, იმიტო რო ჩემი ცხოვრება შენზეა დამოკიდებული და იცი რატო? ალბათ იტყვი რა სისულელეებს მწერს სულ 2 ჯერ გვყავს ნანახი ერთმანეთიო მაგრამ მე უფრო ადრე გაგიცანი. იმ დღიდან მიყვარხარ პირველად რო დაგინახე ეზოში, საკმაოდ დიდხანს გიყურებდი შორიდან, ვერ ვბედავდი ახლოს მოსვლას, შეიძლება იფიქრო რომ ეს ჩემი ბავშვური აკვიატების ბრალი იყო, მაგრამ არაა მასე. 12 წლის ვიყავი შენთან რო მოვედი და გითხარი თუ რას ვგრძნობდი შენს მიმართ, შენკი სასაცილოდ არ გეყო ის ფაქტი რომ ჩემნაირ ბავშვს, შეიძლებოდა შენ ყვარებოდი. მერე მე წავედი. სწორედ იმ მიზეზით, რაც გუშინ გიამბე, არ მინდოდა ვინმეს კიდევ დაეცინა, თუნდაც იმიტო რო დასუსტებული, თმა გაცვენილი და ძალიან გამხდარი ვიყავი, რეაბილიტაციის პერიოდში. არ ვიცი რამდენად მეხერხება წერა მაგრამ ერთს გეტყვი, დიდხანს გელოდე და აღარ ვაპირებ შენს დაკარგვას, მე ყველანაირად ვეცდები შენ გაგებას, ვეცდები შენი ხასიათი ავიტანო და ისეთი მიგიღო როგორიც ხარ. (ეხლა არ თქვა ასაკია პრობლემაო თორე მოგკლავ) :) ნია, მინდა რო კარგად დაფიქრდე და ისე გადაწყვიტო, შენ ცხოვრებას რაღაც უაზრო პრინციპებს ნუ შესწირავ. ბევრ ფიქრს და სწორი გადაწყვეტილების მიღებას გისურვებ."
:ერეკლე ერისთავი

ბევრი ვიფიქრე და გაგაწყვეტილება რომელიც მივიღე, სრულიად შეცვლიდა მთელ ჩემ ცხოვრებას. იმ წამს მივხვდი რომ დრო აღარ იყო სულელური პრინციპების და სიამაყის. ვგრძნობდი რო მართლა ძალიან მინდოდა ვინმეს ვყვარებოდი და მეც იგივე გრძნობით მეპასუხა მისთვის. არ ვიცოდი ჩემს თავს რა ხდებოდა. ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები, აზროვნება მიჭირდა. მაგრამ ერთადერთ გადაწყვეტილება, რომელიც სწორად მივიჩნიე, ჩემი გამგზავრება იყო. ვინ იცის იქნებ ყველაზე დიდ შეცდომას ვუშვებდი, მაგრამ მერე სინანულს და ფიქრს რომ ჩემ მომავალზე მეთვითონვე ვთქვი უარი, ზუსტად ვიცი არ მომასვენებდა და ჩემოდანს დავტაცე ხელი, ნომრის კარი გამოვიკეტე და სასტუმრო დავტოვე.
მზის სხივებმა სახეზე გადამირბინეს და დაძინების საშუალება არ მომცეს. მძიმედ გავახილე თვალი და ოთახი შევათვალიერე. ჩემს ოთახს არ ჰგავდა, არც ბათუმის სასტუმროს ნომერს, აშკარად სხვაგან ვიყავი. საწოლიდან წამოვდექი, მოვწესრიგდი და ოთახი დავტოვე.
ულამაზეს სასტუმროში ვიყავი. ქვემოთ ჩავედი და მერე გარეთ გამოვედი, ჩემ წინ ულამაზესი, ოქროსფერ ქვიშიანი სანაპირო გადაიშალა. გზა გავაგრძელე და ზღვასთან ახლოს მივედი.
საოცარი პეიზაჟი იყო, სიზმარს ჰგავდა, ოცნებას რომელიც წარმოუდგენლად დაუჯერებელს ჰგავს.
_ლამაზია არა? _მომესმა ნაცნობი ხმა.
უკან მივიხედე და ერეკლე დავინახე, ჩენკენ მოდიოდა, თეთრი პერანგი და თეთრი შორტი ეცვა, რომელიც ძალიან უხდებოდა.
_ სად ვართ? _დავსვი კითხვა რომელიც დილიდანვე თავში მიტრიალებბდა.
_ ოცნებებს ვიხდენთ _მითხრა და ჩემთან მოვიდა.
_ რა ოცნებებს?
_ შენ შრილანკაზე ხარ, მეკი შენს გვერდით _მითხრა და ჩამეხუტა.
_ ანუ ყველაფერი ნამდვილია?
_ ნამდვილია და იმაზე რეალურია, ვიდრე შენ წარმოგიდგენია _მითხრა და მოულოდნელად მაკოცა.
_ მიყვარხარ _ვუთხარი მე.
_ მეც მიყვარხარ
_ მე უფრო
_ კაი დაგითმობ, შენ უფრო.

ორი კვირით ადრე

_ გისმენ.
_ დაჩი რავახარ ტო? _ჰკითხა ერეკლემ.
_ არამიშავს შენ?
_ ხო მეც მასე, ბიჭო ჩამოსვლას ვაპირებ.
_ მართლა ?
_ ხო, მარა ერთი ორი დღით ბათუმში გავჩერდები, რაღაც საქმე მაქ ბიზნესის მხრივ.
_ ვაა კაია და იცი რა გამახსენდა?
_ რა?
_ ნია გახსოვს? ვარდოსანიძე, ჩვენი უბნელი? პატარაობაში ერთად ვთამაშობდითხოლმე.
_ ხო რა დამავიწყებს, ჩემი უიმედო სიყვარული _თქვა სიცილით
_ ხო ეგ.
_ და მერე რა მოუვიდა?
_ არაფერი, ეგეც ბათუმში იქნება, რაღაც ტრენინგზეო თუ რაღაც თქვა არ მახსოვს.
_ მერე?
_ რაღა მერე , შანსი გაქ.
_ დაჩი ძმა ხარ, გამირკვიე რომელ სასტუმროში იქნება რომელ ნომერში და ვაფშე ყველაფერი.
_ კაი მარის ვკითხავ, ეცოდინება.
_ მიდი აბა კარგად.
-----------------------------------
მოგესალმებით ჩემი პიირველი ისტორიით.
იმედი მაქვს რო მოგეწონებათ და შეაფასებთ.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

საყვარლობა იყო.... მთელი ისტორია ღიმილით ჩავიკითხე... ძალიან მომეწონა ♡♡

 


№2 სტუმარი სტუმარი მაკო

ძალიან მომეწონა საინტერესო
იყო და პირველინისტორიის პირობაზე ზედმეტად კარგიც. წარმატებები და გაგვახარე ახალი ისტორიებით.

 


№3 სტუმარი ინა

იგივე სიუჟეტია რაც ორი ბილეთი ნიცამდე მაგრამ რაღაც მხრივ შეცვლილიც გაქ, ნუ საბოლოო ჯამში კარგია ))

 


№4 სტუმარი მწვანე თვალება

მომეწონა კარგი იყო heart_eyes heart_eyes

 


№5  offline მოდერი ენემი

საოცრებაა heart_eyes მეტი არ მეთქმის smile heart_eyes ახალ ისტორიას ველი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent