შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელობის ღამე (7) (+18)


13-07-2018, 16:22
ავტორი ბიბი
ნანახია 1 420

ორი თვით ადრე
***
-ჩვენი შერჩეული გოგო უკვე მზად არის მოქმედებაზე გადავიდეს.
-ელენე, რომ არ გამოუვიდეს?! ჰო იცი არა ედუარდი როგორია ყველა ქალს იპყრობს და თავად არავის ენდობა.-ნერვიულად აათამაშა კაცმა თითები.
-ჰო ვიცი, მაგრამ ერთი სუსტი წერტილი აქვს, ვერ იტანს როცა ქალი მისით არ ინტერესდება
-ანუ?
-ანუ ეს გოგო, ემა, ფიზიკურად ძალიან კარგია, მეტისმეტად კარგი, ჭკვიანია, ეშხიანი,მთავარია ედუარდს შეხვდეს, და თავს აუცილებლად შეაყვარებს.-აღფრთოვანებით საუბრობდა ელენე ემაზე.
-ანუ ედუარდს ერთგვარ ფანდს ვუწყობთ.-ჩაეღიმა კაცს
-ჰო და როცა საჭირო გახდება ეს გოგო მოიშორებს თავიდან ისე რომ ჩვენზე ეჭვს არავინ მოიტანს.-წარბები აათამაშა ელენემ სიხარულის ნიშნად.
-მშვენიერია. და ეს გოგო სად არის?!
-მასთან უნდა წავიდე ცოტახანში და რაღაცები დავარიგო.
-მისმინე, შეცდომები არ მჭირდება. რაც შეიძლება ფრთხილად იყავი!
-ვიცი რობი ვიცი-თვალი ჩაუკრა ქალმა და შენობიდან გავიდა.
***
-მოკლედ ჩემო მშვენიერო გოგო,შენი დრო მოვიდა.-ელენემ ღიმილი აიფარა სახეზე და სავარძელში ჩაჯდა.
-რომ არ გამოვიდეს?-ემა ნერვიულად დადიოდა ოთახში და თან ტუჩს იჭამდა.
-გამოვა, უნდა გამოვიდეს. შენ უნდა გამოიყვანო.
-როგორ?
-მოკლედ, ყველაფერი დაგეგმილია.-დღეს ედუარდს შემთხვევით გადაეყრები, უკან უნდა გაყვე, აუცილებლად მივა თავის ძმასთან იქ დაუდარაჯდები და უკან გაყვები. მაღაზიასთან ან სადმე აფთიაქთან მაინც გაჩერდება, თვალში გაეჩხირები, ისე ვითომ შემთხვევით, რამდენიმე სიტყვასაც ეტყვი. თავადაც ბაიკს მართავს და შენც ასე უნდა მოიქცე, ეს მოხიბლავს.
-რომ არ მოიხიბლოს?!
-მართალია, ერთი შეხედვით არ მოიხიბლება, მეორე დღესაც სადმე შემთხვევით ისევ უნდა გადაეყარო, და კვლავ რამდენიმე სიტყვით დააჯილდოვო. და რაც მთავარია დაიმახსოვრე, არავითარ შემთხვევაში არ შეგაცდინოს, არ მოგატყუოს და შეგიპყროს მისმა გარეგნობამ, მისმა ეშხმა, გპირდები ეს ძალიან რთული იქნება. შემდეგ კი აუცილებლად მოგძებნის, მოგძებნის და შენს სიახლოვეს მოვა, მერე ცოტა სისხლი უნდა დაიღვაროს, შენი და მან უნდა გადაგარჩინოს. მოკლედ შეიძლება იფიქრო რომ ეს ბიჭი ნაძირალაა მაგრამ ასე არაა. მხოლოდ იმიტომ კლავს ჩვენთვის რომ იცის ეს ადამიანები უღირსები არიან. ერთ დღეს აუცილებლად მიხვდება რას ვაკეთებთ რეალურად და გაგვყიდის, ან სრულიად უსასყიდლოდ გადაგვცემს სახელმწიფოს. მოკლედ შენი პირველი დავალებაა ესაა, შენზე დამოკიდებული უნდა გახადო. შენი დაკარგვის უნდა ეშინოდეს.
-გასაგებია, ანუ ჩემზე უნდა გახდეს დამოკიდებული-ემამ ეშმაკურად გაუღიმა საკუთარ თავს სარკეში-მგონი შევძლებ.-რამდენიმე წუთის წინ მშიშარა გოგონა სადღაც გაქრა და ახლა გაბედული, ეშმაკური გამოხედვის ქალი გახდა.
***
-ღმერთო ეს როგორ უნდა შევძლო, ეს როგორ უნდა გავაკეთო, არა შეუძლებელია- ნერვიულობისგან მთელი სხეული უკანკალებდა ემას, ტელეფონი მილიონჯერ აიღო ხელში და ნომრის აკრება სცადა. მაგრამ ხელები ისე უკანკალებდა ვერ შეძლო.-არა შეუძლებელია ეს როგორ უნდა გავაკეთო, ედუარდი, მისი თვალები. მისი თმა, როგორი შტამბეჭდავია, ახლა ვხვდები რას გულისხმობდა, ახლა ვხვდები რაზე მაფრთხილებდა.-ცივი წყალი გადაივლო, რამენაირად რომ დაეცხრო აღელვებული სხეული და გონება, დიდ საბანში გაეხვია და ლოგინზე მოთავსდა. თვალები დახუჭული ქონდა მაგრამ მაინც ფხიზლობდა, ვერ შეძლო დაძინება, ოცნებებსა და ფიქრებში გაატარა მთელი ღამე.
“როგორც კი თვალი მოვკარი, მაშინვე მივხვდი რომ ამას ვერ შევძლებდი, თითქმის გაუჩერებელი ბაიკიდან გადმოვიდა და სადარბაზოში სწრაფად შევარდა, მოქნილი, ძლიერი სხეული ქონდა, რამდენიმე მეტრიდანაც, სიბნელეშიც ძალიან კარგად ჩანდა. გამოვიდა და სისხლიანი ხელით სიგარეტს ეწეოდა, თითქმის ერთი საათი იჯდა ასე გაუნძრევლად და ღრმა ნაფაზებით ეწეოდა. მის თმას სიო არხევდა, და მისი სურნელი თითქოს ჩემთან მოჰქონდა. შემიპყრო, წამში გავხდი ედუარდით დაავადებული. მერე როგორც ჩანდა სიგარეტი გაუთავდა და დაიძრა. ვერ მოვედი აზრზე მანამ სანამ სინათლეში არ ღმოვჩნდი მის კვალდაკვალ, რას ვაკეთებდი, სხვა მისია მქონდა სურვილი კი სრულიად საპირისპირო, მინდოდა დავწეოდი, გამეჩერებინა, წელზე მოვხვეოდი და აღარასდროს არსად გამეშვა. ხმის კანკალი და სხეულის შფოთვა ძლივს შევიკავე, როცა ვუთხარი მგონი სისხლისგან იცლებითქო. მინდოდა ჩემი ხელებით შემეწყვიტა მისი სისხლის დენა, მინდოდა მისი თითოეული წვეთი სისხლი შემენახა. ჰო წამებში გავხდი მანიაკი, წამებში გავხდი შებყრობილი და ცხადი იყო ეს არასდროს გამივლიდა. აზრზე მხოლოდ იმის გახსენებამ მომიყვანა თუ რა დაუნდობელ ხალხთან დავიჭირე საქმე.”
დილით ტელეფონის ზარმა, თითქოს გააღვიძა ემათუმცა მას არც დაუძინია, ელენე იყო, ემასაც სხვა გზა არ ქონდა არაფერი გაუმზელია მისთვის მოემზადა და ახლა უკვე ედუარდის სახლთან დაიწყო ლოდინი, როდის გამოვიდოდა. დაინახა როგორ გამოვიდა სახლიდან უკან გაყვა, გაუმართლა, ბაიკი გააჩერა და არ დაუჩქარებია იქიდან გადამოსვლა, ამიტომ ემამ შეასწრო კაფეში და ყავაც მასზე ადრე მიიღო.
ემას საშინლად ეწვა მუცელი როცა ცხელი ყავა გადაესხა მაგრამ რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა სახეზე კუნთის არ შერხევა იყო და ასეც მოიქცა.
“მინდოდა მთლიანად დავეფუფქე იმ ცხელი ყავით, კიდევ მილიონი ყავა გადაესხა ოღონდ სამუდამოდ მისთვის მეყურებინა.”
***
-შენი ძებნა დაიწყო, დღეს აუცილებლად მოუახლოვდება შენს სახლს, და შენც მზად უნდა იყო, ორი ბიჭი შენ შორიახლოს იმოძრავებს და როდესაც ვანიშნებ მოქმედებაზე გადავლენ, ერთი ორს დაგარტყამენ მაგრამ უნდა მოითმინო, უნდა აიტანო გესმის?! საქმეს ასე ჭირდება-ელენე გამწარებული ცდილობდა რაც შეიძლება მოკლედ და მკაფიოდ აეხსნა ემასთვის მდგომარეობა.
-ვაიდა არ მოვიდეს? და არ გადამარჩინოს?!
-გამომხედე გოგო! შენ შენ თავში თუ ეჭვი გეპარება მე როგორღა გენდო?!
-არა ეჭვი არ მეპარება მე ედუარდში…
-შენთვის ედუარდი ედუარდი არ არის!-მკაცრად თქვა ელენემ და გოგოს სახე ნიკაპით დაუჭირა.-შენთვის ის სამიზნეა, არცაა აუცილებელი მისი სახელი იცოდე.
-სამიზნე?!
-ის შენ უნდა მოკლა!-მკაცრად უთხრა და თვალები თვალებში შეანათა.
***
“ეს პირველი შეხება იყო, სხვაგან, სადმე შორს რომ ერთმანეთს შევხვედროდით, ვერასდროს ვიფიქრებდი რომ მას ვინმე მოკლული ყავდა, ან საერთოდ ხელი თუ ქონდა ვინმესთვის დანარტყამი, მისი თვალები იმედნად სუფთა იყო, ჰაეროვანი ნახევრად გრძელი თმა და დაბალი წვერი საოცრად უხდებოდა. მკაცრი გარეგნობა ქონდა. ძლიერი სხეული, ლამაზი ნაკვთები. ვერც მე და ვერც ვერავინ რომ არ მცოდნოდა ვერ იფიქრებდა რომ ბოროტმოქმედი იყო. მის სახლში, მისივე საწოლზე ვიწექი, მის სურნელში გახვეული, მისი ტანსაცმელი მეცვა, მის საშხაპეში ვიბანავე, მისი… მისი… ედუარდის… ედუარდის… მხოლოდ ერთი სიყვა იყო ედუარდი, მთელი სამყარო ამ სიტყვის ირგვლივ ტრიალებდა ჩემთვის. არ არსებობდა სხვა დასაყრდენი. ნუთუ ვინმეს შეუძლეია ერთ დღეში შეიყვაროს ადამიანი, ერთ დღეში თავდაყირა დააყენოს საკუთარი ცხოვრება. ედუარდს მშვიდად ეძინა, იმდენად მშვიდად 1%ითაც არ ელოდა რომ შესაძლოა ჩემს გვერდით საფრთხე დამუქრებოდა. მე კი მის ლოგინში მოსვენებას ვერ ვპოულობდი, ვერ ვიძინებდი, ვერც მეღვიძა მის ლოგინში, საერთოდ მისას ვერაფერს ვეკარებოდი. მეშინოდა მეშინოდა ისე არ მივჯაჭვულიყავი მის ოთახს როგორც მას მივეჯაჭვე წამებში. ამ სახლში მყოფი ჰაერის გარდა რომ სხვა ჰაერით ვეღარ მესუნთქა?! მის გარეშე რომ მოვმკვდარიყავი?!”
*ს*ქსი*
“ის სიზმარი ჰომ იცით, კიბეზე რომ ადიხარ დასაფეხურს ფეხქვეშ გაცლიან?! თავს ზუსტად ასე ვგრძნობდი, მეგონა აქამდე არავინ შემხებია, არავის ხელი მიგრძვნია წელზე. წამით იმასაც ვფიქრობდი რომ სხეულზე ცეცხლი მეკიდა, მაგრამ ყოველი შეხების შემდეგ ვფხიზლდებოდი და ვიაზრებდი რომ ეს არ იყო რეალური, რომ ამ შეხების ავტორს ადრე თუ გვიან ჩემი ხელით მოვკლავდი, ეს ფიქრი და მისი შეხება ტკივილისა და ნეტარების კონტრასტს ქმნიდა.
მიუხედავად ტკივილისა რომელიც მომავალში მელოდა მაგრამ მაინც ახლა მტანჯავდა, განცდა რომელის მან მომანიჭა წარმოუდგენელი, ენით აღუწერელი იყო. ჩემი ყველა სხეულის ნაწილით ტკბებოდა. მე კი ისიც მკმაროდა რომ მის თმას ვეხებოდი. გაუმაძღარი არ ვიყავი, რადგან ვიცოდი რაც უფრო მეტს მივიღებდი მით უფრო გამიჭირდებოდა მისი დათმობა. “
*აღიარება*
“ჩემთან მოვიდა, უწინდელ დღეებს არ გავდა, აღელვებული იყო, აფორიაქებული, ლაპარაკი უნდოდა, საქმე სერიოზულად იყო, მის გამომეტყველებაში ახლა მხოლოდ ამას ვხედავდი. ლაპარაკობდა და თან ყოველი მისი სიტყვა სხეულს მისახიჩრებდა, დამდგარა და მთელს სხეულზე იარებს მიჩენდა. იარაღი ზლივს მოვძებნე ჯერ თვალებით შედეგ კი იქმადე მისასვლელი გზა განვსაზღვრე.მივხვდი დრო იყო. უნდა გამესროლა, უნდა დამესრულებინა, ჩემი და მისი სიცოცხლე ერთად, მას თუ მოვკლავდი თავსაც არვიცოცხლებდი. ვერ დავკარგავდი ჩემს ერთადერთ სიყვარულს რაც გამაჩნდა. ვერ შეველეოდი, მეც თან უნდა გავყოლილიყავი.
მარტო მე რომ მოვმკვდარიყავი?! არა, მე მასთან ერთად მინდოდა, ან ცოცხალი ან მკვდარი მაგრამ მასთან. მართალი იყო, უნდა მოვრიდებოდი, არ უნდა მიმეცა საშვალება მისით შეპყრობილი გავმხდარიყავი მაგრამ მივეცი და ახლა უკან დასახევი გზა აღარ იყო.”
-რას აკეთებ ემა!-გაოცებული ედუარდი აზრზე ვერ მოვიდა და მანაც იარაღი ამოიღო.
-გეგონა ცოცხალს დაგტოვებდნენ?!

---
ესეც ემას სულიერ, ფიზიკურ, მორალური მდგომარეობა.
მაპატიეთ პატარა თავისთვის უბრალოდ არ მინდოდა ზედმეტად გამეწელა.
მადლობა ყურადღებისთვის.
მადლობა გამხნევებისთვის.
მადლობა ერთგულებისთვის.



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

სწორია ხომ და არა ჰომ. თავიდან ვიფიქრე რომ უნებურად გეშლებოდა, მაგრამ...ხ, ხ, ხ და არა ჰ!

 


№2  offline წევრი ბიბი

grafo
სწორია ხომ და არა ჰომ. თავიდან ვიფიქრე რომ უნებურად გეშლებოდა, მაგრამ...ხ, ხ, ხ და არა ჰ!

არადა უნებურად მეშლება :D გამოვსწორდები

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

საიტზე ხშირად იყენებენ ავტორები და ეგრევე ვწყვეტ ხოლმე კითხვას. იგივე მჭირს "ოუ"-ზეც :))).
ძალიან კარგი :*.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent