შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 18


10-07-2018, 10:25
ავტორი zia-maria
ნანახია 2 700

-დამსვი,დამსვი ძირს რა ველურივით იქცევი.
-გაჩუმდი ალექსანდრა თორემ დაისჯები.
-დამსვი ძირს ადამიანო, იქნებ არ გჭირდება ასეთი მოქცევა და ჩემით მოგყვები.
-ეშმაკობის დრო არ გვაქვს,სულ ცოტაც და აი მოვედით.მიიყვანა მანქანასთან და როგორც იტყვიან თვითმხილველები ხოლმე,ძალით შეტენა მანქანაშიო,სწორედ ასე მოიქა გელაც.ისეთი დიდი სისწრაფით გავარდა კომპანიის ეზოდან ბუღი დააყენა რასაც მოყვა უკან სამეგობროს გულიანი ხარხარი მაგრამ მათ ეს არ გაუგიათ,თუმცა გრძნობდა.
-სად მივდივართ,იკითხა ალექსანდრამ გამრაზებულმა.
-ქალაქს შემოვუაროთ.წყნარად უთხრა გელამ.
-შემოვლა რად უნდა,უნდა ვილოცო?
-თუ გინდა ილოცე,გინდა გულში და გინდა გასაგონად.დღეს ის მაინც არ აგცდება რაც ასაცდენია და ვიღაც ფარულ თაყვანისმცემლებზე ფიქრს მოვეშვათ.უთხრა გელამ და თვალი ჩაუკრა.
-შენ იყავი ის ფარული თაყვანისმცემელი და გაითამაშე ხომ,ვითომ არაფერი არ იცოდი.
-არა,არ ვყოფილვარ მე მაგრამ დამალვა რა საჭიროა როცა თავისთავად იასნია ყველაფერი ვინ უნდა იყოს შენს გვერდით.
-დიდი წარმოდგენა ხომ არ გაქვს შენს თავზე?
-არა,რატომ რასაც ვფიქრობ იმას ვამბობ.ალექსანდრამ მანქანის უკანა სალონში გადახოხდა და იქ რამდენიმე ლუდის ქილა ნახა,მიუხედავად იმისა რომ არასდროს არ დაულევია ახლა გაბრაზებულ გულზე დალია და სითამამეც კი მოემატა,ის სულ სხვა ადამიანად გადაიქცა,რაზედაც გელა გულიანად იცინოდა.მანქანა ქალაქიდან მოშორებით ერთ კერძო სახლთან გააჩერა,გადავიდა და ალექსანდრას გაუღო კარი.
-გადმობრძანდი დედოფალო.
-სად ვართ?
-წამოდი და ფხიზელი თვალით რომ შეხედავ გარემოს,მოგეწონება იქ ყოფნა.
-მე სხვა გეგმა მაქვს,უფრო რომანტიკული და სენსაციური.
-ვააააუ,რომანტიკული და თან სენსაციური?გაეცინა გელას.
-ნუ დამცინი,მე სერიოზულად ვამბობ.
-აბა მითხარი რა გეგმა გაქვს,იქნებ მეც მომეწონოს.
-წამოდი და ერთად რაიმე დანაშაული ჩავიდინოთ.
-დანაშაული ჩავიდინოთ?
-ჰო და იქ მოვითხოვოთ ერთ კამერაში ყოფნა.
-რაღა ციხეში გინდა ჩემთან ერთად ყოფნა,ცხოვრებაში გისოსების გარეშე თავისუფლად რომ ვიყოთ ერთად უფრო უკეთესი არ არის?
-ვერ ხვდები?ჩვენ ხომ შეყვარებული დამნაშავეები ვიქნებით,თან რა სენსაცია მოყვება ამ ამბავს აბა დაფიქრდი,გამომძიებელმა გელა ქავთაძემ სიყვარულის გამო დანაშაული ჩაიდინა.კარგად ჟღერს ხო?ალექსანდრა ჯერ კიდევ სასმელის ზემოქმედების ქვეშ იყო და არც დაფიქრებულა ისე წაეტანა გელას დიდ და გემრელ ტუჩებს.გელამაც ხელი დაავლო და ასე კოცნა-კოცნით შეიყვანა სახლში,მათში ველურმა ვნებამ გაიღვიძა და მთელი ღამე ველურ განცხრომაში გაატარეს.ალექსანდრას ჩაეძინა და გელა უცქერდა მის მკლავზე მძინარეს და ბედნიერი იყო,ცოტა ხანში ალექსანდრას ჩურჩული მოესმა.
-მე და შენ ბედნიერები.
-ეს მინდოდა კიდევ მე?დაიჩურჩულა გელამ და ძილში გაპობილ ბაგეებზე ფრთხილად აკოცა.
-ჩემი ველური,იფართხალე მაგრამ მაინც მოგერიე საოცრად ძლიერია ვნება რომელსაც ვერ აჯობე და მან მოგერია,დღეიდან კი ჩემი ვნება ხარ.
-შენ კიდევ ჩემი ვნება.ჩურჩულით უთხრა ალექსანდრამ და ხელები ძლიერად მოხვია.ასე ერთმანეთზე ჩახვეულებს ამ სიცხეში,სიცხესაც რომ ვერ გრძნობდნენ დაიძინეს მეორე დღის შუადღემდე.გამოიღვიძა თუ არა უამრავი ზარები დახვდა ტელეფონში და პირველად გიორგის დაურეკა.
-ცოცხალი ხარ?მოესმა გიორგის ხმა რომელიც იცინოდა.
-რა მომკლავდა.გაეცინა გელასაც.
-როგორ ხართ,დაატკბე?
-კი ვართ ორივე ჩაიში ჩამბალი სუხარივით.გაეცინა გელას.
-ალექსანდრას თაიგული მარიამმა წამოიღო სახლში.უთხრა გიორგიმ სიცილით გელას.
-რატომ?
-რა გინდოდა? ვაზაში ჩადებდი, თვალთახედვის ადგილზე დადგამდი და უცქერდი?
-არა,გადასაგდები იყო მაგ თაიგული მაგრამ ჯერ მაინც პატრონისთვის უნდა გეკითხათ,რომ დახამდით თაიგულს.სცადა გელამ გიორგის გაბრაზება.
-ჰოდა სწორედ პატრონმა წაიღო სახლში,ვისი გემოვნებიდაც იყო შეკვეთილი.
-რაააა,გამიჩალიჩეთ?გაუკვირდა გელას.
-აჰამ.მოესმა გელას მარიამის ხმა.
-ვერ ვიჯერებ,მარიამ ეს შენ მოიფიქრე?
-ეს ჩემი იდეა იყო,აბა რამდენი ხანი გინდოდა კიდევ გეთვალთვალა შორიდან,ჩემმა გეგმამ გაამართლა და უკვე გვერდით გყავს.იცინოდა მარიამი და გელაც აყვა მას.
-მაჯობე,ხელებს ვწევ შენს წინაშე მარიამ.მარიამს ეძინებოდა და ისევ შეიბრუნა ძილი და თან მის ფიქრებში ჩაიძირა.
-ჩემი ცხოვრება გულზე მაწევს მძიმე ლოდივით და ერთი სული მაქვს,როდის გადაგორდება ეს ლოდი გულიდან,რომ ერთი გემრიელად საბოლოოდ ამოვისუნთქო,ვიცხოვრო მუდამ ცოცხალი ეტალონის შესაბამისად.ცოტაც უფალო,კიდევ ცოტაც სულ რამოდენიმე დღეს გთხოვ მომეცი ძალა რომ მივიდე მნიშვნელოვან წუთამდე,მე დავდექი არჩევანის წინაშე და მე გადავწყვიტე ვირჩევ არა ჩემს თავს,არამედ ჩემს შვილს.ადამიანები სუსტები ვართ და როდესაც გულები გვიქვადება უკვე არჩევანს საუკეთესო ვაკეთებთ.მე მინდა ჩემი უსაზღვრო სიყვარული მას მივცე,ჩემი გული ხომ მიილტვის არა კეთილდღეობისკენ,არამედ ის მე მსხვერპლად შევწირე ჩემს სიყვარულს.მეგობრის კარგად ყოფნით გამოწვეული ბედნიერება თურმე გადამდები ყოფილა მეგობრებზე ბედნიერების შეგრძნება.ანას და ბექს დაბრუნებას დიდი სიხარული მოჰყვა,გაუხარდათ გელას და ალექსანდრას ბედნიერება.
-კიდევ ერთი წყვილი ჩვენს ოჯახში და ის მხოლოდ მარიამმა შეამჩნია.თქვა ანამ.
-მეგობრებო,ძვირფასო დედიკო და მამიკო მე და მარიამი სოფელში მივდივართ.
-კარგი გადაწყვეტილებაა.თქვა რუსომ.
-ცოტას დავისვენებთ სუფთა ჰაერზე,მათი ქორწინების ბანკეტს დავესწრებით სადაც თქვენც მიწვეული ხართ და დავბრუნდებით.ასე რომ ბატონო ბესარიონ და ქალბატონო ანაბელ კომპანიას თქვენ გიტოვებთ და მას მიხედეთ წაღმაც და უკუღმაც.ღიმილით დაასრულა თავისი გამოსვლა გიორგიმ.
-წვეულებაზე ჩვენც მოვდივართ.თქვა ანამ.
-წვეულებაზე მოხვალთ,მანამდე კომპანიას მიხედეთ.შეუბღვირა გიორგიმ.
-მერე ბავშვი?იკითხა ანამ.
-გეყოთ გვრიტებო ნებივრობა ორჯერ მოიწყვეთ უკვე თაფლობის თვე მე და მარიამი ერთხელაც ვერ წავედით ნორმალურად,ახლა კი მინდა სოფელში მაინც დავისვენოთ რამოდენიმე დღე,მომეცით მცირედი დრო დავუთმო ჩემს ორსულ მეუღლეს.ბავშვი,არგუმენტი კარგი გაქვს აქამდე ვინ მიხედა ბავშვს რომ წაბრძანდი,ახლაც მიხედავენ ნუ ნერვიულობ.დედა ძალიან გთხოვ მიეხმარე მარიამს ნივთების ჩალაგებაში რომ გაიღვიძებს.
-დღესვე მიდიხარ?კითხა ბექამ.
-ხო დღესვე,ახლავეს.მტკიცე და შეუვალი იყო გიორგის ხმა.
-ნუ იღრინები და წადი,აქ ვიქნებით ჩვენ.უთხრა ბექამ გიორგის და ორივეს გაეცინათ.მარიამი თავს ბედნიერად გრძნობდა,ალბად მისი მშობლიური ადგილების ხილვა უხაროდა,უხაროდა მის ტირიფებში კიდევ ერთხელ შესვლა და იქაურობით დატკბობა.ახლა არ ოცნებობდა მის მომავალზე,ის ოცნებობდა რომ მისი პატარა მარიამიც ამ სამყაროს სრულფასოვანი წევრი გახდებოდა.ის შეგუებული იყო უკვე მისი ცხოვრების მძიმე ხვედრს,რა ლამაზი იყო მთელი ეს დრო გიორგის გაცნობიდან დღემდე,მაგრამ ქრება ეს ბედნიერება ნელა ნელა და სად მიდის?რატომ ემალება ის მარიამს და რატომ არ უცქერს პირდაპირ თვალებში მას,რომ დაინახოს იქ ჩაბუდებული სიყვარული და სიყვარულთან ერთად დიდი ტკივილი.არა,არ იმალება ის ყველგანაა,შენს ირგვლივ რაც კი არსებობს,შენს ყოველდღიურობაში,სიყვარულში,მეგობრებში,საკუთარ ოთახში,მუსიკაში.ის ყველგანაა,მთავარია შენ იპოვო და შეივსო ამ გრძნობით.ბედნიერი როცა ხარ მას ყველა ხვდება,რადგან ერთიანად ანათებ,მთელი შენი შინაგანი მე ანათებს და ძლიერ ასხივებს.სიხარულს ასხივებდა მარიამის გაფერმკრთალებული სახე,სადაც იყო სოფელში სახლს უახლობვდებოდნენ და უკვე გრძნობდა მის სუნს,ბავშვობის სუნს,ჰაერი აქ სულ სხვაა,ყურში ჩაესმოდა წყაროს ჩხრიალი.მოენატრა მისი ტირიფები,ალექსანდრეს საყვარელი ადგილი ბაბუაწვერებით თეთრად გადაპენტილი დიდი გაშლილი მინდორი,ბებოს მწნილები და დედის ხელით დაწურული ხილის წვენი.
-ღმერთო რა სიმშვიდეა აქ.თქვა ხმამაღლა და გიორგიმ ღიმილით გადახედა.
-თუ გინდა შენს მშობიარობამდე ვიყოთ აქ მარიამ და მთელი ზაფხულის ხიბლს სრულად შეიგრძნობ.უთხრა გიორგიმ.
-მშობიარობამდე?ვნახოთ გიორგი.
-ვნახოთ,დრო გვაქვს.გაეღიმა გიორგის.
-ბავშობაში თვალებს ისე მაგრად ვხუჭავდი მინდოდა სამყაროში მე და ჩემი გვირილები,ვარდები და იასამანი ვყოფილიავით.ყური დაუგდე გიორგი რა სიჩუმეა,რა მყუდროება.ნახე,ნახე ჩემი ვარდები გაშლილა,ჩემი გვირილები.სიხარულს და აღტაცებას ვერ დაფარა მარიამმა და წესიერად გაჩერებული არ იყო მანქანა რომ გადავიდა,ფეხ და ფეხ დაიარა მისი ბავშვობის ეზო ნაირფერი ყვავილებით სავსე.თვალი მოავლო ეზოს და გაეცინა,ჩუმად გადაიპარა ალექსანდრს ხენდროს ბაღში და იქ შუა გულში ჩაჯდა.ეგონა ვერ უცქერდნენ,მაგრამ ალექსანდრე სახლიდან უცქერდა და იცინოდა,მარიამს კი უხაროდა რომ ბაღი გაუნადგურა.
-გიორგი.დაუძახა ჩუმად,გიორგიმაც გაკვირვებულმა მიიხედა უკან.
-რა გინდა აქ მარიამ ან როგორ გადადი.
-მოდი გადმომიყვანე,ვეღარ გადმოვდივარ ალექსანდრემ არ დამინახოს.გაეცინა გიორგის და ხენდროს ბაღიდან ხელში აყვანილი გადმოიყვანა მარიამი.უეცრად მოიწყინა მარიამმა და გიორგის სახე შეეცვალა.
-რა მოგივიდა,ცუდად ხარ?
-არა.
-აბა?
-შემიძლია ყველაფერის გარეშე გავძლო,მაგრამ იმ გიჟების გარეშე ვერ გავძლებ
-მაკვირვებ მარიამ არ გინდა ზოგჯერ განვმარტოვდეთ?არ გინდა იმ გიჟებისგან დავისვენოთ ცოტა ხნით და ვიყოთ მარტოები?
-კარგი,შევიდეთ სახლში და მერე ვილაპარაკოთ.
-მარიამ შვილო,იმდენი ჭამე ხენდრო ვეღარ გადმოდი ბაღიდან შენით?იცინოდა ნუგზარი.
-შემხედეთ?მე მეგონა ჩუმად ვჭამდი.მარიამიც იცინოდა და გიორგის მკლავებიდან განთავისუფლებული მამის მკლავებში აღმოჩნდა.
-უფ რა კარგია აქ,ბებოოო.ყველას გაუხარდა გიორგის და მარიამის მისვლა და უფრო მეტიც რომ ისინი იქ დარჩებოდნენ ზაფხულში.
-გადავწყვიტეთ,რადგან ცოტა რთული ორსულობა აქვს მარიამს და ვერსად მიმყავს აქ დავისვენოთ.თქვა გიორგიმ
-კარგია შენთვის სუფთა ჰაერზე ბებო და თან აქ ყველაფერს ნატურალურს მიირთმევთ ორივე.
-მარიამი ყველას ეფერებოდა და ცდილობდა მათ თვალებში მისი მხიარული სახის კადრები დაეტოვა.
-ალექს ცოტას დავისვენებ და შემდეგ მე და შენ გავისეირნებთ,ჩვენ სალაპარაკო გვაქვს.უთხრა ძმას და თვალი ჩაუკრა.
-როდის მერე მომტეხე შენი საიდუმლო საქმეებიდან?გაეცინა გიორგის.
-ნუ არც არასოდეს,მაგრამ არის რაღაცეები რომლებიც მხოლოდ მე და ალექსმა ვიცით,ამიტომ არ მიწყინო მაგრამ ჩვენ ორნი მარტო ვისაუბრებთ.
-წადი,ისაუბრეთ მაგრამ ნუ დააგვიანებ ხომ იცი დიდი ხნით უშენობას რომ ვერ ვეგუები.უთხრა გიორგიმ და ლოყაზე აკოცა.
-ყველა აქ ხართ და მინდა რაღაც გითხრათ.
-რა მოხდა,ხო მშვიდობაა.შეეშინდა თამარს და ნუგზარის.
-მშვიდობაა,ჩემი ნახატები თბილიში გაიგზავნა სადაც შეამოწმებს ცნობილი მხატვრები.მართალია მე ვერც ფიროსმანს შევადარებ ჩემს თავს და ვერც გურამ ქუთათელაძეს,ვერც მიქელანჯელო კარავაჯოს მაგრამ დიდი იმედი მაქვს მეც გავალ მხატვრობის ფართო გზაზე.მინდოდა პირველებს ეს თქვენ გცოდნოდათ.მარიამს და გიორგის ძალიან გაეხარდათ,თამრომ ჩაიცინა რადგან არ სჯეროდა.ალექსანდრემ შეამჩნია თამარის ჩაცინება და უთხრა.
-იცინე შენ იცინე და ჩემი მასწავლებელი დარწმუნებულია რომ ჩემი ნახატები დიდ მოწონებასაც დაიმსახურებს მნახველით თვალში და პირველ ადგილზეც გავა.
-მე იმიტომ არ ჩამეცინა,რომ შენი არ მჯერა შვილო პირიქით,მე ვამაყობ შენით და ორივეთი რომ ორივე ნიჭიერები მყავხართ,ეს კი ორივემ ძალიან კარგად იცით.
-მხოლოდ ერთი პრობლემაა.
-რა პრობლემაა.შეეკითხა გიორგიმ სერიოზული ხმით.
-გამარჯვებული შეიძლება წავიდეს პროგრამის გაცვლით ავსრტიაში,დაფინანსება ნახევარია მთავრობის და ნახევარი ვინც წავა მან უნდა გადაიხადოს.
-ეს ძალიან საინტერესო პროგრამაა ალექს და უნდა წახვიდე,უარი არ უნდა თქვა.შენ შანსი გეძლევა გახდე ხელოვანი.უთხრა მარიამმა ალექსის.
-მეც ვეთანხმები მარიამს ალექს.ფული არაა პრობლემა,რაც დაგჭირდება და რამდენიც ჩვენ აქ ვართ.მართალია უფულოდ ვერაფერს ვერ მივაღწევთ,მაგრამ გახსოვდეს რომ ფულში არასდროს არ არის ბედნიერება,ის ძნელად მოსაპოვებელია და ადვილად დასახარჯი.ამიტომ ყოველთვის გქონდეს იმის უნარი,რაში ხარჯავ,რაში დებ და რას იღებ შენ იქედან.ინატრე ყოველთვის იმდენი,რამდენიც საჭიროა სხვას ყველაფერს დრო თავად გვიჩვენებს.შენს ხელოვნებას შანსი ეძლევა ის საზოგადოებამ გაიცნოს და შენც გაგიცნონ.ასე რომ ეგ ნუ გადარდებს,შენ იფიქრე ოცნება აგისრულდეს და სხვას ჩვენ მოვაგვარებთ,მე აქ ვარ შენს გვერდით,ჩვენ ძმები ვართ.ყველას გაეხარდა გიორგის და მარიამის მხარდაჭერა და აღფრთოვანებულები დარჩნენ გიორგის სიტყვებზე.
-ერთი კვირა,სრულ ჰარმონიაში გაატარა მარიამმა და გიორგიმ.ყოველ დილით გაყავდა სუფთა ჰაერზე,თითქოს მოუხდა კიდეც იქ ყოფნა და თავს უკეთესადაც გრძნობდა მარიამი.
-მარიამ არ დადგა დღე რომ ვისაუბროთ?გავისეირნოთ და მოგისმენ რა გინდა რომ მითხრა,რა გაინტერესებს.
-გავისეირნოთ.უთხრა მარიამა და გიორგის შეხედა,გიორგიმ იგივე გაუმეორა.
-არ დააგვიანო,გახსოვდეს რომ მე აქ გელოდები.
-მალე მოვალთ.მარიამმაც აკოცა გიორგის და ალექსის გაყვა.
-ალექსანდრე დიდი ხანია ცვდილობ შენთან დალაპარაკებას,მაგრამ დამიჯერე ადვილი არ არის.სადმე ჩამოვჯდეთ,სერიოზულ თემაზე უნდა გელაპარაკო.
-რა ხდება მარიამ წამოდი ტირიფებში წავიდეთ.
-არა, იქ გიორგი მოგვაგნებს და არ მინდა მან მომისმინოს,არ მინდა მან გაიგოს ჩემი ავადმყოფობის შესახებ.
-ავადმყოფობის?ხმა ვერ გააკონტროლა ალექსიმ და მარიამს შეხედა.
-ჩუმად,აქეთ იხედება და არ მინდა რამეს მიხვდეს.ალექსის ფერი დაეკარგა,ყბა აუკანკალდა და ძლივს მოაბა რამოდენიმე სიტყვის თქმას თავი.
-წამოდი,ჩემს ადგილზე წავიდეთ იქ ვერ მოგვაგნებს.შეძლებ იქამდე რომ გავიდეთ?
-შევძლებ, ამ საუბრისთვის ძალას მოვიკრებ ალექს რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია.ალექსმა ვეღარაფერი ვეღარ უთხრა და მისივე დახმარებით წაიყვანა მის ადგილზე მარიამი.იქ მისულებმა ცოტა სული მოითქვეს,მარიამმა წყალი დალია და ალექსის ღიმილით შეხედა,თავზე ხელი გადაუსვა ლოყაზე აკოცა და უთხრა.
-ამბობენ,რომ რწმენით ცხოვრება უფრო ადვილია.მწამს რომ რაღაც იქნება სიკვდილის შემდეგ,ეს ყველაფერი რასაც ჩემს წინ ვხედავ ილუზიებია და ესეც სულ მალე გაქრება.მჯერავს მხოლოდ რომ ღმერთია თავად სიყვარული,რადგან მე ძლიერ სიყვარულს განვიცდი და კიდეც ვგრძნობ.მე ქალი ვარ ალექს და როგორ მინდოდა ჩემი წილი ბედნიერება მეც ისე მრგებოდა,როგორც საჭირო იყო.არ მომიპარავს არავინის წილი სიყვარული,ის მე უფალმა მაჩუქა და ბოლომდე ჩემია,მე კი მისი.ჩვენ ერთმანეთის ვართ,მხოლოდ მე ვერ შევძლებ მასთან ბოლომდე ყოფნას.
-მარიამ გამაგებინე და ამიხსენი რა ჯანდაბა ხდება,როგორ არ იქნები მასთან,გიორგიმ იცის ეს ყველაფერი?
-ალექს მე ფილტვების სიმსივნე მაქვს,სულ მალე დღითი-დღე სუსტდება ჩემი ფილტვები.
-ბავშვი? მარიამ ბავშვის ყოლა როგორ გარისკე.გაოცებული იყო ალექსი და ნელა ნელა მისი თვალებიდან ცრემლმა იწყო დენა.
-ალექსანდრე გთხოვ მომისმინე,შენი დიშვილი გოგოა და მას მარიამს დაარქმევთ.დამპირდი,დამპირდი რომ ყველაზე დიდ სითბოს შენგან მიიღებს მარიამი.შენ მოუყვები ყველაზე ლამაზ მოგონებებს რაც კი გულში გაქვს ჩვენი ბავშვობიდან შემორჩენილი.ყველაზე კარგად ვიგრძნობ იქ მაღლა თავს,როცა თქვენ ორნი ერთად იქნებით.შენი თავისუფალი დროის ყოველი წუთი,ყოველი წამი მასთან იყოს,მას აჩუქე.გაუხალისე ბავშვობა და მისი ლაღი ვარდისფერი სამყარო.მარიამი სვენებ-სვენებით ლაპარაკობდა.გთხოვ ძამიკო,ძალიან გთხოვ გაუფრთხილდი ჩემთვის ორ უძვირფასეს ადამიანს.გიორგის არ მისცე დაცემის უფლება,აჩუქე მათ რაც შეიძლება მეტი სითბო და სიყვარული,მათთან გაატარე უმეტესი დრო და შენ აღარ დაგრჩება დრო იფიქრო ცუდზე და იფიქრო ტკივილზე,მათთან ერთად შენ არ იქნები მარტოსული.გააკეთე ეს ჩემთვის გთხოვ,ჩათვალე რომ ეს ჩემი უკანასკნელი თხოვნაა ალექს მაგრამ დამპირდი,დამპირდი რომ ძლიერი იქნები და გაუფრთხილდები დედას და მამას.
-შენ,შენ,შენ მე მაოცებ მარიამ.რკინის ნერვები გაქვს ასე მშვიდად როგორ ხარ,ზიხარ და ელოდები როდის მოვა შენი სიცოცხლის ბოლო დღე?გააკეთე რამე შენი ბედნიერებისთვის.
-მე არ მჯერა სააწაულების ალექს ეს მხოლოდ ზღაპრებში ხდება,ჩემი მარიამი კი ჩემს თავს არასდროს არ დაგავიწყებთ,მაგრამ დარდს აუცილებლად შეგიმსუბუქებთ.მე ისიც მჯერა,რომ ის ბედნიერებას შემოიტანს ოჯახშიც და შენს ცხოვრებაშიც.აი სულ მალე დასრულდება ჩემი ხანმოკლე,მაგრამ ბედნიერი ცხოვრება.გთხოვ შემინახე ეს საიდუმლო,შემეძლო არაფერი მეთქვა მაგრამ გითხარი.
-მარიამ შენ ნუთუ ვერ ხვდები ახლა შენივე ხელით დაფლითე და დაანაკუწე ჩემი გული,აავსე იმ დიდი ტკივილით რომელიც მუდამ იქ დარჩება და გარეთ არსდროს არ გამოვა.
-ალექსანდრე ჩემო ძამიკო,რასაც აღარ ეშველება უაზრობაა მასზე დარდი და ფიქრი.გთხოვ პანიკაში არ ჩავარდე და ძლიერი იყავი.ჩემს ტირიფებს შენ გაბარებ საყვარელო,ხშირად მიდი.გული მეტკინა თვალი გადავავლე და ორი თუ სამი შევნიშნე ხმობა დაუწყია,დაურგე მას გვერდით ახლები,რადგან ჩემს მერე მარიამი გააგრძელებს თქვენთან სიცოცხლეს და ის ადგილი მასაც შეუყვარდება.ისიც ვიცი ის ადგილი გიორგის განმარტოვების ადგილი იქნება,შესაძლებელიც არის ქალაქის ხმაურს გამოექცეს და აქ ისე მოვიდეს სახლშიდაც არ გაიაროს.აქ ხშირად ნახავ ამიერიდან,მიხედე გიორგის და მიეცი ძალა,დააძალე რომ იცოცხლოს.მპირდები?ალექსი უკვე ხმით ტიროდა და მარიამს გულში იკრავდა.
-მე მარტო არავარ,ჩემს ირგვლივ უამრავი საყვარელი ადამიანია,მეგობარია,ახლობელია,ნათესავია.მარტო არ ვარ,მაგრამ მარტოობის გრძნობა ჩემში ისეა რომ ვერც ჭაობს შევადარებ.არა,აღარ მეცოდება საკუთარი თავი,პირიქით მადლობელი ვარ რომ ჩემი 22 წლელი სიყვარულში,სითბოში და საყვარელი ხალხის გარემოცვაში გავატარე.მე აქ დედამიწაზე ვტოვებ ჩემს დიდ სიყვარულს ალექს იმ დიდ გრძნობას,რომელიც გიორგის სახით მომევლინა.გთხოვ ჩემი უკანასკნელი თხოვნა გაითვალისწინე და გაუფრთხილდი მას.
-მარიამ,მარიამ,მარიამ რატომ,რატომ შენ ეს ამოდენა ტკივილი.რატომ ჩვენს მშობლებს,ჩვენ ხომ არავინისთვის არასოდეს ცუდი არ გვითქვამს.რატომ,რატომ დაუშვი უფალო ამოდენა შეცდომა,სიყვარული ასწავლე,ბედნიერება აჩუქე და ახლა ყველაფერს ართმევ?რატომ,რატომ ამიხსენი.
-ჩვენი ოჯახიდან,ალბად ვინმე უნდა წასულიყო ამ ტკივილით,ალბად მე აღმოვჩნდი ყველაზე სუსტი.თქვა მარიამმა წყნარაფ.
-მარიამ მუდამ ასეთი მემახსოვრები გეფიცები.
-როგორი.
-გაღიმებული,მოღიღინე,მხიარული,მუდამ ჩემი მფარველი და ჩემს გვერდით მდგომი,კეთილი,ჩემი ყველა დარდის მოზიარე ჩემი მარიამი,ჩემი მარო.ვერ იკავებდა ცრემლებს ალექსი და მარიამს ხელს არ უშვებდა.ძალიან ბევრი ფოტო გადაუღო მინდორში მისივე ტელეფონით და უკვე საღამო იყო სახლისაკენ გზას რომ დადგნენ.გიორგი გზაში შემოხვდათ ტირიფებიდან მოდიოდა,ეტყობოდა რომ ნანერვიულები იყო.
-სად იყავით ამდენი ხანი,იცი როგორ ვინერვიულე?
-სად წავიდოდით გიორგი.უთხრა გიორგის მარიამმა და გაუღიმა,ალექსი კი თვალს არიდებდა გიორგის.
-ტირეფში რომ არ დამხვდი ვინერვიულე,კიდევ გაქვს სხვა ადგილი ამოჩემებული და მე არ ვიცი?
-მე არა,ეს ალექსის ადგილია და იქ ვიყავით წასული.
-ალექს მეჩვენება თუ შენ მართლა მარიდებ თვალს,შენ რა იტირე?
-ხო,ბავშვობის ამბები გავიხსენეთ და ხან ვტიროდით,ხან ვიცინოდით.უთხრა ალექსიმ.
-წამოდი არ დაგგრილოს,მოიღრუბლა ალბად გაწვიმდება ცივმა ჰაერმაც დაუბერა, ჩემთვის კარგია ეს სიგრილე შენ არ გაწყინოს.ასე სითბოში და სიტკბოში გადიოდა დღეები და კიდევ ერთი კვირაც მიიწურა.სამ დღში ნუგზარის და თამარის ქორწინების 25 წელი წელიც მოახლოვდა,მარიამს არაფერზე მოაკდებინეს ხელი მხოლოდ აგემოვნებდა გემრიელ კერძებს,წინა ღამეს ბექა,ანა,გოგი და რუსო ესტუმრათ,გაიხარა პატარა ლუკაჩოს ნახვით ყველამ მაგრამ უფრო მარიამმა.
-კი მაგრამ დღეს რა გინდოდა აქ,ხვალისთვის იყავი შენ მოწვეული.უთხრა გიორგიმ ბექას.
-ჯერ ერთი,შემზე ადრე ვიყავი მე-(ც)ამ ოჯახის წევრი და სულ არ მჭირდება აქ მოწვევა,მეორე ფულის დედაც ვა...ე,რა მნიშვნელობა აქვს ფული ბევრი მექნება თუ ცოტა,ჰოდა ვიფიქრე მეც იქ წავალ სადაც ჩემი ბოსი ნებივრიბსთქო და გზას გამოვუდექი,როგორ ფიქრობ,მე და ჩემს ცოლ-შვილს გვაწყენს აქ ყოფნა?
-სადაც შენი მეგობრები არ გყავს,იქ ყოფნა ყოველთვის მოსაწყენია.მე თქვენ ამ დღეებში რაც აქ ვარ, მართლა ძალიან მომენატრეთ.
-მეც იქ მინდა ყოფნა სადაც ბევრი სულგუნი,ხაჭაპური და ჩემი დარტყმუული სამეგობროა.ეზოში შემოვიდა ლექსო,გელა,ალექსანდრა,რატი და მაიკო.
-უუუფ,რა კაია ახლა ღომი და სულგუნი?თქვა მარიამმა და ბებოს გახედა.
-ამ წუთში ჩავზილავ ბებოს მერცხალო.წამოდგა ბებო ფეხზე და სახლში შევიდა,სულ მალე მარიამი მიირთმევდა ბრინჯის ღომს სულგუნთან ერთად.ბექამ წაუწია სულგუნს ხელი და გიორგიმ ხელზე დაარტყა ხელი.
-თათი გასწი,ამას ორი ადამიანი ჭამს ღორო.ყველას გაეცინა.იმ საღამოს მარიამმა ძალიან სუსტად იგრძნო თავი და ადრე დაწვა.დილით არა უშავდა,არ იმჩნევდა სისუსტეს სევდიანად გადახედა თავისი ოთხის სარკმლიდნ ეზოში თავმოყრილებს და ცრემლიც კი მოერია.ჩაიცვა,მოემზადა და მათთან მივიდა.ბექას სევდიანი მოეჩვენა მარიამი და ხუმრობით უთხრა.
-რაო მარო გოგო რატომ ხარ მოწყენილი?მალე წავალთ ნუ გეშინია.უთხრა ხუმრობით და ხელი გადახვია.
-ბექ.თვალებში ჩააშტერდა მარიამი ბექას და ბექას შეეშინდა ასეთი ცივი,ცარიელი და არაფლისმთქმელი თვალები მარიამს არასოდეს ჰქონია.
-რა მარიამ.
-მექ მომეცი პირობა,რომ რაც არ უნდა მოხდეს ალექსის არ მიატივებ და მას ოცნებების არულებაში დაეხმარები.
-რა ხდება მარო ნუ მაშინებ.უთხრა ბექამ.
-მალე გაიგებ,შენ მხოლოდ ვაჟკაცური სიტყვა მომეცი.
-გპირდები,ლუკას გეფიცები არასოდეს არ მივატოვებ.
-მიყვარხარ,ანას გაუფრთხილდი და არც გიორგი არ მიატოვო.
-მარიამ...........
-ჩუ,არაფერი არ მითხრა,გთხოვ შემისრულე ეს თხოვნა რაც გითხარი.მალე გაიგებ ყველაფერს,მომენატრებით.ბექა გაშეშდა,დამუნჯდა და ვეღარაფერს ამბობდა ვერ ახსნა მარიამის სიტყვები რას ნიშნავდა.მალე მასპინძელმა სტუმრები მაგიდასთან მიიპატიჟა,მარიამი გიორგის ხელს არ უშვებდა თითქოს გრძნობდა,რომ დღევანდელი დღე მათი ერთად ყოფნის ბოლო,უკანასკნელი დღე არის.ყველას მოეფერა,ბევრი კოცნა პაპა და ბებო,ასევე მშობლები.ალექსიმ გულში ჩაიხუტა და დიდხანს ყავდა გულზე აკრული და თან საალერო სიტყვებს ეჩურჩულებოდა.არც ანა და პატარა ლუკა დავიწყებია და ბოლოს გიორგის მოხვია ხელები,მოეფერა და ვნებიანი კოცნაც დაუტოვა რაც გიორგის ძალიან გაუკვირდა,მარიამს არ უყვარდა ხალხში კოცნა,ძალიან ერიდებოდა ასეთ სცენებს და საყვედურობდა გიორგის ხოლმე როცა აკოცებდა სხვასთან ერთად.
-რა გჭირს მარიამ დაჯექი.უსაყვედურა მსუბუქად.
-არ ვაცდი თამადას პირველი სიტყვა მე უნდა ვთქვა.ჭიქა აიღო ხელში და კისკისით გადახედა ყველას.-ყველა,ყველა მიყვარხართ რა ვქნა რომ ვერცერთს ვერ გამოგარჩევთ ერთმანეთისგან,თქვენ ხართ ადამიანები რომლებიც ავსებთ ჩემს სამყაროს.მოეფერეთ ერთმანეთს და გიყვარდეთ ერთმანეთი ბოლომდე ისე ძლიერ,როგორც ახლა გიყვართ.გახსოვდეთ,ერთგული მეგობარი ნებისმიერ ქონებაზე მეტი სიმდიდრეა და თქვენ ხართ,ჩვენ ვართ ერთმანეთის სიმდიდრე.ჩემო შეძენილო დედიკო და მამიკო,მიყვარხართ და მეამყებით.ჩემო მშობლებო თქვენ კი გილოცავთ დღევანდელ დღეს.უეცრად თვალები აუბრჭყვიალდა,ყველაფერი დატრიალდა,შუბლი ოფლმა დაუცვარა და ჭიქა ხელიდან გაუვარდა,გიორგის შეხედა და მხოლდ ორად ორი სიტყვა თქვა.
-მაპატიე,მიყვარხარ.გონება გაეთიშა და გიორგიმ ხელი შეაშველა.რატი ფეხზე წამოდგა და მარიამს მივარდა,გიორგი კი უეცრად გარდაიქმნა მხეცად,მას ადამიანის სახე არ ჰქონდა და ღრიალებდა.
-მარიააააააამ.სასწრაფოს დაურეკეთ ჩქარა.რატიმ ხელი კრა გიორგის და პირველადი დახმარება ჩაუტარა მარიამს,ამასობაში სასწრაფოც მოვიდა და გადაიყვანეს საავადმყოფოში.დღე და ღამე საავადმყოფოში იყო როგორც გიორგი ასევე ყველა,15 დღე,15 დღე სიკვდილს ებრძოდა მარიამი და ბოლოს ექიმმა თქვა.
-გიორგი ვიცი რომ გიჭირს,ვიცი რომ მძიმეა,მაგრამ საკეისრო უნდა გავაკეთოთ რომ ბავშვი გადავარჩინოთ და არ დავკარგოთ.
-რატი რაც გინდა გააკეთე,რასაც ხედავ რომ აუცილებელია,ის რაც მისი ჯამრთელობისთვის იქნება უკეთესი.გთხოვ,მხოლოდ მარიამი გადამირჩინე და დამიბრუნეთ.მარიამი საოპერაციოში გაიყვანეს და დაიბადა 7-თვიანი გოგონა,ძალიან სუსტი და უსუსური.გიორგიმ ერთი შეხედა მის პატარა ცხვირს,თითებს და ხელი წაიღო მისკენ რომ მოფერებოდა,პატარამ თითქოს იგრძნო მამის გვერდით ყოფნა და გიორგის თითს მისი სუსტი და უსური ხელით ჩააფრინდა,თითქოს თხოვდა არ მიეტოვებინა.გაეღიმა გიორგის და გული გაუთბა ამ პატარა თითებმა,მაგრამ მარიამის უგრძნობი სხეული რომ გაახსენდა მის ხელებში ცივად შეუშვა პატარას ხელი და ზიზღის სავსე თვალებით შეხედა.თვალი აარიდა და მისკენ მომავალ რატის შეხედა.
-რა ხდება რატი.
-გიორგი ექიმს სურს შენთან საუბარი,თავის კაბინეტშია და გელოდება.შებრუნდა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა ექიმთან,მას უკან მარიამის განადგურებული მშობლებიც თან გაყვა.
-გამარჯობათ ბატონო შოთა.
- მობრძანდი გიორგი დაბრძანდი.უჭირდა ექიმსაც საუბარი,იცოდა რომ ბოლო დროს ვერ გრძნობდა თავს კარგად მარიამი მაგრამ ის ამ ყველაფერს ორსულობას და გადაღლილობას აბრალებდა.აზრზე არ იყო წინ რამდენად უსიამოვნო საუბარი ელოდა.
-მაშ ასე,ბატონო გიორგი ბოლო თვეებია თქვენი მეუღლე კონსულტაციას როგორც თავის გელოკოლოგთან გადიოდა,ასევე ის კონსულტაციას გადიოდა ჩემს კოლეგასთან ექიმ-ონკოლოგ ლევან შალამბერიძესთან და როგორც გატყობთ მისი ავადმყოფობის შესახებ თქვენ არაფერი არ იცოდით,მან არავის გაუმხილა და მთელი ეს სიმძიმე თავად ატარა გულით ეს რამოდენიმე თვე.
-რას ამბობ ექიმო.დაბნეული იყო გიორგი.
-ძალიან ძნელია გითხრა შვილო გიორგი მაგრამ მედიცინა უძლურია,მე გერმანიაშიც გავაგზავნე მისი ანალიზები,მაგრამ იგივე პასუხი მოგვივიდა რასაც ჩვენ ვვარაუდობდით,ვწუხვარ,ძალიან ვწუხვარ მარიამი თავად სამედიცინოზე სწავლობდა და იცოდა ბევრი რამ,იცოდა ამ დაავადების უკუ ჩვენებაზეც მაგრამ ის ყველაფერზე უარს ამბოიბდა იმდენად უნდოდა ამ ბავშვის დაბადება.სამწუხაროა,პერიოდულად მოვა აზრზე მაგრამ ისევ გაითიშება,დროებით დაუბრუნდება აზრი.მას თავშიც გაეთიშა ტვინის ყველა უჯრედ,ფილტვები აპარატით სუნთქავს.გიორგი გაოგნებული იჯდა და ძლივ ამოიღო ხმა.
-ეს,ეს ყველაფერი თავად იცოდა?
-იცოდა, გიორგი მარიამმა ოთხი თვის ორსული რომ იყო მაშინ გაიგო.ვთხოვდით ეს ბავშვი მოიშორე,კიდევ გეყოლება ბავშვითქო მაგრამ გაჯიუტდა.
-როგორ შეძლო და ზიდა მარტომ ამოდენა ტვირთი,როგორ არავის არ დაელაპარაკა,როგორ იყო ჩუმად,ასე როგორ შეინიღბა რომ ვერაფერი შევამჩნიე.გიორგის საუბარი თანდათან ყვირილში გადადიოდა,თამარი და ნუგზარი ახლა მარიამზე მეტად გიორგიზე ჯავრობდნენ და მას ტიროდნენ.
-გიორგი მომისმინე.
-არა,არაფლის გაგონება არ მინდა,დღესვე მიმყავს მარიამი საზღვარგარეთ ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს.უყვირა ექიმს.
-ვიცი რომ ეს შენთვის ძნელი დასაჯერებელია,მაგრამ აქ მარტო მარიამის ტვინს არ ეხება საქმე,ის უკურნებელი სენითაა დავადებული,მისი ფილტვები შეჭმულია.მას ეს ბავშვი უნდოდა და არ გაამხილა,რომ არა სასწრაფო საკეისრო კვეთა შენ შვილსაც დაკარგავდი.უყვირა ექიმმა რომ გონზე მოეყვანსა გიორგი.-გაიგონე მარიამის შორს გზაზე წაყვანა არ შეიძლება ვერ გადაიტანს მგზავრობას და გზაში დაგეღუპება.რატი გიორგის ყვირილზე შევიდა ექიმის კაბინეტში და გიორგის მდგომარეობით განადგურებული იყო თავადაც.
-რა გავაკეთო,მითხარით მარიამი ჩემთან რომ დარჩეს.რატი მითხარი,რა გავაკეთო მე მარიამის გარეშე არათუ ვიცოცხლებ,ვერც კი ვისუნთქებ.მის გარეშე ეს ბავშვიც არ მინდა,თვალით არ დამანახოთ.
-გაგიჟდი?ბავშმა რა დაგიშავა,ის ხომ ჯერ სულ ციცქნა და უსუსურია,მას შენ ჭირდები გიორგი როგორც შენ გჭირდება ის.მკაცრად უთხრა რატიმ.
-ის რომ არა მარიამი იცოცხლებდა,მან წაართვა სიცოცხლე დედას.ზიზღით თქვა და ატირდა.-არ შემიძლია,ასე უძრავად მწოლიარეს რომ ვუყურებ ვერ ვუძლებ მის მდუმარედ ყოფნას,მინდა ისევ ისე მეტიტინოს.
-გამაგრდი გიორგი,გთხოვ ძირს ნუ დაეცემი.
-არ შემიძლია ვიჯდე და ვუყურო როგრ თან და თან კვდება ჩემი საყვარელი ქალი.ადგა,ექიმს არც კი დაემშვდობა და მარიამთან შევიდა.საწლთან ჩამოუჯდა,მისი დასუსტებული ხელი მის დიდ ძლიერ ხელებში მოიქცია და უთხრა.
-ძალიან მიყვარხარ მარიამ და არც იფიქრო ჩემი მიტოვება.მარიამმა სუსტად მოუჭირა ხელზე ხელი და ძლივს გასაგონი ჩურჩულით უთხრა.
-გიორგი დამპირდი.გიორგის თვალები გაუნათდა და იყვირა.
-მარიამ საყვარელო,მითხარი რას მთხოვ ყველაფერს შეგისრულებ.
-დაიფიცე რომ სიტყვას შეასრულებ.
-გეფიცები,გეფიცები ჩვენს სიყვარულს.
-გიორგი მიყვარხარ და მინდა ძლიერი იყო,დამპირდი რომ იქნები ძლიერი.
-გპირდები.გიორგი ძალას ატანდა ხმას,რომ არ აკანკალებოდა.
-ახლა გაჩუმდი და მომისმინე,ძალიან გთხოვ იპოვე ის გიორგი რომელიც შენში შენს თავს დაინახავს,ისე როგორც მე დავინახე შენში შენი თავი.
-ვინც მე დამინახავს?
-ჩაიხედე სარკეში და დაინახავ ადამიანს,რომელსაც მე ვხედავ ძლიერს და მტკიცეს,შეუპოვარს და საქმის ერთგულს,მოსიყვარულეს და თავდადებულს.
-მადლობა მარიამ რომ მე ამ სამყაროში შენით შევიგრძნე ნამდვილი სიყვარული.მადლობა,რომ შენგან ძვირფასი განძი მრჩება,შენ მარტომ იბრძოლე რომ ეს განძი მოგეტანა ჩემამდე მაგრამ სანაცვლოდ სულის ტკივილს მიტოვებ.შენ ერთადერთი ქალი ხარ ჩემს ცხოვრებაში და გპირდები სხვა არ იარსებებს რადგან სხვისთვის ეს გული ისეთი აღარ იქნება როგორიცაა შენს მიმართ.მიყვარხარ მარიამ უაზრო და უსაზღვრია ჩემი შენდამი სიყვარული.
-მეც ძლიერ მიყვარხარ და ეს ძლიერი სიყვარული შენ მასწავლე.მარიამმა ნელა-ნელა მილულა თვალები და დაიძინა.
-ყველაფერი შემიძლია გაპატიო გარდა ორგულობისა და ღალატისა,არ გაბედო და არ მიღალატო მარიამ.ნაზად აკოცა გაუფერულებულ ბაგეებზე და გარეთ გავიდა.
სურაფერს ეძებთ სულის გარეთ,ყველაფერი მასშია.შეიძლება მთელი ცხოვრება სიმშვიდეს ეძებდე?რატომ გვიჭირს ჩვენივე სიმშვიდის ასე ძნელად მოპოვება,ჩვენ მხოლოდ გულს ვიმშვიდებთ რომ ყველაფერი კარგად იქნება.



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

აუუუუ რატო რატოოო დააშორე ერთმანეთსს.????????????????

 


№2  offline წევრი მია15

კარგი თავი იყო მომეწონა.შეუდარებლად კარგად წერ.ავტორიც არაჩვეულებრივი ხარ და იმედი მაქვს ამ ისტორიას კარგად დაასრულებ და მარიამი კარგად გახდება

 


№3  offline წევრი marikuna18

ცუდათ არ დაამთავრო ისტორია რაა :(((( ზალიან ბევრი ვიტირე♡♡♡ არ მოკლა მარიამი

 


№4  offline წევრი naniko mindia

Guli gaskda egramiyavi momkali tirilit, gtxov kargad dasrule ♥️♥️♥️♥️❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent