შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დინა ქალდანი (თავი4)


13-07-2018, 20:21
ავტორი სვანუკა
ნანახია 1 510

ძალიან მინდოდა თავიდან ბოლომდე დამედო, მაგრამ არ გამომივიდა,ვერ დავაღწიე თავი გამოცდების ქარცეცხლს და მაპატიეთ დაგვიანება. მომავალ თავს აუცილებლად უფრო მალე დავდებ. იმედი მაქვს მოგწონთ და ვიმედოვნებ რომ შემიფასებთ, მჭირდებით და გელით.

..........................


ძალიან დაღლილი გამოვიდა სამსახურიდან, 20წლის გოგონასთვის სწავლა და სამსახური ერთად ძალიან დამღლელია, თუმცა უმკლავდება და საკუთარ თავს არ აძლევს მოდუნების საშუალებას. ისეთი კარგი ამინდი იყო ფეხით მოუნდა გასეირნება, მანქნის წაყვანა თავის მძღოლს სთხოვა და თავად ფეხით გაუყვა მამა დავითისკენ მიმავალ გზას, იქ მისულმა კი გადმოხედა განათებულ თბილისს, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და იქვე ჩამოჯდა თავის ფიქრებთან ერთად. თითქოს არაფერი განსაკუთრებული, ისევ ისეთია ფიზიკურად, მაშინ რამ შეცვალა ასე ძალიან? რამ? ისევ საკუთარ თავს ელაპარაკებოდა. ჩანთაში უკვე მერამდენედ ზუზუნებდა ტელეფონი მან კი მხოლოდ ახლა შენიშნა, დახედა, მაგრამ ნომერი ვერ იცნო.
- გისმენთ! - აშკარა გაბრაზება შეინიშნებოდა დინას ხმაში, არ უყვარდა სიმშვიდის დარღვევა.
- ქალბატონო დინა, შენ რა ქალი ხარ? ამ დროს სახლში არ უნდა იყო, გოგო, შენ? ან ამდენ ხანს რომ გირეკავ და გასკდა ტელეფონი სად ხარ ვერ გავიგე? - ჯერ კიდევ ისეთი ხმა ჰქონდა ბატონ ერეკლე ქალდანს გეგონებოდათ არაფერი მომხდარა, სინამდვილეში თუ კარგად დააკვირდებოდით მიხვდებოდით პიკზე, რომ მიეღწია მის ნერვებს.
-ერეკლიუს? შენ? მოიცა შენ რა ნომრიდან მირეკავ? ჩამოხვედი? ერეკლე ქალდანო, თვალით არ დამენახომ, თორემ მოგკლავ და მეც დავისვენებ. უნამუსო კაცო, ჩამოხვედი და შენს ბიძაშვილს ახლა მატყობინებ? უსინდისო კაცი ხარ, ეკე. - ერთიანად მიაყარა გაოგნებულმა დინამ მისი ხმის ამოცნობის და ყველაფრის გააზრების შემდეგ, სანამ ერეკლე კიდევ რამეს ეტყოდა.
- მეტყვი ახლა სად ხარ და მოგაკითხო, თუ მთელი თბილისი ავწიო ჰაერში? შენ თავად გადაწყვიტე რომელი გირჩევნია. - სიცილით ჩასძახა ტელეფონში.
- არა რა კიდევ, რომ მეხუმრება უყურეთ ერთი. - თითონაც გაეცინა - მთაწმინდაზე ვარ, პატარაობაში, რომ დავყავდით დედას აი, იქ. - რაღაცნაირი გულდაწყვეტით თქვა.
- კარგი, დინიკო, 10წუთში ადგილზე ვარ. - თქვა და გათიშა.
დინა გახარებული იყო ეკეს ჩამოსვლით, ის იყო მისი ბიძაშვილი, ბავშვობის განუყრელი მეგობარი და ამავდროულად სულის ნაწილი, რომლის გარეშეც დინას არცერთი დღე არ წარმოედგინა, თუმცა ბოლო 5წელია მხოლოდ სკაიპის საუბრებით შემოიფარგლებიან სიშორისა და დროისუქონლობის გამო. დინა საქართველოში იყო და მშობლების ბიზნესის უძღვება დღემდე სწავლასთან ერთად, 3წელი სწორედ ეკეს მამა, დინას ბიძია ეხმარებოდა საქმის კეთებაში, ხოლო როდესაც სრულწლოვანი გახდა, ბიძიამ აღარ ისურვა დინას საქმეებში ჩარეულიყო, ამიტომ მას დააწვა მთელი საქმე და სიმძიმე. ყველაზე რთული იყო ეკეს გამგზავრება, არც გაუცილებია დინას, იცოდა თუ მივიდოდა ჭირვეული ბავშვი გახდებოდა და ისეთ რამეს ჩაიდენდა, რასაც შემდეგ ინანებდა, რა ექნა უჭირდა, საშინლად უჭირდა მისი ბავშვობის გაშვება ასე შორს - ლონდონში და ასე უცებ, მაგრამ გააკეთა, არც გაბრაზებულა, არც არაფერი უთქვამს, იცოდა ასე იყო საჭირო... მიუხედავად ყველაფრისა და ეკეს რამდენიმე მცდელობისა, საქართველოში ჩამოსულიყო ან დინა წაეყვანა მასთან არაფერი გამოუვიდა. დინა როდესაც საქმიან შეხვედრებზე ან გავლით მაინც იყო ინგლისში არ ნახულობდა ეკეს, არც მოიკითხავდა, იცოდა ეს რომ გაეკეთებინა, ფარ-ხმალს დაყრიდა და ყველაფერი აირეოდა.
წარსულს იხსენებდა, როდესაც გვერდით მძიე სხეული ჩამოუჯდა. იგრძნო... იგრძნო... ღრმად ჩაისუნთქა... 5წელი ბევრი შეიძლება არ არის, მაგრამ არც ცოტაა... არ უნდა ეტირა... მაგრამ ცრემლებმა დაუკითხავად გადმოლახეს ჯებირები, გამოანგრიეს და ფერმკრთალ ღაწვებზე გზა გაიკვალეს... უცებ მიჩოჩდა ძლიერი სხეულისკენ და მაგრად ჩაეკრა, ამდენი წლის შემდეგ კიდევ უფრო ღრმად ჩაისუნთქა მისი სურნელი... ამ დროის განმავლობაში უძრავად მჯდომი, დინას მიშტერებული ეკე, შეირხა და ერთი ხელის მოსმით ჩაისვა კალთაში თავისი დინა, მისი უსაყვარლესი დაიკო, მისი სულის განუყოფელი ნაწილი...
დიდხანს ისხდნენ ასე ერთმანეთზე ჩახუტებული, ყველანაირი სიტყვების გარეშე, მათი იყო ეს დღე, ესმოდათ თანაც უსიტყვოდ... მხოლოდ მაშინ წამოდგა ეკე, როდესაც დარწმუნდა, რომ დინას ღრმად ეძინა მის მკლავებში და სახლში წაიყვანა. ისევე იზრუნა, როგორც ადრე ზრუნავდა და მის გვერდით დაიძინა, როგორც ბავშვობაში.
დილა მზის სხივებით დაიწყო, ათასფრად მოელვარე სხივები შემოჭრილიყო ფანჯრიდან და თავს ესხმოდა მძინარეებს. დინამაც ნელ-ნელა დაიწყო გაღვიძება, არ სჯეროდა, ვერ იჯერებდა, რომ ეკე ისევ მის გვერდით იყო. დიდხანს უყურა მძინარს და შემდეგ ადგა, თავი მოიწესრიგა, ყველანაირად გაერკვა სიტუაციაში და რომ გამოფხიზლდა გადაწყვიტა ისევ ჩვეული ანცობისთვის მიემართა, რატომაც არა, ეკემ არ უთხრა რომ ჩამოდიოდა და ამაზე ვითომ ბრაზობს.
ვინაიდან დღეს კვირაა ყველაფრისგან ისვენებს, ამიტომ სამზარეულოში ჩაკუსკუსდა, საუზმე მოამზადა და წყლის დოქით ხელში გაემართა საძინებლისკენ, მაგრამ როდესაც მშვიდად მძინარე დაინახა, რაღა ასე გავაღვიძო კარგი ფილმის ყურება მირჩევნიაო და უცებ მოძებნა საჭირო ნივთები, ქამე გააკეთა, თავად კი ტელევიზორი ჩართო და დივანზე მოკალათდა მომავლის მოლოდინით.
რამდენი დააგვიანდა ეკეს გაღვიძებას არავინ იცის, ამასობაში დინას ძალიან მოშივდა და გემრიელად შეექცა საუზმეს. ჭურჭელს რეცხავდა ეკეს განწირული ყვირილი რომ შემოესმა და მისაღებში გავარდა.
- დიიიიიიიიიიინააააააააააააააა. - გამწარებული გაჰყვიროდა ეკე, დინა კი იდგა და იცინოდა მის ნამოქმედარზე, ლამის ჩაბჟირდა დაწითლებული ბიჭის დანახვაზე რომელსაც კატის წარბები, თვალები ცხვირი და რაც ყველაზე მთავარია, ულვაშები ამშვენებდა. - ასე არა, პატარა ქალბატონო? მე შენ გაჩვენებ! - ამის თქმა და ორივეს ადგილიდან მოწყვეტა ერთი იყო.მთელი სახლი შემოირბინეს სიცილ-ყვირილით, ყველაფერი თავდაყირა დააყენეს და ბოლოს როგორც იქნა დაიჭირა, აფართხალებული გოგო მხარზე გაიდო და ისე აარბენინა კიბე.
- ეკე, ეკე, გაფრთხილებ, არ გაბედო, არც კი სცადო, იდიოტო დამსვი, დამსვიიიი. - მაგრამ რაღა აზრი ჰქონდა 5წუთში გაყინული წყალი ესხმებოდა თავზე და გამწარებული, ხელებგადაჯვარედინებული იდგა მისი ჭავლის ქვეშ. ახლა ეკე გადაყირავდა და კაციშვილი ვერ მოასულიერებდა დიდი წვალების შემდეგაც კი. მოკლედ ასე გაატარეს პირველი დღე ზედმეტი საუბრებისა და კითხვების გარეშე, ხან ერთი დასდევდა მეორეს, ხანაც მეორე - პირველს.ბოლოს როგორც იქნა დაზავდნენ, მაგრამ დღის ბოლოს კარზე ზარმა დაურღვიათ იდილია.
- იყავი მე გავაღებ. - გასძახა ეკემ სამზარეულოში მყოფ დინას და კარი გამოაღო, მაგრამ ვაი ამ გამოღებას, სახლში ერთმანეთის მიყოლებით შემოვარდა ორი გოგო, რომლებიც ღმერთმა იცის რას გაჰკიოდნენ, მერე უცბ დასტოპეს და ერთ-ერთმა დაიწყო:
- არა, არააა, შენ აშკარად არ ხარ დინა. აბა ვინ ჯანდაბა ხარ? არა თუ ხარ და ოპერაცია გაიკეთე? მოიცა ამას თუ აპირებდი და მაგიტომ არ ჩანდი მთელი დღე ვერ გვითხარი? ჯანდაბა არადა რა სექსუალური ხარ ეს გადაკეთებული გოგო, აფსუს, რომ არ ვიცოდე ჩემი დაქალი ხარ, ამათი არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილა ჩაგაბარებდი ქალიშვილობას. - ისეთი სახე მიიღო გეგონებოდათ მართლა აკეთებსო. ამ ლაპარკში იყო გართული კესო, როდესაც დინა გამოვიდა და ყბადაღებულ ერეკლეს რომ შეხედა სიცილით გადაბჟირდა, ლამის ჩაიკეცა, ესენი კიდევ შეშფოთებული მობრუნდნენ.
- ტიტუუ, ამოგძვრა კესო გამყრელიძე ენა, რავა წაგიგდია და არ გააჩუმე, ამიტომ გაქვს ძირში მოსაჭრელი. - ვითომ დანანებით წარმოთქვა, მაგრამ ბოლოს სამივე დაქალს ისეთი სიცილი აუტყდა სახლი ლამის შეზანზარდა. ბოლოს როცა გული იჯერეს, დინამ გაცნობის ცერემონია ითავა.
- გოგონებო, გაიცანით, ეკე ქალდანი, ჩემი ბიძაშვილი, არაბიოლოგიური ძმა, ნუ მოკლედ ეს ისაა ვისზეც ამდენს გიყვებოდით. ეკე, გაიცანი ჩემი უახლოესი მეგობრები, სანამ შენ არ იყავი ისინი მაძლიერებდნენ, ნუ შენც იცი მათზე ამიტომ ბევრს აღარ გავაგრძელებ.
- აჰამ, ესეიგი შენ ხარ ის. - მრავლისმეტყველად წარმოთქვა კესომ და წარბები სასაცილოდ აათამაშა.
- კი, მე ვარ. - ისევ გაეცინა ეკეს.
- ჰო, მე კესო ვარ, ეს კი ტასო. - უკვე მშვიდად გაეცნო, მართლა ქაჯი,რომ არ ეგონოს.
- სასიამოვნოა.
- ჩვენთვისაც. - ერთ ხმაში უპასუხეს და დინას გზას მიჰყვნენ.
ერეკლეც მაშინ გამოფხიზლდა და მიხვდა ამდენ ხანს რომ ღია კარში იდგნენ. უკვე დაკეტვას აპირებდა, როდესაც სუსტი სილუეტი შენიშნა სწრაფად მომავალი და გვერდზე გაიწია ამანაც არ გამიტანოსო, მაგრამ გოგონა შედგა, უცხო ადამიანის დანახვაზე შეკრთა, არ მოელოდა, გარემო შეათვალიერა და გაფართოებული თვალები მიაპყრო მამაკაცს.
- არ მითხრა, რომ შენც დინა გგონივარ თორემ გავაფრენ. - სიცილით უთხრა ეკემ.
- მე... ისა... უკაცრავად... მე...
- შემოდი, შემოდი, თუ იმის თქმას ცდილობ სახლი შეგეშალა თუ არა, გეტყვი რომ არა, დინაც სახლშია. - ღიმილით უთხრა დაბნეულ გოგონას და სახლში შეატარა.
- ერეკლე ქალდანი. - ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად.
- მე... თაია... თაია მესხი. - დაბნეულმა გასცა პასუხი და თავისი ნაზი ხელი შეაგება გამოწვდილ ტორს. აი აქ, ორივე გაიყინა, ორივეს შეამცივნა და გააკანკალა. საბედნიეროდ მალევე მოვიდნენ გონს და სასტუმრო ოთახში შეაბიჯეს.
დრო მხიარულად გადიოდა, საღამომ კარგად ჩაიარა კესოსა და ტასოს დამსახურებით. ეკეც უკეთ გაიცნეს. თაია დარცხვენილი იჯდა, აშკარად ვეღარ იყო ისეთი გახსნილი, როგორიც მხოლოდ გოგონებთან, ამის მიზეზი კი რა თქმა უნდა ბატონი ერეკლეს დაჟინებული გამოხედვა გახლდათ. მერე წამოვარდა ორი გიჟი, აბა ჩვენ წავედითო, დინას დიდი თხოვნის მიუხედავად ეკე დარჩენილიყო, ბატონმა უარი განაცხადა, გუშინ ისე გამოვვარდი დედასთვის არც მითქვამს სად მოვდიოდი, ამიტომ ახლა წავალ და ხვალიდან სულ ჩაგისახლდები თუ გინდაო, მერე გოგონებს შესთავაზა გაგიყვანთო, თუმცა ამაზე კესომ ასეთი პასუხი გასცა:
- მე პირადად, დიდი სიამოვნებით დაგთანხმდებოდი, მაგრამ ვერაფრით ვუღალატებ ჩემს რაშს და ამათი არ ვიცი.
- ჰო, მეც მანქანით ვარ. - ტასომაც აუბა მხარი - ისე შენკენ ცხოვრობს თაია და მანქანაც არ ჰყავს, ამიტომ შეგიძლია ის წაიყვანო, თუ არ შეწუხდები, რა თქმა უნდა.
- მე... არა, იყოს არ შეგაწუხებთ, ჩემით წავალ. - უცებ იუარა თაიამ.
- არა რა შეწუხებაა, პირიქით, გამიხარდება თუ დამთანხმდები.
- კარგით, მაშინ ჩანთას ავიღებ და გავიდეთ.
- მიდი, გელოდები.
თაია გავიდა, ჩანთა აიღო და დასაკლავად განწირული ცხვარივით გაჰყვა უკან ზორბა ერეკლეს. ყველა წავიდა და ისევ მარტო დარჩა დინა. სამაგიეროდ, თაია ვერ ისვენებდა ეკეს მანქანაში, რა არ გააკეთა, რომ ბიჭისთვის არ შეეხედა, თითები ლამის მოიმტვრია, მაგრამ სურვილი ვერ დაძლია და მაინც გაექცა თვალი, აი რომ შეხედა აქ მიიღო სრული შოკი. ბეჭებში გამართული იჯდა საჭესთან ბატონი ქალდანი, საჭეზე რიტმულად ათამაშებდა გრძელ, თლილ თითებს, ტუჩის კუთხე ოდნავშესამჩნევად ჩატყდომოდა და იღიმოდა, თაიამ წამით თვალი ვერ მოსწყვიტა მის სწორ, ლამაზ ცხვირს, შავ წარბებს, გრძელ ამავე ფერის წამწამებს, სქელ ტუჩებს, დაბალზე დაყენებულ, ოდნავ წამოზრდილ წვერსა და საშუალო სიგრძეზე დაყენებულ თმას.
- ასე თუ მიყურე, ვგრძნობ ავარია გარდაუვალი იქნება. - დაბოხებული ხმა მისწვდა მის სმენას და წამში შეაბრუნა სახე. სირცხვილისგან გაწითლდა, თავი დახარა და ისევ თითების წვალებას მოჰყვა. შიგადაშიგ ეკე გადმოხედავდა ბეღურასავით მობუზულ გოგონას და ეცინებოდა. ასე ხმის ამოუღებლად მივიდნენ თაიას კორპუსამდე.
- აქ შემიჩერეთ თუ შეიძლება.
ეკემ მანქანა გააჩერა და ჩაბნელებულ კორპუსს გახედა.
- აქ ცხოვრობ? - ჩაფიქრებულმა ჰკითხა. ეს უბანი არასდროს მოსწონდა.
- ჰო... კარგით... ნახვამდის და გმადლობთ... - ისევ დაიბნა გოგონა. მანქანიდან აპირებდა გადასვლას, როდესაც ეკემ ხელი დაუჭირა და ნაზად აკოცა ქათქათა თითებზე.
- ღამე მშვიდობით, თაია. - უთხრა და ხელი შეუშვა. დაბნეული გოგოც გადავიდა და სწრაბი ნაბიჯით გაუყვა კორპუსისკენ მიმავალ ბილიკს. ეკე მანამ ადევნებდა თვალს სანამ სიბნელეში არ შთაინთქა ქალის სილუეტი, შემდეგ კი ადგილიდან მოწყდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent