შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამის მეასედი (თავი 22)


10-07-2018, 16:47
ავტორი Stranger things
ნანახია 1 431

ელენა...-ხელი გამომიწოდა ნოემ, ღიმილით ჩავკიდე და საცეკვაო მოედნისაკენ გავყევი, ნინომ იმდენად მკაცრი სახით შემომხედა რომ შემეშინდა, მაგრამ როდესაც ნოემ ხელი მომხვია და გულზე მიმიხუტა, ყველაფერი ერთანად გაქრა, წელზე მოვხვიე ხელები და სახე მის კისერში ჩავრგე...ჯანდაბაშიც წასულა დანარჩენი.

თავი 22
წვეულება როგორც კი დამთავრდა მაშინვე წამოვედი, ჩემს ნომერში დავბრუნდი და კაბა გამოვიცვალე, დაწოლას ვაპირებდი როდესაც ნინომ კარები შემოაღო და წინ გაბრაზებული სახით დამიდგა.
-ეგ რა იყო?-მკითხა მან.-რა თამაშს თამაშობ?
-მე...-დავიბენი, მაგრამ შემდეგ ძალა მოვიკრიბე და დავიწყე.- ვაპირებდი შენთვის მეთქვა, ვიცი რა გეგმებიც გქონდა ლიზასთან დაკავშირებით, მაგრამ ასე გამოვიდა...მე და ნოე ერთად ვართ.- თავი ჩავღუნე, გაგრძელებას ვაპირებდი როდესაც ლოყა ამეწვა და გავიაზრე რომ ნინომ დამარტყა.
-როგორ ბედავ?!შენი სისულელეების გამო აპირებ რომ ამდენი შრომა წყალში ჩამიყარო?!თავიდანვე ხომ იცოდი?!მითხარი, ხომ იცოდი?!
-ნინო, მისმინე მე სერიოზულად ვუყურებ ამ ურთიერთობას... თან ლუიც დაიჭირეს და სასამართლოს შემდეგ ფულს დაგვიბრუნებენ... ეგ პრობლემა აღარაა...
-და რაში მჭირდება რომ შენ და ნოე თუნდაც დაქორწინდეთ?!
-ყველაფერი შენ არ გეხება!-ვუყვირე მე.
-სხვა მოძებნე.-მითხრა მშვიდად.
-გესმის მაინც რას მეუბნები?! შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?!
-გაერთრიე აქედან! -მითხრა მან.
-ვერ გავიგე?-ვთქვი და გაბრაზებულმა გადავხარე თავი.
-აქამდე გიტანდი, მორჩა მომბეზრდა!
-გესმის მაინც რას მეუბნები?!
-მისმინე მაწანწალა...-თქვა და მკლავში უხეშად მომკიდა ხელი.- აქამდეც არ იყავი კარგი გოგო, მაგრამ როგორმე გიტანდი, ეს ბოლო წვეთია, იქ წაეთრიე საიდანაც შენმა მშობლებმა მოგიყვანეს!- მითხრა და კიდევ უფრო მომიჭირა ხელი.
-გამიშვი!-ვუყვირე და ხელი გავაშვებინე.
-თავიდანვე ვიცოდი რომ პრობლემებს შემიქმნიდი, როდესაც პატარა ჭუჭყიანი ბავშვი მოგიყვანეს ბავშვთა სახლიდან...შენ ამ ოჯახის წევრი არ ხარ!
-როგორ ბედავ...-ვუთხარი ზიზღით და დემეტრეს ოთახისაკენ წავედი.
-ელენიკა!-მაიშინვე წამოდგა ჩემი ძმა.-რა სახე გაქვს?!
-ნინო რეებს ბოდავს?! რა ბავშვთა სახლი?!-ვიყვირე მე.
-გითხრა...ჯანდაბა ნინო! ელენიკა მისმინე...
-რა დემეტრე?!რა?! ყველამ იცოდა არა?!
-დედას რთული მშობიარობა ჰქონდა, ექიმმა კი უთხრა რომ შვილი ვეღარასდროს ეყოლებოდა...მას კი გოგო უნდოდა, ხშირად მინახავს როგორ ტიროდა ამის გამო... მერე შენ მოგიყვანეს.- სახეზე დამისვა თითები.-შენ მუდამ ჩემი პატარა დაიკო იყავი.
-დემეტრე ის ჩვენი ოჯახის წევრი არაა!-კარებში ნინო იდგა.- დღესვე ჩაალაგებ და წახვალ აქედან.
-ნინო!-დაიღრიალა დემეტრემ.
-არ გინდა...წავალ.-ვთქვი და ჩემი ნომრისაკენ ავიღე გეზი.
რაც შემეძლო სწრაფად ჩავყარე ტანსაცმელი ჩანთაში.
-ელენა, რას აკეთებ?- მკითხა დემემ.
-მივდივარ.-ვთქვი და შემოვტრიალდი.-ცოტა ხანი მარტო ყოფნა მჭირდება.
-ელენა წასვლა არც გაბედო!-დამიყვირა გაბრაზებულმა.
-რა გგონია მისი სიტყვების შემდეგ აქ გავჩერდები?!-არც მე დავაკელი.
-ნინო...-გაბრაზებული შეტრიალდა და ოთახიდან გავიდა.-ახლავე მოვალ, წასვლა არ გაბედო!
ტელეფონს დავწვდი და თოკას დავურეკე.
-გისმენ ელე.
-თოკა შენ დახმარება მჭირდება...

******
-რას ქვია გამოგაგდო!- თვალები გაუფართოვდა თოკას როდესაც მოყოლას მოვრჩი.
მის მანქანში ვისხედით, მე ფეხები სავარძელზე მქონდა აკეცილი და ფანჯარაში ვიყურებოდი.
-მითხრა შენ ჩვენი ოჯახის წევრი არ ხარო.-ამოვთქვი და ამდენი ხნის შეკავებული ცრელები ღვარად დამედინა სახეზე.
-მოდი აქ...-მითხრა და გულზე მიმიხუტა.
-ხომ დამეხმარები?
-რეებს მეკითხები გოგო!
-არავინ არ უნდა გაიგოს სად ვიქნები...დემეტრემაც კი.
-როგორც შენ გინდა.
-ამერიკაში წავალ.
-ყველაფერს მე მოვაგვარებ შენ არაფერზე იდარდო.-მითხრა და მანქნა დაძრა.

******
უკვე მეოთხე დღე იყო გასული, ნელ-ნელა ყვრლაფრის გაანალიზება შევძელი, მთელი დღეები ვფიქრობდი მაგრამ ბოლოს მაინც ერთ აზრამდე მივდიოდი... ჩემი ადგილი აქ არ იყო.
-არ გინდა ვინემს დაურეკო?-მკითხა იმ წამს შემოსულმა თოკამ, მის გარდა ჩემი ადგილ-სამყოფელი არავინ იცოდა.-მაგალითად ნოეს.
-არა.
-გიყვარს?
-არ მინდა მაგაზე ლაპარაკი.
-ყველგან გეძებს.
-დემე?
-გაგიჟებულია.-მიპასუხა მოკლედ.-მაგან და ნიტამ ქორწილი გააუქმეს.
-რა?-წამოვიყვირე და თავი ავწიე.
შემდეგ ტელეფონი ავიღე და დემეს დავურეკე.
-რა ქორწილი გააუქმე?!-სიტყვის თქმაც არ ვაცალე.
-ელენე!სად ხარ?!როგორ ხარ?!ახლავე დაბრუნდი!-ჩამყვირა ტელეფონში.
-ჯერ არ მინდა.-ვთქვი ჩურჩულით.
-ხომ იცი როგორ მიყვარხარ, დაბრუნდი რაა...
-დემე მისმინე, ქორწილი იქნება.
-იქნება, უბრალოდ დაბრუნდი.
-გნახავ.-ვუთხარი და გავუთიშე.
-სად ნახავ?-მკითხა თოკამ.
-ქორწილში.-ვუპასუხე და წამოვდექი.
-გადაიფიქრე წასვლა?
-არა.
-ელენა, იქნებ კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყავი...
-თოკა...შენც ხომ იცი რომ ამაზე უარესიც გადამიტანია, ის თუ იცი მაშინ რამ გამაძლებინა?-ცოტა ხნით გავჩუმდი.-მე ოჯახი მიმაგრებდა ზურგს...მაგრამ ნინოს სიტყვების შემდეგ გავაანალიზე რომ თითქოს მარტო დავრჩი, შეიძლება სულელურად გეჩვენება ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ შენ ვერც კი წარმოიდგენ რა რთულია როდესაც ამას გეუბნებიან.
*****
ქორწილში წავედი... ჩემი ძმის ქორწილს არაფრის დიდებით არ გამოვტოვებდი, ყველა იქ იყო, ლიზა, ნოე, ტარიელი, ნინო, ამირეჯიბები... ნოე მელოდა...მივხვდი რომ მელოდა, წუთში ერთხელ გასასვლელისაკენ იყურებოდა, მე კი გარედან ვაკვირდებოდი... ქორწილი დასასრულს უახლოვდებოდა, ყველა მთვრალი იყო, ხალხი ერთმანეთში აირია, ზოგი სვამდა, ზოგი ცეკვავდა, ნოე კი ადგილიდან არც კი განძრეულა, მის დანახვაზე ცრემლები მცვიოდა...ლიზა საპირფარეშოში გავიდა, ვისარგებლე და უკან გავყევი, ხელში ჩავავლე და კუთხეში გავიყვანე, თავიდ შეშინებულმა შეჰკივლა, მაგრამ როგორც კი დმაინახა მაგრად მომხვია ხელები.
-სად იყავი?!იცი როგორ შემაშინე?!დაბრუნდი?!ვიცოდი!-ტიროდა ლიზა.
-არა ლიზ, უნდა წავიდე...უბრალოდ თქვენი ნახვა მჭირდებოდა.
-დიდი ხნით?-მკითხა ცოტა ხნის შემდეგ.
-ალბათ ნახევარი ან ერთი წლით.
-ხომ დამირეკავ ხოლმე?
-ვერა ლიზ...მარტო ყოფნა მჭირდება.
-ყოველთვის იცედე რომ მიყვარხარ და ჩემი იმედი უნდა გქონდეს.-მითხრა და კიდევ უფრო მეტად მომხვია ხელები.- მალე ჩამოდი.
-მეც მიყვარხარ.-ვუთხარი, შუბლზე ვაკოცე და დარბაზისაკენ გავემართე.
ნოეს შევხედე, ალბათ წასვლას აპირებდა და დემესთან და ნიტასთან დასამშვიდობებლად მივიდა...დარბაზში შევედი, ვერავინ შეამჩნია ჩემი მისვლა... მათ მივუახლოვდი, სამივემ ერთდროულად შემომხედა.
-გილოცავთ.-ვთქვი და ნიტას და დემეს ჩავეხუტე, ნოეს დაბერილი ძარღვები და მუშტებად შეკრული ხელები კი დავაიგნორე.
-როგორც იქნა დაბრუნდი!-თქვა დემემ.
მე საპასუხოდ მხოლოდ გავუღიმე, არ ვაპირებდი მეთქვა რომ მივდიოდი.
-მიყვარხართ, ორივე.-კოდევ ერთხელ მაგრად გადავეხვიე ჩემს ძმას და რძალს.-მალე შევხვდებით...შეიძლება ნოეს დაველაპარაკო?
-მიდი...მაგრამ შემდეგ პირდაპირ ჩემთან.-გამიცინა დემემ.- ბევრი გვაქვს სალაპარაკო.
თავი დავუქნიე, ნოეს ჩავკიდე ხელი, მოშორებით დავდექი, მივეხუტე და ცეკვა დავიწყე.
-სად იყავი?-მკითხა და მაგრად მომხვია ხელები.-მე მაინც რატომ არ მითხარი?
-მაგაზე არ გვინდა რაა...
-ელ...-თავი ამაწევინა, შუბლი-შუბლზე მომადო და ნაზად მაკოცა.- მომენატრე.
-მეც.-ვუთხარი და მის კისერში ჩავრგე თავი.
-ბიჭებს როგორ გამოეპარე?-მკითხა და ვიგრძენი როგორ ჩაიღიმა.
-რომელ ბიჭებს? არც შემიმჩნევია.
-გელოდი...მეგონა არ შემოხვიდოდი და რომელიღაც კომპანიიდან დავიქირავე რომ მაშინვე ეცნობებინათ როგორც კი რესტორნის ტერიტორიაზე დაგინახავდნენ.
-ნწ,ნწ,ნწ.-თავი სიცილით გავაქნიე.-ფულის უკან დაბრუნება უნდა მოსთხოვო კომპანიას.
-ელ...აღარსად წასვლა აღარ გაბედო.
-ახლა უბრალოდ ლიზასთან უნდა მივიდე.-ვუთხარი და მოვშორდი.-სულ რამდენიმე წამს წაიღებს.
-კარგი, მანქანაში დაგელოდები.
-კარგი.
გამოვბრუნდი და მაშინვე წამომივიდა ცრემლები, როგორც კი ნოე გავიდა, მე უკანა შემოსასვლელისაკენ გავიქეცი.

****
-გიყვარს?-კიდევ ერთხელ მკითხა თოკამ როდესაც დასიებული თვალებით ვიჯექი სახლში.
-კი.-ვუპასუხე მე, რა თმა უნდა, მიყვარდა და ამის აღიარება არც მცხვენოდა, ვიცოდი რომ ნოე მიყვარდა.
-ხომ იცი ელ, თუ გინდა რომ თავიდან დაიწყო არც მან არ უნდა იცოდეს სად იქნები.
-ვიცი...-ვთქვი და ცრემლები წამომივიდა.
-კაი ტო, კიდევ ტირი?-გვერდით მომიჯდა და ხელი მომხვია.- ძაან გიყვარს?
-მგონი კი.-ამოვთქვი პატარა ბავშვივით.
-კაი, წამო...
-სად მიგყვარ?-ვკითხე როდესაც გასასვლელისაკენ დაიძრა.
-ცოტა ხნის წინ კლუბში იყო...ეს დღეებია სვამს.
-ჯანდაბა.-ამოვიოხრე და გავყევი.-ყველაფერს ვეტყვი.
მანქნა კლუბთან გააჩერა, სწრაფად გადავედი და ნოეს ძებნა დავიწყე, ბართან მარტო იჯდა და სვამდა, გული შემეკუმშა, მისკენ წავედი როდესაც გვერდით ქერა გოგო მიუჯდა, ნოემ ხელი წელზე მოხვია და თავი კისერში ჩაუდო, ქერამ კი თმაში ნაზად შეუცურა თითები.
-ნოე...-ამოვთქვი კანკალით და თოკას მანქანისაკენ გავიქეცი.-წავედით!
-რა მოხდა?
-წავედით.
თოკამ უხმოდ დაძრა მანქანა...
გული მტკიოდა...ძალიან მტკიოდა.


10 წლის შემდეგ....


სწავლა ამერიკაში განვაგრძე და წარმატებით დავასრულე... როგორც ვგეგმავდი ჟურნალისტი გავხდი... ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავი ჩემს საქმეში, რაც ამერიკაში ვიყავი კონტაქტი არ გამიწყვეტია ლიზასთან და დემესთან, ისინც ხშირად ჩამოდიოდნენ ჩემთან, თან ჩემი პატარა ძმიშვილიც მოჰყავდათ... ერეკლე... სკოლაში შედიოდა, დემემ და ნიტამ საქართველოში დაბრუნება რომ გადაწყვიტეს, მეც მომენატრა სამშობლო... როგორც კი ჩამოვედი, ბინა ვიყიდე და მუშაობა დავიწყე... არც გამჭირვებია, ჩემი გამოცდილების მქონე ადამიანს მარტივად დასთანხმდნენ...რაც შეეხება ნოეს, იმის მიუხედავად რომ დიდი დრო გავიდა არ დამვიწყებია, ალბათ ძალიან მიყვარდა, ლიზამ რამდენჯერმე სცადა მასზე წამოეწყო საუბარი მაგრამ არც ერთხელ ვაცადე... შემდეგ ამერიკაში ჯოშს შევხვდი, ვერ ვიტყვი რომ სიგიჟემდე მიყვარდა, მაგრამ მასთან თავს კარგად ვგრძნობდი... საქართველოში რომ წამოვედი შემპირდა მალე ჩამომაკითხავდა, იმას ყოველთვის კარგად ვხვდებოდი რომ ვუყვარდი, კარგი ადამიანი იყო... მისი იმედი ყველაფერში მქონდა.
პირველ დღეს უფროსმა პირადად დამიბარა რომ დავალება მოეცა.
-გამარჯობა.-ვუთხარი და ჩამოვჯექი.
-გმარჯობა...შენმა ყოფილმა უფროსმა კარგად დაგახასიათა, ახლა კი მინდა რომ ჩემი თვალით ვნახო შენი შესაძლებლობები, ამიტომაც მინდა პირველი დვალება ჩემგან მიიღო.-ჩემი უფროსი დაახლოებით 40-42 წლის ქერა ქალი იყო.
-გისმენთ.-ვთქვი და გავუღიმე.
-დასაწყისისთვის მინდა რომ ინტერვიუ აიღო ერთ-ერთი კომპანიის დირექტორისაგან...კითხვებს შენ შეადგენ მე კი გადავხედავ, ძირითადად მისი პირადი ცხოვრება გვაინტერესებს, შეგიძლია ერთი-ორი კითხვა საქმესთან დაკავშირებითაც დაუსვა და რაც მთავარია მის პარტნიორზეც უნდა ჰკითხო რაღაცეები... მაგ ბიჭმა გაგვაწვალა, რა აღარ ვცადეთ რომ მისგან ინტერვიუ აგვეღო მაგრამ სასტიკ უარზეა.-ბოლო თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა.
-კარგი...როდის უნდა ავიღო ინტერვიუ?
-დღევე შეძლებ?
-კი,კი, რა თქმა უნდა.
****
უზარმაზარ კომპანიაში შევაბიჯე და ლიფტით ბოლო სართულისაკენ გავეშურე, ხელში კითხვები მეჭირა და ამაყად ვიდექი წელში გამართული...ჩემი უფროსისათვის უნდა დამემტკიცებინა რომ არ შემცდარა, როდესაც სამსახურში ამიყვანა.
-გამარჯობა.- მივესალმე ქერა გოგოს, რომელიც ალბათ მდივანი იყო.-მე ერთ-ერთი ჟურნალიდან ვარ, ინტერვიუ უნდა ავიღო თქვენი უფროსისაგან, მელოდება.
-დიახ, დაიხ მაგრამ ახლა დაკავებულია, იქით მიბრძანდით, მისი პარტნიორია შიგნით და ელოდება, თვითონაც მალე მოვა.- მითხრა და გვერდით კარზე მანიშნა, თვითონ კი ტელეფონს დასწვდა რომ უფროსი გაეფრთხილებინა.
კარზე დავაკაკუნე.
-მობრძანდით.
კარი შევაღე და შევედი, მისალმებას ვაპირებდი... მაგრამ ღიმილი სახეზე შემეყინა, ჩემს წინ ნოე იდგა.



№1 სტუმარი დგკ

ველაზე უაზრო გაგრძელება ქონდააა, ძალიან გამიცრუვდა იმრდიიი ერთი სული მქონდა როდის დაიდებოდა ახალი თავი, მაგრამ ახლა წაკითხვის სურვილიც კი დავკარგეეე, იმედია ნოეს აღარ დარჩება არვარის ღირს არ იმსახურებს, იდიოტობის გამო ადგა და გაეთრიაა, მე არ მწამს ასეთი ქალები ერთი უყვართ და მეორესთან ლოგინში კოტრიალობენ, ჯანდაბაშიც წასულააა ასეთი ქალები არ იმსახურებენ სიყვარულს. იმედია ნოე თავის ადგილას მოსვამს წავიდეს და ყავდეს მისი ჯოშიიი.

 


№2  offline წევრი Stranger things

დგკ
ველაზე უაზრო გაგრძელება ქონდააა, ძალიან გამიცრუვდა იმრდიიი ერთი სული მქონდა როდის დაიდებოდა ახალი თავი, მაგრამ ახლა წაკითხვის სურვილიც კი დავკარგეეე, იმედია ნოეს აღარ დარჩება არვარის ღირს არ იმსახურებს, იდიოტობის გამო ადგა და გაეთრიაა, მე არ მწამს ასეთი ქალები ერთი უყვართ და მეორესთან ლოგინში კოტრიალობენ, ჯანდაბაშიც წასულააა ასეთი ქალები არ იმსახურებენ სიყვარულს. იმედია ნოე თავის ადგილას მოსვამს წავიდეს და ყავდეს მისი ჯოშიიი.

მოსვამს, მოსვამს joy ნუ კოტრიალზე რა გითხრა მეგობარ-შეყვარებული გაგიგია? ისე ისიც გაიხსენე ნოესთვის ყველაფროს მოყოლა რომ უნდოდა, მაგრამ ვიღაც ქალთან ერთად რომ დაინახა ეწყინა. თუ შეწყვეტა გინდა ეგ შენი არჩევანია, თუმცა ჯობია მოვლენების განვითარებას დაელოდო.

 


№3  offline წევრი .M.A.R.I.

ვაიიიიმეე
ვაიიშენ
რაქენი გოგო
ეს
10 წელიიი?
10 წელი ნოეს
გარეშე
"მაგი"
არ უნდა გექნა
მაწყენინე
ძალიან
ანუ
შოკში ვარ
ასე უცბათ
ამას
არ მოველოდი
ნაშვილები რომ იყო ის
ნინოს რომ ეჩხუბა ეგეეც
მერე რომ დემესაც კი დაუყვირა
და მერე რა?
უბრალოდ წავიდა...
წავიდა და დატოვა
ნოე:*((((
შოკში ვარ????
უმაგრესია
ძალიან
მომწონს
-------------
პს. შენ იცი მე ტარიელის გოგო ვარ????❤
და გთხოვ ტარიელს ნუ დაივიწყებ გამოაჩინე ეგეც
❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№4  offline წევრი Stranger things

.M.A.R.I.
ვაიიიიმეე
ვაიიშენ
რაქენი გოგო
ეს
10 წელიიი?
10 წელი ნოეს
გარეშე
"მაგი"
არ უნდა გექნა
მაწყენინე
ძალიან
ანუ
შოკში ვარ
ასე უცბათ
ამას
არ მოველოდი
ნაშვილები რომ იყო ის
ნინოს რომ ეჩხუბა ეგეეც
მერე რომ დემესაც კი დაუყვირა
და მერე რა?
უბრალოდ წავიდა...
წავიდა და დატოვა
ნოე:*((((
შოკში ვარ????
უმაგრესია
ძალიან
მომწონს
-------------
პს. შენ იცი მე ტარიელის გოგო ვარ????❤
და გთხოვ ტარიელს ნუ დაივიწყებ გამოაჩინე ეგეც
❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

ნოეს ასე ადვილად რომ არ დატოვებდა ეგ ხო იცი? wink და, ტარიელს რაც შეეხება პირიქით საკმარის ყურადღებას ვერ ვაქცევდი ახალა უფრო გამოჩნდება. heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent