შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 20.


11-07-2018, 22:44
ავტორი zia-maria
ნანახია 2 761

ყველას და ყველაფერს თავისი წესები აქვს თითქოს, ბუნების საკუთარ და მრავალშვილიან ოჯახში ჩვენ ადამიანებს, ჩვენი წესები გვაქვს,ჩვენი მოვალეობები. შენ არ გცალია დარდისთვის, ნუ გააკეთებ იმას, რაც კიდევ უფრო დიდ ტკივილს მოგაყენებს და სულიერად არ მოგცემს საშუალებას იყო მშვიდად. როცა ღმერთმა ამ მანუგეშებელ ბუნებაში შეგვქმნა, შენ შეგქმნა ტანჯვისთვის,მაგრამ დიდი სიყვარულისთვის, დიახ შენ დარდისთვის არ შეუქმნიხარ. შენ უნდა გიყვარდეს,გიყვარდეს და გწამდეს. აი ეს არის დღეიდან შენი მოვალეობა,რაც მხოლოდ და მხოლოდ ამ დროისათვის დაგიწერა ღმერთმა. გიორგი შენი ბედნიერება პატარა მარიამის გვერდით არის, მასთან ერთადაა ბედნიერება,სიხარული, რადგან თქვენ ერთ ოჯახს ეკუთვნით,ის შენი სხეულის,სულის და ცხოვრების ნაწილია. დაბრუნდი,დაბრუნდი უბრალოდ წუთით შეჩერდი მის პატარა საწოლთან, წუთით დაუთმე დრო შენივე შექმნილ ულამაზეს არსებას და მიხვდები როგორ ძალიან სჭირდები პატარას.გოგი გოგაბერიშვილის ოჯახში დაბნეულობა გამოიწვია გიორგის მდგომარეობამ,ფეხზე დადგა ყველა,აღარ იცოდნენ ვინ ეტირათ უდედ-მამოდ დარჩენილი პატარა და უსუსური მარიამი,გიორგი რომელიც საავადმყოფოში აპარატზე იყო შეერთებული და არაფერი არ ესმოდა,ვერაფერს გრძნობდა თუ მარიამი რომელმაც ამ ქვეყნად შვილის მოვლენით დათმო თავისი სიცოცხლე 22 წლის ასაკში და გადასახლდა იქ მაღლა მარადისობაში,მაგრამ შეიცოდა,უფალმა შეიცოდა პატარა დედით ობოლი და არ დატოვა ის მამის გარეშე.გიორგი გრძნობაზე მოვიდა მარიამის დასაფლავების წინა დღეს გამოწერეს საავადმყოფოდან,მაგრამ ისევ ისეთი გათიშული იყო როგორ ჩაიარა დასაფლავებამ არც კი გაუგია.მისთვის დღე და ღამე გაერთიანდა,ფარდებჩამოფარებულ ოთახში ვერ გებულობდა დღე იყო თუ ღამე და მარიამის დასაფლავებოდან ერთი თვე ამ სიბნელეში გაატარა.არც ლაპარაკობდა და არც ჭამდა,საღამოოით კარებს გამოიკეტავდა,მინდვრის ყვავილების შეკვრას იყიდდა და საფლავებს შორის გაუყვებოდა გზას.იქ დაიდო ბინა გიორგიმ და ღამეც იქ ეძინა მარიამის გვერდით.არ გარეულა საფლავის გაკეთებაში,ყველაფერი ბიჭებმა გააკეთეს მის დაუკითხავად,მხოლოდ თავად აარჩია ქვაზე დასახატი ფოტო და წარწერაც ზედ თავად გააკეთა,განა წელი დააწერა გარდაცვალების და დაბადების?არა,მხოლოდ ორად ორი სიტყვა გაკრული ხელით ,,მარიამს გიორგისგან''.ქვემოთ კი წვრილი ასოებით ეწერა ,,ყველაზე დიდი საჩუქრი ცოცხლად ტკივილი დამიტოვე ,,სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ''.ამ ტანჯვაში შემოდგომის ბარაქიანი თვეც მიიწურა,თითქოს სიცოცხლე გამოეცალა დამჭკნარ,გაყვითლებულ და ძალა დაკარგულ ფოთლებს.ირგვლივ სიჩუმეა,ისმის მხოლოდ წვიმის ხმა და ფოთლების ნელი ნაბიჯებით გამოწვეული შრიალი.ისევ მიიჩქარის ამ გზაზე ბინდში ვიღაც და მის ნაბიჯებს ცის ცრემლები ეცემა ზემოდან,თითქოს ამ ადამიანთან ერთად ისიც გლოვობს საყვარელი ადამიანის გარდაცვალებას.ძალა გამოცლილი მიუახლოვდა ამოჩემებულ ადგილს,დგას და უცქერს,სევდისმომგვრელი იდუმალი ნისლიც კი ვერ ფარავს მის სახეზე ცრემლის კვალს,ცრემლი რომელიც თვალიდან მოდის და მის სახეზე თვეების გაუპარსავ წვერში იმალებიან,ცივი ნიავი კი თითქოს შიგ გულში აღწევს და სულსაც კი ყინავს ნელა ნელა.ახლოს მიდის მის წინ მდგარ მარიამის ფოტოსთან,უცქერს და შემდეგ თითქოს მას ესაუბრება.
-შენი ნაკვალები კიდევ არის სადღაც შემორჩენილი,სადღაც აუცილებლად დავინახავ შენს მსგავს,არ შეიძლება ასე ბოლომდე გაქრე შენი ყველაფრიანად,შენ უგულო არ ხარ.გეძებ,გეძებ და არსად არ ხარ,მერე ისევ ოთახში ავდივარ და შენს დატოვებულ ნივთებს ვერები.წავიკითხე შენი დღიური რომელიც რუსომ მომცა,ვიცი რომ გიყვარდი,ვიცი რომ ეს სიყვარული თანცე წაიღე,მეც მიყვარხარ მარიამ ისე ძალიან,რომ არ შემიძლია გადაგიყვარო ვერ შევძლებ ამას.აქ როცა მოვდივარ შენს სურნელს ვგრძნობ,თითქოს აქვე ხარ,სადღაც შორიახლოს დგეხარ და მიყურებ.დამიკარგე ცხოვრების ყველა მიზანი,ახლა მარტო იმაზე ვფიქრობ აქედან წავიდე,მაგრამ შენი სურნელი არ გამყვება იქამდე,აქ დარჩება.როგორ მიხაროდა ყოველი დილა შენს გვერდით,შენი წასვლის შემდეგ იმ ოთახს სინათლე არ უნახავს,უშენოდ იქ დღეები ბნელი და ცივია.ჩვენი მარიამის დაბადებით,მეგონა ყველაზე ბედნიერი კაცი ვიქნებოდი,მაგრამ უშენოდ არც ამ ბავშვმა მომიტანა სინათლე.ცხოვრება უშენოდ და უხალისოდ მიდის,ჩვენ ორივე ცხოვრების სხვადასხვა მატარებლით ვმგზავრობთ და ეს ასე წლები გაგრძელდება,ქარმა წაიღო ჩვენი ოცნებები ნათელი ფერებით ბედნიერ მომავალზე და ჩვენი ილუზიები სამყაროზე.სადღაც ყველაფერი კარგადაა,ჩემთან კი არა საყვარულო,უარესობისაკენ მიდის.გუშინ უბედნიერესმა,დღეს გავიღვიძე და შენ აღარ ხარ ჩემს გვერდით,უშენოდ რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას.ც ვცადე,მაგრამ არ გამომივიდა,ვერ შევძელი.იცი რამხელა ტკივილი ხარ?ყველაზე დიდი და ძლიერი ტკივილი ხარ ,,სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ'' მარიამის სახით.მაკლიხარ,დრო გარის ძალიან სწრაფად.სოფელში ვაპირებ წასვლას,რომ შენგან დარჩენილი უკანასკნელი კვალი ვიპოვო,იქ ჩენს საყვარელ ტირიფებში.შენი თხოვნა ავასრულეთ მე და ბექამ ალექსანდრე წავიდა გაცვლითი პროგრამით ბრიტანეთში და ყველაფერი ისეა როგორც შენ გინდოდა.ბექასთვისაც გითხოვია იმ დღეს, თითქოს გრძნობდი რომ მეტად ვერ შეძლებდი ამ თემაზე საუბარს.ეს შენი უკანასკნელი თხოვნა იყო და ის შესრულებულია.მარიამის ფოტოს მოეფერა,აკოცა ცრემლიც კი დაეცა მარიამს სახეზე,შემდეგ კი ყურთან უჩურჩულა ისე როგორც იცოდა.
-შენ გადაღლილი ხარ,მეცადინეობდი ალბად და დაისვენე,მეც აქვე მივწვები შენთან ერთად.არ მინდა დავბრუნდე იქ ჩვენს გაცივეულ ბუდეში.მიყვარხარ ისე ძლიერ,რომ არ შემიძლია შენი გადაყვარება.შენ ერთადერთი ქალი ხარ,მხოლოდ შენ ხარ ჩემს ცხოვრებაში.იქვე დააფინა სახლიდან წამოღებული პლედი და მარიამის გვერდით მიწვა.მშვიდად დაიძინა,ისე თითქოს მის საძინებელში იყვნენ და ეძინათ ჩახუტებულებს.
რა არის სიყვარული,ტანჯვა.ის მხიარული და ბედნიერი მხოლოდ ტელევიზორის ეკრანზე სჩანს,რეალურ ცხოვრებაში კი ის მხოლოდ ტანჯვაა და მეტი არაფერი.შეგაყვარებს,გაგახარებს,ცაში აგაფენს და შემდეგ კი მიწაზე ისე მწარედ დაგანარცხებს,რომ წლები მოუნდები ფეხზე წამოდგომას.აი ესაა სიყვარულის რეალური და ნამდვილი სახე მისი მწარე სენით.
გიორგი ერთ ულამაზეს წალკოტში იდგა და მისკენ ულამაზესი მარიამი მოდიოდა,მის საყვარელ ცისფერ კაბაში გამოწყობილი.გვერდი უნდა აევლო გიორგისთვის რომ მან შეაჩერა.
-მარიამ ეს შენ ხარ? მარიამ შენ შეძელი და დამიბრუნდი?
-ვინ ხართ?გაკვირვებულმა შეანათა გიორგის ოდესღაც მისი საყვარელი თვალები.
-ვერ მიცანი?მე გიორგი ვარ საყვარელო,შენი გიორგი.
-არა,შეუძლებელია შენ ჩემი გიორგი იყო.ჩემი გიორგი თავისუფალია ლურჯ ცაში აფრენილი ჩიტივით,ის არ არის დარდის მონა.
-მარიამ ეს მართლა მე ვარ,ასეთი შეცვლილი უშენობით ვარ.
-ვფიქრობ,შენ გარეგნობით არ ხარ მხოლოდ შეცვლილი,შენ სულიც შეცვლილი გაქვს.მე ვერ გცნობ შენ,შენ არ ხარ ჩემი გიორგი.
-ვიცი რომ გაბრაზებული ხარ,მაგრამ ყოველ დღე იმაზე ვფიქრობ მალე მოვიდე შენთან.
-არ გინდა ბევრი ფიქრი,მალე მოკვდები ასე თუ გააგრძელებ.მარიამს,მარიამს რას უშვები ის ხომ სულ პატარაა და უშენობით ცოდო არის.ესაა შენი დაპირება?ხომ შემომფიცე,შემომფიცე რომ ძლიერი იქნებოდი, სად არის შენი სიძლიერე გიორგი.
-ვიცი,ვიცი რომ ცოდოა მაგრამ შენც არ შემიცოდე,გულში სინათლე თავად ჩააქრე და რატომ,რატომ მომექეცი ასე,რატომ არ შემიცოდე მარიამ.რაშია ჩემი დანაშაული,მე რისთვის დავიტანჯე მხოლოდ იმის გამო რომ მიყვარდი?რომ გაღმერთებდი?რომ უშენოდ ვერ ვსუნთქავდი?გაგონილი მქონდა ძლიერი სიყვარულისთვის ისჯებიანო და არ მჯეროდა,ახლა ვიცი,ვიცი რომ ეს სიმართლეა მე თუ დავისაჯე მხოლოდ იმის გამო რომ ძლიერ მიყვარდი,მიყვარხარ და მეყვარები მარიამ.
-არასდროს,არასდროს არ არის გვიან ფეხზე დადგე გიორგი.შენ მე არა,შენ მარიამს სჭირდები და ის შენ გჭირდება.ის ჯერ ძალიან პატარაა,ნუ წაართმევ შენი გადაწყვეტილებით მას მამის სითბოს,თუ ასე გააგრძელრბ მე ვეღარასოდეს ვეღარ მნახავ,აქ ნუ წევხარ გულზე მაწევხარ და სუნთქვა მიჭირს,სახლში წადი თუ გინდა მეც მშვიდად ვიყო.გაეცალა მარიამი გიორგის და წავიდა.გიორგიმ უკან გაეკიდა,მაგრამ მარიამი გაქრა და ის ისევ იმ ულამაზეს წაკლოტში დარჩა.
-არ წახვიდე,არ დამტოვო მარიამ,მარიაააამ,მარიააააამ.გიორგი გამოფხიზლდდა,შეშინებული და სულ ოფლიანმა, მის წინ კი ბექა და ალექსი იდგა.სევდიანად შეხედა მათ და ნატანჯი ხმით უთხრა მის წინ ჩამუხლულ ბექას.
-მარიამი,მარიამი ვნახე და მისაყვედურა.არც შემომხედა და არც დამელაპარაკა წესიარად.
-გიორგი მეც მარიამმა გამაღვიძა და მიმანიშნა აქ მოვსულიყავი,მიხვდა რომ გიჭირდა და იქედან გფარველობს და შენ კი საერთოდ არ აქცევ ყურადღებას.შენ რა გგონია ის ვერ გხედავს შენ როგორ ხარ,არ ესმის რასაც ესაუბრები ამ ქვას?ესაა უგრძნობი და არ ესმის ამ ქვას,თორემ მარიამი ყველაფერს ხედავს და ყველაფერი ესმის და შენი ასეთი ქცევები მას ტკივა.სიცოცხლეც და ცხოვრებაც ეს მდინარეა,ეცადე რომ არ ჩიძირო ამ მდინარეში გიორგი და ყოველთვის იცოდე შენი ადგილი,ამიერიდან შენი ცხოვრება პატარა მარიამს ეკუთნის.
-ბევრჯერ შევსულვარ ერთსა და იმავე მდინარეში,გარკვევით ვხედავდი ჩემსკენ მომავალ აზვირთებულ ტალღებს,ახლა კი ვეღარაფერს და ვერც ვერავის ვხედავ ბექა თითქოს დავბრმავლდ და დავყრუვდი კიდეც.გიორგი არ გაუჯიუტდა ბიჭებს და ერთად წავიდნენ,მაგრამ არაფერი შეცვლილა მის პირადულში,ის ამჯერად სახლში,თავის ოთახში აგრძელებდა მარტოობის წუთებს,საათებს და დღეებს.ვეღარ მოითმინა ბექამ და ერთ დილასაც გაბრაზებულმა დაადგა თავზე.
-გიორგი 12 საათია,შენ ისევ გძინავს?
-რა იყოთ რას დამჩხავით თავზე,მაღვიძარას როლს ასრულებ შე ჩე...ა?
-გიორგი დროზე ადექი გეყოს,საკმარისია და შეუძლებელიც კი უკვე შენი ქცევების ატანა.კოპებშეკრული იდგა ბექა გიორგის საწოლთან.
-მეტი საქმე არ გაქვთ არაფერი?არაფერი არ მინდა,მომშორდი.შეუღრინა გიორგიმ და გვერდი იცვალა.
-გეყოს ძილი და გეყოს ოთახში გამოკეტვა,საქმეები გელოდება გიორგი.საკმარისია,მარტო შენ არ დაგკლებია მარიამი.ყველას დაგვაკლდა და უფრო მეტად პატარა მარიამს დააკლდა დედის სითბო და ალერსი.ყავს მამა რომელიც ცოცხალ-მკვდარია და ფეხებზე ჰკიდია მისი შვილი.რას აკეთებ,რას?არ გეცოდება რუსო და გოგი?შეხედე, უბრალოდ შორიდან შეხედე როგორი განადგურებულია ორივე.ექვსი თვე მთავრდება ამ ოთახში ხარ ჩაკეტილი და გარეთ ნორმალურად არ გასულხარ.ყვიროდა ბექა და მას ალექსიც შეუერთდდა.
-თავს როდის მიხედე ბოლოს ადამიანურად გახსოვს მაინც?წვერი როდის გაიპარსე ის თუ გახსოვს.
-მომშორდიიით.გახვალთ თუ ჩემი ხელით გაგიძახოთ გარეთ.არ მინდა,არავინის დანახვა არ მინდა რით ვერ გებულობთ ამას რით.ჩემს ტკივილს ჩახვდებით ოდესმე და გაიგებთ?მაგრამ არა,არ გირჩევთ არ მინდა რომელიმე თქვენთაგანს ასე ეტკინოს როგორც მე მტკივა.
-მომისმინე გიორგი.იქვე ჩაიჩოქა ბექამ და ცრემლიანი თვალებით შეხედა მეგობარს,ძმას და საყვარელ ადამიანს.-ჩვენც გვტკივა გიორგი მარიამი და ძალიან გვტკივა,გვენატრება მაგრამ ნუ გაეგოისტდები,ბავშვს მიხედე ძმაო,ერთხელ მაინც შეხედე და შეეხე.ეს ხომ თქვენი შვილია,შენი შვილი,შენი და მარიამის სიყვარულის ნაყოფი.მარიამს ასეთი გიორგი არ მოწონს,მას შემდეგ არც სიზმარში გინახავს იმდენად გაბრაზებულია შენზე.
-გული არაფლისკენ არ მიმიწევს,ვერაფერს ვერ ვუდებ გულს,რატომ არ გესმით.დაღლილი ხმით თქვა გიორგიმ.
-მარიამი შენს გულში სულ გეყოლება,საქმეზე კი გონებით იმოქმედე.დროა გიორგი შენს ცხოვრებას დაუბრუნდე,თუ არ ეცდები ფეხზე დროულად დადგე მყარად,ფსიქოლოგიურად ძალიან გაგიჭირდება თავს მოერიო.ერთხელ მაინც შედი ტაძარში და სანთელი დაანთე მარიამის სახელზე, ის შენ გელის.უთხრა ალექსიმ და კარები გამოიხურა ორივემ,გიორგი კი მარტო დატოვეს მის ფიქრებთან და ტკივილთან ერთად.



№1  offline წევრი მია15

კარგი იყო.მომეწონა და ვიტირი კიდეც.მსრთლაც კარგად წერ .ველი შემდეგ თავს

 


№2  offline მოდერი zia-maria

მია15
კარგი იყო.მომეწონა და ვიტირი კიდეც.მსრთლაც კარგად წერ .ველი შემდეგ თავს

როგორც ყოველთვის პირველი ხარ ჩემო ცქნაფა. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№3 სტუმარი Sopo

Mal male dade ra dzaalian magari istoriaa dzalian bevri emociebit savsee umagresia bevric vitire mara kargiaa da ar daagviano xolme ra madloba am istoriistvis shen :* <3

 


№4  offline მოდერი zia-maria

Sopo
Mal male dade ra dzaalian magari istoriaa dzalian bevri emociebit savsee umagresia bevric vitire mara kargiaa da ar daagviano xolme ra madloba am istoriistvis shen :* <3


მადლობა შენ საყვარელო,რაც შეეხება დადებას მგონი რომ არ ვაგვიანებ და არ ვალოდინებ მკითხველს.დაიდება შემდეგი მალე რადგან უკვე წერის პროცესშია. kissing_heart

 


№5  offline მოდერი Queenofmoon

ძალიან კარგი იყო,ემოციებით დატვირთული..... ველი შემდეგ თავს <3

 


№6  offline მოდერი zia-maria

Queenofmoon
ძალიან კარგი იყო,ემოციებით დატვირთული..... ველი შემდეგ თავს <3

მადლობა საყვარელო. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent