შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოლო რეისი -მესამე თავი (ის გიყურებს)


9-07-2018, 22:07
ავტორი fireending
ნანახია 1 266

-გიო,პირსახოცი მოგიტანე_მოესმა ცოლის ხმა და გამოფხიზლდა.
კარი ოდნავ შეაღო,დარწმუნდა ,რომ იქ ნამდვილად მისი ცოლი იყო და პირსახოცი გამოართვა.
მომხდარის გამო თვალებზე ბინდი ეკვროდა.ტანსაცმელი ჩაიცვა და სააბაზანოდან გამოვიდა.
-მოდი,ჩაი მზადაა_უთხრა ლიკამ და ფინჯანი მიაწოდა
-მადლობა_უპასუხა და ჩაი მოსვა_რა გემრიელიათქვა მან
-ნამცხვარიც აიღე_თეფში მიაწოდა ქალმა
გიროგიმ ნამცხვარიც გამოართვა.ჩაი ისევ მოსვა,ფინჯანი მაგიდაზე დადგა და დივნის საზურგეს მიეყრდნო.თვალები დახუჭა,რადგან თავი საშინლად ტკიოდა.ცოლს ვერაფერს ეუბნებოდა,რადგან თვითონაც არ იცოდა რა ხდებოდა,ამიტომაც არ უნდოდა მისი შეშინება.
-გიო_კარგად ხარ?
-კი,რატომ მეკითხები?_უპასუხა ისე,რომ თვალები არ გაუხელია
-მგონი მაღალი ტემპერატურა გაქვს_შუბლზე ხელი დაადო ქმარს
-ჰო ცოტა თავი მტკივა
-წამალს დაგალევინებ_ფეხზე წამოდგა ლიკა და უჯრიდან წამალი ამოიღო.
გიორგიც ფეხზე წამოდგა,რომ წამალი გამოერთმია და ლიკას ზურგს უკან მდგარ ჩრდილს მოკრა თვალი,რომელიც ქალს უახლოვდებოდა.გიორგიმ ცოლს ხელი მოკიდა და სხვა ოთახში გაიყვანა.
-რა მოხდა?-იკითხა შეშფოთებულმა ქალმა
-ლიკა,არ შეგეშინდეს,იმ ოთახში არ შეხვიდე._მიუთითა ოთახზე,სადაც რამდენიმე წუთის წინ ისხდნენ.
-მეუბნები არ შეგეშინდესო,მაგრამ მაშინებ.რა გჭირს?_ჰკითხა მან
-არ ვიცი,არ ვიცი.მგონი ძალიან ცუდი რამ._ანერვიულებული ხმით უპასუხა და იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა
-წამოდი დაიძინე,გადაიღალე,თანაც მაღალი ტემპერატურა გაქვს.ძილი მოგიხდება
-ალბათ_უპასუხა და წამოდგა,რომ ოთახისკენ წასულიყო.
ლიკა დაეხმარა,რომ საწოლში კომფორტულად მოკალათებულიყო,შემდეგ წამალი მიაწოდა და მის გვერდით წამოწვა.
გიორგი ახალი ჩაძინებული იყო,რომ ხმაურმა გამოაღვიძა,თითქოს რაღაც მძიმე გადმოვარდა სიმაღლიდან.ცოლს დახედა,რომელსაც მშვიდად ეძინა.შემდეგ საწოლზე წამოჯდა და სმენა დაძაბა,რადგან სამზარეულოდან ხმაური მოესმა.სუნთქვაშეკრული უსმენდა ნაბიჯების ხმას,რომლებიც თანდათან მის ოთახს უახლოვდებოდნენ,ხმა თანდათან ძლიერდებოდა,კართან თითქოს ვიღაც გაჩერდა ამის შემდეგ კი ფეხის ხმა შეწყდა.გიორგი კარს უყურებდა და შიშისგან თითსაც კი ვერ ამოძრავებდა.არც ცოლის გაღვიძება უნდოდა.
ბოლოს შიშს მოერია,წამოდგა და კარს მიუახლოვდა,უნდა ენახა რა ხდებოდა.კარი შეაღო ,თუმცა იქ არავინ იყო.ბნელ დერეფანს თვალი მოავლო,არა იქ ნამდვილად არავინ იყო.ცოტათი დამშვიდდა,მაგრამ ძარღვებში სისხლი გაეყინა,როდესაც დერეფნის ბოლოდან ხმადაბალი სიცილის ხმა მოესმა,სიცილი ძლიერდებოდა და თითქოს ვიღაც უახლოვდებოდა.
-გხედავ,გხედავ,ყოველთვის გხედავდი გიორგი_გაისმა მთელ სახლში და შემდეგ ამას ხმამაღალი სიცილი მოყვა
-ვინ ხარ?რა გინდა?_დაიყვირა მან
პასუხად მხოლოდ საზარელი სიცილი მიიღო და შემდეგ სიჩუმე,ცივი სიჩუმე,რომელიც ავის მომასწავებლად საშიში იყო.უცბად იგრძნო ვიღაცის ხელები კისერზე,ისინი მის დახრჩობას ცდილობდნენ.
-გიორგი _ჩაესმა მძინარეს ლიკას ხმა
მამაკაცს გაეღვიძა და შვებით ამოისუნთქა,როდესაც გააცნობიერა,რომ ეს უბრალოდ ცუდი სიზმარი იყო.უკვე კარგად გათენებული იყო.საწოლზე წამოჯდა.
-ძილში ლაპარაკობდი_უთხრა ლიკამ
-მართლა?
-ჰო,ვიღაცას ეძახდი,ალბათ სიცხის ბრალია.კარგი იქნება დღეს მაინც თუ დარჩები სახლში
-კარგად ვარ,ტემპერატურამაც დამიწია_უპასუხა მამაკაცმა
-გთხოვ,წუხელი ისე ცუდად იყავი შემეშინდა,ჯობს დღეს სახლში დარჩე_სთხოვა ქალმა
-კარგი,მაგრამ ერთი პირობით_ჩაეღიმა მამაკაცს
-რა პირობით?_დაინტერესდა ქალი
-თუ მაკოცებ
ლიკას გაეცინა და ქმარს აკოცა.
-მაღაზიაში გავალ და მალე მოვალ,შენ იწექი _თქვა ქალმა
-კარგი ლიიკ
მარტო დარჩა თუ არა თავისი სიზმარი გაახსენდა.ისევ უსიამოვნო გრძნობამ შეიპყრო,თითქოს ეს სიზმარი კი არა რეალობა იყო.წუხელ აბაზანაში მომხდარიც გაახსენდა.ვერ გაეგო რა ხდებოდა მის თავს.ცდილობდა არ ეფიქრა ამ ყველაფერზე,რადგან კიდევ უფრო ცუდად ხდიდა,იმის გახსენებაც არ შეეძლო,თუ რატომ მოხვდა საავადმყოფოში.
საწოლიდან წამოდგა და ფანჯარას მიუახლოვდა,რაფაზე წიგნი იდო.იფიქრა წავიკითხავ და ცოტას გავერთობი მაინცო,თუმცა გადაშალა თუ არა წიგნიდან ფოტო გადმოვარდა,სადაც ის პატარა იყო,დაახლოებით ხუთი ან ექვსი წლის.ჩვეულებრივი ფოტო იქნებოდა,რომ ერთ რამეს ყურადღება არ მიეპყრო.ეზოში სადაც ეს ფოტო გადაიღეს დიდი ხე იდგა,რომელიც ახლაც იქ არის,ხის უკან კი მკრთალად მოჩანდა ადამიანის სილუეტი,მოხუცი ქალის,რომელიც მას უყურებდა,ნაცნობი თეთრი თვალებით.ფოტო ხელიდან გაუვარდა.გონებაში ყველაფერი ამოუტივტივდა,გაახსენდა იმ საღამოს ,რაც მოხდა და საავადმყოფოში რატომაც აღმოჩნდა,მოხუცი ქალის სახე ისევ თვალწინ ედგა.ფანჯრის რაფას დაეყრდნო,რადგან თავბრუ დაეხვა და როდესაც ფანჯრის მინას შეხედა საკუთარი ანარეკლის მაგივრად იმ მოხუცი ქალის სახე დაინახა,რომლის საზარელი თეთრი თვალები ისევ მას მიშტერებოდა და ბოროტი ღიმილით აკვირდებოდა.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Shen mamklav me, arvkvdebi da ras vmerchiiii, ras gadaekida netaaa, rogor mainteresebsssss, male dade ragtxovvv, iyos patara, Ogond dadeee

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

ჯერ რომ წინა ისტორია დაგესრულებია არა? იმდენი ხანია წერ ლამის დამავიწყდეს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent