შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ადამიანი 2


14-07-2018, 18:58
ავტორი Mmarishkkka
ნანახია 957

რესტორანი მართლაც ძალიან მყუდრო იყო. კუთხეში წყნარ ადგილას ვიჯექი და ჩემი ადგილიდან ყველას ვხედავდი.
-რას ინებებთ ქალბატონო?- თავაზიანად მკითხა მიმტანმა
-ლაზანია და წითელი ღვინო თუ შეიძლება.
ოფიციანტი გამეცალა მეკი ჩემი ტელეფონი ავიღე და ლილის შეტყობინება მივწერე, ავუხსენი რომ სახლში მაგვიანდებოდა.

რატომღაც ხალხის თვალიერებით გავერთე. ვუყურებდი მათ და ვხვდებოდი რომ ყველა რაღაცა მიზნით იყო აქ. ისევე როგორც მე. (მე დედას გამოვექეცი რადგან მინდოდა რომ დიმიტრის ის დაერწმუმებინა სახლიდან გადასვლასთან დაკავშირებით) ჩემს წინ მაგიდაზთან ვიღაცის თვალებს გადავაწყდი რომლებიც მე მიყურებდა. მეც იხტიბარი არ გავიტეხე და ჯიუტად ვუყურე სანამ ჩემი შეკვეთა არ მოვიდა.
-გემრიელად მიირთვით.-მითხრა ოფიციანტმა და იქამდე არ მინახავს სანამ ანგარიში არ ვითხოვე.
-თქენი უკვე გადახდილია ქალბატონო.- და იმ მაგიდისკენ გაიხედა სადაც სიმპატიური ლამაზთვალება,ქერა და ალბათ მაღალი მამაკაცი იჯდა.
მადლობის ნიშნად თავი დავუკარი, თვითონაც იგივეთი მიპასუხა.

სახლში დაბრუნებულს ძილის გარდა არაფერი მინდოდა, მაგრამ ლილიმ არ დამაცადა.
-ესეიგი გადადიხად არაა?
-დედა მისმინე-დავიწყე და თითქმის ერთი ამოსუნთქვით ვუთხარი.
მამა რომ გარდაიცვალა შენი დატოვება არ მინდოდა, არც დამიტოვებიხარ. ყველაზე მეტად ალბათ მაინც მე განვიცადე, არმინდა იფიქრო რომ გიჯავრდები იმის გამო რომ დიმიტრის გაყევი და მეორეჯერ იპოვე შენი ბედნიერება. უბრალოდ მეც უნდა დამაცადო რომ ბედნიერი ვიყო. უნდა მომცე უფლება აწი ჩემი ცხოვრება მქონდეს. მეგობრები ჩემთან დარჩებიან, აქ არ მომყავს რადგან არმინდა რომ შეგაწუხონ. მოკლედ და ერთი სიტყვით მე გადავდივარ. უკვე 20-ის ვარ შემიძლია დამოუკიდებლად ცხოვრება. უნივერსოტეტში არ მისწავლია რადგან მემკვიდრეობა მერგო, ახლაკი მინდა რომ დამოუკიდებლად მივაღწიო რამეს.-ვუთხარი და ოთახიდან გავედი.
უკან გამომყვა გამაჩერა მისკენ მიმაბრუნა და მითხრა: ვიცი მესმის, მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რომ. შეგიძლია მაჩვენო როგორ სახლს ყიდულობ? მიხარია შენს გამო. მე და დიმიტრიმ ვილაპარაკეთ.
ამის გაგონებისას ამოვისუნთქე და ჩავეხუტე. ტელეფონი ამოვიღე და გადაღებული ფოტოები ვაჩვენე.
-ძალიან ლამაზი და მყუდროა, ავეჯის საყიდლად ერთად წავიდეთ.-გამიღიმა თბილად.
ჩემი ოთახის კარი უნდა გამეღო რომ მითხრა: - ხვალ საღამოს ვახშამი გვაქვს, ვიღაც ინვესტორთან.
-კარგი მოვალ ვუთხარი და გავუღიმე.

დილა ისევ ისე დაიწყო ლილის ხმით.
-სალი ბერიძე, რა გეშველება როცა მე არ გეყოლები და არავინ აღარ გაგაღვიძებს. ადექი გაგვიანდება.

დღეს რატომღაც გადავწყვიტე მაღლები ჩამეცვა, ჩემი თეტრი სარაფანი და მამას ნაჩუქარი მარგალიტი გავიკეთე. ცოტა მაკიაჟიც და გადავწყვიტე რომ ეს ყოველ დილით უნდა გამეკეთებინა. მე კომპანიის უფროსი და დიზაინერი ვარ. დამთავრდა ბნელიი დღეები ჩემს ცხოვრებაში!! ქვემოთ ჩასულს ,ლილის კივილმა გამაკვირვა. ღმერთო როგორი ლამაზი ხარ. მე მგევხარ შეიქო თავი.

-დიმიტრი ისევ სახლშია? -გამიკვრიდა
-დიახ, ლილიმ არ გითხრა რომ ინვესტორ ველოდებით?
-აჰაამ, კი როგორ არა. უბრალოდ გადამავიწყდა.
-ხომ მოხვალ- დიმიტრიმ თვალი ჩამიკრა.
-მოვალ რათქმაუნდა.-ჩემი გუჩის ჩანთა ავიღე და სახლი დავრივე. მძღოლს ვუთხარი რომ დღეს საჭესთან მე დავჯდებოდი შეეძლო დასვენა.

სამსახურში მისულს, კომპანიას შევხედე თავი მაღლა ავწიე და ვიამაყე იმით რაც მამამ შექმნა. მიხარიდა რომ ამ საქმეს მე ვაგრძელებდი და მას ჩემი იმედი ჰქონდა. ლიფტიდან გამოვედი თუ არა ყველამ მე შემომხედა.
-რას მიყურებთ საქმე არგაქვთ.- ვუკივლე გოგონებს. ყველა დაფაციფუცდა არიცოდნენ სად წასულიყვნენ.
-ნატა ჩემთან.- ვუთხარი და კარი მივიხურე.
-მოხდა რამე?- ხუთ წუთში აქ იყო.
-არა უბრალოდ, საღამოს ვახშამია და წამოდი ჩემთან.- თვალიჩავუკარი
-კარგი რა. მე რა მინდა.- ხელი აიფრიალა.
-ეს თხოვნა არ არის ეს ბრძანებაა.- საყვარლად გავუღიმე
-მართალია რასაც ამბობენ.
- რას ამბობენ? -გამიკვირდა
-არაფერს, უბრალოდ კრუელა დევილიაო.-თავი ჩახარა, რთული იყო “პადრუგისთვის” ამის თქმა, მეკი ბევრი ვიცინე. და დაამატა-დღეს ძალიან ლამაზი ხარ.
-მადლობა. ეს ნახატები წაიღე და მკერავს მიეცი. ფერი თვითონ აარჩიოს ვენდობი.

4საათზე უკვე სახლში ვიყავი. ლილის მე და ნატა ვეხმარებოდით. მან მხოლოდ ეხლა გაიგო რომ სტუმარს ველოდით.
-ვინ არის?- ვიკითხე მე და დიმიტრის მივუჯექი.
-დემეტრე ჩოხელი, ინვესტიციის ჩადება უნდა ჩემს კომპანიაში, და იმასაც ვფიქრობ რომ შეიძლება შენგან ჩემი კომპანია გამოვისყიდოთ.
-ხო აბა რა. საათები ყველას უყვარს-დავცინე დიმირის. გაბრაზდა მაგრამ ავდექი და წავედი. ( ერჩივნა რომ მისი კომპანიის ის ნახევარი რომელეც მე მქონდა, სხვისი საკუთრება ყოფილიყო. ინვენსტიცია მეც ჩავდე მის კომპანიაში და ორმაგად ვმუშაობდი მის გამო მაგრამ, იმედი მაქვს მოვგვარდებით)

დრო ისე გავიდა ვერც შევამჩნიე. კარზე ზარია, წინსაფარი მოვიხსენი სამხარეულოდან გამოვედი. კარგი გავაღე და მის თვალებს ისევ გადავაწყდი....


ესეც მეორე თავი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent