შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელობის ღამე (4) (+18)


10-07-2018, 11:30
ავტორი ბიბი
ნანახია 1 593

-ჯანდაბა-კარი სწრაფად გააღო ედუარდმა-ჩუმად. რა გინდა ? მარტო არ ვარ.
-ვინ არის სახლში?-ხმამაღლა თქვა ქალმა და თითქოს შორიდან შეათვალიერა სახლი.
-აქედან უნდა წახვიდე, სწრაფად.
-საქმე მაქვს
-მოგვიანებით მოდი
-არა ვერ მოიცდის.-კონვერტი ამოაძვრინა ქალმა ქურთუკის შიდა ჯიბიდან და ედუარდს გაუწოდა.
-ჯანდაბამდეც გზა გქონია, ახლა წადი.-კარები ცხვირწინ მიუხურა ქალს და კონვერტი სწრაფად შეინახა სეიფში.-ყველაფერი რიგზეა შეგიძლია გამოხვიდე.-დაუძახა ემას.
-ვინ იყო?-ემამ ნელი მოძრაობით გააღო საძინებლის კარი და ცხვირი გამოყო.
-ძვლი ნაცნობი, ისეთი არაფერია.
-ყველა ნაცნობს იარაღით ხვდები ?
-კი, ეს ჩვენი ტრადიციაა.-გაიცინა ედუარდმა.-მოკლედ მოდი ასე ვქნათ, შენ ჩემს ოთახში დაიძინებ მე კი აქ.
-არა აქ ვერ დავრჩები.
-კარგი, როგორც გინდა.
-პრინციპში ასე სად უნდა წავიდე.-ედუარდს გაეცინა მაისური გადაიძრო და მდივანზე დაწვა.
-ძილინებისა ემა.
***
-ჰეი გაიღვიძე, შენი მაღვიძარა უკვე საათია რეკავს.
-ჯანდაბა, ჯანდაბა, ისევ დამეძინა, სწრაფად წამოდგა ედუარდი დივნიდან.
-კიდე კარგი აქ რომ ვიყავი, ყავას დალევ ?!
-შენ მიმზადებ?
-არა, შენ ამზადებ ორივესთვის.-გოგომ სასაცილოდ მიაჩეჩა მადუღარა ხელში… და … შეჩერდა,-აქ... ეს... რა გჭირს?-მკერდთან დარჩენილ ნაიარევს ხელი ჩამოუსვა ემამ.
-უშაქრო თუ?!
-უშაქრო. არ მეტყვი რა გჭირს?!
-ნოუპ
-რატომ?
-ძველი და გრძელი ისტორიაა რისი ცოდნაც არ გამოგადგება.
-კარგი. იმედია ოდესმე მაინც მეტყვი.
-არამგონია.-ყავის ფინჯანი გაუწოდა ემას და სამზარეულოს სკამზე დაჯდა ედუარდი.
***
-თუ გინდა მომავალში, ერთად გავისეირნოთ ბაიკით, მარტო მომბეზრდა.
-მინდა, დამირეკე-მანქანიდან გადავიდა ემა
-კარგად ემა.-დაემშვიდობა ედუარდი და კვლავ სახლში დაბრუნდა.
რაც შეეძლო სწრაფად აირბინა კიბეები, კარი ისევ ღია დახვდა, ქალი კვლავ მოთავსებულიყო სავარძელში და ფანჯარაში იყურებოდა.
-რა გინდა ?
-ლამაზია
- ვიცი
-და ვინ არის ?
-ეი, ძაან ნუ შეუბერე, შენ როდის მერე უნდა გითანხმო ვინ და სად გავ*იმო
-აბა ვის უნდა უთანხმო?-ქალმა ხელები გადააჯვარედინა.-შენ მე მეკუთვნი ედუარდ.
-მე თავისუფალი ადამიანი ვარ ქალბატონო-გაიცინა ედუარდმა
-იმ დღიდან როცა პირველი საქმე აიღე შენთვის ერთი წამითაც კი არ მოგვიშორებია თვალი, შენ ჩვენი პაიკიხარ, მეტი არაფერი და ჯობია თავს ნუ გაგივა. საქმეს მიხედე და უსარგებლო ხალხი თავიდან მოიშორე. გაფრთხილებ სანამ დრო გაქვს, თავიდან მოიშორე ხალხი.
-წადი შენი.-ჭიქა ესროლა უკვე გასულ ქალს და სეიფი გახსნა. დავალება არცისე რთული იყო. წასულიყავი აზერბაიჯანში მოგეკლა კაცი და ჩამოსულიყავი, ეს ხომ ედუარდის ბოლო 2 წლის ცხოვრება იყო, ადამიანების მოკვლა რომლებიც ამას იმსახურებდნენ, მაგრამ დღემდე აზრზე არ იყო ვისთვის მუშაობდა. იმ ქალის სახელიც კი არ იცოდა ასე ხშირად რომ სტუმრობდა, თამთად გაეცნო მაგრამ ედუარდი ფიქრობდა რომ სახელი თამთა მისთვის ძალიან შეუფერებელი იყო. თამთასნაირი გარეგნობისა არ იყო. მაღალი, მხარბეჭიანი წითელი თმებით დადიოდა, სახეზე, თვალებთან და ტუჩის კუთხეებში პატარ პატარა ნაოჭები ეტყობოდა- იქნებოდა ალბათ ორმოცს გადაშორებული. ბევრჯერ უცდია ედუარდის ლოგინში აღმოჩენა ან უბრალოდ ცდიდა ედუარდს. კაცს კი უდიდესი თავშეკავების უნარი გააჩნდა და არც ქალის მახეში გაბმულა არასდროს.
***
-მოიცა მოიცა, აზერბაიჯანულად ნუ მევედრები, რადგან არაფერი მესმის-სასაცილოდ დაიტრიალა საჩვენებეკლი თითი ედუარდმა ყურთან და ისევ კაცისკენ დაიხარა, რომელიც უკვე კარგად ნაცემი ეგდო იატაკზე. ედუარდსაც არ აკლდა სახეზე სისხლი მარჯვენა თვალთან სილურჯეც ეტყობოდა.-შე ბებერო ნეხვო ძალიან არ მინდოდა ასე გაწელილიყო ჩვენი “საუბარი”-კაცი ისევ აგრძელებდა აზერბაიჯანულად ლაპარაკს, ჩხუბისდროს ძირს დაგდებული ვაზა ხელით მოსინჯა და ედუარდს ესროლა.-ეს კი უკვე ზედმეტი იყო საყვარელო.-რამდენიმე გასროლა საკმარისი აღმოჩნდა რომ კაცის პირი ღია და თვალები დაქაჩული დარჩენილიყო.-უნდოდა ვაზით შევეჩერებინე, იდიოტი ნეხვი.
***
-სახეზე რა გჭირს?-შეშინებული სანდრო კარებშივე დაეტაკა ედუარდს.
-პატარა ჩხუბი მომივიდა.
-რა პატარა ჩხუბი ბიჭო დალეწლილი გაქ მთელი სახე.
-არაუშავს მორჩება.-მშვიდად გადახედა ედუარდმა, მკაცრი მზერა ესროლა რაც ნიშნავდა რომ ამაზე ხმა აღარ უნდა ამოეღო.-აბა მომიყევი რა ხდება?!
-მოკლედ იმ კაცის ნივთები და ტექნიკა გავშიფრეთ.
-ვინ კაცის?!
-აი ბავშვებს რომ იტაცებდა
-მერე რაო რა ვიპოვეთ?-სანდრომ მაგიდაზე დაუდო ფურცლები და თითონ თავის ადგილს დაუბრუნდა.
-ყველაფერი მანდ არის მაგრამ, მგონი ამ საქმეზე შენ არ უნდა იმუშაო
-ვითომ რატომ?!-ეჭვისთვალით გახედა ედუარდმა, სანდროს ტონი არ მოეწონა, თითქოს და მიხვდა ამ საქმეში რომ გარეული იყო.
-მოკლედ მოგიყვები მანდ რაც წერია.
-კარგი გისმენ ყურადღებით-ედუარდი სავარძელზე გადაწვა და თითები ერთმანეთში გადახლართა.
-მოკლედ, აღმოჩნდა რომ ეს კაცი ძალიან დიდი ხანია ბავშვებით ვაჭრობს, მხოლოდ გოგონებით. საზღვარგარეთ ყიდის მათ სადაც პროსტიტუციით დაკავებას აიძულებენ. როგორც მისი ჩანაწერებიდან და მყარი დისკიდან გავიგეთ, ამ საქმეში მამაშენიც ფიგურირებს.-ედუარდი წამში წამოიმართა სავარძლიდან და ფურცლებს დაუწყო თვალიერება.-ხვალ უნდა დავკითხოთ ამ საქმეზე.
-მე დავკითხავ.-ფეხზე წამოიმართა ედუარდი და მკაცრად თქვა.
-არა, ამის უფლებას არ მოგცემ.
-შენ არავინ გეკითხება. მე უნდა დავკითხო!-უფრო გაამკაცრა ტონი ედუარდმა.
-ედუარდ. არა მე დავკითხავ!
-არავითარ შემთხვევაში, ემზარის დაველაპარაკები.-ედუარდი ვერ თოკავდა ვერც ბრაზს და ვერც ნერვიულობას, ისე მივიდა უფროსის კაბინეტამდე.
დაკაკუნება ან კითხვა არც კი უცდია ერთიანად შეაღო კარი.
-რა ხდება ედი?-ფეხზე წამოდგა ემზარი.
-ბატონო ემზარ. მე უნდა დავკითხო-ადგილს ვერ პოულობდა ედუარდი და პატარა ოთახში წინ და უკან დადიოდა.
-ვინ? დამშვიდდი, დაწყნარდი და ამიხსენი რა ხდება.
-ვინ და მამაჩემი, მე უნდა დავკითხო.-მკაცრად თქვა ედუარდმა და მაგიდასთან შეჩერდა.
-ედუარდ, ეს შეუძლებელია.
-არა, ვიცი რომ შეგიძლიათ, გააკეთეთ ეს ჩემთვის, მე მას ვიცნობ ვიცი როგორ ვათქმევინო ყველაფერი რაც იცის. მომეცით უფლება მე დავკითხო-ტონი დაუთვბა ედუარდს.
-ამის უფლებას ვერ მოგცემ, ის შენი ოჯახის წევრია.
-არა ის არ არის ჩემი ოჯახი, ის უბრალოდ ნაბი*ვარია და ჩვენ უბრალოდ ერთი დეენემი გვაქვს, ამან ხელი არ უნდა შემიშალოს ბატონო ემზარ, გთხოვთ მომეცით უფლება მე დავკითხო.
-ედი, წადი, გაისერინე დამშვიდდი და მერე ვილაპარაკოთ.
-არა, სრულიად ვაკონტროლებ ჩემ თავს, მშვიდად ვარ, გთხოვთ მომეცით უფლება მე დავკითხო.
-კარგი, გადი, დავფიქრდები.
-მადლობა ბატონო ემზარ.-დავფიქრდებიო, ეს იმას ნიშნავდა რომ 80% ედუარდს ეკუთნოდა და ამის უფლებას მიიღებდა.
მთელი დღე თავი არ აუწევია მაგიდიდან ეძებდა რაიმე სხვა ხელ ჩასაჭიდსაც ფურცლებში რომელიც სანდრომ მისცა, მაგრამ ვერაფერი იპოვა გარდა მამიმისისა, რომელთან შეხვედრასაც ყოველთვის თავს არიდებდა, მაგრამ ახლა შანსი ქონდა, შანსი ქონდა გამოეყენებინა ის თვისებები რაც მამამისში დაინახა, იმ მცირე პერიოდის განმავლობაში რაც ერთად გაატარეს.
***
-გამარჯობა.-კარი გაღებისთანავე აჯახა სალამი ედუარდმა ემას.
-ვაუ, აქ რას აკეთებ?
-დაპირებული გასეირნებისთვის მოვედი.
-კარგი, დამელოდე გავემზადები და გამოვალ.
-კარგი ქვევით დაგიცდი-ედუარდი ბაიკზე დაჯდა და სიგარეტს მოუკიდა, ჰაერი უკვე საკმაოდ გამთბარიყო და სიცივისგან აღარც იბუზებოდა, მაგრამ მაინც ერთი ხელი ტყავის ქურთუკში ჩაყო და მოლოდინის რეჟიმში გადავიდა, ემაც მალე გამოჩნდა.
-აბა სად მივდივართ?
-არ ვიცი შენ რას მირჩევდი,
-კარგი მაშინ მე თუ მანდობ, მომყევი და არ ინანებ.
-კარგი-ჩაფხუტი მოირგო ედუარდმა და ემას გაყვა, ნელ-ნელა იცვლებოდა გარემო ირგვლივ, ჯერ ძალიან ხალხმრავალი ადგილები გაიარეს, მერე უკვე ალაგალაგ მოჩანდა ხალხი, კორპუსებიც მალე ჩამოიტოვეს უკან და ტრასაზე გავიდნენ, ედუარდი ყოველივე ეჭვის გარეშე მიყვებოდა ემას, ვერც კი გააცნობიერა რომ საკუთარი თავი გადადო და ამ გოგოს ბოლომდე მიენდო, ეს ადრე არასდროს გაუკეთებია, აქამდე ყოველთვის მას ენდობოდნენ გოგოები და არა პირიქით. მალე სრულიად არეულ-დარეულ გზაზე აღმოჩნდნენ. ემამ ერთერთ მოტიალებულ, შემაღლებულ ადგილას გააჩერა ბაიკი და ჩაფხუტი მოიძრო, ედუარდიც გვერდით ამოუდგა.
-სულ ესაა?-ედუარდმა ღიმილით გადახედა.
-კი, რა არ მოგწონს?!
-კი ლამაზია აქაურობა, ალბათ უფრო ღამე ვიდრე დღე იქნებოდა.
-ჰო ასეც არის დღე ყველაფერი ჩანს ღამე კი მხოლოდ ის რაც გინდა რომ ჩანდეს.
-არ გინად რომ შენზე რაიმე მომიყვე?
-მაგალითად რა ?!
-არვიცი ალბათ ყველაფერი რაც ენაზე მოგადგება.
-და შენ რომ მომიყვე გულზე რა მოგივიდა არ გინდა ?
-კარგი რახან არ იშლი მოგიყვები.
-ყურადღებით გისმენ.
-უნივერსიტეტის ბოლო კურსზე ვიყავი როცა გულის პრობლემები დამეწყო, თავიდან უბრალო არითმია მეგონა რასაც მარტივად ეშველებოდა მაგრამ შემდეგ არმოჩნდა რომ ბევრად სერიოზული რამ მჭირდა. ერთ წელიწადში ისე დამძიმდა სიუაცია რომ გულის გადანერგვა მჭირდებოდა. დიდხანს ლოდინი არც მომიწია რადგან პირველი ვიყავი სიაში გული მალე მივიღე და ესეც შედეგი, უზარმაზარი შრამი მკერდთან, ახალი გული და ახალი ცხოვრება.-გაეღიმა ედუარდს და ემას გადახედა.
-სულ მაინტერესებდა, გულის შეცვლა რამეს ცვლის ?!
-კი
-რას?
-გულის შეტევა აღარ მოგდის და აღარც არითმია გაწუხებს.-გაეცინა ედუარდს და მალბოროს მოუკიდა.
-ბევრს ეწევი იმის პირობაზე რომ უკვე მეორე გული გაქვს.
-ხანდახან ვფიქრობ ჯობდა ეს გული არ მიმეღო, სხვა ალბათ უფრო კარგად გამოიყენებდა მას.
-რატომ?
-მე არცისე კარგი ბიჭი ვარ როგორიც ვჩანვარ.-ნახევარი სახით გაირიმა ედუარდმა.
-და სიყვარული?
-რა სიყვარული?
-ვინმე გიყვარდა წინა გულით?
-იცი ადამიანები ხშირად ცდებიან როცა ამბობენ მთელი გულით მიყვარხარო, ეს ფარსია, წარმოუდგენელია გულს უსმინო, ის არ საუბრობს უბრალოდ ცემს და სისხლს ტვინს აწვდის, და დანარჩენ ყველაფერს ტვინი აკეთებს, გვაძლევს საშვალებას ვიმოძრაოთ, ვისწავლოთ, გადაწყვეტილებები მივიღოთ, შევიყვაროთ და შევიძულოთ.
-და აბა რატომ ვკვდებით როცა ის ჩერდება?!
-იმიტომ რომ ტვინს სისხლი აღარ მიეწოდება. სისხლის ბანკია რომელიც უხვად ასაჩუქრებს ორგანოებს მაგრამ თუკი გააბრაზებს ჩერდება-კიდევ ერთხელ გაიცინა ედუარდმა და გოგოს მიუახლოვდა.-და შენ?
-მე რა ?!
-შენ რას ფიქრობ?
-მე ვფიქრობ რომ ის უბრალოდ კუნთია-ემას ხორბლისფერ სახეზე გადაკრა ღიმილმა და ედუარდს თვალებში შეხედა-ბიჭს ცოტა ეუცნაურა ეს გრძნობა, აქამდე არავის შეუხედავს ასეთი თვალებით მისთვის, თითქოს თავიდან დაიბადა და ახალი ცხოვრება უნდა დაეწყო ყოველგვარი სისხლის გარეშე.
-ჰო მართალია ის უბრალოდ კუნთია-გაიმეორა გოგოს ნათქვამი ედუარდმა და მიუახლოვდა. ქერა თმა თითებ შორის გაისრიალა და სახე ახლოს მიუტანა, გრძნობდა გოგოს სუნთქვას ტუჩებზე , იმასაც კი გრძნობდა როგორ აუჩქარდა გული-ეს იცი რას ნიშნავს? რომ შენი ტვინი ჩემკენ ილტვის და უფრო მეტ სისხლს ითხოვს-გაეღიმა ედუარდს და ნაზად შეახო სველი ტუჩები გოგოს გამშრალ დახეთქილ ტუჩებს. ვნებიანად აკოცა. ისეთი გრძნობა ქონდა თითქოს აქამდე არცერთი ქალისთვის არ უკოცნია თითქოს ახლა იგრძნო პირველად ქალის სიმხურვალე, ემას წელზე ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა, გოგოც არ იყო უკარება და თმებში ნაზად შეუცურა ხელი, რომ არა წყეული სუნთქვა და გოგოს გახეთქილი ტუჩი ალბათ კიდევ დიდხანს არ დაშორდებოდნენ ერთმანეთს.
***
-შენ გამოგიშვეს-ხრინწიანი ირონიული ხმა გაიგონა დაკითხვის ოთახში მჯდარმა თავჩახრილმა ედუარდმა. თავი ნელა ამოწია და ზურას თვალები შეანათა.
-ჰო ისევ მე ვარ- ირონიულად გაუღიმა ედუარდმა.
-მოგენატრე შვილო?!
-კი ძალიან მომენატრე. ახლა კარგად მომისმინე და იცოდე არასწორი პასუხის შემთხვევაში მწარედ ინანებ. ვინ არის აკაკი შუბლაძე და რა გაკავშირებს მასთან ?
-აკაკი? როგორ არის? მომიკითხე რო ნახავ-გაიცინა ზაზამ და შავი კბილები გამოაჩინა.
-მოკვდა.-ზიზღით ამოთქვა ედუარდმა.-მომიყევი რა გაკავშირებს მასთან
-სიტყვასაც არ ვიტყვი-ისევ გაიცინა კაცმა.-ისე დედაშენი როგორ არის? კიდე ვერ შეჭამა კიბომ?
-დედაჩემზე სიტყვა აღარ თქვა-მაგიდაზე ხელი დაარტყა და ფეხზე წამოენთო ედუარდი.-შენ აბი*ვარო იცოდე აქედან ვერავინ დაგიხსნის ჯობია მითხრა ყველაფერი რაც იცი თუ არ გინდა რომ ჩემი ხელთ მოგკლა.-ყბაში ხელი მოუჭირა ედუარდმა.
-კარგი მოიცა, დამშვიდდი.
-გისმენ
-ჩემი ძველი ნაცნობია.
-არა ძველი ნაცნობი არ არის. რა იცი იმ ადამიანების შესახებ ვინც ეხმარებოდა ბავშვების გაყიდვაში?
-კარგი ედუარდ, მოგიყვები ყველაფერს ოღონდ ერთი პირობა მაქვს.
-რა პირობა?!
-იზოლირებული საკანი მინდა.
-იქნება, ახლა კი მომიყევი ყველაფერი !
-მოკლედ ერთი ბანდაა, მასში როგორც ქართველები ისე უცხოელებიც შედიან, ძირითადად თურქეთში და აზერბაიჯანში გაყავდა ბავშვები. სულ 9 კაცია, არ ვიცი შეიძნება ვინმე გამოაკლდათ ან მიემატათ მაგრამ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოაკლდებათ თუ მას მოკლავენ, ბოლოს კი ყველას კლავენ, ალბათ მათ მოკლეს აკაკიც რადგან აღარ ჭირდებოდათ. ეს ბანდაა ყველაფერის თავი და თავი. ჩემი მოშორებაც უნდოდათ მაგრამ აი ციხეში ვარ და აქაც კი საფრთხის ქვეშ ვარ. ამიტომ მინდა იზოლირებული საკანი. შეიძლება შენზე ან გუგაზე გამოვიდნენ, ფრთხილად იყავი, მათთან საქმე არ დაიჭირო თორე ბოლოს ყველა კვდება, მხოლოდ ეს 9 ადამიანი დარჩება ყველაფრის ხელში ჩაგდება უნდათ, ხალხი ყველგან ყავთ.
-ვინ არიან იცი ?!
-მხოლოდ ორის ვინაობა ვიცი, ელენე მაღლაკელიძე და რობერტ თავაძე.
-მარტო სახელი და გვარი იცი თუ სხვა მონაცემებიც გაქვს?!
-სხვა არაფერი ვიცი მათ მხოლოდ ორჯერ შევხვდი, ბევრი ხალხი ყავთ იცოდე, ყველა ადამიანი რომელიც შენს ირგვლივ არის საშიშია.
-შეგიძლია რომელიმე აღწერო?
-კი მაგრამ ეს დიდიხნის წინ იყო.
-არაუშავს დაახლოებით მაინც უნდა ვიცოდეთ როგორ გამოიყურებიან. მხატვარს დავუძახებ.
-შვილო-კარებში თითქმის გასულს დააწია სიტყვა ზაზამ. ედუარდი ზიზღით მოფენილი სახით შემობრუნდა.
-გისმენ
-რაღაც მინდა გითხრა, პირადად.
-შენთან პირადული არაფერი მაკავშირებს.
-გთხოვ, მე ხომ დაგეხმარე, უნდა გითხრა, ისე არ მინდა მოვკვდე.
-გისმენ.-ედუარდმა თავს აიძულა გაძეგლებულიყო
-მე არასდროს მინდოდა შენი ან შენი ძმის ვნება. არც დედაშენის.
-მაგრამ მაინც კლავდი არა?!-ხმას აუწია ედუარდმა.
-თავს ვერ ვაკონტროლებდი შვილო.
-მეც მიჭირს თავის კონტროლი და მგონი შემიძლია კისერი მოგიგრიხო ახლავე.-ზიზღით გამოთქვა ედუარდმა და ოთახიდან სწრაფად გავიდა.
***
-სანდრო მოიტანეს ფოტო რობოტი?
-კი ედი.-კონვერტი გაუწოდა ედუარდს.
-ჯანდაბა ჯანდაბა.-ცივლმა ოფლმა დაასხა ედუარდს როცა ფოტორობოტები ნახა სწრაფად მოიცვა ქურთუკი და შენობიდან გავარდა.-ჯანდაბა ეს ნაბი*ვრები. ჯანდაბა, ეს როგორ, პირდაპირ ეს ქალბატონი მოდის ჩემთან?! ჰაჰაჰაჰა-ელენე, ძვირფასო ელენე, არც კი იცი რა გელის.მანქნა დაქოქა სანდრომ და სახლში წავიდა



№1  offline წევრი ბიბი

mirandaa31
ანუ ეს ელენე თამთაა? საინტერესოაა... ველოდები ახალ თავს ❤️

კი ასე გამოვიდა relieved
უცნაური მე
ძალიან ძალიან მომწონს.

მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent