შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ დამისრულებია...(XVI თავი)


11-07-2018, 19:46
ავტორი nina.d.
ნანახია 2 744

დილით კარგ ხასიათზე გამეღვიძა, მაგრამ გაბრიელი თუ ზედ არ გაწევს რაა მამული?! ცოტათი ამოვძვერი მისი მკლავებიდან და ზემოთ ავიწიე. თავი მკერდზე დამადო და უფრო მაგრად ჩამეხუტა, ისე, რომ ვეღარც ვინძრეოდი, ჯობდა ერთ ადგილას გავჩერებულიყავი. თმაზე ვეფერებოდი, რომ შეიშმუშნა. თავი წამოწია, ჯერ მკერდზე დამხედა, მერე კი ქვემოდან გაკვირვებულმა ამომხედა.
-რა მოხდა?
-უბრალოდ ზემოთ ავიწიე და შენ ასე ჩამეხუტე.
-შენი ბრალია ანუ. მეც არ გამიკვირდა ასე რბილად რატომ მიდევს-მეთქი თავი._ეშმაკურად ჩაიღიმა და ლავიწზე მაკოცა.
-მოიცა, შენ ყველაფრის გარეშე რატომ გეძინა და მე ტანსაცმლით?
-თუ გინდა ეხლა გაგხდი არაა პრობლემა._ ეს ეშმაკუნა თვალები მაგიჟიებს. სახე ამეწვა, გულმა კი რამდენიმე დარტყმა გამოტოვა.
-არა, იყოს არ მინდა._ვთქვი ენის ბორძიკით და საწოლიდან ადგომა ვცადე. მუხლებში ხელი მომხვია და ქვემოთ ჩამაცურა, ღიმილით დამყურებდა ზემოდან და ლოყაზე მეფერებოდა.
-ქეთევან.
-გაბრიელ.
-მიყვარს ასე, რომ ვმოქმედებ შენზე.
-ბოროტი ხარ და იმიტომ._ვუთხარი გაბუსხულმა.
-ავდგეთ თუ ვივარჯიშოთ ჯერ?_მითხრა ეშმაკური ღიმილით და ცხვირი ცხვირზე გამიხახუნა.
-ვარჯიში არ მიყვარს და არც ვვარჯიშობ._გაიცინა, ტუჩებზე მაკოცა და საწოლიდან ადგა.
-მე ვივარჯიშებ, ოღონდ საუზმე მომიმზადე კაი?_მითხრა ღიმილით და სპორტული შარვალი ამოიცვა. ზლაზვნით წამოვდექი, ფეხშიშველი მივტანტალდი გაბრიელთან და შიშველ წელზე ხელები მოვხვიე.
-რა თბილი ხარ._ვუთხარი ჩურჩულით და გულზე ვაკოცე.
-გცივა?_ხელები ზურგზე მომხვია და თავზე მაკოცა.
-კი.
-აშკარად უნდა გამეხადა შენთვის ტანსაცმელი. ასე, რომ იწექი იმიტომ გცივა ალბათ._უფრო ძლიერად მომეხვია და შუბლზე მაკოცა.
-წავალ ჩაის დავლევ და ყავასაც გაგიკეთებ.
-მეც წამოვალ.
-აღარ აპირებ ვარჯიშს?
-ერთი დღე არაფერს დამაკლებს._თქვა ღიმილით და ტუჩებზე მაკოცა.
სამზარეულოში ჩავედით, დახლზე შემოვსკუპდი, გაბრიელმა კი წყალი დადგა ასადუღებლად.
-რას შეჭამ?
-არ ვიცი. ნეტა ნია რას აკეთებს._ვთქვი მოწყენილმა და თავი ჩავხარე.
გაბრიელი ჩემთან მოვიდა, ხელები დახლზე დააწყო და კისერში მაკოცა.
-ნუ ნერვიულობ, ჯერ ალბათ სძინავს._თქვა საყვარელი სახით და თავი მხარზე ჩამომადო. ხელები კისერზე მოვხვიე, ჩავეხუტე და ლოყაზე ვაკოცე.
-ასე უსასრულოდ შემიძლია ყოფნა._ვთქვი ღიმილით.
-მთავარია შენ იყვე ჩემთან ქეთევან. დრო უბრალოდ ქრება, როდესაც ჩემთან ხარ._ქვემოდან ამომხედა და ნიკაპზე მაკოცა.
-დრო ჩერდება, მაგრამ ჩაიდანი გარბის._ვთქვი სიცილით და ხელები გავუშვი. გაზქურას გადასწვდა გამორთო და ისევ მე მომიბრუნდა.
-გათბი ქალბატონო?
-ჯერ ვერა._ღიმილით ვუთხარი და ყურის ძირში ვაკოცე. მთელ ტანში გააჟრჟოლა და უცებ გაწია თავი.
-მანდ ნუ მკოცნი._მითხრა გულაჩქარებულმა.
-რატომ?
-რატომ და რასაც ვიზამ მერე შენს თავს უნდა დააბრალო._მითხრა ეშმაკურად.
-მე არაფერს ვაშავებ._ხელები ჰაერში ავწიე და მხრები ავიჩეჩე.
-მე დავაშავებ ახლა._ხელში ამიტაცა, სავარძელში ჩაჯდა და კალთაში ჩამისვა. გულმა რაღაც სასწაულების კეთება დაიწყო. ხელი კისერზე მომხვია და მის ტუჩებთან ამომაყოფინა თავი.
-რატომ ცდილობ ჩემ გაგიჟებას?_მითხრა ვნებისგან დაბოხებული ხმით.
-დამიჯერე, არც კი ვცდილობ._ვუთხარი ღიმილით და წამოდგომა ვცადე. ხელები თეძოებზე მომიჭირა და სხეულზე ისე მიმიკრა, რომ ზემოდან დავცქეროდი. თავი საზურგეს მიადო და ქვემოდან ამომხედა.
-ქეთი.
-ბატონო გაბრიელ._ვუთხარი ღიმილით და შუბლზე ვაკოცე.
-ნუ ცდილობ ჩემ გაბრაზებას._მითხრა ბღვერით.
-რა საყვარელი ხარ._გავუღიმე და ტუჩებზე ვაკოცე.
-დასამშვიდებლად სრულიად საკმარისია ეს კოცნა._მითხრა ღიმილით და ნაზად მაკოცა.
-სამსახურში გვაგვიანდება._ვუთხარი ბუზღუნით და თავი მის კისერში ჩავრგე.
-არ წავიდეთ.
-მაგრამ, მერე ჩემზე იტყვიან რამეს.
-ჩემი მდივანი ხარ შენ, ამიტომ როცა არ ვარ სამსახურში, შენ ისვენებ. თან მე აქ მჭირდები, ვინმე თუ რამეს იტყვის კიდე მითხარი და მორჩება.
-ხო კარგი, ვისაუზმოთ მაინც._წამოდგომა ვცადე, მაგრამ გაბრიელმა ისევ დამიჭირა.
-ასე, რომ ზიხარ მინდა წელზე შემოგხვიო ხელები.
-არ გინდა გთხოვ.
-კარგი._ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ნაზად მაკოცა, მეც ავყევი. სანამ გავიაზრებდი, რომ მისი ხელები მაისურის ქვეშ წელზე მეხებოდნენ. ნერვიც კი არ შემტოკებია, უფრო ძლიერად მომხვია წელზე ხელები და სხეულზე მიმიკრა. მის ტუჩებს ოდნავ მოვშორდი, გაიღიმა და ჩურჩულით მითხრა:
-იგრძენი რამე?
-თბილი ხელების მეტი ვერაფერი.
-მართლა არ გტკენია?
-არა._შვებით ამოისუნთქა და ამჯერად უფრო თავისუფლად მომხვია წელზე ხელები.
-არ გინდა დღეს ზურა, ნიკა, ნუცა და ლექსო დავპატიჟოთ აქ და ჩავუსხდეთ.
-შენი აზრით, უცნაური არ არის ეგ?
-ნუ ფიქრობ ამდენს ადამიანო._მითხრა ბუზღუნით და წელზე ხელები მომიჭირა.
-მასეც ნუ მიჭერ, ნერვამდე ატანს.
-ბოდიში._წელიდან ხელები ზურგზე ააცურა და ტუჩებზე მაკოცა.
-კარგი გაბრიელ გამიშვი ეხლა.
-საყიდლებზე წავიდეთ.
-რატომ?_ვუთხარი ბუზღუნით და მისი კალთიდან წამოვდექი.
-საღამოსთვის რამე ხომ უნდა მოვამზადოთ.
-ხო კარგი. წავალ ფეხზე ჩავიცმევ.
-მე ყავას დავასხამ მანამდე.
ოთახში ავედი, ფეხსაცმელი და ქურთუკი ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი. გაბრიელს გვერდით მივუჯექი და დაბალი მაგიდიდან ჭიქა ავიღე. გაბრიელმა ხელი მხარზე მომხვია და საფეთქელზე მაკოცა. ყველაზე დიდი ბედნიერება ისაა უსიტყვოდ, რომ შეგიძლიათ ერთმანეთის გათბობა. ღიმილით შევხედე და ლოყაზე მოვეფერე. ყავა დავლიეთ, ჩანთა ავიღე და გაბრიელის მანქანით საყიდლებზე წავედით. მანქანა სადგომზე გააჩერა და გადავიდა, მეც გადავედი და სავაჭრო ცენტრში შევედით. ყველაფერი ვიყიდეთ რაც გვჭირდებოდა ან არ გვჭირდებოდა. სადგომზე ჩავედით, პროდუქტებით სავსე პარკები საბარგულში ჩავაწყვეთ და მანქანაში ჩავსხედით.
-აუ რაღაც დამავიწყდა._ამოიოხრა გაბრიელმა და გადმომხედა.
-რა დაგავიწყდა?
-წიგნის ყიდვა.
-რა წიგნი გინდა?
-''სამოსელი პირველი''.
-მე მაქვს, დედამ მაჩუქა 19-ის, რომ გავხდი.
-არა, არ მინდა, რომ გაგიფუჭო.
-კარგი რა, სპეციალურად ხომ არ დახევ?_სიცილით ვუთხარი და ღვედი შევიკარი.
-ხო, კარგი._თქვა ღიმილით და მანქანა დაძრა.
დავბრუნდით გაბრიელის სახლში, რომელ პარკშიც ტკბილეული ეწყო ის ავიღე და სახლში შევედი, დანარჩენი გაბრიელმა შემოიტანა. სამზარეულოს დახლზე ვიჯექი და შავ შოკოლადს მივირთმევდი. გვერდით მომისკუპდა ვაჟბატონი და შოკოლადი ხელიდან გამომტაცა. გაბუტული სახით შევხედე და ხელები გულზე გადავიჯვარედინე და ტუჩები გავბუსხე. გაეღიმა, თავისკენ დამქაჩა და ტუჩებზე მეცა. ოდნავ მომშორდა და ჩემ ტუჩებთან ამოიჩურჩულა.
-შოკოლადის გემო გაქვს.
-ერთი წუთის წინ ვჭამდი, სხვათაშორის.
-ჩემ კოცნას შოკოლადი გირჩევნია? რატომ ხარ ჩუმად?_ღიმილით თქვა და ცერა თითი ტუჩებზე გადამატარა. დახლიდან ჩახტა, ფეხებს შორის მომექცა, წელზე ხელი მომხვია და თავისკენ მიმწია. ოხ გაბრიელ როგორ მინდა ეგ ტუჩები მოგაჭამო უბრალოდ.
-ჩემი ტუჩები თუ შოკოლადი?_ჩაიცინა ეშმაკურად და მომიახლოვდა.
-გაბრიელ მომეცი შოკოლადი._ვუთხარი დაბღვერილმა და წართმევა ვცადე.
-მაკოცე._მითხრა ეშმაკურად და ტუჩებზე მეცა. მისი კბენაც კი სასიამოვნო იყო იმ წუთას.
როგორც იქნა მოვიშორე ტუჩებიდან, ხელიდან დავუსხლტი, მობილური ავიღე და სიცილით გავიქეცი მისაღებში. ნუცას და ზურას დავურეკე, ვუთხარი, რომ გაბრიელი ვახშამზე პატიჟებდა სამივეს, იმ მესამეს თვითონ ეტყოდნენ.
სამზარეულოში დავბრუნდი, გაბრიელი ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა. ვახშმის მომზადება დავიწყეთ, ყველაფერს სითბოთი და სიყვარულით ვაკეთებდით.
ვახშმის მომზადებას მოვრჩით, მაგიდა გავაწყვეთ და დივანზე დავსხედით.
-ნიას ნახვა მინდა._ვთქვი მოწყენილმა.
-წავიდეთ.
-მე წავალ, შენ დარჩი. ისინი, რომ მოვიდნენ ხომ უნდა დახვდე._ვუთხარი ღიმილით და ლოყაზე ვაკოცე.
-შენ მეგობარს ვგავარ ლოყაზე, რომ მკოცნი?_გაიცინა და ტუჩებზზე მაკოცა.
-მეგობარს ნამდვილად არ გავხარ._მის ტუჩებთან ამოვიჩურჩულე და ვაკოცე.
-როგორი გემრიელი ხარ.
-გამიშვი ახლა._მისი მკლავებიდან გამოძრომა ვცადე.
-როგორ მინდა ეგ ტუჩები მოგაჭამო._ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და ცერა თითი ჩემს ქვედა ტუჩს ნაზად გადაატარა.
-მოგწონს ასე, რომ მაფორიაქებ?_ვუთხარი ბუზღუნით.
-კი, ძალიან._მითხრა ეშმაკური ღიმილით.
-ამის დრო არ არის ახლა, გამიშვი.
-ამისთვის დრო და ადგილი ყოველთვის მოიძებნება.
ბოროტი, ძალიან ბოროტი ბიჭია გაბრიელი და ცდილობს მეც გამაგიჟოს. ამ წამს ჩემმა გულმა მარათონში გაიმარჯვა და ისე სწრაფად ცემს ლამისაა გასკდეს.
-იცი რა ვიფიქრე?_მითხრა ღიმილით.
-არა, არ ვიცი.
-დღეს შენთან წამოვალ.
-დიდ ხანს ფიქრობდი?_გავეკრიჭე.
-კი, საკმაოდ._მითხრა სიცილით და ყელზე მიკბინა.
მხარზე ვუჩქმიტე, რომ მომშორდა მისი ქვედა ტუჩი წამებში მოვიქციე კბილებს შორის და აი ასე ბოროტულად ვუკბინე. ტკივილისგან სახე დამანჭა და ტუჩზე ხელი გადაისვა. აშკარად ძალიან ვუკბინე, ცოტა შეუსივდა. მის გაოცებულ სახეზე სიცილი ამიტყდა.
-უფასო ტუჩების დაბერვა. მეორეზეც ხომ არ ვცადოთ?_ვუთხარი სიცილით და მისი ტუჩებისკენ წავიწიე. თავი უკან გაწია და უარყოფის ნიშნად გააქნია.
-სად გამოვყო ახლა თავი ასეთი ტუჩით, ჰა? გაიგებენ მეზობლები და დაიწყებენ მერე ჭორაობას._თქვა სერიოზული სახით ეს სისულელე.
-პატიოსანი ბიჭი ხარ შენ, ხომ იცი შენი მეზობლების აზრი არ მაინტერესებს._ავყევი მეც ცანცარში.
-მარტო შენი ვიქნები, გპირდები.
-არ იქნები და კოჭებს დაგიხვრიტავ , რომ ხელით გატარო და ფეხი ვეღარსად გაადგა უჩემოდ._აი აქ უკვე ვეღარ შეძლო თავის შეკავება და ხარხარი აუტყდა. ხარხარით დივანზე გადაწოლილს მეც ზემოდან გადავყევი. ხელები მაისურის ქვეშ შემიცურა და წელზე შემომხვია. რა სასიამოვნოა მისი თბილი ხელების შეხება, თავი მის კისერში ჩავმალე და ნაზად ვაკოცე.
-ასე უსასრულოდ შემიძლია ყოფნა._მითხრა ჩურჩულით და ყურთან მაკოცა.
-ძალიან გაგიტკბა შენ, ჩემი ჩახუტება._ვუთხარი ღიმილით და შუბლი შუბლზე დავადე.
-როგორი ტკბილიც ხარ, ისე მიტკბება მეც შენი ჩახუტება.
-კარგი გეყო ახლა, ნიასთან უნდა წავიდე._სიცილი აუტყდა და წელზე უფრო მეტად მომიჭირა ხელები.
-ზედ მაწევხარ და მე რა შუაში ვარ?_მითხრა სიცილით.
-წელზე მე მაქვს ხელები მოხვეული?
-დიახ._ისევ ძლიერად მომხვია ხელები.
-გაბრიელ.
-გისმენ პატარავ.
-გამიშვებ?
-არ მინდა შენი გაშვება.
-მოვალ, არ დავიკარგები._გავუცინე და ტუჩებზე ვაკოცე.
-კარგი, კარგი._ხელები გამიშვა წელიდან , მხრიდან მაისური გადამიწია და მაკოცა. მკერდზე ხელებით დავეყრდენი და მისი სხეულიდან წამოვდექი. გაბრიელიც წამოდგა და მკერდზე მიმიკრა.
-მინდა, რომ შეგჭამო._მითხრა ვნებიანი ხმით.
პირი გამიშრა ამ დამპალი ბიჭის გამო. როგორ მოქმედებს ჩემზე, ყველაფერს მიტრიალებს სხეულში. ასე ღიმილ ღიმილით და ფერებ-ფერებით გავემზადე წასასვლელად. კარამდე მიმაცილა, ზედ ამაკრა და ვნებიანად დაეწაფა ჩემს ბაგეებს, სუნთქვა შეკრულმა ამოიოხრა და მოწყვეტით კიდევ ერთხელ მაკოცა. გაბრუებულმა, ღიმილით ჩამოვწიე კარის სახელური და ზურგის შეუქცევლად გამოვედი, იქამდე ვუყურებდით ერთმანეთს თვალებში ვიდრე კარები არ დავხურე.
ღიმილით ჩავჯექი მანქანაში, დავქოქე დაჩემ პატარა სიცოცხლესთან წავედი. მერაბი სახლში დამხვდა, ცოტახანი ვისაუბრეთ, სანამ ნია პატარა ძამიკოს ეთამაშებოდა.
-ქეთი._დამიძახა ნიამ.
-გისმენ პატარავ.
-შეიძლება რატი წავიკანოთ?
-რატის დედიკოს ჰკითხე და წავიყვანოთ.
-ანანო, შეიძლება რატი წავიკანოთ?
-კი, შეიძლება._ყოყმანით თქვა და ნიას გაუღიმა.
-საღამოს მოვიყვანთ.
რატის ყველაფერი გაუმზადა, რაც კი საჭირო იყო, პატარა ბიჭი ხელში ავიყვანე და თავზე ვაკოცე.
-წავედით?
-კი._მითხრა ღიმილით ნიამ.
მერაბიმ გაგვაცილა. ნია ხელში აიყვანა და ისე მოჰყავდა. მანქანა გავაღე, რატი თავის სკამში ჩავსვი და ღვედები შევუკარი, ნია მერაბიმ ჩასვა და მასაც შეუკრა ღვედები. მამამ ორივეს აკოცა, ჩემამდე, რომ მოვიდა უბრალოდ თავი დავუკარი და მანქანაში ჩავჯექი. გაბრიელთან მივედით, კარზე ზარი დავრეკე, რამდენიმე წამში გაიღო და კარში მომღიმარი გაბრიელი გამოჩნდა. სახლში შევედით, გაბრიელმა ნია აიყვანა ხელში და ჩემკენ მობრუნდა.
-როდის მოასწარი?_მითხრა სერიოზული სახით.
-ახლახანს._მეც სერიოზულად ვუთხარი.
-ძალიან გგავს._ახლა უკვე ღიმილშეპარული სახით მითხრა.
-დედიკოს ასლია._ვუთხარი სიცილით და რატის ქურთუკი გავხადე.
-ძალიან ლამაზი ხარ._მითხრა თბილი ხმით. გავუღიმე და დივანზე დავჯექი.
-გაბრიელ, შეგიძლია რატის ჩანთიდან ნაჭერი მომაწოდო?
-კი, რა თქმა უნდა._ნია ძირს დასვა და ნაჭერი მომაწოდა. გულზე დავიფინე და რატი დავიწვინე ზედ. გაბრიელი ღიმილით გვაკვირდებოდა, უბრალო ღიმილით არა, თავისებური, სიყვარულით სავსე ღიმილით. სანამ მე რატის ვეფერებოდი, მას მობილურმა დაურეკა.
-ხო, ლექსო.
-......
-ხომ იცი რაც უნდა ქნა, რომ მოხვალ?
-.....
-კაი, გელოდებით მთელი ოჯახი._ოჯახის გაგონებაზე ღიმილით შევხედე გაბრიელს. საყვარლად გამიღიმა და მობილური ჯიბეში ჩაიდო. ჩვენთან მოვიდა, გვერდით მომიჯდა და ნია კალთაში ჩაისვა. ასე ვისხედით და ერთმანეთს ღიმილით ვუყურებდით.
ლექსო, რომ მოვიდა ხელში ფოტოაპარატი ჰქონდა მომარჯვებული და აშკარად შემოსვლისთანავე დაიწყო ფოტოების გადაღება. ღიმილით გვიყურებდა მე და გაბრიელს და ფოტოებს გვიღებდა.
-ლექსო, კარგად ხარ?_ვკითხე გაკვირვებულმა.
-დღეს რაღაც ფოტოგრაფობა გადავწყვიტე და საცდელი წყვილიც გამოვიჭირე._მითხრა ეშმაკურად.
-წყვილი?
-ნუ ლაპარაკობ, ხელს მიშლი._გამაჩუმა წამებში.
რატისთან ერთად სამზარეულოში გავედი, სადაც გაბრიელი მეგულებოდა. ნიასთან ერთად დასუსნაობდა, ისეთი სასაცილოები იყვნენ. ტკბილეულამდე, რომ მივიდნენ ჩავახველე, ისეთი სახეებით მობრუნდნენ თითქოს რამეს აშავებდნენ.
-რას აკეთებთ მსუნაგებო?
-არაფერს ქეთევან._მითხრა ღიმილით გაბრიელმა.
-ჩემო სიყვარულებო._ვთქვი ღიმილით, გაბრიელსაც გაეღიმა და ლოყაზე მაკოცა.
-შენ ჩვენო სიყვარულო._მითხრა ღიმილით და ისევ მაკოცა.
-შეგიძლია ცოტახანი რატი დაიჭირო?
-კი._მითხრა ყოყმანით.
-ნუ ნერვიულობ, აი ეს დაიფინე მხარზე._ვუთხარი ღიმილით და ნაჭერი მივეცი. მხარზე დაიფინა, რატი მისკენ მივაბრუნე, თავი გაბრიელის მხარზე დავადებინე და ზურგზე მოვეფერე.
-როგორი ბუნჩულაა._თქვა ღიმილით და რატის ხელზე აკოცა.
-ფრთხილად მოეფერე ზურგზე და არ იტირებს.
-კარგი, გასაგებია._არა, ისეთი საყვარლები არიან ამათი ფოტო ნამდვილად დამჭირდება.
-ლექსოო._დავიძახე ცოტა ხმამაღლა. ლექსო სამზარეულოში შემოვიდა.
-რა ხდება?
-აი ამათ გადაუღე ფოტოები._ვუთხარი სიცილით.
-რა საყვარლები ხართ შე**მა._უთხრა ღიმილით ლექსომ.
-მიხდება ხო?
-კი, დროა უკვე დრო. თორემ შინაბერა დარჩები._ჩაურთო იუმორი ლექსომ.
-ასეთ კარგ ბიჭს ვინ დატოვებს სახლში._ვუთხარი სიცილით ლექსოს.
-არც არავინ. შენ სად მიდიხარ? დაუდექი გაბრიელს გვერდით და ერთად გადაგიღებთ._სამზარეულოდან თითქმის გასულს ხელი მომკიდა და გაბრიელის გვერდით დამაყენა.
-არ შეეწინააღმდეგო._მითხრა სიცილით გაბრიელმა.
ლექსომ ფოტოებით აგვიკლო მოკლედ. როგორც იქნა გავეპარე, ნია გაბრიელის ოთახში ავიყვანე და საწოლში ჩავაწვინე. ზღაპრის მოყოლა დავიწყე და რამდენიმე წუთში ტკბილად ჩაეძინა. შუბლზე ვაკოცე, საბანი გავუსწორე და ქვემოთ ჩავედი. ლექსო და გაბრიელი მისაღებში ისხდნენ, რატი ლექსოს ეჭირა და ხელზე ეფერებოდა.
-დაიძინა?_მკითხა გაბრიელმა დანახვისთანავე.
-კი._მეც ღიმილით ვუპასუხე.
ამ დროს ზარმა დარეკა, გაბრიელი კარის გასაღებად წავიდა, მე კი ლექსოს მივუჯექი გვერდით. რამდენიმე წუთში ჩემი არანორმალურებიც გამოჩდნენ მისაღებ ოთახში.
-ვაიმე, ეს პატარა ბუნჩულაც აქ გყავთ?_თქვა ღიმილით ნუცამ და რატი ხელში აიყვანა.
-გამარჯობა ნუცა._ვუთხარი წარბაწეულმა.
-გამარჯობა ქეთა._იგივე სახით მიპასუხა ნუცამაც.
გაბრიელი და ლექსო უცნაურად გვიყურებდნენ, ნიკა და ზურა კი სიცილს იკავებდნენ.
-იჩხუბეთ?
-არ უჩხუბიათ, რაღაცას ანიშნებენ ერთმანეთს._აუხსნა ნიკამ გაბრიელს.
-ქალური მიმიკები._სიცილით თქვა გაბრიელმა.
წარბაწეულმა გავხედე, ღიმილი სახიდან მოიშორა და დასერიოზულდა. ნიკა ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა.
-როგორ ხარ პატარავ?
-კარგად, შენ?
-ნორმალურად.
-ეს შენი ნორმალურად, სულ სხვა რამეს ნიშნავს.
-დავიღალე რა, მართლა აღარ შემიძლია.
-აქამდე რას ელოდებოდი?
-არ ვიცი, რაღაც უნდა ვქნა.
-კარგი, მოკეტე ახლა.
ნუცა ჩვენთან მოვიდა, რატი ხელში ავიყვანე და ბიჭებთან მივედი. სავარძელში ჩაჯდომას ვაპირებდი ლექსო, რომ ადგა და მითხრა:
-მოდი, აქ დაჯექი.
-არ მინდა.
-მოდი, მოდი._ხელით მიბიძგა დივნისკენ, სადაც გაბრიელი იჯდა. მეც დავჯექი, სხვა რა გზა იყო. უცნაური მხოლოდ ის იყო, რომ ლექსომ ზურას თვალი ჩაუკრა. აჰაა, ეს ორი გველაძუა.
დივნის საზურგეს მივეყრდენი, რატი გულზე დავიწვინე და თავზე ვაკოცე. გაბრიელი ახლოს მოიწია და ყურთან მიჩურჩულა:
-ახლა შენი კოცნა მინდა._დაბნეულმა შევხედე და ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე. ეშმაკურად გამიღიმა და რატის ხელზე აკოცა, თან ისე, რომ მისი თმა სახეზე მეხებოდა. როგორ მიყვარს მისი სურნელი, დიახ, მიყვარს. ბავშვები მაგიდის გარშემო დასხდნენ.
-ეს ყველაფერი თქვენ მოამზადეთ?_ იკითხა ნიკამ.
-კი, ქეთა დამეხმარა. მე არც ისეთი კარგი მზარეული ვარ.
-ყოჩაღი გოგო გვყავს._თვალი ჩამიკრა ნიკამ.
-კი, ნამდვილად._ღიმილით თქვა გაბრიელმა და გვერდულად გადმომხედა.
-წავალ ნიას დავხედავ._ფეხზე წამოვდექი და პატარა ბიჭუნასთან ერთად ზემოთ ავედი. რატი ნიას გვერდით დავაწვინე და საწოლზე ჩამოვჯექი. ოთახიდან გასვლას ვაპირებდი გაბრიელი წინ, რომ ამესვეტა. გამიღიმა, წელზე ხელი მომხვია და ტუჩებზე მაკოცა.
-გაბრიელ გაჩერდი._ამოვივიჩურჩულე მის ბაგეებთან.
-კარგი._ისევ მაკოცა და ქვემოთ ჩავიდა.
მისაღებ ოთახში ვისხედით და დრო მხიარულად გაგვყავდა. ბავშვებმა, რომ გაიღვიძეს წასასვლელად გავამზადე და ქვემოთ ჩავიყვანე.
-ჩვენ უნდა წავიდეთ.
-ასე ადრე?_მოწყენილი სახით მკითხა გაბრიელმა.
-კი, რატი სახლში უნდა მივიყვანო.
-დარჩი რა, ქეთა._მითხრა ნიკამ.
-შვილები, რომ გეყოლებათ მერე ვილაპარაკოთ._ვუთხარი ღიმილით და თვალი ჩავუკარი.
-გაგაცილებ._მითხრა გაბრიელმა და ფეხზე წამოდგა.
ნია ხელში აიყვანა და სახლიდან გავედით. ბავშვები მანქანაში ჩავსვით. მეც ჩაჯდომის ვაპირებდი, რომ გამაჩერა და ლოყაზე მაკოცა. საჭესთან დავიკავე ადგილი და გზას გავუდექი.
სახლში მისულებმა იქაურობა ავიკლეთ, მთელი საღამო თამაშში გავატარეთ. ველოდებოდი გაბრიელს, მაგრამ სულ ტყუილად. ნიას, რომ ჩაეძინა თავის საწოლში ჩავაწვინე და შუბლზე ვაკოცე. ყავა გავიკეთე, ჩემს ოთახში შევედი, ლეპტოპი ჩავრთე და ნორმალური ფილმის ძიება დავიწყე. ბოლოს არჩევანი ფილმზე "ამერიკელი მკვლელი" შევაჩერე. ამ ფილმის ყურება ყველაფრის გამო ღირს, მათ შორის დილანის გამოც.
ფილმის ყურებას, რომ მოვრჩი ლეპტოპი ტუმბოზე გადავდე და საბანში შევძვერი. მალევე ჩამეძინა.
დილით, მიუხედავად იმისა, რომ გვიან დავიძინე მაღვიძარაზე ადრე გამეღვიძა. საწოლიდან ავდექი, წყალი გადავივლე, საუზმე გავამზადე, ნიამ გაიღვიძა. ვისაუზმეთ და ბებოსთან ჩავედით. სახე დავუკოცნე პატარა ქალბატონს და სამსახურში წავედი. კიდევ ერთი უცნაურობა ის იყო, რომ ჩემები კორპუსთან არ დამხვდნენ. ნუცას ნომერი ავკრიფე და დავრეკე. რამდენიმე ზარის შემდეგ აიღო, თან ისეთი ხმა ჰქონდა, რომ გული გაგისკდებოდა.
-რა გჭირს?
-ძალიან ბევრი დავლიე.
-რა ხმა გაქვს მერე, გამისკდა გული.
-ნაბახუსევის ბრალია, თავი მისკდება.
-ჩემს მაგივრადაც თუ დალიე, გეტკინება აბა რა იქნება?!
-შენი ჭირიმე რაა.
-ბიჭები სად არიან?
-აზრზე არა ვარ, ზურასა და გაბრიელს არ დაულევიათ. მე და ნიკა ზურამ სახლში მოგვიტანა, ასე, რომ ვთქვათ
-აუ რა კარგი სანახავები იქნებოდით.
-გადასარევი.
-კაი შემეშვი ახლა, არ მცალია შენი ტლიკინისთვის._ვთქვი ხითხითით და ყურმილი დავკიდე.
მანქანაში ჩავჯექი და სამსახურისკენ გავწიე. გზაში ყავა ვიყიდე და სამსახურშიც მივედი. ჩემს ოთახში შევედი, მაგიდა მივალაგე და სავარძელში ჩავჯექი. ყავას ვსვამდი და თან შეხვედრების სიას ვამოწმებდი. ცოტახანში გვერდით ოთახში გაბრიელი გამოჩნდა, დიზაინერითურთ. "ცუდ ხასიათზე, რომ ვიყო ორივეს ფანჯრიდან გისვრიდით"_გავიფიქრე და ისევ საქაღალდეებს დავუბრუნდი. ჩემს საქმეს ვაკეთებდი, სამსახურის ტელეფონმა, რომ დარეკა. სხვა ვინ იქნებოდა გაბრიელის გარდა. ყურმილი ავიღე და დაველოდე როდის იტყოდა რამეს.
-ქეთა, ყავა შემოგვიტანე._არაფერი არ მითქვამს, ყურმილი დავკიდე და ოთახიდან გავედი. ყავა შევიტანე, გაბრიელი მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა. ზედაც არ შემიხედავს, ფინჯნები მაგიდაზე დავდე და კაბინეტიდან გავედი. ჩემს ოთახში შევედი, ყურსასმენები გავიკეთე და ისევ სავარძელში ჩავჯექი. ცოტახანში ოთახში ლექსომ შემოიჭყიტა, გამიცინა და შემოვიდა. ჩემს წინ სავარძელში მოკალათდა და საყვარლად გამიცინა.
-ოჰ, ბატონო ლექსო ბედნიერებას ასხივებთ._ ვუთხარი ღიმილით და მობილური მაგიდაზე დავდე.
-პირდაპირ ვანათებ, ხომ?
-დიახ, დიახ.
-გაბრიელთან როგორაა საქმე?
-არანაირად._გაბრიელის კაბინეტისკენ გაიხედა და თავი გააქნია იმის ნიშნად, რომ ვაჟბატონს არაფერი ეშველებოდა უკვე.
-შენ ყურადღება არ მიაქციო და მერე ნახე რა დღეში ჩავარდება.
-თავის თავს მიხედოს.
გაიცინა მაიმუნურად და ფეხზე წამოდგა.
-მე უნდა წავიდე, საქმე მაქვს ეხლა.
-მიბრძანდი._ღიმილით ვუთხარი და მეც ფეხზე წამოვდექი. ოთახიდან გავედით, შემდეგ ქვემოთ ჩავედით. მე კაფეში შევედი, ლექსო კი საქმეზე წავიდა.
ცოტახანში ისევ სამსახურში დავბრუნდი. დრო მალე გავიდა და სახლში წავედი, ნია ბებოსგან წამოვიყვანე და პარკში წავედით სათამაშოდ.
პარკიდან გამხიარულებულები დავბრუნდით, ცოტახანი გარეთ ბიჭებთან ერთად ვიყავით შემდეგ კი სახლში ავედით. ნია ვაბანავე და დასაძინებლად დავაწვინე, ზღაპარი წავუკითხე და მალევე ჩაეძინა. წყალი მეც გადავივლე, თმა გავიშრე, დასაძინებლად ვწვებოდი კარზე ზარმა, რომ დარეკა. გავაღე, იქ კი გაბრიელი იდგა. კარი ღია დავტოვე და ჩემი ოთახისკენ წავედი. საწოლში შევწექი, ჯერ კარის დახურვის ხმა გავიგე, შემდეგ კი გაბრიელი ოთახში შემოვიდა, ტანსაცმელი გაიხადა და გვერდით მომიწვა.
-მაპატიე._მითხრა ჩურჩულით და მხარზე მაკოცა.
მისკენ მივიწიე და თავი მკლავზე დავადე. ხელები უფრო მჭიდროდ მომხვია და თავი ჩემს კისერში ჩარგო. მის მკლავებში მომწყვდეულს მალევე ჩამეძინა.
დილით რატომღაც მარტოს გამეღვიძა საწოლში. ნიას ოთახიდან ხმაური მომესმა. ფეხზე წამოვდექი და პატარა ქალბატონის ოთახს მივაშურე. გაბრიელი საწოლზე იჯდა, ნია კალთაში ეჯდა და ტანსაცმელს აცმევდა. მარტო ამ ორის ყურებაა დიდი ბედნიერება. ღიმილით ვუყურებდი ამ ორს და გული სიხარულით მევსებოდა. გაბრიელმა, რომ დამინახა გამიღიმა და მითხრა:
-ნიამ ყველაფერი მომიყვა.
-რა ყველაფერი?_ვკითხე გაკვირვებულმა.
-ის, რომ უჩემოდ კარგად ერთობოდით. ბევრიც გითამაშიათ და პარკშიც ყოფილხართ.
-აბა, შენ ხომ არ დაგელოდებოდით?_ვუთხარი წარბაწეულმა.
-ხო კაი, კაი ასეთი სახით ნუ მიყურებ._მითხრა ღიმილით, ჩემთან მოვიდა და შუბლზე მაკოცა.
ერთად ვისაუზმეთ, ნია ბებოსთან ჩავიყვანე და სამსახურში ჩემი მანქანით წავედით.
ეს დღე ისე მხიარულად გავატარეთ, რომ მეტი არ შეიძლება. რამდენჯერაც გაბრიელის კაბინეტში შევედი, იმდენი ჩახუტება და კოცნა მივიღე. ჩემს ოთახში ვიჯექი და ხვალინდელი დღის გეგმას ვადგენდი, ოთახში გაბრიელი, რომ შემოვიდა.
-შენს ბრტყელ მუცელს არ მოშივდა?_ მითხრა ღიმილით.
-ღიპი უნდა დავიდო, იმედია მაშინაც მოგეწონები._ვუთხარი ვითომ გაბრაზებული სახით.
-ღიპის გარეშეც ლამაზი ხარ._მითხრა დაჭყანული სახით და სიცილი აუტყდა. ფეხზე წამოვდექი, ჩანთა ავიღე და გვერდით ამოვუდექი. ხელი მხარზე მომხვია და საფეთქელზე მაკოცა. სასადილოდ წავედით და ნახევარ საათიანი შესვენება ერთ საათამდე გავზარდეთ. სამსახურში მისულებს, ლექსო გაბრიელის კაბინეტთან დაგვხვდა.
-სად ხართ ამდენ ხანს?!_გვკითხა მოღუშული სახით.
-მოგენატრეთ?_ჰკითხა გაბრიელმა.
-ხვალ ის ესპანელი ტიპი ჩამოდის._თქვა სერიოზულად.
-რომელი?_ვუთხარი ღიმილით.
-აი ის, რომ გეპარანჭებოდა._ხითხითით თქვა ლექსომ და გაბრიელს დააკვირდა სახეზე.
-ვინ არის?_იკითხა გაბრიელმა სერიოზული სახით და კარისკენ მიგვანიშნა. კაბინეტში შევედით და საუბარი იქ გავაგრძელეთ.
-ჩვენი ერთ-ერთი ინვესტორია._ღიმილით თქვა ლექსომ და მე შემომხედა.
-როდის იყო ჩამოსული?!
-1 წლის წინ იყო ჩამოსული და ქეთუსია მოეწონა._ისევ ღიმილით თქვა ლექსომ.
-მერე რა ქენი?_მკითხა მე დაბღვერილმა.
-აუუ, მე მოვყვები რა._მოუსვენრად თქვა ლექსომ.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ღიმილით დაველოდე იმ ამბის მოყოლას, რომელიც მილიონჯერ ჰქონდა ლექსოს მოყოლილი.
-მოკლედ, პირველივე დღეს დაიწყო ფლირტი და ამბები. სულ ითხოვდა, რომ ქეთა ყოფილიყო მასთან ერთად. ქეთისაც სხვა გზა არ ჰქონდა და მობეზრებული დასდევდა ყველგან. ერთ დღესაც ქეთა სამსახურში იყო და ეს ტიპი მოვიდა. ცოტახანში ზურა, ნიკა და ნუცა მოვიდნენ ყვავილებითა და შამპანურით. აი ზურა, რომ ჩაიმუხლა და ქეთას ბეჭედი გაუწოდა იქ ამიტყდა კაკანი, ამ ქალბატონის უცოდველ და იმ ესპანელის გაშტერებულ სახეზე.
-რატომ ხარ ასეთი ჭკვიანი?_ღიმილით თქვა გაბრიელმა და შუბლზე მაკოცა.
-ქეთას ეგ, რომ არ მოეფიქრებინა, ახლა გათხოვილი იქნებოდა._ეშმაკურად ჩაილაპარაკა ლექსომ.
-ლექსო, რაღაც ქენი ეხლა აქედან!_ბღვერით უთხრა გაბრიელმა და კაბინეტიდან გააგდო. ფეხზე წამომაყენა, ხელები წელზე მომხვია და ჩამეხუტა, ძალიან ძლიერად და სხვანაირად.
-მითხარი, რომ იმ ტიპს ახლოს არ გაეკარები.
-არ გავეკარები, მე ხომ გათხოვილი ვარ._ღიმილით ვთქვი და თავი მის კისერში ჩავმალე.
-ხო, ეგ მართალია._მანაც ღიმილით თქვა და კისერში მაკოცა.
-იქნებ შვილიც მყავს უკვე?_ვუთხარი ღიმილით.
-ნია არ გამოვა, დიდია._ მითხრა დაეჭვებულმა.
-სამაგიეროდ. რატია პატარა._ ვთქვი ეშმაკური ღიმილით. გაბრიელს გაეცინა და საჩვენებელი თითი დამიქნია იმის ნიშნად “შენ რა ხარ, ვინც არ გიცნობსო!”
მერე მთელი ძალით მიმიკრა სხეულზე და ჩემს ბაგეებს დაეწაფა. არც გავჩერდებოდით, რომ არ დაეკაკუნებინათ კარზე. თვალებანთებული დამყურებდა ზემოდან და ვგრძნობდი, რომ ერთი სული ჰქონდა ისევ გაეგრძელებინა ჩემი ბაგეებით ტკბობა. ისე არც მე ვიტყოდი ამაზე უარს. ძლივს მოვშორდით ერთმანეთს, მე კარისკენ წავედი, ის კი თავის სავარძელში ჩაჯდა. მე გამოვედი, იქ კი ერთ-ერთი თანამშრომელი შევიდა.
სამუშაო საათები მალე დასრულდა, მე კი ყველაფრის გაკეთება მოვასწარი, საბედნიეროდ. გაბრიელი და ლექსო საქმეზე წავიდნენ, მე კი ნუცასთან სალაპარაკოდ. ისევ ლექცია უნდა წამეკითხა ამ იდიოტისთვის. მომინდომა ვიღაც ბიჭთან შეხვედრა, თითქოს არ იცის ნიკას რა ხასიათი აქვს. კორპუსთან ზურა შემხვდა, ნერვებ მოშლილი სახით.
-ამათ რამე უნდა მოვახერხოთ, თორემ ზედმეტი მოსდით უკვე.
-მართალი ხარ.
-მოიცა…
-რა?
-ნუცას ჩემთან მოვიხმობ სახლში, შენ ნიკა ამოიყვანე და იქ გამოვკეტოთ სანამ ყველაფერს არ გაარკვევენ._ვუთხარი საკუთარი იდეით აღფრთოვანებულმა.
-ჩემი ჭკვიანი გოგო.
-წავალ ეხლა, ტანსაცმელს ჩავალაგებ ყოველი შემთხვევისთვის.
-მიდი და ჩვენც მალე ამოვალთ. ბინაში ავედი, ნუცას დავურეკე და ვუთხარი, რომ უნდა დავლაპარაკებოდი. ისიც მალევე ჩემთან გაჩნდა, ცოტახანში ნიკა და ზურაც მოვიდნენ. ერთმანეთი, რომ დაინახეს ნიკამ თვალებიდან ნაპერწკლები გადმოყარა, ნუცამ კიდევ თავი ჩაღუნა. მე და ზურა ნელ-ნელა გავიპარეთ გარეთ და კარები ჩავკეტე, მარტო აბაზანის კარები დავუტოვე ამ ორ არანორმალურს ღია. როდესაც მიხვდნენ, რომ იქ არ ვიყავით კარზე დაიწყეს ბრახუნი.
-აქედან მანამ არ გამოხვალთ, სანამ ყველაფერს არ გაარკვევთ. კარგაათ._ხმამაღლა დავუძახე და კორპუსი დავტოვეთ.
-სად მიდიხარ ეხლა?
-მე ვიცი, სადაც წავალ._ვთქვი ღიმილით, ზურასაც გაეცინა, რა თქმა უნდა, მიხვდა. ნიას წამოსაყვანად ავედი ბებოსთან. წამოვიყვანე და სიმპატიური მამაკაცის სახლისაკენ ავიღე გეზი


***
დაგიბრუნდით ახალი თავით, ვიცი ძალიან დიდხანს გამომივიდა ისტორიის შეწყვეტა მაგრამ ისევ ვაგრძელებ.



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორ მიყვარდა ეს ისტორია თავის დროზე. დამვიწყებია. სათაური მეცნო და სასწაულად გამიხარდა. არ დაიკარგო რაა და დაასრულე აუცილებლად

 


№2  offline წევრი nina.d.

Chikochiko
როგორ მიყვარდა ეს ისტორია თავის დროზე. დამვიწყებია. სათაური მეცნო და სასწაულად გამიხარდა. არ დაიკარგო რაა და დაასრულე აუცილებლად

ახლა აღარ დავიკარგები, მეც მომენატრა უკვე წერა. მიხარია, რომ გახსოვდა და კითხულობდი ❤️
--------------------
ნათია მწითური

 


№3  offline წევრი nina.d.

ლათინო
ადრე ვკითხულობდი და იმდენი ხნით გადაიკარგე რომ სულ დამავიწყდა ყველაფერი. იმედია ასე აღარ გვალოდინებ blush

არა აღარ გალოდინებთ ????❤️
--------------------
ნათია მწითური

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent