წამის მეასედი (თავი 23)
კარი შევაღე და შევედი, მისალმებას ვაპირებდი... მაგრამ ღიმილი სახეზე შემეყინა, ჩემს წინ ნოე იდგა. თავი 23 -გამარჯობა.-მომესალმა და ჩაიღიმა.-დაბრძანდით, ჩემი პარტნიორი ახლავე შემოვა. -გგ...გამარჯობა.-ამოვთქვი კანკალით და სკამზე ჩამოვჯექი. „ვერ მიცნო?" მის სახეს დავაკვირდი, არანაირი ემოცია არ ეხატა, რა თმა უნდა, დიდი დრო გავიდა ათი წელი ცოტა არაა...ჯანდაბა როგორ მომენატრა! -ყავა, ჩაი?-მკითხა მან. -არა მადლობა.-თავი გავაქნიე და ტუჩზე ვიკბინე რომ ტირილი არ დამეწყო. -უაკაცრავად დაგვიანებისთვის.-კარი გაიღო და ტარიელი გამოჩნდა, უცებ ადგილზე შედგა და კარგად დამაკვირდა, შემდეგ თავი გააქნია და თავისი ადგილი დიკავა. -არაუშავს. -უკაცრავად, მე დაგტოვებთ უბრალოდ რაღაცის თქმა მინდოდა.- ნოე ტარიელს მიუბრუნდა.-დღეს პოლი ჩამოდის და მინდოდა გამეფრთხილებინე. -ვიცი ნოე მეც დამირეკა.-წარბი ასწია ტარიელმა. -კარგი...მაშინ გავალ...დაამთავრე და მოგვიანებით ვილაპარაკოთ.-გაიღიმა და კარისაკენ წავიდა.-ნახვამდის.- მითხრა და გავიდა, ტარიელს ჩაეცინა და მთხოვა რომ დამეწყო. ინტერვიუმ ისე ჩაიარა, რომ ვერაფერი გავიგე, ინსტიქტურად ვსვამდი კითხვებს და ვიწერდი, ტარიელის გვარი აღარ მახსოვდა რაც იმას ნიშნავდა რომ ვერ მივხვდებოდი თუ ეს ნოეს კომპანია იქნებოდა...ათასში ერთი იყო იმის შანსი, რომ მაინდამაინც ამ კომპანიაშვი მოვხვდებოდი...ჰმ...ღმერთო რა იღბლიანი ვარ! -შეიძლება რაღაც გკითხო?-მკითხა ტარიელმა. -დიახ გისმენთ.-მთელი ძალით ვეცადე ყურადღება მომეკრიბა. -რატომ დაბრუნდი? -არ ვიცი.-თავი ჩავხარე. -მეხუმრები?-წარბი ასწია მან. -ვერ მიცნო. -შენი წასვლის შემდეგ თქვა რომ უბრალო ზაფხულის რომანი იყო, აღარც კი გახსენებდა. -შენ ხომ გახსოვარ.-თავი გაკვირვების ნიშნად გადავხარე. -მე იმიტომ მახსოვხარ რომ ლიზასთან არ გამიწყვეტია კონტაქტი...ნოე კი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. -სად იყო?-ვკითხე მე. -არ ვიცი.-მხრები აიჩეჩა. -ფიქრობ დამივიწყა? -ელენა ათი წელი გავიდა და შენ ერთხელაც არ დაგირეკავს. -შენ არ იცი რა მოხდა.-ვთქვი და ამდენი ხნის შეკავებული ცრემლები წამომივიდა. -ახლა რას აპირებ? -არ ვიცი.-თავი გავაქნიე.-კარგი...უნდა წავიდე, კიდევ შევხვდებით.- ვთქვი და გამოვედი. ****** -ანუ ვერ გიცნო?-მკითხა საღამოს ლიზამ, როდესაც ჩემს სახლში ვისხედით და ჩაის ვსვამდით. -არ ვიცი ლიზ,ეს ყველაფერი უბრალოდ... ძალიან უცნაური იყო.-თავი გავაქნიე მე, შემდეგ კი ტელეფონს დავწვდი და ვუპასუხე.-გისმენთ.-თან კამერა ჩავრთე და ტელეფონი წინ გავწიე რომ ჯოში კარგად დმენახა. -მომენატრე.-მითხრა მან. -მეც.-გავუღიმე.-როდის ჩამოხვალთ? -შემდეგ კვირაში. -ჯოშ!-ხელი დაუქნია ლიზამ.-როგორ ხარ? -კარგად ლიზა, შენ? -კარგად. -ორი წამით გადმოგირეკე მოკითხვა მინდოდა, გავრბივარ... ალექსი უნდა წამოვიყვანო აკადემიიდან. -ჩემს მაგივრად აკოცე.-ვუთხარი და გავუთიშე. -ესეც თუ შეყვარებულია რაა!-ამოიოხრა ლიზამ. -ლიზა!-ვთქვი მკაცრად. -კარგი, კარგი ვიცი როგორ ვერიტან როცა თქვენს ურთიერთობას განიხილავენ...მაგრამ ნოეზე რას აპირებ? -ისევ იმ გოგოსთან ერთადაა? -არ ვიცი... ***** -მოკლედ, შენი ინტერვიუ ძალიან მოგვეწონა.-მითხა უფროსმა რამდენიმე დღის შემდეგ. -ვეცადე.-გავუღიმე მე. -ახალ დავლებას მოგცემ...რადგანაც ასე კარგად გაართვი თავი, გადავწყვიტეთ რომ უფრო ვრცელი სტატია მოგცეთ, შენ ზუსტად ერთი კვირა იქნები იგივე კომპანიაში, ამ დროის მანძილზე უნდა დააკვირდე, ინტერვიუ აიღო სხვდასხვა პროფესიის ადამიანისაგან და საბოლოოდ უნდა მაჩვენო ერთიანად შეკრული. -იგივე კომპანია?-მისი ლაპარაკიდან მხოლოდ ეს გავიგე. -კი მოთხოვნაა, კომპანიის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით...რამე პრობლემაა? -არა...-ამოვთქვი მე. -და, რაც მთავარია როგორმე ბატონი ნოე უნდა დაიყოლიო რომ ინტერვიუ ჩავწეროთ მასთან. -ვეცდები.-ვთქვი და დიდი ძალისხმევით გავიღიმე. -მაშინ დღესვე წადი, უკვე ყველას მოველაპარაკე , საკუთარი კაბინეტი გექნება, სადაც იმუშავებ, მოკლედ სტატიას მთლიანდ შენ განდობ, მაინტერესებს შენი დამოუკიდებელი შესაძლებოლობები. ღიმილთ დავემშვიდობე და კაბინეტიდან გამოვედი, რამდენიმე საათში კომპანიაში ვიყავი, ტარიელის მდივანი კი ჩემს კაბინეტს მაჩვენებდა. -მოეწყვეთ, ბატონი ნოეს კაბინეტი ამ სართულის ბოლოსაა, ბატონი ტარიელის კაბინეტი კი გვერდით, ნებისმიერ წამს მომმართეთ.-მითხრა ღიმილით და გავიდა. პირველ დღეს ნოეს მხოლოდ რამდენიმეჯერ მოვკარი თვალი, დანარჩენი დღეების განმავლობაში თანამშრომლებისაგან ვიღებდი ინტერვიუს, რამდენიმე გვერდი დავწერე კიდეც, უკვე მესამე დღე იყო რაც ვცდილობდი ნოესთან მიმეღწია და გამეგო ვახსოვდი თუ არა,ასე მარტივად ვერ ვიჯერებდი რომ უბრალოდ დამივიწყა. ამოვიოხრე და კომპანიის სასადილოში შევედი, მაგიდას დავეყრდენი და ყავა მოვსვი. -გამარჯობა.-მითხრა ქერა ბიჭმა, თუ არ ვცდები დავითი იყო ბუღალტერიიდან. -გამარჯობა.-თავი დავუკარი მე. -ექსკურსისს შესახებ გაიგე?-მკითხა მან. -არა, რა ექსკურსია? -გამარჯობა.-პასუხის გაცემა ვეღარ მოასწრო რადგან ნოე შემოვიდა. ჯერ უკმაყოფილო მზერა ჩემთან ახლო მდგომ დავითს აატარა, შემდეგ მე შემომხედა და წამით მომეჩვენა რომ გაბრაზდა. -დავით ჭორაობაზე მეტი საქმე არ გაქვს?-ჰკითხა და ყავა დაისხა.- არა, ის გასაგებია რომ ქალბატონი ელენას პროფესია მოითხოვს კიდეც გაუჩერებლად ლაპარაკს, მაგრამ ვფიქრობ შენ ახლა ამ თვის შემოსავლებს უნდა გადაავლო თვალი და უნდა მაცნობო, ათ წუთში ჩემს კაბინეტში გელოდები. -დიახ ბატონო ნოე.-თქვა ბიჭმა და რაც შეიძლება სწრაფად გავიდა ოთახიდან. -სასიამოვნო მუშაობას გისურვებთ...და ეცადეთ ნაკლებად მოაცდინოთ ჩვენი თანამშრომლები.-გამიღიმა და ისიც უკან მიჰყვა. -შე...-ლამის უკან მივყევი და მივახრჩე. -ღმერთო, რა უჟმურია.-თავის ქნევით შემოვიდა ტარიელის მდივანი.-რა უნდოდა იმ საწყალი ბიჭისგან? -არ ვიცი...ისე რაღაც ექსკურსიაზე ლაპარაკობდა. -არ გაგიაგი?-მკითა შავგვრემანმა, რომელიც იმ წამს შემოვიდა.- კომპანიიდან მივდივართ შაბათ-კვირას, ტბისპირა კოტეჯები იქირავეს. -ჩემთვის არაფერი უთქვამთ და თან ,რაც არ უნდა იყოს, ვერ წამოვალ ამ შაბათ-კვირას სტატია უნდა დავასრულო. -კარგი.-გოგომ მხრები აიჩეჩა და შავგვრემანს მიუტრიალდა. მე თავი გავაქნიე და ჩემი კაბინეტისაკენ გავემართე, ვწერდი როდესაც ჩემმა უფროსმა დარეკა. -გისმენთ. -ელენა, ექსკურსიის შესახებ გაიგე უკვე? დამავიწყდა მეთქვა, აუცილებლად უნდა წახვიდე და ფოტოებიც უნდა გადაიღო.- მომაყარა ჩქარ-ჩქარა.-და, რაც მთავრია ბატონი ნოესგან ინტერვიუ აიღე? -არა. -იჩქარე, იქნებ დასვენებამ ცოტა გაახალისოს და დაგთანხმდეს, თან შენი ქარიზმატულობის იმედიც მაქვს, მე არ უნდა გასწავლიდე, ცოტა იმოქმედე. -კარგი...ნახვამდის-ვთქვი და გავთიშე. -ჯანდაბა...-ამოვიოხრე, უბრალოდ მინდოდა რაც შეიძლება სწრაფად გავცლოდი აქაურობას. ***** ტბისპირა კოტეჯები ჰქონდათ ნაქირავები, პარასკევს სამსახურის შემდეგ წავედით და კვირას ღამით დაბრუნებას ვაპირებდით. -კარგი, თითო კოტეჯში ორ-ორი უნდა დაბინავდეთ.-გვითხრა ტარიელმა.-თუ გინდათ მე გადაგანაწილებთ, თუ გინდათ თქვენ შეთანხმდით. -ეს თქვენ ქალბატონო ელენა.-მითხრა და გასაღები გამომიწოდა.- მარტო იქნებით. -კი მაგრამ... -რადგანაც ჩვენი კომპანიის თანამშრომელი არ ხართ და თან ძალიან გიყვართ ლაპარაკი, ჩვენი თანამშრომლები შევიცოდეთ და თქვენთვის კოტეჯი ცალკე ვიქირავეთ.-თქვა თვითკმაყოფილი სახით ნოემ.-ისიამოვნეთ დასვენებით. -მადლობა.-გავუცინე მე „დიდი სიამოვნებით დაგთხრიდი მაგ ლამაზ თვალებს".-ჩემს ოთახს ხომ ვერ მაჩვენებდით? -დიახ, წამობრძანდით.- ეზოში გამიძღვა და ტბასთან ახლოს მდგომ პატარა კოტეჯთან გაჩერდა. -აი ისიც.-ხელით მანიშნა.-თუ რამე დაგჭირდებათ, მე მომმართეთ.- მითხრა და ახლა თავისი მაჩვენა, რომელიც ჩემი კოტეჯის პირდაპირ იდგა. შემდეგ თავი დამიკრა და წავიდა. მე ბუზღუნ-ბუზღუნით შევედი ჩემს კოტეჯში, ჩემოდანი სავარძელზე დავდე და თვალი მოვავლე იქაურობას, კარის მარჯვნივ ხის საწოლი იდგა, მოპირდაპირედ დივანი,სავარძელი და მაგიდა, პატარა კარი სააბაზანოში გადიოდა. ალბათ თერთმეტი ხდებოდა როდესაც კარზე მომიკაკუნეს. -ელენა, ტბასთან კოცონი დავანთეთ, არ წამოხვალ?-კარში თავი ტარიელის მდივანმა, ნინიმ შემოყო. -წამოვალ.-ქურთუკი ავიღე და უკან გავყევი. ტბასთან რამდენიმე მეტრის დაშორებით კოცონი ენთო, ნინი შავგვრემანს მიუჯდა გვერდით და მეც დამქაჩა ხელზე. მე ჩუმად ვიჯექი, დანარჩენები სასაცილო ისტორიებს ყვებოდნენ, შიგდაშიგ კი ნოეკენ ვაპარებდი მზერას რლმელიც ქერა გოგოსთან საუბარში იყო გართული. შემდეგ ვიღაცამ გიტარა მოიტანა და დაკვრა დაიწყო, ვიღაც სიმღერით აჰყვა. -მომეცი.-ვუთხარი როდესაც გიტარა შემთხვევით აერია და ვეღარ აწყობდა, ბიჭმა ყოყმანით გამომიწოდა, მე სწრაფად ავაწყვე და ისევ უკან დავუბრუნე. -მადლობა.-თავი დამიკრა მან, კიდევ რამდენიმე სიმღერა იმღერეს, ცოტა დამაკლდა რომ აკორდები არ შემესწორებინა რომლებსაც არასწორად იღებდა. -აი ასე.-ვუთხარი და ის აკორდი ავიღე რომელიც სწორი იყო. -იქნებ თქვენ თვითონ გეცადათ?-მკითხა ნოემ. -თავს შევიკავებ.-ვთქვი და თავი გავაქნიე. -ძალიან გთხოვ.-მითხრა ნინიმ, მას დანარჩენებიც აჰყვნენ და გიტარა ხელში მომაჩეჩეს, ნომე კი უაღრესად კმაყოფილად ჩაიღიმა. -კარგი...-ვთქვი და პირველი ნოტი ავიღე, შემდეგ გიტარას დავხედე, თვალები დავხუჭე და ისე გავაგრძელე დაკვრა. -There goes my heart beating Cause you are the reason I'm losing my sleep Please come back now...-დაიწყო ვიღაცამ. თვალები გავახილე და მაშინვე ნოეს ლურჯ ისრებს წავაწყდი, მაშინ მივხვდი რომ ვახსოვდი, იმ სიმღერას ვუკრავდი ბოლოს რომელზეც ვიცეკვეთ, ათასი აზრი იკითხებოდა მის თვალებში და კიდევ უფრო მეტი გრძნობა, ნერწყვი მძიმედ ჩავყლაპე და სიმღერა გავაგრძელე. -I'd climb every mountain And swim every ocean Just to be with you And fix what I've broken Oh, 'cause I need you to see That you are the reason-გოგო არ ელოდა რომ ვიმღერებდი და უბრალოდ გაჩერდა, ახლა ირგვლივ მხოლოდ ჩემი და გიტარის ხმა ისმოდა, შემდეგ გავჩუმდო და გოგომაც მაშინვე განაგრძო, ჩემს დაუკითხავად წამომივიდა ცრემლები.-'Cause I need you to see That you are the reason.-დავასრულე, შემდეგ ყველაფერი სწრაფად მოხდა, თვალცრემლიანი წამოვდექი, გიტარა ბიჭს მივაჩეჩე ხელში და ჩემი კოტეჯისაკენ წავედი რომ ჩემი ცრემლები ვერ შეემჩნიათ, არც კი ვიცი რა დამემართა უბრალოდ მონატრებამ ერთიანად შემომიტია და თავის კონტროლი დავკარგე. -ელ!-მომესმა უკნიდან ნოეს ხმა, შემოვბრუნდი და სახეში მივაჩერდი.-ქალბატონო ელენა...-სწრაფად გამოასწორა მან, მეკი ჩამეცინა..-ხომ კარგად ხართ? -ოკეანეების გადაცურვის ხასიათე.- ვუთხარი და ჩემი გზა განვაგრძე. -შენ მთებსაც დამპირდი.-მომესმა უკნიდან სიცილით ნათქვამი და მეც გამეღიმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.