შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსათაურო(საცდელი თავი)


9-07-2018, 17:57
ავტორი eleneegelovani
ნანახია 1 117

ყველა ადამიანმა ცხოვრებაში წამით მაინც უნდა გამოცადოს გულწრფელი ბედნიერება.
ეს შეიძლება ბედისწერაზეა
შეიძლება დამსახურებაზე
ან კიდევ სულაც იმის არჩევაზე, გინდა თუ არა იყო ბედნიერი.
ლილე..
ლილეს ცხოვრებაში ბედნიერება მაშინ გამოჩნდა როდესაც....
თუმცა ყველაფერს ხომ თავადვე გაიგებთ, როცა ისტორიას წაიკითხავთ.
და მაინც..
ყველაფერი 2015 წლის 31 დეკემბრის გამთენიისას დაიწყო..
— — — —
თბილისის ფსიქიატრული საავადმყოფო
05:43
საავადმყოფოს მიმღებში სასწრაფოს ექიმებს მძიმე პაციენტი შემოჰყავთ.
სამორიგეოდან საკაცისკენ ორი მორიგე ექთანი გამორბის
-რა მდგომარეობაა?
-ლილე აბაშიძე, 23 წლის, მძიმე ნერვული შეტევა ჰქონდა, სამჯერ გავუკეთეთ მანქანაში მსუბუქი დამამშვიდებელი, გუგები არ რეაგირებს.
-ზოლომაქსი გაუკეთე, მე დემეტრე ექიმს გამოვიძახებ - ეუბნება ერთი ექთანი მეორეს
-არა, არ გაბედოთ - აღელვებით აჩერებს სასწრაფოს ექიმი ექთანს - ძლიერი დამამშვიდებლები ცუდად მოქმედებს.
-რატომ?
-ყოფილი ნარკომანია..ორი თვე იყო მკურნალობაზე და ნარკოლოგიურმა თქვენ გადმოგაბარათ, პასუხისმგებლობას აღარ იღებენ.
— — — — —
-ვაიმე ძაან რთული გოგო შემოუყვანიათ დილით, 2 ექთანი ლამის დაასახიჩრა
-კაი რას მეუბნები, ვისი პაციენტია?
-დემეტრესი. თანაც ნარკომანი ყოფილა ადრე, აქ რატო გადმოიყვანეს არ ვიცი. არადა გოგოა ისეთი , რო შეხედავ გაგიჟდები, მარა გამხდარია ძალიან.
-აბა რა იქნება, საწყალი გოგო..
— — — —
-გამიშვით, რას მიკეთებთ, ვინ დამაბა, რეები მაქვს შეერთებული, რა ხდება.... - დაუმთავრებელ კითხვებს ღელვით მოჰყვა ახალგაღვიძებული პაციენტი
-ლილე საავადმყოფოში მოხვდი, არ ინერვიულო, აქ საიმედო ხელში ხარ - უთხრა დემეტრემ და ექთნებს გარეთ გასვლა სთხოვა
-რეებს ბოდავ ვინ ხარ, გამიშვი აქედან
-ასე არ გამოვა - პაციენტის სარისკო მოძრაობების შეჩერებას ცდილობდა დემეტრე ექიმი
-გეკითხები ვინ ხარ, რას მაკავებ
-შენი ექიმი ვარ, დემეტრე მქვია, დამშვიდდი კარგი? მომისმინე, უბრალოდ მომისმინე - სიმშვიდის მოპოვებაში ეხმარებოდა დემეტრე პაციენტს - რამე კარგი წარმოიდგინე, ზღვა, მთა, ბუნება, რაც გიყვარს..ვინმეზე ან რამეზე იფიქრე, დამშვიდდი და მერე დამელაპარაკე კარგი? ცოტა წყალიც დალიე - წყლით სავსე ჭიქიდან თავისი ხელით დაალევინა გამჭირვალე სითხე - უკეთ ხარ?
გოგონამ თავი უხმოდ, თვალდახუჭულმა დაუქნია.
-შეგიძლია რამეზე მელაპარაკო?
ლილე დუმდა.
-გახსოვს რა მოხდა?
საპასუხოდ ექიმმა წლიანი, ცისფერი თვალების სევდიანი გამოხედვა მიიღო.
-კოშმრები. გრძელი და ბნელი კოშმრები მახსოვს. სულ მაგათ ვხედავ, ძილის მეშინია - ჩუმი ტონით უპასუხა ლილემ ისე, რომ ფარდებჩამოფარებული ფანჯრიდან თვალი არ მოუცილებია.
-მაინც რა გესიზმრებოდა, შეგიძლია გაიხსენო? - კალამი და ფურცელი მოიმარჯვა ექიმმა და დანიშნულების დაწერისთვის მოემზადა.
-ყველაფერი, რაც ნაცრისფერია.
-ნაცრისფერი?
-ჰო. უფროსწორად, ყველაფერი ნაცრისფრად მესიზმრებოდა. ცაც, ის გამხმარი ყვავილებიც, საშიში თოჯინებიც და საერთოდ ყველაფერი.
-რამდენი ხანი გესიზმრებოდა კოშმრები?
-დიდი ხანი. ზუსტად არ ვიცი, დროის აღქმა დავკარგე. ხან დედა მესიზმრებოდა, ხან კიდევ მამა. მეუბნებოდნენ გაპატიეთო და მერე მიყვიროდნენ ჩქარა ადექი, ჩვენთან წამოდიო.
-სად არიან დედ-მამა? - სიფრთხილით იკითხა დემეტრემ.
-სადაც უფრო უკეთესია იქ არიან. ალბათ უფრო სამოთხეში, ვიდრე ჯოჯოხეთში. ცუდი ადამიანები არ იყვნენ, უბრალოდ მე ვარ ცუდი. შეიძლება ღმერთს ჩემ გამო ორივე დაესაჯა. - უემოციოდ ლაპარაკობდა თვალებჩაცვენილი ლილე.
-გასაგებია. კოშმრების გარდა რა გახსენდება?
-კრუნჩხვებში რომ ჩავვარდი და ექთნებს ცუდად მოვექეცი ის.
-ეგ არაუშავს, ალბათ კარგად არიან. დღეს რა დღეა იცი?
-ხომ გითხარი დროს ვერ ვგრძნობ. ალბათ ორშაბათია. ასეთ საშინელებას სხვა დღეს ვერ მივაწერდი.
-ესეც გასაგებია. ბოლოს როდის ჭამე გახსოვს?
-არ ვიცი. ალბათ დიდი ხნის წინ.
-რატომ? არ ჭამ ხოლმე?
-რა კითხვებს მისვამ ან რამდენს მალაპარაკებ? - მოულოდნელმა აგრესიამ გაიღვიძა გოგონაში
-თუ გინდა შევისვენოთ, როგორც გინდა ისე ვქნათ
-ფარდები გადაწიე და ესენი მომხსენი-გვერდებზე მიმაგრებულ ბორკილებზე მიუთითა ლილემ
-ეგენი ჯერ გქონდეს, რას გიშლის და ფარდებს გადავწევ, კარგი?
წარბის აწევით დაეთანხმა პაციენტი.
— — — — —
-რა მოხდა? - პალატაში 2 თეთრხალათიანი ექთანი შემოვიდა
-ფარდების გადაწევა მთხოვა და რო გადავწიე სინათლემ გააღიზიანა, მგონი ხელმეორე კრუნჩხვები ეწყება. ნევროზალი შეუშვით კუნთში და მალე დავბრუნდები, მეორე სართულზე გამომიძახეს.
— — — — —
2 წლის წინ
-საერთოდ რატო მოხვედი რა გინდა, წადი რა აქედან- ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან იატაკზე ოთხად მოკეცილი ლილე
-რომ მიყვარხარ და ყველაზე ახლო მეგობრად და ადამიანად გთვლი მაგიტომ გელაპარაკები, შემომხედე ლილე სად იყურები, ისევ კაიფში ხარ ხო? ისევ მომატყუე ხო? შენ რა გგონია, მე ნერვები არ მაქვს ? რამდენჯერ ადამიანო, მითხარი, რამდენჯერ გთხოვე შეეშვითქო, რამდენჯერ გადავყარე, რამდენჯერ გავანადგურე რო აღარ შეხებოდი, რამდენჯერ მილაპარაკია რა ცუდად მოქმედებს შენზე, ამის ღირსი ვარ ხო მე შენგან? არსადაც არ წავალ, ჩაიცვი ორივე ერთად წავალთ სადაც მოგივლიან და ნარკოტიკებსაც გადაეჩვევი.
-არ წამოგყვები
-ძალით წაგიყვან უნამუსო ვიყო, არ მოვისვენებ სანამ არ მიგიყვან. გაგთიშავ იცოდე და ისე ჩაგაგდებ მანქანაში, რო გაიღვიძებ უკვე იქ იქნები, არ გირჩევნია შენთვითონ წამომყვე? - მოჩვენებითი სიმშვიდით ელაპარაკებოდა ბავშვობის მეგობარს
-შენ მიმატოვებ იქ და მერე წახვალ - ტირილით უპასუხა ლილემ
-სად უნდა მიგატოვო ლილე რატო არ გრცხვენია მაგას რო იძახი? ადექი ჩაიცვი
-ვერ ვდგები, ცუდად ვარ - კანკალით ამოხედა ფეხზე მდგარ ნიკოლოზს
-რა დღეში იგდებ თავს, ღმერთო.. - ხელში აიყვანა უკვე გონებადაკარგული ლილე და მანქანამდე ისე ჩაიყვანა.
-
-ნიკა..-ახალგაღვიძებულს ლაპარაკი უჭირდა
-აქ ვარ, აი ხომ ხედავ არ წავსულვარ, სულ აქ ვიქნები, ოღონდ შენ არაფერზე ინერვიულო, კარგი?
-სად ვართ?
-ნარკოლოგიურ ცენტრში - ძალიან უმძიმდა ნიკას ამ სიტყვების თქმა - აქ სპეციალისტი გაგვესაეუბრება, შეისწავლის ყველაფერს და დაგვეხმარება. შეიძლება დიდი ხანი დაგვჭირდეს, 4,5,6 თვე, ან იქნებ მეტიც, მაგრამ არაფრის არ უნდა შეგეშინდეს, მალე კარგად იქნები.
-ისედაც კარგად ვარ, არ მჭირდება.
——
ნარკოლოგიურში მიყვანიდან 4 თვის შემდეგ
-წადი რა ნიკა, წადი, მმკურნალობენ, თავზე მევლებიან, შენც ხო ეს გინდოდა, რა მშვენიერია ცხოვრება, წადი გარეთ გადი, ვინმე ჯანმრთელთან იმეგობრე, ვინმე შეიყვარე, აღარ გინდა ჩემთან, წადი გთხოვ - პირველი ნერვული შეტევისგან გამოწვეული კანკალით ლაპარაკობდა ლილე- ხო ხედავ ვერ გიყურებ, არ მინდა რო დაგინახო, ჩათვალე რო მოვკვდი, ან არ ვიცი, რამე ქენი რო დამივიწყო. წადი გთხოვ - ცრემლებით სავსე თვალებიდან ყველაფერს ბუნდოვნად ხედავდა
-რატომ გინდა რო წავიდე?
-მიინდა აი უბრალოდ მინდა, რატო ვერ იგებ, რატო- ყვირილზე გადავიდა
-რომ წავიდე კარგად იქნები?
-კი
-არ დაგჭირდები?
-არასდროს დამჭირვებიხარ
-ესეიგი სულ ზედმეტი ვიყავი?
-სანამ წამალზე გაიგებდი არა
-ეგ არის პრობლემა რომ დახმარება ვცადე?
-კი
-იქნებ დავრჩე?
-აღარ მინდა შენი დანახვა
-კარგი, წავალ..
-..
-ვიცი, რომ მალე კარგად გახდები და თუ დახმარება დაგჭირდება, მე სულ შენს გვერდით ვიქნები
-..
-მიყვარხარ ლილე, შენთვის მხოლოდ კარგი მინდა
-გასაგებია, ეხლა წადი და თუ მართლა გიყვარვარ აღარ დამენახო, არასდროს
ნიკოლოზი მძიმე ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან. როგორ უმძიმდა, როგორ არ უნდოდა ლილეს ესეთ მდგომარეობაში ყოფნა. რა დაუმსახურებლად მიიღო ლილესგან უმიზეზო ზიზღი, მაგრამ ამაზე საერთოდ არ ფიქრობდა, მისთვის მთავარი ლილეს კარგად ყოფნა იყო და თუ თავისი წასვლა სიტუაციას გააუმჯობესებდა, ყველაფრისთვის მზად იყო. ბავშვობიდან ხომ ერთად იზრდებოდნენ. ასეთ მდგომარეობაში ბოლოს მხოლოდ მაშინ ნახა, როცა ლილემ დედ-მამა დაკარგა, მაგრამ მაშინ ნარკოტიკებს არ მოიხმარდა..კადრებად ახსენდებოდა მათი ბედნიერი ბავშვობა და გული კატასტროფულად ტკიოდა. წასვლამდე პერსონალს ელაპარაკა, სთხოვა ყოველდღე ყველაფერი დეტალურად გადაეცათ და კლინიკა ასე დატოვა.
— — —

გამარჯობათ❤️დავწერე საცდელი თავი ისტორიისა რომელიც არის 23 წლის ყოფილ ნარკომან გოგონაზე.. მაინტერესებს ღირს თუ არა გაგრძელება და რას მირჩევდით.



№1  offline წევრი .M.A.R.I.

მომეწონა მაგრამ რაღაც გრამატიკული შეცდომები გაქვს
მაგალითად: რეები რაები* , კოშმრები კოშმარები*
ისე კარგია <3
<3

 


№2  offline წევრი ეირინ

აუ გააგრძელე რა❤მიყვარს შენი ისტორიები❤❤❤

 


№3  offline წევრი eleneegelovani

.M.A.R.I.
მომეწონა მაგრამ რაღაც გრამატიკული შეცდომები გაქვს
მაგალითად: რეები რაები* , კოშმრები კოშმარები*
ისე კარგია <3
<3


სიმართლე გითხრა გრამატიკასთან დიდად კარგი ურთიერთობა არ მაქვს????მაინც ვეცდები გამოვასწორო მადლობა❤️

ეირინ
აუ გააგრძელე რა❤მიყვარს შენი ისტორიები❤❤❤


მადლობა დიდი❤️ გავაგრძელებ აუცილებლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent