შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 24


14-07-2018, 03:48
ავტორი zia-maria
ნანახია 2 392

გიორგი იჯდა და ფიქრებში ჩაძირულიყო რუსომ რომ დაადო ფრთხილად ხელი მხარზე და უთხრა.
-გიორგი წავიყვან მარიამს და დავბან,შენ მერე ამოდი.
-კარგი დედა,ცოტა ხნით ვიქნები გარეთ.რუსო წავიდა მარიამთან ერთად და გიორგიმ ვარსკვლავებით მოჭესილ ცას ახედა,შემდეგ თავზე მოიკიდა ხელი,საფეთქლები დაიზილა და ჩურჩულით თქვა.
-დაივიწყე,დაივიწყე გიორგი რაც იყო ადრე და მიიღე ეს ცხოვრება დღევანდელი ხედვით როგორც ხედავ მას.წარსული უკან არ ბრუნდება,ნუ ცდილობ დაიბრუნო ის რაც დაკარგე,მაგრამ დღევანდელი ცხოვრება უნდა მიიღო ისეთი,როგორიც მოგცა უფალმა.ახლა შენ მხოლოდ შენი პატარა მარიამისთვის უნდა იცხოვრო.უეცრად მარიამის ხმამ გამოიყვანა ფიქრებიდან,რომელიც მხოლოდ ტრუსის სამარა გამოქცეოდა რუსოს და გიორგის კალთას შეაფარა თავი.
-გამოექეცი ბებოს?
-ქო,გამოექესი და ჩეთან მოვედი.
-ჰოდა წამოდი ჩვენც დავწვეთ,დღეს ჩემთან ხომ დაწვება ჩემი გოგო.
-უდა ჩაგექუტო?
-ხო, აბა?გიორგიმ ცას ახედა,თითქოს იქედან მარიამი უცქერდათ და დაემშვდობა მას,შემდეგ კი კიბეებს აუყვა და ანას ხმაც გაიგონა.
-ლუკა შენ და მარიამი ერთ ოთახში დაწვებით,ისე როგორც ადრე.
-არა,არ მინდა მე მარიამის გვერდით დაწოლა.გაჯიუტდა ლუკა.გიორგიმ ანას შეხედა გაბრაზებულმა და უთხრა.
-რატომ ატირებ ბავშვს ანა.
-ასე ადვილად ამას ვერ აატირებ,მაგრამ ვერ გავიგე რატომ არ წვება მარიამთან ერთად არადა სულ ერთად წვებოდნენ.
-ნაჩხუბრები არიან დღეს და იმიტომ.მოესმა გიორგის ბექას ხმა.
-მარიამი ჩემთან წვება ბიძი,შენც წამოხვალ?შეეკითხა ლუკას.
-არა,მაგასთან ერთად აღარსად აღარ წავალ.მკაცრად თქვა ლუკამ და მარიამს შეხედა გაბრაზებულმა.
-უუუფ,ჩენ გგონია შეგეხეწები?ენა გამოუყო მარიამმა ლუკას რამაც ლუკა კიდევ უფრო გააბრაზა და ჩაილაპარალა.
-წუნკალა.გიორგი კი იცინოდა მარიამის მოსწრებულ პასუხზე.
-წავედით მა დავიხუხუნოთ?
-ჭავედით.გიორგი თავის საძინებლის კარი გააღო,რომ უეცრად ლუკას ხმა გაიგონა რომელმაც მარიამს მიაძახა.
-წუნკალა აფერისტო.კარებიც უცებ მიხურა და თავის საწოლში შეძვრა.
-გამიჩი ქელი მამიტო,ის უდა ვჩემო.
-ვინ უნდა ცემო.
-ვინ და იდიოტი ლუკა.აფართხალდა გიორგის ხელებში მარიამი მაგრამ გიორგიმ არ გაუშვა და სიცილით უთხრა.
-ხვალ,ხვალ გაუსწორდი.უთხრა და საძინებელში შევიდა.
-ლატო ალ გამიჩვი.შეუბღვირა მამას მარიამმა.
-დაწყნარდი ახლა და აი შენი საღამურები აქ დაგიტოვა ბებომ,შენ ჩაიცმევ?მე წავალ და წყალს ამოგიტან. მარიამმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად,გიორგიმ კიბეებზე ჩამოირბინა და ერთი გულიანად გადაიხარხარა.რუსომ გაკვირვებულმა მიაჩერდა,რამდენი ხანია გიორგის ასეთი ბედნიერი სიცილი არ მოუსმენია.
-დედა,ეს ორი ასე კბენენ ერთმანეთს?შეეკითხა რუსოს სული რომ მოითქვა.გაეცინა რუსოს და უთხრა.
-სულ ასე არიან,სულ მათ გაზავებაში ვარ.ლუკა აქ რომ არის ვერაფერს ვერ ვაკეთებ,მაგათ დავდევ რომ ერთმანეთს რამე არ ატკინონ.
-ეს ორი ერთად არასოდეს არ დატოვოთ მარტო,ან ლუკას შემოაკვდება მარიამი და ან მარიამს ლუკა.თქვა იქვე ღიმილით მდგარმა გოგიმ.
-მეცინება რომ მახსენდება როგორ კრა ხელი და არც დაფიქრებულა ისე გადააგდო წყალში.გაეცინა გიორგის.-წყალი უნდა წაუღო,ღამე რომ მოითხოვოდს.წაიღო წყალი გიორგიმ და ოთახში რომ შევიდა მარიამი იჯდა და ელოდა მამას,საღამურები კი უკუღმა ჩაეცვა.გიორგის აღარ შეეძლო ამდენი სიცილის შეკავება და გულიანად იცინა,შემდეგ ხელი მოკიდა დააგდო ლოგინზე და იმდენი ეფერა სანამ ორივე არ დაიღალა.
-ადე მა,უკუღმა ჩაგიცვამს საღამურები და წაღმა ჩაგაცმევ.
-მამიტო დედიტო ალასდლოს აგარ მოვა?შეეკიხა მარიამმა.
-დედიკო აქ აღარ მოვა,მაგრამ დაიმახსოვრე ის ყოველთვის ჩვენთან არის.
-მელე ჩვენთან ლატომ ალ მოდის,ალ ვუკალვალთ?
-მარიამ შენ ბებომ რა გასწავლა დედა სად არისო, დაგავიწყდა?
-მახჩოვს კალგადაც ლაც მასწავლა ბებიკომ.
-აბა მითხარი თუ გახსოვს.
-დედიტო იქაა მაღლა ცაჩი,ვალსკავებთან ელთად.
-შემდეგ?
-შენდეგ,იქ ცხოლობს დედა.
-და?
-და იქედან გვიკულებს.
-და.............
-და ის ალის ჩვენი ფაველი აგელოზი.
-სწორია და ის ჩვენ არ უნდა გავაბრაზოთ.
-ბებომ მითლა ჩულ წესლიგში უდა ვიკო,ჩუფთად ლადგან დედას ალ უკალს უწეშლიგობა.ამ საუბარში საღამურიც ჩაიცვა,საწოლიდან ჩამოვიდა და სარკმელთან მივიდა,ფარდა გასწია მაგრამ ვერ შეწვდა და მამას გახედა.
-ამიკანე შენი ქელებში,ეთი ჭუთით.გიორგიმ მივიდა გაღიმებული და ხელში აიყვანა,ფანჯრის რაფაზე შემოსვა,მარიამმა მოუბრუნდა და ლოყაზე აკოცა შემდეგ კი ღიმილით ახედა ცას და უთხრა.
-მე და მამიტო უკე ვიზინებთ და ჩენს დაიძინე დედიტო.გატოსეეე,მიკალქალ დე.გიორგის ცრემლი მოერია და მანაც ახედა ცას,შემდეგ მარიამს მოკიდა ხელი და მის გვერდით დაიწვინა,მარიამმა შეუბრუნდა გიორგის და მასაც დაემშვიდობა.
-ღამე შიდობისა მამიტო
-ღამე მშვიდობისა ჩემო პრონცესა.შუბლზე აკოცა გიორგიმ და ღიმილით დააცქერდა ამ ერთი ციცქნა მოუსვენარ და ენა ტარტალას.
-ყველა თავის ცხოვრების ჯვარს დაატარებს საყვარელო,შენ ჩემი ცხოვრების ის მძიმე ჯვარი ხარ,რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ჩემს გვერდით იქნება.ეფერებოდა მის შავ ლოკონებს,რომ მოულოდნელად მარიამმა უთხრა გაბრაზებულად.
-ნუ ექები და ნუ აჭვალებ ჩემს ლუკონებს,ველ ვიტან ჩემი თებს ლომ ექებიან.თებზე ნუ შემექები, უუუუფ.გადაბრუნდა და მამას მისი პატარა ტაკუნები მიაბზიკა.
-ღმერთო ჩემო შენ აქედანვე გინდა სიმკაცრე,ალბად ძნელი იქნება გოგოს აღზრდა მაგრამ როგორმე გაგიძლებ.გაეღიმა და ასე გაღიმებულს ჩაეძინა.დილით ღიმილით შეხედა მის მკერდზე მიკოფსებულ მარიამს და შუბლზე აკოცა,ფრთხილად ადგა სპორტულ ფორმაში გამოეწყო და სავარჯიშოდ გავიდა მარიამის გამოღვიძებამდე,ისე გაერთო ვარჯიშში რომ ვერც კი გაიგო როგორ მიუახლოვდა მარიამი.დაასრულა ვარჯიში და სულ ოფლიანი იყო,შეხედა იქვე მდგარ წარბებ შეკრულ მარიამს რომელსაც დოინჯები შემოეწყო და ისე უცქერდა.გიორგიმ მიხვდა,რომ ის ნაწყენი იყო რადგან საწოლში არ დახვდა გამოღვიძებულს.
-ოჰ,საქართველოს ყველაზე გემოვნებიან პრინცესაც მოსულა.მე წყალს გადავივლებ ახლა,ხომ მხედავ რომ სველი ვარ,მოვემზადები და სოფელში წავიდეთ მე და შენ კარგი?უთხრა და თვალი ჩაუკრა.მარიამმა წარბები გახსნა და იყვირა ხმამაღალი ხმით.
-ულაააა,ბებოოოოო ლა მაგალიაააა,ჩვენ მიდივალთ.
-რამ გაგახარა ბებო ასე ძალიან.გამოვიდა რუსო გარეთ.
-დილა ჩიდობის ბებლიკო,ლოგოლ ქალ?
-მე კარგად ვარ ბებო,შენ როგორ ხარ?უთხრა რუსომ ღიმილით.
-გამრთობი გყავთ და არ მოგაწყენთ თუ მარიამი და თუ სხვები.
-კი,ესაა ჩვენი სიმხიარულე.ღიმილით გააყოლა თვალი სახლში შესულ მარიამს.
-დედა მე მოვემზადები,შენ მარიამი მოამზადე და ჩვენ სოფელში წავალთ.ჩაუწყვე რამოდენიმე ხელი ტანისამოსი.ვნახავთ იმათ და ორ-სამ დღეში დავბრუნდებით.
-კარგს იზმ შვილო.გაუხარდა რუსოს მაგრამ უეცრად სახე დაუსევდიანდა.-საფლავზედაც გახვალ მარიამთან ერთად?
-ხო მივალ,იქაც მივალ.გიორგისაც დაუსევდიანდა თვალები.-ვიცი,მელოდება და წავალ მარიამთან ერთად მაგრამ ჯერ არა დედა.უთხრა რუსოს და მის თვალებში ცრელმაც გაიბრწყინა.ამ დროს მარიამის ხმაც გაიგონა და ყურებს არ უჯერებს.
-ბებო მამუდა ჭაშულა,მამიტო ჩენ ამილჩევ ლა ჩავისვა?გიორგიმ შეხედა რუსოს თვალებ გაფართოვებულმა და უთხრა.
-დედა,მე უკვე ცუდად ვარ.ეს მე მოდებზე მიწყებს უკვე ჩაცმას?რუსო და გოგი ჩუმად იცინოდნენ.
-წამოდი ბებო, მე აგირჩევ რა ჩაიცვა და რა წაიღო.
-ჩეეენ?მამუდა ლატომ ჭავიდა.
-მე არ მენდობი თუ ჩემი გემოვნება არ მოგწონს?
-ჭამოდი,ჭამოდი.უთხრა რუსოს და თავად წავიდა პირველი.
-სულ გააფუჭა ეს ანამ,რასაც ის ყიდულობს ისეთ კაბას უკერავს ამასაც აჭრა ბავშვი ჭკუაზე.გიორგიმ თავი გააქნია,გაეცინა და თავის ოთახში ავიდა,როგორც ყოველთვოს შავებში გამოეწყო,მარიამმა შეირბინა გიორგისთან და რომ შეხედა შავები ეცვა თავადაც მამას მიბაძა,შავი შარვალი,შავი თხელი მაისური ჩაიცვა,თმები აუწია რუსომ მაღლა და სათვალეებიც გაიკეთა,ყურებთან კი ლოკონები ჩამოუყარა.ასე გამოწყობილი შევიდა გიორგისთან და გიორგიმ რომ შეხედა ჯერ თავად მარიამს შეხედა,შემდეგ მარიამის ფოტოს და გულზე სევდა შემოაწვა.
-სად წადი მარიამ პაპა გეძახის.მოესმა რუსოს ხმა.გაიქცა და გოგის ჩაეხუტა,გიორგი გარეთ გავიდა ჩანთები საბარგულში ჩააწყო და მარიამს დაუძახა.
-მარიამ წავედით,მზად ხარ?
-მოდივალ ქო.
-ეს ბავშვი მე სოფელში ჩასვლამდე ჭკუიდან გადამიყვანს.თქვა გიორგიმ და მშობლებს გადახედა.
-აგალ მოდიხარ?შეხედა გაკვირვებულმა გიორგის.
-წავედით,წავედით წინ ალბად კიდევ ბევრი სიურპრიზები მელის.ჩაილაპარაკა გიორგიმ და მარიამს მანქანის უკანა კარები გაუღო,მარიამმა კი ცრემლიანი თვალებით შეხედა და შეეხვეწა.
-მამიტო წინ დამაჯინე ლა გთოვ.გიორგი მარიამის ცრემლს საერთოდ ვერ იტანდა და ისევ წინ,მის გვერდით დააჯინა.ქამარს უკრავდა წელზე,რომ მარიამმა ლოყაზე აკოცა და უთხრა.
-მამიტო მიკალხალ.გიორგის გაეცინა და უთხრა.
-ჭინკა,პატარა ჭინკა ხარ მარიამ.საჭეს მიუჯდა და ღიმილით გადახედა შვილს.
-წავედით?
-სათალე გაიკეთე და წავედით.თავადაც გაიკეთა სათვალე,მარიამმა ბებოს და პაპას ხელი დაუქნია და წავიდნენ.
-წავედით ჩოფელჩიიიიი.აკისკისდა მარიამი.მიჰქრის გიორგი და თითქოს არწივმა ფრთები გაშალა,მიჰქრის მანქანა და თბილი ნიავი მარიამის ლოკონებს ათამაშებს.მიჰქრის და უკან რჩება ბაღ-ვენახები,გზა კი არ ილევა და მიჰქრის ლაღად ფრთებშესხმული.იცნო მარიამმა ადგილი და გიორგის უთხრა გახარებული ხმით.
-მამიტო,იქ იმ მაღაზიაში ჩემი ძიო ნაყინს ყიდულობს ჩემთის.
-გინდა გიყიდო?მარიამმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და გიორგიმაც შეანელა და გააჩერა მაღაზიასთან.სოფელში მაცხოვრებლებმს შორიდანვე შეამჩნიეს უცხო ავტომობილი და ყურადღებაც მიიქცია ბირჟაზე მყოფების.შეხედე რომ მაღაზიასთან გაჩერდა მანქანა და გიორგი გადმოვიდა,მარიამიც გადმოიყვანა და უეცრად ხელიდან გაუსხლტდა,რომ ხმა ვერ გააკონტროლკა და შეშინებულმა დაიყვირა.
-შეჩერდი,სად გარბიხარ მარიამ.
-ძიო,იქ ძიო დავინაქე.უჩვენა ხელით და ისევ შებრუნდა,წინ გაიქცა ძახილით.
-ძიო,ძიო ალექსი ძიო.ბიჭებს მაღალი სუსტი მამაკაცი გამოეყო და სახე გაუნათდა,ხელები გაშალა და მარიამს შეეგება,ხელში აიყვანა და გულში ჩაიკრა.
-ვინ მოუყვანა ძიოს მისი მეტიჩარა გოგო.
-მამიტომ,აი იქაა და გვიკულებს.იცი? ჩეეჩინდა მამიტოს.
-მამიკომ?გიორგი დაბრუნდა?გაუხარდა ალექსის და გიორგისკენ წავიდა,ორივე გადაეხვია ერთმანეთს.
-ძალიან გამეხარდა გიორგი შენი ნახვა,სულ ჩამოხვედი?
-სულ ჩამოვედი ალექს სად უნდა წავიდე,ჩემი ტკივილიც და ჩემი სიხარულიც აქ არის.აი ენა არ გაუჩერებია აქ მოსვლამდე,შეხედა მაღაზიას და აქ ძიო ნაყინს მყიდულბსო.
-გახსოვს აქ რომ ვყიდულობდით ნაყინს?
-მაშხოვს.
-მაშხოვს.გაეცინა ალექსის და მარიამს ხელი მოკიდა,მაღაზიაში შევიდნენ და ნაყინი უყიდა.ალექსის თმაჭაღარა ქალბატონი მიუახლოვდა და სევდიანად უთხრა.
-ძალიან გავს დედას,კითხვა არ უნდა რომ მარიამის შვილია.ეეეხ,ყველას დაგვიტოვა ტკივილი მაგრამ ყველაზე დიდი ტკივილი მის ქმარ-შვილს დაუტოვა შვილო.ეს გიორგია დღემდე შავს ატარებს?
-კი,დღემდე შავს ატარებს,მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.
-რას იზამ შვილო,არც პირველია და არც უკანასკნელი სიკვდილის შემდეგ ცხოვრება გრძელდება.მარიამი ჩემი საუკეთესო მოსწავლე იყო,დღეს ძალიან იშვიათია ასეთი ნიჭიერები.
-მარიამ წავედით.ხელი ჩაკიდა პატარას და წავიდნენ.
-სახელიც რომ დედის ჰქვია.ჩაილაპარაკა ქალბატონმა და სევდიანად გააყოლა თვალი პატარას.
-გიორგი სად წავიდეთ,სამი არჩევანი გაქვს.
-ჩამოთვალე,მაგრამ გაითვალისწინე დალევა არ მინდა.გაეღიმა გიორგის.
-არა,დალევა ამ სიცხეში არც მე არ მინდა.
-აბა?წარბი ასწია გიორგიმ.
-ტირიფები,ბაბუაწვერას მინდორზე და სახლში.
-ძიო ხენდო კიდე ალის?
-არის ცოტა,მაგრამ ბებომ უამრავი მურაბა გაგიკეთა.შევიპაროთ პადვალში და ვჭამოთ.
-ჩემთინ გააკეთა?შეეკითხა მარიამმა და თვალებითაც იცინოდა ისე როგორც იცოდა დედამ.
-ხო შენთვის გააკეთა,ყველას შენ ახსოვხარ ძიო ვიღას ახსოვს.გაეცინა ალექსის და გიორგიც აყვა მას სიცილში.
-მოდი ჯერ სახლში მივიდეთ ლექსო დაიღალა მარიამი გზაში და მე წავალ მერე ერთ ადგილზე ცოტა ხნით,მხოლოდ მარტო.უთხრა გიორგიმ ლექსოს და ლექსოც მიხვდა,რომ გიორგის მარტო უნდოდა ტირიფებში ყოფნა.წავიდნენ,ალექსიმ ჭიშკარი გააღო და მარიამი ყვირილით შევიდა ეზოში,ყველას გაუხარდა მისი ნახვა და გიორგის რომ არ ელოდნენ ამდენი წლის შემდეგ მისი ნახვა ძალიან სასიხარულო იყო.
-ვიცი რომ ყველასთვის მტკივნეულია,მაგრამ ძალიან გთხოვთ ცრემლების გარეშე,მარიამს შეეშინდება.მორიდებულად თქვა გიორგიმ და იქვე მდგარ გაოცებულ მარიამს გაუღიმა.ცოტა ხნით ჩამოჯდა იმ ძველ ადგილზე სადაც უამრავი ლამაზი მოგონება ჰქონდა,შემდეგ კი ტრიფებში წავიდა და შეაგვიანდა.
-მალე მოვა ბებო მამიკო,მანქანით ხომ არ წასულა.ცრემლნარევი ხმით ამშვიდებდა თამრო ბებო მარიამს რომელიც გულამოგლეჯილი ტიროდა და მამას ეძახდა.
-ოთხი წლის შემდეგ მიაკითხა გიორგიმ ტირიფებს,გული ეტკინა რამოდენიმე ტირიფი გამხმარიყო და გვერდით ახალბედა ტირიფები ედგა ძველებს თავმომწონედ.ფეხ და ფეხ დაიარა თვითეულ ხესთან,შემდეგ კი მარიამის საყვარელ სკამზე დაჯდა.რამდენი რამ გაახსენდა,რა მხიარულმა კადრებმა გაუქროლა მოგონებებში,დღეს კი დგას და იგონებს იმ ტკბილ დღეებს,რომლებიც მწარე ტკივილად ექცა.მისი ცხოვრების ძალიან ბედნიერი დღეების და მომენტების გახსენებით გულმა ტკივილით დაიკვნესა და თავს აჩვენებდა ყველას,მაგრამ ჯერ კიდევ ვერ შეგუებოდა იმას,რომ ეს ყველაფერი წარსულის ფურცლებზე დარჩა.დრო მიდის და დროის სვლასთან ერთად ფერადი და ლამაზი კადრები შავ-თეთრ კადრებად გადაიქცა და გულში რჩება ლაქებად,მოგონებების ლაქებად.მარტო ეს ადგილი,რამდენ ბედნიერ მოგონებას ინახავდა.არ არსებობს დროის მანქანა, რომელიც წარსულში დაგვბრუნებს და ყველაფერს თავის ადგილას დააყენებს, ასე რომ იყოს, მაშინ აწმყოც სხვანაირი იქნებოდა.საათს დახედა,დრო საკმაოდ გასულიყო და წამოდგა,ნელა-ნელა გაუყვა გზას სახლისკენ.ეზოში შევიდა თუ არა მარიამის ტორილის ხმა შემოესმა და გული აუფრიალდა,ხელი მიიდო გულზე და სწრაფი ნაბიჯებით აიარა კიბეები,მარიამის ცრემლიან თვალებს შეხედა და თვალები მაგრად დახუჭა,ერთი ღრად შეისუნთქა ჰაერი და მარიამთან მივიდა რამოდენიმე ნაბიჯით,მის წინ დაიმუხლა.
-ალავინი ალ მიდა,ალც ძიო და ალც ბებიკო,ჩემი მამიტო მინა.
-ჩუუუუ,აქ ვარ მამიკოს პრინცესა,რატომ ტირი.უთხრა და გულში ჩაიკრა აკრუსუნებული პატარა.ყველამ შეამჩნია გიორგის რომ თვალები ჩაწითლებული ჰქონდა ტირილისგან.
-ჩად იკავი,დაგაგიანდა.უთხრა მარიამმა გაბრაზებულმა და როგორც მარიამმა იცოდა კოპების შეკრა ისე კოპებშეკრულმა შეხედა გიორგის.
-იმიტომ იტირე რომ იფიქრე მამიკო წავიდაო?სულელო მანქანა ხომ აქ იყო,ან უშენოდ სად წავიდოდი.
-ადენი ველ მოვიფიქლე.თქვა მარიამმა რაზედაც გიორგის გაეცინა.
-ჩემი ჭკვიანი,ჩემი სიცოცხლე შენ მამიკო აღარასოდეს არ მიგატოვებს,ამ შეცდომას აღარ დავუშვებ და სულ შენთან ვიქნები ამიერიდან მა.
-სულ,სულ?
-სულ,სულ,სულ შენთან ვიქნები.მიდი ახლა ბებოს უთხარი გვაჭამოს ხენდროს მურაბა,მეც მიყვარს ის ძალიან,ძალიან.მარიამს გაეცინა და ჩასრიალდა გიორგის მკლავებიდან და იქვე მყოფ თამრო ბებოს უთხრა.
-ბე,ბებიკო ხედოს მულალა მათლა გამიკეთე?
-აბა?გაგიკეთე ჩემო სიხარულო,გინდა?
-კი მიდა და მამიტოსაც უდა.უთხრა ტაშის დაკვრით მარიამმა და გადაიკისკისა.
-ალექს?დაუძახა თამრომ ალექსის.
-აქ ვარ დედა.
-მურაბა ამოუტანე შვილო მარიამს.ალექსიმ ხელი დაუქნია მარიამს და წაიყვანა,შეიყვანა სათავსოში სადაც მურაბები ინახებოდა,მიწვდა თაროზე დადებულ სავსე ქილას,მიიზიდა პატარა ხელებით ახადა თავი და იქვე დაიწყო ჭამა.მის პაწაწა თითებს ყოფდა ქილაში და სულ მოითხვარა,რაზედაც ალექსანდრე იცინოდა,მის სიცილზე გიორგი დაადგათ თავზე და რომ შეხედა მარიამს მასაც გაეცინა,შემდეგ კი თვალი მოკრა ძველ ორ ველოსიპედს და ალექსანდრს უთხრა.
-ესენი კიდევ არ გადაგიგდია?
-იყოს,ვერ გავიმეტე გადასაგდებად.იმ ღამეს მარიამმა ჯერ დიდ ბებისთან და პაპასთან ჩაწვა შუაში,შემდეგ წამოფრინდა ფეხზე და თამრო ბებოსთან შეწვა,ვერც იქ მოისვენა და ბოლოს მაინც გიორგის მიადგა რომელიც ალექსანდრესთან ერთად ვერანდაზე საუბრობდა.
-არ დაგეძინა?
-ველ დავიძინე,ჩეთან მიდოდა.
-წამოდი მაშინ და დაიძინე.წავიდნენ და ერთად დაიძინეს,დილით მარიამი რომ ადგა ყველა ამდგარი იყო,ალექსანდრეს საძინებელში შეიპარა და იქ დაჰყო რამოდენიმე ხანი,გამოვიდა იქედან ჩაიცვა და გიორგის მიეწება,თან ყურში უჩურჩულა.
-მამიტო მე ჯალიან,ჯალიან მიკალქალ სახლში წავიდეთ ლა?ლუსო ბებოსთან მიდა.გიორგის გაეცინა,ლექსოს გახედა და თვალი ჩაუკრა,მიხვდა ლექსომ რომ მარიამმა რაღაც გააფუჭა ამიტიმ ყურში უჩურჩულა.
-მითხარი რა გააფუჭე რომ ვიცოდე,წასვლამდე რომ არ გვცემოს ალექსი ძიომ.მარიამმა შეხედა გიორგის შიში ჰქონდა თვალებში.
-შენ გეშინია მე დამელაპარაკო?ნუ გეშინია ყურში მითხარი.
-ბალიჩები დავკუწე და ბულბულები გალეთ გამოვკალე.
-ვის ოთახში.
-ალექსი ძიოს ოთახში.ჭავიდეთ ლა მამიტო.
-კარგი წავიდეთ,დავემშვიდობოთ ყველას და წავიდეთ.უთხრა გიორგიმ.
-აქლავეს ჭავიდეთ.
-დამაცადე მარიამ ჩვენი ნივთები წამოვიღო.
-ალ გინდა,დავტოვოთ მე ქომ ბევლი ტასაცელი მაქვს.გიორგის გაუკვირდა,მარიამს ყველა მისი საყვარელი ჩასაცმელი ჰქონდა წამოღებული,მაინც ჩამოიტანა ნივთები და საბარგულში ჩადო,მათი მოულოდნელი განცხადება წასვლაზე ყველასათვის გულსაწყვეტი იყო,მაგრამ მარიამი აღარ ჩერდებოდა.ყველას დაემშვიდობა და სირბილით წავიდა მანქანისკენ.ბებოებმა სოფლის ნობადით დატვირთეს სიძე და შვილიშვილი და თვალცრემლიანი გააცილეს,ეზოდან გასვლამდე კი მარიამმა უთხრა გაბრაზებული ხმით ალექსიანდრეს.
-რამ გაგაჩეჩა გააგე ჭიკალი.რაზედაც გიორგის გულიანად გაეცინა და ალექსის უთხრა.
-გაიგონე?გააღე ჭიკალი.სახლში მისულებს გიორგი სიცილით უყვებოდა გოგის და რუსოს სოფლიდან რატომ გამოიქცნენ და იცინოდნენ,რომ გიორგის ტელეფონი ამღერდა და გაეცინა,ალექსანდრე ურეკავდა.
-ხო ალექს სახლში ვართ უკვე.თან იცინოდა.
-შენ იცოდი?
-რა,რა უნდა მცოდნოდა.
-ვერ წამოიდგენ რა დამემართა გიორგი ოთახში რომ შევედი,დედაჩემს გულმა ლამის დაარტყა რა უქნია ყველა ბალიში დაუკუწია.სად არის,უთხარი პატრული მოყავს ძიოსთქო.გიორგის გაეცინა და მარიამს დაუძახა.
-გგონია პატრულით შეაშინებ? მარიამ მოდი ძიოს შენთან უნდა საუბარი.
-აქა ალ მოვედი იქედან? აჩე უცებ მოვენატლე?
-ხო მოენატრე ძიოს და თავად გეტყვის.დასცინა გიორგიმ მის მოჩლექილ ენას.მარიამმა გამოართვა ტელეფონი,კრესლოში ჩაჯდა,ფეხი ფეხზე გადაიდო და ისე საუბრობდა გიორგი კი უცქერდა და იცინოდა,გოგიმ კი ფოტო გადაუღო მარიამს.
-ლას მუბლძანებს ჩემი ძიო?
-მითხარი რას ერჩოდი ჩემს ბალიშებს გოგო.მარიამმა ჯერ თვალები გადაატრიალა და შემდეგ უთხრა.
-ალ მომეჭონა ფელები და ამას ველჩოდი.აბა კალგად აქლა,მე და მამიტო ვთამაჩობთ.გათიშა ტელეფონი და გიორგის გახედა რომელმაც ხმამაღლა გადაიხარხარა ფოტო კი ალექსის გადაუგზავნა და მიწერა.
-ზუსტად ამ მომენტში შენ გელაპარაკება ასეთ ფორმაში.გიორგიმ გადაურეკა ალექსის და ბევრი იცინა ორივემ.
-გიორგი ეს არ ვიცი რა იქნება,აქედანვე გისურვებ გამძლეობას.იცოდე,შენს წინაშე პატარა ანა დგას.მარიამი არ იყო ასეთი ცელქი და ეშმაკი,ეს ანას ასლია.
-ვიცი ალექს და მიკვირს ასე როგორ დაემსგავსა,ლუკა არ გავს ასე დედამისს როგორც მარიამი.დიდხანს ისაუბრეს ახლო სამომავლო გეგმებზე და გვიან დაემშვოდობნენ ერთმანეთს.



№1  offline მოდერი zia-maria

სალანდერი
როგორც ყოველთვის, თბილი ტკბილი და ემოციურია ❤
გრძნობით წერთ და ასეევე იკითხება ❤
წარმატებები და ველოდები შემდეგს ❤


heart_eyes მადლობა საყვარელო,როგორ მაბედნიერებს თქვენი არსებობა. kissing_heart kissing_heart

 


№2  offline წევრი მია15

როგორც ყოველთვის შეუდარებელი იყო.ველი ახალ თავს

 


№3  offline მოდერი zia-maria

მია15
როგორც ყოველთვის შეუდარებელი იყო.ველი ახალ თავს

kissing_heart kissing_heart kissing_heart kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent