შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოტაცებული თავი 1


10-07-2018, 13:20
ავტორი elle finn
ნანახია 1 813

არასოდეს თქვა არასოდეს თორემ იქ წაგაქცევს ბედისწერა სადაც არასოდეს გინდოდა.

--

-ელენ.. ელენ.. დროა- ჩემი კოლეგა დევისი მხარზე ხელს მადებს და ოდნავ მაჯანჯღარებს. თვალებს ფართოდ ვახელ და გაოცებული, ჯერ კიდევ გონდაკარგული ვათვალიერებ ოფისს.
-ღმერთო ჩამძინებია- სწრაფად ვდგები გორგოლაჭებიანი სკამიდან და თმებს ვისწორებ. დევისი ოდნავ მიღიმის და თავის პერანგს ეჯაჯგურება
-არ მინდა რომ წახვიდე ელენ- უკვე მეოცეჯერ მიმეორებს ერთიდაიგივეს, მაგრამ საპასუხოდ მხოლოდ თვალებს ვატრიალებ
-ღმერთო, დევის, საქართველო ჩემი სამშობლოა, მხოლოდ 2 კვირით ჩავდივარ თბილისსში დასავენებლად, მინდა ჩემი ოჯახი ვნახო, ძალიან მომენატრნენ- დაღლილი ძლივს სწყდება ჩემს პირს სიტყვები და ისევ ვესვენები სკამზე.
-არადა ყველაფერი დაგეგმილი მქონდა. ტური მაიამიზე. სერიოზულად. მაცუდრად ჟღერს
-დევის, ბოლოჯერ გიმეორებ, ამ შვებულებას საქართველოში დავხარჯავ და არა მაიამიზე. გთხოვ.. ამაზე საუბარი დასრულებულია. საქმე დახურულია- დევის საჩვენებელ თითს თვალწინ ვუფრიალებ და საუკეთესო მეგობრისგან და კოლეგისგან ერთ დიდ თვალების ატრიალებას ვიღებ პასუხად.
-კარგი, რა გაეწყობა-მხოლოდ ეს მითხრა და გამგმირავი მზერა მესროლა.

---
აეროპორტში ხალხი ჭიანჭველებივით ირეოდნენ. ზოგი ძლივს მიათრევდა თავის ბარგს , ზოგიც მოუთბენლად ელოდა თავის ფრენას. გვერდით დევისი მიდგას და თავის გეგმების შესახებ მიყვება რომელსაც ამ უახლოეს 2 კვირაში განახორციელებს. შენობაში ქალის წვრილი ხმა ისმის რომელიც გვამცნობს ფრენა kr-900 ის დეტალებს.

რეგისტრაციის შემდეგ დევისთან ერთად აეროპორტის მეორე სართულზე ავდივარ

-ყველა იარაღი თან გაქვს?- მეკითხება დევისი
-კი სამივე
-თუ რამე დაგჭირდება ეგრევე დამირეკე, თუ ვინმე რამეს ცუდად გეტყვის დამირეკე, თუ რამე პრობლემა გექნება შემატყობინე, თუ შარში გაეხვევი დამირეკე, თუ კარგად იქნები მაშინაც დამირეკე- სიცილით მაგრამ მაინც სერიოზულად მეუბნევა დევის მილერი.
-ღმერთო, ნუ გეშინია არაფერი მომივა. მხოლოდ 2 კვირა ვერ მნახავ, არ ინერვიულო , არაფერი გამიჭირდება- თვალებს ვატრიალებ და მილერს ხელკავს ვუდებ. ღიმილით ვათვალიერებ მის უნაკლო სახეს და თავს მხარზე ვადებ.

დევისს მილერს უკვე დიდიხანია ვიცნობ. წლები ვერ იტევს ჩვენს მეგობრობას. ჯერ კიდევ ალასკის სამხედრო სასწავლებელში ვსწავლობდი რომ კუდში დამსდევდა და მუდამ ჩემს გვერდით იყო.
13 წლის ვიყავი ალასკის სამხედრო სასწავლებელში რომ მოვხვდი.
განაცხადი მის საიტზე ვნახე და ეგრევე შევავსე ყველა საჭირო საბუთი, შემდეგ უამრავი ფიზიკური თუ ვერბალური გამოცდა ჩავაბარე და სასწავლებელში მოვხვდი. გეტყვით რომ იქ მოხვედრა არცთუისე მარტივი იყო, მაგრამ დაუღალავი ვარჯიშის და მეცადინეობის შემდეგ ყველფერი გადავლახე.
14 წლის დაბადებისდღეზე უკვე იქ ვსწავლობდი და პირველ კურსზე ვიყავი. იმ დღეს დანაღმულ ველზე გაგვიშვეს ერაყში და 20 ბავშვიდან 9 გადავრჩით. ეს ფსიქოლოგიური და ფიზიკური გამოცდა იყო. ამის შემდეგ ყოველთვის ესეთ გამოცდებს გავდიოდით. ან გადარჩებოდი ან მოკვდებოდი. ოთხი წლის განმავლობაში ჩვიდმეტ დანაღმულ ველზე და ცხრა სამხედრო ბაზაზე მომიწია მუშაობა.
ალასკის ეს სასწავლებელი სუპერ ჯარისკაცებად და სუპერვაიზერებად გვზრდიდნენ, შემდეგ კი რომელიმე ქვეყანაში საკმაოდ სარფიანად გვყიდნენ.
პარარელურად ვსწავლობდით და განხრას ვირჩევდით. მე კრიმინალურ ფსიქოლოგიაზე და საგამოძიებოზე ჩავაბარე.
მე ამერიკაში მოვხვდი. ჩემი თავი ფედერალურმა ბიურომ იყიდა და უკვე 3 წელია FBI ის აგენტი ვარ.


შენობაში ისევ ისმის ქალის წვრილი ხმა.
ჩემი წასვლის დრო დგება. ჩანთას ხელს მაგრად ვუჭერ და დევისს წი ვეტუზები
-იცოდე რაცარუნდა მოხდეს, დამირეკე და წამში შენთან გავჩნდები... წამში..
-დევისს- სიცილით ვაქნევ თავს და მზერას ვუსწორებ ქერა ბიჭს - ყველაფერი კარგად იქნება-
- ძალიან მომენატრები ელენ, ძალიან- დევისი გულში მიხუტებს, მეც მის უზარმაზარ ტორსოზე ვხვევ ხელებს და მის სურნელს ვისრუტავ.თვალებს ვხუჭავ და გონებაში მიტივტივდება ყველა მოგონება რაც მასთან მაკავშირებს.
შენობაში ისევ იმ ქალის ხმა ისმის
-უნდა წავიდე- ბიჭს ვშორდები და ჩანთას ვასწორებ. ზლაზვნით ოდნავ ვშორდები მას და განზე ვდგები.
-მომენატრები ელენ
დევისს უკვე საკმაოდ ვშორდები და უკან ვიხედები
-მხოლოდ 2 კვირა მილერ. მხოლოდ 2 დაწყევლილი კვირა.
--
ცხრამეტ საათიანი ფრენის შემდეგ ფეხებს და საჯდომს ვეღარ ვგრძნობ. ძლივს ვდგები სავარძლიდან და პატარა ჩანთას მხარზე ვიკიდებ. თვითმფრინავიდან ყველაზე ბოლოს ჩამოვდივარ და აეროპორტში ჩანთების კარუსელიდან ძლივს ვაგორებ ჩემს უზარმაზარ ჩემოდანს.
ყველაზე ნელა მივიწევ გასასვლელისკენ. ელექტრონული კარები იღება და ჩემს ოჯახს ღიმილით ვეგებები. დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი ორი და და ბაბუაჩემი ყურებამდე გაღიმებული მიყურებენ და უკვე ორ წამში მათ მკლავებში ვჩნდები. იმდენად ძლიერად ვეხუტებით ერთმანეთს სუნთქვა მეკვირს და მალე ვშორდები მათ.
-ელენე, ღმერთო როგორ შეცვლიხარ,როგორ გამხდარხარ. იქ არაფერს არ ჭამ? რა არის დედი ეს?- ქოთქოთით მკითხება დედაჩემი და სიახურის ცრემლებს ღაწვებიდან იწმენდს
-დედა- ვითომ გაბრაზებით ვეუბნები და ჩემს დებს გვერდში ვუდგები. ყველა უამრავ კითხვას მაყრის, მეც შეძლებისდაგვარად ვპასუხობ ყველას თუარა თითოს მაინც. აეროპორტიდან გავდივარ და თბილისის დამახასიათებელი სუნი და ჰაერი მელამუნება სახეზე. ღმერთო როგორ მომნატრებია აქაურობა. თითქმის 2 წელია არ ჩამოვსულვარ საქართველოში და ყველაფერი შეცვლილი მეჩვენება.
ორ მანქანაში ვნაწილდებით და ჩვენი სახლისკენ მივდივართ. ღმერთო, როგორ არაადამიანურად მიყვარს თბილისი.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Kargiaaa, saintereso chansss

 


№2  offline წევრი ბიბი

მოუთბენლად არა მოუთმენლად, მეუბნევა არა მეუბნება, კიდევ ბევრი შეცდომები იყო ძირითადად ბეჭვდითი სავარაუდოდ.
რაც შეეხება შინაარს. 14 წლის ბავშვებს დანაღმულ ველზე ვინ უშვებს რა აფსურდია, ფანტასტიკის ჟანრს წერ ?!

 


№3  offline წევრი elle finn

ბიბი
მოუთბენლად არა მოუთმენლად, მეუბნევა არა მეუბნება, კიდევ ბევრი შეცდომები იყო ძირითადად ბეჭვდითი სავარაუდოდ.
რაც შეეხება შინაარს. 14 წლის ბავშვებს დანაღმულ ველზე ვინ უშვებს რა აფსურდია, ფანტასტიკის ჟანრს წერ ?!

შეცდომებისთვის ბოდიში <3 გამოვასწორებ აუცილებლად <3 შემდეგ თავში ყველაფერს დეტალურად ავხსნი და მიზეზსაც დავასახელებ რატომ წავიდა ადრეულ ასაკში სამხედრო სასწავლებელში. <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent