თბილისელები ფერადდებიან [ნაწილი მეორე]
მეორე ნაწილი-[გრძნობები] განა ღამე უსინათლობა არ არის? უდღეობა. უმზეობა. სწორედ, რომ დაბრმავებაა. არ უნდა ენდო, არც ერთ მის გადაწყვეტილებას. ბნელია და ემოციური, როგორც სავსე მთვარე. _ _ _ და, მაინც რატომ ფერადდებიან თბილისელები? -ისინი ეჩვევიან, დღისით, ფერადად მიიღონ გრძნობები. _ _ _ ახალგაღვიძებული მიდიოდა უნიში. ალბათ გზაზევე ჩამოეძინებოდა, წვიმის წვეთებს რომ არ შეეხსენებინა,-ზამთარია, მზის სხივები იტყუებიანო. მაღაზიის გადახურულს რომ შეაფარა თავი, ყველაფერს შეეხო გონებაში და მიწასთან გაასწორა. იყურებოდა იმედიანად, იქნებ ვინმემ გამოიაროსო, ან გადაიღოსო, მაგრამ ამაოდ. -ნანოე-ბინის ბოლო ფანჯრიდან ეძახდა სანდრო. სანდრო, რომელიც სიცივის, წვიმის მიუხედავად, მოკლემკლავიანით გადმოყურებდა ნაოს.-ამოდი, გათბები. -მარტო ხარ?-ნანოე ისეთი გაყინული იყო, უკვირდა იქვე რომ არ იკეცებოდა. -მე-7ზე, ლიფტი უფასოა.-პასუხზე გაეცინა და ბინისკენ გაიქცა. ხელები ისე გაყინვოდა, ვერც წარმოიდგენდა თუ ოდესმე გაუთბებოდა. _ _ _ -და მაინც რომ მელამაზები?-კარის გააღებისთანავე ჩვეულებრივად გამაგიჟებელი ხმა გაიგონა. -მაინც?-სიცილით ახედა სანდროს. -დასველდი? -იმდენად არა, როგორც გავიყინე-სანდროს მოცემული პლედი მოიფარა და დივანზე დაჯდა. -ყავა? -მეზიზღება.-თქმა და სანდროს წარბების აწევა ერთი იყო. -პირველად რომ გნახე, კაპუჩინოს სვამდი. -მართალია, მაგრამ პირველად რომ მნახე, ლაfლოუში ვისხედით. ეგ ერთადერთია სადაც ყველაფერზე კის ვამბობ. -ჩაი? -უიშვიათესად, მაგრამ ახლა არა. -ნანოე, წყალი?-სანდრო ისეთი სახით უყურებდა, თითქოს წინ ადამიანი არ უზისო. -ახლა თეთრ ღვინოს დავლევდი.-ბიჭს გაეღიმა და ბარისკენ წავიდა. -ლიპარტელიანო, ღვინოებში’ც ერკვევი? -რას ნიშნავს ც’ც?!-გამოწვდილი ჭიქა აიღო და მოსვა.-შენ არ სვამ? -შუადღეს ღვინოს არ ვსვამ.-დივანზე დაჯდა და ნაოს დააკვირდა. -არასდროს? -არასდროს.-ნაო ადგა და იმ ფანჯარას მიუახლოვდა, ცოტა ხნის წინ სანდრო, რომ იდგა. -აივანი აქვს? -არა. -არა? ღმერთო, ასეთი ხედი, უაივანოდ ხომ სიბოროტეა?!-გახედა სანდროს გაოგნებულმა. -აივნები არ მიყვარს. -არა?! -არა-სიცილით უპასუხა სანდრომ. -სისულელეა. მატყუებ!-ჭიქა მაგიდაზე დადო. -კარგი, ეგრე იყოს. -აქ ცხოვრობ? მითხარი რომ სხვა ბინაც გაქვს, აივნით!-უკანასკნელ იმედს ეჭიდებოდა ნაო. -იმედები უნდა გაგიცრუო. -ღმერთო! შეგიძლია უნივერსიტეტში დამტოვო?-გაბრაზებული წავიდა გასასვლელისკენ. -მანქანა თუ არ მყავს?-სიცილით ჰკითხა სანდრომ. -მაშინ ეგ გასაღები რისია? -ვიხუმრე-ხელები ასწია და გასავლელისკენ ანიშნა. _ _ _ -მადლობა, ერთი ჭიქა ღვინისთვის-მანქანის კარი გამოაღო ნაომ. -ნანოე-თავისებურად ჩვეულებრივად თქვა სანდრომ. -ჰო?! -ასე თუ გაგრძელდა, ბუშტების და ვარდების გარეშე გამოვალ ხომ? -რომც არ გაგრძელდეს მაინც-თქვა გაღიმებულმა და კარი მიხურა. _ _ _ -ლაfლოუში რა-უთხრა გოგოებს და ტაქსში ჩაჯდა. -სერიოზულია?-ჰკითხა ტელეფონიდან თეამ. -აი, წინათ ‘დაწყებაზე’ რომ დამცინეთ, ეგეთი. -15 წუთში იქ ვართ-ჩასძახა ქეთომ და გაუთიშა. ნანოე გრძნობდა, სულით ხოდცამდე, რომ სანდრო არ იყო ვაჩე ან საბა. გრძნობდა, რომ სულიწმინდამდე ორგანული იყო ყველა სიტყვა და მოქმედება. და, ნანოე გრძნობა, რომ ეს არ იყო ღამის ბრალი. არ გაკვირვებია, ქეთო და თეა უკვე მისულები რომ დახვდნენ. -ალექსი? -კი, სანდრო. -რამდენი რაღაც არ ვიცით?!-გაოგნებულმა გახედა ქეთიმ. -ცოტა ბევრი. -შენ არ ხარ ვალდებული დეტალებში მოყვე, მაგრამ ვალდებული ხარ ვიცოდეთ, რას გრძობ და რატომ!-თქვა თეაკომ -ვიცი-ამოიკნავლა ნაომ. -დაიწყე რა-თქვა ქეთიმ და სიგარეტს მოუკიდა. მაშინ ნაოც წაეტანა ღერს, მაგრამ იმ წამსვე დადო. -...ლაfლოუ, ლიაკო, ვისკის სახლი და სანდროს სახლი. -მერე? ნანოე ყვებოდა, ხელებით, თვალებით, მიმიკებით და ეს უკვე საკმარისი იყო მიხვედრილიყავი თუ რაზე საუბრობდა ის. იმ გაფერადებაზე, რაც დღეს და მზეს შეეძლო. აღწერდა სანდროს, როგორც ყველაზე ხასიათიან ბიჭს, რომელთანაც აქამდე ესაუბრა. ყველაზე ამოუცნობ ტიპს, ყველაზე გიჟს, რომელსაც შეეძლო ნოემბრის დასასრულს, ფანჯარა გაეღო და მოკლემკლავიანებით შეეხედა წვიმიანი თბილისისთვის. ნაოს მოსწონდა სანდრო. ისეთი როგორსაც ხედავდა, როგორიც იყო. -დაიწყო სიყვარულო. -ხოო... -მაგრამ სანდრო?! -რა სანდრო? -სერიოზულია? -მე უბრალოდ მომწონს ქეთ, ეს უბრალოდ ფლირტია. -ჯერ-ჯერობით-თქვა თეაკომ და მიმტანს დაუჯახა. _ _ _ საღამოს, ყველაფრისგან დაღლილი, ლიაკოს აივანზე, პლედში გახვეული იჯდა და უბრალოდ ცას უყურებდა, უცხო ნომრისგან შეტყობინება რომ მოუვიდა: <დამეწვევი სკოჩზე?> ნაოს გაეღიმა. <რა თქმა უნდა, არა, სანდრო> უკვე იცინოდა. იცინოდა, რადგან ღამეც ვერ აგიჟებდა, ისე როგორც ყიფშიძე. ^^^ გალოდინეთ... მაგრამ ვიმედოვნებ ღირდა. მე ვფიქრობ, რაც მინდოდა ის დავიწყე. გელით <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.