შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღარასოდეს დაგკარგავ (მეშვიდე თავი)


12-07-2018, 12:25
ავტორი ♥love love♥
ნანახია 1 312

ადამიანები ხშირად ამბობენ ,,ცხოვრება მშვენიერია", თუმცა ეს ხშირად მართალი არ არის. ჩვენ ცხოვრებაში იმდენი სირთულის, იმედგაცრუების, ტკივილის გადატანა გვიწევს, რომ შეიძლება ბედნიერები არ ვიყოთ, ან ვერ მოვასწროთ ბედნიერად ყოდნა, რადგან ,,ადამიანები ცხოვრობენ ისე, თითქოს არასოდეს მოკვდებიან და კვდებიან ისე, თითქოს არასოდეს უცხოვრიათ". თუმცა საჭიროა ბედნიერი მომენტებით დავტკბეთ და ახლანდელი ცხოვრებით ვიცხოვროთ. შეცდომას ყველა უშვებს, თუმცა წარსულ შეცდომებზე ფიქრი მხოლოდ ტკივილს მოგვაყენებს. საჭიროა ბედნიერი მომენტების შექმნა, რადგან მომავალში ტკბილ მოგონებებად იქცნენ.
-რატომ ხარ მოწყენილი?
-არაფერი უბრალოდ... კარგი დაივიწყე
-უბრალოდ გაიღიმე ტეს და დავივიწყებ
-კარგი რა...
-ასე არ ჯობია?
-რავიცი აბა. შენ მგონი რაღაც უნდა გეთქვა.
-არაფერი ისეთი სხვა დროს იყოს.
-კარგი... კარგი ჩემი წასვლის დროა. კარგად ბავშვებო.
-მოიცა გაგაცილებ.
-მადლობა რატი არ მინდა. მაინც ახლოს ვცხოვრობ.
-კარგი რა, დამელოდე ახლავე წამოვალ.
-მართლა არმინდა რატი. ხუთ წუთში სახლში ვარ ისედაც და თან მარტო გავისეირნებ.
-კარგი შენი ნებაა. არ დაგაძალებ, მაგრამ დრთხილად.
-კარგი. კარგად ბავშვებო.
რატომღაც ცუდ ხასიათზე დავდექი. თითქოს რაღაც მაკლდა. ძლივს დავიძინე და საკმაოდ ღრმადაც. დილით გვიან გავიღვიძე. რამოდენიმე შეტყობინება დამხვდა გოგოებისგან, რომელთაც ფილმის ყურება სურდათ და რატისგან, რომელსაც აუკლია ჩემი ტელეფონი... კიდევ ერთი შეტყობინებაც მომივიდა მისგან:
-ტესა ცოცხალი ხარ?
-კი რატი ცოცხალი ვარ, როგორ ხარ?
-მე? როგორ ვარ? რავიცი გუშინს მერეა ცოტა არეული.
-რატომ?
-რა რატო? მილიონი ესემესი მოგწერე მიხვედი თუ არა სახლში, მერე იმდენჯერ დაგირეკე შენ კი აქამდე არ გიპასუხია.
-მერე რა?
-გოგო შენ გძინავს კიდე? მერე რადა ...
-ხო რა რატი რა? რას მიყვირი ვერ ვხვდები
-ტეს, კარგი ბოდიში, ზედმეტი მომივიდა, უბრალოდ ძალიან ვინერვიულე. ტესა მიყვარხარ გესმის? უკვე აღარ შემიძლია ესე უბრალოდ ვიდგე და გულში ამხელა სიყვარულს ვინახავდე. კიდევ ერთხელ ბოდიში.
არ ვიცოდი რა უნდა მიმეწერა მისთვის. მეც მომწონდა რატი, შეიძლება ამისთვის სიყვარული დამერქმია კიდეც, თუმცა იმ მომენტში ნამდვილად არაფრის მიწერა არ შემეძლო. ეს ალბად იგრძნო და არც მას მოუწერია. საღამოს გოგოები ამოვიდნენ და ფილმის ყურება გადავწყვიტეთ. ანიმ დაიჩემა გინდათ თუ არა რაიმე კომედიას ვუყუროთო, ბევრი ძებნის შემდეგ ავარჩიეთ როგორც იქნა ფილმი და დავიწყეთ ყურება, თუმცა მე გონებით იქ არ ვიყავი.
-ტესა, რამე ხდება?
-არაფერი, რატომ მეკითხები?
-რატომ გეკითხები? ჩვენ სიცილით ვკვდებით და შენ მხოლოდ იღიმი და შენი აზრით ვერ ვხვდები რომ კარგად არ ხარ?
-ისეთი არაფერია, უბრალოდ რატიმ სიყვარული ამიხსნა
-რაა? გოგო ეგ მერე არაფერია? კი მაგრამ როდის? მე ამდენი ხანი რატომ არ ვიცოდი?
-შენ კი არა მეც არ ვიცოდი, დღეს მითხრა.
-შენ რა უთხარი? არ თქვა ეხლა რომ არ მოგწონს მაინც.
-გოგო რას დამესიეთ ვერ გავიგე. მაცადეთ და მოგიყვებით. ანუ გუშინ სახლში რომ მოვედი მალევე დამეძინა ისე რომ არაფერი გამიგია...... მეკი ვერაფრის მიწერა ვერ შევძელი, ალბად ისიც მიხვდა და აღარაფერი მოუწერია.
-ტესა მგონია დროა სცადო.
-ემ ჯერ ძველი იარა არ მომშუშებია. მეშინია, კიდევ რამე რომ მოხდეს ამდენს ვეღარ გადავიტან გესმის?
-ტეს მესმის, მაგრამ შენ ის გიყვარს, მასაც უყვარხარ. ერთად რომ არ იყოთ ესეც ხომ ტკივილს მოგაყენებს?
-მართალი ხარ. ყოველთვის ცუდზე არ უნდა იფიქრო, შეიძლება საუკეთესო მელის მომავალში.
-მართალი ხარ. ასე რომ ეტყვი შენც რას გრძნობ მის მიმართ. ახლა კი დავასრულოთ ამ კინოს ყურება თუ შეიძლება.
გოგოებთან ერთად კარგად გავერთე. გვიანობამდე შემორჩნენ, ასე რომ ჩემთან დარჩენა მოუწიათ ასე რომ გვიანობამდე არ გვიძინია. მეორე დილით გიგასგან შეტყობინება მივიღე
-პრივეტ ტეს როგორ ხარ?
-კარგად გიგ შენ?
-მეც არამიშავს. დღეს ბადმინტონის თამაში გვინდა და ამოხვალ?
-კი გოგოებიც აქ არიან ვეტყვი და ამოვალთ.
-არ უთხრა.
-მოიცა რატო?
-იმიტომ რომ მართლა არ ვიკრიბებით.
-გიგა ვერაფერი გავიგე.
-ეს უბრალოდ საუბრის თემა იყო.
-და რაზე უნდა ვისაუბროთ?
-ვითომ არ იცი. პასუხს ელოდებიან.
-ვინ ელოდება? რის პასუხს?
-როგორ ხარ ტესა?
-როდესაც რატის ხმა გავიგონე მივხვდი რის პასუხზეც საუბრობდა გიგა... კარგად შენ როგორ ხარ?
-რავიცი არამიშავს.. გუშინ როგორ გაერთეთ?
-კარგად ფილმს ვუყურეთ... რატი, გუშინდელი დილისთვის ბოდიშს გიხდი. არაფერი მომიწერია.
-კარგი რას ამბობ, ხდება ზოგჯერ.
-მადლობა სიყვარულო.
-მოიცა რა მიწოდე?
-სიყვარული. არ შეიძლება?
-კი როგორ არა ბაჭია.
-ბაჭია?
-არ შეიძლება?
-კი შეიძლება. ისე დღეს მართლა რომ გვეთამაშა ბადმინტონი ცუდი აზრი არაა..
-მართალი ხარ, მე მაინც აქ ვარ, შენც მოხვალ...გიგა რას იტყვი?
-მაგაზე უარს როდის ვამბობდი?
-კარგი აბა საღამომდე.
-ურააა... იმხელა ხმაზე დაიძახეს გოგოებმა თითქმის დამაყრუეს. მივხვდი რომ ჩემსა და რატის საუბარს უსმენდნენ და გამეღიმა. საღამოს გიგასთან ავედით. მარი და სანდრიკაც იქ დამხვდნენ რამაც ძალიან გამახარა. მალევე ანი მოვიდა უცხო გოგსთან ერთად.
-პრივეტ ტეს როგორ ხარ?
-კარგად ანი შენ?
-მეც კარგად. გაიცანი ეს ნათია ჩვენი ახალი მეგობარი.
-ჩემი სახელი ტესა. სასიამოვნოა. ნათია მართლაც კარგი გოგო აღმოჩნდა ურთიერთობისთვის. კარგად გავუგეთ ერთმანეთს. მალევე სანდრიკა მოვიდა.
-ერთი თვის განმავლობაშ ბევრი რამ გამოვტოვე არა? მითხრა და რატისკენ გაიხედა.
-სანდრიკ... მინდოდა თბილად მეთქვა, ხო ეგრეა.
-კარგი რა ნუ იწყენ. შენ ჩემი დაიკო ხარ გესმის?
-მადლობა სანდრ. ეს გოგო ვინ არის? მობილურის პოტოზე მივანიშნე.
-აუცილებლად გაგაცნობ რომ ჩამოვა. ნინოა. ოღონდ ჯერ არავის უთხრა. არ იციან.
-ესეიგი მე პირველს გამანდე საიდუმლო?
-ბოლოს როდის იგებდი რამეს რო?
-მართალი ხარ.
დღეები, კვირები და თვეები კარგად მიდიოდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რატის მსგავსი მზრუნველი პიროვნება მყავდა გვერდით. მაგრამ რატომღაც მოხდა ისე რომ რატის ერთი კვირა ჩემთვის არ მოუწერია და არც სამეგობროში ჩანდა, რაც ჩემში არ თუ ისე კარგ წინათგრძნობას იწვევდა.


ესეც ახალი თავი. ბოდიში დაგვიანებისთვის. კარგია? ველი კომენტარებს



№1  offline წევრი Anano Garsidze

შესანიშნავია <333 ველი შემდეგ თავს მოუთმენლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent