მძიმე გზა (მესამე ნაწილი) მეცხრე თავი (21)
დათო დილით ადრე ნაბიჯების ხმამ გააღვიძა,თვაკები მოისრისა და საწოლზე წამოჯდა.გაეღიმა,როდესაც სარკის წინ მდგომი ქალი დაინახა,რომელიც თმას ივარცხნიდა. -სად მიდიხარ სოფი?_ჰკითხა მან -სამსახურში_ღიმილით უპასუხა ცოლმა დათოსაც გაეღიმა.უხაროდა,რომ სოფია თავს უკეთ გრძნობდა,თუმცა არ უნდოდა სამსახურში გაეშვა და ზედმეტად გადაეღალა. -აუცილებელია?_ჰკითხა მამაკაცმა -ჰო,უნდა წავიდე,ბოლო დროს ვეღარ მივდიოდი ხშირად და არ მინდა საქმე გავაფუჭო -კარგი კარგი_უპასუხა დათომ.ფეხზე წამოდგა და ქალს ხელები მოხვია.-მაგრამ დამპირდი,რომ მალე დაბრუნდები და ძალიან არ დაიღლი თავს,კარგი? -კარგი,კარგი_გაეცინა ქალს და თავი გააქნია-ავად კი არ ვარ,ორსულად ვარ -ჰო,მაგრამ არ დაგავიწყდეს თავს გაუფრთხილდი -კარგი დათო ექიმო_ჩაეღიმა სოფიას და ქმარს აკოცა საუბარი კარზე კაკუნმა შეაწყვეტინათ. -შემოდით_დაიძახა სოფიამ -დილა მშვიდობისა_გულთბილად მიესალმა ნაირა ცოლ-ქმარს -დილა მშვიდობისა_უპასუხა დათომ -სოფია,ჩაი მოგიტანე შვილო და საუზმე მზადაა -დიდი მადლობა_გაუღიმა ქალმა-მაგრამ სამსახურში მივდივარ და იქ ვისაუზმებ -მოიცა,მშიერი როგორ გაგიშვათ_შეწუხდა ქალი-ჩაი მაინც დალიეთ გთხოვთ სოფიას გაეღიმა.ესიამოვნა მზრუნველობა და ქალს ჩაი გამოართვა -დათო,თქვენ მაინც ისაუზმეთ_თხოვა ქალმა -სოფიას სამსახურში წავიყვან და მალე დავბრუნდები._უპასუხა მამაკაცმა -არა,ჩემით წავალ რა პრობლემაა -მირჩევნია მე წაგიყვანო.წავალ მანქანას გამოვიყვან -კარგი,მე ჩაის დავლევ მანამდე_უპასუხა ქალმა და სავარძელში ჩაჯდა. ... სესილი სახეზე ნაზმა შეხებამ გააღვიძა.თვალი ნელ-ნელა გაახილა,რადგან ფანჯრიდან შემომავალმა მზის სინათლემ მოჭრა თვალი. -სესი,გაიღვიძე_მოესმა ლევანის ხმა. გოგონას მის დანახვაზე გაეღიმა,საწოლში წამოჯდა და ქმარს მოეხვია. -დილა მშვიდობისა_უპასუხა მამაკაცმა და აკოცა -დილა მშვიდობისა_უპასუხა გოგონამ და სახეზე ჩამოყრილი თმა გადაიწია-რა კარგი სურნელი გამოდის სამზარეულოდან_აღნიშნა მან -სანამ გეძინა საუზმე მოვამზადე.ყავასაც დაგისხამ -რა კარგი ხარ რომ იცოდე_მოეხვია ქმარს სესილი -შეუდარებელი_ჩაეღიმა ლევანს -მოვწესრიგდები და ახლავე გამოვალ_თქვა გოგონამ,ხალათი მოიცვა და აბაზანაში შევიდა. ... -შეუდარებელი ხელი გაქვს რა_თქვა სესილიმ და ცარიელი თეფში გვერდზე გადადო -მიხარია,რომ მოგეწონა -ჰო,მართლა კარგად ამზადებ. -ვცდილობ,თითქმის სულ მარტო ვცხოვრობდი და მომიწია მესწავლა საჭმლის კეთება -ნეტავ მე როდის ვისწავლი რამეს_გაეცინა გოგონას -ისწავლი,მაგრამ სამზარეულოს ჩემ თავზე ვიღებ და კიდევ საძინებელსაც ორივეს გაეცინა.მამაკაცმა გოგონას ხელი მოხვიდა და კალთაში ჩაისვა. -ზოგჯერ ისეთი ბედნიერი ვარ,რომ არც მჯერა,სიზმარი მგონია_თქვა გოგონამ და ლევანს მხარზე დაადო თავი -მეც,მაგრამ როდესაც დილით გხედავ თუ როგორ გძინავს ჩემ გვერდით,შემიძლია შენ სახეს შევეხო,მოგეხვიო,გაკოცო,მაშინ როცა მინდა,ვრწმუნდები,რომ ეს ყველაფერი არ შეიძლება სიზმარი იყოს,რადგან სიზმარი მთავრდება.ჩვენ კი ყოველთვის ასე ბედნიერი ვიქნებით -ყველაზე ბედნიერი ვარ შენ გვერდით.მაგრამ,სოგჯერ გულში რაღაც ჩამწყდება ხოლმე,სევდა მერევა... -რატომ? -ჩემ მშობლებზე ვფიქრობ.ჩემ დაზე.გული მტკივა,რომ ასე დამივიწყეს.თითქოს მათთვის არაფერს ვნიშნავ.დედაჩემს ერთხელაც კი არ დაურეკავს მას შემდეგ ,რაც გავთხოვდი.დედაჩემის ნაცვლად სხვა ქალია ჩემ გვერდით.სოფიასთვის არავინ ვარ,მაგრამ მან და მისმა ოჯახმა შვილივით მიმიღო... -სესი,ჩემო კარგო.ვიცი ახლა როგორ გიჭირს.შენ ოჯახს მე არ ვუყვარვარ და ახლა შენზე გაბრაზებულები არიან,თუმცა დრო რომ გავა დედაშენი აუცილებლად შეგირიგდება -ეჰ,არა მგონია_ამოიოხრა გოგონამ-დედა ყოველთვის ცივად მექცეოდა,მაგრამ რაც ჩემი და გაჩნდა იმის მერე უკვე ცივად და ზიზღით მექცეოდა.ბევრჯერ ტყუილადაც ვუცემივარ.მამაჩემი კი არაფერს აკეთებდა.შორიდან უყურებდა ყველაფერს.ერთადერთი ჩემი და მექცეოდა კარგად,მაგრამ როგორც აღმოჩნდა ესეც ილუზია იყო და ბოლოს საშინლად მოგვექცა,მეც და შენც.ზოგჯერ ძალიან მრცხვენია ჩემი ოჯახის გამო.მათ გამო შენც ბევრი ცუდის გავლა მოგიწია სესილის ცრემლები მოერია.ლევანმა სახეზე ორივე ხელი შეახო და ნაზად მოეფერა -გთხოვ,არ იდარდო.მთავარია,რომ ერთად ვართ და მე ყველა ცუდი მოვლენა წარსულს ჩავაბარე.არც შენ ოჯახზე ვარ გაბრაზებული და მინდა არც შენ იყო მათზე ნაწყენი.სიბრაზე მოიშორე და მხოლოდ კარგზე იფიქრე. -მიყვარხარ -მეც _უპასუხა მამაკაცმა და წელზე მჭიდროდ მოხვია ხელები და აკოცა. ლევანის მობილურზე ზარის ხმა გაისმა.მამაკაცმა ეკრანს დახედა -ხო გიო -ბიჭო,სად ხართ ერთი საათია მე და ლუკა გელოდებით_გაისმა ტელეფონში გიორგის ყვირილი -უი, -უი და ჯანდაბა შენ_ახლა უკვე სიცილნარევი ხმით უპასუხა გიორგიმ -კარგი,კარგი გამოვალთ ახლავე_გაეცინა ლევანსაც და ტელეფონი გათიშა -მოგვკლავს?_ჰკითხა სესილიმ -სავარაუდოდ დაგვჭრის თუ მალე მივალთ -კარგი,ჩავიცვამ და გავიდეთ.რეპეტიცია როგორ დაგვავიწყდა -კარგი მიდი სესი.მეც ჩავიცვამ და გავიდეთ ... სესილიმ და ლევანმა ფრთხილად შეაღეს სარეპეტიციოს კარი.ოთახში მხოლოდ ლუკა იჯდა,რომლიც დრამზე უკრავდა. -ის სადაა?_ჩუმად იკითხა ლევანმა თუმცა ლუკას პასუხის გაცემა აღარ დაჭირვებია,რადგან კარი დახურეს თუ არა მის უკან გიორგი გამოჩნდა. -მობრძანდნენ -არ დაიწყო ახლა რა -რა არ დავიწყო დაგაგვიანდათ,კონცერტი გვაქვს მალე.დრო ცოტა გვაქვს -გიორგი შენც შეგიყვარდება,დაქორწინდები და ვნახავთ მერე თუ არ დააგვიანებ_დაემუქრა ლევანი და გაეცინა -მაგას ვინ გაყვება,ბრაზიანია -ლუკააა,ამ გიტარას გესვრი იცოდე_ჩეცინა გიორგის -მოიცა ერთი,კონცერტის წინ ნუ დაამტვრევ_უპასუხა ლუკამ -კარგი,კარგი გვეყოს.მიკროფონს ჩავრთავ და დავიწყოთ.დროს ვკარგავთ_თქვა სესილიმ და მიკროფონი ხელში აიღო. ღიმილით გადახედა ბიჭებს და მუსიკის დაწყებას დაელოდა.შესავალიც დამთავრდა.სესილიმ თვალები დახუჭა და სიმღერა დაიწყო.ახლა აღარაფერზე ფიქრობდა.სიმღერას სულ სხვა სამყაროში მიყავდა.იქ სადაც მხოლოდ თავისუფლებაა და მხოლოდ სუნთქვაც კი ბედნიერებას ანიჭებს. მუსიკაში თავისუფლებაა.მთლიანად მისი ნაწილი ხდები და ყველაფერი რაც გაწუხებს ქრება.რჩება მხოლოდ სიამოვნების შეგრძნება,რომლესაც იმ ფრთებით ფრენა,თავისუფლად ფრენა განიჭებს,რომელსაც თითოეული ბგერის მოსმენის შემდეგ იღებ. ... სოფია კაბინეტში იჯდა და ახალ დიზაინს არჩევდა მომავალი ჩვენებისთვის.მთლიანად სამუშაოში იყო ჩართული და ამიტომ არ სეუმჩნევია,რომ ოთახში სესილი შემოვიდა. -გამარჯობა_მიესალმა გოგონა -სესილი_წამოდგა გახარებული სოფია და გოგონას მოეხვია-გამიხარდა შენი ნახვა.მოდი დაჯექი.ყავას ხომ დალევ,კარგი ნამცხვარიც მაქვს -სიამოვნებით_გაეღიმა გოგონას სოფიამ მდივანს დაუძახა,რომელმაც რამდენიმე წუთში მოიტანა ყავა და ნამცხვარი -ეპეტიციაზე ვიყავი,შესვენება გვაქვს და შენ სანახავად მოვედი_თქვა სესილიმ და ყავა მოსვა -ძალიან კარგი,გამიხარდა შენი ნახვა.მომენატრე -ჰო,მეც.თანაც წესიერად მადლობაც კი ვერ გადაგიხადე -მადლობა?კი მაგრამ რისთვის? -იმისთვის,რომ ჩემ გვერდით იყავი.სწორედ მაშინ დამიდექი გვერდით ,როცა დედა უნდა ყოფილიყო ჩემ გვერდით.არ ვიცი ოდესმე თუ... -ათასჯერ მითქვამს,რომ სამადლობელი არაფერია_სიტყვა შეაწყვეტინა სოფიამ და ხელი ხელზე დაადო საოცარი სითბო ჩაეღვარა გულში,როდესაც მისი ხელის სითბო იგრძნო და მისდა უნებურად თვალზე ცრემლი მოერია.სოფია წამოდგა,ცრემლი მოწმინდა და გოგონა გულში ჩაიკრა. -არ იტირო,ხომ იცი ჩემი ოჯახი შენი ოჯახიცაა,შენ და ლევანი საკუთარი შვილივით მიყვარხართ,მითუმეტეს რომ ლევანს პატარაობიდან ვიცნობ.ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები იყვნენ ის და ლუკა,სანდროსთან მოდიოდნენ ხოლმე სტუმრად.ჩვენთანაც ხშირად რჩებოდნენ და ძალიან შეგვაყვარეს თავი.შენ მიმართაც ასევე ვარ განწყობილი.მინდა იცოდე,რომ ჩემი იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს. -ძალიან მიყვარხარ სოფია -მეც ჩემო კარგო_თმაზე მოეფერა ქალი-ხშირად გვესტუმრეთ ხოლმე შენ და ლევანი -დიდი სიამოვნებით...სოფია უნდა წავიდე,რეპეტიცია დაიწყება მალე -კარგი ძვირფასო,კონცერტისთვის ემზადებით? -კი მომავალ თვეშია. -ძალიან კარგია,წარმატებას გისურვებთ -მადლობა_გაუღიმა სესილიმ.ქალი გადაკოცნა და კაბინეტიდან გავიდა. სოფია სამუშაოს მიუბრუნდა.გაუხარდა,რომ სესილი ესტუმრა.ისეთი სეგრძნება ჰქონდა,თითქოს რაღაც აკავშირებდა ამ გოგონასთან.ისე ღელავდა მასზე,როგორც საკუთარ შვილზე.ძალიან ტკიოდა გული,როდესაც სესილის აცრემლებულ თვალებს იხსენებდა.გოგონას მშობლებზეც ბრაზობდა.ვერ ხვდებოდა რატომ იყვნენ ასეთი დაუნდობლები საკუთარი შვილის მიმართ. იქნებ სესილის მიმართ ასეთი გრძნობა იმიტომ ჰქონდა,რომ ის მისი გარდაცვლილი ბიჭის ტოლი იყო.ის ბავშვიც ხომ სესილის ხნის იქნებოდა.ბავშვის გახსენებისას ცრემლები უნებურად გადმოსცვივდა,მაგრამ მაშინვე მოიწმინდა.აერ უნდოდა ცუდზე ფიქრი.ქალი ფეხზე წამოდგა,რომ საქაღალდეები კარადაში შეენახა,კარადის კარი გააღო და სამი ფოტო გადმოვარდა.სოფიამ მაშინვე აიღო,დახედა თუ არა ხელები აუკანკალდა და სახეზე ფერი დაკარგა.ორ ფოტოზე ისევ მისი გარდაცვლილი შვილი იყო,მესამეზე კი თვითონ იყო.ეტყობოდა ახალი გადაღებული ფოტო იყო.ვერ ხვდებოდა როდის და ვინ გადაუღო,ფოტოზე მის მუცელს ხაზი წითლად ჰქონდა გადასმული.სოფია ხვდებოდა,რომ ეს მუქარა იყო.შიშმა შეიპყრო,რომ შვილს ისევ დაკარგავდა.კკარგა ხანს გაუნძრევლად იდგა.ვერაფრის გაკეთება მოახერხა,გული კი გამალებით უცემდა.იცოდა ომ საფრთხეში იყო,მაგრამ ვერ ხვდებოდა თუ როგორ აერიდებინა თავიდან,ვერც ის გაეგო ვის ჭირდებოდა მისი შვილის მოკვლა.ამ ყველაფერზე ფიქრისგან თავბრუ დაეხვა და მაგიდას დაეყრდნო.თვალები ებინდებოდა და გრძნობდა,რომ გონებას კარგავდა,მუხლები მოეკვეთა,თუმცა არა იატაკზე,არამედ დათოს მკლავებში აღმოჩნდა.მამაკაცი ის ის იყო კაბინეტში შემოვიდა,საავადმყოფოში შესვენება ჰქონდა და გადაწყვიტა სოფიასთვის გაევლო. -სოფია,სოფია გამოფხიზლდი_დაიყვირა დათომ და ქალი იქვე მდგარ დივანზე წამოაწვინა. სოფიამ თვალები გაახილა.მამაკაცმა წყალი მიაწოდა.ქალმა ცოტა მოსვა და ჭიქა დაუბრუნა. -კარგად ვარ,ნუ ღელავ -რა მოხდა? -არაფერი,უბრალოდ თავბრუ დამეხვა დათო იატაკზე დავარდნილ ფოტოებს დასწვდა და ხელში აიღო -უბრალოდ არა?_ხმამაღლა იკითხა მან-ეს ვინ ჯანდაბამ გამოგზავნა -არ ვიცი,არ ვიცი ... ჩემგან რა უნდათ_ტირილი აუვარდა ქალს. -კარგი,კარგი.დაწყნარდი გთხოვ.ამაზე არ იფიქრო,ვიპოვი,ვიპოვი და თავბედს ვაწყევლინებ_ზიზღი გაერია ხმაში მამაკაცს. -მეშინია,მგონია,რომ ეს მუქარაა,შვილს მომიკლავენ_ტირილით თქვა ქალმა -არ დავუშვებ ვინმემ რამე დაგიშაოს სოფია.-საავადმყოფოში წამომყევი -რატომ?არ არის საჭირო.კარგად ვარ. -თავი უნდა დავიზღვიოთ,გთხოვ წამოდი._ალერსიანად უთხრა ცოლს და წამოდგომაში დაეხმარა. -კარგი_უპასუხა ქალმა და ქმარს დაეყრდნო,რადგან ჯერ კიდევ თავბრუ ესხმოდა და სიარული უჭირდა. ... -საით ძვირფასო_მოესმა სესილის ხმა უკნიდან ,როდესაც სარეპეტიციოში შესვლას აპირებდა. ეს ის ხმა იყო,რომელიც ქვეყნად ყველაზე მეტად სძულდა -აქ რა გინდა კახა_ზიზღით უპასუხა გოგონამ -შენ წასაყვანად მოვედი_უპასუხა და მკლავზე ხელი მაგრად მოკიდა -გამიშვი_ყვიროდა სესილი გოგონას ყვირილზე ლუკა ,ლევანი და გიორგი გარეთ გამოვარდნენ.ლევანი მათკენ გაიქცა და კახას სახეში ძლიერად დაარტყა,ისე რომ კაცმა თავი ვერ შეიმაგრა და დაეცა.შეშინებული სესილი ლევანს მოეხვია.მამაკაცი ცოლს აწყნარებდა. -აქ მოსვლა როგორ გაბედე შე _იყვირა ლევანმა და კახასკენ წავიდა,თუმცა გიორგიმ და ლუკამ შეაკავეს. -თავი დაანებე ამ ახვარს,მე მივხედავ_ზიზრით თქვა გიორგიმ და კახას უკვე მეორედ მოხვდა მუშტი. გიორგიმ ხელი მოკიდა და მანქანისკენ წაიყვანა.ლუკა მათ გასაშველებლად გაიქცა. აზრზე ვერც კი მოვიდნენ გასროლის ხმა რომ გაისმა.სიჩუმე ჩამოვარდა.ყველა შეშინებული უყურებდა ლუკას .ბიჭი მუცლის არეში იყო დაჭრილი,მუხლებზე დაეცა და გონება დაკარგა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.