შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იისფერი სიყვარული +18 #11


12-07-2018, 15:38
ავტორი Nanaga
ნანახია 4 678

- როდის აპირებდი თქმას? - ჯერ კიდევ აგინიაში მყოფმა ამოილაპარაკა და ფურცლებს დააკვირდა
- იმ დღეს, როცა გამომიცხადე რომ მშორდებოდი - ჩაილაპარაკა კესომ ნაღვლიანად და გვერდით ამოუდგა
- მე რომ ეს არ მენახა ახლა, საერთოდ მეტყოდი? - რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ გააჟღერა კითხვა.. ჯერ კიდევ შოკირებული ლაპარაკობდა.
- არ ვიცი დემეტრე, თავიდან ძალიან დაბნეული ვიყავი, ისიც არ ვიცოდი მინდოდა თუ არა ბავშვი, მერე მივხვდი რომ ბავშვი არაფერ შუაშია და ის ჩვენი ნაწილია.. ბოლოს უკვე სიმართლეც გავიგე და ღმერთს მილიონი მადლობა შევწირე რომ სისულელე არ გავაკეთე. ალბათ გეტყოდი, ოღონდ ჯერ არა. ეკამ გაიგო და ამიტომ მითხრა ყველაფერი - გულწრფელად ჩაილაპარაკა და დამნაშავესავით ამოხედა მამაკაცს, რომელიც საერთოდ არ უყურებდა მას და მხოლოდ სურათზე გამოსახულ უკვე ადამიანის ფორმებიანს უყურებდა.
თავიდან უნდოდა გაბრაზებულიყო, ეჩხუბა და პრეტენზიები ჰქონოდა, რატომ მაშინვე არ მითხარიო მაგრამ ისევ გაჩერდა, მიხვდა რომ ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ ის იყო. იმ დღეს, ელემენტარული ჯენტლმენობა მაინც რომ გამოეჩინა და დაეთმო კესოსთვის სათქმელი, აუცილებლად გაიგებდა. თან ხომ უთხრა რაღაც მინდა გითხრაო.. ისევ ყველაფერი მისი იმპულსურობისა და სპონტანურობის შედეგია...
ახლა კი უყურებს იმ პატარა და ციცქნა არსებას, რომელიც მისი საყვარელი ქალის მუცელში ნებივრობს და წარმოდგენაც კი არ აქვს რა უნდა გააკეთოს, ერთადერთი რაც ამ წუთას უნდა ეს მისი ორი უსაყვარლესი ადამიანის კარგად ყოფნაა..
აკანკალებული თითებით დადო ფურცლები მაგიდაზე და ქალის სხეულთან ჩაიმუხლა, ნელა აუწია მაისური და მუცელზე დააკვირდა, ვერც კი შენიშნავდა ადამიანი და რა თქმა უნდა მანაც ვერ შენიშნა, პირიქით უფრო გამხდარი და დასუსტებული ეჩვენებოდა, ტუჩებით ნელა შეეხო და უხმოდ მაგრამ მთელი ემოციით დაუტოვა სველი კოცნა.
მომენტალურად წარმოიდგინა ყველაფერი, როგორ გაინძრევა პირველად, როგორი დაიწყებს შემდეგ მუცელში მოძრაობას და მოუსვენრობას, როგორ დაიბადება და რა პატარა იქნება...
ხომ არის ნათქვამი, რაღაც ცუდს აუცილებლად მოყვება რაღაც კარგიო.. მართალია ეს ამბავი ცუდამდე მოხდა მაგრამ დემეტრეს შემთხვევაში ცუდის შემდეგ გაიგო, ანუ მის ცხოვრებაშიც გამოანათა რაღაც იმედის ნაპერწკალმა, თითქოს მის სულში და გონებაში დაფუძნებულმა წყვდიადმა იკლო და სინათლის სხივის შემოსვლაც იგრძნო, მთლიან ორგანიზმში.
კესოსადმი სიყვარული ერთიანად შეიცვალა, ახლა ხვდება, რომ საერთოდ არცერთი დღე არ უნდა მის გარეშე.. არადა მათი ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც კესო პირველ კურსზე იყო. თავიდან პოტენციურ ქალად აღიქვამდა, მისი სილამაზით და ბუნებრიობით აღფრთოვანებული იყო. მერე ნელ-ნელა ყველაფერი ბევრად მეტში გადაიზარდა, ფიზიკური დაახლოების შემდეგ კი მისი გონება საერთოდ მოიცვა ქალზე ფიქრმა, მისი სხეული, სურნელი, მანერები, ვიზუალი.. ყველაფერი ერთად ირწყმებოდა და დემეტრეს თავშიც რაღაც დიდს ამზადებდა.
საბოლოოდ კი იქამდე მივიდნენ, რომ ამდენი წლის მანძილზე საერთოდ აღარ უნდოდა არც ვინმე სხვა და პირიქით, კესოც ის ერთადერთი იყო, ვინც მის გვერდში მთელი ცხოვრება წარმოედგინა.
უცბად ინანა ყველა მისი საქციელი, ხომ შეიძლებოდა ამდენი ნერვიულობით რამე მოსვლოდა კესოს ან ბავშვს?

- შენ ყველაფერი რიგზე გაქვს? - ფეხზე წამოდგა და თვალებში დააკვირდა, სადაც აშკარად იკითხებოდა მომენტისგან გამოწვეული სიამოვნება
- კი მეც კარგად ვარ და ბავშვიც კარგად არის. - უპასუხა და ორივე ხელით შემოეხვია. თითქოს ეს ჩახუტება იტევდა ყველა დაშორებას, მანძილს, წამს და ყველა იმ მომენტს, სადაც უერთმანეთოდ მოუწიათ ყოფნა.
- სქესი ჯერ არ ვიცით ხო?
- არა, სქესს შემდეგ ვიზიტზე გავიგებ, 16 კვირაზე, ახლა 12 კვირის ვარ. თუმცა მე მგონია რომ გოგო ბიჭი იქნება - ბავშვივით ჩამოურაკრაკა კესომ და მაშინვე დივნისკენ გაექანა
- მე კიდე მგონია, რომ გოგოა. შენსავით ლამაზი - გვერდით მიუჯდა და ცხვირის წვერზე აკოცა
- დედის გული არასდროს ცდება იცოდე - გაეცინა და გამოწვდილ მკლავებში ჩაწვა
- რა დისკრიმინაციაა, არც მამის გული არ შეცდება - დემეტრესაც გაეცინა
- ახლა რა უნდა ვქნათ? - როგორც იქნა მივიდა იმ შეკითხვამდე, რომელსაც დემეტრე ასე არიდებდა თავს
- არ ინერვიულო, ყველაფერს მოვაგვარებ.. არ დავუშვებ რომ კიდევ რამეზე ინერვიულო და რაღაცით გაირთულო ცხოვრება, ჩემი ხომ გჯერა? - სახეზე მოუსვა ხელი და თითის ბალიშებზე აკოცა.
- ვიცი და მჯერა შენი, უბრალოდ მეშინია.. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა
- იმ გოგოს შევხვდი, თამუნას.. არც მას უნდა რომ ყველაფერი ასე იყოს და ერთმანეთს დავეხმარებით, როგორმე ეს ამბავი რომ ჩავშალოთ.. ვუთხარი თუ მაპატიებდი გაგაცნობდი, ის თავის შეყვარებულს წამოიყვანს და შევიქმნებით ასე ქართულ ვენესუელურ სერიალში - ხმამაღლა გაეცინა და კესოც აიყოლია.
- ისე წარმოიდგინე, რა ნაძირალა უნდა იყო ადამიანი, რომ ჯერ ასეთი რაღაც გააკეთო და მერე საკუთარ შვილს ცხოვრება დაუნგრიო. მე მაგალითად ასეთ სიტუაციაში თავს მოვიკლავდი ან გავიქცეოდი ან არ ვიცი რას ვიზამდი..
- რას იზამ კესო, ადამიანები ბოროტები არიან და ბოროტება მართავს დღეს ყველაფერს - მხრები აიჩეჩა და წამოდგა - სამსახურში უნდა წავიდე, მოგვიანებით დაგირეკავ. შენ კი შემპირდი, რომ არაფერზე ინერვიულებ და თუ თავს ცუდად იგრძნობ მაშინვე დამირეკავ, კარგი? - შუბლზე აკოცა და კარებისკენ გაემართა.
- კარგი და შენც არ ინერვიულო არაფერზე, ინტერნეტში ვკითხულობდი, რომ ორივე მშობლის ემოციური განწყობა მოქმედებს ბავშვზე - გაეცინა კესოსაც და კარები დაკეტა.
მთელი დღე ბედნიერმა გაატარა. რაც არ უნდა იყოს, სჯერა მამაკაცის და მისმა სიტყვებმაც დაამშვიდა. თუმცა იმაზეც ნერვიულობს, დემეტრეს ან მის ოჯახს რამე არ დაუშავდეს.. ის კაცი აშკარად არ არის ნორმალური და ღმერთმა იცის რაზეა წამსვლელი. იმის წარმოდგენაც კი ზარავს, დემეტრე რომ აღარ ჰყავდეს ან ყველაფერი ისე წარიმართოს, რომ ცუდად დასრულდეს..
ფიქრების გასაფანტად ლილეს დაურეკა და დიდი ხანი ესაუბრა, მოუყვა ყველაფერი - ნუ ინტიმური დეტალების გამოკლებით რა თქმა უნდა..
ლილეც არანაკლებ გახარებული ჩანდა, რაც მთავარია ყველაზე მეტად ის გაუხარდა, რომ დემეტრემ შვილის შესახებ გაიგო.

- ხომ გეუბნებოდი, ყველაფერი კარგად იქნება მეთქი, ახლა მაინც ნუღა გამოიტენი ტვინს სისულელეებით იცოდე და ჩემს ნათლულს ნუ დატვირთავ ნეგატიური ემოციებით - გაეცინა ტელეფონში ლილეს
- მართლა ძალიან მიხარია, არ მეგონა ყველაფერი ასე თუ შეიცვლებოდა. ერთადერთი იმას ვნანობ, რომ ბავშვზე ასეთ რაღაცებს ვფიქრობდი - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა
- გეყოფა კესო. ჩაიარა ამ ამბებმა, შენ სტრესულ სიტუაციაში იყავი და არ იცოდი რას ამბობდი, ყველა ასე იქნება დამიჯერე.. მე ვიცი, რომ არაჩვეულებრივი დედა იქნები და რაც მთავარია დემეტრეც ყველანაირად შეეცდება კარგად იყოთ. მეც ხომ აქ ვარ არა?
- ვიცი ლილე და მადლობა, რომ ჩემს გვერდით იყავი და მუდამ ხარ, ძალიან მიყვარხარ - კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, ზარის ხმა რომ გაიგო - წავედი ლილე და დაგირეკავ მოგვიანებით, ვიღაცაა კარზე - საჩქაროდ დაემშვიდობა და გაუთიშა, კარები უცერემონიოდ გამოაღო და მომღიმარი ეკა დახვდა, უამრავი პარკით ხელში.

- ღმერთო ეკა, როგორ შეწუხებულხარ - პირზე ხელი იტაცა და ქალს პარკები გამოართვა
- როგორ ხარ ჩემო საყვარელო - მაშინვე გადაკოცნა ქალმა და პარკები სამზარეულოს დახლზე დაალაგა.
- კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? დაჯექი ყავას გავაკეთებ, რატომ არ დამირეკე რომ მოდიოდი - გულუბრყვილოდ ალაპარაკდა - თან რამდენი რამე მოგიტანია
- კარგი რა, მანდ ყველაფერია რაც შეიძლება დაგჭირდეს, ახლა ჩემი ვიზიტებიც გახშირდება და პარკებიც - ეკასაც გაეცინა - დაჯექი და მომიყევი როგორ ხარ? ექიმთან ხომ არ ყოფილხარ?
- კი ვიყავი, ყველაფერი კარგად გვაქვს - მაშინვე მიუტანა ფურცლები და მათ შორის ექოსკოპიის სურათიც
- როგორი პატარაა, როგორ მინდა მალე დაიბადოს რომ მოვეფერო. - თვალცრემლიანმა ჩაილაპარაკა და სურათი მიიხუტა - დემეტრემ დამირეკა, სიხარულისგან ლამის ტელეფონში გამოძვრა - ბედმიერმა ჩაილაპარაკა და ყავა მოსვა
- ხო, მეც მიხარია, რომ იცის.. თავისით ნახა ყველაფერი, მე ალბათ სიტვებს ვერ ვიპოვიდი რომ მეთქვა
- ხოდა მეც უზომოდ მიხარია, რომ ისევ ერთად ხართ.. დემეტრე ძალიან ნაჩქარევად იღებს ხოლმე გადაწყვეტილებებს, ხომ იცნობ შენ მას არა? თუმცა ერთადერთი ის ვიცი, რომ უზომოდ უყვარხარ, ალბათ შენს გამო სიცოცხლეს დაუფიქრებლად დათმობს და ეს მეც მახარებს. ვიცი რომ შენც ასევე გიყვარს და გული მიკვდებოდა ასე ცალ ცალკე რომ გიყურებდით... - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა
- ყველაფერი ცუდი წარსულში დავტოვოთ ეკა, მთავარია ახლა ყველაფერი მოგვარდეს - გაუღიმა კესომაც.
- მომისმინე, რაღაც უნდა გითხრა მაგრამ გთხოვ რომ არ მითხრა უარი. შენ იცი ჩვენი სიტუაცია და ღმერთმა იცის მომავალში რა იქნება, მჯერა კი რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის, მაგრამ რომ არ ჩაიაროს?! იქნებ მართლა ნულზე და უკაპიკოდ ვიყოთ მერე, ამიტომ მინდა ყველაფერი ახლავე მოვასწროთ
- რას გულისხმობ? - დაიბნა კესოც
- პირველრიგში მინდა რომ ბავშვისთვის იყოს ანაბარი, სადაც თანხას შევიტან. მინდა რომ ყველანაირად უზრუნველყოფილი იყოს. და ასევე მინდა, რომ უფრო დიდ სახლში გადაგიყვანოთ, ვიცი ახალგაზრდების ამბავი როგორ არ უნდათ მშობლებთან ცხოვრება და ასე შემდეგ. ჩათვალე რომ ეს ჩემი საჩუქარია ჩემი შვილიშვილისთვის, უარს არ მივიღებ. მინდა რომ როგორც შემიძლია დაგეხმარო და გამოვისყიდოთ დანაშაული, რაც შენ და დემეტრეს დაგემართათ ჩვენს გამო - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა, თუმცა მის ხმაში იგრძნობოდა მაინც იმედი.
- ეკა დიდი მადლობა უბრალოდ მე, არ შემიძლია ამხელა საჩუქრის მიღება მართლა - დაიბნა კესოც
- შენ მერე გაგიკეთებ საჩუქარს - გაეცინა ეკას - უარს მართლა არ მივიღებ, მერე რა ვიცი რა ხდება, როგორ ვიქნებით... ამას ბავშვისთვის და თქვენთვის გავაკეთებ, უბრალოდ შენს გარეშე არ მინდა სახლის არჩევა

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ყველაფერი ადრეა და შეიძლება მართლა მოხდეს რამე ცუდი, ეკას მაინც გულწრფელად სურდა წყვილის გაბედნიერება. კესოც დაიბნა და უცბად ამოეწურა სიტყვების მარაგი, ან რა უნდა ეთქვა ასეთ დროს? ეკა მაინც გააკეთებდა თავის გასაკეთებელს.

- დიდი მადლობა რომ ასე გვიდგახარ გვერდში, ბევრი შენს ადგილას არ მოიქცეოდა ასე და მე ამას მართლა ძალიან ვაფასებ - თვალცრემლიანმა ჩაილაპარაკა და ქალს მოეხვია.



№1  offline წევრი nathali lifhonava

საუკეთესოა!<3
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


№2  offline მოდერი Nanaga

ჰაიკო
მართლა კარგად წერ, სხვა თავები არ წამიკითხავს, ეს წავიკითხე ინტერესის გამო და მომეწონა, გრამატიკაც და ყველაფერიც გამართულია, მოცულობაც კარგია. წარმატებები.

დიდი მადლობა <3

 


№3  offline მოდერი Queenofmoon

ამ ისტორიის კითხვა რომ დავიწყე,თავიდანვე ძალიან მომწონდა. მერე რაღაც პაუზის შემდეგ გადამავიწყდა,რადგან ვერ ახერხებდი დადებას როგორც მახსოვს,მაგრამ კითხვა მაინც არ შემიწყვეტავს,რადგან
რაღაცნაირად,მიყვარს ეს ისტორია,ძალიან მიყვარს დემე და მინდა რომ ორივე ბედნიერი იყოს,ძალიან მომენატრა მათი სასიყვარულო ცეცხლოვანი ურთიერთობა,ძველი კესო და ძველი დემე.
ველოდები გაგრძელებას მოუთმენლად.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent